მხარეთა და მესამე პირთა "ახსნა-განმარტება''.
·
სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებებიტ სასამარტლო ადგენს „ფაქტობრივ გარემოებებს’’
·
ყველა სახის მტკიცებულების მიმართ გამოიყენება მტკიცებულებატა შეგროვების,გამოკვლევი
და შეფასების საერთო წესები.
·
მაგრამ თითოეული სახის მტკიცებულებას „თავისი’’ გარკვეული სპეციფიკაც გააჩნია;
·
ეს გარემოება მოიტხოვს თითოეული სახის მტკიცებულების „ცალკე’ გამოკვლევას
„მხარეთა“ [ან „მე-3 პირთა“ , ან „უდავო წარმოების საქმის
მონაწილეთა“] „ახსნა-განმარტება’’
·
„მხარის’’ უფლება მისცეს სასამართლოს
„ახსნა- განმარტება’’ ,გარანტირებული და დაცულია კანონით
·
მაგ. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თუ სასამართლომ განიხილა საქმის მონაწილე პირის დაუსწრებლად,რომელიც
არ იყო პროცესზე მოწვეული კანონით დადგენილი წესით.
ხ
·
მხარეს[ან მე-3 პირს,ან უდავო წარმოების
საქმის მონაწილეს] სამოქალაქო სასამართლო არ აფრთხილებს
„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ’’ „ახსნა-განმარტებაზე’’ უარის თქმის
ან ცრუ[ყალბი] ახსნა-განმარტების მიცემისთვის.
·
ეს იმიტომ ,რომ „ახსნა -განმარტების
‘’ თავისებურება სამოქალაქო პროცესში იმაში მდგომარეობს,რომ „ახსნა განმარტებას’’ სასამართლოს აძლევს „საქმის შედეგით იურიდიულად დაინტერესებული პირი“.[ანუ ახსნა-განმარტების
მიცემა პირის ინტერესია]
·
„საქმის შედეგით იურიდიულად დაინტერესებული
პირი“.[ანუ მხარე, ან მე-3 პირი , ან უდავო წარმოების საქმის მონაწილე] თავისთვის ხელსაყრელი კუთხით აძლევს „ახსნა-განმარტებას’’
სასამართლოს[ანუ თავისთვის სასარგებლო ასპექტით
განმარტავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს]
·
შესაბამისად, სასამარტლომ აღნიშნული
პირების მიერ მიწოდებული ცნობების „უტყუარობის’’ შემოწმების დროს,მხედველობაში უნდა
მიიღოს „საქმის შედეგით’’ ამ პირთა დაინტერესების ხასიათი
·
სწორედ ამიტომ, საპროცესო კანონი სასამართლოს ავალდებულებს
გაიტვალისწინოს „ახსნა-განმარტების’’ მიმცემი პირის დაინტერესება საქმის განხილვის
შედეგით
·
და მხარის[ ან მე-3 პირს,ან უდავო
წარმოების საქმის მონაწილის] „ახსნა-განმარტება“
აუცილებლად შეამოწმოს[!][გადაამოწმოს] საქმეზე შეკრებილ „სხვა მტკიცებულებებით’’
ხ
·
„ახსნა განმარტების’’ მიცემა სასამარტლოსთვის საქმის
მონაწილე პირის[ მხარის, ან მე-3 პირს,ან უდავო წარმოების საქმის მონაწილის] უფლებაა და არა ვალდებულება
·
სწორედ ამიტომ,არ აწესებს კანონმდებლობა სანქციას „ახსნა-განმარტების’’
მიცემაზე უარის თმის გამო ან ცრუ „ახსნა -განმარტების’’ მიცემისთვის[!] [დაიმახსოვრე ]
·
ახსნა განმარტების იძულება სანქციების
მუქარით დააარღვევდა შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპებს
ხ
·
სსსკ-ის 102-ე მუხლი
„ახსნა განმარტებას’’ ცალკე მტკიცებულებად აღიარებს მიუხედავად იმისა თუ რას შეეეხება „ახსნა განმარტება’’
ა) „ფაქტის აღიარებას’’ ბ) „ფაქტის უარყოფას’’ თუ გ) „სხვა ცნობებს’’ „ფაქტის’’ შესახებ.
ხ
·
სასამართლო ისმენს საქმის მონაწილე პირის[ მხარის, ან მე-3 პირს,ან
უდავო წარმოების საქმის მონაწილის] „ახსნა-განმარტებებს’’ მოსამართლის მიერ „საქმის მოხსენების“ შემდეგ[!]
·
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე „ფაქტობრივ გარემოებათა’’[ფაქტების] დადგენა
სწორედ საქმის მონაწილეთა „ახსნა-განმარტებებით’’ იწყება[იხ.სსსკ-ის 127-ე მუხლი]
ხ
·
სსსკ-ის 129-ე მუხლის
თანახმად,ახსნა-განმარტების
მიღება არ შეიძლება[!]:
1)
სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა
შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
2)
თანამდებობის
პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების
დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი
საიდუმლოების დაცვისაგან
ხ
·
მხარეეები, ,ან მე-3 პირები თავიანტ „ახსნა განმარტებებში’’[ანუ
განცხადებებში] :
a.
აყალიბებენ „თავიანთ’’ შეხედულებებს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით
b.
„თავისებურად’’ ხსნიან შექმნილ სიტუაციას
და ასაბუთებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებლებს
c.
„ახსნა განმარტების’’ მიცემისას აყენებენ შუამდგომლობებს
d.
მათ „ახსნა განმარტების’’ მიცემისას
შეუძლიათ დააზუსტონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები
ანუ გაადიდონ ან შეამცირონ ისინი
e.
„ახსნა განმარტების’’ მიცემისას მათ შეუძლიათ შესთავაზონ მე-2 მხარეს მორიგება
f.
შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და დასკვმები საქმის
განხილვის დროს წამოჭრილ ნებისმიერ საკითხტან დაკავშირებით
g.
სადავო
გახადონ მე-2 მხარის შუამდგომლობები,მოსაზრებები,დასკვნები
h.
აცნობონ სასამართლოს „იურიდიული ფაქტების’’ და „მტკიცებულებითი ფაქტების’’
არსებობის შესახებ
i. და
წარადგინონ ამ ფაქტების „მტკიცებულებები“
ხ
·
„ახსნა განმარტების’’ მიცემისას „მოსარჩელეს“ შეუძლია: უარი თქვას სარჩელზე,ან გამოხატოს მორიგების სურვილი
·
„ახსნა განმარტების’’ მიცემისას „მოპასუხეს შეუძლია’’ აღიაროს სარჩელი
·
„ახსნა განმარტების’’ მიცემისას „უდავო საქმეში მონაწილეს’’ შეუძლია აღძრას უფლების შესახებ დავა
ხ
·
კამათში გამოსვლისას მხარეებს შეუძლიათ:
a.
იმსჯელონ იმაზე თუ რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული
b.
დაეთანხმონ
სხვა პირის მოსაზრებებს და დასკვნებს ან უარყონ ისინი
c.
მოსარჩელეს შეუძლია მიუტიტოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე[სად ,ვინ
და როგორ მიაყენა ზიანი]
d.
მოპასუხეს შეუძლია აღიაროს რაიმე „ფაქტი’’,რომელსაც მოსარჩელე
ემყარება და თავის მხრივ დაეყრდნოს „სხვა’’ ფაქტობრივ გარემოებას
და ა.შ.
ხ
·
ამრიგად ,მხარეთა და მე-3 პირთა „ახსნა
-განმარტებების’’ შინაარსი ფართოა
·
მაგრამ სასამარტლოსტვის „მტკიცებულებიტი
მნიშვნელობა“ მხარეტა[მესამე პირთა] ყველა ახსნა-განმარტებას როდი აქვს
·
მტკიცებულებთი მნიშვნელობა აქვს „ახსნა-განმარტების’’ მხოლოდ იმ ნაწილს[!],რომელიც შეიცავს „განსახილველი საქმისტვის მნიშვნელობის მქონე’’ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ ცნობებს.
ხ
·
ახსნა-განმარტების
სწორედ ასეთი „ნაწილი’’ იძლევა შესაძლებლობას,რომ
„ეს ცნობები“ შევაპირისპიროთ „სხვა სახის მტკიცებულებებს’’ და კომპლექსური შეფასების
შედეგად გამოვიტანოთ დასკვნა დასადგენი ფაქტის
არსებობა-არარსებობის შესახებ[!]
·
მიუხედავად იმისა,რომ მხარე ამ მე-3
პირი „დაინტერესებული პირია’’[საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტით დაინტერესებულია,ანუ
არაობიექტურია ],მათი ახსნა-განმარტებები მაინც შეიძლება
გამოვიყენოთ „ფაქტების დასადგენად’’
·
ოღონდ,“მხარის დაინტერესების არსებობის მომენტი’’ ავალდებულებს მოსამართლეს
კრიტიკულად [!] შეამოწმოს და შეაფასოს მხარეთა[და მე-3
პირთაა] „ახსნა -განმარტებებები’’
ხ
·
ყურადღება: მხარეთა და მე-3 პირთა მიერ ახსნა-განმარტებებში ასახული: ა) „სამართლებრივი ნორმის“
მათეული განმარტება ან ბ)სადავო ურთიერთობის
იურიდიული მათეული კვალიფიკაცია ან გ)მათი ემოციური
მსჯელობები -‘“მტკიცებულებებს’’
არ წარმოადგენს. [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„ახსნა განმარტებები’’’’ შინაარსის
მიხედვით’’ „მოწმეთა ჩვენებების ‘’ მსგავსია
თუმცა „ახსნა განმარტებებს’’,როგორც დამოუკიდებელ „მტკიცებულებას’’
,გარკვეული თავისებურებები ახასიატებს:
1)
„ახსნა განმარტებება’’[მხარეების ან
მე-3 პირების] ეს არის ყველაზე გავრცელებული მტკიცებულება.
სხვა მტიცებულებებისგან განსხვავებით,რომლებიც კონკრეტულ
პროცესში შეიძლება დაშვებულ[გამოყენებულ] იქნეს,ან არ იქნეს დაშვებული,“ახსნა განმარტების’’
გამოყენება „დასაშვებია’’ ყოველტვის და ნებისმიერ სამოქალაქო საქმეში
[„ფულადი დავალიანების გადახდევინების’’
და „ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში „ლიზინგის საგნის’’ დაბრუნების შესახებ ‘’ მოთხოვნათა გამარტივებული წარმოების გარდა]
„ახსნა-განმარტება“ შეიძლება შეიძლება
გამოყენებული იყოს ნებისმიერი ფაქტის და გარემოების დასადგენად.
„მტკიცებულებატა
დასაშვებობის’’ წესი არ ვრცელდება „ახსნა-განმარტებებზე’’
„ახსნა-განმარტება’’ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ისეთი ფაქტების დასადგენადაც,რომლებიც დადგენილ უნდა იქნეს ე.წ. „გარკვეული სახის მტკიცებულებებით’’[სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3
ნაწილი] [ანუ „ახსნა განმარტება ‘’ ზოგჯერ ცვლის“ სხვა სახის’’ მტკიცებულებებს]
2)
„ახსნა-განმარტება“ შეიცავს პირველად ცნობებს განსახილველი საქმის შესახებ,რადგან
სამართლებრივი კონფლიქტის და მისი შინაარსის შესახებ მოსამართლე შეიტყობს ,უპირველეს
ყოვლისა , უშუალოდ მხარეების და მე-3 პრებისგან.
„ახსნა-განმარტება“ ე.წ. „პირველადი მტკიცებულებაა’’ ,ვინაიდან სუბიექტები იმ სადავო შემთხვევის,მოქმედების
,მოვლენის თვითმხილველები არიან,რომლის არსებობა ან არ არსებობა აუცილებლად უნდა დადგინდეს
მოცემული საქმის განხილვიდ დროს.
“ხელშეკრულებით წამომადგენლის’’ „ახსნა-განმარტება
კი „ნაწარმოები მტკიცებულებაა’’,რამეთუ „წარმომადგენელი’’ უშუალოდ არ ესწრებოდა და არ
აღიქვამდა სადავო მატერიალურ სამართალურტიერტობასთან დაკავშირებულ ფაქტებს და ინფორმაცია
დასადგენი ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სხვა
წყაროებიდან
3)
„ახსნა-განმარტება“ ინფორმაციის ძირითადი წყაროა
საქმის შესახებ.
მხარეთა
„ახსნა განმარტება“ მტკიცებულებათა ჩამონატვალში პირველ
ნომრად არის დასახელებული.
ახსნა -განმარტების გარეშე ხშირად
შეუძლებელია გაირკვეს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი ,სადავო სამართალურთიერთობის არსი.
4)
ამასთან ,„ახსნა-განმარტება“ ისეთი მტკიცებულებაა ,სადაც
ყველაზე უფრო მეტადაა მოსალოდნელი ისეთი ხრიკების
გამოყენევბა როგორიცაა: საქმის მონაწილეთა
შორის არსებული ურთიერთობის ა)დაფარვა, ბ) დამახინჯება გ) ტყუილი[ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„ფაქტების’’ შესახებ ცნობების სასამართლოსთვის
წარდგენის ფორმის მიხედვით განასხვავებენ „წერილობით’’ და
„ზეპირ’’ ახსნა -განმარტებებს.
·
ეს ფორმები ერთმანეთს ავსებენ.
·
„წერილობით
ახსნა-განმარტებას’’
,[როგორც მტკიცებულებას] შეიცავს „სასარჩელო განცხადება’’[დაიმახსოვრე]
ხ
„ახსნა-განმარტების’’
სახეები :
·
მხარის „ახსნა-განმარტება’’ ოთხი სახის
შეიძლება არსებობდეს: ა) მტკიცება ბ) აღიარება გ) შეპასუხება
და დ) უარყოფა.
ა) „მტკიცება’’
·
„მტკიცება’’
მხარის ისეთი „ახსნა-განმარტებაა’’,რომელიც შეიცავს
იმ „ფაქტების’’ შესახებ ცნობებს,რომლებიც საფუძვლად
უდევს მის „მოთხოვნებს“ და „შესაგებელს“
·
ამ
„ფაქტების“ დადგენა[დამტკიცება ] სასამართლოში ,შეესაბამება
ამ მხარის საპროცესო ინტერესებს
ხ
·
„მტკიცება’’
„ახსნა განმარტების ‘’ ყველაზე გავრცელებული სახეა .
·
მხარე
ახსნა- გნმარტების დროს
„ამტკიცებს’’ კიდეც თავის „მოთხოვნებს“
და „შესაგებელს“
·
სწორედ ამიტომ,
თუ „წერილობითი
ან ნივთიერი მტკიცებულების“ წარდგენაზე არასაპატიო მიზეზის გამო უარს იტყვის ერთ-ერთი მხარე,რომელიც არ უარყოფს ,რომ ეს
მტკიცებულებები მის ხელთაა,სასამართლოს უფლება აქვს „მტკიცებულებების’’ გამოთხოვის
შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან,რომელიც
ამ მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს,რომელიც უარს ამბობს მტკიცებულების წარდგენაზე[სსსკ-ის 136-ე და 157-ე მუხლები]
·
დასახელებული
მუხლების ანალიზიდან გამომდინარე : თუ ის მხარე,რომელსაც სასამართლომ მტკიცების ტვირთი
გადააკისრა,ვერ შეძლებს ამ ფაქტების გაქარწყლებას,უარყოფას,მაშინ
სასამართლოს უფკება აქვს თავისი დასკვნები და მოსაზრებები მეორე მხარის ახსნა-განმარტებით დაასაბუთოს.
ხ
·
ან
კიდევ 387-ე მუხლის თანახმად,თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის
განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება,სააპელაციო საჩივრის შემტანის ტხოვნით
სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას,რომელიც შეიძლება დაემყაროს
სააპელაციო საჩივრის შემტანის „ახსნა-განმარტებას“
ხ
·
მაგალითი: აღიძრა სავინდიკაციო სარჩელი
და მოსარჩელე აცხადებს,რომ ნივთი უკანონოდ გამოვიდა მისი მფლობელობიდან,ხოლო მოპასუხემ
სადავო გახადა სარჩელი[შეიტანა შესაგებელი]
და აცხადებს ,რომ ნივთი მას ეკუთვნის კანონიერი საფუძვლით,ვინაიდან მან ეს ნივთი მაღაზიაში
შეიძინა
·
ამ მაგალითში სადავო ნივთის შესახებ
მხარეთა ცნობები,წარმოადგენს „ახსნა-განმარტებებს’’,რადგან
შეეხება იმ ფაქტებს ,რომლეტა მეშვეობითაც ერთი მხარე ცდილობს დაასაბუტოს თავისი „მოთხოვნა“,ხოლო
მეორე მხარე თავისი შესაგებელი.
ხ
·
სასამართლო
პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის ტანახმად ,მხარის „ახსნა-განმარტება’’ მხოლოდ მაშინ
შეიძლება დაედოს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას,როცა ეს ახსნა-განმარტება[მტკიცება] გამყარებულია
„სხვა მტკიცებულებებით;[ეს დაიმახსოვრე]
·
ხოლო ,თუ „ახსნა-განმარტება’’
ვერ[ან არ ] დასტურდება „სხვა მტკიცებულებებით“,მაშინ ამის შესახებ სასამართლოს
დასკვნა[იმის შესახებ რომ“ ახნა განმარტება“ ვერ დასტურდება] „დამაჯერებლად უნდა იყოს დასაბუთებული’’ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
[ეს დაიმახსოვრე]
ხ
ბ) „ფაქტის აღიარება’’
·
„ფაქტის
აღიარება’’ [მხარის ან მე-3 პირის მიერ] ისეთი „ ახსნა -განმარტებაა’’,რომელიც
შეიცავს იმ ფაქტების დადასტურებას,რომელთა
არსებობაც უნდა დაემტკიცებინა მეორე მხარეს ან სხვა მე-3 პირს,რადგან ამ ფაქტებზე ამყარებდნე
თავიანთ მოთხონას და შესაგებელს.[საზეპირო]
ხ
·
აღიარების სუბიექტი [ის ვისაც უფლება
აქვს აღიაროს] არის მხარე ან მე-3 პირი
·
აღიარების ობიექტი კი არის „იურიდიული
ფაქტი ან „მტკიცებულებითი ფაქტი’’
·
სსსკ-ის მე-3 ,91-ე,98-ე
და სხვა მუხლებში მითიტებულია მხარეების მიერ არა მხოლოდ ფაქტების,არამედაგრეთვე
„სარჩელის აღიარების“ შესაძლებლობის შესახებ[ანუ
მხარეს შეუძლია აღიაროს არა მარტო ფაქტი,არამედ მთლიანას „სარჩელიც“]
·
მაგრამ სარჩელის აღიარება
არის არა „ფაქტების“ დამტკიცების საშუალება,არამედ მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების
განკარგვის აქტი,რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებს ,რომ ამ უფლების განმკარგველ სუბიექტს აქვს „მოსარჩელეს
სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების სურვილი“[!]
·
სულ განასხვავებენ ა)სარჩელის,ბ)სამართალურთიერთობის
და გ)ფაქტის აღიარებას
·
ამათგან ,როგორც ვთქვით,სარჩელის აღიარება არ არის
„მტკიცებულება’’[რადგან ეს საპროცესო უფლების
განკარგვის აქტია]
·
სამართალურტიერთობის
ან ფაქტის აღიარება კი არის „მტკიცებულებაა’’,რადგან
ადასტურებს იმ ფაქტებს და გარემოებებს,რომელთაც ეყრდნობა მე-2 მხარე[მოსარჩელე]
ხ
·
აქვე აღსანიშნავია,რომ იმ „ფაქტის
აღიარება’’,რომელსაც ეყრდნობა მე-2 მხარე,ყოველთვის როდი ნიშნავს „სამართალურტიერთობის’’
აღიარებას
მაგ. მაგ. მოსარჩელემ შეიძლება აღიაროს ბავშვის დაბადებამდე მოსარჩელესთან
ცხოვრების „ფაქტი“ და საერთო მეურნეობის ერთად წარმართვის „ფაქტი“,მაგრამ არ აღიაროს მშობლის მოვალეობები,როგორც მამამ
და მიუთითოს,რომ მოსარჩელემ ბავშვი სხვა მამაკაცისგან
შვა.
ხ
·
ასევე შეიძლება მოპასუხემ აღიაროს „სამართალურთიერთობა“,მაგრამ არა იმ ფაქტის საფუძველზე ,რომელზეც მიუთიტებს მოსარჩელე;[!]
ხ
·
მხარის მიერ იმ ფაქტის აღიარება,რომელზეც
მე-2 მხარე აფუძნებს მოტხოვნას ან შესაგებელს,არ
არის სავალდებულო გასაზიარებელი სასამართლოსტვის.
·
ეს იმიტ აიხსნება,რომ „აღიარება“ შეიძლება ყალბი[არასწორი] აღმოჩნდეს.[!]
·
ამიტომ
სასამარტლოს უფლება აქვს „აღიარებული ფაქტი’’ დადგენილად მიიჩნიოს[აღიარება მიიღოს]
,თუ ა)მას ეჭვი არ ეპარება იმაში,რომ
აღიარება შეესაბამება საქმის გარემოებებს და ბ)იგი არ არის მოტყუების,ძალადობის,მუქარის,შეცდომის შედეგი ,ან გ)საქმის რეალური გარემობის დასაფარავად გაკეტებული[საზეპირო]
·
აღიარების უტყუარობაში
ეჭვის შეტანის შემტხვევაში
სასამარტლოს უფლება აქვს „აღიარებული ფაქტები“
არ მიიჩნიოს დადგენილად
·
ასეტ შემთხვევაში
მხარის მიერ „აღიარებული ფაქტი“ უნდა დამტკიცდეს საერთო წესით[ანუ სხვა მტკიცებულებით]
ხ
·
„ფაქტის აღიარებით’’ მხარე
სასამართლოს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ,რომ „ამა და ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი
ან არ ჰქონდა“
·
მხარის მიერ ისეთი გარემოების[ფაქტის]არსებობის ან არარსებობის აღიარება,რაზეც მე-2 მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს,ათავისუფლებს ამ „მე-2 მხარეს’’ შემდგონში ამ ფაქტის
დამტკიცების აუცილებლობისგან[ვალდებულებისგან][დაიმახსოვრე]
ხ
·
ფორმის მიხედვით
„ფაქტის აღიარება’’ უნდა წარმოადგენდეს „დადებით
განცხადებას“ ფაქტის არსებობის შესახებ[!]
·
თუ მხარე დუმს ,ან სადავოდ
არ ხდის ინ გარემოებებს[ფაქტებს],რომელთაც ამტკიცებს[ადასტურებს] ერთ-ერთი მხარე
ან მე-3 პირი,ეს ვერ ჩაითვლება „ფაქტის აღიარებად’’[დაიმახსოვრე]
ხ
·
მხარეს უფლება აქვს „აღიაროს’’
სარჩელის საფუძვლის ან სარჩელის წინააღმდეგ წამოყენებული შესაგებლის ყველა ფაქტი[„სრული აღიარება’’]
ანდა აღიაროს ფაქტების მხოლოდ
ნაწილი,ანუ ზოგიერთი ფაქტი და არა ყველა ფაქტი[„ნაწილობრივი აღიარება’’]
[აღიარების სახეები-დაიმახსოვრე]
ხ
·
„მარტივია აღიარება’’,რომელიც შესრულებულია „კატეგორიული ფორმით’’, და რაიმე „დათქმების გარეშე“
·
ასეტი აღიარება არ შეიცავს „რაიმე დათქმას ან პირობას’’.
·
მაგალითად მოპასუხე
აცხადებს,რომ „დიახ, ფული ვასესხე’’
ხ
·
მაგრამ შეიძლება „აღიარება’’
თან ახლდეს „დათქმა’’,რომელიც ამ აღიარების ანულირებას[გაუქმებას]
ახდენს[ამას ქვია „კვალიფიციური
აღიარება’’]
·
იგივე მაგალიტში შეიძლება
მოპასუხემ ვალი აიღიაროს ,მაგრამ ამასტან განაცხადოს,რომ მან ვალი უკვე დაფარა,გადაიხადა[ეს
იქნება სწორედ “ დათქმით აღიარება“- ანუ ვალის
აღებას არ უარყოფს ,მაგრამ უარყოფს ვალის ამჟამად არსებობას]]
·
ან კიდევ, მოპასუხე აღიარებს
მოსარჩელესათვის ზიანის მიყენების ფაქტს ,მაგრამ მიუთითებს,რომ ზიანის მიყენება დაზარალებულის
გაუფრთხილებლობის შედეგია[ესეც „დათქმით აღიარებაა’’]
·
ყურადღება: ამგვარი დათქმების შემთხვევაში,“დათქმების“[ანუ სხვა ფაქტების]
სისწორის მტკიცების ვალდებულება აკისრია თავდაპირველი ფაქტის „დათქმით“ ამღიარებელს.
ხ
·
სამოქალაქო პროცესში
„ფაქტის აღიარებას’’ მოჰყვებაკონკრეტული იურიდიული შედეგი:
·
აღიარებული ფაქტი
ხდება „უდავო ფაქტი’’
·
„ფაქტის აღიარება
ათავისუფლებს მე-2 მხარეს ამ ფაქტის დამტკიცების ვალდებულებისაგან
·
რაც შეეხება „ფაქტის აღიარების’’ ფიქსაციის წესს,აღიარების ზეპირი აქტი შეიტანება „სასამართლო სხდომის
ოქმში’’.[ასეთი ოქმი თავის მხრივ „წერილობითი
მტკიცებულებაა’’ იხ. ფაილი „წეილობითი მტკიცებულებები’’]
·
თუ ფაქტის აღიარება
წერილობითი ფორმიტ „განცხადებაშია’’ ჩამოყალიბებული,მაშინ ეს განცხადება დაერთვება საქმის
მასალებს,როგორც „წერილობითი მტკიცებულება’’
ხ
„ფატის აღიარების ‘’ შემდეგი სახეები არსებობს“
1)
„სასამართლო აღიარება“ ე.ი. თუ
მხარემ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა აღიარა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს,ანუ სასამართლოს წინაშე,რის
გამოც ფაქტს აღარ სჭირდება დამატებიტი მტკიცებულებების მეშვეობით დადასტურება[დამტკიცება].
ამიტომ მხარე[მოსრჩელე] ,რომელიც ეყრდნობოდა ამ ფაქტებს
და შესაბამისად ვალდებული იყო დაემტკიცებინა მე-2 მხარის[მოპასუხის] მიერ აწ
უკვე აღიარებული ფაქტი,თავისუფლდება ამ ფაქტის მტკიხებულებების წარმოდგენის ვალდებულებისგან[სსსკ-ის 131-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე].
ხ
·
სასამარტლოებმა უნდა
გაითვალისწინონ ,რომ მხარეს უფლება აქვს საქმე[დავა] სასამართლოში აწარმოოს პირადად
ან წარმომადგენლის მეშვეობით
·
წარმომადგენლის უფლებამოსილება
უნდა აისახოს კანონის შესაბამისად გაცემულ მინდობილობაში
·
სსსკ-ის 98-ე მუხლის
ანალიზი ცხადყოფს,რომ წარმომადგენელს აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა აღიარების უფლება
და კანონი არ მოითხოვს ამგვარი უფლების სპეციალურად მითითებას და აღნიშვნას მინდობილობაში.
·
მხარის ან მხარის
წარმომადგელის
მიერ იმ გარემოებების აღიარება,რომელზეც
მე-2 მხარე ამყარებდა თავის მოტხოვნას ან შესაგებელს,ამ მხარეს ათავისუფლებს ამ გარემოებათა მტკიცების ვალდებულებისგან.
ხ
·
რადგან „ფაქტის აღიარება’’ მხარის
„ახსნა-განმარტების’’ ერთ-ერთი სახეა,ამიტომ ის სსსკ-ის
102-ე მუხლის საფუძველზე ერთ-ერთი „მტკიცებულებაა’’[დავიმახსოვროთ]
·
სასამარტლო სსსკ-ის 102-ე ,104-ე და 105-ე მუხლებიტ დადგენილი წესებიტთ წყვეტს „ფაქტის აღიარების’’ [ როგორც მტკიცებულების] „დასაშვებობის’’
და
„შესახებობის’’ საკიტთხს და „ფატის აღიარებას’’ აფასებს „სხვა მტკიცებულებებთან’’ ერთობლიობაში და კავშირში
·
ხ
·
ამრიგად,თუკი მოპასუხის წარმომადგენელი „აღიარებს“ მოსარჩელეს მიერ სარჩელის დასასაბუთებლად
მოხმობილ საქმის გარემოებებს[ფაქტებს],ამგვარი „აღიარების“ საფუძველზე სასამართლოს
აქვს სარჩელის
დაკმაყოფილების უფლება.
·
ამასთან,ამგვარი
„აღიარება’’ ა)საკმარისი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოსატანად და ბ) თავისი არსიტ
არ უნდა წარმოადგენდეს „სარჩელის აღიარებას“.
·
ეს იმიტომ ,რომ სარჩელის
აღიარების გამო სარჩელის დასაკმაყოფილებლად,ფაქტის აღიარებისგან განსხვავებით, აუცილებელია ამის[სარჩელის აღიარების ]
უფლება მინდობილობით ჰქონდეს მინიჭებული წარმომადგენელს.
·
სასამარტლო აღიარებად ჩაითვლება ის შემტხვევაც,როცა მხარე,თუმცა არ გამოცხადდება
სასამართლო სხდომაზე,მაგრამ სასამარტლოში გაგზავნილია
და საქმეში დევს მხარის წერილობითი ახსნა-განმარტება.რაც სასამართლოს საშუალებას აძლევს „უშუალოდ ‘’ აღიქვას ამ მხარის პოზიცია
ხ
2)
„სასამართლს გარეშე [ანუ სასამართლომდე] აღიარება“ ეწოდება ისეთ აღიარებას,ისეთ ცნობებს ფაქტების შესახებ,რომელიც
მხარემ გამოთქვა სასამარტლოს[პროცესის ] გარეშე,საპროცესო ფორმის დაცვის გარეშე[საზეპირო]
რადგან „სასამართლს
გარეშე’’ აღიარებას სასამართლო არ აღიქვამს „უშუალოდ’’, ამიტომ
იგი ასრულებს მხოლოდ „მტკიცებულებითი ფაქტის’’
როლს მტკიცების პროცესში,რომელიც სანამ
გამოყენებული იქნება მტკიცებულებად,უნდა „დამტკიცდეს“[როგორც ფაქტი] იმ პირის მიერ,ვინც მას ეყრდნობა
ხ
გ) „შეპასუხება’’
·
„შეპასუხება’’ ეს არის ახსნა განმარტების ისეთი სახესხვაობა,როცა მხარე მოტივირებულად[დასაბუთების საფუძველზე] არ აღიარებს მე-2 მხარის
პოზიციას,ანუ „შეპასუხება’’ ეს არის მე-2 მხარის
პოზიციის მოტივირებული უარყოფა[საზეპირო]
·
„შეპასუხებას’’როგორც
„ახსნა-განმარტების’’ დამოუკიდებელ სახესხვაობას,ადგილი აქვს მაშინ,როცა შემპასუხებელ მხარეს მოჰყავს ახალი ფაქტობრივი ინფორმაცია[ფაქტები],რომლებიც უარყოფენ,აქარწყლებენ
მე-2 მოდავე მხარის დასკვნებს და მოსაზრებებს.
დ) „უარყოფა’’
·
„უარყოფა’’ წარმოადგენს სასამართლო წესით უფლების დაცვის დამოუკიდებელ საშუალებას,“მტკიცებულებითი
ინფორმაციის“ სახესხვაობას,რომლის დროსაც ერთი მხარე არ ეთანხმება მეორე მხარის პოზიციას,ისე
რომ არ მოჰყავს რაიმე მტკიცებულება. [საზეპირო]
ხხხხხ
სასამართლოს ვალდებულებები „ახსნა-განმარტებებთან’’
დაკავშირებით
·
სამოქალაქო პროცესში
მხარეთა და მე-3 პირთა „ახსნა-განმარტებები’’ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შემეცნების უმნიშვნელოვანესი
საშუალებაა
ამიტომ სასამართლო ვალდებულია :
1)
შეატყობინოს მხარეებს და მე-3 პირებს საქმის განხილვის
დრო და ადგილი ,რათა ეს დაინტერესებული პირები
დაესწრონ საქმის განხილვას და მისცენ სასამართლოს ახნა-განმარტებები
2)
მხარეთა ახსნა-განმარტებების
უტყუარობა შეამოწმოს სხვა მტკიცებულებებით ,წინააღმდეგ შემტხვევაში „ახსნა-განმარტება’’
დაუსაბუთებელი
იქნება
ახნა-განმარტებების
შეფასების დროს სასამართლომ აუცილებლად უნდა დაიცვას შემდეგი წესები :
3)
გაარკვიოს თუ რაში
მდგომარეობს მოსარჩელეს მოთხოვნის და მოპასუხის შესაგებლის არსი.ე.ი. გაარკვიოს მათი
პოზიცია განსახილველ სამოქალაქო საქმეში
4)
მხარის ახსნა განმარტებაში
„ფაქტების შესახებ ცნობები’’[მტკიცებულებები] გამიჯნოს მ“მხარის’’ მსჯელობების,ლოგიკური
დასკვნების,მოსაზრებების და ემოციებისგან,რომელთაც მნიშვნელობა არ აქვტ განსახილველი
საქმისთვის
5)
თვალყური ადევნოს
რამდენად თანმიმდევრულია მხარის ახსნა-განმარტება,ხომ არ შეიცავს წინააღმდეგობებს[ურთიერტსაპირისპირო,ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს]
6)
სასამარტლომ მხარის ახსნა -განმარტება უსათუოდ
უნდა „შეაფასოს“ საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების
გატვალისწინებით[!]
ხ
სსკ-ის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის
ტანახმად „მოსამარტლის გადაწყვეტილებიტ დასასვებია მხარისგამ დისტანციური ახსნა-განმარტების
მიღება:
მუხლი 127. მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება
1 +
1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნა-განმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ.
2. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ხოლო როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ – სხდომის თავმჯდომარეს.
3 . მოსამართლის გადაწყვეტილებით , მხარისაგან დისტანციური ახსნა - განმარტების მიღება შეიძლება ტელეფონის , ვიდეო საშუალების ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა სასამართლოდან , ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობ ებ ისა და საკონსულო დაწესებულებ ებ ის მეშვეობით , თუ შესაძლებელია შესაბამისი ორგანოს მიერ პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას .
Комментарии
Отправить комментарий