მუხლი - „მარეგულირებელი კანონმდებლობა“ და „დავათა გადაწყვეტა“
· „მარეგულირებელი კანონმდებლობისა“ განსაზღვრავს მატერიალურ სამართალს, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულებასთან მიმართებით და მას არეგულირებს, ხოლო „დავათა გადაწყვეტა“ – დავის გადაწყვეტის იმ მექანიზმს, რომელსაც მხარეები მიმართავენ მათ შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში.
1.
„მარეგულირებელი კანონმდებლობა“
· სახელშეკრულებო პირობა[მუხლი] ხელშეკრულების „მარეგულირებელი კანონმდებლობის“, ანუ მატერიალური სამართლის შესახებ, ხელშეკრულების არსებითი კომპონენტია.
· „მარეგულირებელი კანონმდებლობის“ შესახებ ინფორმაცია იძლევა შესაძლებლობას, ერთი მხრივ, ხელშეკრულებით დაურეგულირებელი საკითხები შესაბამისი კანონმდებლობის დანაწესებით განისაზღვროს, ხოლო, მეორე მხრივ, დავის წარმოშობის შემთხვევაში, დადგინდეს ხელშეკრულების ან მისი რომელიმე დებულების ამ კანონმდებლობასთან „შესაბამისობის“ საკითხი.
· აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ხელშეკრულებაში არ მონაწილეობს ე.წ. „საერთაშორისო ელემენტი“ [უცხოელი პირი]– ხელშეკრულება უნდა შესრულდეს საქართველოში ა)საქართველოს მოქალაქე ან ბ)საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ პირებს შორის;
ხ
· „მარეგულირებელი კანონმდებლობის“ შესახებ დებულების მხარეთა შორის შეთანხმება და შესაბამისი პირობის ხელშეკრულებაში ასახვა სტანდარტული პროცესია.
· ხელშეკრულებაში ჩაიდება პირობა, რომ „ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით“.
ხ
· განსაკუთრებით რთულდება „მარეგულირებელ კანონმდებლობაზე“ შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის, თუ რომელიმე მხარე „უცხო ქვეყნის მოქალაქე“ ან „უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მოქმედი პირია“.
· თუ მხარეთა შეთანხმება „მარეგულირებელ კანონმდებლობად“ ქართულ მატერიალურ სამართალს არ განსაზღვრავს, სასურველია, იურისტი, რომელსაც არ აქვს ამ[საერთაშორისო ან უიმ უცხო ქვეყნის ] სამართალში კვალიფიკაცია, არ ჩაერთოს „სახელშეკრულებო პირობების’’ მომზადების პროცესში[!!][დაიმახსოვრე]
ხ
2.
„დავათა გადაწყვეტა“
· „დავათა გადაწყვეტის“ შესახებ სახელშეკრულებო პირობები იძლევა ინფორმაციას, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში ამ დავის „გადაწყვეტის მექანიზმის“ შესახებ.
· უპირველეს ყოვლისა, მხარეები უნდა შეთანხმდნენ მათი დავის შესახებ „საბოლოო და მვალდებულებელი გადაწყვეტილების მიმღებ ფორუმზე“;
· მათ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, დავა განიხილოს ა)სასამართლომ ან ბ)არბიტრაჟმა
· არბიტრაჟის არჩევის შემთხვევაში კი – მხოლოდ მაშინ, თუ დავა „არბიტრაჟუნარიანია“ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხ
·
თუ სახელშეკრულებო პირობა ითვალისწინებს დავის
წარმოშობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ დავის
გადაწყვეტას, მიზანშეწონილია, დამატებით განისაზღვროს
შესაბამისი იურისდიქცია [ქვეყანა]
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გარიგებაში „საერთაშორისო
ელემენტია“ და არსებობს „საქმის განხილვის კომპეტენციასთან“ დაკავშირებით დავის
წარმოშობის რისკი.[ანუ „რომელი ქვეყნის სასამართლომ
უნდა განიხილოს“ ამაზე დავის წამოშობის რისკი]
მაგალითი 76: „დავათა გადაწყვეტა“ (შედარება)
არასწორი
ვარიანტი I „დავათა
გადაწყვეტა „ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე ნებისმიერი დავის განხილვა და გადაწყვეტა
მოხდება სასამართლოს მიერ“. |
სწორი ვარიანტი II დავათა გადაწყვეტა „ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე ნებისმიერი დავის განხილვა
და გადაწყვეტა მოხდება საქართველოს სასამართლოს
მიერ. |
შენიშვნები: − პირველ ვარიანტში დავის განხილვის ფორუმად მხარეების მიერ არჩეულია „სასამართლო“, მაგრამ , მეორე ვარიანტისგან განსხვავებით,
არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი ქვეყნის
სასამართლო განიხილავს დავას. − თუ დავას არ
აქვს „საერთაშორისო ელემენტი“, ამგვარი ფორმულირება[„სასამართლო’’] არ შექმნის პრობლემას, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის
უფლება ნებისმიერ პირს ისედაც აქვს ხელშეკრულებაში ამის შესახებ ჩანაწერის მიუხედავად.
მაგრამ , თუ ხელშეკრულება
შეიცავს „საერთაშორისო ელემენტს“, მაგალითად, ხელშეკრულების
მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა,მაშინ შესაძლებელია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე
დავასთან დაკავშირებული
სარჩელი ორ ქვეყანაში აღიძრას და დამატებით დაიწყოს დავა „სასამართლოს“
კომპეტენციასთან დაკავშირებით. − „საერთაშორისო ელემენტის“ მქონე ხელშეკრულებების
დავის გადაწყვეტის მექანიზმის ჩამოყალიბებისას, მიზანშეწონილია, გათვალისწინებული
იქნეს „საერთაშორისო
კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები, მათ შორის,
იმპერატიული დანაწესები საქართველოს სასამართლოს „განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენციის“ საკითხებზე |
|
|
მაგალითი 77: „დავათა გადაწყვეტა“ (ხარვეზიანი ფორმულირება)
·
საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ფრანგულ კომპანიას, როგორც პროდუქციის დისტრიბუტორსა, და ქართულ კომპანიას, როგორც პროდუქციის გამყიდველს,
შორის გაფორმებული, ქართულ და ინგლისურ ენაზე
შედგენილი სადისტრიბუციო
ხელშეკრულება. ·
ხელშეკრულების მიხედვით, ქართული კომპანია აწვდის ფრანგულ
კომპანიას პროდუქციას და ფრანგული კომპანია
ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას საფრანგეთში.
·
ხელშეკრულების მიხედვით, ქართულ და ინგლისურ ენაზე
შედგენილ ტექსტებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ. ·
ხელშეკრულებაში „დავათა გადაწყვეტის“ შესახებ 9.2. პუნქტის ინგლისური და ქართული ტექსტი განსხვავებულია. |
|
ინგლისური ტექსტი 9.2. In case it is
impossible to solve disagreements by negotiations Parties will submit the
case to the Court for review under legislation
of Georgia 1პირდაპირი თარგმანი შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირად: „თუ უთანხმოების მოგვარება მოლაპარაკების გზით
შეუძლებელია, მხარეები დავას გადასცემენ სასამართლოს საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე განსახილველად“ |
ქართული ტექსტი 9.2. თუ უთანხმოების მოგვარება მოლაპარაკების გზით შეუძლებელია, მხარეები
დავას გადასცემენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით. |
შეუსაბამობა: − ორივე შემთხვევაში
განსაზღვრულია დავის გადაცემა სასამართლოსთვის, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, რომელი
ქვეყნის სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტს დავას; ‘for review under legislation of Georgia’ („საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე განსახილველად“) შეიძლება განიმარტოს, როგორც „ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი მატერიალური სამართალი, ანუ მარეგულირებელი კანონმდებლობა“, მეორე მხრივ,
ქართულ ტექსტში „საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესი“ შეიძლება განიმარტოს როგორც პროცესუალური კანონმდებლობა, თუმცა, არცერთი ეს განმარტება ცალსახად გასაზიარებელი
არ არის. − მოცემულ შემთხვევაში არათუ ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებულ ტექსტებს შორის შეუსაბამობაა
პრობლემა, არამედ
თავად ამ ტექსტებში არსებული ფორმულირებებიც, რომლებიც
ბუნდოვანია. − ხელშეკრულების
„დავათა გადაწყვეტის“ შესახებ პირობის გაუმართავმა ფორმულირებამ ორივე ენაზე შედგენილ
ტექსტში და, ამასთანავე, ტექსტებს შორის შეუსაბამობამ,
შეიძლება წარმოშვას დავა
„საფრანგეთის სასამართლოსა“ და „საქართველოს სასამართლოს“ კომპეტენციაზე, თუ ფრანგული მხარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელს წარადგენს საფრანგეთის სასამართლოში, ხოლო ქართული მხარე – საქართველოს სასამართლოში |
·
„დავის გადაწყვეტის“ მექანიზმად სახელშეკრულებო პირობა
შეიძლება ითვალისწინებდეს სასამართლოს ნაცვლად კერძო ინსტიტუტის – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვასა და გადაწყვეტას,
რაც ხელშეკრულებაში ყალიბდება „საარბიტრაჟო დათქმის“ სახით.
ხ
·
„საარბიტრაჟო
დათქმები“ განსაკუთრებით მოსახერხებელია
„ბიზნეს ტრანზაქციებში“[„ტრანზაქცია“-რაღაც საქმის წარმოება, გარიგება, რაღაც ოპერაციის ჩატარება]განსაკუთრებით მაშინ, თუ ამგვარი
ტრანზაქცია საერთაშორისოა.
·
არბიტრაჟი
დავის გადაწყვეტის ნეიტრალური
მექანიზმია, რომელიც გრძელვადიანი სასამართლო წარმოებისგან განსხვავებით, „ერთინსტანციიანი“ სისტემით
მოქმედებს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს კი აღსრულებისათვის
მხოლოდ, ასევე, „ერთინსტანციიანი“ ცნობისა
და აღსრულების პროცესის გავლა ესაჭიროება
სასამართლოში -ამითაა არბიტრაჟი
სასამართლოზე უფრო მოსახერხებელი „ბიზნესისსთვის’’
ხ
·
თუ მხარეები თანხმდებიან არბიტრაჟის მიერ დავის განხილვაზე, „საარბიტრაჟო დათქმა „ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩამოყალიბდეს.[!]
·
ორაზროვანმა ან ხარვეზიანმა „საარბიტრაჟო დათქმამ“
შედეგად შეიძლება გამოიწვიოს „არბიტრაჟის კომპეტენციასთან დაკავშირებული დავა“
სასამართლოში [როგორც დავის დასაწყის,
ისე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე.]
ხ
·
კონკრეტული „საარბიტრაჟო ინსტიტუტის’’ არჩევისას, „საარბიტრაჟო დათქმის’’ სახით, შესაძლებელია
შერჩეული არბიტრაჟის ვებგვერდზე განთავსებული
მოდელური/ „სტანდარტული საარბიტრაჟო დათქმის“ გამოყენებაც
იმ პირობის დაცვით, რომ „საარბიტრაჟო დათქმა“
შესაბამისობაში იქნება მის მიმართ გამოსაყენებელ კანონმდებლობასთან ნებისმიერ შემთხვევაში
ხ
·
საარბიტრაჟო დათქმის ფორმულირებისას შეიძლება გამოიყოს
რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:
ა) „საარბიტრაჟო დათქმა“ ნათლად უნდა ასახავდეს მხარეთა განზრახვას, დავა განსახილველად გადაეცეს
არბიტრაჟს, [ვინაიდან
გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ე.წ. „choice of forum clause”-ის
გამოყენება, როდესაც მხარეებს ეძლევათ არჩევანის უფლება, დავის წარმოშობის შემთხვევაში
„საკუთარი შეხედულებისამებრ მიმართონ“ არბიტრაჟს
ან სასამართლოს;]
ბ) თუ მხარეების
განზრახვაა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა მათ
მიერ შერჩეულმა არბიტრაჟმა განიხილოს, „საარბიტრაჟო
დათქმა“ უნდა შეიცავდეს მითითებას „ნებისმიერ“ ან „ყველა“ დავაზე, რომელიც ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას.
რეკომენდებულია,
მაგალითად, ერთ-ერთი შემდეგი ფართო ფორმულირების გამოყენება: „ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი
დავა, მათ შორის თვით ამ ხელშეკრულების ნამდვილობასთან, დარღვევასთან, შეწყვეტას ან
ბათილობასთან დაკავშირებით განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა
არბიტრაჟს“.
·
ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნულ ფორმულირებებში „საარბიტრაჟო დათქმები“ სავალდებულოდ უნდა აკონკრეტებდნენ
„მხარეთა მიერ შერჩეულ
არბიტრაჟს -საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ და დამატებით შეიძლება მიუთითებდნენ
„არბიტრების რაოდენობას,
საარბიტრაჟო განხილვის ადგილსა და საარბიტრაჟო განხილვის ენას.’’
ხ
·
„დავათა გადაწყვეტის’’ შესახებ სახელშეკრულებო პირობები უფრო
„რთული კონსტრუქციითაც“ შეიძლება იყოს წარმოდგენილი,
·
მაგალითად, „პირველ ეტაპზე“ განისაზღვროს
„დავის მხარეთა შორის მოლაპარაკებით გადაწყვეტის
მექანიზმი“[მათ შორის შეიძლება გათვალისწინებული იყოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის
ისეთი მექანიზმი, როგორიცაა“ მედიაცია’’]
·
და „შემდგომ ეტაპზე კი
დადგინდეს ‘’ „დავის საბოლოო და
მავალდებულებელი გადაწყვეტილების მიმღები ფორუმი: სასამართლო ან არბიტრაჟი“.
·
ამგვარი კონსტრუქციებით „დავათა გადაწყვეტის’’ პირობების ჩამოყალიბება
არ არის ხშირი ქართულ პრაქტიკაში.
·
ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი დებულებების ფორმულირება სიფრთხილით
უნდა განხორციელდეს, ვინაიდან „დავის გადაწყვეტის’’ ამგვარი
წესი შეიძლება აღარ იყოს მისაღები სახელშეკრულებო მხარისათვის დავის წარმოშობის შემთხვევაში.
.
მაგალითი 78: „დავათა გადაწყვეტა“ (2)
1. „ხელშეკრულების“ საფუძველზე
„მხარეთა“ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი
დავის გადაწყვეტა წარმოებს „მხარეთა“
ურთიერთმოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. 2. „ხელშეკრულების“ პუნქტი
1-ით გათვალისწინებული მოლაპარაკების დაწყებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში დავასთან
დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „მხარე“ უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს
სასამართლოს |
შენიშვნა: ·
„დავის გადაწყვეტის’’ წინამდებარე მექანიზმი, რომელიც სავალდებულო წესით განსაზღვრავს ჯერ „მოლაპარაკების
წარმოების აუცილებლობას“ და ამ „მოლაპარაკების წარმოების ვადას“, ზოგჯერ შეიძლება პრობლემური იყოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი
დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც დავის წარმოშობისას „მხარეს ესაჭიროება დაუყოვნებლივ სასამართლოსთვის მიმართვა“ |
სავარჯიშო #32 (პასუხის გარეშე)
დავალება: ·
მოიძიეთ საერთაშორისო და
ადგილობრივი საარბიტრაჟო ინსტიტუტების ვებგვერდზე განთავსებული მოდელური/სტანდარტული
საარბიტრაჟო დათქმები. ·
აირჩიეთ საარბიტრაჟო ინსტიტუტი და ჩამოაყალიბეთ ხელშეკრულების
მუხლი სათაურით – „მარეგულირებელი კანონმდებლობა“ და „საარბიტრაჟო
დათქმა’’[ანუ „დავათა გადაწყვეტა’’]. |
Комментарии
Отправить комментарий