„საჯარო ინფორმაციის თავისუფლება’’ ," საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა’’,„ინფორმაციის თავისუფლების’’ სამართლებრივი საფუძვლები
1.“ინფორმაციის
თავისუფლება“
·
სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაზე საზოგადოებრივი
კონტროლის განხორციელებისტვის მნიშვნელოვანია,რომ საზოგადოების წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ
საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე.
·
როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია სახელმწიფოს საქმიანობის შესახებ,ხელისუფლების
მიმართ მოსახლეობის ნდობა მაღალია,რადგან მას უჩნდება განცდა,რომ სახელმწიფო მოქმედებს
კეთილსინდისიერად და კანონის ფარგლებში.
·
როდესაც ხდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაუსაბუთებელი შეზღუდვა ,ეს
იწვევს სახელმწიფოს მიმართ მოქალაქის ნდობის შემცირებას.
·
ხ
·
„ინფორმაციის თავისუფლების’’
პრინციპს უპირისპირდება „ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის’’ ინტერესი
„პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის ’’, ასევე “სახელმწიფო
და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის“ ვალდებულებას აქვს ისეთივე კონსტიტუციურ-სამართლებრივი
რანგი,როგორიც „საჯარო ინფორმაციის
ღიაობას[თავისუფლებას]’’
ხ
·
მიუხედავად იმისა,რომ „საჯარო ინფორმაციის თავისუფლება’’ წესრიგდება სზაკ-ით,საკითხი
იმდენად კომპლექსურია,რომ იგი გაცდა სზაკ-ის ფარგლებს.
·
დღეისათვის „ინფორმაციის თავისუფლების სამართალი’’ ყალიბდება,როგორც ადმინისტრაციული
სამართლის „დამოუკიდებელი’’ დარგი.
·
მეორეს მხრივ, „პერსონალური მონაცემების
დაცვა’’ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებაში.
·
ამიტომ ქვემოთ მოკლედ,შევეხებით
„ინფორმაციის თავისუფლების’’[ხელმისაწვდომობის] და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის’’ საკითხებს
ხ
შენიშვნა:
·
სზაკ-ის მოქმედების სფერო,[გარდა მე-3 ტავისა] არ ვრცელდება პ“ერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის’’ საქმიანობაზე
·
პერსონალურ მომაცემთა დაცვის
ინსპექტორის
ინდაქტი [გამოსცემს ინდაქტებს] მიიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქარტველოს კანონით და „პერსონალურ მონაცემტა დაცვის
ინსპექტორის საქმიანობისა დამის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ’’
დებულებიტ დადგენილი წესით.
·
ანუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის ინდაქტი არ მიიღება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[სზაკ-ით]
დადგენილი „ადმინისტეაციული წარმოების’’ წესით
2. „ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა’’
·
როგორც აღინიშნა, „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის[თავისუფლების]
‘’ პრინციპს უპირისპირდება „ინფორმაციის
საიდუმლოების დაცვის’’ ინტერესი
·
სზაკით გარანტირებული
„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა’’
უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ამ ორ „უფლებას’’ შორის.
·
„ინფოირმაციის ხელმისაწვდომობის’’
უფლება იმდენად
მნიშვნელოვანია,რომსაჯარო დაწესებულებას უჩნდება ვალდებულება ე.წ. „პროპორციულობის
ტესტის’’ გამოყენებით განსაზღვროს,ხომ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა“ინფორმაციის ღიაობას’’[ხელმისაწვდომობას]
„ინფორმაციის საიდუმლოების დაცვასთან’’ შედარებით.
ხ
·
სახელმწიფოს „გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების’’ უზრუნველყოფის მექანიზმია
სზაკ-ის 34-ე მუხლით დადგენილი „კოლეგიალური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარების
სპეციალური წესი’’
ხ
·
„საჯარო ინფორმაციის’’ გამოთხოვის უფლება გააჩნია „ყველას’’
·
სზაკ-ის
37-ე მუხლში გამოყენებული
ტერმინი „ყველა’’ გულისხმობს
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
·
საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად წერილობიტი განცხადების წარდგენის უფლება აქვს
ფიზიკური პირის „წარმომადგენელსაც’’
ხ
·
იურიდიული პირის შემტხვევაში საჯარო ინფორმაციის გამოტხოვა ხდება მხოლოდ
„იურიდიული პირის წარმომადგენლის’’ მეშვებით
·
„იურიდიული პირის წარმომადგენლის’’ უფლებამოსილება განისაზღვრება
იურიდიული პრის „წესდებით’’
ხ
·
ფიზიკური პირის წარმომადგენელმა განცხადებას[რომლითაც ის გამოითხოვს
საჯარო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციას] თან უნდა დაურთოს, თავისი “წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი ‘’
ხ
·
ფიზიკური პირის წარმომადგენლის
“წარმომადგენლობის
დამადასტურებელი საბუთი ‘’ შეიძლება იყოს:
a.
სანოტარო წესით დამტკიცებული მინდობილობა
b. მინდობილობა ,დამოწმებული იმ ორგანიზაციის მიერ,სადაც მუშაობს ,ან სწავლობს განმცხადებელი
c. მინდობილობა, დამოწმებული იმ სტაციონალური სამკურნალო დაწესებულების მიერ,სადაც მისი
გამცემი პირი სამკურნალოდ იმყოფება.
d. მინდობილობა,დამოწმებული იმ სამხედრო ნაწილის მიერ სადაც მსახურობს მისი გამცემი პირი
e. მინდობილობა, დამოწმებული იმ საპატიმრო ადმინისტრაციის მიერ სადაც მოთავსებულია მისი
გამცემი დაპატიმრებული პირი
ხ
·
სზაკ-ის მე-40 მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულებაში დაცული
ინფორმაცია უნდა გაიცეს „დაუყონებლივ’’.
·
„დაუყონებლივ’’ გულისხმობს,რომ ინფორმაციის
მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა მოხვდეს ინფორმაციის
გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან,რომელიც ვადებულია დაუბრკოლებლად შეუდგეს ამ განცხადების
განხილვასდა გადაწყვეტას,შემოსული განცხადებების
რიგითობის მიხედვიტ.
·
ასე,რომ ინფორმაციის“დაუყონებლივ’’
გაცემის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღეს.ეს
დამოკიდებულია ამ საჯარო დაწესებულებაში შემოსული განცხადებების რაოდენობასა[!] და თითოეული მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობაზე[!]
·
რიგ შემთხვევებში ინფორმაციის „დაუყონებლივ’’
გაცემა შეუძლებელია სხვა ისეთი მიზეზით,რომელიც გათვალისწინებულია სზაკ-ის მე-40 მუხლში.
·
ასეტ შემტხვევებში დადგენილია „საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა’’ არაუგვიანეს
10 დღისა.
მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.
ხ
·
ინფორმაციის „დაუყონებლივ’’ გაცემის მოთხოვნა მოიცავს ასევე „ინფორმაციი გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილების
„დაუყონებლივ ‘’
გაცემას.
·
„ინფორმაციი გაცემაზე უარის თქმის
შესახებ“ გადაწყვეტილება გამოიცემა[სახელმწიფო დაწესებულების
მიერ] წერილობითი ფორმით და შესაბამისად შესაძლებელია მისი „გასაჩივრება’’
ხ
·
სზაკ-ის 38-ე მუხლის
თანახმად ,“დაუშვებელია საჯარო სამსახურის მიერ საჯარო
ინფორმაციის გაცემისთვის რაიმე სახის საფასურის დაწესება,გარდა ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.
·
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების
მოსაკრებლის ოდებას’’ და მისი გადახდის წესს
ადგენს საქართველოს კანონი“საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების
მოსაკრებლის შესახებ’’,რომელიც ნიღებულია 2005 წლის 13 მაისს.
·
ამ კანონის მე-2 მუხლი გვაძლევს „საჯარო ინფორმაციის ასლის ‘’ ცნებას
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების ცნება
+
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება არის საჯარო ინფორმაციის დედნიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე ინფორმაციის ზუსტად გადატანა (ჩაწერა, გადაღება) ინფორმაციის მატარებელზე (ფურცელი, კომპაქტური დისკი, დისკეტა, აუდიო და ვიდეოკასეტა).
·
ამ კანონის მე-3 მუხლი გვაძლევს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ‘’ ცნებას
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ცნება
+
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი შესაბამისი ორგანოს მიერ ასლის გადაღებისათვის
·
ამ კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობას ‘’
მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა
+
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;
ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;
ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.
·
ამ კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების’’
პირობებს
მუხლი 7. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
+
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
·
ამ კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის’’ წესს
მ უხლი 8. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
+
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების სალაროში ან/და საბანკო დაწესებულების მეშვეობით როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით. ამასთანავე, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.
2. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.
„ინფორმაციის თავისუფლების’’ სამართლებრივი საფუძვლები
·
სზაკ-ში „ინფორმაციის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის’’ პრინციპის რეგლამენტაცია
ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით აღიარებული „ინფორმაციისა’’ და „გამოხატვის“ თავისუფლების
რეალიზაციას
·
„ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის’’ მე-10 მუხლის თანახმად,ყველას
აქვს გამოხატვის თავისუფლება’’
·
ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას,ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს/ან
გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის და საზღვრის მიუხედავად
·
იდენტური შინაარსისა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი,რომელიც ადგენს,რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება ,თავისუფლად მიიღოს და გაავრჩელოს
ინფორმაცია,გამოტქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად,წერილობიტ ან სხვა საშუალებიტ.’’
ხ
·
საქრტველოს კონსტიტუციის 41-ე
მუხლი ყველა მოქალაქეს
ანიჭებს უფლებას „კანონიტ
დადგენილი წესით გაეცნოს „სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას’’,აგრეტვე
იქ დაცულ „სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს’’ ,თუ ისინი არ შეიცავენ
სახელმწიფო,პროფესიულ,ან კომერციულ საიდუმლოებას’’
ხ
·
„ადამიანის უფლება- მიიღოს სრული,ობიექტური და დროული ინფორმაცია მის სამუშაო
და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ’’-გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით
ხ
·
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის[სზაკ-ი] 37-ე მუხლის თანახმად: „ყველას აქვს უფლება,მოითხოვოს
საჯარო ინფორმაცია ‘’.
·
ამ უფლების რეალიზაციის მექანიზმი კი
განსაზღვრულია სზაკ-ის მე-3 თავში’’
მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
Комментарии
Отправить комментарий