"მტკიცების ტვირთის ‘’ განაწილება და "მტკიცებულებითი პრეზუმფცია'' -სამოქალაქო პროცესში

 


                                 მტკიცების ტვირთის ‘’ განაწილება

·        სამოქალაქო პროცესში.როგორც წესი,ორი ურთიერტსაპირისპირო ინტერესის მქონე მხარე მონაწილეობს.

·        თითოეულ მატგანს უფლება აქვს მოითხოვოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა.

·        შეჯიბრებითობის პრინციპისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად,მხარეები[!] სასამართლოს წარუდგენენ „მტკიცებულებებს’’,რადგან მიისწრაფიან მათთვის ხელსაყრელი „გადაწყვეტილების’’ მიღებისაკენ.

·        კანონით  განსაზღვრულ შემთხვევებში კი მხარეებს მტკიცებულებათა შეგროვებაში  მათივე შუამდგომლობით  ეხმარება სასამართლო

·        „ფაქტების მტკიცების’’ ვალდებულება ეკისრება პროცესის იმ მხარეს,რომელიც „მტკიცებულებებით’’ ამტკიცებს[ადასტურებს] ამ ფაქტების არსებობას და  შემდეგ კი ამ „დამტკიცებული   ფაქტებით“ ასაბუთებს თავის „მოთხოვნასა’’[სარჩელს] თუ შესაგებელს.

·        ამდენად,“მტკიცების ვალდებულების’’ანუ განაწილების წესი შემდეგ ზოგად დებულებას ეფუძნება:  „ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმას,ვინც წამოაყენებს შესაბამის „მოთხოვნას’’[სარჩელს] ან შესაგებელს“.

·        „მტკიცების ვალდებულების’’ მხარეებისთვის დაკისრების არსი იმაში მდგომარეობს,რომ გააქტიუროს მხარე მტკიცებულებათა წარდგენის საკითხში,რაც პირდაპირ უწყობს ხელს სამოქალაქო პროცესში საქმის ფაქტობრივი მხარის[ანუ გარემოებების] ნათელყოფას,მათ დადგენას

·        მხარეებმა ხომ თვითონ უკეთ იციან საქმის გარემოებების შესახებ.

·        კანონი რომ არ ითვალისწინებდეს ასეთ  ვალდებულებას მხარეებთან[ანუ „მტკიცების სუბიექტებთან’’] მიმართებაში,მაშინ სასამართლოს უფლება აღარ ექნებოდა მხარეთაგან მოეთხოვა „მტკიცებულებების“ წარმოდგენა.

·        „მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება’’  [ ანუ „მტკიცების ტვირთი’’],როგორც საპოცესო ვალდებულება,არა მხოლოდ მხარეებს ეკისრებათ,არამედ მტკიცების „სხვა“ სუბიექტებსაც.

·        ეს „სხვა ‘’ სუბიექტები ვალდებულები არიან დაამტკიცონ საქმისატვის არსებითი მნისვნელობის მქონე გარემოებები,ამ წესის მოქმედება ვრცელდება პროცესის ყველა „დაინტერესებულ მონაწილეზე“,თუმცა 102-ე მუხლში ამის შესახებ პირდაპირ არ არის აღნიშნული.

·        მაგალითად „დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მე-3 პირმა“,რომელიც სარგებლობს მოსარჩელეს ყველა უფლებით და რომელმაც უნდა შეასრულოს ასეტი პირის ყველა მოვალეობა,უნდა დაამტკიცოს ის  ფაქტობრივი გარემოებები[იურიდიული ფაქტები],რომლებითაც ის ასაბუთებს თავის მოტხოვნას.

·        „დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის არმქონე მე-3 პირმა“ კი უნდა დაამტკიცოს ის ფაქტები ,რომლებიც „გავლენას ახდენს პროცესში ერთ-ერთი მხარესთან მის ურთიერთობაზე.“

·        „მტკიცების ტვირთი’’[ მტკიცების ვალდებულება] მხარეთა შორის ნაწილდება სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ზოგადი წესის და მატერიალური სამართლის[მაგ.[სამოქალაქო სამართლის] კოდექსის ნორმებში არსებული სპეციალური წესების საფუძველზე.

·        იმ მხარის უფლებების დაცვის ინტერესიდან გამომდინარე,რომელიც ჩაყენებულია მტკიცების უფრო რთულ პირობებში,მატერიალური სამართლის სპეციალური  ნორმები იტვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი წესიდან[ანუ სსსკ-ის 102 მუხლიდან] იმ მხრივ,რომ ამ სპეციალური ნორმებით ხდება „ფაქტის დამტკიცების’’ ან „ფაქტის უარყოფის’’ ვალდებულების[ტვირთის] არა იმ მხარეზე დაკისრება,რომელიც ამ ფაქტს  აცხადებს,არამედ მისი მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაკისრება[ სწორედ ესაა „მტკიცების პრეზუმფცია“ იხ. ქვემოთ ]

·        ყურადღება : სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი „მტკიცების’’ ზოგადი წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემტხვევაში როდესაც „მატერიალური სამართლის’’ ნორმებში არ არის სპეციალური მითითება,მტკიცების ვალდებულების,ანუ ტვირთის განაწილების შესახებ.

[სამახსოვრო]

·        „მტკიცების ტვირთის’’[მტკიცების ვალდებულების]მხარეთა შორის  განაწილების პრობლემა[საკითხი] დამახასიათებელია „სამოქალაქო პროცესისტვის’’ [და არა „სისხლის სამართლის პროცესისთვის’’]

·        „სისხხლის სამართლის პროცესში’’ „მტკიცების ტვირთი’’ [მტკიცების ვალდებულება] მხოლოდ „ბრალდების ორგანოების’’[პროკურორების] ვალდებულებაა.

·        სისხლის სამართლის პროცესში  მოქმედებს „უდანაშაულობის პრეზუმფცია’’,რომლის მიხედვითაც დამნაშავისტვის დანაშაულის დამტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს[!]

·        სამოქალაქო პროცესში იმ ფაქტების დამტკიცების მოვალეობა[ტვირთი] რომლებითაც დასტურდება „მოპასუხის“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა,ეკისრება „მოსარჩელეს’’

·        თუ მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი მთხოვნის დამადასტურებელუ მტკიცებულებების წარმოდგენას და სასამართლოს „დახმარებაც’’ მტკიცებულებების შეგროვებაში  არ გამოიღებს შედეგს.მაშინ მოქმედი საპროცესო კოდექსის ტანახმად ,მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე -„უსაფუძვლობის’’ გამო.

·        დაიმახსოვრე, სამოქალაქო პროცესის თითოეული მონაწილე ამტკიცებს იმას,რასაც ის მიუთიტთებს,ანუ რასაც ის ეყრდნობა[  და ეს „ის’’ არის „ფაქტები“]

·        ამრიგად, მოსარჩელე „ამტკიცებს’’ სარჩელის საფუძვლის „ფაქტებს’’

·        მოპასუხე კი ამტკიცებს „შესაფებლის’’ საფუძვლის „ფაქტებს“

·        სსსკ-ის 102-ე მუხლში განმტკიცებული ეს დებულება ,“სამართლებრივი აქსიომაა’’

·        მოსამართლე უშუალოდ ერთვება მხარეების „მტკიცების’’ პროცესში შემდეგ შემთხვევებში:

a.      როცა ნიშნავს ექსპერტიზას

b.      როცა „სხვა სასამართლოს’’ ავალებს „მტკიცებულებების ‘’ შეგროვებას

c.      როცა „გამოითხოვს’’ „წერილობით’და ნივთიერ ‘’ მტკიცებულებებს [კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით]

d.     როცა გასცემს შუამდგომლობის აღმძვრელ პირზე ნებართვას ,რათა მას მიეცეს მტკიცებულებათა’’ „მიღების’’ და სასამართლოში „წარდგენის ‘’ უფლება

·        სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი „მტკიცების’’  ზოგად წესს   ,კამონით გატვალიწიმებულლ ზოგიერთ[სპეციალურ]  შემთხვევაში  ცვლის ე.წ.„მტკიცებულებითი პრეზუმფციები’’

 

„მტკიცებულებითი პრეზუმფციები’’[სხვადასხვა სახის არსებობს]

·        კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში „მტკიცების ტვირთი’’ ნაწილდება „მტცებულებითი პრეზუმფციის’’ შესაბამისად[და არა სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად]

·        „მტცებულებითი პრეზუმფცია’’ არის ლოგიკის ხერხი:“უკვე დამტკიცებული ფატიდან გამომდინარე  კეთდება  ვარაუდი[სავარაუდო დასკვნა] სხვა ფაქტის[გარემოების] არსებობის ან არარსებობის შესახებ’’

·        ანუ  იმფაქტის“,რომელიც მხოლოდ  „ივარაუდება’’ დამტკიცება’’ არ ხდება[!]

·        „მტცებულებითი პრეზუმფციები’’ სხვადასხვაგვარი არსებობს[იხ. ქვემოთ]

·        მათი ნაწილი განმტკიცებულია კანონით[ე.წ. „ლეგალური პრეზუმფციები’’]

·        ნორმატიულ აქტებში არსებულ პრეზუმფციებს[ე.წ. „ფაქტობრივ პრეზუმფციებს’’] ასევე შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელობა,რადგან ისინი მოსამართლეთა“მართლშეგნების’’ ელემენტებია.

·         მაშ ,ასე სამოქალაქო  სამართალწარმოებისტვის დამახასიატებელია ე.წ. „მტკიცებულებითი პრეზუმფციები’’

·        „მტკიცებულებითი პრეზუმფციის’’ არსი ისაა ,რომ „საქმის მონაწილემ რომელიც ემყარება „პრეზუმფცირებულ ფაქტს’’ [ანუ სავარაუდო ფაქტს ] არ უნდა დაამტკიცოს იგი[!],სამაგიეროდ „იურიდიულად დაინტერესებულ სხვა პირებს’’ უფლება აქვთ ეს ფაქტი უარყონ[!] [ოღონდ მტკიცებულებებით]

·        ამით,[ან „მტკიცებულებითი პრეზუმფციით’’] თითქოს „მტკიცების ტვირთის’’ გადაკისრება ხდება.

·        მტკიცებულებით პრეზუმფციებიი არცთუ ისე ბევრია. ისინი განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსში და სხვა მატერიალურ-სამარტლებრივ კანონებში

ყველაზე ხშირად გამოყენებული „მტკიცებულებითი პრეზუმფციები’’

 

1)    „ზიანის მიმყენებლის ბრალის’’ პრეზუმფცია

 

·        ზიანის ანაზღაურებაის თაობაზე წამოჭრილი დავების დროს მოსარჩელე,როგორც წესი,  უთითებს „ზიანის მიმყენებლის ბრალზე“,მაგრამ არ არის ვალდებული დაამტკიცოს,რომ „ზიანის მიყენებაში ბრალი’’ მოპასუხეს მიუძღვის[როგორც ეს უნდა გაკეთებინა სსსკ-ის 102-ე მუხლიტ დადგენილი ზოგადი წესის თანახმად]

·        ასეთ  შემთხვევაში[ანუ „ზიანის ფაქტის“ არსებობისას]  მოქმედებს „მტკიცების სპეციალური წესი’’,რომელიც ცვლის „მტკიცების ტვირთის’’ განაწილების „ზოგად წესს’’

·        ამ „მტკიცების სპეციალური წესის’’ თანახმად: „თვითონ ზიანის მიმყენებელია ვადებული,დაამტკიცოს რომ ზიანი არ არის მიყენებული მისი ბრალით,ანუ რომ არ მიუძღვის ამაში ბრალი’’

·        „ზიანის მიმყენებლის ბრალი’’ ივარაუდება მატერიალური სამართლის ნორმით დადგენილი წესის საფუძველზე

·        „ზიანის მიმყენებლის ბრალის’’ პრეზუმფცია ვრცელდება ყველა იმ ვალდებულებაზე,რომლებიცწამოიშობა „ზიანის მიყენების ფაქტიდან’’

 

2)    „მოვალის ბრალის’’ პრეზუმფცია

 

·        როცა რომელიმე „მოვალე“ არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მოვალეობას  ივარაუდება მისი „ბრალი’’

·        თავისი „ბრალის არარსებობა’’ უნდა დაამტკიცოს ამ „მოვალემ’’.

·        მოქმედი სამართლის მიხედვით,“ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ მხოლოდ მაშინ,როცა სახეზეა მათი „ბრალი’’

·        ვალდებულების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულების დროს მოვალე ივარაუდება“ბრალეულ პირად’’ და მაგრამ მას უფლება აქვს უარყოს „ნავარაუდევი ბრალი’’[დაამტკიცოს რომ არაბრალეულია ]

 

3)   „ფიზიკური პირის  კეთილსინდისიერების’’ პრეზუმფცია

 

·        მოქმედი სამართლის მიხედვით,ივარაუდება,რომ ყოველი ადამიანი „კეთილსინდისიერია’’

·        „ფიზიკური პირის კეთლსინდისიერების’’ პრეზუმფცია[ვარაუდი] არსებობს მანამდე ,სანამ დადგენილი წესით უტყუარად[დამაჯერებლად] არ დამტკიცდება ის ფაქტები,რომლებიც უაყოფითად ახასიათებენ ამ„ფიზიკურ პირს’’

·         „ფიზიკური პირის კეთლსინდისიერების’’ პრეზუმფციიდან გამომდინარე ,იმ ინფორმაციის სისწორის და უტყუარობის დამტკიცების ვალდებულება ,რომელიც შეეხება ფიზიკური პირის პატივს,ღირსებას და საქმიან რეპუტაციას  და უარყოფითად ახასიათებენ ამ ფიზიკურ პირს’’ ,ეკისრება  „მოპასუხეს’’[ანუ იმას ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია და ვის წინააღნდეგაც შეიტანა სარჩელი შეურაცხყოფილმა პირმა-ამას ეწოდება  „სახელის გამტეხი ცნობების გამავრცელებლის ბრალის’’- პრეზუმფცია.]

·        მოსარჩელემ[ანუ იმან ვისაც გაუვრცელეს „სახელის გამტეხი ცნობები’’] სასამართლოში უნდა ამტკიცოს მხოლოდ „მისი პირადი არაქონებრივი უფლებების ხელმყოფი ცნობების გავრცელების ფაქტი’’[ანუ „დაამტკიცოს“ მხოლოდ ის ,რომ მართლაც ადგილი ჰქონდა მისი „პირადი არაქონებრივი უფლებების’’[ანუ პატივის,ღირსების, და საქმიანი რეპუტაციის] ხელყოფის ფაქტს]

 

4)    „საკუთრების’’ პრეზუმფცია

 

·        მოქმედი სამართლის მიხედვით,ივარაუდება,რომ მოძრავი ნივთის მფლობელი და მოსარგებლე  მისი „მესაკუთრეა’’,სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.ე.ი. სანამ კანონით დადგენილი წესით უაყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.

 

5)“თავის საცხოვრებელ ადგილას ხანგრძლივად არმყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების’’ პრეზუმფცია’

 

·        თუ ადამიანი თავის „საცხოვრებელ ადგილზე“ არ იმყოფება ა)კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტხანს და ბ)არ არსებობს ცნობები ამ ადამიანის შესახებ,მაშინ სასამართლო აქ მოცემული პრეზუმფციის საფუძველზე და „უდავო წარმოების’’ წესით ამ პირს „გარდაცვლილად’’ ცნობს.

 

6)„მამობის’’ პრეზუმფცია

 

·        რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლებისგან დაბადებული ბავშვის დედის მეუღლე [ქმარი] ივარაუდება ამ ბავშვის  „მამად’’

·        „ქმარს’’ უფლება აქვს სადავო გახადოს „მამობა’’ სასამართლო წესით.[ანუ გააქარწყლოს “მამობის’’ პრეზუმფცია და დაამტკიცოს ,რომ ბავშვი „მისი არ არის’’]

 

 

7) “კანონის ცოდნის’’ პრეზუმფცია

 

·        სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად: „კანონის არცოდნა’’ ან „მისი არასათანადოდ გაგება’’ არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის  ანდა ამ კანონით გატვალისწინებული პასუხისმგებლობისგან  გათავისუფლების საფუძველი.

·        „კანონის ცოდნის ‘’ პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება და არ შეიძლება სასამართლოში პირი უთიტებდეს კანონის „არცოდნაზე[‘’ ანდა მის „არასათადოდ გაგებაზე’’ [!]

·        ამდენად კანონის „არცოდნა’’ სასამართლოსთვის არგუმენტი არ არის

ხხ

·        სასამართლო პრაქტიკა იცნობს „სხვა’’ „მტკიცებულებით’’ პრეზუმფციებსაც[!]

·        მაგ. „სავალო დოკუმენტის არსებობა[ხელტქონა] მოვალესთან’’ ადასტურებს მისი „ვალებულების შეწყვეტას’’ კრედიტორის მიმართ [ ამაზეა რუსთაველის თეატრის სპექტაკლი კომედია „პეპო’’ ეროსი მანჯგალაძის მონაწილეობით იუთუბზეა ნახე]

[დაიმახსოვრე]:

·        უკლებლივ ყველა ეს „მტკიცებულებითი’’ პრეზუმფცია შეიძლება გაქარწყლებული იქნეს[!] „მტკიცების ტვირთ’’ დაკისრებული  პირის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით

ყურადღება:

·        „მტკიცებულებითი’’ პრეზუმფცია საერთოდ[სრულიად] როდი ათავისუფლებს მოსარჩელე „სუბიექტს’’ მტკიცების ტვირთისგან[მოვალეობისგან],არამედ მხოლოდ ახდენს „სპეციალური წესით’’  „ზოგიერთი ფაქტის’’  დამტკიცების ვალდებულების მოპასუხეზე  გადაკისრებას

 

·        მაგ. მოსარჩელემ  თავის მხრივ მაინც უნდა დაამტკიცოს ,რომ არსებობს მოპასუხის მიმართ „მტკიცებულებითიპრეზუმფციის’’ გამოყენების წინაპირობები[ანუ მტკიცების მოპასუხეზე გადაკისრების წინაპირობები]

მაგ. დაზარალებულმა[მოსარჩელემ]  უნდა დაამტკიცოს,რომ მას ნამდვილად მიყენებული აქვს მატერიალური ზიანი[„ზიანის მიყენების ფაქტი“ უნდა დაამტკიცოს] და მიუთითოს[მტკიცების გარეშე] რომ ეს  ზიანი ამა და ამ მოპასუხის მოქმედების შედეგია

სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებას იწყებს „ზიანის მიმყენებლის ბრალის’’ პრეზუმფცია და  მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს ,რომ ზიანი მისი ბრალით არ არის მიყენებული.

·        ამრიგად, „მტკიცებულებით ‘’ პრეზუმფციებს საპროცესო მნიშვნელობა აქვთ,რადგან ისინი ახდენენ „მტკიცების ტვირთის“ გადანაწილებას[გადაკისრებას]

·        „მტკიცებულებით ‘’ პრეზუმფციიის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს  „სამართლებრივი შედეგი’’

·        მაგ. თუ ზიანის მიმყენებელი[მოპასუხე] ვერ დაამტკიცებს,რომ  ზიანი მისი ბრალი არ არის ,მაშინ სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს  დაზარალებულის სარჩელი მის მიმართ,თუმცა ამ დროს სასამართლოს შეიძლება არც ჰქონდეს  ზიანის მიმყენებლის[მოპასუხის] ბრალეულობის დამადასტურებელი „პირდაპირი მტკიცებულებები’’

·        ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედება „კანონისმიერი პრეზუმფცია’’

·        კანონით გათვალისწინებული პრეზუმფცია შეიძლება სადავო გახდეს .

ანუ ყველა დაინტერესებულ პირს[ვისაც ტენიან[აკისრებენ] მტკიცების ტვირთს]  უფლება აქვს სადავო გახადოს „კანონის დებულების გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და დაამტკიცოს მისი გამოყენების დაუსაბუთებულობა“


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები