პრეიუდიციული ფაქტები - ფაქტები რომლებსაც დამტკიცება არ ჭირდებათ

 

შესავალი:

·        „ფაქტი“,რომელიც არ  საჭიროებს მტკიცებას ,არ შედის „მტკიცების საგანში’,მაგრამ მისი დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა.[!!!]

[ვინაიდან ესეთი  ფაქტები სარჩელის საფუძვლის და შესაგებლის საფუძვლის ფაქტებია].

·        აქედან დასკვნა, „სასამარტლო შემეცნების საგანი’’ და არ ემტხვევა „სასამართლო მტკიცების საგანს’’

·        „სასამართლო შემეცნების საგანში’’  გარსა „მტკიცების საგანში’’ შემავალი ფაქტებისა  შედიან ისეთი „ფაქტებიც რომლებიც დამტკიცებას არ საჭიროებენ’’[!]

·        სსსკ-ის 106-ე მუხლი უტითებს ორი სახის „ფაქტზე,რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას“  და შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ,კერძოდ: 1)სასამართლოს მიერ „საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები“ და

2)“პრეიუდიციული[ანუ წინასწარ დადგენილი] ფაქტები’’ [ე.ი. ადრე „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული „გადაწყვეტილებით’’ ან  „განჩინებით’’ დადგენილი ფაქტები]

·        თუმცა მათ გარდა არსებობს : 3)„უდავო ფაქტები’’[ასევე არ საჭიროებენ მტკიცებას]  და 4)“მტკიცებულებიტი პრეზუმფციები’’ [რომლებიც მხოლოდ ერთ-ერთ მხარეს ათავისუფლებენ მტკიცების  მოვალეობისგან]

 

„პრეიუდიციული ფაქტები’’

·        Praejudicio [ლათ] -ნიშნავს „წინასწარ გადაწყვეტას’’ „წინასწარ დადგენას’’

·        „პრეიუდიციული ფაქტი ’’ არის „ადრე მართლზომიერად გადაწყვეტილი საკითხი“ - მაგ. სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაყვეტილებით დადგენილი ფაქტები[ფაქტობრივი გარემოებები]

·        „პრეიუდიციულობის ‘’ გამო „მტკიცების საგანში’’ აღარ შევა  ის „იუურიდიული ფაქტები’’,რომლებიც უკვე დადგენილია „სხვა საქმეზე’’ კანონიერ ძალაში შესული სასამარტლო დადგენილებით. [ცნება საზეპირო]

·        ე.წ. „ურთიერთპრეიუდიციულობით’’არის დაკავსირებული სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ სამოქალაქო საქმეზე და სასამართლოს გადაწყვეტილება  სხვა სამოქლაქო  საქმეზე.

·        სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ’’ პუნქტის თანახმად:“ ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს ხელახლა მტკიცება არ სჭირდება და ეს ფაქტები არ შეიძლება სადავო გახდეს „სხვა’’ სამოქალაქო საქმის განხილვის დროს ,თუ იმ სხვა სამოქალაქო საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

   მუხლი 106. ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას

 +

მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

 

·        მაგ. „ზიანის’’ უშუალოდ მიმყენებლის[მაგ. მძღოლის] მიმართ „რეგრესის წესით’’ სარჩელის წარდგენის დროს მომეტებული საფრთის წყაროს[ავტომობილის] მფლობელი აღარ არის ვალდებული ხელმეორედ დაამტკიცოს „დაზარალებულისადმი“ „ზიანის მიყენების“ ფაქტი,თუკი  ეს ფაქტი უკვე დადგენილია ძირითადი სარჩელის[ანუ „ზიანის ანაზღაურების შესახებ“  -სარჩელის] განხილვის დროს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით]

[შეადარე]

სისხლის სამართლის საქმეზე „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის’’ პრეიუდიცულობა

·        ბოლო პერიოდში სსსკ-ის 106-ე მუხლიდან ამოიღეს ნორმა ,რომლითაც „სისხლის სამარტლის საქმეზე გამოტანილ განაჩენსაც’’ ჰქონდა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

·        სამაგიეროდ სსსკ-ის დაემატა 34-ე თავი,რომლის მიხედვიტაც „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე[!] სავალდებულოა იმ სასამართლოსთვის ,რომელიც „გამარტივებული წესიტ’’ განიხილავს სამოქალაქო საქმეს „დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ’’

„სხვა’’ საკიტხებზე  „სისხლის სამარტლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი’’ არ არის სავალდებულო სასამარტლოსთვის „სამოქალაქო პროცესში’’[!]

·        ამრიგად,“დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის’’ ა) ოდენობას და ბ) მოცულობას[სტრუქტურას],ანუ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს დაკვნებს ამ საკიტხებტან დაკავშირებით სამოქალაქო საქმის „გამარტივებული წესით’’ განმხილველი სასამართლოსტვის აქვს „პრეიუდიციული’’[სავალდებულო] მნიშვნელობა თუ ეს [ანუ ზიანის ოდენობა და მოცულობა]განსაზღვრულია „სისხლის სამარტლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში’’[!]

·        კანონი ხაზს უსვამს,რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი „განაჩენის’’ პეიუდიციულობა „ზიანის ანაზღაურების სესახებ’’ სარჩელის განხილვისას ვრცელდება ასევე თავად  გ)„ზიანის მიყენების’’ ფაქტზე

·        ანუ „ზიანის მიყენების’’ ფაქტსაც  აღარსჭირდება ხელმეორედ დადგენა[დამტკიცება] მაგ. „მარჩენალის დაკარგვასთან დაკვსირებული ზიანის ანაზღაურების სესახებ’’ სამოქალაქო საქმის გამარტივებული წესით განხილვის დროს.

·        ამრიგად, განაჩენს სისხლის სამართლის საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს „ზიანის მიყენების’’ ფაქტის და „ზიანის ოდენობის’’ ფაქტის მიმართ[საზეპირო]

·        „განაჩენით’’ დადგენილ ყველა „სხვა სახის’’ ფაქტს,[მათ შორის პირის პასუხიმგებლობის საკითხს] პრეიუდიციული  და სავალდებულო მნიშვნელობა არ გააჩნია სასამართლოსტვის სამოქალაქო პროცესში[!]

·        ამიტომ თუ პირი გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისგან „ამინისტიით’’[საჯელისგან გათავისუფლებას ნიშნავს ],ეს გარემოება სრულიადაც  არ გამორიცხავს ამავე პირის მიმართ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით,მისი „სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’საკითხის განხილვას

სამოქლაქო  საქმეზე „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების’’ პრეიუდიცულობა

 

ყურადღება:

·        „სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით“ დადგენილ ყველა ფაქტს აქვს „პრეიუდიციული მნიშვნელობა“.

·        და არც ერთი ეს ფაქტი აღატრ უნდა დამტკიცდეს ხელახლა იმ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის დროს,რომელშიც იგივე პირები[მხარეები] მონაწილეობენ

რატომ უსვამს კანონი ხაზს იმას,რომ „პრეიუდიცია ვრცელდება მხოლოდ იმ პრებზე[მხარეებზე],რომლებიც მონაწილეობდნენ წინა[თავდაპირველ] პროცესში ?

 

·        განაჩენის ან გადაწყვეტილების  კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ,სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები ამ აქტებში ასახული ფაქტების შესახებ ა)სავალდებულოა და ბ)„პრეიუდიციულ მნისვნელობას“ იძენენ „საქმის მონაწილე ყველა პირისათვის და მათი უფლებამონაცვლისთვის’’

·        ამასთან , იმ “დაინტერესებულ პირებისთვის’’ ,[რომლებიც სასამარტლომ თავის დროზე არ ჩააბა პროცესში მონაწილების მისაღებად,მაგრამ ვის „უფლებებს და ინტერესებსაც’’ ეხება გადაწყვეტილება ან განაჩენი]  სასამარტლოს  აქტებში ასახულ ფაქტებს  არ აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა

·        შესაბამისად, მათ უფლება აქვთ „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები’’ სადავო გახადონ „სხვა სამოქალაქო პროცესში’’

·        მაგ. „დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მე-3 პირს’’,რომელსაც არ შეეძლო თავის დროზე ჩაბმულიყო პროცესში უფლება აქვს აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი და „სხვა პროცესში“ სადავო გახადოს მანამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები.

·        ხოლო იმას ვინც ჩაბმული „უდავო’’ წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ ‘’ საქმეში მონაწილეობის მისაღებად,შეუძლია სადავო გახადოს „დადგენილი ფაქტი’’  სხვა  პროცესში სასარჩელო წარმოების  წესით,თუ ამის საჭიროება წარმოიშობა

·        სწორედ ამიტომ უსვამს ხაზს კანონი იმას,რომ პრეიუდიცია’’ ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე,რომლებიც მონაწილეობდნენ თავდაპირველ პროცესში“;

 

 

„პრეიუდიციული ფაქტების’’ მტკიცების ტვირთისგან  გათავისუფლების წესი

·        იმისათვის ,რომ მოსამართლეს ჰქონდეს „პრეიუდიციული ფაქტების’’ მტკიცების მოვალეობისგან მხარის განთავისუფლების კანონიერი საფუძველი,მან[მოსამართლემ] ა) უნდა გამოითხოვოს და საქმეში უნდა ჰქონდეს შესაბამისი ადრე და სხვაგან  გამოტანილი გადაწყვეტილების ან განჩინების ასლი და ბ)დოკუმენტები სასამართლოს ამ აქტების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ[იგულისხნება ზემდგომი სასამართლოების განჩინებები,რომლებიც ამოწმებენ[სინჯავენ] განაჩენს ან გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სააპელაციო და საკასაციო წესით.]

·        სსკ-ის 106-ე მუხლი ითვალისწინებს „კანონიერ ძალაში შესული სასამარტლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების მტკიცების ტვირთისგან „მხარის“ გათავისუფლებას“

·        მტკიცების ტვირთისგან  მხარის გატავისუფლების ამ საფუძველში[ ანუ „პრეიუდიციულობაში“] ვლინდება  სასამართლო გადაწყვეტილების“   როგორც „კანონიერი ძალის“ თვისება.

·        სასამართლო გადაწყვეტილებისთვის „პრეიუდიციული მნიშვნელობის’’ მინიჭების მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების  სტაბილურობის და სავალდებულობის უზრუნველყოფა.

·        ასევე,სასამართლო აქტებს [უკვე კანონიერ ძალაში შესულებს და მომავალში  მისაღებებს] შორის შესაძლო კონფლიქების გამორიცხვა

·        „სასამართლო გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა’’ ნისნავს იმას,რომ ერთი სქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები,მანამ,სანამ ეს ფაქტები არ გაქარწყლდება სავალდებულოა სხვა სასამართლოსტვის სხვა საქმეზე სამართალწარმოების ამავე ან სხვა სახეში,თუკი ამ ფაქტებს მნიშვნელობა აქვთ  ამ სხვა საქმის გადასაწყვეტად;

·        ამით „პრეიდიციულობა’’ სასამართლო აქტებს შორის შესაძლო წინააღმდეგობის დაძლევის საშუალეას წარმოადგენს.[რიტაც უზრუნველყოფს „სამართლებრივი განსაზღვრულობის’’ პრინციპს.

 იურიდიული ფაქტის „აღიარება’’- როგორც ერთ-ერთი  „მტკიცებულება’’

 

·        სსსკ-ის 131-ე მუხლი ითვალისწინებს „მტკიცების მოვალებისგან’’[ ანუ „მტკიცების ტვირთისგან’’] მხარის გათავისუფლების კიდევ ერთ საფუძველს-ესაა აღიარება.

·        აქ აღნიშნულია,რომ ერთი მხარის მიერ ისეთი  ფაქტობრივი გარემოების[ანუ იურიდიული ფაქტის]  არსებობის ან არარსებობის დადასტურება[„აღიარება’’],რომელზედაც მე-2 მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს ან შესაგებელს,სასამარტლომ შეიძლება  საკმარის მტკიცებულებად ჩატვალოს და საფუძვლად დაუდოს „სასამართლოს გადაწყვეტილებას’’.

·        თუმცა,133-ე მუხლი საშუალებას აძლევს მხარეს გააქრწყლოს [უაყოს] თავისი „აღიარება’’,თუ ეს აღიარება:

 ა) „შეცდომის შედეგი იყო“ ,ან

ბ)“განპირობებულია ისეთი გარემოებით,რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ“,ანდა

გ)“მასზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებიტ,რაც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას“.

·        მაგრამ „აღიარების’’ უარყოფა უნდა მოხდეს სასამარტლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.[!!!]

·        დაბოლოს,სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ’’ პუნქტის  სიტყვასიტყვიტი მნიშვნელობიდან გამომდინარე,“პრეიუდიციული მნიშვნელობა’’ აქვთ მხოლოდ სასამარტლოს „კანონიერ ძალაში შესული  „გადაწყვეტილებით’’ დადგენილ ფაქტებს“

·        თუმცა,“პროცესის მეცნიერებაში’’ არსებობს მოსაზრება,რომ „პრეიუდიციული მნიშვნელობა’’ ენიჭებატ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულიგაჩინებით’’ დადგენილ ფაქტებსაც;

·        კერძოდ,საუბარია „მორიგების’ დამტკიცების შესახებ  და „მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების’’ შესახებ  განჩინებებიდადგენილ ფაქტების პრეიუდიციულ მნიშვნელობაზე[!]

·        „განჩინებების’’ „პრეიუდიციულ მნიშვნელობას’’ სახელმძღვანელოს ავტორები[ქურდაძე და ხუნაშვილი] არ ეთანხმებიან

·        მატთი არგუმენტი შემდეგია: მართალია ამ სახის განჩინებები კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თავიანთი სამართლებრივი მნიშვნელობით უთანაბრდება სასამართლო გადაწყვეტილებას,მაგრამ ისინი სასამართლო გადაწყვეტილების ყველა თვისებას როდი იძენენ.

·        მათ არ გააჩნიათ - პრეიუდიციულობის თვისება[!]

რადგან ამ აქტით[განჩინებით]  საქმე მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე,რის შემდეგაც იგივეობრივი მოთხოვნის აღძვრა[ანუ „სხვა პროცესის’’ აღძვრა იგივე მხარეებს შორის ] კანონით   „დაუშვებელია’’[!]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები