შვებულება „ახალშობილის შვილად აყვანის გამო’’[მუხ 38-ე]

 

·        დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაშიც.

·         შრომის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, „დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით“.

·        მოცემული შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოიშობა ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შვილების შემთხვევაში.

·        ამ შვებულების ხანგრძლივობა არ არის ფიქსირებული და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნაშვილების ასაკზე.

·        შვებულებიმაქსიმალური ოდენობაა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღე.

·        შვილად აყვანის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია მხოლოდ 90 კალენდარული დღე.

 

მუხლი 38. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 1 წლამდე ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

 

·         «შვილად აყვანის გამო დახმარების გადახდის წესს არეგულირებს N231/ნ ბრძანება.

·        საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით, მშვილებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში.“

·        შესაბამისად, შვილად აყვანის გამო შვებულების გამოყენება შეუძლია, როგორც მამაკაც, ასევე ქალ დასაქმებულს.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები