„ჯგუფური მოქმედების“ ორგანიზება,რომელიც არღვევს „საზოგადოებრივ წესრიგს“,ან მასში აქტიური მონაწილეობა“[მუხ. 226-ე]

 

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია -„საზოგადოებრივი წესრიგი’’

·        სსკ-ის 226-ე მუხლის დანაშაულის „ამსრულებელია’’ : ქმედების „ორგანიზატორი“ ან „აქტიური მონაწილე“[შრიძლება იყვნენ 14 წელს მიღწეული ,შერაცხადი პირები]

·        ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება როგორც „მოქმედებაში’’ ,ისე „უმოქმედობაში’’

[მაგ. „უმოქმედობით’’  ხდება ამ დანაშაულის ჩადენა ‘“პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ’’ ,როცა სახეზეა   „ხელისუფლების წარმომადგენლისადმი[პოლიციელისადმი] დაუმორჩილებლობა’’]

·        ამ მუხლის დანაშაულებრივი „ქმედება’’ გამოიხატება იმასი რომ პირი ორგანიზებას უკეთებს“ჯგუფურ მოქმედებას’

ხოლო ეს „ორგანიზებული“ „ჯგუფური ქმედებები’’ არის  :ა)“ საზოგადოებრივ წესრიგის უხეში დარღვევა’’ ,ბ)“ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა’’ გ)“ტრანსპორტის,საწარმოს,დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება“

ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება აქ ჩამოთვლილ „ჯგუფურ ქმედებებშიჯგუფის წევრის „აქტიურ მონაწილეობაშიც’’

 

·        „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება’’ სახეზეა ,როცა პირი[ორგანიზატორი] შეკრებს ხალხს,მოუწოდებს პირებს ქმედების ჩადენისკენ,აძლევს მათ მითითებებს და ა.შ.

·        ამდენად,ასეთ დროს სახეზეა „ჯგუფური მოქმედების’’ –„ორგანიზატორი’’

·        „ჯგუფური მოქმედებების’’ ორგანიზებას „შედეგად“ უნდა მოჰყვეს „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა’’

·        „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა’’ შეიძლება გამოიხატოს :ა)ქუჩაში მოძრაობის შეფერხებაში,ბ) კონცერტის თუ სხვა გასართობ-სანახაობითი პროგრამის,კრების ,წვეულების ჩაშლაში და ა.შ. ანუ ზოგადად  „ცხოვრების ნორმალური რიტმის შეფერხებაში’’

·        „ჯგუფური მოქმედება’’ შეიძლება გამოიხატოს ა)“საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში’’ ან ბ)“ხელისუფლების წარმომამადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობაში’’

·        ყურადღება: „ხელისუფლების წარმომამადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობის’’ დროს არაა აუცილებელი ადგილი ჰქონდეს „საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევასაც’’

·        „ხელისუფლების წარმომადგენლად’’ ითვლება პირი,ვისაც უფლება აქვს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება გასცეს იმ პირებზე,რომლებიც სამსახუებრივად მას“არ ექვემდებარებიან’’[ასეთებად ითვლებიან პოლიციის,პროკურატურის თანამშრომლები და ა.შ.]

·        ყურადღება: „ხელისუფლების წარმომადგენლის’’ მოთხოვნა უნდა იყოს „კანონიერი’[მაგ. კანონიერი მოთხონაა პირთა ჯგუფმა გაანთავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადგილი],რასაც აშკარად არ ემორჩილებიან „ჯგუფური მოქმედების’’  „ორგანიზატორი’’ და ‘მონაწილენი’’

·        ხოლო „აშკარა დაუმორჩილებლობა’ შეიძლება გამოიხატოს იმაში,რომ ორგანიზატორი მოუწოდებს „ჯგუფური მოქმედების’’ მონაწილეებს,არ შეასრულონ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი ბრძანება,არ დატოვონ დაკავებული ადგილი და ,პირიქით უფრო მყარად გამაგრდნენ ადგილზე.

·        ამ „აშკარა დაუმორჩილებლობას’’ შეიძლება მოჰყვეს  შედეგად’’ „ხელისუფლების წარმომადგენელთა’’ „ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება’’[რაც არ მოითხოვს ქმედების  „დამატებით’’ კვალიფიკაციას სხვა მუხლით,გარდა 226-ე მუხლისა]

226-ე და 2221-ე მუხლებს შორის განსხვავება

·        „ჯგუფური მოქმედების’’ ორგანიზებამ შეიძლება „შედეგად’’ გამოიწვიოს ტრანსპორტის,საწარმოს ,დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება[!]

·        ამით 226-ე მუხლის შემადგენლობის ეს ნაწილი ემსგავსება 2221-ე მუხლისშემადგენლობას,რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების’’ ორგანიზაციისთვის,რამაც შეაფერხა რკინიგზის,საჰაერო,წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.

·        მაგრამ საქმე ისაა,რომ 226-ე მუხლით გათვალისწინებული „ტრანსპორტის მუშაობაში’’ იგულისხმება „ყველა სახის ტრანსპორტი’’ ,მათ შორის ისიც რომელიც ჩამოტვლილია 2221-ე მუხლის  შემადგენლობაში და ასევე დამატებით საქალაქო  „საავტომობილო ტრანსპორტი’’.

·        ხოლო  226-ე და 2221-ე მუხლებს შორის განსხვავება შემდეგშია:

 

1)2221-ე მუხლით „სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზების“ ჩადენის  ხერხია  „დაბრკოლებების შექმნა“,“უკანონო საგუშაგოების მოწყობა“ ან „სხვა მართლსაწინააღმდეგო საშუალების’’ გამოყენება[მაგ. გზების,ხიდების სადისპეტჩეროების,გვირაბების ,სატრანსპორო საშუალებების დაზიანება],ხოლო 226-ე მუხლით“ტრანსპორტის მუშაობის შეფერხებას’’ იწვევს ადამიანთა „ჯგუფური მოქმედება’’,ე.ი. თვით ადამიანები უშლიან ხელს ტრანსპორტის მუშაობას’[ რადგან თავად ისინი  განლაგდებიან ტრანსპორტის სამოძრაო გზებზე]

 

2) 2221-ე მუხლიტ გათვალისწინებული ქმედება იწვევს არა ყველა სახის ტრანსპორტის,არამედ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხებას[რკინიგზის,საჰაერო,წყლისა და მაგისტრალური მილსადენი];226-ე მუხლით გატვალისწინებული „ჯგუფური მოქმედების’’ ორგანიზება კი აფერხებს საერთოდ ტრანსპორტის[მათ შორის ქალაქში მოძრავი ავტორანსპორტის,ან მეტროს ,ტრამვაის ] ნორმალურ მუშაობას.

·        „ჯგუფური მოქმედების’’ ორგანიზებით მოქალაქეებმა ასევე შეიძლება დაიკავონ სხვადასხვა საწარმოს,დაწესებულების ან ორგანიზაციის შესასვლელი ან შენობის შიდა სივრცე  და თანამშრომლებს არ მისცენ თავისუფალი შესვლა-გამოსვლის საშუალება,რითაც შეაფერხონ მისი ნორმალური მუშაობაასეთ დროს მათი ქმედება დაკვალიფიცირდება 226-ე მუხლით[ ყურადღება: ეს არ არის „პიკეტირება’’ რომლებსაც „დასაქმებულები’’ ახდენენ საკუთა სამუშაო ადგილებზე ამაზე იხ.222-ე მუხლის ფაილი ]

·        მაგრამ თუ მათ შეაფერხეს „განსაკუთრებული’’ ან „სტრატეგიული’’ მნიშვნელობის ობიექტების მუშაობა მათი „ჯგუფური მოქმედება’’ დაკვალიფიცირდება 222-ე მუხლით და არა 226-ე მუხლით.

ხხხხხხ

„ჯგუფურ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა’’   226-ე მუხლის მიხედვით კი ნიშნავს იმას ,რომ „ჯგუფის წევრი’’ უშუალოდ მონაწილეობს ამ ნორმით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში[ან „საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში’ან ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობაში’ ან გ)“ტრანსპორტის,საწარმოს,დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებში“

 

·        ყურადღება:  ხოლო თუ „ჯგუფის წევრი’’ არის „პასიური მაყურებლის როლში’’ იგი სისხლისსამარტლებრივ პასუხისგებაში 226-ე მუხლით  არ მიეცემა[!]

ხხხხ

·        226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ასევე უნდა „განვასხვავოთ’’ „ხულიგნობისგან’’[მუხ.239]

1)    „ხულიგნობის ‘’ ჩადენა შეუძლია „ერთ პირსაც’’ ,ხოლო 226-ე მუხლის დანაშაულს სჩადის „პირთა ჯგუფი’’,რომელსაც ჰყავს „ორგანიზატორი’’

2)    „ხულიგნობა’’ გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი,ხოლო 226-ე მუხლის დანაშაულის ჩამდენტ ასეთი მიზანი არ ამოძრავებთ,ისინი ამ მართლსაწიმააღმდეგო ქმედებებით გამოხატავენ „პროტესტს’’

3)     „ხულიგნობა’’ ჩადენილი უნდა იყოს „ძალადობით’’ ან „ძალადობის მუქარით“,რაც 226-ე მუხლით გატვალისწინებულ ქმედებას თან არ ახლავს[!]

·        226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - „სუბიექტური მხარე’’

·        „პირთა ჯგუფის წევრების’’ მოტივებს და მიზნებს’’ მათი ქმედების კვალიფიკაციისთვის 226-ე მუხლით,მნიშვნელობა არ აქვს[!]

·        ჯგუფის წევრის მოტივი შეიძლება იყოს განაწყენებახელისუფლების რომელიმე ორგანოსა თუ კონკრეტული ორგანიზაციის თანამდებობის პირის საქმიანობაზე და სსხვა.

·        ხოლო „პირთა ჯგუფის“  მიზანი შეიძლება იყოს „აიძულონ ხელისუფლება’’ ან „კონკრეტული სახელმწიფო მოხელე’’ მიიღოს მათთვის სასურველი[ზოგჯერ კი აშკარად უცხო ქვეყნისთვის ან ქვეყნებისთვის სასურველი]  „გადაწყვეტილება’’ და ა. შ.

·        226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ბრალის ფორმა’’ არის - „განზრახი დანაშაული’’[ სახეზეა პირდაპირი განზრახვა]

·        პირს[ორგანიზატორს] გაცნობიერებული აქვს,რომ ისეთ „ჯგუფურ მოქმედებას’’ უკეთებს ორგანიზებას,რომელიც უხეშად დაარღვევს „საზოგადოებრივ წესრიგს’’,ასევე პირს[ ჯგუფის წევრს] გაცნობიერებული აქვს,რომ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერ მოტხოვნას აშკარად არ ემორჩილება,ან აფერხებს ტრანსპორტის,საწარმო -დაწესებულებატა ,ან ორგანიზაციატა მუშაობას,ან გაცნობიერებული აქვს,რომ „აქტიურად მონაწილეობს’’ ამ ქმედებებში და „სურს’’ ეს .

    მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა 

 

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები