ფაქტების კონსტატაცია
·
სსსკ-ის 102-ე მუხლში „მტკიცებულების“ ერთ-ერთ ახალ სახედ დამატებულია „ფაქტების კონსტატაცია’’
·
[„კონსტატაცია“-ფრ.constatation- არის: ცნობა „ზუსტად დამტკიცებული’’,“უეჭველი’’ ფაქტის
ან მოვლენის შესახებ“.]
·
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონს დაემატა თავი მე-16,რომელშიც
დარეგულირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს
მიერ „ფაქტების კონსტატაციის’’ პროცედურები.
ხ
·
აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს „ფაქტების კონსტატაციას’’ ან დაინტერესებული მხარის მიმართვის
ან სასამართლო დავალების საფუძველზე.
·
კერძოდ,სსსკ-ის 122-ე მუხლის თანახმად,“ფაქტების კონსტაციის’’ მიზნით „ადგილზე დათვალიერების“ ჩატარება სასამართლომ
შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
·
„ფაქტების კონსტატაცია“ არის ფაქტების
შესახებ „მტკიცებულებების“
„აღმოჩენა“
და „დამაგრება“ კანონით
დადგენილი წესით.[!] [ცნება - საზეპირო]
·
„ფაქტების კონსტატაცია’’ გამოიყენება
ისეთ „ფატობრივ გარემოებებთან’’ მიმართებაში,რომელთა აღქმა და აღწერა შესაძლებელია.
ხ
·
„დაინტერესებულ მხარეს’’,რომლის „მიმართვის’’
საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიურო
ახორციელებს „ფაქტების კონსტატაციას’’,შეიძლება წარმოადგენდეს: ა)ფიზიკური და იურიდიული პირი,ბ)პირთა
გაერთიანება ,ან გ)ადმინისტაციული ორგანო.
ხ
·
„ფაქტების კონსტატაციის’’ „ხელისშემშლელ გარემოებებს’’ წარმოადგენს ისეთი გარემობები,რომელტა არსებობის
შემთხვევაში შეუძლებელია მოხდეს მტკიცებულებების
„აღმოჩენა“ ან/და „დამაგრება“
ხ
·
აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სპეციალური თანხმობის გარეშე განახორციელოს
„ფაქტების კონსტატაცია’’ სახელმწიფო ,ავტონომიური
რესპუბლიკის და თვითმმარტველი ერთეულის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ
ტერიტორიაზე,რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხმარების ობიექტს.
·
„ფაქტების კონსტატაცია’’ დასაშვებია
დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში
ხ
·
მტკიცებულებების „დამაგრება’’ წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის
მიერ შედგენილ „ფაქტის კონსტატაციის ოქმში’’[ფაქტების
შესახებ მტკიცებულებების შეტანა ასეთ ოქმში არის სწორედ მათი „დამაგრება’’]
·
„ფაქტობრივი გარემოებების’’ ზუსტად
ასახვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტექნიკური მოწყობილობები ,ხოლო მიღებული „მასალა“[მაგ.ფირები] დაერთვის „ფაქტის კონსტატაციის
ოქმს’’
·
ფაქტების კონსტატაცია წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს „ანაზღაურებად საქმიანობას’’[ანუ ფასიანი მომსახურებაა ამ ბიუროსი]
·
აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს
თხოვნით უზრუნველყოფს მიღებული მტკიცებულებების
„შენახვას“.
ხ
·
„ფაქტების კონსტატაციის’’ საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები,ასევე მტკიცებულებების შენახვის ვადა, განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
Комментарии
Отправить комментарий