ცეცხლსასროლი იარაღის[გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა],საბრძოლო მასალის,ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა,ტარება,დამზადება,გადაზიდვა,გადაგზავნა ან გასაღება[მუხლი 236-ე]

 



·        საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს,სადაც „ცეცხლსასროლი იარაღი’’ ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან

·        მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი შსს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვით[!]

·        ამგვარი „ნებართვის’’ გარეშე  „ცეცხლსასროლი იარაღის’’ შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია:“საზოგადოებრივი უშიშროება’’

·        „ამსრულებელი’’- შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ,შერაცხადი პირი.

·        ამ „დანაშაულის საგანია’’- „ცეცხლსასროლი იარაღი’’[გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა],“საბრძოლო მასალა“,“ფეთქებადი ნივთიერება’’ან „ასაფეთქებელი მოწყობილობა’’

·        ყურადღება:  ეს ჩამოთვლილი ნივთები“დანაშაულის საგნად’’ ჩაითვლება  მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის,ე.ი. გამოყენებისტვის[მაგ.ჯორჯ ბუშ უმცროს თბილისში  ვოვა არუთინიანმა  ოფიციალური ვერსიით„ესროლა“  „უვარგისი’’ სომხური წარმოების ხელყუმბარა  იხ.  ვიდეო  https://youtu.be/bqpVRRh2J84?si=Xt7kYhLcTTECTwwR]

·         „იარაღის შესახებ’’ საქარტველოს 2006 წლის 23 იანვრის კანონის თანახმად:

იარაღი არის - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ა)ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად|, ან ბ)სიგნალის მისაწოდებლად, ან გ)ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;

·        ამ კანონის თანახმად „ცეცხლსასროლი იარაღი’’ არის -„მოკლე ან გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან ა) მექანიკურად დასაზიანებლად ან/ ბ)გასანადგურებლად

·        „ცეცხლსასროლ იარაღს’’ მიეკუთვნება : “ტყვიამფრქვევი’’,“ავტომატი’’,“კარაბინი’’,“პისტოლეტი’’,“რევოლვერი’’,“თოფი’’ და სხვა.[ისინი განკუთვნილია „ცოცხალი არსების გასანადგურებლად’’]

·        „ცივ იარაღთან’’ შედარებით „ცეცხლსასროლი იარაღის’’ მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები.

·        კერძოდ, „ცოცხალი არსების გასანადგურებლად’’ არაა საჭირო მისი[ამ სახის იარაღის] ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან,არამედ მას უნარი აქვს მოსპოს იგი[ცოცხალი არსება]  გარკვეული მანძილიდანაც[!]

·        გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის[ „ტყვიის’’]  ა) „მოქმედების მანძილი ,ბ)ძალა’’ და გ) „სხვა საზიანო თვისება’’  არაა დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემებსა და პროფესიონალიზმზე,ვინც მოახდინა „გასროლა’’

·        ყურადღება: „ცეცხლსასროლ იარაღს’’ აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე „ობიექტი.[რამდენიმე „ცოცხალი არსება’’]

·        „ცეცხლსასროლ იარაღს’’ არ მიეკუტვნება :“სასტარტო პისტოლეტი’’,“სამშენებლო პისტოლეტი’’,“გაზის პისტოლეტი’’;რადგან ისინი არაა გამიზნული „ცოცხალი არსების გასანადგურებლად’’ და არ შეიცავენ „გამანადგურებელ’’[სასიკვდილო] ელემენტებს[ეს სადავოა რადგან სამშენებლო პისტოლეტით ხდება ლურსმნების ჩაჭედება  და ლურსმნის ჩაჭედებით თავში ან გულში თავისუფლად შეიძლება ადამიანის მოკვლა]

·        236- მუხლით გატვალისწინებული დანაშაულის „საგანი’’ არ არის - „ცივი იარაღი’’

 

·        საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „საგნად’’ ასევე არ მიიჩნევს „გლუვლულიან სანადირო თოფს’’

 

·        „გლუვლულიანი სანასირო თოფიდან’’ გასროლილი ტყვიის „გასროლის მანძილი’’ შედარებით ნაკლებია,ვიდრე „სხვა’’ „ცეცხლსასროლი იარაღიდან’’

 

·        „გლუვლულიან სანადირო თოფს’’ არ აქვს „საბრძოლო’’ დანიშნულება[თუმცა,არსებობს ფრანგული ფილმი „ძველი თოფი’’ ,სადაც სწორედ ასეთი თოფით უსწორდება გერმანელ ფაშისტებს ფილმის გმირი]

 

·        „გლუვლულიანი სანადირო თოფის’’  „ტარება’’ მოუხერხებელია.

 

·        ყურადღება: პირი ,ვინც დაარღვევს „გლუვლუყლიანი სანადირო თოფისადმი’’ მოპყრობის[შენახვის  ,ტარების და ა.შ]  წესებს პასუხს აგებს „ადმინისტრაციული წესით’’[ეს დაიმახსოვრე]

 

 

·        საბრძოლო მასალა’’ არის   ისეთი საგანი ან  მოწყობილობა ,რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისტვისაა განკუთვნილი[ესენია: ტყვია,ყუმბარა,ჭურვი,ნაღმი,რაკეტა და ა.შ.] 

·        „საბრძოლო მასალა’’ განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და ასანადგურებლად;

·        ყურადღება: „საბრძოლ მასალად’’ არ იტვლება „გლუვლულიანი სანადირო თოფის ტყვია’’ ,რადგან მას არ აქვს „საბრძოლო ‘’ დანიშნულება.

·        „ფეთქებადი ნივთიერება’’ არის ისეთი  ნივთიერებათა  ნაერთი’’,რომელსაც გარკვეული ზემოქმედების შედეგად ახასიათებს სწრაფად გავრცელებადი ქიმიური გარდაქმნა [ანუ „აფეთქება’’]და დიდი კინეტიკური ენერგიის,აირეების და ტემპერატურის  გამოყოფა,რომელთა გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მოძრაობითი „მექანიკური მუშაობის’’ შესასრულებლად ,ან სხვადასხვა საგნის დასანგრევად

·        „ფეთქებადი ნივთიერებებია’’-ტროტილი,დინამიტი,ამონალი,პლასტიტი და სხვა

·        „ასაფეთქებელი მოწყობილობა’’  წარმოადგენს „ფეთქებადი ნივთიერებების’’ და „სპეციალური მოწყობილობების ‘’ კომბინაციას[ერთობლიობას]

·        ასეთი კომბინაციაა - მაგ. „დეტონატორი’’

ხხხხხ

·        236-ე მუხლის სხვადასხვა „ნაწილებში’’ მითითებული „ქმედებები’’ ერთმანეთის ლოგიკური გაგრძელება და ალტერნატიული ქმედებებია

·        ამდენად,236-ე მუხლით სახეზეა „ერთიანი დანაშაული’’,“ალტერნატიული’’ ქმედებებით[!][მიუხედავად იმისა ,რომ კანონმდებელმა ეს „ქმედებები’’ მუხლის სხვადასხვა „ნაწილებში’’ დააჯგუფა მათი „საშიშროების’’ მიხედვით]

·        ამდენად,როდესაც სახეზეა,ამ მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე „ქმედება’’[მაგ . ცეცხლსასროლი იარაღის მარტლსაწინააღმდეგო „შეძენა’’ და „ტარება’’] ,საჭირო არაა „ქმედების’’ კვალიფიკაცია „დანაშაულტა ერთობლიობით’’

·        „ქმედება’’ უნდა დაკვალიფიცირდრს ამ მუხლის „ყველაზე დამამძიმებელი გარემოებით’’ [ ანუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით]

236-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ობიექტური მხარე“: 

 

   მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 

 

1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

·        როგორც ვხედავთ,კანონმდებელმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მიმართ ცალკე გამოყო „ცეცხლსასროლი იარაღის’’ ეს სახეები.[სანადირო ან სპორტული იარაღი]

·        სანადირო და სპორტული „ცეცხლსასროლი იარაღის’’შეძენა’’ თუ „შენახვა’’ იქნება მართსაწინააღმდეგო,თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ’’ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ

·        „იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა’’  გულისხმობს კანონის დარღვევით მის[ცეცხლსასროლი იარაღის]  ყიდვას,სხვა ნივთში გაცვლას,ვალში ჩატვლას,საჩუქრად მიღებას,ნაპოვნის დაუფლებას

·        ამდენად,“მართლსაწინააღმდეგო შეძენა’’ ხორციელდება „მოქმედებით“.

·        შეძენა’’ „დამთავრებულია“,როცა პირი დაეუფლება მას და მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.

·        ხოლო ,თუ  მას  ჯერ არ მისცემია იარაღის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა[თუმცა ფიზიკურად „ფლობს’’ მას],“შეძენა’’ არაა „დამთავრებული’’ და ქმედება საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით,უნდა დაკვალიფიცირდეს „იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის „მომზადებად“ ან „მცდელობად’’[18,236-ე ან 19,236-ე მუხლები]

·        მაგ. დავითი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის მიზნით შეხვდა ვინმე სანდროს და მისგან ფულის სანაცვლოდ შეიძინა“სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი’’.იქვე მან იარაღის „გამოცდის’’ მიზნიტ ერთი „საკონტოლო გასროლაც’’ განახორციელა,რა დროსაც დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.როგორც გაირკვა,ის პირი[სანდრო],რომლისგანაც მას სურდა იარაღის შეძენა,სინამდვილეში პოლიციის თანამშრომელი იყო,რომელიც მონაწილეონდა დამაშაულის გამოვლენის მიზნით ჩატარებულ „საკონტროლო შესყიდვაში’’.

·        მართალია დავითს,უკვე „ხელტ ჰქომდა’’ ცეცხლსასროლი იარაღი და ფული გადაცემული ჰქონდა სანდროზე,მაგრამიარაღის  შეძენა არაა „დამთავრებული’’,რადგან იგი ჯერ არაა „დაუფლებული’’ მას და არ შეუძლია,საკუთარი შეხედულებისამებრ „განკარგოს’’ იგი

·        სხვაგვარად,რომ ვთქვათ მას ჰგონია,რომ შეიძინა იარაღი მისი „ყიდვის’’ გზით,თუმცა მისთვის იარაღი არ არავის „მიუყიდია’’,“ნასყიდობა’’ მხოლოდ დავითის წარმოდგენაშია

·        სინამდვილეში კი ადგილი აქვს იარაღის „გაყიდვის იმიტაციას’’ დანაშაულის გამოვლენის მიზნით[!][ე.წ. „საკონტროლო შსყიდვა’’]

·        ამიტომ.ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „სპორტული იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის მცდელობაად“[19,336-ენაწ-1]

·        დაიმახსოვრე: რადგან „ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა’’ „ორაქტიანი ფორმალური დანაშაულია’’ მას „მცდელობის სტადია’’ ახასიატებს[აქვს]

·        „იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა’’ გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისთვის „ადგილსამყოფელის’’ მი\ჩენას იმ პირის მიერ,ვისაც მისი „შენახვის’’ „კანონიერი უფლება’ არ აქვს[!]

·        ხოლო ,თუ პირს აქვს იარაღის „შენახვის’„კანონიერი უფლება’’,მაგრამ არღვევს მისი „შენახვის წესებს’’ პასუხისმგებლობა დაეკისრება „ადმინისტრაციული წესით’’[და არა სისხლის სამარტლის კოდექსის მუხლით]

·        ცეცხლსასროლი იარაღი „მართლსაწინააღმდეგოდ შენახული’’ შეიიძლება იქნეს : ა) ბინაში,ბ) სარდაფში,გ)გარაჟში,დ) მიწაში და ა.შ.

ამ დროს მთავარია პირმა ისეტ ადგილას შეინახოს იარაღი,რომ „შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება,როცა დასჭირდება’’

·        ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება „უმოქმედობიტაც’’

მაგ. პირმა მისი სახლის სარდაფში იპოვა გარდაცვლილი ბაბუის ნაქონი „ცეცხლსასროლი იარაღი’’.მან არაფერი იღონა ამ იარაღის „სათანადო ორგანოსტვის’’ ჩასაბარებლად და იქვე დატოვა[!]

·        სანადირო ან სპორტული „ცეცხლსასროლი იარაღის „მართლსაწინააღმდეგო შენახვის“ „ხანგრძლივობას’’ ,ქმედების 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს[!]

·        236-ე მუხლმა 2017-2018 წლებში რიგი ცვლილებები განიცადა: ა)გამკაცრდა სასჯელი,ბ)სასჯელის სახით დაემატა „შინაპატიმრობა’’ გ) დაემატა რამდენიმე „დამამძიმებელი გარემოება’’

·        236-ე მუხლის მე-2 ნაწილიტ გათვალისწინებული იქნა ახალი „დამამძიმებელი გარემოებები’’

 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

 

·        ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება[ანუ ,სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა] ჩადენილი ჯგუფურად[!] ,გულისხმობსროგორც ა) წინასწარ შეუთანხმებელ ჯგუფს,ისე ბ) წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფს ან გ) ორგანიზებულ ჯგუფს

·        ამასთან „აუცილებელია’’ როგორც ა) წინასწარ შეუთანხმებელ ჯგუფში ,ისე ბ) წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფში  სახეზე იყოს მინიმუმ ორი ამსრულებელი[და არა ერთი „ამსულებელი’’ და მეორე  კი „თანამონაწილე’’]

·        მაგ.პეტრემ წააქეზა ვასო,რათა ამ უკანასკნელს მარტლსაწინააღმდეგოდ შეეძინა „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი’’,რაც ვასომ მარტლაც განახორციელა.

·        სახეზეა არაა „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის’’ „შეძენა’’ „წინასწარ შეთანხმებით’’ „ჯგუფურად’’

·        ვასოს ქმედება[რომელმაც შეიძინა იარაღი] ,დაკვალიფიცირდება 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

·        ხოლო პეტრეს [წამქეზებლის] მოქმედება დაკვალიფიცირდება როგორც „თანამონაწილეობა’’ [კერძოდ „წაქეზება’’ ]„სპორტული იარაღის უკანონო შეძენაში’’ 25,236-ე მუზ. 1-ლი ნაწ.]

·        ხოლო,თუკი მათ „ორივემ ერთად’’ „შეიძინეს’’ ეს იარაღი,მაშინ სახეზე იქნება, „236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,ჩადენილი ჯგუფურად’[კერძოდ ,“წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის“ მიერ ]

·        ყურადღება : რადგან “თანამონაწილე’’[„წამქეზებელი’’] აქ თავადაც უშუალოდ მონაწილეობს დანაშაულის ჩადენაში[ე.ი. „შეძენაში’’],ამიტომ იგი  უკვე „თანაამსრულებლად’’ იქცევა[ეს იმიტომ ,რომ „ამსრულებლობა’’ მოიცავს,ანუ შთანთქავს“თანამონაწილეობას’’- იხ. 25-ე მუხლისმე-3 ნაწ]

·        ამდენად ამ“ორთა’’ ერთობლივი ქმედება დაკვალიფიცირდება  როგორც „სპორტული იარაღის უკანონო შეძენა ჩადენილი ჯგუფურად’’ 236-ე მუხ. მე-2 ნაწ  „ა’’ ქვპ]]

ხხხხხ

 

·        236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,ჩადენილი არაერთგზის’[ 236-ე მუხ. მე-2 ნაწ  „ბ’’’ ქვპ] სახეზეა მაშინ როცა პირი ადრე ნასამართლევი იყო 236-ე მუხლის 1-ლი ან,ამ მუხლის სხვა ნებისმიერი „ნაწილით’’ გატვალისწინებული დანაშაულისთვის და ამჟამად კი ჩაიდინა 1„-ლი ნაწილით გატვალისწინებული ქმედება[ანუ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა,]

ამასთან,რა თქმა უნდა, ის ძველი ნასამართლობა „მოხსნილი’’  ან „გაქარწყლებული’’ არ აქვს[!]

ხხხხხ

·        236-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ობიექტური მხარე’’:

 

3. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა], საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

 

როგორც,236-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ჩანს,დღეს მოქმედი კანონმდებლობით  ე.წ. „ნამდვილი’’ „ცეცხლსასროლი იარაღის“  და შესაბამისი “ საბრძოლო ნასალის’’უკანონო შეძენა- შენახვისთვის უფრო გამკაცრებული პასუხისმგებლობაა დაწესებული ვიდრე „სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის,ან მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის’  შეძენისა და შენახვისათვის[სწორედ ამ სახის ცეცხლსასროლ იარაღებს ითვალისწინებს 236-ე მუხლის  ნაწ.1-ლი]

 

·        236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ობიექტური მხარე’’:

 

4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

·        236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის „საგანია’’- „ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი’’, მათ შორის 1-ლი ნაწილით ათვალისწინებული „სპორტული’’ და სანადირო’’ ცეცხლსასროლი იარაღი

·        ყურადღება: ცეცხლსასროლი იარაღის „კანონიერი ტარების უფლება’’ აქვს  მხოლოდ „ცეცხლსასროლი იარაღის ა) „მესაკუთრეს’’  და ბ) „მოსარგებლეს’’

 

·        „იარაღის შესახებ’’ კანონის თანახმად : იარაღის მესაკუთრე“ არის  პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;

·        იარაღით მოსარგებლეკი არის  პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად;

 

           

·        „იარაღის მართლსაწინააღმდეგო[უკანონო] ტარება’’[მუხ.236-ე ნაწ. მე-4] გამოიხატება ცეცხლასროლ იარაღთან ერთად გადაადგილებაში,როდესაც პირს ამის „კანონიერი უფლება’’ არ აქვს

·        „იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება’’ შეიძლება განხორციელდეს : ტანსაცმლით,ჩანთით,მანქანით რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. [მტავარია „ცეცხლსასროლი იარაღი ტარება’’ ტრანსპორტით მიზნად არ ისახავდეს მის „შენახვას’’ სხვა დასახლებულ პუნქტში[მაგ. სხვა ქალაქში]ასეთი მიზნის დადასტურების შემთხვევაში,ქმედება დაკვალიფიცირდება,როგორც „იარაღის გადაზიდვა’’[ამ მუხლის მე-5 ნაწ.]

·        „იარაღის მართლსაწინააღმდეგო[უკანონო] ტარება’’[მუხ.236-ე ნაწ. მე-4]  „მომეტებული საშიშროების’’ შემცველია,ვიდრე  მისი მართლსაწინააღმდეგო „შეძენა’’ ან „შენახვა’’

·        რადგან „ტარების’’ დროს პირს აქვს „ფაქტობრივი შესაძლებლობა’’ ,დაუყონებლივ გამოიყენოს იგი[!]

·        „იარაღის მართლსაწინააღმდეგო[უკანონო] ტარება’’ თავისთავად მოიცავს „მართლსაწინააღმდეგო შენახვას’’[რამე რომ „ატარო“,სადმე უნდა „ინახავდე’’ მას]

·        ამიტომ,ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით[რომელიც „მართლსაწინააღმდეგო შენახვას’’ ითვალისწინებს] საჭირო არ არის[ანუ საკმარისია მე-4 ნაწილით კვალიფიკაცია,როცა სახეზეა „ტარება’’]

·        თუმცა  მე-4 ნაწილით კვალიფიკაცისას  „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო  შეძენა’’ [ნაწ მე-3] უტყუარად უნდა იქნეს დამტკიცებული[!]

236-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ობიექტური მხარე’’

 

5. ა)ცეცხლსასროლი იარაღის, ბ)საბრძოლო მასალის, გ)ფეთქებადი ნივთიერების ან დ)ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

„დამზადება’’

·        ა)ცეცხლსასროლი იარაღის, ბ)საბრძოლო მასალის, გ)ფეთქებადი ნივთიერების ან დ)ასაფეთქებელი მოწყობილობის „კანონიერი’’ „დამზადების უფლება’’ აქვს  „სახელმწიფოს’’[საქრთველოში ასეა]

·        „დამზადების’’ შემდეგ „იარაღი’’ უნდა იყოს „აღრიცხული’’[დათვლილი] და „რეგისტრირებული’’.

·        თავდაცვის სამინისტროს’’ „შინაგან საქმეთა სამინისტროს’’ „სარგებლობაში’’ არსებული იარაღის „შეკეთება’’[რემონტი] და „აღდგენა’’ შესაძლებელია თვით ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

·        „დამზადება’’ მართლსაწინააღმდეგოა,როცა იგი ხდება „კერძო პირის’’ მიერ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე.

·        „დამზადება’’ -გამოიხატება ან ა)“თავდაპირველ შექმნაში’’ ,ან ბ)“უკვე დამზადებული იარაღის გადაკეთებაში’’[მაგ. გლუვლულიანი სანადირო თოფისთვის „ლულის დამოკლებაში’’ [გადაჭრა ე.წ. ‘’აბრეზი’’რუს.] და გადაკეთებაში,გ) „გამოყენებისთვის უვარგისი[გაფუჭებული] იარაღის გარემონტებაში’’

·        ა)ცეცხლსასროლი იარაღის, ბ)საბრძოლო მასალის, გ)ფეთქებადი ნივთიერების ან დ)ასაფეთქებელი მოწყობილობის „დამზადება’’ შესაძლებელია სხვადსხვა ტექნიკური საშუალებების  გამოყენებით

·        ა)ცეცხლსასროლი იარაღის, ბ)საბრძოლო მასალის, გ)ფეთქებადი ნივთიერების ან დ)ასაფეთქებელი მოწყობილობის „დამზადება’’ სახეზეა თუნდაც იარაღის ერთი ერთეულის შექმნისას ,ასევე იარაღის „სერიული წარმოების’’ დროს

·        დანაშაული იარაღის „დამზადება’’ „დამთავრებულია’’ მაშინ ,როცა პირი  შედეგად მიიღებს „საბრძოლო მოქმედების განხორციელებისატვის მზა ცეცხლსასროლ იარაღს,საბრძოლო მასალას  , ასაფეთქებელ ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობას. თუ პირმა ეს ვერ შეძლო სახეზეა „დამზადების მცდელობა’’[ 19,236-მე-5 ნაწ]

·        ყურადღება: საქართველოში აკრძალულია „უნებარტვოდ დამზადებული’’ იარაღის რეგისტრაციაში გატარება და მაზე „საკუთრების ‘’ ან სარგებლობის’’ „ნებართვის’’ გაცემა [!]

ხხხხხხხხხხხხხხხ

„გადაზიდვა’’

·        ა)ცეცხლსასროლი იარაღის, ბ)საბრძოლო მასალის, გ)ფეთქებადი ნივთიერების ან დ)ასაფეთქებელი მოწყობილობის  „გადაზიდვა’’ ნიშნავს  მათ „გადატანას სათანადო ნებართვის გარეშე’’,საქართველოს ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორე დასახლებულ პუნქტში „შენახვისთვის’’[!][მიზანი „შენახვაა’’]  ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით და თავად „გადამზიდველის’’ ან „შემნახველის’’ მონაწილეობით

·        ამასთან, ქმედების მე-5 ნაწილით [„გადაზიდვა’’] კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ერთეული იარაღის[ერთის თუ ბევრის] გადაადგილება ხდება დასახლებული პუნტიდან პუნქტში „შესანახად’’.

·        ყურადღება: იარაღის „გადაზიდვა’’[მე-5 ნაწ.] თავის თავში მოიცავს მის „ტარებასაც[მე-4 ნაწ] ,ამიტომ „ქმედების „დამატებითი“ კვალიფიკაცია [236-ე მუხლის მე-4 ნაწილით] -„საჭირო არ არის’’[!]

·        იარაღის მართლსაწინააღმდეგო „გადაზიდვას’’ და „ტარებას შორის ის განსხვავებაა,რომ „ტარების’’ დროს [ნაწ.4] პირის მიზანი არაა იარაღის  განტავსება საქარტველოს სხვა დასახლებულ პუნქტში.[მაგ. პირი თბილისიდან მიემგზავრება მცხეთაში იარაღთან ერთად და შემდეგ აპირებს ამ იარაღთან ერთად ისევ დაბრუნდეს თბილისში.ამ მაგალითში სახეზეა „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება’’[ნაწ.4] და არა „გადაზიდვა’’[ნაწ.5],თუნდაც პირს თან ჰქონდეს არა ერთი,არამედ რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

·        ამრიგად ,დაიმახსოვრე: „იარაღის ერთეულთა რაოდენობა’’ არის მხოლოდ ერთ-ერთი [და არა ერთადერთი]“ მტკიცებულება’  „სხვა’’ „მტკიცებულებებს შორის იმისათვის,რომ  „შესაძლოა“ ადგილი ჰქონდეს „გადაზიდვას’და არა „ტარებას’’

·        ყურადღება: ასევე არ აქვს ადგილი [სახეზე არაა] „მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას’’ ,როცა პირი „ნებართვის გარეშე’’ იარაღს გადაადგილებს ქალაქის ერთი უბნიდან[მაგ. „ვაკიდან’’] სხვა უბანში[მაგ. „ნაძალადევში’’] მისი იქ  „განთავსების’’[შენახვის] მიზნით.

·        აქაც არა აქვს მნიშვნელობა,რამდენი ერთეული იარაღია გადაადგილებული [ერთი თუ რამდენიმე],სახეზეა იარაღის მარტსაწინააღმდეგო „ტარება’’ და არა „გადაზიდვა’’

·       

·        ხოლო როცა ადგილი აქვს იარაღის „გადაზიდვას’’ „ საქარტველოს საბაჟო საზღვარზე’’[ მისი საქართველოდან „გადატანის’’ მიზნით] ქმედება დაკვალიფიცირდება 214 მუხლის მე-4 ნაწილით“[და არა 236-ე მუხლისმე-5 ნაწილიტ]

 

   მუხლი 214. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

ხხხ

„გადაგზავნა’’

·        ა)ცეცხლსასროლი იარაღის, ბ)საბრძოლო მასალის, გ)ფეთქებადი ნივთიერების ან დ)ასაფეთქებელი მოწყობილობის „მართლსაწინააღმდეგო’’ „გადაგზავნა’’  ნიშავს მის „ნებისმიერი საშუალებიტ’’ გადაადგილებას საქარტველოს ტერიტორიაზე ტვირთის გამგზავნისა და ან ადრესატიტის[მიმღების]  დაუსწრებლად[!]

·        ეს  დანაშაული[„გადაგზავმა’’] დამტავრებულად ჩაითვლება იარაღის „ბარგის ან ამანათის სახით ფოსტაში თუ სხვა მსგავსი ფუნქციების   დაწესებულებაში ჩაბარების მომენტიდან [!] [ეს დაიმახსოვრე] ; ჩაბარების მიზანი ამ დროს  ,ცხადია, სხვა ადგილას ამ იარაღის გადაგზავნა უნდა იყოს.

·        საქართველოში აკრძალულია იარაღის „გადაგზავნა’’ და „გადაზიდვა’’ - ფოსტით[!]

 

„გასაღება’’

 

·        იარაღის „მართლსაწინააღმდეგო გასაღება’’ ნიშნავს მის ნებისმიერი ხერხიტ გახვისებას იმ პირის მიერ,რომელსაც ამის „კანონიერი უფლება’’ არ აქვს.

·        ასე,რომ დანაშაული „გასაღება’’ შეიძლება მოხდეს იარაღის : ა) გაყიდვით,ბ)გაჩუქებით ,გ)სხვა ნივთში გაცვლით ,დ)ვალში გადახდით

·        დანაშაული „გასაღება ‘’ დამთავრებულია ,როცა პირი სხვა პირს „გადასცემს’’ იარაღს და მის შემძენს მიეცემა ამ იარაღის „საკუთარი შეხედულებისამებრ ‘’ „განკარვის უფლება’’[!]

·       

·        „გასაღებად’’ კვალიფიკაციისთვის  ყოველტვის არაა აუცილებელი იარაღი სხვა პირს გადაეცეს „უვადოდ’

·        „გასაღებად’’ უნდა ჩაიტვალოს იარაღისსხვა პირისატვის „დროებით სარგებლობაში’’ გადაცემაც“[ანუ „თხოვებაც’’]

„გასაღებად’’ უნდა ჩაიტვალოს ასევე  იარაღის  სხვა პირისათვის „გადაცემა’’  „დროებით  შესანახად’’[!][ დაიმახსოვრე], ოღონდ მხოლოდ მაშინ ,როცა იმას,ვინაც“გადსცა იარაღი’’ სხვა პირს  [ან ათხოვა ან  შესანახად მიაბარა] თავადაც მართლსაწინააღმდეგოდ აქვს ეს იარაღი ხელში ჩაგდებული[!]

·         ეს  იმიტომ,რომ ასეთ პირს არ აქვს „განათხოვრებული’’ ან „შესანახად მიბარებული’’ იარაღის დაუბრუნებლობის შემტხვევაში მისი ოფიციალური გზით[სასამართლო გზით] მოთხოვნის უფლება[!]; ამდენად იგი იმთავითვე[თავიდანვე] უშვებს,რომ იარაღი შესაძლოა „საბოლოოდ დარჩეს’’ სხვის მფლობელობაში[!] [თუ ეს „სხვა’’ უარს იტყვის ნათხოვნი ან შესანახად მიბარებული იარაღის დაბრუნებაზე]

·        ხოლო,როცა პირს „მართლზომიერად’’ ავს შეძენილი იარაღი,მისი  განათხოვრება ან შესანახად მიბარება არ ჩაიტვლება „გასაღებად’’[დაიმახსოვრე]

·        საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლით აკრძალულია „გლუვლულიანი სანადირო ტოფის სხისტვის გადაცემა’’

·        ამ მუხლის „ანალოგიით’’ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს „სხვა ცეცხლსასროლი იარაღის’’ „კანონიერ მფლობელსაც’’,თუკი იგი სხვას გადასცემს მის მიერ „მარტლზომიერად’’ შეძენილ იარაღს „დროებით სარგებლობაში’’[ანუ თუ სხვას „ათხოვებს’’ ან „შესანახად მიაბარებს’’  თავის „კანონიერ იარაღს’’]

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

·        236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“ფორმალური შემადგენლობისაა’’

·        ამიტომ, იგი „დამთავრებულად’’ იტვლება  მუხლში ჩამოთვლილი „ნებისმიერი’’ ქმედების[შეძენის,შენახვის,ტარების,დამზადების,გადაზიდვის,გადაგზავნის ან გასაღების] ჩადენისტანავე და „მძიმე შედეგის’’ დადგომა ან „კონკრეტული საფრთხის’’ შექმნა არაა საჭირო ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის

·        ამრიგად, 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სახით  სახეზეა ე.წ. „აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი’’

·        როგორც ზემოთ აღინიშნა,მიუხედავად იმისა,რომ 236-ე მუხლი „რამდენიმე ნაწილისგან’’ შედგება,სახეზეა -„ერთიანი დანაშაული  ალტრენატიული ქმედებებით’’ და თანაც „აბსტრაქტული სახის დელიქტი’’

·        ეს იმას ნიშნავს,რომ როცა პირის ქმედებაში ერთდროულად სახეზეა რამდენიმე ქმედება[მაგ. „შეძენა’’ ,,შენახვა’’ “ტარება’’ და“დამზადება’’],მაშინაც კი,როცა თითოეულ ამ ქმედებათა ჩადენა უტყუარადაა დამტკიცებული,პირის ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს „ქმედებათა ერთობლიობით’’[ჩვენს მაგალითში ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს  236-ე მუხლის 1-ლი,მე-3 ,მე-4 და მე-5 ნაწილებით].

·        ასეთი კვალიფიკაცია არ იქნება სწორი ,რადგან თითოეულ ქმედებაში : ა) სახეზეა დანაშაულის ერთი და იგივე საგანი; ასევე სს-ვი დაცვის ერტი და იგივე ობიექტი ; ბ)სახეზეა ერთი და იგივე „ამსრულებელი’’

·        ყურადღება:  ამრიგად, როცა პირის ქმედებაში ერთდროულად სახეზეა236-ე მუხლით გათვალისწინებული  რამდენიმე ქმედება,პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 236-ე მუხლის „ყველაზე მძიმე ნაწილით“ [ჩვენს მაგალითში ყველაზე მძიმე ნაწილია  მე-5 ნაწილი „დამზადება’’ ამიტომ პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს  236-ე მუხლის მე-5 ნაწილით[„დამზადება’’],რაც შეეხება სხვა ქმედებებს „შეძენას’’,“შენახვას’’ და „ტარებას’’ ისინი უნდა აისახოს „ბრალდების’’ ფორმულირებაში და დადასტურებული უნდა იყოს „მტკიცებულებებით’’ და არა  ლოგიკური  ვარაუდებით [როგორც ამას ზოგჯერ ადგილი აქვს სასამართლო პრაქტიკაში: მაგ. „გამოძიებიტ დაუდგენელ დროს და ადგილას,გამოძიებიტ დაუდგენელი პირისგან ბრალდებულმა „უკანონოდ შეიძინა’’ ცეცხლსასროლი იარაღი...’  დალოცვილო,[პროკურორო]თუკი დაუდგენელია სად,როდის და ვისგან „შეიძინა’’,მაშ საიდან იცი,რომ „მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა’’,იქნებ „მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლა’’  ? [რაც არის 237-ე მუხლი]

ხხ

·        236-ე მუხლის ქმედებათაგან ორი- „შენახვა’’ და „ტარება’’ - არის „დენადი ‘’ დანაშაული

·        მათი ჩადენა იწყება მოქმედებით[მაგ. პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი] ან უმოქმედობით[პირმა სახლში იპოვა უკანონოდ შენახული იარაღი,მაგრამ არ აბარებს მას სათანადო ორგანოებს] და შემდეგ  უწყვეტად ხორციელდება

·        დანაშაულები „იარაღის  უკანონო „შენახვა’’ ან „ტარება’’  დამთავრებულია ამ ქმედებების „შეწყვეტის’’ მომენტიდან

·        ამასთანავე,“შენახვა’’ და „ტარება’’ ,ორივე არის „გარდამავალი’’ ქმედება[ანუ ,პირი ხან „ატარებს’’ და,ხან „ინახავს’’  იარაღს],ამიტომ რა ქმედებაშიც იქნება იგი მხილებული[მაგ.“ტარების’’ ფაქტზე ამხილეს]  ,მხოლოდ ის ქმედება უნდა აისახოს ქმედების კვალიფიკაციაში [რადგან „წინარე გარდამავალი ქმედება’’ [ამ შემტხვევაში „შენახვა’’],როგორც აბსტრაქტული საფრტხის დელიქტი  კარგავს თავის სამართლებრივ მნიშვნელობას „კვალიფიკაციის’’ თვალსაზრისით]

·       

·        განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე მაშინ,როცა იარაღის „მართლსაწინააღმდეგო ტარებით’  პირმა „კონკრეტული საფრთხე’’ შექმნა

·        მაგ. პეტრე ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქეს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით[ტყვიები გაისროლა ჰაერში] მოიტხოვა ფულის მისტვის გადაცემა;რის შემდეგაც,მან შეძლო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა,თუმცა მე-2 დღეს დააკავეს.ჩხრეკისას იპოვეს გადამალული ცეცლსასროლი იარაღი,რომლიტაც პეტემ მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა.

·        პეტრეს ქმედება „ყაჩაღობასთან’’ ერთად დაკვალიფიცირდება „ცეცხლსასროლი იარაღის არა მარტლსაწინააღმდეგო „შენახვით’’,არამედ  მუხლის „უფო მძიმე ნაწილით’’  „ტარებით’’[236-ე მუხ. მე-4 ნაწ] [რადგან პეტრემ  ტყვიები გაისროლა ჰაერში და ისე დაეუფლა სხვის ფულს ანუ „კონკრეტული საფრტხე ‘’ შეუქმნა სხვის სიცოცხლეს და ჯანმრტელობას]

·        დაიმახსოვრე:“კონკრეტული საფრთხის დელიქტი’’ ყოველთვის „გამარჯვებულია’’ „აბსტრაქტული საფრტხის დელიქტთან’’ მიმართებაში.

·        თუკი დამტკიცდება,რომ პირის ქმედებაში ერთდროულად არის 236-ე მუხლის „სხვადასხვა ნაწილიტ’’ გათვალისწინებული ქმედების ნიშნები და „დანაშაულის საგანიც ‘’ სხვადასხვაა,მაშინ  თითოეული ქმედება“ უნდა დაკვალიფიცირდეს 236-ე მუხლის „შესაბამისი ნაწილებით“

·        მაგ. საქმის მასალებით დადგინდა,რომ პირი,რომელმაც „მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა’’ იარაღი ,ამავე დროს  “მართლსაწინააღმდეგოდ ინახავს’’ „სხვა იარაღსაც’’,ასეთ დროს მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს236-ე მუხლის 1-ლი და მე5 ნაწილებით

·        მაგრამ როცა პირმა „მარტლსაწინააღმდეგოდ შეიძინა’’ იარაღი და „ატარებს’’ მას,რა დროსაც ის ამხილეს,მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ „ცეცხლსასროლი იარაღის მარტლსაწინაღმდეგო „ტარებად’’[მუხ.236-ე ნაწ.-მე-4] და არავითარ შემთხვევაში 236-ე მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით; რადგან,როგორც აღვნიშნეთ „ტარება’’ თავისთავად მოიცავს“შენახვასაც’’ და „შეძენასაც’’[რომ ატარო სადღაც უნდა გქონდეს შეძენილი და შენახული]

·        როცა პირი „მართლსაწინააღმდეგოდ ფლობს’’ იარაღს[ჩადის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს]  და მისი გამოყენებით ჩაიდენს „სხვა დანაშულს’’[მაგ. მკვლელობას] ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’[236-ე მუხლის მე-4 ნაწილი“მართლსაწინააღმდეგო ტარება’’ და მკვლელობის მუხლი [108 ან 109]

·        ყურადღება: კვალიფიკაციისას დანაშაულთა „ერთობლიობა’’ არაა საჭირო მაშინ,როდესაც პირის მიერ ჩადენილი ქმედება „მოიცავს’’  იარაღის „მართლსაწინააღმდეგო ფლობას’’ [მაგ. ასეთია „ბანდიტიზმი’’]

 

X

236- მუხლის დანაშაულის  სუბიექტური მხარე

·        დამნაშავის მოტივს და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს

·        მიზანი შეიძლება გამოიხატოს თავდაცვის მიზანში,გარკვეულ წრეში თავის მოწონებაში[მარიაჟში],ანგარებაში[ირაღის დამზადების ან გასაღების დროს] და სხვ.

236- მუხლის დანაშაულის  „ბრალის’’  ფორმა

·        „ბრალის’’ ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.

·        კერძოდ, მისი როგორც „აბსტრაქტული საფრტხის  დელიქტის’’ დელიქტის ,ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.

·        ანუ ა) პირს გაცნობიერებული აქვს,რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს,ინახავს,ატარებს,ამზადებს,გადაზიდვას,გადაგზავნის ან ასაღებს 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს

·        თუ პირმა იარაღი შეიძინა „კონკრეტული დანაშაულის’’ ჩასადენად .მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’- 236-ე მუხლითა და ამ დანაშაულის „მომზადებით,’’ რის ჩასადენადაც შეძენილია ეს იარაღი.

·        ყურადღება : ასეთი  „ერთობლიობით ‘’კვალიფიკაცია  შესაძლებელია თუ: ა)პირი ემზადება ისეთი დანაშაულის ჩასადენად რომელიც „მომზადების სტადიიდანაა’’ დასჯადი და ბ) თუკი იარაღის „შეძენის’’ ფაქტი  დროში ახლოს იყო ამ დანაშაულის ჩადენის „მცდელობასთან’’[დანაშაულის რომლის ჩასადენადაც მან იარაღი  შეიძინა]

·        ყურადღება: თუ იარაღის შეძენა არის „ბანდის’’ ან „უკანონო შეიარაღებული ფორმირების’’ შექმნისკენ მიმართული ქმედება,იგი უნდა დაკვალიფიცირდეს 223-ე[უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა] ან  224-ე მუხლით[შეიარაღებული ბანდის შექმნა] და დამატებითი კვალიფიკაცია 236-ე მუხლით საჭირო არ არის

 

 

236-ე მუხლის  მე-6 ნაწილი [დამამძიმებელი გარემოებები ]

 

 

6. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

 

·        „ჯგუფურობა’’  აქ ისევე უნდა გავიგოთ ,როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილში,თუმცა ქმედების ამ მუხლის მე-6 ნაწილით კვალიფიკაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა ის,რომ პირთა ქმედებაში სახეზე იყოს 236-ე მუხლის არა პირველი ნაწილით,არამედ მე-3,მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები

·        კერძოდ ,ქმედების ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ,სახეზე იყოს „პირველი ნაწილისგან’’ განსხვავებული დანაშაულის საგანი[მაგ. მე-3 ნაწილში სახეზეა  ცეცლსასროლი იარაღი[არასპორტული და არა სანადირო,,ასევე საბრძოლო მასალა,ასაფეთქებელი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა]  ან „პირველი ნაწილისგან’’ განსხვავებული „ქმედებები’’[მაგ. მე-4 ნაწილში „ქმედებაა’’- „ტარება’’; მე-5 ნაწილში  „ქმედებაა’’- „დამზადება’’,“გასაღება’’ და სხვა]. მაგ.პეტრემ და ვასომ ერთად დაამზადეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი[და არა სპორტული ცეცხლსასრული იარაღი]

·        რაც შეეხება მე-6 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „დამამძიმებელ გარემოებას’’[„არაერთგზის’’],იგი რამდენადმე განსხვავდება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „არაერთგზისობისგან’’

·        კერძოდ,მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „არაერთგზისობა’’ გულისხმობს ამ მუხლის ნებისმიერი ნაწილით[მათ შორის -5 ნაწილით] ადრე ნასამართლევი პირის მიერ 236-ე მუხლის პირველი ნაწილით[და არა სხვა ნაწილებით] გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

·        მაგ. პეტრემ,რომელიც ნასამართლევი იყო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით[ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებისთვის],ამჟამად ჩაიდინა სპორტული იარაღის მარტლსაწინააღმდეგო შენახვა.

·        ხოლო რაც შეეხება 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას,აქ აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობა: ა)პირი ნასამართლევი უნდა იყოს 236-ე მუხლის მე-3,მე-4 ან მე=5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის[რა თქმა უნდა „ნასამართლობა’’ არ უნდა იყოს „მოხსნილი’’ ან „გაქარწყლებული’’] და ბ) ამ პრმა ამჟამადაც უნდა ჩაიდინოს 236-ე მუხლის მე-3,მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

·        მაგ. პეტრე ნასამართლევი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო „ტარებისთვის’’[236-ე მუხ. მე-4 ნაწ.]. სასჯელის მოხდიდან რამდენიმე კვირაში იგი ამხილეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში.მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

·        აქვე პასუხი გავცეთ კითხვას,“როგორ დავაკვალიფიციროთ პირის ქმედება,რომელიც ნასამარტლევია 236-ე მუხლის 1-ლი მაწილით[სპორტული ან სანადირო იარაღის „შეძენა“ „შენახვისთვის’’] და ამჟამად ჩაიდინა ამავე მუხლის არა პირველი,არამედ ,ვთქვატ, მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება[ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო „ტარება’’ ]

·        უდავოა,რომ ამგვარ შემთხვევას ვერ დავაკვალიფიცირებთ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით[„არაერთგზის’’],რადგან ამისათვის აუცილებელი წინაპირობაა,პირი ნასამართლევი იყოს ამ მუხლის მე-3,მე-4 ან მე-5 ნაწილით[ და არა, პირველი ნაწილით]

·        სხვაგვარად,რომ ვთქვაატ კანონმდებელმა მე-6 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტის გამოყენებისთვის დააწესა უფრო მაღალი სტანდარტი,ვიდრე ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „არერთგზისობისთვის’’; გამომდინარე აქედან,როცა  რაიმე „კონკრეტული კაზუსი’’ აკმაყოფილებს უფრო დაბალ სტანდარტს ,შეუძლებელია ამ ქმედების კვალიფიკაციისას გამოვიყენოთ  ის ნორმა,რომელიც მოითხოვს „უფრო მაღალ’’ სტანდარტს.საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა მიგვიყვანდა „ანალოგიის’’ გამოყენებამდე პირის საზიანოდ ,რაც დაუშვებელია[რადგან  ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს]

·        ამიტომ  ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით ხოლო „ნასამართლობის ფაქტი’’ ,როგორც „რეციდივი’’,მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის ოდენობის დანიშვნისას.

236-ე მუხლის „შენიშვნა’’

·       შენიშვნა, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

·        ეს არის ე.წ. „პოსტკრიმინალური წამახალისებელი ნორმა’’,რომელიც პირს ჰპირდება დაყსჯელობას მას შემდეგაც,როცა 236-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაული უკვე „დამტავრებულია’’ თუკი დაცული იქნება ორი პირობა : 1. იარაღის ჩაბარება უნდა იყოს „ნებაყოფლობითი’’ და 2.პირის ქმედებაში ,გარდა 236-ე მუხლისა,არ უნდა იყოს სხვა დანაშულის ნიშნები

·        იარაღის ჩაბარება სახელმწიფო ორგანოებისადმი[პოლიცია,პროკურატურა და ა.შ] „ნებაყოფლობითია’’ მაშინ,როცა პირს შეუძლია იგი არ ჩააბაროს,არავინ აიძულებს მის ჩაბარებას მაგრამ მაინც აბარებს მას.

·        რა „მოტივით’’ ხელმძღვანელობს პირი ამ დროს,ამას მნიშვნელობა არ აქვს

·        თუ იმ პირის ქმედებაში ვინც ნებაყოფლობით ჩააბარა იარაღი,არის სხვა დანაშაულის ნიშნები[მაგ. ყაჩაღობა] ,მისი ქმედება დაკვალიფიცირდება იმ დანაშაულის მუხლით[მაგ 179-ე მუხ. „ყაჩაღობა’’]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები