„ექსპერტის დასკვნა’’

 

·        მტკიცებულებათა გამოკვლევისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესში შეიძლება აუცილებელი გახდეს ფაქტებისა და გარემოებების შესახებ ცნობების კვალიფიციური სპეციალისტებისგან  მიღება.

·        მაგ. „შრომისუნარიანობის დაკარგვის პროცენტი’’, „დაზიანებული ავტომანქანის ცვეთის ხარისხი’’ ,“მუსიკალურ ნაწარმოებში პლაგიატის არსებობა’’, ან „წარმოდგენილ დოკუმენტში სიყალბის არსებობა ‘’ და ა.შ. შეიძლება დაადგინოს ექსპერტმა,ანუ მეცნიერების ,ტექნიკის,ხელოვნების ან ხელოსნობის იმ სფეროს სპეციალისტმა,რომლის ცოდნაც აუცილებელია მოცემულ კონკრეტულ საქმეში

·        სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის[ექსპერტის] დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ,რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას მეცნიერების ,ტექნიკის ,ხელოვნების,ხელოსნობის სხვადასხვა სფეროში.

·        სასამართლოს შეუძლია ან თავისი  ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით დანიშნოს ექსპერტიზა[162-ე მუხლი] ,ოღონდ მხოლოდ იმ შემტხვევაში ,თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია.

·        ასეთი შემთხვევების დროს სასამართლოს  გამოაქვს მოტივირებული განჩინება

·        სსსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებული „სასამართლოს უფლებამოსილება დანიშნოს ექსპერტიზა’’,გამომდინარეობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპიდან და სასამარტლოს დისკრეციული უფლებამოსილებების გამოხატულებას წარმოადგენს.

·        სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებანი აუცილებელია მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

·        სსსკ-ის 162-ე მუხლი  კავშირშია   სსსკ-ის 215-ე მუხლთან და 285-ე მუხლის „ე’’ პუნქტთან

·        სასამართლოს არ აქვს „ექსპერტიზის დანიშვნაზე’’ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე თვითნებურად უარის თქმის უფლება,თუკი იმ გარემოებებს,რომელთა დადგენასაც ითხოვს საქმის მონაწილე პირი,“მნიშვნელობა აქვთ’’ სამოქალაქო საქმის გადასაწვეტად.

·        სასამართლოს უფლება აქვს დააკმაყოფილოს შუამდგომლობა ან პირიქით,უარი თქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

·        სასამართლოს ამგვარი უფლება უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და გამოკვლევას და საპროცესო კანონით განეკუთვნება საერთო იურისდიქციის სასამართლოს კომპეტენციას.

ყურადღება:

·        მხარეს შეუძლია სასამართლოსაგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ექსპერტიზის ჩატარება.

·        ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის  ან საქმის მომზადების სტადიაზე.

·        სარჩელის [შესაგებლის] წარდგენისას მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.

·        საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე,ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.

·        მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გასადების საფუძველი.

·        სასამართლოს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.

·        ექსპერტიზა არის სასამართლოს მიერ ექსპერტისთვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა,რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე,საქმის სწორედ გადაწყვეტისათვისს მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად.[საზეპირო]

·        ექსპერტიზა ტარდება საპროცესო კანონით დადგენილი წესების დაცვით.

·        ექსპერტიზა წარმოადგენს მეცნიერულ მეთოდს,რომლის დახმარებითაც მოსამართლე,რომელსაც არა აქვს სპეციალური ცოდნა,აანალიზებს საქმის გარემოებებს და კავშირს  ამ გარემოებებს შორის.

·        ექსპერტიზა საქმის გარემოებების  საექსპერტო გამოკვლევის პროცესია.

·        ექსპერტის დასკვნა,როგორც მტკიცებულება ყალიბდება საქმის ცალკეული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის შედეგად.

·        მცოდნე პირს,რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს ზემოაღნიშნულ სფეროებში და რომელმაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა ჩაატაროს ექსპერიზა,სასამართლო ექსპერტი ეწოდება.

·       

·        “სასამართლო მტკიცებულებაა’’ არა ექსპერტიზა,როგორც მტკიცებულებატა გამოკვლევის,ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება[ხერხი],არამედ სასამართლო მტკიცებულებაა ექსპერტიზის საფუძველზე შედგენილი ექსპერტის დასკვნა.

·        ექსპერტის საპროცესო მდგომარეობა შეუთავსებელია სასამართლოს წევრის,პროკურორის,მოწმის,თარჯიმნის,წარმომადგენლის,სასამართლო სხდომის მდივნის მდგომარეობასთან.[ანუ ესენი არ შეიძლება სასამართლომ ექსპერტებად დანიშნოს]

·        აღნიშნული დებულების არსი იმაში მდგომარეობს,რომ ექსპერტის დასკვნა,როგორც მტკიცებულება ,უნდა იყოს ობიექტური.

·        ხაზი უნდა გაესვას ,იმას ,რომ ექსპერტს შეუძლია განმარტება მისცეს[პასუხი გასცეს] მხოლოდ ფაქტის,მაგრამ არა სამართლის საკითხებზე დასმულ კითხვებზე.

·        ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას,რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს დებულება,რომ:“მოსამართლეებმა იციან სამართალი“[jurus cor um legas] და ასევე,სამართლის გარდა,იციან სხვადასხვა სფეროს ელემენტარული საკითხებიც[აქვთ ელემენტარული ცოდნა სხვადასხვა სფეროში],მათ შორის იციან , „საყოველთაოდ ცნობილი’’ ფაქტები,რასთან დაკავშირებიტაც უფლება აქვთ დამოუკიდებლად [თვითონ] ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი.

·        რაც შეეხება სპეციალურ ცოდნას ,რომელშიც სასამართლოს სჭირდება განმარტება,მასში პროცესი გულისხმობს ისეთ ცოდნას,რომელიც სცილდება სამართლებრივი ცოდნის ფარგლებს,ასევე სპეციალური ცოდნა სცილდება საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების[ჭეშმარიტებების] ფარგლებს,რომლებიც  გამომდინარეობენ ადამიანთა გამოცდილებიდან და ეფუძნებიან მას.

·        სამოქალაქო საპროცესო კანონში არ არის მოცემული სპეციალური ცოდნის ცნება.

·        შეიძლება მხოლოდ  დასახელდეს ის სფეროები,რონლბშიც საჭიროა ამ ცოდნის გამოყენება-ესაა მეცნიერება,ხელოვნება,ტექნიკა და ხელოსნობა.

·        ამ საკითხის  გარკვევა აუცილებელია იმდენად,რამდენადაც ექსპერიზის ჩატარება დაფუძნებულია სწორედ სპეციალურ ცოდნაზე,რომელიც აქვს ექსპერტსა თუ ექსპერტებს.

·        აშკარაა,რომ ყველა სპეციალისტი,რომელსაც აქვს შესაბამისი განატლების დამადასტურებელი დიპლომი ან აქვს გარკვეული  სამუშაოს გამოცდილება,როდი შეიზლება დაინიშნოს ექსპერტად.

·        სპეციალური ცოდნის კონკრეტული მოცულობა,რომელიც უნდა ჰქონდეს ექსპერტს,ა)დამოუკიდებელია ცოდნის მოცემული დარგის სირთულის ხარისხზე და ბ)იმ კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ თავისებურებებზე,რომელიც საექსპერტო გამოკვლევის საგანი გახდა.

·        ამიტომ,სპეციალურ ცოდნაში იგულისხმება პროფესიონალური ცოდნის,ჩვევებისა და ოსტატობის ისეთი ერთობლიობა ,რომელიც შეძენილია სპეციალური [თეორიული]განათლების შედეგად ან[და] მუშაობის გამოცდილების[პრაქტიკის] შედეგად,შესააბამება მეცნიერების,ტექნიკის,ხელოვნების ან ხელოსნობის განსაზღვრული სფეროს განვითარების თანამედროვე დონეს და საკმარისია საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად და კომპეტენტური დასკვნის მისაცემად სასამარტლოსტვის საინტერესო საკითხების შესახებ

·        „სპეციალური ცოდნა’’ არ მიეკუთვნება იმ საყოველთაოდ ცნობილ,საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ცოდნას,რომელიც მასობრივადაა გავრცელებული;

·        „სპეციალური ცოდნა’’ ეს ის ცოდნაა ,რომელსაც პროფესიულ დონეზე ფლობს [პროფესიონალურ დონეზე იცის] სპეციალისტების მხოლოდ ვიწრო წრე

·        „ექსპერტიზა’’ არის სპეციალისტის მიერ სასამართლოსთვის გაწეული ერთგვარი -„კონსულტაცია’’

·        თუმცა სასამართლოსთვის „მტკიცებულება’’ მხოლოდ „ექსპერტის დასკვნაა’’

·        სასამართლოსტვის საქმისთვის „მტკიცებულებთი მნიშვნელობა’’ აქვს მხოლოდ საექსპერტო გამოკვლევის შედეგად გამოტანილ „დასკვნებს’[საექსპერტო გამოკვლევის შედეგებს]

·        იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნულია,რომ საექსპერტო დასკვნაში:

 

1)     აისახება პრაქტიკით დადასტურებული მეცნიერული[თეორიული] დებულება

2)     ხდება კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების კონსტატაცია[ანუ  დადგენა]

3)     დადგენილი მეცნიერული კანოზომიერებიდან გამომდინარე ექსპერტს გამოაქვს „დასკვნა’’,მოცემულ კერძო შემტხვევასთან,[ანუ განსახილველ კონკრეტულ სამოქალაქო საქმის მასალებთან ]მიმართებაში.

·        სამოქალაქო პროცესში ექსპერტიზა ტარდება მრავალი საკითხის განსამარტავად,კერძოდ,: ა)ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის,ბ)ადამიანის შრომისუნარიანობის ხარისხის,გ)ფსიქიკური სრლფასოვნების „განსასაზღვრავად’’,დ)საქონლის და პროდუქციის განსასაზღვრავად, ე)შესრულებული სამუშაოს მოცულობის განსასაზღვრავად,ვ)იმის გასარკვევად რამდენად არის შესაძლებელი უძრავი ქონების ნატურით გაყოფა და სხვა

·        სამოქალაქო საქმეთა განხილვისას შეიძლრბა დაინიშნოს სხვადასხვა სახის ექსპერტიზა

·        ექსპერტიზის სახეები თავიანტთი ხასიათით ისეთივე სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანია,როგორც სპეციალური ცოდნის დარგები

·        ექსპერტიზათა სახეების მიახლოებითი ჩამონატვალი ასეთია:

a.      სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა

b.      სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა

c.      სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა

d.     კრიმინალისტიკური  ექსპერტიზა

e.      საქონელმცოდნეობის ექსპერტიზა

f.       ბუღალტრული ექსპერტიზა

g.      სასამართლო სამშენებლო ექსპერტიზა

h.     ფონოსკოპიური ექსპერტიზა

i.       ლიტრატურათმცოდნეობის ექსპერტიზა

j.       ხელოვნებათმცოდნეობის ექსპერტიზა

k.     სამეცნიერო-ტექნიკური -ექსპერტიზა

l.       ხელნაწერის -ექსპერტიზა

m.    გენეტიკური -ექსპერტიზა [ სხვანაირად „გენოდაქტილოსკოპია’’]

n.     და სხვა

·        ხარისხის და სისრულის მიხედვით განასხვავებენ ა) „დამატებით ექსპერტიზას’’ და ბ)“განმეორებით ექსპერტიზას’’

·        „ექსპერტის დასკვნას’’ სასამართლოსტვის არა აქვს სავალდებულო მნიშვნელობა,არამედ მას [ დასკვნას]სასამართლო „აფასებს’’ სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი საერთო წესით

·        „ექსპერტის დასკვნის’’ „შეფასებისას’’განსაკუთრებული ყურადღება სასამართლომ უნდა გაამახვილოს :ა)ექსპერტის კვალიფიკაციის დონეზე,ბ)ექსპერტის ობიექტურობაზე, გ)ექსპერტის დასკვნის შესაბამისობაზე საქმის სხვა გარემოებებთან,ე)ქსპერისტვის გადაცემული მასალების  საკმარისობაზე,ვ)რამდენად ნათელია დასმულ შეკიტხვებზე ექსპერტის პასუხები

·        თუ ექსპერტის დასკვნის შეფასების შემდეგ გაირკვა,რომ ექსპერტის დასკვნა  ა)არ არის სრული,ანბ)იგი გაურკვეველია [ბუნდოვანია],სასამართლოს უფლება აქვს თავისი ინიციატივით დანიშნოს „დამატებითი ექსპერტიზა’’[!] თუ არსებობს სსსკ-ის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პირობები

·        „დამატებითი ექსპერტიზის’’ ჩატარება დაევალება იმავე ექსპერტს ან ექსპერტებს.

·        თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას „დაუსაბუთებლობის’’ მოტივით,აგრეთვე ,თუ სხვადასხვა  ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეტს,სასამართლოს უფლება აქვს უარყოს ექსპერტიზის დასკვნა[!] და თავისი ინიციატივით დანიშნოს „განმეორებითი ექსპერტიზა“ და მისი ჩატარება დაავალოს „სხვა ექსპერტს’’ ან „სახვა ექსპერტებს’’ თუ არსებობს სსსკ-ის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პირობები[იხ. სსსკ-ის 173-ე მუხლი]

·        იმ შემთხვევაში ,როდესაც სასამართლო უაყოფს „ექსპერტის დასკვნას’’ მხედველობაში მისაღებია 172-ე მუხლი,რომელიც მოითხოვს,რომ სასამართლომ უარი ექსპერტის დასკვნის მიღებაზე  დაასაბუთოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

·        ამდენად, „დამატებითი ექსპერტიზა“ ინიშნება იმ საკითხების გადასაწყვეტად ,რომლებიც ადე[მანამდე] არ იყო გადაწყვეტილი ან არასრულად იყო გადაწყვეტილი,

·        ხოლო „განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება-როცა ხელახლა განიხილება ის საკითხები,რომლებზეც მართალია გაცემულია პასუხები,მაგრამ ექსპერტის დასკვნები არსებითად ეჭვს იწვევს

·        დასკვნის განმარტების ან შევსების მიზნით სასამარტლოს უფლება აქვს დაკითხოს ექპერტი.

·        თუ საქმეში არსებობს ,რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი „ექსპერტის დასკვნა’’სასამართლომ შეიძლება დაიბაროს ,როგორც პირველადი ,ისე განმეორებითი ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები.

·        ამასთან,რამდენიმე ექსპერტის დასკვნას შორის წინააღმდეგობის არსებობა,ყოველთვის როდი მოიტხოვს განმეორებით ექსპერტიზას,არამედ სასამარტლოს შეუძლია დაჰკითხოს ექპერტები და ამ გზით მიიღოს საჭირო და აუცილებელი ახსნა-განმარტებანი ,მათი დასკვნების დამატებითი დასაბუთება.

·        განმეორებიტი ექსპერტიზის დანიშვნა მოტივირებულ უნდა იქნეს.

·        სასამართლომ განმეორებიტი ექსპერტიზის დანიშვნის განჩინებაში ა) უნდა მიუთიტთოს,თუ პირველი ექსპერტიზის რომელი დასკვნა იწვევს ეჭვს,ასევე ბ)უნდა მიუთითოს საქმის ის გარემოებები,რომლებიც არ შეესაბამება ექსპერტის დასკვნებს.

·        კანონი იტვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების წესს სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში[166-ე მუხ] ანრასაექსპერტო დაწესებულებაში[ 167-ე მუხ.],

·        სპეციალური საექსპერტო თუ არასაექსპერტო დაწესებულება როდია ექსპერტი[ანუ „ექსპერტიზის სუბიექტი’’].

·        ექსპერტი[ექსპერტიზის სუბიექტი] შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი[ან ფიზიკური პირები „კომპლექსური ექსპერტიზის’’ დანიშვნის დროს იხ. ქვემოთ],მაგრამ არა ორგანიზაციები,რამეთუ მხოლოდ კონკრეტულ პირებს აქვთ სპეციალური ცოდნა და მხოლოდ ისინი შეიძლება იყვნენ სისხლისამარტლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტები[ანუ იკისრონ პირადი პასუხისმგებლობა საექსპერტო დასკვნების სისწორეზე  ყალბი დასკვნის შედგენის შემთხვევაში.

·        საპროცესო თვალსაზრისით „საექსპერტო დაწესებულება’’  მხოლოდ შესაბამის დავალებათა გამნაწილებელია ექსპერტთა შორის,რომლებიც დასკვნას ადგენენ თავიანთი სახელით და პასუხსაც აგებენ ამ დასკვნების ხარისხზე.

·        გარდა საექსპერტო დაწესებულებათა შტატიანი თუ შტატგარეშე თანამშრომლებისა,რომელთაც საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიანდობს ექსპერტიზის ჩატარებას,ექსპერტად შეიძლება იყოს უშუალოდ სასამართლოს მიერ დანიშნული ნებისმიერი სხვა პირი,რომელსაც გააჩნია დასკვნის მისაცემად აუცილებელი ცოდნა.

·        ექსპერტს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს სასამართლო,ან სასამართლოს დავალებით სასამართლო-საექსპერტო სპეციალური  დაწესებულების ხელმძღვანელი,თუ ექსპერტიზას ატარებს ამ დაწესბულების სპეციალისტი.

·        ექსპერტის დასკვნის ობიექტურობა და უტყუარობა,პირველ რიგში,დამოკიდებულია ექსპერტად დასანიშნი პირის სწორად შერჩევაზე.

·        ამიტომ ექსპერტს წაეყენება გარკვეული მოთხოვნები,რაც უზრუნველყოფს,ერთი,ექსპერტიზის მაღაქლ მეცნიერულ დონეზე ჩატარებას და,მეორე მხრივ,დასკვნის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას.

·        ექსპერტად დანიშნული პირი აღჭურვილი უმდა იყოს შესაბამისი სპეციალური ცოდნით[უნდა იყოს კომპეტენტური,მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი,მეცნიერების,ტექნიკის,ხელოვნების კონკრეტულ  სფეროში აღიარებული  ავტორიტეტი.]

·        ექსპერტის დასკვნის ობიექტურობა,მიუკერძოებლობა იმითაა უზრუნველყოფილი,რომ ექსპერტად არ შეიძლება დაინიშნოს ის ვის მიმართაც სახეზეა სსსკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულიაცილების’’  საფუძვლები.

·        შესაბამისად,სსსკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი „აცილებულ ‘’ უნდა იქნეს [იხ. 31-ე და 35-ე მუხლები]

·        ექსპერტი აცილებული იქნება იმ შემთხვევაშიც,როცა გამომჟღავნდება მისი არაკომპეტენტურობა.

·        ექსპერტის დანიშვნისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს,აქვს თუ არა ექსპერტს სპეციალური ცოდნა[განათლება],შესაბამისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი და ზოგიერთი სხვა პირობა,რაც  აუცილებელია ექსპერტიზის ცალკეული სახისთვის.

·        მაგალითად, ნივთიერი მტკიცებულების სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს სასამართლოს ქიმიკოსმა,რომელსაც აქვს უმაღლესი ფარმაცევტული განათლება და სპეციალური მომზადება სასამართლო ქიმიის განხრით.

·        ექსპერტი სამოქალაქო საპროცესო სამართაურთიერთობათა სუბიექტია და კანონით მინიჭებული აქვს ის აუცილებელი საპროცესო უფლებები,რაც საჭიროა მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად

·        ეს უფლება- მოვალეობები უზრუნველყოფენ ექსპერტის მიერ გამოკვლევის სათანადოდ ჩატარებას.

·        ტავისი ბუნებიტ, „ექსპერტის დასკვნა’’ არ შეიძლება  გავუტანაბროტ „მოწმის ჩვენებას’’.

·        მოწმედ პირი ხდება საქმის გარემოებებიდან გამომდინარე[შემტხვევით]

·        „მოწმეს ჩვენებას’’ სასამართლოსთვის  მნიშვნელობა აქვს იმ ინფორმაციის თვალსაზრისით,რომელსაც ის შეიცავს დასადგენი ფაქტების შესახებ და არა რაიმე შეფასების თვალსაზისით.

·        ექსპერტის დასკვნა კი სასამართლოსთვის საჭიროა,პირველ ყოვლისა,როგორც  ის წყარო,რომელიც შეიცავს სპეციალისტის მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების ანალიზს და შეფასებას.

·        ექსპერტიზის ჩატარება,რა თქმა უნდა,დაკავშირებულია „მტკიცებულებათა’’ შეფასებასთან,მაგრამ ექსპერტი არა მხოლოდ ამოწმებს ფაქტებსა და მტკიცებულებებს,არამედ აგრეტთვე აფასებს[ახდენს შეფასებას] კიდეც მათ.

·        მოწმისგან განსხვავებიტ,ექსპერტი,როგორც წესი,აღიქვამს არა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს,არამედმტკიცებულებიტ ფაქტებს.

·        ექსპერტის დასკვნის ფორმირების პროცესს წინ უსწრებს ექსპერტის მიერ აღქმული და გამოკვლეული „მტკიცებულებების’’ [ანუ „ექსპერტიზის ობიექტების’’] ფორმირების პროცესი.

რაც შეეხება ექსპერტის კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს:

·        ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია წარმოებაში მიიღოს სასამართლოს მიერ მისთვის დავალებული[მინდობილი] ექსპერტიზა და ჩაატაროს „წარდგენილი მასალებისა’’ და „დოკუმენტების’’  სრული გამოკვლევა

·        მისცეს დასაბუთებული და ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმული საკითხების შესახებ და გადაუგზავნოს ეს დასკვნა ექსპერტიზის დამნიშნავ სასამართლოს

·        გამოცხადდეს როცა დაიბარებს მას სასამარტლო ,რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე და უპასუხოს ჩატარებულ გამოკვლევასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას.

·        ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს: ა)გაეცნოს საქმის მასალებს,ბ)მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და დაუსვას მხარეებს და მოწმეებს შეკიტხვები,გ)მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში,აგრეტვე დ)სტხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა გამოსაკვლევად

·        ყურადღება: ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოები უშვებენ შეცდომებს და ექსპერტებს ავალებენ „მტკიცებულებების“ შეგროვებას

·        ექსპერტს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი შრომის გასამრჯელო და საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლით გატვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებაც.[იხ.სსსკ-ის 45 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწ.]

 

·        176-ე მუხლში აღნიშნულია რომ :“ ექსპერტის გასამრჯელო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’

·        თუ ექსპერტის აზრით, სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია წინასწარ  აცნობოს ამის შესახებ სასამართლოს.

·        თუ ექსპერტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, თავს აარიდებს დასკვნის მიცემას ან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.[სსსკ-ის 168-ე მუხ. მე-2 ნაწ]

·        ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ ა)მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან ბ)თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.

·         ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს.[სსსკ-ის 168-ე მუხ. მე-3ნაწ]

·        თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევსაქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე.[სსსკ-ის 168-ე მუხ. მე-4 ნაწ]

·        ექსპერტს უფლება აქვს იშუამდგომლოს ,რათა სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარებაში ჩარტოს „სხვა ექსპერტებიც’’.

·       ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ,“ადამიანის უფლებატა და ძირითად თავისუფლებათა დაცვით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის არსიდან გამომდინარე „სასამართლო განხილვის გონივრული ვადის დაცვის შესახებ’’ საკითხის განხილვისას არაერთხელ აღნიშნა,რომ „ექსპერტიზის ჩატარების გამო სასამართლო განხილვის გაჭიანურებისათვის ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება“,ვინაიდან:

 

a.      შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების ვალდებულებაა უზრუნველყონ ის,რომ ექსპერტებს გადაეცეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.

 

b.     შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების ვალდებულებაა  ექპერტიზის ჩატარების ვადების დაცვაზე’’ კონტროლის განხორციელება.

·       ევროპის სასამართლო „სასამართლო განხილვის’’ უსაფუძვლო გაჭიანურებად მიიჩნევს :

ა)ექსპერტიზის არადროულ დანიშვნას,ბ)საექსპერტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების არადროულად შერჩევას,გ)ექსპერტიზის ჩატარების ზედმეტად გაჭიანურებას,დ)ექსპერტიზის ჩატარების მკაცრად დადგენილი ვადებისა და ე)ექსპერტიზის ჩატარებაზე შესაბამისი სასამართლო კონტროლის არარსებობას,ვ)შედარებითი გამოკვლევის ჩასატარებლად ექსპერტებისთვის საჭირო მასალებისა და დოკუმენტების არადროულად წარდგენას და სხვა.

·       ევროპის სასამართლო მიიჩნევს,რომ დასახელებული გარემოებების არსებობისას ირღვევა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისასამართლო გახილვის მეტისმეტად გაჭიანურების’’ გამო.

·       სასამარტლო სხდომის შესავალ ნაწილში სასამართლო განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეონებს.

·       ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით .

·       ამასთან, სასამართლოს უფლება აქვს საქმის განხილვის დროს ექსპერტს მისცეს წიმადადება,რომ მან „ზეპირი განმარტების’’ სახით  გამოთქვას აზრი „ექსპერტიზის დასკვნის’’ შესახებ.

·       „ზეპირი განმარტება’’ შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში,  შემდეგ წაუკითხეავენ ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.

·       ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს:ა) წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, ბ)გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და გ)დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე[სსსკ-ის 170-ე მუხ]

·       სხდომაზე არგამოცხადებული ექპერტის დასკვნას სასამართლო სხდომაზე აქვეყნებს[კითხულობს] მოსამართლე.

·       მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას.

·       მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე.

·       მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.

·       თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი.

·        სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე.

·       მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში[სსსკ-ის 171-ე მუხ]

„ექსპერტის დასკვნის’’ - სტრუქტურა

·       ექსპერტის დასკვნა სტრუქტურულად სამი ნაწილისგან შედგება:

1.     შესავალი

2.     კვლევითი ნაწილი

3.     დასკვნიტი ნაწილი

·        „შესავალ’’ ნაწილში მიეთითება : ექსპერტიზის დასახელება,მისი ნომერი,განმეორებითია ,დამატებითია ,თუ კომპლექსურია  ეს ექსპერტიზა,ექსპერტტიზის დამნიშნავი ორგანოს დასახელება,ცნობები ექსპერტი შესახებ,ექსპერტიზაზე მასალის შემოსვლის თარიღი ,ექსპერტიზის ჩატარების სამარტლებრივი საფუძველი,ექსპერტიზაზე შემოსული მასალის დასახელება[ანუ კონკრეტული მონაცემები გამოსაკვლევი ობიექტის შესახებ] და ექსპერტის მიერ გადასაწყვეტად დასმული საკითხები

·        „კვლევით’’ ნაწილში ,აღიწერება გამოკვლევის პროცესი და მისი შედეგები.ამ ნაწილში მოცემულია დადგენილი ფაქტების მეცნიერული ახსნა-განმარტება,ის მეცნიერული დებულება,რომლიდანაც გამოდიოდა ექსპერტი დასკვნის შედგენის დროს,დაწვრილებით აღიწერება ექსპერტის მიერ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის დროს გამოყენებული მეთოდები და ტექნიკური ხერხები

 

·        „დასკვნით ‘’ ნაწილში ექსპერტი აყალიბებს თავის დასკვნებს,სასამართლოს მიერ დასმულ საკითხებზე[შეკითხვებზე] პასუხებს

·        ექსპერტის დასკვნის შინაარსი უნდა ასახავდეს საექსპერტო გამოკვლევის მთელ მსვლელობას,კერძოდ, ა)საექსპერტო დათვალიერებას[გასინჯვას],ბ)შედარებით გამოკვლევას,გ)ექსპერიმენტს, დ)ექსპერტიზის შედეგების შეფასებასა და ვ) დასკვნებს.

·        ექსპერტის დასკვნას წაეყენება სამი ძირიტადი მოთხოვნა, კერძოდ:

1)     კვალიფიციურობა[ექსპერტის დასკვნები უნდა ემყარებოდრს შესაბამის სპეციალურ ცოდნას]

2)     გარკვეულობა,ანუ გკონკრეტულობა [დასკვნები უნდა იყოს კატეგორიული,ანუ დაუშვებელი უნდა იყოს ექსპერტის დასკვნის სხვასხვაგვარი გაგება[განმარტება]

3)     მისაწვდომობა [დასკვნა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსამართლისა და საქმის მონაწილეთატვის,აგრეთვე სასამართლოში მყოფი იმ პირებისთვის ,რომელთაც სპეციალური განათლება არა აქვთ]

·        ექსპერტის დასკვნის შემდეგ სახეებს განასხვავებენ:

1)     კატეგორიული[დადებითი ან უარყოფითი დასკვნა]

2)     სავარაუდო[საალბათო ] დასკვნა

3)     დასკვნა რომელიც ითვალისწინებს როგორც მხარეების ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებებს

·        რაც შეეხება ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების შეგროვებას,ამ მასალებს სასამარტლოს წარუდგენენ მხარეები.

·        ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების წრეს[ნუსხას] განსაზღვრავს სასამარტლო,რომელსაც შეუძლია ამ დროს გაითვალისწინოს მხრეების  და ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები.

·        თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მისაღებად საჭიროა მოწმის დაკიტხვა,სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს იგი და დაკითხოს ექპერტის მონაწილეობით.

·        მხარეებს ეცნობებათ  მოწმის დაბარების შესახებ  შესახებ ,მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას

·        „ექსპერტის თანდასწრებით“ დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკიტხვისგან.

·        მოწმის დაკითხვის თაობაზე დგება ოქმი,რომელიც დაერთვის საქმეს.

·        თუ მხარე არასაპატიო მიზეზიტ არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას,მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად

·        თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ხელისშემშლელ  ქმედებასმხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ,რატა ამ პირს სასამარტლოს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითების შესრულება [სსსკ-ის 169-ე მუხლი]

·       

·        ექსპერტიზის დანიშვნის  სასამართლო განჩინებაში აღინიშნება ექსპერტიზის საგანი,რომელზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნა,მასალები,რომელიც წარედგინება ექსპერტს გამოსაკვლევად,აგრეთვე მითითებული უნდა იქნეს ექსპერტი და საექსპერტო დაწესებულება[სსსკ-ის 163-ე მუხლი]

·        როცა ეს აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს

·        რა იგულისხმება ექსპერტიზის საგანში?

·        ექსპერტიზის საგანში იგულისხმებსასამართლოს მიერ ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასმული საკიტხები,რომლებზეც საჭიროა დასკვნა

·        მხარეებს უფლება აქვთ წარუდგინონ სასამართლოს კითხვები,რომელთა დასმაც მათ სურთ ექსპეტის წინაშე,და რომლებიც მათი აზრით,უნდა განმარტოს ექსპერტმა,მაგრამ საბოლოოდ ექსპერტიზის საგანს[ანუ იმ საკითხთა წრეს,რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა] ექსპერტიზის დანიშვნის განჩინებაში განსაზღვრავს სასამართლო.

·        ექსპერტის წინაშე  გადასაწყვეტად შეიძლება დაისვას მხოლოდფაქტობრივი ხასიატის“ საკითხები, ანუ რომლებიც შეეხება ფაქტების არსებობას ან არარსებობას,ამ გარემოებების[ფაქტების] წარმოშობის მიზეზებს, ფაქტებს შორის კავშირის არსებობას ან არარსებობას და ა.შ.

·        დაუშვებელია ექსპერტის წინაშე „იურიდიული საკიტხების’’ დასმა[ვთქვათ, „ბრალეულია თუ არა მოპასუხე მომხდარ უბედურ შემტხვევაში ?’’,ან „ინ უნდა აგოს პასუხი?’’ ,ან „ვინ უნდა იკისროს მატერიალურ ფასეულობატა დანაკლისისტვის პასუხისმგებლობა ?’’  და სხვა],ვინაიდან ამ სამართლებრივ [იურიდიულ] საკიტხებს განიხილავს და წყვეტს მხოლოდ მოსამართლე.

·        სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ,ექსპერტის მიერ გადასაწყვეტი საკითხი[საკიტხები] ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და არ უნდა შეეხებოდეს საქმის გარემოებების სამართლებრივ შეფასებას

·        მაგ. არასწორი იქნება საკიტხის ასეთნაირად დასმა: „არის თუ არა კონკრეტული პირი ქმედუუნარო ? ‘’

„ქმედუნარიანობის’’ საკიტხი იურიდიული საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა,ხოლო ექსპერტის წინაშე საკითხი შემდეგნაირად  უნდა დაისვას: „შეუძლია თუ არა კონკრეტულ პირს გაიგოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და უხელმძღვანელოს მას?’’

·        ექსპერტის წინაშე არ შეიძლება დაისვას საკიტხები,რომლებიც არ მიეკუთვნება მის სპეციალობას[!]

·        ექსპერტისთვის წაყენებული ყველა საკიტხი ჩამოყალიბებული უნდა იმეს მკაფიოდ [ნატლად] და გარკვევით.

·        „ექსპერტიზის საგანი’’ არ უნდა ავურიოთ “საექსპერტო გამოკვლევის ობიექტში’’

 

·        „ექსპერტიზის საგანი’’  არის- ის საკიტხები,რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა

 

 

·        „საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი’’ კი არის:  ა)ნივთი[რომელზეც კვალია დარჩენილი], ბ)რაიმე საგანი, გ)დოკუმენტი,დ)კონკრეტული პირის ჯანმრტელობის მდგომარეობა-რომელიც უნდა გამოიკვლიოს ექსპერტმა.

·        მაგ. საკითხი იმის თაობაზე,თუ ვინ მოაწერა ხელი სავალო ხელწერილს,დოკუმენტს[მოპასუხემ,თუ სხვა ვინმემ],არის „კრიმიმალისტიკური ექსპერტიზის’’ საგანი

·        „საეექპერტო გამოკვლევის ობიექტი’’ კი იქნება ხელწერილი,წერილები,  პიროვნების ხელმოწერის ნიმუში,სხვა მასალები ,რომელტა შესწავლაც აუცილებელია უტყარი დასკვნის გამოსატანად.

·        ექსპერტისთვის წარდგენილი მასალების სისრულე,მისი დასკვნის უტყუარობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

·        ამიტომ,როცა ექსპერტის აზრით მასალები არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეტებლად,მას უფლება აქვს სასამარტლოს სთხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა,ხოლო თუ ეს შეუძლებელია,მაშინ უარი თქვას დასკვნის მიცემაზე.

ხხხხხხ

·        სამოქალაქო პროცესში სასამართლომ შეიძლება დანიშნოს ე.წ.  „კომპლექსური ექსპერტიზა’’,

·        „კომპლექსური ექსპერტიზა’’ ინიშნება,როცა გამოსაკვლევი საკითხი[საქმის გარემოებათა დადგენა] განეკუთვნება „სპეციალური ცოდნის’’ რამოდენიმე სფეროს

·        ანუ „კომპლექსური ექსპერტიზა’’ ინიშნება,როცა საქმის  „გარემოებათა დადგენა’’ მოითხოვს ისეთი კვლევის ჩატარებას,რომლის დროსაც საჭიროა ერთბაშად „ცოდნის სხვადასხვა სფეროს“ ექსპერტთა გამოყენება ან „ცოდნის ერთი სფეროს“   სხვადახვა მიმართულების  ექსპერტთა გამოყენება .

·        ამრიგად, როცა საჭიროა „კომპლექსური  ექსპერტიზა’’,მაშინ ინიშნება სწორედ  რამდენიმე „სხვადასხვა სფეროს“ ექსპერტი   .

·         „კომპლექსური ექსპერტიზის ‘’ ექსპერტებს  [რამოდენიმე ადამიანს]უფლება აქვთ ერთმანეთთან ითათბირონ. თუ ექსპერტები დაადგებიან საერთო აზრს, ყველანი ხელს აწერენ ერთ დასკვნას.

·        ექსპერტი, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ ექსპერტებს, ადგენს ცალკე დასკვნას იმ საკითხის [ან საკიტხების] შესახებ  ,რომელზეც სხვა ექსპერტების დასკვნას  არ ეთანხმება[ სსსკ-ის 164-ე მუხლი]

·        „კომპლექსური ექსპერტიზის“ გარდა  სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს „კომისიური ექსპერტიზა’’ ,რომელიც ინიშნება „ცოდნის ერთი და იგივე  სფეროს’’ წარმომადგენელი ორი ან მეტი ექსპერტის მიერ საქმის გარემოებათა დასადგენად[ ამ დროსაც ,ასევე  გამოიყენება სსსკ-ის 164-ე მუხლი]

    მუხლი 164. რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა

 

რამდენიმე ექსპერტის დანიშვნისას მათ უფლება აქვთ ერთმანეთთან ითათბირონ. თუ ექსპერტები დაადგებიან საერთო აზრს, ყველანი ხელს აწერენ ერთ დასკვნას. ექსპერტი, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ ექსპერტებს, ადგენს ცალკე დასკვნას.

 

·        ექსპერტიზის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს სასასამართლო [სსსკ-ის 165-ე მუხლი]

·        ამ ნორმიდან გამომდინარე,გამოკვლევის ხასიატის მიხედვიტ ან იმის გამო,რომ გამოკვლევის საგნის წარდგენა სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია,ექსპერტიზა შეიძლება ჩატარდეს ან უშუალოდ სასამართლოში ან სასამართლოს გარეთ.

·        ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს : ა) წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, ბ)გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და გ)დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე.[სსსკ-ის 170-ე მუხლი]

·       

·        თუ ექსპერტიზა დანიშნა სასმართლომ  თავისი ინიციატივით ,მთავარ სხდომაზე  საქმის განხილვის სტადიაზე  სასამართლოს უფლება აქვს 280-ე მუხლის „ე’’ პუნქტის საფუძველზე შეაჩეროს საქმე საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად.[ანუ ექპერტის დასკვნის მიღებამდე]

·        ნებისმიერ სტადიაზე სასამარტლო ვალდებულია დაიცვას მხრეტა უფლებები

·        ექსპერტიზასთან დაკავშირებით მხარეებს უფლება აქვტ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ კონკრეტულ პირებტან დაკავშირებით,რომელთაც,მატთი აზრით,შეიძლება დაევალოს [მიენდოს] ექსპერტიზის ჩატარება,ე.ი.  მხარეებს უფლება აქვტ შესთავაზონ სასამარტლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები, ანუ რეკომენდაცია გაუწიონ ექსპერტად კონკრეტულ პირს

·        სასამართლო კი ექსპერთტა შერჩევის დროს უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეტა მოსაზრებები

·        საბოლოოდ იმ საკიტხის გადაწყვეტა თუ ვინ შეირჩეს ექსპერტად,ვის[რომელ ექსპერტს თუ საექსპერტო დაწესებულებას] მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება,სასამარტლოს[მოსამარტლის] კომპეტენციაა.

·        მხარეები კი სარგებლობენ ექსპერტის აცილების უფლებით

·        სასამარტლო ნიშნავს ექსპერტს მხარეტა მიერ რეკომენდირებული სპეციალისტებიდან ანდა მისთვის[სასამართლოსტვის]  ცნობილი სპეციალისტებიდან

·        თუ ექსპერტიზის ჩატარება მიენდობა სპეციალურ სასამარტლო-საექპერტო დაწესებულებას,კონკრეტულ ექსპერტს ნიშნავს ამ დაწესებულების ხელმძღვანელი.

·        საპროცესო -სამარტლებრივი ურთიერთობები წარმოიშობა სასამართლოსა და იმ კონკრეტულ პირს შორის,რომელსაც დაევალა[მიენდო] საექპერტო გამოკვლევის ჩატარება,მაგრამ არა სასამარტლოსა და საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს შორის.

·        სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სპეციალისტების მიერ გამოკვლევების ჩატარება სასამართლოს დავალებით უნდა განვიხილოტ როგორც სასამარტლო ექსპერტიზა.

ექსპერტის დასკვნის გამოკვლევა

·        „ექსპერტის დასკვნის გამოკვლევა’’ თავისი არსით არის ის საპროცესო მოქმედებები,რომელთა მიზანია სასამართლოს მიერ ექსპერტის დასკვნიდან ფაქტების შესახებ ცნობების მიღება და ამ ცნობების დაყვანა პროცესის სხვა მონაწილეებამდე,რათა მათ აღიქვან ექსპერტის დასკვნაში ასახული ცნობები.

·        სასამართლო[მოსამარტლე] ვალდებულია პირადად[უშუალოდ] აღიქვას ექსპერტის წერილობითი დასკვნა,რათა სწორი შეფასება მისცეს მას გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

·        სასამართლოს და საქმის მონაწილეთა მიერ ექსპერტის დასკვნის პირადად და უშუალოდ აღქმის საშუალებაა ექსპერტის დასკვნის გამოქვეყნება სასამარტლო სხდომაზე[171-ე მუხლი]

·        ექსპერტის დასკვნის გამოკვლევის დროს სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს,დაცულია თუ არა მხარეტა უფლებები ექსპერტიზის დანიშვნის დროს

·        კერძოდ მიეცათ თუ არა მმხარეებს ექსპერტისთვის  შეკითხვების დასმის შესაძლებლობა

·        იცნობდნენ ტთუ არა ისინი  ექსპერტის დასკვნას სასამართლო სხდომამდე,როცა ექსპერტიზა დაინიშნა საქმის მომზასების სტადიაზე.

·        ექსპერტის დასკვნის გამოკვლევის  საპროცესო წესის მიზანია „ამ მტკიცებულების’’[ექსპერტის დასკვნა-ერთ-ერთი მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში]  დეტალურად შესწავლა

·        ექსპერტის დასკვნის  სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნების შემდეგ,მისი „შევსებისა და განმარტების მიზნით’’ ,ექსპერტს შეიძლება შეკითხვები დაუსვას საქმის ყველა მონაწილემ

·        ექსპერტის დასკვნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სპეციალურად ჩატარებული გამოკვლევის შედეგია

·        ამ ექსპერტის დასკვნაში ასახული ფაქტების ნამდვილობის[უტყუარობის] გარანტიები საკმაოდ მაღალია[დიდია]

·       

·        თუმცა ეს გარემოება იმის საფუძველს როდი გვაძლევს ექსპერტის დასკვნა რაღაც  „განსაკუტრებულ’ მტკიცებულებად’’ [ანუ სხვა მტკიცებულებებზე  უტყუარ  მტკიცებულებად] მივიჩნიოთ,რომელიც უპირობოდ უმდა გაიზიაროს სასამართლომ და რომელსაც უპირატესობა უნდა მიანიჭოს სხვა მტკიცებულებათა მიმარტ.

·        კანონი,უკრძალავს მოსამართლეს იქონიოს ამგვარი აღმატებული შეხედულება „ექსპერტის დასკვნაზე’’[ამ დასკვნის შეფასების დროს]

·        კანონში ხაზგასმულია,რომ ექსპერტის დასკვმა სასამართლოსტვის არ არის სავალდებულო[!]

 

მაგალითი. „საზიარო უფლების გაუქმების საქმეზე’’ ექსპერტმა დადებითი დასკვნა გამოიტანა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობის შესახებ.

ექსპერტის დასკვნაში მოცემული იყო,თუ როგორ შეიძლებოდა გაყოფილიყო საზიარო მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული ცხრა სხვადასხვა ნაგებობა.

 

ეს დასკვნა ექსპერტმა შეადგინა ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე,ე.ი. გაყო როგორც დაკანონებული,ისე დაუკანონებელი შენობა-ნაგებობები.

 

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით კი სადავო მიწის ნაკვეტზე რეგისტრირებული იყომხოლოდ 5 შენობა-ნაგებობა.

 

შესაბამისადამ მაგალითში  ,საჯარო რეესტრის ამონაწერის გაუტვალისწინებლად,მარტოოდენ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით შეუზლებელია სადავო საკითხზე სწორი გადაწყვეტილებუის მიღებ.

·        ამასთან,თროცა სასამარტლო არ ეტანხმება ექსპერტის დასკვნას,მაშინ ეს უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში

·        ამრიგად,სასამარტლომ მხედველობაში უნდა იქონიოს,რომ ექსპერტის დასკვნა,ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მტკიცებულება არ არის განსაკუტრებული მტკიცებულება და უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში[სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით].

·        სასამართლოს მიერ „ექსპერტის დასკვნის შეფასება’’ უნდა აისახოს სასამარტლოს გადაწყვეტილებაში.

·        „ექსპერტის დასკვნის შეფასების’’ დროს სასამართლომ უნდა მიუთითოს ,რას ეფუძნება ექსპერტის დასკვნები,გაითვალისწინა თუ არა ექსპერტმა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყველა მასალა და შესაბამისად გაანალიზა თუ არა ექსპერტმა ეს მასალები;შეამოწმოს გამოიყენა თუ არა ექსპერტმა კვლევის უახლესი მეთოდები და ჰქონდა თუ არა მას დასკვნის გამოსატანად აუცილებელი მასალები.

·        დასკვნის შეფასების შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს მიიჩნიოს,რომ:

 

1)     დასკვნა სრულია და დასაბუთებული და შესაბამისად იგი საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას

2)    დასკვნა არასრული ან გაურკვეველია და განჩინების საფუძველზე დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა

3)     დასკვნა დაუსაბუთებელია,საეჭვოა მისი სისწორე და დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა.

·        სასამართლოს  ასევე უფლება აქვს არ დაეთანხმოს ექსპერტის დასკვნებს ,არ დანიშნოს „განმეორებითი ექსპერტიზა“ და საქმე გადაწყვიტოს სხვა მტკუცებულებათა საფუძველზე.

·        კანონი ითვალისწინებს ფიცის დადებას ექსპერტის მიერ [175-ე მუხლი]

·        ექსპერტი ვალდებულია ექსპერტიზისტვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზის დასრულებისტანავე ან  მაშინვე როგრც კი  სასანმართლო ამას მოითხოვს ,ან თუ არ ტარდება ექსპერტიზა.

 

·        კანონით გათვალისწინებულ რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა[!]

·        მაგალითად,როცა უდავო წარმოების წესით იხილება საქმე „ფსიქიკური აშლილობის გამო პირის ქმედუუნაროდ ცნობის’’ შესახებ,სასამარტლო ვალდებულია დანიშნოს ექსპერტიზა,პირის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით

·        ეს სავალდებულოა მაშინაც,როცა უნდა გადაწყდეს გამოჯანმრტთელებული ასეთი ნამკურნალევი  პრის ქმედუნარიანობის საკითხი.

·        ასეთ შემთხვევებში ექსპერტის საქმეა განმარტოს,შეუძლია თუ არა პირს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,ხოლო ექსპერტის ამ დასკვნის საფუძველზე სასამარტლო თავად გადაწყვეტს „ირიდიულ საკიტთხს’’  ამ პირის ქმედუნარიანობა-ქმედუუნარობის თაობაზე

 

 

„სპეციალისტი’’

 

·        „სასამართლო მტკიცების’’  „სუბიექტია’’-„ სპეციალისტიც’’

·        „სპეციალისტის’’ მონაწილეობა სამოქალაქო პროცესში გატვალისწინებულია კანონით[სსსკ-ის 204-ე,214-ე,123-ე , 124-ე   და სხვა მიხლებით]

 

   მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა

 

1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და . .) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.

 

·        „სპეციალისტი’’თავისი სტატუსით განსხვავდება .როგორც „ექსპერტის’’ ,ისე  „მცოდნე მოწმისგან’’

·        „სპეციალისტი’’ „სპეციალური ცოდნის’’ და „პროფესიული უნარ-ჩვევების’’ დახმარებით გამოავლენს და აფიქსირებს იმ ინფორმაციას,რომელთაც შეიცავს მის მიერ გამოსაკვლევი „ობიექტი’’,აგეთვე, გამოთქვამს შეფასებით მოსაზრებებს საქმის განხილვის დროს წამოჭრილ საკიტხებზე,მაგ. ქონების შეფასების ან დაზიანებული ნივთის რემონტის ღირებულების შესახებ.

·        „სპეციალისტი’’  ვერ შეძლებს კომპეტენტური დასკვნის გამოტანას შესაბამისი ობიექტის დატვალიერების გარეშე,აგრეტვე თუ მას არ გააჩნია შესაბამისი სპეციალური ცოდნა.

·        საპროცესო ლიტერატურაში სწორადაა ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე,რომ სამოქალაქო პროცესში სპეციალისტის მონაწილეობის ინსტიტუტის არსებობა განპირობებულია[ნაკარნახევია] საპროცესო ეკონომიის პრინციპის მოქმედებით.

·        სპეციალისტის მიერ სასამართლოსთვის გაწეული სამეცნიერო-ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება „ოპერატიული’’[სწრაფი] ხასიატისაა და ხელს უწყობს სასამართლოსა და საქმის მონაწილეტა საპროცესო საშუალებებისა და ძალების ეკონომიას[ზოგავს მათ],რაც საბოლოო ჯამში,რეალურად ამცირებს სასამართლოს წარმოებაში საქმის ყოფნის ვადებს.

·        სპეციალური ცოდნისა და ჩვევების გამოყენებით სპეციალისტი ეხმარება სასამართლოს იმ ნიშან-თვისებების გამოვლენაში,რომელებიც გააჩნიატ გამოსაკვლევ[ყურადღება] „ნივთიერ მტკიცებულებებს’’,და რომლებსაც ,შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

·        რაც შეეხებასაქმის განხილვაში „სპეციალისტის’’ მონაწილეობის საპროცესო ფორმებს[ანუ სასამართლოსტვის სამეცნიერო-ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის ფორმებს,მათ მიეკუთვნება:

 

1)     „მტკიცებულებათა’’ გამოკვლევაში მონაწილეობა სასამარტლო სხდომაზე,აგრეტვე „ადგილზე დატვალიერების’’ დროს

2)     სასამართლოსთვის საკონსულტაციო ხასიატის წერილობიტი და ზეპირი დასკვნების წარდგენა. მაგ   დასკვნა „ნივტის ღირებულების’’ შესახებ,ან „ნივტის სამომხმარებლო თვისებების’’ შესახებ ,ან „ნივთის ტექნიკური თავისებურებების’’ შესახებ ,ან „დაზიანებული ნივთის რემონტის ღირებულების ‘’ შესასახებ და ა.შ.

3)     სასამართლოსთვის  სამეცნიერო- საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენა მაგ ა)ექსპერტიზის დანიშვნის დროს,ან  ბ)  მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადების პროცესში „ექსპერტის დასკვნის’’ შესწავლის დროს

4)     „წერილობითი დასკვნის’’ წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.

შენიშვნა:

·        „სპეციალისტის ‘’ მიერ „წერილობითი დასკვნის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში’’ ,განიხილება როგორც „დამატებითი[ახალი] მტკიცებულების’’  წარდგენა

·        ამასტან,სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს „სპეციალისტის’’ დასკვნა და ცალმხრივად არ უნდა მიუდგეს საქმის გარემოებათა გამოკვლევას,არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამგვარ დასკვნას“ სხვა მტკიცებულებებთან ‘’ შედარებით

·        „სპეციალისტის დასკვნა’’ ეფუძნება 2 კომპონენტის განუყოფელ ურთიერთკავშირს.

·        ესენია: ა) „გამოსაკვლევი მტკიცებულება’’ ან  მატერიალური სამყაროს რაიმე  „სხვა ობიექტი’’  და ბ)“სპეციალისტი’’,რომელიც აღჭურვილია სათანადო ცოდნით მეცნიერების,ტექნიკის,ხელოვნებისა და ხელოსნობის შესაბამის სფეროში.[ასეთი ცოდნის წყალობით სპეციალისტი მის მიერ დათვალერებული ობიექტებიდან იღებს სასამარტლოსტვის საინტერესო ინფორმაციას,აგრეტვე იძლევა შესაბამის შეფასებებს[მაგ. ქონების ღირებულების შესახებ ,ან რემონტის ღირებულების შესახებ და სხვა]

·        აქედან გამომდინარე,შეიძლება დავასკვნათ,რომ სასამართლოს უნდა აინტერესებდეს არა ზოგადად  პროფესიონალური ინფორმაცია,რომელიც გააჩნია „სპეციალისტს’’,არამედ მხოლოდ კონკრეტული ობიექტების „დათვალერების’’ შედეგად მოცემული „სპეციალისტის დასკვნა’’

·        ამრიგად,“ექსპერტისა’’ და „სპეციალისტის’’ საქმიანობა სამოქალაქო სამართალწარმოებაში ხასიათდება როგორც  მსგავსი,ისე  განმასხვავებელი ნიშნებით

·        „ექსპერტად’’ ან „სპეციალისტად’’ ხდება იმ პირის ჩაბმა პროცესში,რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს მეცნიერების,ხრლოვნების,ტექნიკის და ხელოსნობის სფეროში და ამასთან,არ არის  საქმის შედეგით იურიდიულად დაინტერესებული

·        სსსკ 204- ე მუხლის მე-2 ნაწილის  თანახმად :“ სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს „შესაბამისი დაწესებულებიდან’’. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.’’

·        „ექსპერტიც ‘’ და „სპეციალისტიც’’ სამოქალაქო საპროცესო სამართალურთიერთობათა სუბიექტები არიან[ანუ  აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლება -მოვალეობები].ისინი „ეხმარებიან’’ მოსამართლეს მარტლმსაჯულების განხორციელებაში.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები