წერილობითი მტკიცებულებები
წერილობითი
მტკიცებულება
·
„წერილობითი მტკიცებულებებია’’ საგნები
,რომლებიც შეიცავენ:ასოებს,ნიშნებს, ციფრებს,ხაზებს და ა,შ.
,საიდანაც სასამართლო იგებს საქმის „კანონიერად და დასაბუტებულად გახილვისა და გადაწყვეტისატვის’’
აუცილებელი „ფაქტების’’[გარემოებების] შესახებ
ცნობებს[ცნება- საზეპირო]
·
ხ
·
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში [134-ე მუხლი] ჩამოთვლილია „წერილობით მტკიცებულებათა’’
ცალკეული სახეები,ესენია :
a. სასამართლოს აქტები[გადაწყვეტილება,განაჩენი ,განჩინება]
b. ადმინისტრაციულ ორგანიზაციათა
აქტები[გადაწყვეტილებები,დადგენილებები]
c.
სამოქალაქო რეგისტრაციის აქტები[დაბადების,ქორწინების,გარდაცვალების
და ა.შ. მოწმობებები]
d.
საბუთები[ანუ დოკუმენტები]
e. საქმიანი წერილები
f. პირადი წერილები
·
ეს „წერილობით მტკიცებულები’’ შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
ხ
·
„წერილობითი მტკიცებულებებია’’ ასევე:
g. ნახაზები
h. გეგმები
i. რუკები
j. სქემები
k. მუსიკალური ნოტები
l. ხელლშეკრულებები
m. ცნობები
n. საქმიანი კორესპოდენცია
o. სხვა დოკუმენტები
p. ციფრული ჩანაწერები
q. გრაფიკული ჩანაწერები
r. ფაქსიმილეს საშუალებიტ მიღებული
მასალები
s. „ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული
დოკუმენტის შესახებ’’ საქარტველოს კანონით გატვალისწინებული „ციფრული ხელმოწერით დადასტურებული
ანდა დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი’’
t. ან „სხვა ხერხიტ მიღებული მასალები’’,რომლებიცსაშუალებას
გვაძლევს დავადგინოტ დოკუმენტის შინაარსი
ხ
·
„წერილობიტ მტკიცებულების ’’ ნივთიერი საფუძველია ნებისმიერი ფორმის
და თვისების მქონე საგანი[ყველაზე ხშირად ესაა: ქაღალდი,ხე,მეტალი],რომელსაც შეუძლია
შეინარჩუნოს მასზე აღნიშნული ნიშნები
·
ნიშნები შეიძლება აღინიშნოს ქიმიური საშუალებებით[ტუშით,საღებავით,მელნიტ],
·
მექანიკური საშუალებით[ საგნის ზედაპირის ამოჭრიტ,ამოტვიფრიტ,ამოჭრიტ,ამოკვეტით,
·
დადაღვით[ამოწვიტ],ამოსვირინგებით[ტატუ]
·
საქმის დასადგენად აუცილებელი ცნობების აღქმა მოხდება მოცემული ტექსტის
შინაარსიდან და არა იმ საგნის თვისებიდან გამომდინარე,რომელზედაც ის არის აღნიშნული
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
1. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს ა)აქტები, ბ)საბუთები, გ)საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
„საბუთები’’[ანუ
დოკუმენტები]
·
საბუთი/დოკუმენტი ისეთი“წერილობითი მტკიცებულებაა’,რომელიც: ა)გაცემულია ან დადასტურებულია
უფლებამოსილი[კმპეტენტური] ორგანოს მიერ თავისი უფლემოსილებების ფარგლებში,ბ) გაცემულია
კანონით დადგენილი წესით და რომელსაც აქვს გ)ყველა აუცილებელი რეკვიზიტი[ანუ :გაცემის
თარიღი,თანამდებობის პირის ხელმოწერა,დოკუმენტის გამცემი ორგანოს ან ორგანიზაციის დასახელება
დ ა.შ.]
·
ასე რომ,ყველა „წერილობითი მტკიცებულება’’ არ არის დოკუმენტი,არც ყველა „დოკუმენტია“ „წერილობითი
მტკიცებულება’’[ამიტომ ასეთ დოკუმენტებზე არ გავრცელდება საპროცესო კოდექსით დადგენილი
„წერილობით მტკიცებულებათა’’ გამოკვლევისწესი]
ხ
„წერილობითი მტკიცებულების ‘’ წარმოშობის 3 სტადია:
·
„წერილობითი მტკიცებულების ‘’ წარმოშობა 3 სტადიისგან შედგება:
1) სუბიექტის მიერ გარე სინამდვილი
აღქმა
2) აღქმული ცნობების დამახსოვრება
მეხსიერებაში
3) ამ ცნობების ასახვა [დაფიქსირება,დატანა]რაიმე
საგანზე პირობითი ნიშნების[ანუ ასოების,ციფრების,ნოტების
და ა.შ.] მეშვეობით
ხ
„წერილობითი
მტკიცებულებების ‘’ კლასიფიკაცია
·
„წერილობითი მტკიცებულებების ‘’ კლასიფიკაციას ახდენენ:
1) წარმოშობის სუბიექტის
2) შინაარსის
3) ფორმის
4) ფორმირების ხერხის[დედანი ,ან
ასლი] მიხედვით
კლასიფიკაცია
„წარმოშობის სუბიექტის ‘’ მიხედვით
·
„წარმოშობის სუბიექტის“ მიხედვიტ დაჯგუფებულ წეილობით მტკიცებულებებს ყოფენ:
a.
ოფიციალურ წერილობით მტკიცებულებებად
და
b.
კეძო[არაოფიციალურ] წერილობით მტკიცებულებებად
„ოფიციალური წერილობით მტკიცებულები“
·
„ოფიციალური წერილობით მტკიცებულები“ მომდინარებს :სახელმწიფო ორნოებისგან,თანამდებობის
პირებისგან,საწარმოების,დაწესებულებების ,ორგანიზაციებისგან და იქმნება მათ მიერ თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას
·
„„ოფიციალური წერილობით მტკიცებულების“ მაგალითებია:“დაბადების მოწმობა’,“ქორწინების რეგისტრაციის
მოწმობა’’ „სამსახურში დანიშვნის ბრძანება’’ და ა.შ.
ხ
·
„ოფიციალური წერილობით მტკიცებულები“:
1)
გამოცემულნი არიან მხოლოდ უფლებამოსილი
ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ
2)
შეესაბამებიან მათ შესადგენად
კანონით დადგენილ ფორმას და რეკვიზიტებს
3)
მათი შედგენის და გამოცემის წესი
განსაზღვრულია კანონით
ხ
·
ყურადღება:
ის აქტები რომლებიც მომდინარეობს
ა)არაუფლებამოსილი ორგანოების და თანამდებობის პირებისგან ,ანდა ბ)გამოცემულია კომპეტენციის[უფლებამოსილების]
დარღვევით ბათლად ჩაითვლება „მთლიანად’’ ან „ნაწილობრივ’’ ,როგორც კანონის ან „სხვა ნორმატიული წყაროს’’ საწინააღმდეგო აქტები;
და ეს ბათილი აქტები აღარ შეიძლება
საფუძვლად დაედოს სამართალურთიერტობის წარმოშობას
·
დაუშვებელია „ბათილი ოფიციალური აქტების’’ გამოყენება „წერილობით მტკიცებულებად’’
სასამართლოს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
ხ
·
„კეძო[არაოფიციალურ] წერილობით მტკიცებულებები“- ეწოდება წეილობით მტკიცებულებებს,რომლებიც მომდინარეობენ
მხოლოდ „ფიზიკური პირებისგან’’
ხ
·
თუ რაიმე „წერილობითი
მტკიცებულება’’ მომდინარეობს ერთდროულად ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისგან[მაგ.
წერილობითი „შრომითი ხელშეკრულება’’] მაშინ ასეთი მტკიცებულება მიეკუთვნება „ოფიციალურ
წერილობით მტკიცებულებას’’
ხ
კლასიფიკაცია
„შინაარსის ‘’ მიხედვით
·
შინაარსის მიხედვით „წერილობითი მტკიცებულებები’’ იყოფა 2 ჯგუფად
:
1) „საგანკარნგულებლო წერილობითი
მტკიცებულებები „
და
2) „საცნობო-საინფორმაციო წერილობითი
მტკიცებულებები“
„საგანკარნგულებლო წერილობითი მტკიცებულებები“
·
„საგანკარნგულებლო წერილობითი მტკიცებულებები“ - შეიცავენ ერთი ან რამდენიმე პირის[მათ შორის „იურიდიული პირის’’],ანდა
სახელმწიფო ხელისუფლების ან მმართველობის ორგანოს
ნების გამოვლენას,რომელიც
იწვევს სამართალურთიერთობის წარმოშობას[დადგენას],შეცვლას
,ან შეწყვეტას
·
„საგანკარნგულებლო წერილობითი მტკიცებულებებია“:
a. სახელმეიფო ხელისუფლების ან ადმინისტრაციული[მმართველობითი] ორგანოების
ის „აქტები’’,რომელტაც არ გააჩნიათ „ნორმატიული’’ ხასიათი[ასეთია მაგ.დაკისრებული ფუნქციების
განხორციელების მიზნით გამოცემული ბრძანებები ანდა ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები მაგ. “მეურვეობის
დაწესების შესახებ’’ და სხვა
b. საწარმოს,დაწესებულების,ორგანიზაციის მიერ თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული „აქტები’’ [მაგ. ხელმძღვანელ[ანუ
თანამდებობის] პირთა განკარგულებები და სხვა
აქტები]
c. ა)მხარეთა შორის დადებული“ წერილობითი
სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებები’’, ბ)მხარეთა „განცხადებები’’ გ) „სხვა დოკუმენტები
რომლებიც შეიცავენ მხარეტა „ნების
გამოვლენას’’
„საცნობო-საინფორმაციო წერილობითი მტკიცებულებები’’
·
„საცნობო-საინფორმაციო წერილობითი მტკიცებულებები’’ შეიცავენ ცნობებს
„ფაქტების’’ არსებობის ან არარსებობის შესახებ
·
„საცნობო-საინფორმაციო წერილობითი მტკიცებულებებია’’:
a. სხვადასხვა სახის „ცნობა’’
b. სხვადასხვა სახის „აქტი’’
c. სახვადასხვა სახის „ანგარიში’’
d. სხვადასხვა სახის „მოწმობა’’
e. სხდომის ან კრების ოქმი
f. მოხსენებითი ბარათი
g. საქმიანი და პირადი ხასიათის
წერილები
h. ტექნიკური დოკუმენტაცია და ა.შ.
·
„საცნობო-საინფორმაციო წერილობითი მტკიცებულებები’’ შეიცავე ან „იურიდიული
ფაქტების’’ ან „მტკიცებულებითი ფაქტების’’ აღწერას და ადასტურებენ[ამტკიცებენ] ამ „ფაქტებს’’
ხ
·
ზოგჯერ „წეილობითი მტკიცებულება’’ შეიცავს როგორც „საგანმკარგულებლო’’,ისე
“საინფორმაციო’’ ცნობებს
·
მაგ . საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანების გამოცემის „თარიღი’’ საინფორმაციო ხასიათის
ცნობაა,მაშინ ,როცა ბრძანების „სარეზოლუციო ნაწილი“ გამოხატავს ხელმძღვანელის „ნებას’’,
ანუ “მბრძანებლურ-საგანმკარულებლო ფაქტს“.
კლასიფიკაცია
„ფორმის ‘’ მიხედვით
·
„ფორმის’’ მიხედვით „წერილობითი მტკიცებულებები’’ იყოფა 4 ჯგუფად :
1)
„მარტივი წერილობითი ფორმის“
მქონე დოკუმენტებად
2) „სავალდებულო ფორმის და შინაარსის“ მქონე წერილობით მტკიცებულებებად [ასეთია მაგ. „საწარმოში მომხდარი
უბედური შემთხვევის შესახებ შედგენილი აქტი’’ ანდა „სამოქალაქო რეგისტრაციის აქტები’’[მაგ.
დაბადების,ქორწინების, გარდაცვალების რეგისტრაციის მოწმობები და სხვა]
3) „სანოტარო წესით დამოწმეულ“ ხელშეკრულებებად[საჯარო რეესტრში მათი შემდგომი რეგისტრაციის გარეშე]
4) სანოტარო წესით დამოწმეულ“ ხელშეკრულებებად [საჯარო
რეესტრში მათი შემდგომი სავალდებულო რეგისტრაციით]
[წასაკითხად]
·
სანოტარო წესით დასდასტურებული
„წერილობითი მტკიცებულების ‘’ ნამდვილობა[უტყუარობა] დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის
ან სანოტარო ფუნქციის შემსრულებელი სხვა თანამდებობის პირის მიერ
·
როგორც წესი, „წერილობითი მტკიცებულება
‘’ სასამართლოში „დედნის ‘’ სახით უმდა იქნეს წარდგენილი
·
მაგრამ შეიძლება სასამართლოში
„მტკიცებულებად’’ წარდგენილ იქნეს სანოტარო
წესით დამოწმებული დოკუმენტის[საბუთის] ასლიც.[ტუმცა სასამართლოს უფლება აქვს მხარეტა შუამდგომლობით
ან თავის ინიციაცივიტ ,მოითხოვოს მხოლოდ „დედნის
‘’ წარდგენა,თუ ეს აუცილებელია]
ხ
·
დოკუმენტის „დედანი’’ აუცილებელია,როცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები
, კანონის ტამახნად ,მხოლოდ „დედანი’’დოკუმენტრებით უნდა დადასტყრდეს
·
დოკუმენტის „დედანი’’ აუცილებელია,მაშინაც როდესაც მხარეებმა სასამართლოს
წარუდგინეს დოკუმენტის „სხვადასხვა შინაარსის’’ ასლები.
ხ
·
პირი შეიძლება გატავისუფლდეს დოკუმენტის „დედნის’’ წარდგენის მოვალეობისგან
მხოლოდ იმ შემტხვევაში,თუ დაამტკიცებს ,რომ „დედნის’’ წარდგენა გარკვეული მიზეზების
გამო[რომელტაც სასამარტლო საფუძვლიანად მიიჩნევს] შეუძლებელია.[!]
ხ
·
დაიმახსოვრე, რომ საბუთის „ასლისტვის’’ „მტკიცებულებიტი
მნიშვნელობის’’ მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე [იხ.
სსსკ-ის135-ე მუხლი]
·
ამ კუთხიტ ასევე გასატვალისწინებელია სსსკ-ის 105-ე და სსსკ-ის 249-ე მუხლის
მე-3 ნაწილის დანაწესები.
·
აღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამარტლოს
„შეხედულება’’[მოსაზრება] ,რომლის საფუძველზეც საბუთის ასლს ენიჭება „მტკიცებულებიტი
მნიშვნელობა’’,უნდა იყოს დასაბუთებული[!] ,ხოლო მოსაზრებები ,რომლებიც საფუძვლად
უდევს მოსამარტლის შეხედულებებს ამ საკიტხზე,ასახული უნდა იყოს „გადაწყვეტილებაში’’
ხ
·
სახელმძღვანელოს 305-307 გვერდებზე
განხილულია მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან როდესაც საქმის გამხილველმა სასამარტლომ
ერტ-ერთ საქმეზე ჩათვალა,რომ კონტრაქტის ასლს უნდა მიენიჭოს „დედნის ძალა’’ ,უზენაესი
სასამართლოს დიდმა პალატამ კი ჩათვალა ,რომ მოსამართლის
არგუმენტები არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ,რადგან სანოტარო
წესიტ დამოწმებული ასლი თავისთავად არ ნიშნავს,რომ ასლი გადაღებულია „ნამდვილი დოკუმენტიდან’’
[ამ თემაზე წასაკითხად ხუნაშვილი ქურდაძის წიგნი]
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
„წერილობითი მტკიცებულების’’ „სადავოდ“ ქცევა [ეჭვქვეშ დაყენება]
ყურადღება:
·
დაინტერესებულმა პირმა,შესაძლოა სადავო გახადოს
„წერილობიტი მტკიცებულება’’ იმით,რომ:
1)
განაცხადოს,რომ ეს „წერილობითი
მტკიცებულება’’ : ა) „ძალადაკარგულია“[ანუ უკვე „გაუქმებულია’’]
ან ბ) „ბათილია“[ანუ მისი „ნამდვილობა’’ სადავოა/საეჭვოა ] ან გ)“დადგენილ ფორმასთან შეუსაბამოა“
2)
უარყოს წერილობით მტკიცებულებაში ასახული
ცნობები „არსებითად“,[ანუ
„წერილობითი მტკიცებულება’’ შეიძლება სადავო გახდეს მისი „შინაარსის
უარყოფის გზით’’]
3)
წამოიწყოს დავა
საბუთის/
დოკუმენტის [„წერილობითი მტკიცებულების’’] სიყალბის შესახებ
განვიხილოთ ეს შემთხვევები ცალ-ცალკე:
ა) დოკუმენტის[ანუ „წერილობითი მტკიცებულების’’] „ ნამდვილობის“ სადავოდ ქცევა“
·
„დოკუმენტის ნამდვილობის სადავოდ ქცევა’’ იმაში მდგომარეობს, რომ დაინტერესებულმა
პირმა უნდა დაამტკიცოს,რომ: „ ეს წერილობითი დოკუმენტი არა არის
სათანადოდ[ჯეროვნად] გაფორმებული“[!]
·
ხოლო წერილობითი დოკუმენტი ,რომელიც
არა არის სათანადოდ[ჯეროვნად] გაფორმებული - „ბატილია’’ და შესაბამისად
მასში ასახული ცნობები არ შეიძლება საფუძვლად
დაედოს იმ „ფაქტების’’ არსებულად მიჩნევას,რომელთა დასამტკიცებლადაც ეს დოკუმენტი იქნა
წარმოდგენილი
·
დოკუმენტის ბატილად მიჩნევის საფუძველი შეიძლება იყოს:
a. მისი გაცემა არაუფლებამოსილი
ორგანოს ან პირის მიერ
b. ხელმოწერის არარსებობა
c. ბეჭდის არარსებობა
d. ნოტარიუსის „დამადასტურებელი
წარწერის’’ არარსებობა
e. დოკუმენტის გაფორმების დროს
დაშვებული ზოგიერთი სხვა ხარვეზი.
ბ) დოკუმენტის [ანუ „წერილობითი
მტკიცებულების’’] სადავოდ ქცევა მისი „ შინაარსის უარყოფის გზით’’
·
დაინტერესებულმა პირმა უნდა დაამტკოცოს დოკუმენტის შინაარსის შეუსაბამობა სინამდვილესთან
·
მაგალითად,დაზარალებულს უფლება აქვს დაამტკიცოს,რომ უბედური შემთხვევა
მოხდა არა მისი გაუფთხილებლობის შედეგად,როგორც ეს მითითებულია უბედური შემთხვევის
გამო შემდგარ აქტში[ეს აქტი „წრილობიტი მტკიცებულებაა’’],არამედ „საწარმოს ადმინისტრაციის ბრალით“.
·
ყურადღება: უკვე
„ძალაში შესული სასამარტლოს აქტები’’[სასამართლოს გადაწყვეტილება,განაჩენი
,განჩინება,დადგენილება] არ შეიძლება სადავო გახდეს
„შინაარსის’’ გამო.
·
თუმცა ,“დაინტერესებულ პირს[ მხარეს]’’ შეუძლია მაინც მიაღწიოს სასამართლოს
ძალაში შესული აქტების „გაუქმებას’’ ა)მათი „ბათილად ცნობის’’ ანდა ბ)„ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ‘’ გამო საქმისწარმოების
განახლებით
ხ
·
„შინაარსის’’ გამო „წერილობითი მტკიცებულების
‘’ უარყოფა რომ გამოირიცხოს:
a. „წერილობითი მტკიცებულება’’ უნდა
მომდინარეობდეს იმ პირისგან ,ვინც მის ავტორად
ითვლება
b. უნდა შეესაბამებოდეს მის „თავისუფალ ნებას’’
c. ასახავდეს რალურად მომხდარ „ფაქტებს’’
·
მაგ. პირს შეუძლია სადავო გახადოს კრედიტორისგან თანხის მიღებისას კრედიტორზე
გაცემული ხელწერილის შინაარსი და მითითოს
,რომ „თახის მიღების ხელწერილი’’ შედგენილია მასზე მუქარის
შედეგად[ანუ მიუთითოს,რომ მისი „ნება’’ ,როცა ამ ხელწერილს წერდა თავისუფალი
არ იყო და ,რომ ის აიძულეს]
გ)დოკუმენტის [ანუ „წერილობითი
მტკიცებულების’’] უარყოფა
დადგენილ ფორმასთან მისი შეუსაბამობის
გამო
· „ფორმის ‘’ თვალსაზრისით
„წერილობითი მტკიცებულება’’ ა)უნდა მომდინარეობდეს უფლებამოსილი
ორგანოს ამ ტანამდებობის პირისგან და ბ) უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი „აქტის’’ ან „დოკუმენტის’’ ფორმისთვის კანონით დადგენილ ყველა
სპეციალურ მოთხოვნას.
·
მაგ, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების
დამადასტურებელი ერთადერტი დოკუმენტი „დიპლომია’’
·
არ არის „ნამდვილი’’ საწარმოს მიერ
გაცემული ცნობა ამა თუ იმ პირის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ,რადგან ასეთი
ცნობის გაცემა მხოლოდ „სამხედრო უწყების’’
უფლებამოსილებაა და ა.შ
·
ყველა მსგავს შემტხვევაში საქმე გვექნება
“წერილობითი მტკიცებულების’’ უარყოფა დადგენილ ფორმასთან მათი შეუსაბამობის გამო
·
ხ
·
ყურადღება: საქმიანი მიმოწერა ან პირადი
ხასიატის წერილობიტი მასალა[ჩანაწერები,დღიურები,აღნიშვნები,საჩუქრებზე წარწერები და
აშ] სასამართლოს ნებისმიერი „ფორმით’’ შეიძლება წარედგინოს
დ) დავა „წერილობითი მტკიცებულების ‘’ „სიყალბის’’ გამო
·
დაბოლოს,განვიხილოტ დავა „წერილობითი
მტკიცებულების’’ სიყალბის შესახებ
· სახეზე
შეიძლება იყოს „წერილობიტი მტკიცებულების’’ გაყალბების სხვადასხვა ფორმა:
a. დოკუმენტის შედგენა იმ დაწესებულების ან იმ ფიზიკური პრის სახელიტთ,რომელსაც სინამდვილეში ეს
დუკუმენტში არ გაუცია
[მაგ. „მოვალის ხელწერილის“ შედგენა
მოპასუხის სახელით,თუმცა კი ამ უკანასკნელს სინამდვილეში
ფულადი თანხა ვალად არ აუღია და ასეთი ხელწერილიც არ შეუდგენია]
„წერილობიტი მტკიცებულების’’
გაყალბების სხვა ფორმებია :
a.
არსებულ დოკუმენტში თარიღის შეცვლა ,
b.
არსებულ დოკუმენტში ხელმოწერის გაყალბება
,
c.
არსებულ დოკუმენტში შინაარსის ნაწილობრივ
შეცვლა
d.
არსებულ დოკუმენტში შტამპის გაყალბება
e.
არსებულ დოკუმენტში ბეჭედის გაყალბება
f.
არსებულ დოკუმენტში ციფრების შეცვლა[გაზრდა
ან შემცირება] [ამოფხეკით,ამოშლით,მინაწრის შესრულებით,შესწორებით და სხვა]
ხ
·
ყალბი დოკუმენტი სინამდვილეს და ფაქტებს ამახინჯებს
·
„დოკუმენტის სიყალბის შესახებ’’ საკითხი ,მხარემ შეიძლება დასვას პროცესის
ნებისმიერ სტადიაზე[საქმის მომზადების სტადიაზე ან საქმის სასამარტლოს მთავარ სხდომაზე
განხილვის დროს, მაგ. თუ ა)ყალბი დოკუმენტი წარდგენილია ამ სასამარტლო სხდომაზე ,ან
თუ ბ) თავიდანვე წარდგენილი „წერილობიტი მტკიცებულების’’[დოკუმენტის]
სიყალბე მხარისტვის ცნობილი გახდა ახლა,სასამარტლოს მტავარ სხდომაზე]
·
მხარეს,რომელმაც წარადგინა „ყალბი’’ საბუთი,ან რომლის შუამდგომლობითაც
სასამარტლომ ეს საბუტი გამოიტხოვა,შეუძლია სთხოვოს სასამართლოს,რომ გამოსაკვლევი მტკიცებულებების
სიიდან ამორიცხოს ეს სადავო საბუტი[დოკუმენტი] და საქმე გადაწყვიტოს საქმეში არსებულ
„სხვა’’ „მტკიცებულებატა’’ საფუძველზე.
·
თუკი,ასეთი თხოვნა არ წამოყენებულა,მაშინ სასამართლო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი
ზომები და იგი თავად შეამოწმებს საბუთის[დოკუმენტის]
„ნამდვილობას’’
ხ
·
საბუთის[დოკუმენტის][„წეილობიტი მტკიცებულების’’] სიყალბე ირკვევა „სხვა მტკიცებულებების’’
გამოკვლევის გზით,რისთვისაც შეიძლება სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნეს „სხვა მტკიცებულებები’’
·
ამისათვის სასამართლოს შეუძლია :ა) „გამოიტხოვოს დამატებითი მტკიცებულებების’’
წარდგენა ან ბ) „დანიშნოს სადავო „წერილობითი მტკიცებულების’’ექსპერტიზა’’
·
როგორც წესი, სასამართლო ნიშნავს
„ხელნაწერის ექსპერტიზას’’[„გრაფოლოგიური“ ექსპერტიზა] ან „კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას’’
: ამოფხეკის[ამოშლი] ,შესწორების და ა.შ ფაქტების გამოსავლენად[ანუ გაყალბების ფაქტის და დოკუმენტის
სიყალბის გამოსავლენად] ანდა იმისათვის რომ გამოირიცხოს ვიღაც „კონკრეტული პირის ‘’ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის[წეილობითი
მტკიცებულების] შესრულების ფაქტი.
·
სიყალბის გამოსავლენად სასამარტლომ შეიძლება:ა) წარმოდგენილი საეჭვო დოკუმენტი
შეადაროს „სხვა’’ დოკუმენტს.ბ)შეკიტხვა გაუგზავნოს საეჭვო დოკუმენტის გამცემ ორგანიზაციას
გ) დაიბაროს და „მოწმის’’ სახიტ დაკიტხოს „დოკუმენტში’’ მოხსენიებული პირები და ა.შ.
ხ
·
დოკუმენტის „სიყალბის’’ საბაბიტ ექსპერტიზის დანიშვნის დროს სასამართლოსთვის ამოსავალი უნდა იყოს ექსპერტიზის „სამეცნიერო შესაძლებლობები“
·
რადგან არის შემთხვევები,როცა დოკუმენტის
სიყალბის დადგენა იოლია ,თუმცა პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები,როცა ექსპერტს არ
შესძლებია დასმული საკითხისთვის პასუხის გაცემა[ანუ ვერ გაურკვევია ყალბია თუ არა წერილობითი
დოკუმენტი]
·
მაგ. ექსპერტის წინაშე ასეთი საკითხის
დასმისას „შეესაბამება თუ არა ა-ს ნიერ,ბ-ზე
გარკვეულ ტანხაზე,გაცემული ხელწერილის შედგენის დრო ამ დოკუმენტზე აღნიშნულ
თარიღს ?’’
ექსპერტს არ შეუძლია უპასუხოს
ამ კითხვას
„მეცნიერულ დონეზე’’ შემუშავებული უტყუარი მეთოდის არარსებობის
გამო,რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა „ხელით ნაწერი ტექსტის ხანდაზმულობის
დადგენა’’
ხ
·
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ არის „ხელნაწერისა და იმ სხვა წერილობითი დოკუმენტების’’ „ნიმუშების’’
ამოღების წესის მომწესრიგებელი ნორმები,რომლებიც ამოღებულ უნდა იქნეს ექსპერტიზაზე
გასაგზავნად ,საეჭვო დოკუმენტთან[სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტტან] ერთად
·
ამიტომ ა,ასეტ შემთხვევწბსი მოსამართლეები მიმარტავენ „სუბსიდიური’’[დამატებითი]
წესით იმ ანალოგიური ნორმების გამოყენებას,რომლებიც აწესრიგებენ ხელნაწერის ნიმუშების
ამოღების წესს სისხლის სამართლის პროცესში.
ხ
·
სასამართლოში წარმოდგენილი „წერილობით მტკიცებულებათა’’ ნამდვილობის შემოწმება[შემოწმება
სიყალბეზე] შეიძლება სასამარტლოს ინიციატივითაც [იხ. სსსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილი]
მუხლი
137. განცხადება საბუთის სიყალბის შესახებ
4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით.
·
სსკ-ის 137-ე მუხლიტ დადგეილია სასამართლოს „უფლება“ და არა „ვალდებულება“ შეამოწმოს მხარის
„განცხადება’’ იმის შესახებ,რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულება -ყალბია
და ამისტვის ან დანიშნოს
„წერილობითი მტკიცებულების’’ექსპერტიზა ან შესთავაზოს მხარეებს „სხვა მტკიცებულების’’
წარმოდგენა
·
ამგვარი „განცხადების’’ სასამართლოში შეტანისას ,მას
სასამართლო აფასებს „სხვა მტკიცებულებებთან’’ და „საქმის გარემოებებტან“ ერთობლიობაში
ხ
·
მხარის „განცხადების“
შემოწმება ,[იმაზე რომ „წრილობითი მტკიცებულება ყალბია’’] სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება,მაგრამ ეს არ აძლევს
მას არ აძლევს 137-ე მუხლის თვითნებურად გამოყენების უფლებას,რადგან თუკი სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ეჭვი
„მტკიცებულობის ნამდვილობაში’’ ,ის უკვე „ვალდებულია“
მიიღოს დასახელებული მუხლიტ გატვალისწინებული ღონისძიებები.
ხ
·
მხარეთათვის „საპროცესო გარანტიას’’ წარმოადგენს: ა) კანონით სასამართლოსტვის
დაკისრებული ვალდებულება -გამოიტანოს „კანონიერი და დასაბუტებული გადაწყვეტილება“ და ბ)სამოქალაქო
საპროცესო კანონმდებლობიტ გატვალისწინებული „სასამართლო
აქტების’’ შემოწმების პროცედურები
·
თუ სასამარტლო მივა იმ დასკვნამდე,რომ სასამართლოში წერილობიტი მტკიცებულების
სახით წარდგენილი საბუტი ყალბია,მას მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხავს[ამოიღებს]
[იხ.137-ე მუხ. ნაწ. მე-3]
ხ
·
თუ დადასტურდება წარდგენილი საბუთის[წერილობითი მტკიცებულების] სიყალბე
,სასამართლო გამოიტანს დასაბუტებულ განჩინებას და ამ „ყალბ დოკუმენტს“ მისი სიყალბის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან
ერთად გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს[სსსკ-ის
137-ე მუ, მე-5 ნაწ.]
·
სსსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასამართლო მხოლოდ მაშინ გამოიტანს
განჩინებას დოკუმენტის სიყალბის შესახებ,თუ წარმოდგენილი საბუთის სიყალბე დადასტურდება[დამტკიცდება]
·
საბუთის სიყალბის დადასტურება ასევე ხდება შესაბამის მტკიცებულებატა გამოკვლევის შედეგად, ამიტომ,
სანამ საქმის არსებითი განხილვა არ დაიწყება,საქმეში არსებული
რაიმე საბუთის სიყალბის დადასტურებაც[დამტკიცებაც
ვერ მოხდება[!]
ხ
·
“წერილობითი მტკიცებულება’’ უნდა
გავასხვავოთ სხვა სახის მტკიცებულებებისგან:“მხარეთა ახსნა-განმარტებისგან’’ბ) „ექსპერტთა
დასკვნისგან’’ გ) „მოწმეთა ჩვენებისგან’’
·
ეს მტკიცებულებები „წერილობითი
სახით არსებული პირადი მტკიცებულებებია ‘’ და არა „წერილობითი მტკიცებულებები’’
[მაგ. ასეთია „სასამართლოდ დავალების წესით’’ შესრულებული
„მოწმის დაკითხვის ოქმი’’]
ხ
„წერილობითი
მტკიცებულებების’’ გამოთხოვა სასამართლოს მიერ
·
სასამართლოს შეუძლია [მხარეთა შუამდგომლობით] გამოითხოვოს :წერილობითი მტკიცებულებები’’ სხვა
პირებისგან[მიუხედავად იმისა,იქნებიან ეს პირები საქმის მონაწილეები თუ არა]
·
აღნიშნული პირები „ვალდებულნი
არიან’’ წარმოადგინონ მათგან გამოტხოვილი მტკიცებულება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში[!]
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
2. წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.
ხ
·
სახვა მტკიცებულებებტან ერთად
ადრესატისგან შეიძლება გამოტხოვილ იქნეს ასევე „ერთგვაროვანი[ერთი ტიპის] დოკუმენტები’’, ანუ დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე.
·
ამისატვის ,უნდა არსებობდეს ვარაუდი,რომ გამოთხოვილი დოკუმენტებით შეიძლება
დადგინდეს საქმისტვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
21.
წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოითხოვოს ერთგვაროვანი (ერთი ტიპის) დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ აღნიშნული დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
ხ
·
წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი
პირი ვალდებულია ა)დაასაბუთოს,თუ საქმისთვის
მნიშვნელოვანი რა ფატობრივი გარემოების დამტკიცება
შეიძლება ამ გამოთხოვილი მტკიცებულებით
და ბ) რას ეეფუძნება მისი ვარაუდი,რომ მტკიცებულება
მის მიერ მითითებული პირის ხელტაა.
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.
·
წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარი სასამართლომ უნდა დაასაბუთოს
თავის განცინებაში[რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება]
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
4. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
ხ
·
თუკი იმას,ვისგანაც გამოთხოვილია მტკიცებულება[საბუთი],არ აქვს მისი წარდგენის
შესაძლებლობა „დანიშნულ ვადაში“,ანდა თუ არ აქვს წარდგენის შესაძლებლობა „საერთოდ’’,მაშინ
ეს პირი ვალდებულია აცნობოს სასამარტლოს ამის შესახებ „მიზეზების მითიტებით“
·
როცა გამოთხოვილი მტკიცებულების წარდგენა არ შეუძლია პირს „სასამართლოს
მიერ დადგენილ ვადაში’’,მაშინ „საპატიო მიზეზის’’ არსებობის შემტხვევაში სასამართლო
უფლებამოსილია „ 136-ე მუხლის 1--ლი ნაწილიტ
გათვალისწინებულ პირებს’’ განუსაზღვროს „დამატებითი ვადა’’ მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა
+
1.
გამოთხოვილ
წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და
იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის
შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის
შემთხვევაში
სასამართლო
უფლებამოსილია,
ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა
მტკიცებულებათა
წარმოსადგენად.
ხ
·
«შეუტყობინებლობისას“, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის
შესახებ სასამართლოს მოთხოვნა „არასაპატიო
მიზეზით ‘’ არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის
ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით[ სსსკის
136-ე მუხ, ნაწ. მე-2]
·
დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს
სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების
წარდგენის მოვალეობისაგან.[ სსსკის 136-ე მუხ, ნაწ. მე-3]
·
წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო
აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით. [სსსკის 136-ე მუხ, ნაწ. მე-4]
·
თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი
მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა,
სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან,
რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი[მტკიცების] ტვირთი[მტკიცების ვალდებულება] გადააკისროს მხარეს,
რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.[სსსკის 136-ე მუხ, ნაწ. მე-5]
ხ
·
სასამართლოში საბუთების წარდგენის სიძნელისას
სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს სათანადო წესით შემოწმებული
„ამონაწერების“ წარდგენა ან მოახდინოს „წერილობით
მტკიცებულებათა’’ „დათვალიერება’’ და „გამოკვლევა’’ მათი შენახვის ადგილზე.[სსს-ის 138-ე მუხლი]
·
ამრიგად, დაინტერესებულ პირს შეუძლია სასამარტლოში წარადგინოს
არა „მთლიანი დოკუმენტი’’,არამედ მხოლოდ ამ
დოკუმენტიდან „დამოწმებული ამონაწერი’’
ხ
როგორია უცხო სახელმწიფოს „დოკუმენტების’’ აღიარების
წესი ?
·
უცხო სახელმწიფოს დოკუმენტი მიიჩნევა „წერილობიტ მტკიცებულებად’’ ,ა)თუ
მხარე არ ხდის სადავოდ მის ნამდვილობას და ბ)ეს დოკუმენტი
„ლეგალიზებულია“ დადგენილი წესით.
·
ამასტან,“უცხო სახელმწიფოს ოფიციალურ
დოკუმენტს ‘’ სასამართლო აღიარებს „წერილობით მტკიცებულებად’’ მათი „ლეგალიზაციის“
გარეშე ,ოღონდ საქარტველოს საერტაშორისო ხელშეკრულებებიტ გათვალისწინებულ შემტხვევებში.
ხ
„სასამართლო სხდომის ოქმი’’ - როგორც
„წერილობითი მტკიცებულება’’
·
„წერილობით მტკიცებულებათა’’ სახეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია
„სასამარტლო სხდომის ოქმს’’
·
ამ უმნიშვნელოვანეს საპროცესო დოკუმენტს ადგენს სასამართლოს მიუკერძოებელი
მუშაკი.
·
„სასამარტლო სხდომის ოქმის’’ შინაარსი
მოიცავს სასამართლოს[მოსამარტლის] მთელ საპროცესო საქმიანობას
·
„სასამარტლო სხდომის ოქმში’’ დოკუმენტალურადაა დაფიქსირებული ე.წ. „პირადი
მტკიცებულებანი“[ანუ: მხარეტა და მე-3 პირთა ახსნა-განმარტებები,მოწმეტა ჩვენებები,ექსპერტთა
და სპეციალისტთა ზეპირი დასკვნები]
·
„სასამარტლო სხდომის ოქმში’’ დოკუმენტალურადაა დაფიქსირებული ასევე“მხარეთა
მიერ უფლებების და უფლებების დაცვის საპროცესო საშუალებების განკარვის აქტები’’ [ანუ:
„სარჩელის ცნობა’’,“სარჩელზე უარის თქმა’’, „მორიგება’’ და სხვა]
ხ
·
სამოქალაქო პროცესში „„სასამარტლო სხდომის ოქმს’’ მტკიცებულებითი მნიშვნელობა
და ძალა ძალიან დიდია
·
·
რადგან „სასამართლო სხდომის ოქმს’’ და სასამართლოს აქტებს[დადგენილებებს] შორის განსხვავების[წინააღმდეგობის] აღმოჩენის შემთხვევაში
ზემდგომი სასამართლო ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს სწორედ „სასამართლო სხდომის ოქმს’’
·
სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ გაუქმდება,თუ ოქმი ბუნდოვნად,გაუგებრადაა
შედგენილი[არ იკითხება]
·
ამიტომ,როგორც „სასამართლო სხდომის ოქმი’’,ისე ნებისმიერი დოკუმენტი[ნებისმიერი
„წეილობიტი მტკიცებულება’’] უნდა იკიტხებოდეს[!]
·
„წაკითხვადი დოკუმენტი’’ ისეთი დოკუმენტია,რომელიც შეიცავს „გასაგებ ინფორმაციას’’
და „კოდირებული მონაცემების’’ გაშიფვრას[ანუ
კოდირებული მონაცემების ახსნა-განმატრებებს]
·
„წერილობითი მტკიცებულებების’’ მიმართ წაყენებული „წაკიტხვადობის’’ მოთხოვნა გამომდინარეობს
სამართალწარმოების ზოგადი წესებიდან,რომელთა თანახმად მოსამართლემ „უშუალოდ[პირდაპირ] უნდა აღიქვას“ ის ინფორმაცია,რომელსაც
მტკიცებულებათა წყარო შეიცავს.
ხ
·
კანონი „წერილობით მტკიცებულებებს’’ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს
·
ეს ჩანს იქიდან,რომ რიგ შემთხვევებში კანონი მოითხოვს „გარიგების დადებასა
და დოკუმენტების გაფორმებას წერილობითი ფორმით’’ და ამასთან,ადგენს,რომ თუ მხარეები
წერილობიტ ფორმას არ დაიცავენ მათ უფლება ერთმევათ დავის შემთხვევაში დაეყრდნონ მოწმეთა
ჩვენებებს
·
„წერილობითი ფორმა’’ მკაფიოდ განსაზღვრავს მხარეთა ურტიერთობებს,ხელს უწყობს
სამოქალაქო ბრუნვას და „სამოქალაქო დავის’’ განხილვის დროს აიოლებს სადავო ფაქტების
დადგენას
ხ
·
„უტყუარობის’’ თვალსაზრისიტ არც ერთ მტკიცებულებას კანონი რაიმე უპირატესობას
არ ანიჭებს.
·
„წერილობით მტკიცებულებებს’’ აქვთ რიგი დადებითი თვისებები : ა) წერილობითი
მტკიცებულება „დაფიქსირებულია’’ „ინფორმაციის მატარებელზე “ ამა თუ იმ საგანზე და შესაბამისად,უფრო
მყარია, საიმედოა,ვიდრე ,ვთქვატ, „მოწმის ჩვენება’’
[მოწმემ შეიძლება
შეცვალოს ჩვენება,გაიხსენოს ან,პირიქით დაივიწყოს საქმის რომელიმე გარემოება]
ხ
„დედანი’’ დოკუმენტების[საბუთების] შენახვა და დაბრუნება სასამართლოს
მიერ[სსსკ-ის 139-ე მული]
·
საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში
ერთად ინახება.
·
დედანი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს[!] მასვე,
მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.[იხ.
სსსკ-ის 1339-ე მუხლი]
ხ
·
პროცესის მონაწილე პირს არ შეიძლება „დაბრუნდეს’’ ე.წ.
„უფლებადამდგენი დოკუმენტის’’ დედანი თუკი პირმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკარგა სწორედ ის უფლება,რომლის
დასადასტურებლადაც სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტის დედანი[მაგ.პირს სასამართლოსგან არ დაუბრუნდება
ქორწინების მოწმობის დედანი ამ პირის მეუღლესთან გამქორწინების შემტხვევაში]
ხ
„წერილობითი მტკიცებულებების
‘’ გამოკვლევა
·
„წერილობითი მტკიცებულებების’’ „გამოკვლევის საშუალებაა’’ -მათი უშუალოდ წაკითხვა და ამ გზით აღქმა
·
თუ წერილობითი მტკიცებულება შესრულებულია დამწერლობის საშუალებიტთ,რომელიც
ძნელი წასაკითხია სასამართლოსთვის[ან გამოყენებულია შიფრი[ანუ საიდუმლო ანბანი],ან
გამოყენებულია სტენოგრაფიის მეთოდი,ან უცხო დამწერლობაა და.აშ.],მაშინ სასამართლო იყენებს
სპეციალური ცოდნით აღჭურვილ პირს- „ექსპერტს’’ ,ან
ინფორმაციის გაშიფრვას მიანდობს „სპეციალისტს’’
·
წერილობითი მტკიცებულებების განხილვა და შემოწმება ხდება სსსკ-ის 225-ე მუხლიტ დადგენილი წესით
ხ
·
ყურადღება: სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილია ფიზიკურ პირთა პირადი მიმოწერის საიდუმლოების
დაცვის განსაკუთრებული საპროცესო გარანტიები
·
პირადი მიმოწერა შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამარტლო
სხდომაზე მხოლოდ იმ პირთა თანხმობით,რომელთა შორისაც ეს მიმოწერა ხდებოდა.
·
როცა ასეთი თანხმობა არ არის მიღებული,პირადი
მიმოწერის გამოქვეყნება და განხილვა ხდება
„დახურულ სასამართლო სხდომაზე’’
ხ
·
„წეილობითი მტკიცებულების’’ შემოწმება ძირიტადად მდგომარეობს ამ მტკიცებულებათა ფორმირების
პროცესის[პირობების,გარემოებების] გამოკვლევაში იმ მიზნით,რომ დადგინდეს
ის მიზეზები,რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ამ მტკიცებულებების უტყუარობაზე[ეს
იქნება ობიექტური ფაქტორების
გამოკვლევა]
·
ითვალისწინებენ ,რომ „წერილობითი მტკიცებულებები’’ მომდინარეობენ კონკრეტული პირებისგან,ამიტომ ამ მტკიცებულებების უტყარობაზე,შესაძლოა
გავლენა ჰქონდეს მოხდენილი ასევე სუბიექტურ ფაქტორებს.
ხ
„წერილობითი მტკიცებულებების ‘’ შეფასება
·
„წერილობითი მტკიცებულებების ‘’ შეფასება ნიშნავს მის ყველა თვისების
გაანალიზებას ,მასში ასახული ცნობების
სინამდვილისადმი შესაბამისობის თვალსაზრისიტ.
·
„წერილობითი მტკიცებულებების’’ თვისებებია:
a. განსახილველი საქმისადმი[დავისადმი]
განკუთვნადობა
b. დასაშვებობა
c. უტყარობა
d. საკმარისობა
·
რაც შეეხება „წეილობითი მტკიცებულების’’ შეფასების მეთოდს -ეს არის „წერილობითი
მტკიცებულებების’’ შედარება ა)ერთმანეტთთან და ბ)„სხვა მტკიცებულებებტან’’
ყველა ასპექტში
·
ეშედარება ხდება შემდეგ ასპექტებში:
a. ამ შედარებულ მტკიცებულებეათა
წარმოშობის დროები და პირობები
b. საგნებზე ცნობების ასახვის
და შენარჩუნების ხერხები[საშუალებები]
c. ფაქტების გადმოცემის
სიღრმე და სიზუსტე
d. ცალკეულ მტკიცებულებათა
შორის წინააღმდეგობის არ არსრბობა
ხ
·
„წერილობითი მტკიცებულების’’ შეფასების
დროს ,პირველ ყოვლისა დოკუმენტის ფორმის შესწავლა ხდება[ანუ
აქვს
თუ არა სავალდებულო რეკვიზიტები,ხელმოწერა]
მხოლოდ
ამის შემდგ სწავლობენ „წერილობიტი მტკიცებულების ‘’ შინაარსს
·
საეჭვო შემტხვევაში უნდა შემოწმდეს,დოკუმენტი მომდინარეობს
სწორედ მასზე ხელმომწერი პირისგან თუ არა .
·
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დოკუმენტში ასახული
ცნობები შეესაბამება თუ არა განსახილველი საქმის
„მტკიცების საგანს’’
ასევე უნდა შემოწმდეს დოკუმენტის შინაარსის შესაბამისობა საქმეში არსებულ სხვა ცნობებთან ანუ უნდა შევაპირისპიროთ შესაფასებელი წეილობითი მტკიცებულება[დოკუმენტი] საქმეში არსებულ „სხვა მტკიცებულებებთან.“
Комментарии
Отправить комментарий