კოლექტიური მოლაპარაკების ძირითადი პრინციპები
a. თავისუფალი
და ნებაყოფლობითი მოლაპარაკების პრინციპი
b. კეთილსინდისიერების
პრინციპი კოლექტიური მოლაპარაკებისას
c. სახელმწიფო
ორგანოების ჩარევის აკრძალვა
ხ
ხ
კოლექტიური მოლაპარაკების
ძირითადი პრინციპები
·
ფუნდამენტური შრომითი უფლებებისა
და პრინციპების
შესახებ „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ 1998 წლის დეკლარაციის
თანახმად,“ კოლექტიური მოლაპარაკება
წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც აღიარებულია ყველა წევრ სახელმწიფოთა მიერ.
აღნიშნული პრინციპის აღიარების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება თუნდაც მხოლოდ
ILO-ში წევრობის გამო. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა აღნიშნული პრინციპის დაცვა, ხელშეწყობა
და პრაქტიკაში კეთილსინდისიერად რეალიზება.’’
ხ
·
გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის
განმარტებით, შრომით პირობებთან დაკავშირებით „დამსაქმებელთან თავისუფლად მოლაპარაკების
უფლება“ წარმოადგენს „გაერთიანების თავისუფლების“
არსებით ელემენტს.
·
აღიარებულია, რომ „პროფესიულ კავშირს“ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, „კოლექტიური მოლაპარაკების“ ან სხვა კანონიერი საშუალებით იზრუნოს
თავისი წევრების შრომითი და ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად.
·
თავის მხრივ, ხელისუფლების ორგანოებმა
თავი უნდა შეიკავონ ამ პროცესში ნებისმიერი სახით ჩარევისგან, რომელიც შეზღუდავს ან
შეაფერხებს პროფესიული კავშირის ამ უფლებას.
ხ
ა)
„ თავისუფალი და ნებაყოფლობითი მოლაპარაკების“ პრინციპი
· No. 98-ე კონვენციის
მე-4 მუხლის თანახმად,
საჭიროების შემთხვევაში, მიღებული უნდა იქნეს „ეროვნული პირობების“[ქვეყნის] შესატყვისი
ზომები, რომლებიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს
ან დამსაქმებელთა ორგანიზაციას და დასაქმებულთა ორგანიზაციას
შორის „ნებაყოფლობითი მოლაპარაკების“ მექანიზმის სრულ
განვითარებასა და გამოყენებას, „კოლექტიური
ხელშეკრულების“ საშუალებით „დასაქმების პირობების“
დარეგულირების მიზნით.
· ექსპერტთა კომიტეტის განმარტებით,
No. 98-ე კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს ორ ძირითად ელემენტს: ა) სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ზომების გატარება კოლექტიური მოლაპარაკების წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით
ბ)მოლაპარაკების ნებაყოფლობითობა, რაც
მოიცავს „მხარეთა ავტონომიურობას“.
·
No. 98-ე კონვენციის მე-4 მუხლის მოთხოვნაა: „თავისუფალი და ნებაყოფლობითი“
[!] „კოლექტიური მოლაპარაკების’’ უზრუნველყოფა
და „მხარეთა ავტონომიურობის“ დაცვა.“[ეს პრინციპი დაიმახსოვრე]
· ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება „თავისუფალი კოლექტიური მოლაპარაკების“ ხელშეწყობის ვალდებულება.
· „ნებაყოფლობითი
კოლექტიური მოლაპარაკება“ და შესაბამისად, „მხარეთა ავტონომიურობა“, „გაერთიანების თავისუფლების“ ფუნდამენტური პრინციპია.
· „კოლექტიური მოლაპარაკება’’ უნდა
ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს
და არ ითვალისწინებდეს იძულების ზომებს, რაც გამორიცხავს
მოლაპარაკების ნებაყოფლობითობას.
ხ
ბ)„კეთილსინდისიერების პრინციპი“
·
„კოლექტიური მოლაპარაკებისას“ შრომის კოდექსის 55(4) მუხლის
თანახმად, „ერთ-ერთი მხარის მიერ კოლექტიური
ხელშეკრულების დადების თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი
არიან, კეთილსინდისიერად
აწარმოონ მოლაპარაკება“. [ეს პრინიპი -ზრპირად]
ხ
·
კოლექტიური მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმოების პრინციპი ასევე გამომდინარეობს No. 98-ე
კონვენციის მე-4 მუხლიდან.
·
No. 98-ე კონვენციის მე-4 მუხლი არ აწესებს „შეთანხმების“ ფორმალურ ვალდებულებას.
თუმცა მხარეებმა უნდა დაიცვან კეთილსინდისიერების
პრინციპი და არ უნდა გამოიყენონ არასამართლიანი ან უფლების შემლახველი პრაქტიკა,
როგორიცაა, მაგალითად, „დასაქმებულთა ორგანიზაციის არაღიარება“, „მოლაპარაკების პროცესის ობსტრუქცია[ჩაშლა]“.
·
კონვენციის მე-4 მუხლის მიზანია, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიმართული კეთილსინდისიერი კოლექტიური მოლაპარაკების
წახალისება.
·
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, „კეთილსინდისიერების პრინციპი“ პრაქტიკაში გულისხმობს
მხარეთათვის
შემდეგ ვალდებულებათა დაკისრებას: ა) წარმომადგენლების აღიარება;
ბ) შეთანხმების მიღწევის მცდელობა; გ) რეალურ და კონსტრუქციულ მოლაპარაკებაში ჩართვა;
დ) მოლაპარაკებისას გაუმართლებელი შეყოვნებისა და გაჭიანურების თავიდან აცილება; ე)
მოლაპარაკების შედეგად დადგენილი ვალდებულებებისა და მიღწეული შედეგების ორმხრივად
პატივისცემა.
ხ
·
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „პროფესიული კავშირების
შესახებ“ კანონის 12(2) მუხლის თანახმად, „დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო
ვალდებულია, აწარმოოს მოლაპარაკება პროფესიულ კავშირთან შრომით, „სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხებზე,’’ თუ პროფესიული კავშირი გამოვა ასეთი ინიციატივით“.
·
გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, „ორივე მხარე ვალდებულია, კეთილსინდისიერად
აწარმოოს მოლაპარაკება და გამოიყენოს ყოველგვარი ძალისხმევა, შეთანხმების მისაღწევად“.
ხ
·
„კეთილსინდისიერების
პრინციპი“ გულისხმობს,
რომ „თავიდან
უნდა იქნეს აცილებული მოლაპარაკების დაწყების ან უშუალოდ პროცესის ნებისმიერი დაუსაბუთებელი
გაჭიანურება“. [მაგ.ევროკავშირი „უჭიანურებს“ საქართველოს
მოლაპარაკებას „კავშირში წევრობის შესახებ’’ ასევე „ნატო’’]
·
მნიშვნელოვანია ასევე მოლაპარაკების პროცესის პატივისცემა.
·
კეთილსინდისიერება გულისხმობს მხარის მიერ მოლაპარაკების
მიმართ „წინასწარ შეცნობილ პასუხისმგებლობასა
და დამოკიდებულებას, რომ მიღწეული შეთანხმება ორივე მხარისათვის იქნება სავალდებულო
შესასრულებლად“.
·
„ნამდვილი და კონსტრუქციული“
მოლაპარაკება
წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს მხარეთა შორის „ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის’’ ჩამოსაყალიბებლად
და შემდგომ შესანარჩუნებლად.
·
ამრიგად, მყარი „კოლექტიური შრომითი
ურთიერთობების“ არსებობა პირდაპირაა დამოკიდებული მხარეთა მიერ ერთმანეთის
მიმართ გამოხატულ პატივისცემაზე, კეთილგანწყობასა და ორმხრივ
ნდობაზე
ხ
·
შრომის კოდექსის 55(5) მუხლის თანახმად, „მოლაპარაკების პროცესში მხარეები ერთმანეთს აწვდიან
ინფორმაციას მოლაპარაკებასთან დაკავშირებული საკითხის (საკითხების) თაობაზე“.
·
ამ შემთხვევაში, „ინფორმაციის მიწოდებისას“
მხარე უნდა მოქმედებდეს ზემოთ
აღწერილი „კეთილსინდისიერების პრინციპის’’ ფარგლებში.
·
შესაბამისად, დაუშვებელია: ა)ინფორმაციის დამალვა, ბ)მცდარი ინფორმაციის მიწოდება ან გ)ინფორმაციის
დაყოვნება.
·
როგორც აღინიშნა, მხარემ „უნდა
გამოიყენოს ყოველგვარი ძალისხმევა შესაძლო შეთანხმების მისაღწევად და ამდენად, დროულად და სრულად უნდა გასცეს
მოთხოვნილი ინფორმაცია“.
ხ
·
„მხარეს უფლება აქვს, არ მიაწოდოს მეორე
მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია. ნებისმიერი სახის (მათ შორის, კონფიდენციალური)
ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია,
მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა’’ [შრომის
კოდექსის 55(5) მუხლი]
ხ
·
. ILO-ს სხვადასხვა აქტებში „კოლექტიური
მოლაპარაკება’’ განხილულია, როგორც „კოლექტიური ხელშეკრულების’’
გაფორმებისკენ მიმართული პროცესი.[ესაა „კოლექტიური მოლაპარაკების’’ მიზანი დაიმახსოვრე]
·
კოლექტიური ხელშეკრულება სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად. სასამართლოს განმარტებით,
კოლექტიური ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა
„მავალდებულებელ დოკუმენტს“.
·
ექსპერტთა კომიტეტის თანახმად, „კოლექტიური
ხელშეკრულების შეუსრულებლობა’’, თუნდაც განსაზღვრული
(მცირე) ვადით, გულისხმობს „კეთილსინდისიერების პრინციპის“ დარღვევას.
ხ
გ)„სახელმწიფო ორგანოების ჩარევის
აკრძალვა“
·
No.
98-ე კონვენციის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია, ერთი
მხრივ, ხელი შეუწყოს „თავისუფალი კოლექტიური მოლაპარაკების’’
განვითარებას და, მეორე მხრივ, თავი შეიკავოს „კოლექტიურ
მოლაპარაკებაში’’ ჩარევისგან.’’
·
შრომის კოდექსის 55(6) მუხლის თანახმად, „ასევე დაუშვებელია „კოლექტიური ხელშეკრულების დადების პროცესში’’ სახელმწიფო
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა“.
ხ
·
„გაერთიანების თავისუფლების’’ განმარტებით, ხელისუფლების ორგანოს ეკრძალება, ჩაერიოს
„კოლექტიური ხელშეკრულების’’ ა)მომზადების, ბ)შედგენის, ასევე გ)ხელშეკრულების
შინაარსის განსაზღვრის პროცესში.
გამონაკლისია „ტექნიკური ხასიათის’’ დახმარება.[ამასმიაქციე ყურადღება]
ხ
·
No. 98-ე კონვენციით ასევე
აკრძალულია ხელისუფლების ორგანოს მიერ
:კოლექტიური
ხელშეკრულების“ „წინასწარ დადასტურების“ პრაქტიკა.
·
კერძოდ, დაუშვებელია მხარეთა
შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებისთვის სავალდებულო ძალის მინიჭება „იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების ორგანო დაამტკიცებს მას“.
ხ
·
„თავისუფალი
და ნებაყოფლობითი“ „კოლექტიური
მოლაპარაკების“ შეზღუდვის მაგალითია
„შესაბამისი დადასტურების მოსაპოვებლად
ხელმოწერილი კოლექტიური ხელშეკრულების სახელმწიფო ორგანოში წინასწარ წარდგენის ვალდებულება“.
ხ
·
შრომის კოდექსის 55(6) მუხლის მიხედვით, „სახელმწიფოს
ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია“
Комментарии
Отправить комментарий