„საჯარო ინფორმაციის’’ -ცნება „კოლეგიალურ საჯარო დაწესებულებათა“ სხდომების საჯაროობა

 

საჯარო ინფორმაციის’’  -ცნება

·        სზაკ-ის  მე-2 მუხლის „მ’’ პუნქტის თანახმად „საჯარო ინფორმაცია’’ არის :

 

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

) საჯარო ინფორმაცია[არის]ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

განმარტება:

 

ინფორმაციის „პროაქტიული გამოქვეყნება  არის -შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.

·        «ყველას“ აქვს უფლება მოითხოვოს „საჯარო ინფორმაცია“ მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად

 

აირჩიოს „საჯარო ინფორმაციის“ მიღების ფორმა, [თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს], აგრეთვე გაეცნოს „საჯარო ინფორმაციას’’ დედანში.

 

თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი[ სზაკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწ.]

·       როგორ უნდა მოიქცეს „საჯარო დაწესებულება’’ თუ „დაინტერესებილი პირი’’ მისგან ითხოვს ინფორმაციას,რომელსაც შეიცავს არა „ერთი’’ კონკრეტული  ოფიციალური დოკუმენტი არამედ ის „გაბნეულია დიდი რაოდენობისა და მოცულობის სხვადასხვა დოკუმენტებში“ ?

·       ამ კითხვას სხვადასხვნაირად პასუხობენ არა მარტო „საჯარო დაწესებულებებში’’ ,არამედ „სასამართლოშიც’’[!]

·       ხშირად  „საჯარო დაწესებულების’’ პასუხი არის უარი „გაბნეული ინფორმაციის’’ გაცემაზე[რადგან ეს არის „შესაქმნელი ‘’ ინფორმაცია.ეს არ არის „მზა’’ და „დამუშავებული ‘’ ინფორმაცია ,რომელიც უკვე „დევს’’ და შესაძლებელია მისი ასლის გადაღება და მიწოდება „დაინტერესებული მხარისთვის’’]

·       მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი

·       „საჯარო დაწესებულება’’ ვალდებულია „დაინტერესებულ პირს’’ გადასცეს ყველა ის დოკუმენტი რომლებშიც“გაბნეულია’’ მისთვის საინტერესო  ინფორმაცია[!]

ხხხხ

„საჯარო მონაცემთა ბაზის’’ წარმოების ვალდებულება

 

·       საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით

სზაკი-ი ავალდებულებს „საჯარო დაწესებულებას’’,დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და ინფორმაციის „პროაქტიულ გამოქვეყნებაზე’’ „ პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე’’[სზაკ-ის 36-ე მუხლი]

·       საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით  სზაკ-ი მოითხოვს „საჯარო დაწესებულებებისგან’’ „საჯარო მონაცემთა ბაზის ‘’ წარმოებას

·       საჯარო დაწესებულების „საჯარო მონაცემთა ბაზა’’ მოიცავს ამ საჯარო დაწესებულების ან მისი მოსამსახურეების მიერ სისტემურად შეგროვებულ,დამუშავებულ და შენახულ მონაცემებს.

 

მუხლი 27. ტერმინთა განმარტება

) საჯარო მონაცემთა ბაზა’’საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები

„საჯარო რეესტრში’’  საჯარო  ინფორმაციის შეტანის ვალდებულება

 

·       „საჯარო დაწესებულება“ ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული „საჯარო ინფორმაცია“  საჯარო რეესტრში.[სზაკ-ის 35-ე მუხლი]

·       ამ მუხლის თანახმად,  საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს „საჯარო ინფორმაციაზე“ მითითება[!] მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში[ ა)საჯარო ინფორმაციის დასახელების, ბ)მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, გ) იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.]

·       „საჯარო რეესტრში ‘’ შეტანილი მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

·       „დაიმტერესებულ პირს ‘’ შეუძლია მოიტხოვოს როგორც „საჯარო რეესტრის’’ გაცნობა,ისე მისთვის საინტერესო „საჯარო ინფორმაციის’’ მთლიანად ან მისი გარკვეული ნაწილის ასლის გადაღება.

საქმისწარომება „ერთიანი ავტომატური საშუალებებით’’

 

·       ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს „პროგრამული უზრუნველყოფა“ და „მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები’’[კომპიიტერული ტექნიკა] [სზაკ-ის 351-ე მუხლი]

·       ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს „მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების“ გამოყენებით, თუ დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ამ თავით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების „სხვა’’ ფორმა.

·       ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

·       ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

 

რას ნიშნავს „საჯარო დაწესებულება’’ ?

 

·       „ინფორმაციის თავისუფლების’’ მოთხოვნა ვრცელდება „საჯარო დაწესებულებებზე’’

·       „საჯარო დაწესებულების ‘’ ცნება განმარტებულია სზაკ-ის 27-ე მუხლის „ა’’ პუნქტში:

 

   მუხლი 27. ტერმინთა განმარტება

 

ა)“ საჯარო დაწესებულება“ – ა)“ადმინისტრაციული ორგანო’’, [ან] ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული „კერძო სამართლის იურიდიული პირი’’ [ასეთი დაფინანსების ფარგლებში];

 

ხხხხხ

„კოლეგიალურ საჯარო დაწესებულებათა“  სხდომების საჯაროობა

·        „კოლეგიალური საჯარო დაწესებულების’’ მიერ გადაწყვეტილების მომზადება და მიღება სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს ექვემდებარება.

·        „კოლეგიალური საჯარო დაწესებულების’’ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაკუთრებული საჯარო ინტერესების სფეროს განეკუთვნება

·        სზაკი-ის 27-ე მუხლის ‘გ’’ პუნქტი იძლევა“კოლეგიალური საჯარო დაწესებულების’’ ცნების განმარტებას:

 

    მუხლი 27. ტერმინთა განმარტება

 

) კოლეგიური საჯარო დაწესებულებასაჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;

) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრისაჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;

 

·        “კოლეგიალური საჯარო დაწესებულებებია’’,მაგალითად:  ა)ადგილობრივითვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები[საკრებულოები]

ბ) ცენტრალური,საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები

გ)დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები

·        სზაკ-ის 32-ე მუხლის თანახმად: „თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები,

·        სზაკ-ი  ითვალისწინება „კოლეგიალური საჯარო დაწესებულების’’  „ღია’’ სხდომის  „დახურვის’’ შესაძლებლობას ,თუკი ეს აუცილებელია სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემებს მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.

·        თუ სხდომის „დღის წესრიგი’’ შედგება რამდენიმე განსახილველი საკითხისაგან,რომელთაგან მხოლოდ ნაწილი შეიცავს „საიდუმლო ინფორმაციას’’ ,ასეთ შემთხვევებში „იხურება“  სხდომის მხოლოდ  „ის ნაწილი’’ ,რომლის დროსაც განიხილება „საიდუმლო ინფორმაცია’’

„კოლეგიური საჯარო დაწესებულების ‘’ სხდომა

 

·         კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი „დახურვის’შესახებ.[სზაკ-ის 34-ე მულის 1-ლი ნაწილი]

·        გადაუდებელი აუცილებლობა’’ [სზაკ-ის 27-ე მუხლის „კ’’  პუნქტი] სახეზეა ,როცა არსებობს „კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება’’ ან „ვითარება,როდესაც რეალური საფრტხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას’’

·        ამგვარი „გადაუდებელი აუცილებლობისას“ კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა 34-ე  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს[!] სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

·        გადაუდებელი აუცილებლობის’’ დროს სზაკ-ი ადგენს „საჯარო დაწესებულების’’ ვალდებულებას სხდომის გამარტვიდან 3 ღის ვადაში განმარტოს [!] „სხდომაზე მიღებული „გადაწყვეტილების’’ გასაჩივრების წესი’’

·        სზაკ-ის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „გადაუდებელი აუცილებლობისას’’  „ჩატარებული სხდომის’’ ანდა ამ სხდომის „დახურვის’’ კანონიერებაზე დავის შემთხვევაში სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს“კოლეგიალური საჯარო დაწესებულების’’ სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში.

·        თუ სასამართლო დაადგენს სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარების ფაქტს,ეს გამოიწვევს ამ სხდომაზე მიღებული „გადაწყვეტილების“ ბათილად გამოცხადებას[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები