„სარჩელის უფლება“ -ცნება .სარჩელის აღძვრის „წინაპრობები“
„სარჩელის
უფლება“ -ცნება
·
„სარჩელის უფლება’’ „იურიდიულად დაინტერესებული პირის’’[მოსარჩელეს]
-სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი და კანონით
გარანტირებული „სასამართლოსთვის
მიმართვის უფლებაა’’.
„მოსარჩელესა’’ და „მოპასუხეს’’ შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი დავის
ა) განხილვის
ბ) გადაწყვეტის და გ) ამ მოსარჩელეს „დარღვეული’’ ან „სადავო’’ უფლების
[ან ე.წ. „კანონიერი ინტერესის’’] დაცვის შესახებ თხოვნით;[ცნება-
ხ
·
სასამართლოს მიერ „სასარჩელო
განცხადების’’ [„სარჩელის’’] „მიღებაზე და განხილვაზე უარის თქმა’’ უნდა დაკვალიფიცირდეს „მართლმსაჯულების
განხორციელებაზე უარის თქმად’’
·
მაგრამ სასამართლოს ასეთი „უარი’’ სარჩელის მიღებაზე და განხილვაზე მხოლოდ
„კანონიერ საფუძველს’’ უნდა ემყარებოდეს.
ხ
ვის აქვს
სასამართლოსთვის მიართვის[ანუ სარჩელის] უფლება ?
·
„სარჩელის უფლება’’ აქვს საქართველოს ყველა „ფიზიკურ“
თუ „იურიდიულ“ პირს.
·
რაც შეეხება „უცხოეთის მოქალაქეებს’’ და „მოქალაქეობის
არმქონე პირებს’’[აპატრიდებს] ,“უცხოეთის
საწარმოებს და ორგანიზაციებს’’კანონი მათაც ანიჭებს უფლებას სარჩელით მიმართონ საქართველოს სასამართლოებს.[!]
·
გამონაკლის შემთხვევაში,კანონი უცხოეთის სახელმწიფოთა
ფიზიკური და იურიდიული პირების საპროცესო უფლებებს[მათ შოპრის „სარჩელის უფლებას’’]
ზღუდავს[!]
·
კერძოდ,ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ იმ სახელმწიფოში,რომლის ფიზიკურ და იურიდიული პირებსაც ისინი წარმოადგენენ,კანონი[იქაური] ზღუდავს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების
შესაბამის „სამოქალაქო საპროცესო უფლებებს’’ [ამა ეწოდება“რეტორსია’’
ანუ „ნაცვალგება’’]
ხ
„სარჩელის
უფლების’’ ელემენტები
·
„სარჩელის უფლება’’ მოიცავს ორ განუყოფელ უფლებამოსილებას ა)“სარჩელის
აღძვრის’’ უფლებას ანუ „სასამართლოსადმი მიმართვის’’
უფლებას და ბ)
„სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლებას
ხ
ა) „სარჩელის
აღძვრის’’ უფლება
·
„სარჩელის აღძვრის’’ უფლება მოსარჩელეს
„დამოუკიდებელი’’ უფლებაა
,რაც იმას
ნიშნავს,რომ „სარჩელის აღძვრის’’
უფლება არა რის დამოკიდებული იმაზე
აქვს თუ არა მოსარჩელეს „სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლება
რადგან აქვს თუ არა
მოსარჩელეს „სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლება
ეს ირკვევა მხოლოდ
„საქმის განხილვის’’[ანუ მტკიცებულებათა „გამოკვლევის’’] შემდეგ
·
ყურადღება: თუ საქმის განხილვის შემდეგ გაირკვა რომ მოსარჩელეს
„სარჩელის აღძვრის’’ უფლების გარდა აქვს
„სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლებაც[ანუ
თუ „მტკიცებულებებით ‘’ დადასტურდება
მოპასუხის მიმართ მოსარჩელეს მოთხოვვნის საფუძვლიანობა’’] ,მაშინ მისი[მოსარჩელეს] „დარღვეული’’
ან „სადავო’’ უფლება სათანდაოდ იქნება დაცული სასამართლო
წესით.[!!!]
ხ
ყურადღება:
·
„სარჩელის უფლება’’ ეს არ არის მოსარჩელეს „დარღვეული
უფლება’’,არამედ არის „დარღვეული უფლების’’ „საპროცესო წესით’’[კერძოდ
„სასარჩელო ფორმით’’] დაცვის შესაძლებლობა.
·
ამრიგად, „სარჩელის უფლება“ - იმ პირის საპროცესო უფლებაა ვისაც დაურღვიეს
რაიმე „მატერიალურ-სამართლებრივი უფლება
‘’ და ვინც სარჩელით მიმართავს სასამართლოს.
ხ
·
მაგრამ კონკრეტულ
მოსარჩელეს აქვს
თუ არა „სარჩელის აღძვრის’’ უფლება ,ამას
სასამართლო ამოწმებს [!!!] მისი სასარჩელო
განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის
დროს.
·
თუ მოსარჩელეს არ აქვს სარჩელის აღძვრის უფლება,მაშინ
სასამართლო უარს ეტყვის მას სარჩელის მიღებაზე[არ მიიღებს მის სარჩელს]
·
თუ კონკრეტულად რას „ამოწმებს’’ სასამართლო ამაზე იხ.
ქვემოთ
ხ
ბ) „სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლება
·
რაც შეეხება „სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლებას[ამ
კონკრეტულ მოსარჩელეს აქვს თუ არა], ამას სასამართლო ამოწმებს და არკვევს უშუალოდ „საქმის გამხილვის დროს’’
·
თუ მოსარჩელეს მოთხოვნა[დარღვეული ან სადავო უფლება]
დასაბუთებულია,როგორც „სამართლებრივი[იურიდიული]’’ ,ისე „ფაქტობრივი“ მხრივაც ,მაშინ სასამართლოს უფლება
წარმოეშობა „დააკმაყოფილოს სარჩელი’’
·
ანუ „სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლება მოსარჩელეს მხოლოდ
მაშინ წარმოეშობა როცა ის სასამართლოში დაასაბუთებს [დაამტკიცებს] თავის სარჩელს.
ხ
·
ამრიგად, „დაინტერესებულ პირს’’[მოსარჩელეს]
შეიძლება ჰქონდეს სასამართლოში
„სარჩელის აღძვრის“ უფლება და,იმავდროულად
არ ჰქონდეს „სარჩელის დაკმაყოფილების’’ უფლება.[ეს არცთუ
ისე იშვიათად ხდება სასამართლოებში]
2.სარჩელის აღძვრის „წინაპრობები“ [სწორედ ამათ ამოწმებს სასამართლო,როცა სარჩელით მიმართავენ
]
·
„სარჩელის უფლების ‘’ განხორციელება ყოველთვის „დაინტერესებული პირის’’
ნებაზეა დამოკიდებული[ანუ
მისი დისპოზიციური უფლებაა][ანუ უნდა აღძრავს,სასამართლოში სარჩელს უნდა არ აღძრავს]
ხ
·
ამასთან,კანონით განსაზღვრულია „სარჩელის
მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებიც’’ [186-ე მუხლი]
·
საპროცესო სამართლის თეორიაში სწორედ ამ 186-ე მუხლის
„სარჩელის მიღებაზე
უარის თქმის საფუძვლებს’’ განიხილავენ როგორც“სარჩელის უფლების განხორციელების წინაპირობებს“.[!!!] [ანუ 186-ე მუხლში ჩამოთვლილი „უარის თქმის საფუძვლების’’ არარსებობა ითვლება სარჩელის მიღების და საქმის აღძვრის წინაპირობებად]
ხ
·
„სარჩელის აღძვრი უფლება’’ ყველას როდი გააჩნია,არამედ მხოლოდ კონკრეტულ პირებს, კონკრეტულ
საქმეზე და ისიც მხოლოდ შესაბამისი წინაპირობების
არსებობის შემტხვევაში.
·
ამრიგად, „სარჩელის უფლების’’ რეალიზაცია დაკავშირებულია „სარჩელის აღძვრის უფლების’’ „წინაპირობების’’ არსებობასთან[!]
·
„სარჩელის აღძვრის უფლების’’
„წინაპირობები’’-ის „იურიდიული ფაქტებია’’,რომელთა არსებობას ან არარსებობას კანონი
უკავშირებს „კონკრეტულ სამოქალაქო საქმეზე’’
„ სარჩელის აღძვრის უფლების“ წარმოშობას.
·
შესაძლოა ვთქვათ ასეც,“არსებობს
გარემოებები[ფაქტები],რომლებიც სარჩელის აღძვრის უფლებას
გამორიცხავენ.’’
ხ
ყურადღება:
·
განასხვავებენ „სარჩელის აღძვრის უფლების “
წარმოშობის ა)„ზოგად“ და ბ)„სპეციალურ“
წინაპირობებს.
·
„სარჩელის აღძვრის უფლების “ წარმოშობის ყველა კატეგორიის საქმისათვის საერთო [ანუ „ზოგადი’’] წინაპირობებია:
1) „მოსარჩელეს’’ უნდა გააჩნდეს „სამოქალაქო საპროცესო
უფლებაუმარიანობა’’ [ე.ი. უნარი იყოს სამოქალაქო
პროცესის „მხარე“.]
·
„სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა“ -ესაა
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის უნარი,ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და
მოვალეობები“ [სსსკ-ის 80-ე მუხ.][ ცნება
-საზეპირო]
·
ფიზიკური პირი „სამოქალაქო
საპროცესო უფლებაუნარიანია’’ დაბადების მომენტიდან.
·
სწორედ „დაბადების მომენტიდან’’ ფიზიკური პირი შეიძლება იყოს „მხარე’’ საქმეში[სასამართლო დავაში]
·
ასე რომ ,ამ პირველ წინაპირობას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს
უფრო „იურიდიული პირებისთვის’’
·
თუმცა,კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში „საპროცესო უფლებაუნარიანობა’’ შეიძლება გააჩნდეთ და შესაბამისად, „მხარეებად’’ შეიძლება იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიც,რომელთაც
„იურიდიული პირის’’ სტატუსი არ გააჩნიათ [იხ სსსკ-ის 79-ე მუხლი]
შენიშვნა:
რაც
შეეხება „მოსარჩელეს
ქმედუნარიანობას’’, მოსარჩელეს ქმედუნარიანობა
არ წარმოადგენს „სარჩელის აღძვრის უფლების’’ წარმოშობის წინაპირობას[რადგან „სარჩელის აღძვრის უფლება’’ უნარია[შესაძლებლობაა] იყოს პირი მხარედ პროცესში და არა უნარი მაინც და მაინც „თვითონ’’[პირადად]
განახორციელოს „სარჩელის აღძვრის უფლება’’
მართლაც,
თუ პირს არ აქვს უნარი
თვითონ განახორციელოს „სარჩელის აღძვრის უფლება’’,ასეთ
შემთხვევაში შესაძლებელია მისი ამ უფლების განხორციელება „სასამართლო წარმომადგენლის’’ დახმარებით.
2) სასამართლოს მიერ სარჩელის მიღების
და საქმის აღძვრის მე-2 წინაპირობაა ისაა ,რომ „სასარჩელო
განცხადება’’[მოთხოვნა][სარჩელი] უწყებრივად უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს.
·
ის თუ რომელი „მოთხოვნების“[ საქმეების]
განხილვა და გადაწყვეტა ხდება სამოქლაქო
სამართალწარმოების წესით ,ეს განსაზღვრულია საპროცესო
კოდექსის მე-11 მუხლით,რომელიც აწესრიგებს სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარების
საკითხს.
·
„უწყებრივი ქვემდებარეობის’’ სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა
აქვს სარჩელის „სასამართლო წარმოებაში მიღების’’ საკითხის
სწორად გადაწყვეტისათვის.
·
საერთო იურისდიქციის სასამართლოსადმი „საქმის
უწყობრივი ქვემდებარეობა“ სამოქალაქო საქმის განხილვის აუცილებელი წინაპირობაა.
·
იმის მიხედვით,უწყებრივად ექვემდებარება თუ არა
კონკრეტული საქმე სასამარტლოს,სასამართლო
„მიიღებს’’ ან „არ მიიღებს’’ წარმოებაში ამ სარჩელს[!!!][დაიმახსოვრე].
ხ
·
საერთო იურისდიქციის სასამარტლოსადმი საქმეთა
უწყებრივი ქვემდებარეობის საკიტხები
კანონითაა განსაზღვრული და მოწესრიგებული[ ანუ კანონით დადგენილია,თუ
რომელი საქმეები ექვემდებარება „სასამართლო
უწყებას’’]
·
თუმცა,უნდა ითქვას,რომ მოცემული წინაპირობის შინაარსი უფრო ფართოა,ვიდრე
ეს კანონშია სიტყვასიტყვით მითითებული,ვინაიდან როდესაც საუბარია უწყებრივი ქვემდებარეობის სწორად განსაზღვრაზე,ასეთ
დროს მხედველობაში უნდა ვიქონიოთ არა მხოლოდ ის საქმეები,რომლებიც ა)უწყებრივად არ ექვემდებარება სასამართლოს,არამედ აგრეტვე
ბ)ის მოთხოვნებიც,რომლებიც არასამართლებრივი ხასიათისაა.
ხ
3)
სასამართლოს მიერ სარჩელის მიღების
და საქმის აღძვრის მე-3- წინაპირობა ისაა ,რომ არ უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება,რომელიც
გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის,იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით
·
არ უნდა არსებობდეს „მოსარჩელეს
მიერ სარჩელზე უარის თქმის“ შესახებ სასამართლოს განჩინება
·
არ უნდა არსებობდეს „მხარეთა
მორიგების დამტკიცების შესახებ’’ სასამართლოს განჩინება
·
სასამართლოს წარმოებაში
არ უნდა იმყოფებოდეს საქმე დავაზე ,“იმავე მხარეებს შორის“ ,“იმავე დავის საგანზე’’ და „იმავე საფუძვლით’’.
4) რაც შეეხება „მხარეთა“ შორის ხელშეკრულებას[შეთანხმებას]
„მათ შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის „არბიტრაჟისთვის’’ გადაცემის“ შესახებ
·
დღეს ამგვარი „შეთანხმება“ აღარ არის სასამართლოში„სარჩელის აღძვრის’’ დამაბრკოლებელი გარემოება.[ფაქტორი]
·
სარჩელის აღძვრის შემდეგ,საქმის შეწყვეტა საარბიტრაჟო
შეთანხმების არსებობის საფუძვლით,მოპასუხის
შესაგებელზეა დამოკიდებული[ არბიტრაჟის კანონის მე-9 ნუხლი]
ხხხხხხხხხხხ
·
ზემოთ განხილულ პირველ
ორ წინაპირობას „სარჩელის აღძვრის უფლების’’ დადებითი წინაპირობები
ეწოდება
·
მე-3 შემთხვევაში კი საუბარია
„უარყოფითი წინაპირობის[გარემოების’’ შესახებ,რომლის
არარსებობა აგრეტვე აუცილებელია
„სარჩელის აღძვრის უფლების’’ განსახორციელებლად
ხ
·
სარჩელის არძვრის უფლების „ზოგადი’’[საერთო] წინაპირობების გარდა,არსებობს
აგრეთვე „სპეციალური წინაპირობები’’
ცალკეული კატეგორიის
საქმეებისთვის,რომლებიც
ისეთი გარემოებებია[იურიდიული ფაქტებია],რომელთა
„დაცვაც’’ [სახეზე ყოფნა] [არსებობა] ასევე აუცილებელია „საერთო’’ [ზოგად] წინაპირობებთან ერთობლიობაში[იმათთან ერთად]
·
მაგ.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად,“ცოლის თანხმობა განქორწინებაზე მისი
ქმრის მოთხოვნით,ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში“,მოცემული
კატეგორიი საქმისთვის[ანუ „განქორწინების’’ საქმისთვის] „სპეციალურ წინაპირობას’’ წარმოადგენს.[ და ასეთი თანხმობის[სპეციალური
წინაპირობის] გარეშე ქმარი ორსულ ცოლს ვერ
გაეყრება]
ხ
ყურადღება:
·
„სარჩელის აღძვრის უფლების’’ ზოგადი და სპეცციალური წინაპირობების არსებობას სასამარტლო ამოწმებს
„სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის’’
გადაწყვეტისას
·
აღსანიშნავია,რომ „ზოგიერთი წინაპირობის არარსებობა’’
ნიშნავს იმას ,რომ მოსარჩელეს არა აქვს „სარჩელის უფლება’’[რაც მას უფლებას ართმევს
როდესმე[ოდესმე] მიმართოს სასამართლოს მსგავსი მოთხოვნით;
მაგ. როცა მოცემული დავა უწყებრივად
არ ექვემდებარება სასამარტლოს ,ან როცა ეს დავა ადრე უკვე გადაწყვიტა
იგივე ან სხვა სასამართლომ]
ხ
·
ზოგჯერ კი მოსარჩელესთვის მხოლოდ „მოცემულ მომენტშია’’ შეუძლებელი „სარჩელის აღძვრის უფლების ‘’
განხორციელება.ამ უფლების განხორციელების „დამაბრკოლებელი გარემოებების’’ გამო.[ ასეთ შემთხვევებში არ გამოირიცხება „სარჩელის უფლების’’ განხორციელების
შესაძლებლობა მომავალში,სარჩელის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებების აცილების შემდეგ
[ მაგ. „დავის არბიტრაჟისთვის გადასაწყვეტად გადაცემის
შესახებ „მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ და სხვა]
ხხხხხხ
რა სამართთლებრივი შედეგები მოჰყვება
„სარჩელის აღძვრის უფლების’’ წინაპირობათა „არარსებობას“?[ მნიშვნელოვანია ,დაიმახსოვრე]
·
სარჩელის აღძვრის უფლების წინაპირობათა არარსებობას ის შედეგი მოჰყვება,რომ
თუ ამ „წინაპირობატა არარსებობა’’ გაირკვევა საქმის ა)„მომზადების
სტადიაზე ’’ ან ბ)„მტავარ სხდომაზე’’ საქმის აღძვრის დროს,მაშინ
სასამართლო არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში.
·
იმ შემთხვევაში კი ,თუზემოთ განხილული ერთ-ერთი წინაპირობის არარსებობა
გამოაშკარავდება ა)საქმის „მომზადების სტადიაზე ან ბ)„მტავარ სხდომაზე’’ საქმის განხილვის
სტადიაზე ,მაშინ საქმისწარმოება უნდა შეწყდეს შესაბამის სტადიაზე [ამაზე იხ. სსსკ-ის
209-ე და 272-ე მუხლები]
Комментарии
Отправить комментарий