„გაერთიანების თავისუფლება“

 

აქ განხილულია საკითხები:

a.      „გაერტიანების თავისუფლების’’ მოქმედების სფერო

b.      გაერთიანების უფლება და ორგანიზაციის ავტონომია

c.      ორგანიზაციის დაფუძნების უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე

d.     თავისუფალი არჩევანით ორგანიზაციის დაფუძნების და მასში გაწევრიანების უფლება

e.      ორგანიზაციის თავისუფლად საქმიანობა

f.       წესდებისა და რეგლამენტის შემუშავების უფლება

g.      სრული თავისუფლებით წარმომადგენლ(ებ)ის არჩევის უფლება

h.     ორგანიზაციის ადმინისტრირების უფლება

i.       სრული თავისუფლებით საქმიანობის წარმართვისა და საკუთარი პროგრამების შემუშავების უფლება

j.       ორგანიზაციის დაშლა და მისი საქმიანობის შეჩერება

k.     დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების უფლება, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციებშ

ა) „გაერთიანების თავისუფლების მოქმედების სფერო

   [ანუ ვის აქვს „პროფესიული კავშირების ‘’ შექმნის უფლება ]

 

·        „გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიული წყობის მნიშვნელოვანი სოციალური კომპონენტია.

·        იგი წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებას.

·         როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს შესავალ ნაწილში აღინიშნა, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა „გაერთიანების თავისუფლება“ წარმოადგენს ფუნდამენტურ საშუალებას საერთაშორისო შრომის სტანდარტებით განმტკიცებული უფლებების დასაცავად.

·        გაერთიანების თავისუფლება „სოციალურ პარტნიორებს’’[დამსაქმებლებს და დასაქმებულებს] აძლევს შესაძლებლობას, დაადგინონ შრომითი ურთიერთობის პირობები და რეგულირების წესი.

·        „გაერთიანების თავისუფლების“  მიზანია[!], რომ შრომითი ურთიერთობის სუბიექტებმა [მხარეებმა] კოლექტიურად დაიცვან თავიანთი ეკონომიკური და სოციალური ინტერესები.

·        გაერთიანების თავისუფლების კლასიკურ ფუნქციას[!] მიეკუთვნება ა)შრომითი ურთიერთობის დაბალანსება, ბ)საწარმოს დონეზე შრომის სამართლის აღსრულების უზრუნველყოფა და  გ) „კოლექტიური მოლაპარაკების“ მეშვეობით შრომითი პირობების დამოუკიდებლად დადგენა.

·        გაერთიანების თავისუფლება’’ შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს შორის არსებულ კონფლიქტს აძლევს მიმართულებას და, შესაბამისად, დაპირისპირების ნაცვლად ურთიერთობა გრძელდება“ მოლაპარაკების’’ ფარგლებში.

·        გარდა ამისა, მისი მიზანია სახელმწიფოს დონეზე „სოციალური დიალოგის“ უზრუნველყოფა.

·        „გაერთიანების თავისუფლება ILO-ს ფუნდამენტური ქვაკუთხედია, რასაც ეფუძნება კიდეც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

·         საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი და გარანტირებულია „გაერთიანების თავისუფლება.“

·        ქვეყნის უზენაესი კანონის 26-ე მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის, „პროფესიული კავშირების“ შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.“

·        საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „გაერთიანებების, მათ შორის, „პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებაა და უზრუნველყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების თვითგანვითარებას“

·        გაერთიანების თავისუფლება განმტკიცებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით და მათ შორის მოცემულ საკითხს დეტალურად მოიცავს ILO-ს 1948 წლის კონვენცია ასოციაციის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლების დაცვის შესახებ (შემდგომში „No. 87-ე კონვენცია“).

·        87-ე კონვენციას საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივნისის N2144-IIს დადგენილების ძალით.

·         გაერთიანების თავისუფლება“ ასევე მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსში, რომლის 52(1) მუხლის თანახმად, „დასაქმებულსა და დამსაქმებელს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნაგაერთიანება ან/და გაწევრდნენ სხვა[უკვე შექმნილ] გაერთიანებაში“.

 

·        შრომის კოდექსის ეს ნორმა იმეორებს No. 87-ე კონვენციის მე-2 მუხლის შინაარსს„დასაქმებულებს და დამსაქმებლებს, ყოველგვარი განსხვავებისა და წინასწარი ნებართვის გარეშე, უფლება აქვთ საკუთარი არჩევანით დააფუძნონ ორგანიზაცია, და გაწევრდნენ ორგანიზაციებში მხოლოდ შესაბამისი ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად“.

 

·        გაერთიანების თავისუფლებას იცავს და აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-5 მუხლი  და 1997 წლის საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“.

·         „გაერთიანების თავისუფლება“ და მისგან გამომდინარე უფლებები და გარანტიები ვრცელდება დასაქმებულსა და დამსაქმებელზე.

·        გამონაკლისია შეიარაღებული ძალები და პოლიცია.[სამხედრო პირებს და პოლიციელებს  არ აქვთ „გაერთიანების თავისუფლება’’]

·        მაგრამ,  ILO-ს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის პრაქტიკით დადგენილია, რომ „სამოქალაქო პირები“, რომლებიც დასაქმებულნი არიან სამხედრო სტრუქტურაში, მეხანძრეები, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებსა და საბაჟო სტრუქტურებში დასაქმებული პირები, შრომის ინსპექციაში დასაქმებული პირები, მასწავლებლები, საელჩოში დაქირავებული პირები, კერძო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის დასაქმებულები, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირები, მიგრანტები, ავიაკომპანიის თანამშრომლები, ნავსადგურში დასაქმებულები, საავადმყოფოს პერსონალი, უნდა სარგებლობდნენ გაერთიანების თავისუფლებით.

·         დებულება, რომლითაც საჯარო მოხელეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, შინამოსამსახურეებს, ექსპორტის განხორციელების ზონაში დასაქმებულებს, კოოპერატივში მომუშავე პირებს, თვითდასაქმებულებს ან მეზღვაურებს ეკრძალებათ გაერთიანების უფლება, არ შეესაბამება კონვენციას.

·         ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის თანახმად, ორგანიზების უფლება, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში თავისუფლად უნდა განხორციელდეს, ყოველგვარი განსხვავებისა და დისკრიმინაციის გარეშე.

·         N87-ე კონვენციიდან გამომდინარე, გაერთიანების უფლება ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ოსამართლეთათვის.

 

·         გაერთიანების უფლებით“ ასევე სარგებლობენ „მენეჯერულ თანამდებობებზე მყოფი პირები.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, მენეჯერულ და საზედამხედველო თანამდებობაზე მყოფ პირთათვის გაერთიანების უფლების შეზღუდვად არ კვალიფიცირდება შემთხვევა, როდესაც მათ ეკრძალებათ ისეთ პროფესიულ კავშირში გაერთიანება, რომელშიც გაწევრებულები არიან ორგანიზაციის სხვა დასაქმებულები.

·        მოცემულ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს შემდეგი ორი პირობა: ა) ასეთ სუბიექტებს უფლება აქვთ, დააფუძნონ ორგანიზაცია თავიანთი ინტერესების დასაცავად; ბ) კანონმდებლობა უნდა ზღუდავდეს ამ პირთა წრეს და უნდა მოიცავდეს მხოლოდ უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის მატარებელ პირებს.[ აღნიშნულ თანამდებობაზე მყოფ პირთა კატეგორია არ უნდა განიმარტოს ისე ფართოდ, რაც დაასუსტებს იმავე საწარმოში „სხვა დასაქმებულთა ორგანიზაციას ‘’ ან „ამ  სხვა ორგანიზაციის საქმიანობას“, მათი მოქმედი ან პოტენციური წევრების მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევით.]

·         აღნიშნული უფლების მიზნებიდან გამომდინარე, „საზედამხედველო თანამდებობაზე მყოფ პირთა” განმარტება შეზღუდულია და მოიცავს მხოლოდ იმ დასაქმებულებს, რომლებიც დამსაქმებლის ინტერესს ჭეშმარიტად წარმოადგენენ.

·        გაერთიანების უფლებით მოსარგებლე პირთა წრის დადგენისას შრომითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის კრიტერიუმი უსარგებლოა.

·        No. 87-ე კონვენცია მოქმედებს მათ შორის „სამუშაოს შემსრულებელზე“, რომელიც არ ატარებს „დასაქმებულის’’ სტატუსს.

·         No. 87-ე კონვენციის მე-2 მუხლში გამოყენებულია ტერმინი „worker”, (კონვენციის ფრანგული რედაქცია – „travailleur“, ესპანური რედაქცია – „trabajadores“), რომლის პირდაპირი თარგმანია „მშრომელი“, „სამუშაოს შემსრულებელი“.

·        წინამდებარე თავის მიზნებისათვის ავტორი „მშრომელის“, „სამუშაოს შემსრულებლის“ ნაცვლად შეჯერდა ტერმინზე „დასაქმებული“.

·        ამდენად, მართალია წინამდებარე თავში გამოიყენება ტერმინი „დასაქმებული“, მაგრამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი „გაერთიანების თავისუფლება“ და „პროფესიული კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციისგან დაცვის კონცეფცია“ ეხება ნებისმიერ სამუშაოს შემსრულებელს – „მშრომელს“, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა.

·        შესაბამისად, ორგანიზების უფლება[ანუ „გაერთიანების თავისუფლება“]  აქვთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს, თვითდასაქმებულებს, ასევე ე.წ. თავისუფალი პროფესიის მქონე ადამიანებს. ეს უფლება ვრცელდება დროებით დასაქმებულ პირებზე, გამოსაცდელი ვადის მქონე დასაქმებულებზე, სტაჟიორებზე (პირები, რომლებიც დაქირავებულნი არიან სასწავლო (ტრენინგ) კონტრაქტის ფარგლებში), დისტრიბუტორებზე, გაყიდვების აგენტებზე, შინამოსამსახურეებზე.

 

ბ)„ორგანიზაციის დაფუძნების უფლება „წინასწარი ნებართვის“ გარეშე’’

 

·        შრომის კოდექსის 52.(1) მუხლი და No. 87 კონვენციის მე-2 მუხლი ასევე განსაზღვრავს ორგანიზაციის დაფუძნების უფლებასწინასწარი ნებართვის გარეშე“.

·        ILO-ს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, „გაერთიანების თავისუფლების’’ პრინციპი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც „მკვდარი ნორმა“, დასაქმებულებს და დამსაქმებლებს რომ მოეთხოვებოდეთ ორგანიზაციის დაფუძნებისათვის „წინასწარი ნებართვის“ მოპოვება.

·        კანონმდებლობა შესაძლოა ითვალისწინებდეს „გარკვეულ ფორმალურ მოთხოვნებს“, რომელიც მიზნად ისახავს საჯაროობის უზრუნველყოფას და ზოგადად, ორგანიზაციის დაფუძნებისას საჯარო წესრიგის დაცვას. თუმცა, „ფორმალური მოთხოვნა“ არ უნდა იყოს ისეთი ხასიათის, რომ იგი პრაქტიკაში გაუთანაბრდეს „წინასწარ ნებართვას“ ან გულისხმობდეს ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის ისეთ „შემაფერხებელ გარემოებას“, რაც რეალურად კრძალავს ორგანიზაციის დაფუძნებას.

·         ორგანიზაციის დაფუძნებისათვის განსაზღვრული „ფორმალური მოთხოვნები“ განსხვავებულია ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით.

·         დაუშვებელია, რეგისტრაციისთვის „პროფესიულ კავშირს“ მოეთხოვოს „წინასწარი თანხმობა“ მაგ. „ცენტრალური პროფესიული კავშირის“ ორგანიზაციიდან.

·        როგორც წესი, „პროფესიული კავშირის“ დაფუძნებისა და საქმიანობისთვის უმრავლეს ქვეყანაში კანონმდებლობა მოითხოვს სახელმწიფო რეგისტრაციას.

·        იურიდიული რეგისტრაციის მეშვეობით, სახელმწიფოს მხრიდან „დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის ‘’  ოფიციალური აღიარება არსებითი წინაპირობაა მათი ეფექტიანი საქმიანობისა და წევრთა ადეკვატური წარმომადგენლობის

·         „პროფესიული კავშირების“ შესახებ კანონის 2(1) მუხლის თანახმად, „პროფესიული კავშირი არის- საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.“ [„პროფკავშირის’’ ცნება- ზეპირად]

·        1997 წლიდან 2012 წლამდე მოქმედი 2(9) მუხლის რედაქციის მიხედვით, პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლებოდა, სულ ცოტა, 100 პირის ინიციატივით.

·        ILO-ს ექსპერტთა კომიტეტი მკაცრად მოითხოვდა საქართველოს მთავრობისგან პროფესიული კავშირის რეგისტრაციის დადგენილ მინიმალურ წევრთა რაოდენობის შემცირებას.

·        2012 წელს „პროფესიული კავშირების“ შესახებ კანონში შესული ცვლილების ძალით, მინიმალურ წევრთა რაოდენობა შემცირდა და დღეის მდგომარეობით პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლება, სულ მცირე, 50 პირის ინიციატივის საფუძველზე.

·        მიესალმება რა ამ პოზიტიურ ნაბიჯს, ILO-ს ექსპერტთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ მართალია, მინიმალურ წევრთა რაოდენობრივი მოთხოვნა, თავის მხრივ, არ ეწინააღმდეგება No. 87 კონვენციას, რაოდენობა უნდა დაფიქსირდეს გონივრულ ფარგლებში იმდენად, რომ ორგანიზაციების დაფუძნება არ შეფერხდეს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებში.[სადაც 50 -ზე ნაკლები დასაქმებულია]

 

[აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის 7(3) თანახმად, „რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან[!] პროფესიული კავშირის  უკვე რეგისტრირებული წესდების საფუძველზე მოქმედი „პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები“ და „სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები“. ]

 

·        ILO-ს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის თანახმად, პროფესიული კავშირის დაფუძნებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალურ წევრთა რაოდენობის მაღალმა რიცხვმა (მაგ. 50) შესაძლოა გაართულოს ორგანიზაციის დაფუძნება.

 მინიმალურ წევრთა რაოდენობა უნდა იყოსგონივრული“ და „შეიძლება იყოს განსხვავებული კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით“.

·         მაგალითისათვის, იმავე გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით,“ არანაკლებ 20 პირის ინიციატივა არ წარმოადგენს პროფესიული კავშირის დაფუძნებისათვის შემაფერხებელ გარემოებას

·        პროფკავშირის „სახელმწიფო რეგისტრაციაარ უნდა მოიცავდეს ხანგრძლივ პროცესს. კანონმდებლობით დადგენილი ფორმალობები არ უნდა იწვევდეს პროფესიული კავშირის დაფუძნების გაჭიანურებას ან შეფერხებას.

·        რეგისტრაციის ნებისმიერი დაყოვნება ან ხანგრძლივი პროცედურა მარეგისტრირებელი სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მიუთითებს წინასწარი ნებართვის გარეშე ორგანიზაციის დაფუძნების უფლების“ დარღვევაზე.

·        ხელისუფლების ორგანო პრაქტიკაში არ უნდა სარგებლობდეს დისკრეციული უფლებამსილებით, რომ „უარი განაცხადოს“ ორგანიზაციის დაფუძნებაზე.

·        ასევე კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში (სასამართლოში) გასაჩივრების უფლებას.

·        „სასამართლოში გასაჩივრების უფლება“ თავისთავად არ არის ორგანიზაციის დაფუძნების უფლების ადეკვატური დაცვის გამოხატულება.

·        მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, დეტალურად შეისწავლოს და შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ასევე მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.

·         კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია, აძლევდეს უფლებას, უარი განაცხადოს რეგისტრაციაზე იმ ვარაუდით, რომ პროფესიული კავშირი ჩაერთვება საჯარო უსაფრთხოების ან საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, თუმცა, ვინაიდან არსებობს სახელმწიფო ორგანოს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების რისკი, აღნიშნული საფუძვლით რეგისტრაციაზე უარი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული.

·        ასეთი გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ პროფესიული კავშირის მხრიდან დადასტურებულად სახეზეა სერიოზული დარღვევა.

·         საგულისხმოა, No. 87-ე კონვენციის მე–7 მუხლი, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების, ფედერაციებისა და კონფედერაციების მიერ იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება არ შეიძლება გახდეს ისეთი პირობების საგანი, რომლებიც ზღუდავს წინასწარი ნებართვის“ გარეშე ორგანიზაციის დაფუძნების უფლებას.“

 

ხხხხ

 

„თავისუფალი არჩევანით“  ორგანიზაციის დაფუძნების და მასში გაწევრიანების    უფლება

 

·        No. 87-ე კონვენციით და შრომის კოდექსით გარანტირებულია დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლება, საკუთარი არჩევანით დააფუძნოს ორგანიზაცია, და გაწევრდეს ორგანიზაციაში.’’

·        აღნიშნული უფლება ფუნდამენტური პრინციპია „გაერთიანების თავისუფლებისთვის“

 

·        იგი გულისხმობს „უკვე არსებული ორგანიზაციის“ ან „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისგან“ „დამოუკიდებელი ორგანიზაციის“ დაფუძნების უფლებას.

 

·        ყურადღება:დასაქმებულთა ორგანიზაციის არსებობა ‘’კონკრეტულ პროფესიაში, დარგსა თუ საწარმოში არ წარმოადგენს ანალოგიური ორგანიზაციის დაფუძნებისთვის ხელშემშლელ გარემოებას. [!]

·        „პირადი არჩევანით ორგანიზაციის დაფუძნების უფლება“ მოიცავს თითოეულ საწარმოში დასაქმებულთა ერთზე მეტი[!] ორგანიზაციის შექმნის  შესაძლებლობის არსებობას.

 

·        კანონი, რომელიც კრძალავს საწარმოში, ორგანიზაციაში მეორე პროფესიული კავშირის დაფუძნებას ან, რომლის მოთხოვნაა თითოეულ საწარმოში, საქმიანობაში ან პროფესიაში ერთადერთი პროფესიული კავშირის არსებობა, ეწინააღმდეგება No. 87-ე კონვენციის მე-2 მუხლს.

·        ექსპერტთა კომიტეტის შეხედულებით, პირი რომელიც განსხვავებულ პროფესიაში ან სექტორში დასაქმებულია ერთზე მეტ სამუშაო ადგილზე, უფლებამოსილია გაწევრდეს შესაბამის პროფესიულ კავშირში.

·        დასაქმებულს ასევე უფლება აქვს, თავისი სურვილის მიხედვით გაწევრდეს პროფესიულ კავშირში ერთდროულად, როგორც დარგობრივ, ასევე საწარმოს დონეზე.

·         No. 87-ე კონვენცია მართალია, მიზნად არ ისახავს პროფესიული კავშირის პლურალიზმის დაწესებას, მაგრამ კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებულია, დასაქმებულთა სურვილის შესაბამისად, პროფესიული კავშირის სიმრავლე.

·        კონვენცია უზრუნველყოფს დასაქმებულთა ნებისმიერი ჯგუფის უფლებას, უკვე არსებული ორგანიზაციის მიუხედავად, დააფუძნონ „ახალი ოგანიზაცია’’ საკუთარი მატერიალური ან მორალური ინტერესების დასაცავად.

·        ზოგადად, შესაძლოა დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის უფრო მისაღები იყოსერთმანეთის მიმართ კონკურენციაში მყოფი ორგანიზაციების“ არსებობის გამორიცხვა.[ანუ არსებობის აკრძალვა]

 

ყურადღება: სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის მეშვეობით „პროფესიული კავშირის მოძრაობის“ უნიფიცირების დავალდებულება ეწინააღმდეგება No. 87-ე კონვენციას.

 

სხვაგვარად რომ ითქვას, კონვენცია კრძალავს კანონის მიერ დაწესებულ დასაქმებულთა თუ დამსაქმებელთა ორგანიზაციის“ მონოპოლიას.

·        ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება „კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული კავშირის მონოპოლია და (ზოგიერთ სახელმწიფოში არსებული) „ისეთი ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც პროფესიული კავშირები ნებაყოფლობით ერთიანდებიან ერთ ფედერაციასა თუ კონფედერაციაში“. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი გაერთიანება არ უნდა წარმოადგენდეს არსებული რეგულაციის პირდაპირ ან არაპირდაპირ შედეგს.

·        ამასთან, მსჯელობა, რომ „დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებისთვის უფრო ხელსაყრელია ერთზე მეტი ორგანიზაციის არსებობის აკრძალვა“, თავისთავად არ ამართლებს სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ფუნქციონირების დადგენას.

·        რეალურად მთავრობამ არც მხარი უნდა დაუჭიროს და არც აღკვეთოს დასაქმებულთა მიერ უკვე არსებული პროფესიული კავშირის შეცვლის მცდელობა.

·        დასაქმებულები თავისუფალნი უნდა იყვნენ პროფესიული კავშირის არჩევანში, რომელიც, მათი შეხედულებით, საუკეთესოდ დაიცავს მათ პროფესიულ ინტერესებს.

·         არსებობს პოზიცია, რომ „დასაქმებულთათვის უფრო ხელსაყრელია ორგანიზაციების სიმრავლის არარსებობა, თუმცა ამგვარი გამორიცხვა მიღწეული უნდა იქნეს თავისუფლად და ნებაყოფლობით“.

·         ექსპერტთა კომიტეტის აზრით,“ დასაქმებული უფლებამოსილია, დატოვოს პროფესიული კავშირი და გაწევრდეს სხვა ორგანიზაციაში ან შექმნას ახალი პროფესიული კავშირი, დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის ან იდეოლოგიური არჩევანის მიზეზით.“

·         No. 87-ე კონვენციის მე-2 მუხლი არ აღიარებს „მხოლოდ ერთი“ ან „მრავალი პროფესიული კავშირის“ არსებობის იდეას.

·        კონვენცია იცავს პირის[„მშრომელის’’]  უფლებას, გაწევრდეს პროფესიულ კავშირში ან არ გაწევრდეს მოქმედ პროფესიულ კავშირში და აღნიშნულის სანაცვლოდ, თავად დააფუძნოს სხვა ორგანიზაცია. [!]

·        მოცემული უფლების განხორციელება შეუძლებელია ისეთ შემთხვევაში, როდესაც კანონით დადგენილია „მხოლოდ ერთი პროფესიული კავშირის’’ სისტემა.

·        ამავდროულად, კონვენციით არ იკრძალება ნებაყოფლობით მიღწეული პროფესიული კავშირების  ერთიანობა“.[!]

·         „საკუთარი არჩევანით ორგანიზაციის დაფუძნების უფლება“ ასევე გულისხმობს, ორგანიზაციის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესახებ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობას.

·        კონვენციით აკრძალულია მთავრობის მიერ დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა რომელიმე ორგანიზაციისათვის უპირატესობის მინიჭება ან დისკრიმინაცია.

·        ნებისმიერი ამგვარი „უთნასწორო ქმედება“ გულისხმობს „პირადი არჩევანით ორგანიზაციის დაფუძნების და მასში გაწევრების უფლების“ შეზღუდვას.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, მთავრობის მიერ რომელიმე ორგანიზაციისათვის უპირატესობის მინიჭებას ან ორგანიზაციის განსხვავებულ რეჟიმში ჩააყენებს (ან „იმავე დამსაქმებლის მიერ“  „პროფესიული კავშირის“ წინააღმდეგ გამოხატულ „უთანასწორო მოპყრობას“) უარყოფითი გავლენა აქვს „ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ დასაქმებულთა თავისუფალ არჩევანზე“, რამეთუ სუბიექტთა სურვილია, „მიეკუთვნებოდნენ ისეთ პროფესიულ კავშირს, რომელიც საუკეთესოდ შეძლებს მათი ინტერესების დაცვასა და მომსახურებას.

·        როგორც დამსაქმებელს, ასევე მთავრობას, ეკრძალება „პროფესიული კავშირის“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა,[განსაკუთრებით კი ლეგიტიმური პროფესიული კავშირის „ლიდერების აღიარების“ თვალსაზრისით.]

·        თეორიულად, შრომის სამართალი აღიარებს „ყველაზე წარმომადგენლობითი პროფესიული კავშირის“ კონცეფციას.

·        იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს ბალანსი „კანონით დაწესებულ პროფესიული კავშირის მონოპოლიასა“ და „პროფესიულ კავშირთა გადაჭარბებულ სიმრავლეს შორის“, ზოგიერთ სახელმწიფოში კანონმდებლობა ითვალისწინებს „ყველაზე წარმომადგენლობითი პროფესიული კავშირის“ ცნებას.

·        ექსპერტთა კომიტეტის აზრით, აღნიშნული ინსტიტუტი[„ყველაზე წარმომადგენლობითი პროფესიული კავშირი] თავისთავად არ ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების პრინციპს, თუმცა დაცული უნდა იქნეს გარკვეული პირობები: „ყველაზე წარმომადგენლობითი პროფესიული კავშირის“ განსაზღვრება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, წინასწარ დადგენილ და ზუსტ კრიტერიუმებს, რომ გამოირიცხოს დისკრიმინაცია და უფლების ბოროტად გამოყენება.

·        ეს კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით.

·        პროფესიულ კავშირებს შორის არსებული ამგვარი განსხვავება არ უნდა იწვევდეს“ ყველაზე წარმომადგენლობითი პროფესიული კავშირისთვის“ პრივილეგიების მინიჭებას. [გამონაკლისია, ისეთი პრეფერენციული უფლებების აღიარება, როგორიცაა:“ წევრთა რაოდენობაზე დაფუძნებული წარმომადგენლობაში გამოხატული პრიორიტეტი კოლექტიური მოლაპარაკების ან კონსულტაციის გამართვაზე ან საერთაშორისო ორგანიზაციებში დელეგატთა ნომინირებაზე. ]

·        სხვაგვარად რომ ითქვას, განსხვავება არ უნდა იწვევდეს უფრო ნაკლები წევრების მქონე პროფესიული კავშირისთვის  საქმიანობის განხორციელებისა და წევრთა ინტერესების დაცვისათვის გათვალისწინებული მექანიზმების წართმევა-უარყოფას.

·        ექსპერტთა კომიტეტი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულთა არჩევანის თავისუფლება იზღუდება მაშინ, როდესაც „ყველაზე წარმომადგენლობით პროფესიულ კავშირსა“ და „უმცირესობაში მყოფ პროფესიულ კავშირს“ შორის განსხვავება შედეგად იწვევს, სურვილის შესაბამისად, სხვა პროფესიულ კავშირში გაწევრების აკრძალვას ან ორგანიზაციისათვის პრივილეგიების მინიჭებას, რამაც შესაძლოა, გაუმართლებლად იმოქმედოს „ორგანიზაციებს შორის“ დასაქმებულის არჩევანზე.

·        მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ყველაზე წარმომადგენლობითი პროფესიული კავშირთან დაკავშირებულ რეგულაციასა თუ შეზღუდვებს.

 

 

ორგანიზაციის თავისუფლად საქმიანობა [ წესდებისა და რეგლამენტის შემუშავების უფლება ]

 

 

·        შრომის კოდექსის 52.(2) მუხლის მიხედვით, „დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი

·        იმავეშინაარსის ნორმაა მოცემული No. 87-ე კონვენციის მე-3 მუხლში,რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, თავი შეიკავონ ყოველგვარი ჩარევისგან, რომელიც შეზღუდავს აღნიშნულ უფლებას ან შეაფერხებს მის კანონიერ განხორციელებას.“

·         შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების მიდგომაა, რომ აღნიშნული უფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ორი პირობის არსებობა:

 

პირველი, ეროვნული კანონმდებლობა შესაძლოა, ითვალისწინებდეს მხოლოდ ფორმალურ მოთხოვნებს პროფესიული კავშირის წესდებასთან მიმართებით. [გამონაკლისია, „დემოკრატიული პროცესის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა ან „პროფესიული კავშირის წევრთა მიერ სასამართლოში გასაჩივრების“ უზრუნველმყოფი გარანტია];

 

და მეორე, ხელისუფლების ორგანოები შესაძლებელია, ამოწმებდნენ მხოლოდ ფორმალურ მოთხოვნებს.

·        ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ არ უნდა ამტკიცებდეს წესდებასა და რეგლამენტს.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, „ხელისუფლების ორგანოების მიერ პროფესიული კავშირის რეგლამენტის დამტკიცების დისკრეციული უფლებამოსილება ეწინააღმდეგება კონვენციას.

·         ხელისუფლების ორგანოს მიერ წესდებისა და რეგლამენტის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ წარმოადგენს კონვენციით უზრუნველყოფილი უფლების დაცვის სათანადო გარანტიას.

·        სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ ცვლის ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ხასიათს და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მხოლოდ შეამოწმოს, თუ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული კანონი.

·        კონვენციის მოთხოვნიდან გამომდინარე, „სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, ხელახლა შეისწავლოს საქმის არსი, ასევე, ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.’’

·        საკანონმდებლო მოთხოვნა, რომელიც სცდება ფორმალური მოთხოვნებს, ექსპერტთა კომიტეტის აზრით, „წარმოადგენს კონვენციით აკრძალული სახელმწიფო ჩარევის შემთხვევას“, თუმცა პრაქტიკაში ზოგიერთი სახელმწიფო ინარჩუნებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევის განსაზღვრულ ფორმებს, მაგალითად, „პირველადი პროფესიული კავშირის წესდება უნდა შეესაბამებოდეს პროფესიული კავშირის ფედერაციის წესდებას.“

·        კანონის მოთხოვნა, რომლის მიზანია დასაქმებულთა ორგანიზაციებში დემოკრატიული პრინციპების წახალისება, არ არღვევს კონვენციას. მაგალითად, ფარული და პირდაპირი კენჭისყრის შესახებ მოთხოვნა გულისხმობს დემოკრატიული პრინციპის დაწესებას პროფესიული კავშირის საქმიანობაში და თავისი არსით არ არის წინააღმდეგობრივი No. 87-ე კონვენციასთან.

·        ზოგიერთ სახელმწიფოში კანონი მოითხოვს პროფესიული კავშირის ორგანიზაციულ მოწყობასთან ან სტრუქტურასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილების (მაგ. პროფესიული კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის, ორგანიზაციის ლიკვიდაციის) მისაღებად პროფესიული კავშირის წევრთა უმრავლესობის ხმებს.

·         აღნიშნული სახით სახელმწიფოს ჩარევა არ ეწინააღმდეგება კონვენციას, იმ პირობის დაცვით, რომ ამგვარი რეგულაცია მნიშვნელოვნად არ აფერხებს პროფესიული კავშირის საქმიანობას. ამასთან, რეგულირების მიზანი უნდა იყოსორგანიზაციაში წევრთა ჩართულობის დემოკრატიული წესის უზრუნველყოფა“.

 

სრული თავისუფლებით წარმომადგენლ(ებ)ის არჩევის უფლება

 

·        „გაერთიანების თავისუფლების“ მნიშვნელოვანი კომპონენტია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა მიერ თავიანთი წარმომადგენლების სრული თავისუფლებით არჩევის უფლება.

·        უფლება გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის 52(2) მუხლით  და No. 87-ე კონვენციის მე-3 მუხლით.

მუხლი 52. ზოგადი დებულებები 

2. დამსაქმებელთა გაერთიანებას, დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვს, შეიმუშაოს საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნას მართვის ორგანოები, აირჩიოს წარმომადგენლები და წარმართოს თავისი საქმიანობა.

·        „ორგანიზაციის ავტონომიურობა“ უზრუნველყოფილია მხოლოდ მაშინ, როცა მათ წევრებს თავიანთი წარმომადგენლების არჩევასთან მიმართებით აქვთ სრული თავისუფლება.

·        სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, შესაბამისად, ვალდებულნი არიან, თავი შეიკავონ ყოველგვარი ჩარევისგან, რომელიც ზღუდავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევის უფლებას.

·         გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციის პრეროგატივაა თავიანთ წარმომადგენელთა არჩევის პირობების განსაზღვრა და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში.

·        წარმომადგენლების არჩევის  თავისუფლება მოიცავს, როგორც წარმომადგენლების (ანუ ლიდერების) ა)არჩევნებში მონაწილეობის უფლებაუნარიანობის პირობებსა და შეზღუდვებს, ასევე ბ)არჩევნების გამართვის წესსა და პროცედურას.

·        „პროფესიული კავშირის“ წარმომადგენელთა – ოფიციალურ პირთა[პროფკავშირულ ლიდერთა]  არჩევის რეგულაციები და პროცედურები უნდა განისაზღვროს თვით „პროფესიული კავშირის“ მიერ.

·        No. 87-ე კონვენციის მე-3 მუხლის ფუნდამენტური იდეაა, რომ დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ორგანიზაციის მართვის, ადმინისტრირებისა და წარმომადგენელთა არჩევის წესები.

·        ისეთი საკითხები, როგორებიცაა მაგალითად: პროფესიული კავშირის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა,  წარმომადგენელთა რაოდენობა, პროფესიული კავშირის რომელიმე ორგანოს ან წარმომადგენლის უფლებაუნარიანობის პირობები უნდა განსაზღვროს თვით პროფესიულმა კავშირმა.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის თანახმად, კანონი, რომელიც აწესებს პროფესიული კავშირის წარმომადგენლის უფლებამოსილების მაქსიმალურ ვადას და ამავდროულად ზღუდავს ხელახლა არჩევის უფლებას, ეწინააღმდეგება კონვენციას.

·         გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის მითითებით, სრული თავისუფლებით წარმომადგენლების არჩევის უფლებასთან“ მიმართებით ხელისუფლების ორგანოს მხრიდან ჩარევამ არ უნდა გადააჭარბოს პროფესიული კავშირის შიგნით „დემოკრატიული პრინციპების, წესებისა თუ დებულებების განსაზღვრას“.

 

·        ეროვნული კანონმდებლობა შესაძლოა, ითვალისწინებდეს წარმომადგენლის არჩევნების სიხშირეს და პროფკავშირის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილების მაქსიმალურ ვადას.

 

·        კანონით დადგენილიპირდაპირი და ფარული კენჭისყრის“ ვალდებულება არ ეწინააღმდეგება „გაერთიანების თავისუფლების“ პრინციპს.

·        კანონმდებლობა ასევე შესაძლოა ითვალისწინებდეს ისეთ სავალდებულო დებულებებს, რომელთა მიზანია ნორმალურ და კანონიერ ვითარებაში არჩვენების გამართვა, წევრთა უფლებების სათანადო დაცვით.

·        კანონი არ შეიძლება, ადგენდეს პროფესიული კავშირის თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

 

·        No. 87-ე კონვენციას ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნა პროფესიული კავშირის თანამდებობის დაკავებისათვის კონკრეტული საწარმოს, პროფესიის ან პროფესიული კავშირისთვის კანდიდატის  მიკუთვნებადობის“ შესახებ.

·        ასევე  No. 87-ე კონვენციას ეწინააღმდეგება კანდიდატის ასაკთან ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვაები.

·        ექსპერტთა კომიტეტის შეხედულებით,პროფესიული კავშირის  თანამდებობის დაკავებისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაუნარიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილ

 

ხხხხ

ორგანიზაციის ადმინისტრირების უფლება

 

·        No. 87-ე კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ორგანიზება გაუწიონ „ადმინისტრირებას’’ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევის გარეშე.

·        შრომის კოდექსის 52.(2) მუხლის თანახმად,დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შექმნან მართვის ორგანოები.“

 

მუხლი 52. ზოგადი დებულებები [გაერთიანების ავისუფლება]

 

1.      დამსაქმებელთა გაერთიანებას, დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვს, შეიმუშაოს საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნას მართვის ორგანოები, აირჩიოს წარმომადგენლები და წარმართოს თავისი საქმიანობა.

·         No. 87-ე კონვენციის მე-3 მუხლის ფუნდამენტური იდეაა, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა თვითონვე განსაზღვრონ ორგანიზაციის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციაში არჩევნების გამართვის წესები.

·        დემოკრატიული პროფესიული კავშირის მოძრაობის ფარგლებში „წევრთა კონგრესი’’[პროფკავშირის წევრთა ყრილობა] არის პროფესიული კავშირის „უზენაესი ხელისუფლების“ ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის ადმინისტრირებისა და საქმიანობის წესრიგს.

·        „ავტონომიის“ უზრუნველყოფის გარდა, ორგანიზაციის „სრული თავისუფლებით ადმინისტრირების უფლების“ მნიშვნელოვანი კომპონენტია „ორგანიზაციის ფინანსური დამოუკიდებლობა და მისი აქტივებისა და ქონების დაცვა“.

·        „ორგანიზაციის ფინანსური დამოუკიდებლობა“ გულისხმობს, რომ პროფესიული კავშირისსაწევროს„ მინიმალურ ოდენობას“ განსაზღვრავს თვით პროფესიული კავშირი (და არა კანონმდებლობა).

·        კანონით არ შეიძლება, დაზუსტდეს და შეიზღუდოს პროფესიული კავშირის მიერ კონფედერაციებსა თუ ფედერაციებში გადასახდელი „საწევრო“ შენატანი.

·        „პროფესიული კავშირის“ და „დამსაქმებელთა ორგანიზაციის“, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა „ორგანიზაციების ფედერაციებისა და კონფედერაციების“ დაფინანსებასა და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები უნდა განისაზღვროს მხოლოდ ამ ორგანიზაციის წესდებით.

·        კონვენციასთან „შეუსაბამობის პრობლემა“ იჩენს თავს, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს განსაზღვრულ ფინანსურ ოპერაციებზე (მაგ. საზღვარგარეთიდან თანხის მიღება) ხელისუფლების ორგანოებისგან დადასტურებას. [ანუ ,გამჭვირვალობა პროფკავშირებისთვისაც პრობლემაა ,როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ?]

·        კონვენციით უზრუნველყოფილი უფლება ასევე მოიცავს პროფესიული კავშირის მიერ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კანონიერი მიზნებისათვის ფინანსური სახსრების თავისუფლად განკარგვას.

·        აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებლობის მიზანია პროფესიული კავშირის ორგანიზაციის შიგნით დემოკრატიული წესების დაცვის უზრუნველყოფა.

·        ექსპერტთა კომიტეტის განმარტებით, კანონით დადგენილ შეზღუდვებს უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი – „ორგანიზაციის წევრთა ინტერესების დაცვა“ და „დემოკრატიული საქმიანობის უზრუნველყოფა.“

·         სამართლიანი და ეფექტიანი ადმინისტრირების მიზნებისათვის კანონმდებლობა შესაძლოა, პროფესიული კავშირის წესდების სავალდებულო მოთხოვნად ითვალისწინებდეს შიდა ფინანსური ადმინისტრირების ან გარე ფინანსური ანგარიშგებების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ დებულებებს.

·        ექსპერტთა კომიტეტის თანახმად, კონვენციას არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების ზედამხედველობა.

·        სახელმწიფოს ინიციატივით, ორგანიზაციის ფინანსური შემოწმება დასაშვებია ორგანიზაციის მიერ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას.

·        ნებისმიერ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ასეთი ჩარევის მექანიზმების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოში გასაჩივრების უფლება.

 

„სრული თავისუფლებით საქმიანობის წარმართვისა და საკუთარი პროგრამების შემუშავების“ უფლება

 

·        როგორც შრომის კოდექსით, ასევე No. 87-ე კონვენციით, გარანტირებულია ორგანიზაციის მიერ   ა)საქმიანობის წარმართვისა და ბ)საკუთარი პროგრამების შემუშავების უფლება“.

·        „გაერთიანების თავისუფლება“ არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თავისუფალი არჩევანით ორგანიზაციის „დაფუძნების უფლებას’’.

·        „გაერთიანების თავისუფლება“  ასევე მოიცავს ორგანიზაციების უფლებას, „წარმართოს კანონიერი საქმიანობა“ თავიანთი პროფესიული ინტერესების დასაცავად.

·        „გაერთიანების თავისუფლების“ პრინციპს ეწინააღმდეგება კანონის ნებისმიერი დებულება, რომელიც ხელისუფლების ორგანოს ანიჭებს წევრთა ინტერესების დასაცავად მიმართული დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის აქტივობის ს შეზღუდვის უფლებამოსილებას.

·        ორგანიზაციის მიერ   ა)საქმიანობის წარმართვისა და ბ)საკუთარი პროგრამების შემუშავების უფლება მოიცავს პროფესიული კავშირის თანამდებობის პირთა უფლებას, ა)ჰქონდეთ წვდომა-დაშვება სამუშაო ადგილზე, ბ)განახორციელონ კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან.

·        „სრული თავისუფლებით საქმიანობაში“ ასევე იგულისხმება პროფესიული კავშირის მიერ „ორგანიზაციის შეხვედრებისა’’[კრებების] და „საპროტესტო აქციების გამართვის’’ უფლება.

·         „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის მე–5 მუხლის თანახმად, „პროფესიული კავშირები, დამოუკიდებელნი არიან პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან.“

·        პროფესიული კავშირი არ ქმნის და არ მიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას), თუმცა „სრული თავისუფლებით მოქმედების უფლების“ ფარგლებში პროფესიულ კავშირს შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს განსაზღვრული პოლიტიკური აქტივობები წევრთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ პროფესიულმა კავშირმა შეზღუდოს თავისი საქმიანობა მხოლოდ პროფესიული კავშირის ძირითადი მიზნებით, და ამგვარად, თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობებისგან.

·        პროფესიული კავშირის ფუნდამენტური და მთავარი მისიაა დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.[!][ეს დაიმახსოვრე]

·         შესაძლებელია, ამ ინტერესის გათვალისწინებით, პროფესიული კავშირის წევრებმა გადაწყვიტონ, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა ან პოლიტიკური აქტივობა, როგორც საშუალება საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად.

·        თუმცა პოლიტიკურ ურთიერთობებში ან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის ხარჯზე პროფესიულმა კავშირმა არ უნდა შეაფერხოს თავისი ძირითადი საქმიანობის[წევრ დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების] განხორციელება.

·        No. 87-ე კონვენციას ეწინააღმდეგება დებულება, რომელიც უკრძალავს პროფესიულ კავშირს, მათი ძირითადი მისიის შესასრულებლად, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, თუმცა აღნიშნულმა არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული კავშირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება.

·        პროფესიული კავშირი არ უნდა გასცდეს პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ძირითად მიზანს.

ამასთან, საფრთხე არ უნდა შეექმნას „პროფესიული კავშირის’’ ‘’დამოუკიდებლობას.’’

·        ექსპერტთა კომიტეტის შეხედულებით, კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს „პოლიტიკურ ორგანიზაციასა“ და „პროფესიულ კავშირს“ შორის ახლო ურთიერთობის შესაძლებლობას, ასევე კანონი, რომელიც კრძალავს „პროფესიული კავშირის პოლიტიკურ აქტივობას’’, წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს კონვენციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

·        „თავისუფალი’’, ‘’სტაბილური’’ და ‘დამოუკიდებელი’’ პროფესიული კავშირი არსებითი პირობაა ჯანსაღი ინდუსტრიული ურთიერთობისთვის

·        თუმცა სასურველია, კანონმდებლობა ითვალისწინებდეს გარკვეულ მოქნილობას, იმ თვალსაზრისით, რომ ჩამოყალიბდეს გონვრული ბალანსი, ერთი მხრივ, ორგანიზაციებისა და დასაქმებულის მიერ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის ლეგიტიმურ ინტერესსა და, მეორე მხრივ, პროფესიული კავშირისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შორის.

·         როგორც ზემოთ აღინიშნა, „პროფესიული კავშირების“ შესახებ კანონის 2(1) მუხლის თანახმად, „პროფესიული კავშირის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.’

·        იმავე კანონის მე-20 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, წევრთა შრომითი უფლებების დასაცავად, კანონმდებლობის შესაბამისად, წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილველ სხვა ორგანოებში’’.

·        მოცემულ ნორმასთან მიმართებით, სასამართლოს წინაშე დაისვა პროფესიული კავშირების საპროცესო სტატუსის საკითხი და ის, თუ პროფესიულ კავშირს რამდენად აქვს „წევრთა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით“ სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლება.

·        აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო შეჯერდა, რომ „პროფესიული კავშირი, რომელიც სარჩელით მოითხოვს პროფკავშირის წევრის სამუშაოზე აღდგენას, არის ამავე წევრის, ანუ მოსარჩელისწარმომადგენელი’’ და არა მოსარჩელე“.

·        სასამართლომ აღნიშნული პოზიცია იმით გაამყარა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელედ წარმოდგენილნი იყვნენ თვით პროფესიული კავშირის წევრები და პროფესიული კავშირის მიერ სარჩელის აღძვრა წევრთა შრომითი უფლებების დასაცავად ამავე პროფესიული კავშირის წევრებს სადავოდ არ გაუხდიათ.

·        შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების პოზიციაა, რომ No. 87-ე კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული „საკუთარი პროგრამების შემუშავების უფლება“ მოიაზრებს „გაფიცვის უფლებას“,[ როგორც დასაქმებულთა და მათი ორგანიზაციის მიერ საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვის კანონიერ საშუალებას].

·         გაფიცვის უფლებაზე დეტალური მსჯელობა მოცემულია წინამდებარე თავის მე-2 ქვეთავში.

 

ორგანიზაციის “ დაშლა’’ და მისი „საქმიანობის შეჩერება“

 

·        No. 87-ე კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების მიერ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს პასუხისმგებლობის სახით არ შეიძლება, დაეკისროთ ორგანიზაციის დაშლა ან მისი საქმიანობის შეჩერება“.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ პროფესიული კავშირის დაშლა ან მისი საქმიანობის იძულებითი შეჩერება წარმოადგენს ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის უკიდურეს ფორმას და უხეშად არღვევს „გაერთიანების თავისუფლების“ პრინციპს.

·        როგორც წესი, პროფესიული კავშირის დაშლის შესახებ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას იღებს სათანადო ფორმით მოწვეული პროფესიული კავშირის კონგრესი[ყრილობა].

·        პროფესიული კავშირის დაშლის ტოლფასია ადმინისტრაციული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პროფესიული კავშირის რეგისტრაციის გაუქმება ან რეგისტრირებული ორგანიზაციების სიიდან ამოღება.

·        „გაერთიანების თავისუფლების“ პრინციპს უხეშად არღვევს პროფესიული კავშირის დაშლა და, შესაბამისად, დასაქმებულთათვის პროფესიული კავშირის წევრობის აკრძალვა იმ საფუძვლით, რომ „შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ძალით დადასტურებულია პროფესიული კავშირის ლიდერის ან წევრების უკანონო საქმიანობა“.

·         როდესაც პროფესილი კავშირის ლიდერი სცდება ნორმალური პროფესიული კავშირის საქმიანობის საზღვრებს, მის მიმართ საქმის წარმოება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, მართლმსაჯულების ზოგადი წესის მიხედვით, პროფესიული კავშირის დაშლის ან მისი საქმიანობის შეჩერების გარეშე.

·         გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, პროფესიული კავშირის დაშლა წარმოადგენს ისეთ ზომას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ, უკიდურესად მძიმე შემთხვევებში. ზემოქმედების ეს ღონისძიება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაცვის უფლების უზრუნველყოფით.

 

დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების უფლება, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციებში

 

·        შრომის კოდექსის 52(3) მუხლის თანახმად, „დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას, ფედერაციას, კონფედერაციას უფლება აქვს, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.“

ანალოგიური შინაარსის ნორმაა წარმოდგენილი No. 87-ე კონვენციის მე-5 მუხლში.

·         ფედერაციების და კონფედერაციების „შექმნის და შეერთების’’ უფლება უზრუნველყოფს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების მიერ საკუთარ წევრთა ინტერესების უფრო ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

·        მიერთებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ „ძირითადი ფედერაციისა თუ კონფედერაციისთვის“ მინიჭებული უფლებებით.

·        დასაქმებულთა და დამსაქმებელთა „საერთაშორისო სოლიდარობის უზრუნველყოფა გულისხმობს „საერთაშორისო დონეზე თავისუფლად მოქმედებისა და გაერთიანების უფლებას“.

·         მოცემული დებულების საფუძველზე, დასაქმებულები ან დამსაქმებლები ერთიანდებიან საერთაშორისო დონეზე, ერთიანი ინტერესის გათვალისწინებით და მათი ერთობა არ არის შეზღუდული კონკრეტული საწარმოთი თუ ინდუსტრიით, ან თუნდაც ქვეყნის ეკონომიკით.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები