„ხელშეკრულების დასკვნითი ნაწილი’’ : ანუ მუხლი- „დასკვნითი დებულებები“ და „მხარეთა ხელმოწერები’’

 

·        ხელშეკრულების დასკვნითი ნაწილი, როგორც წესი, ასრულებს[ამთავრებს] ხელშეკრულებას დასკვნითი დებულებებითა და მხარეთა ხელმოწერებით.

·        მუხლში „დასკვნით დებულებები შეიძლება განისაზღვროს: ა) ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების, ბ)“ხელშეკრულების შედგენის ენისა და გ)“ ეგზემპლარების რაოდენობასთან დაკავშირებული პირობები.

 

·        ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამავე მუხლში დამატებით შეიძლება ჩამოყალიბდეს პირობები : დ)„ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დათმობის, ე)“ხელშეკრულების ამა თუ იმ დებულების ბათილობისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ.

 

 

მაგალითი 79:    დასკვნითი დებულებებ

 

                                      მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

 

11.1. „ხელშეკრულებაში“ ნებისმიერი ცვლილება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ „მხარეთა“ მიერ ხელმოწერის შემთხვევაში.

 

11.2. „ხელშეკრულებისრომელიმე ნორმის/დებულების ბათილობა არ გამოიწვევს „შეთანხმების“ სხვა ნორმებისა და დებულებების ბათილობას. ამასთან, ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

 

11.3. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ[ებ]ი დანომრილი და დასათაურებულია მხოლოდ მოსახერხებლობისათვის და ამ ფაქტს „შეთანხმების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

11.4 „ხელშეკრულება“ შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემათ „მხარეებს“.

 

·        თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა შედგენილი, ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში სავალდებულოდ უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ის ენა, რომელსაც ექნება უპირატესობა სხვადასხვა ენაზე შედგენილ ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში.

 

მაგალითი 80: ორენოვანი ხელშეკრულება

[შეადარეთ ორენოვანი ხელშეკრულების დასკვნითი დებულებების პუნქტები ხელშეკრულების ენისა და ეგზემპლარების შესახე“]

 არასწორი ვარიანტი I

 

შეთანხმება“ შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაგანაც თითო ქართულ-ინგლისური ეგზემპლარი გადაეცემა „მხარეებს“.

სწორი ვარიანტი II

 

შეთანხმება“ შედგენილია ორ იდენტურ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემა „მხარეებს“. „ხელშეკრულების“ ქართულ და ინგლისურ ტექსტებს შორის შუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილი „ხელშეკრულების“ ტექსტს.

შენიშვნები:

− პირველ ვარიანტში მითითებული „თანაბარი იურიდიული ძალა“ ნიშნავს ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილი ეგზემპლარების თანაბარ ძალას, რაც არ არის მართებული, ვინაიდან უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ან ქართული ან ინგლისური ვარიანტი, როგორც უპირატესი ძალის მქონე ხელშეკრულების ტექსტი (იხ. მეორე ვარიანტი)

 

 − მეორე ვარიანტში მითითებული სიტყვა „იდენტური“ მიემართება ეგზემპლარებს და განსხვავდება „თანაბარი იურიდიული ძალისგან“. იდენტური აღნიშნავს ტექსტობრივ იდენტურობას’’ და არა შინაარსობრივ იდენტურობას.

 

·        თუ ხელშეკრულება უნდა დაიდოს რამდენიმე ენაზე, მაგალითად ქართულ და ინგლისურ ენებზე, იურისტი, რომელიც ამზადებს ხელშეკრულების ქართულ ტექსტს, იმავდროულად შეიძლება არ მუშაობდეს ხელშეკრულების ინგლისურენოვან ტექსტზე და ამ უკანასკნელის თარგმანი სხვა პირმა შეასრულოს.

·        ასეთ შემთხვევებში მეტია ტექსტებს შორის შეუსაბამობის არსებობის რისკი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების თარგმანს ასრულებს თარჯიმანი, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება და შეიძლება იურიდიული ტექსტი მართებულად ვერ გაიაზროს.

 

·        შესაბამისად, მხარეებს შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავის განხილვისას საჭირო ხდება ხელშეკრულების იმ პირობის გამოყენება, რომელიც თანაბარი ძალის მქონე სხვადასხვა ენაზე შედგენილ ტექსტში განსხვავებული შინაარსისაა,

 

·        ამგვარი შეუსაბამობა კი  განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს ქმნის, რაც საბოლოო ჯამში მიუთითებს ხელშეკრულების შემდგენის შეცდომასა თუ არაკვალიფიციურობაზე.

·        დასკვნითი დებულებების შემდეგ ხელშეკრულება ბოლოვდება მხარეთა ხელმოწერებით.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები