სარჩელის შინაარსი

 

·        „სარჩელის შინაარსი ‘’-  ეს არის სარჩელის შემადგენელი ნაწილების „სარჩელის საგნის’’ და „სარჩელის საფუძლების’’ ერთობლიობა

·        ეს შემადგენელი ნაწილები საშუალებას გვაძლევენ გამვარკვიოთ  სხვადასხვა სარჩელთა „იგივეობა’’ და „განსხვავება’’

 

ა)“სარჩელთა „იგივეობა’’ 

·        სარჩელის წარმოებაში მიღებისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ე.წ. “სარჩელთა  იგივეობის’’  საკითხი:

a.      ხომ არ შემტანილი არის“ სარჩელი’’    უკვე „მიღებული“ წარმოებაში სასამარტლოს მიერ

b.      ხომ არ არის შემოტანილი  „სარჩელი’’ ადრე „უკვე განხილული და გადაწყვეტილი“

·        თუ რატომ უნდა  გამოარკვიოს სასამართლომ  „სარჩელთა იგივეობის’’ საკითხი ამაზე  საუბრობს სსსკ-ის 226-ე  მუხლი[რომელიც განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგებს]

·        ამ მუხლის თანახმად :“სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს,აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს აღარ  შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში  იგივე „სასარჩელო მოთხოვნები’’   „იმავე სასარჩელო საფუძვლებზე’’ ,ან   სადავო გახადონ „სხვა პროცესში’’   გადაწყტილებით’’  დადგენილი „ფაქტები“  და „სამართლებრივი ურთიერთობები’’

ყურადღება:

·        „სარჩელთა იგივეობასთან’’ ექნება სასამართლოს საქმე თუკი  შედარებულ  სარჩელებში  ა)  ერთმანეთს სრულად და ზუსტად ემთხვევა ამ სარჩელთა „საგანი’’ და „საფუძველი’’ და ბ) საქმეში მონაწილეობენ „იგივე მხარეები’’[იგივე სუბიექტები]

ყურაღება:

·        შეოწმების შემდეგ „სარჩელთა იგივეობის’’ დადგენის  შემტხვევაში სასარჩელო განცხადების ხელმეორედ „მიღება’’ და „განხილვა’’ სასამართლოს მიერ დაუშვებელია[!]

·        ამიტომ,თუ „სარჩელი იგივეობრივია’’  ,სასამართლო ვალდებულია :

a.    არ მიიღოს სარჩელი [სსსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ’’ და „გ’’ პუნქტები]

b.    თუ სარჩელი შეცდომითაა მიღებული და საქმე შეცდომით აღიძრა,შეწყვიტოს საქმის წარმოება[სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ’’] ანდა დატოვოს  სარჩელი განუხილველად [სსსკ-ის 275-ე მუხლის „ე’’]

 

·      „იგივეობრივი სარჩელის ’’   „დაუშვებლობა’’ იმას ნიშნავს,რომ „ერთი და იმავე  საქმეზე’’ „სასამართლოსთვის მიმართვა“ დასაშვებია მხოლოდ ერთხელ[!]

·      ამრიგად, თუ „მოსარჩელე’’ მიიჩნევს რომ “სასამარტლოს გადაწყვეტილება’’ მის საქმეზე უკანონო ან დაუსაბუთებელია მას  ამ გადაწყვეტილების გასჩივრება  ზემდგომ ინსტანციაში შეუძლია დდგენილი წესით,მაგრამ მას[მოსარჩელეს] უფლება არ აქვს ხელახლა აღძრას სარჩელი სასამართლოში „იმავე საქმეზე’’ ,რადგან ეს იქნება „იგივე სარჩელი’’]

·        არ არის გამორიცხული,რომ მოსარჩელემ ერთდროულად რამოდენიმე სასამარტლოს მიმართოს ერტი და იმავე მოთხოვნით ერთი და იმავე საქმეზე[!]

·      დაიმახსოვრე: „დაუშვებელია’’ ორი  ერთნაირი[იგივეობრივი] მოთხოვნით სხვადასხვა   სასამართლოსთვის მიმართვა

·          „სასარჩელო მოთხოვნაზე“ საქმის აღძვრა შეიძლება მხოლოდ „ერტხელ’’ და მხოლოდ „ერთ’’ სასამართლოში

·      მაგ. სსსკ-ის მე-20 მუხლი მოსარჩელეს ანიჭებს ორი ან მეტი სასამარტლოდან  მხოლოდ ერთ-ერთის არჩევის უფლებას.

„სარჩელთა იგივეობის ‘’ კრიტერიუმები:

·        შესადარებელ სარჩელთა იგივეობა ან განსხვავება სასამართლოს მიერ  დგინდება 3 კრიტერიუმის[ელემენტის]  მიხედვით:

1)     „სუბიექტი“

2)     „სარჩელის საგანი“

3)     „სარჩელის საფუძველი“

·        როცა ყველა ეს ელემენტი „შესადარებელ სარჩელებში“ იდენტურია,მაშინ სასამართლო დაასკვნის,რომ სახეზეა „სარჩელტა იგივეობა’’

·        ანუ „სარჩელთა იგივეობის’’  დადგენა ხდება „შემოტანილი ‘’ სარჩელის ელემენტების შედარებით იმ  „სხვა სარჩლის“ ელემენტებთან ,რომელიც უკვე განხილულ იქნარსებითად[არსებითად განხილული რომაა ამას  ადასტურებს ან  ა)კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება,ან ბ)მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლო განჩინება ან გ)ფაქტი ,რომ “იგივე’’ სარჩელი იმყოფება იმავე ან სხვა სასამართლოში წარმოებაში]

·        შესადარებელი სარჩელები მიიჩნევა „იგივეობრივ სარჩელებად’’ მხოლოდ იმ პირობით,თუ სახეზეა შესადარებელი სარჩელების ელემენტების[სამივე ელემენტის] სრული თანხვედრა.

 

ა) „სარჩელთა იგივეობა“ „სუბიექტის’’ მიხედვით

 

·        „სუბიექტის’’ მიხედვით  სარჩელთა იგივეობა,შეიძლება განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმით : მოწმდება „წარდგენილია თუ არა სარჩელი განმეორებით „ერთი და იმავე’’  მოსრჩელეს მიერ   „იმავე’’ მოპასუხის მიმართ

 

 

„სუბიექტთა იგივეობის’’ მაგალითები:

 

·        „სუბიექტთა იგივეობას’’ ექნება ადგილი - მაგ. „უფლებამონაცვლეობისას’’[ რადგან „უფლებამონაცვლე’’  მხოლოდ ცვლის წინამორბედს და წინამორბედის მიერ შესრულებული ნებისმიერი საპროცესო მოქმედება მისთვის სავალდებულოა[იხ.სსსკ-ის 92-ე მუხლი]

·        „სუბიექტთა[მხარეთა]  იგივეობას’’ ექნება ადგილი მაშინაც,როდესაც ისინი[მხარეები]  ასე ვთქვათ, „გაცვლიან ადგილებს’’ სარჩელში[მოსარჩელე და მოპასუხე გაცვლიან როლებს],ხოლო „საგანი ‘’ და „საფუძველი’’ უცვლელი დარჩება

 

·        „სუბიექტთა[მხარეთა]  იგივეობას’’ ექნება ადგილი,როცა „ადგილების გაცვლა’’ დაკავშირებულია „შემხვედრი მოთხოვნის’’ აღძვრასთან

მაგ.

როცა მხარემ[მოპასუხემ] დააყენა შემხვედრი  მოითხოვნა იმ გარიგების ბათილად ცნობა,რომელიც სასამარტლოს გადაწყვეტილებით „ნამდვილ გარიგებად’’ ჩაითვალა

ანდა

მხარემ სადავო გახადა“მამობა’’,თუმცა უკვე არსებობს „მამობის დადგენის’’ „გადაწყვეტილება „

 

·        „სუბიექტთა[მხარეთა]  იგივეობას’’ ექნება ადგილი,მაშინაც როცა სარჩელს აღძრავს თავისი სახელით ის,ვისაც კანონით უფლება აქვს სარჩელი აღძრას სხვა პირთა ინტერესების დასაცავად[მაგ. ადვოკატი]და თუკი უკვე არსებობს თავად ამ პირის[კლიენტის]  „მოთხოვნის“ საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს „გადაწყვეტილება“.

·        ყურადღება: თუ სარჩელები იგივეობრივია მხოლოდ  „საგნის’’ და „საფუძვლის ‘’ მიხედვით ,მაგრამ „სუბიექტებია’’ განსხვავებული ასეთი სარჩელები არ ჩაითვლება „იგივეობრივ სარჩელებად

ხხხხხხხხხხხხხხხ

ბ)  სარჩელთა იგივეობა“  -„სარჩელთა  საგნის’’ მიხედვით

 

·        „სარჩელთა საგნის’’ იგივეობას ექნება ადგილი იმ შემტხვევაში,როცა ახალ სარჩელში შეცვლილი იქნება  მხოლოდ “სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა ’’ ,ანუ „სარჩელის ობიექტი’’[ანუ „დავის საგანი“]  ,რადგან ასეთ დროს უცვლელი რჩება თავად „სარჩელის საგანი’’[ „მოტხოვნა’’]

ყურადღება:

·        „ერთი „ალტერნატიული’’ მოთხოვნის’’    „მეორეთი’’ შეცვლა ასევე არ გამორიცხავს“სარჩელის საგნის’’[მოთხოვნის] იგივეობას’ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში

 

მაგ. .სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად „სარჩელის საგნის’’ შეცვლად არ ითვლება მოსარჩელისათვის „ერთი ნივთის ნაცვლად’’ „მეორე ნივთის მიკუთვნება’’ ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

მაგ.სსსკ-ის 253-ე მუხლით გათვალისწინებულია წესი ,რომელიც სასამართლოს აძლევს ან ა)ქონების მიკუთვნების უფლებას ან ბ) მისი ღირებულების ანაზღაურების  გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის უფლებას,

 

და სასამართლოს ეს უფლება იმიტომ ეძლევა  ,რომ ასეთ დროს უცვლელი[ანუ იგივე]  რჩება „სარჩელის საგანი’’

ყურადღება:

·        „იგივეობრივ’’ დავად არ ჩაითვლება „იმავე მხარეებს’’ შორის  არსებული დავა,თუკი შეცვლილია ან “სარჩელის საგანი’’ ან „სარჩელის საფუძველი’’

 

მაგ,[შეცვლილ „სარჩელის საგანზე’’]

თუკი მეუღლეთა „საერთო ქონების’’ გაყოფის დროს, წინა საქმეში არ ფიგურირებდა რომელიმე  ქონება[ნივთი],მაშინ ასეთი  ქონების[ნივტის] გაყოფის შესახებ აღძრული ახალი სარჩელი და თავდაპრველი სარჩელი არ შეიძლება მივიჩნიოთ „იგივე’’ სარჩელად,რადგან შეცვლილია „სარჩელის საგანი’’]

 

მაგ.[შეცვლილ „სარჩელის საფუძველზე’’]

„სარჩელთა საფუძვლები’’ არ შეიძლება მივიჩნიოთ „იგივე საფუძვლებად’’,თუკი ახალ სარჩელს საფუძვლად უდევს ისეთი “ იურიდიული ფაქტები’’,რომლებზეც მანამდე არ უმსჯელია სასამართლოს და არ არიან ასახულნი მანამდე გამოტანილ გადაწყვეტილებაში[!]

იგივე სარჩელის მიღებაზე  უარი

ყურადღება:

·        მოსარჩელეს მიერ  თავის „სარჩელზე უარის თქმა’’ იწვევს სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილიტ გატვალისწინებულ შედეგს[შედეგი  არის ის ,რომ „სარჩელზე უარის თმის“ შემდეგ დაუშვებელია „იგივე’’ სარჩელის  წარდგენა სასამართლოში  და საქმის ხელახლა აღძვრა ]

ყურადღება:

·        მაგრამ „სარჩელზე უარის თქმა’’ ყოველთვის არ ართმევს მოსარჩელეს „იმავე მოთხოვნით“ სასამართლოსთვის „განმეორებით მიმარტვის“ უფლებას

·        „იმავე მოთხოვნით“ სასამართლოსთვის „განმეორებით მიმარტვის“ უფლება  მოსარჩელეს  ისევ აქვს,თუკი „სამარტლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის’’  „კანონის ძალით“  ისევ გრძელდება[ანუ შენარჩუნებულია]

·        მაგ. მოსარჩელემ [ქალმა,ბავშვის დედამ ] უარი თქვა „ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე“ან „ქორწინების შეწყვეტის სარჩელზე’’ და სხვა.მაგრამ ეს გარემოება[ანუ „ სარჩელზე უარის თქმა]  არ ართმევს ამ ქალს [ანუ  „მოსარჩელეს’’  ]უფლებას „იმავე სარჩელით“ ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს.[რადგან სამარტლებრივი ურთიერთობა ბავშვის მამასთან ან ქმართან „კანონის ძალით“  „ჯერ ისევ“ შენარჩუნებულია ,გრძელდება]

·        „იგივე სარჩელის“  მიღებაზე [სასამართლოს მიერ] უარის თქმის  ერთ-ერთი საფუძველი

-„მორიგების დამტკიცების შესახებ ‘’ განჩინება[!]

·         [ „მორიგება ‘’ორმხრივი განკარგვიტთი აქტია, მორიგებით ხდება  მხარეების მიერ საპოროცესო უფლებების  ნებაყოფლობითი განკარგვა]

·        „მორიგების’’დამდებ მხარეებს აღარ აქვთ სასამართლოსადმი განმეორებით   “იმავე სარჩელით’’ მიმართვის უფლება,რომელზეც დადეს „მორიგება“[რადგან „მორიგებით’’ წყდება[მთავრდება]  დავა  მხარეებს შორის ] [ეს დაიმახსოვრე  და არ მოურიგდე იმას ვინც არ არის „მოსარიგებელი’’]

·        მხარეებს უფლება აქვტ სასამარტლოში საქმე აწარმოონ პირადად ან წარმომადგენლის[რწმუნებულის] მეშვეობით

·        იმ შემტხვევაში როდესაც მოსარჩელის ინტერესს  იცავს რწმუნებული ,მას შეაქვს სარჩელი სასამართლოში,ცხადია,“მხარე’’ პროცესში იქნება ის,ვისი უფლებები და ინტერესებიც უნდა დაიცვას ამ რწმუნებულმა.

·        ამიტომ, შემდეგში თუ თავად მარწმუნებელიც[ვისი ინტერესების დასაცავადაც აღძრული იყო საქმე] შეიტანს ხელმეორედ სარჩელს,ამით  სარჩელის „სუბიექტი’’ არ შეიცვლება და სახეზე იქნება „სარჩელთა იგივეობა’’ –[და  მარწმუნებლის სარჩელის მიღებაზე სასამართლო უარს იტყვის-ესეც დაიმახსოვრე  და არ დაუშვა შეცდომა ადვოკატის არჩევისას]

შენიშვნა:

·        „ერთგვაროვანი მოთხოვნების’’[ თითქმის იგივეობრივი სარჩელების]  არაერთგზისი[განმეორებითი]  წარდგენა  სასამართლოში აიხსნება თვითონ მატერიალურ-სამარტლებრივი ურტიერთობების თავისებურებებით,რომელიც შეიძლება ატარებდეს „ დროში განგრძობად ხასიათს’’.

·        ასეთ დროს ახალ-ახალ  სარჩელებში ,როგორც წესი, იცვლება ერთი ელემენტი-„სარჩელის საფუძველი“,რომლის ხარჯზეც უკვე „სარჩელთა  იგივეობა აღარ არსებობს.[და სასამართლო ‘ღებულობს’’ ასეთ სარჩელებს]

·        მაშასადამე „განგრძობითი ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობებში“ შეიძლება წარმოიშვას „ახალი ფაქტები“,რომლებიც უნდა იქნეს სასამართლოს მიერ   გათვალისწინებული „მოთხოვნის საფუძვლის იგივეობის“ საკითხის განსაზღვრის დროს.

·        მაგ.. უკვე დანიშნული ალიმენტის შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას განმეორებით ,თუ თავდაპირველი „სარჩელის საფუძვლის’’ „ფაქტები’’[გარემოებები] შეიცვალა[დაემატა ან გამოაკლდა რაიმე გარემოება მაგ. ალიმენტის გადამხდელმა დაკარგა სამუშაო ადგილი],თუმცა სხვა ელემენტები„ურთიერთობის სუბიექტები’’ და „სარჩელის  საგანი’’ კი  „იგივე’’ დარჩა .

„სარჩელთა იგივეობის’’ ცნების პრაქტიკული მნიშვნრლობა

·        „სარჩელთა იგივეობის ‘’ პრაქტიკული მნიშვნრლობა იმაში მდგომარეობს,რომ იგი წარმოადგენს „იურიდიულ ინსტრუმენტს’’ ,რომლის მეშვეობიტთაც საკანონმდებლო წესით იკრძალება „ერთი და იმავე სარჩელების განმეორებით  განხილვა’’

·        ხლო „ერთი და იმავე სარჩელების განმეორებით  განხილვა’’ კანონით იკრძალება იმისთვის,რომ ტთავიდან იქნეს აცილებული ერთი და იმავე საქმეზე ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო აქტების გამოტანა სასამართლოების მიერ ,რასაც შეუძლია დესტაბილიზაცია და ქაოსი გამოიწვიოს მატერიალურ-სამარტლებრივ ურთიერთობებში.

·        ამიტომ, ყველაფერთან ერთად[სუბიექტი,საგანი საფუძვლები],“სარჩელთა იგივეობის’’ კრიტერიუმს და სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს  წარმოადგენს:  

a.      კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება“ იგივე სარჩელზე

b.      მხარეტა მორიგების დამტკიცების განჩინება“

c.      იმავე ან სხვა  სასამარტლოს წარმოებაში იგივე სარჩელზე აღძრული საქმე

 

 „სარჩელის  საფუძველის’’ იგივეობა

·        ორი ან მეტი სარჩელის ელემენტების შედარების დროს ,ე.ი. იგივეობის საკითხის  განსაზღვრის დროს,აუცილებელია გატვალისწინებულ იქნეს ,რომ სარჩელის „ფაქტობრივ საფუძველს“,როგორც სარჩელის  სახეობის იდენტიფიკაციის ელემენტს,თავისებურება ახასიატებს

·        სარჩელის „ფაქტობრივი საფუძველი“ შეიძლება იყოს ამ ა) ალტერნატიული ან ბ) უალტერნატივო

·        სარჩელის „ალტერნატიული ფაქტობრივი საფუძველი“ გულისხმობს რამდენიმე  სასარჩელოდ „ვარგისი ‘’ იურიდიული ფაქტის არსებობას

·        მათგან „თითოეულ იურიდიულ ფაქტს“ მატერიალური სამარტლის ნორრმებმა ცალ-ცალკე შეიძლება დაუკავშიროს „ამ კონკრეტული სადავო უფლების’’  ან ა)წარმოშობა ან ბ) შეცვლა ან გ) შეწყვეტა.

 

·        ამიტომ,“ალტერნატიული ფაქტობრივი საფუძველით“ აღძრული მოთხოვნა[სარჩელი] შეიძლება დაეფუძნოს  როგორც „ერთ’ ,ისე „მეორე“ და ა.შ. „ იურიდიულ ფაქტს“ ,რაც ბოლოსდა ბოლოს  განაპირობებს ერთ-ერთი ალტერნატიული  ფაქტობრივი საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას

·        მაგ. „ალტერნატიული ფაქტობრივი საფუძვლის“ მქონე სარჩელებს მიეკუთვნება :

a.      მამობის დადგენის სარჩელი [სამოქალაქო კოდექსის  [სკ] 1190-ე მუხლი]

b.      ბავშვის დაბრუნების სარჩელი

c.      შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სარჩელი

d.      მშობლის უფლებების დამოვალეობების ჩამორთმევის სარჩელი [სკ-1206-ე მუხლი]

e.      გამქირავებლის ინიციატივითქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის სარჩელი[სკ 557-ე-558-ე მუხლები] და სხვა

ალტერნატიულ სარჩელებში თავისი ერთი და იმავე  „მოთხოვნის’’ დასასაბუთებლად მოსარჩელე უთითებს :საქმის თავდაპირველი განხილვის შემდეგ წარმოშობილ „ახალ გარემოებებზე’’[ფაქტებზე]

·        სარჩელის „ალტერნატიული ფაქტობრივი საფუძვლის“ თავისებურება იმაში მდგომარეობს,რომ სარჩელის ერთ-ერთი ალტერნატიული საფუძვლით  აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემტხვევაში,სარჩელის აღძვრა „სხვა’’ ალტერნატიული ფაქტობრივი საფუძვლით,რომელიც ჯერ არ ყოფილა სასამართლო განხილვის საგანი,ადასტურებს იმას,რომ სახეზე არ არის შესადარებელ[ძველ და ახალ] სარჩელთა იგივეობა,რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას,რომ “დასაშვებია საქმის აღძვრა ახალი ალტერნატიული საფუძვლით’’

·        მაგ.თუ გამქირავებელს უარი ეთქვა  ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე,რომელიც აღძრული იქნა სკ-ის 557-ე მუხლით გატვალისწინებული ფაქტობრივი საფუძვლით[დამქირავებელი ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროება],ეს უარი  არ ართმევს გამქირავებელს უფლებას ხელმეორედ აღძრას „ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის“ სარჩელი,მაგრამ უკვე  სხვა’’ ანუ „ ალტერნატიული საფუძვლით’’.მაგალითად იმ მოტივით,რომ „დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა 3 ტვის განმავლობაში’’[სკ-ის 558-ე მუხლი]

·        სხვა მაგალითი: მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმის გამო,რომ არ დადასტურდა მოპასუხის „ნარკომანობა’’ ,დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას ამის შემდეგ განმეორებით მიმართოს სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნიტ,მაგრამ სხვა ალტერნატიული საფუძვლით.[!] მაგ. „ბავშვთან მოპასუხის უხეშად მოპყრობის მოტივით“[სკ-ს 1206-ე მუხლი]

·        სხვაგვარად წყდებაუალტერნატივო საფუძვლის ‘’ მქონე სარჩელთა  „იგივეობის’’ საკითხი.

·        კერძოდ,როცა შესადარებელ  სარჩელებში ემთხვევა ისეთი ელემენტები,როგორიც არის:

“ სარჩელის საგანი“[მოთხოვნა] ,“სარჩელის საფუძველი“[იურიდიული ფაქტები] და „მხარეები’’, „სარჩელთა იგივეობას“ ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემტხვევაში,როცა „ ფაქტები“[რომლებიც ამ შესადარებელ სარჩელტა „ფაქტობრივ საფუძველს’’ ქმნის] არსებობდნენ „სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე’’

·        ანუ თუ თავის დროზე რაიმე  „ფაქტები“ რაიმე მიზეზით არ იყო სასამართლოს  თავდაპირველი განხილვის საგანი,მაშინ დაინტერესებულ პირს აღარ  აქვს უფლება მიმართოს სასამარტლოს იგივეობრივი სარჩელით.

 

·        სანაცვლოდ მსგავს შემთხვევებში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს :

                 ან

a.      დააყენოს მხოლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სააპელაციო [საკასაციო] წესით შემოწმების საკითხი[თუ ეს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში] და იქ დაამტკცოს  ასეთი განუხილველი  „ფაქტები’’

 ან

b.      მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება „ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო’’

 

·        ხოლო თუკი „ფაქტები’’ ,რომლებიც შეიძლებაახალი სარჩელის საფუძველი გახდეს ,წარმოიშიბა „სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ,მაშინ ეს ფაქტები ქმნიან სარჩელის „ახალ ფაქტობრივ საფუძველს“.

·        ასეთ სიტუაციაში სასამართლოს მიერ „უკვე  განხილული“ და „ხელახლა აღძრული“ სარჩელები არ წარმოადგენენ „იგივეობრივ სარჩელებს“ „ფაქტობრივი საფუძვლის მიხედვით’’

 

რაც ნიშნავს,რომ „დაინტერესებულ პირს’’ აქვს სარჩელის აღძვრის უფლება ამ  „ახალი ფატობრივი  საფუძვლით’’

·        მაგ.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა დასაქმებულის სარჩელი და დამსაქმებელს დაეკისრა შრომის ანაზღაურების[ხელფასის] გადახდა

·        დამსაქმებელმა „დააყოვნა’’ სასამართლოს გადაწყვეტილებისშესრულება.

·        დასაქმებულმა აღძრა ,ეორე სარჩელი და ამჯერად მოიტხოვა მოპასუხისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე  [ე.წ. „კანონისმიერი პროცენტი’’ -იხ. შრომის კოდექსი]

·        მოცემულ მაგალითში,  ა)„დროის მონაკვეთი’’ [რომელიც გავიდა „სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანასა და კანონიერ ძალაში შესვლიდან“   და ხელფასის ფაქტობრივად გადახდის მომენტამდე’’] და ბ)“დაყოვნება’’ წარმოადგენენ „ახალ იურიდიულ ფაქტებს’’ და მაშასადამე „ახალ ფაქტობრივ საფუძველს’’  „ახალი სასარჩელო მოთხოვნისტვის’’[პროცენტის გადახდევინების მოტხოვნისთვის]

·        ამიტომ დასამებულის მიერ აღძრული პირველ სარჩელი[ხელფასის შესახებ] და მორე სარჩელი[პროცენტის შესახებ] არ წარმოადგენენ „იგივეობრივ სარჩელებს’’ არა მხოლოდ „სარჩელის საგნით’’[მოტვნით] ,არამედ „ფაქტობრივი საფუძვლითაც’’

·        დაბოლოს,ახალი  სარჩელის აღძვრისას თუ სახეზეაა ახალდა  ძველ[უკვე განხილულ] სარჩელტა ნაწილობრივი თანხვედრა ანუ იგივეობა,სასამარტლოს მიერ უნდა დადგინდეს: ა) ახალი სარჩელის  რომელი ნაწილი იქნეს განხილული და ბ) რომელ ნაწილში შეწყდეს დავა „სარჩელთა იგივეობის’’ გამო.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები