სარჩელის სახეები
·
სარჩელთა დაყოფა ჯგუფებად ანუ
კლასიფიკაცია ხორციელდება : როგორც ა)“საპროცესო
მიზნის მიხედვით“
[ესაა საპროცესო -სამართლებრივი კლასიფიკაცია ] ისე ბ)“მოთხოვნის ხასიატის მიხედვით“[ესაა
მატერიალურ -სამართლებრივი კლასიფიკაცია ]
ხ
შენიშვნა:
·
სარჩელთა მატერიალურ-სამართლებრივი კლასიფიკაცია საშუალებას გვაძლევს გნვსაზღვროთ
საქმის „უწყებრივი ქვემდებარეობა’’ [მასზე აქ არ შევჩერდებით]
ხ
·
„საპროცესო მიზნის’’ მიხედვით კი სარჩელები იყოფა შემდეგ სახეებად: ა)“მიკუთვნებით სარჩელებად ‘’ და ბ) „აღიარებით [ანუ უფლებადამდგენ] სარჩელებად.
ა)
„მიკუთვნებითი სარჩელი’’
·
„მიკუთვნებითი’’ სარჩელი’’ სასამართლო პრაქტიკაში ყველაზე
უფრო გავრცელებულია.
·
„მიკუთვნებითი’’ სარჩელი „აღიარებითი’’ სარჩელისგან იმით
განსხვავდება ,რომ მას უფრო „რთული’’ „სარჩელის საგანი’’ გააჩნია
·
„მიკუთვნებითი’’ სარჩელში’’ მოსარჩელე მოითხოვს :ა) სადავო მატერიალური
უფლების წარმოშობის ფაქტის დადასტურებას და ბ)მოპასუხის იძულებას შეასრულოს განსაზღვრული მოქმედება[მასზე
დაკისრებული ვალდებულება] ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან[რისი არშესრულების
ანუ პასიურობის ვალდებულება მას აღებული აქვს,მაგრამ არ ასრულებს]
ხ
·
„მიკუთვნებით სარჩელტან’’ დაკავშირებით’’ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება
„სააღსრულებო ფურცლის’’ გაცემის საფუძველია
და სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ შეიძლება იძულებით აღსრულდეს,თუ მოპასუხე ნებაყოფლობით არ შეასრულებს
სასამარტლოს მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
·
ამიტომ,“მიკუთვნებით სარჩელებს’’
აგრეთთვე უწოდებენ „სააღსრულებლო სარჩელებს’’[დაიმახსოვრე]
·
„მიკუთვნებითი სარჩელის’’ მიზანია მოსარჩელეს უფლების „იძულებითი წესით’’ განხორციელება
·
მოსარჩელეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სასამართლოს მიერ მიეცემა
„სააღსრულებო ფურცელი’’ მოპასუხისთვის იძულებიტი წესით:ა) თანხის გადასახდევინებლად,
ან მოპასუხიგან ბ) ქონების დასაბრუნებლად[გამოსატხოვად],გ) ზიანის ასანაზღაურებლად
და ა. შ.
·
„მიკუთვნებითი’’ სარჩელებია: ა) სავინდიკაციო სარჩელი,
ბ) დელიქტის გამო აღძრული სარჩელი გ) ვალის გადახდევინების სარჩელი დ) ალიმენტის გადახდევინების
სარჩელი ე) სამუშაოს ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებაში და სხვა.
ხ
·
მოსარჩელეს უფლება აქვს მოიტხოვოს არა მხოლოდ აქტიური მოქმედების შესრულების
დაკისრება მოპასუხისატვის.
ზოგჯერ მოსარჩელე
ითხოვს მოპასუხისატვის იმ მოქმედების შესრულებისაგან
თავის შეკავების დაკისრებას,რომელიც ხელს უშლის მოსარჩელეს
თავისი კანონიერი უფლების განხორციელებაში[ე.ი. მოარჩელე ითხოვს აიძულონ მოპასუხე
იყოს პასიური]
·
მაგ.როდესაც სასამართლო ადგენს ცალკე
მცხოვრები მშობლის[მაგ. მამის] იმ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის წესს,რომელიც
არსაზრდელად მეორე მშობელს[დედას] გადაეცა,სასამართლო ავალდებულებს მოპასუხეს[მამას]
თავი შეიკავოს მისთვის დაგენილი წესის დარღვევისგან,რითაც იცავს მოსარჩელის[დედის]
და მასთან მცხოვრები ბავშვის უფლებებს.
ხ
·
„მიკუთვნებითი სარჩელის’’ საფუძველია ის იურიდიული
ფაქტები,რომელთა არსებობასთანაც დაკავშირებულია:
a. სადავო „უფლების“ წარმოშობა[მაგ. ასეთი ფაქტებია „გარიგების
დადების ფაქტი’’ ,“ანდერძის შედგენის და მისი დადასტურების ფაქტი’’ და სხვა]
და
b. „მოთხოვნის [ანუ სარჩელის]
უფლების“ წარმოშობა[მაგ. „ვალდებულების
შესრულების ვადის გასვლა“,“ვალდებულების შეურულებლობა“,“საავტორო უფლების დარღვევა“
და ა.შ.]
ბ)
„აღიარებითი“ სარჩელი
·
„აღიარებით „ სარჩელში
მოსარჩელე მოითხოვს მისი „ სადავო უფლების“ ან მასსა და მოპასუხეს შორის, „სადავო მატერიალური სამართთალურთიერთობის’’ „არსებობის
‘’ ფაქტის ან „არარსებობის’’
ფაქტის აღიარებას[
აღიარება ნიშნავს დადასტურებას,დამტკიცებას]
სასამართლოს მიერ,ასეთ სარჩელს „უფლებამდგენ სარჩელსაც“ უწოდებენ.
ხ
·
„აღიარებითი’’ სარჩელი
შეიძლება იყოს „დადებითი’’ ან „უარყოფითი’’ შინაარსის,რაც დამოკიდებულია
მოსარჩელის მოთხოვნის ხასიათზე
·
მაგ. როცა მოსარჩელე მოითხოვს მასსა
და მოპაუხეს შორის „მატერიალური სამართთალურთიერთობის“ არსებობის
ფაქტის’’ დადასტურებას სასამართლოსგან ,ამას ეწოდება „დადებითი[პოზიტიური] აღიარებითი სარჩელი’’[ პოზიტიური
აღიარებითი სარჩელებია : მაგ. „მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ სარჩელი
,“მოსარჩელეს საავტორო უფლების აღიარების შესახებ’’ სარჩელი და ა.შ]
·
როცა მოსარჩელე სასამართლოსგან
მოიტხოვს იმ „მატერიალური სამართთალურთიერთობის არარსებობის აღიარებას,რომლის არსებობასაც ადასტურებს
მოპასუხე’’,ანუ როცა მოსარჩელე მოითხოვს
სასამართლოსგან,რომ ბათილად
იქნეს აღიარებული[!] მოპასუხესთან მისი
სამართალურთიერთობა,ამას ეწოდება „უარყოფითი[ნეგატიური]
აღიარებიტი სარჩელი’’[მაგ. ასეტი ნეგატიური აღიარებითი სარჩელებია: ა) გარიგების
ბათილად ცნობის სარჩელი ბ)ანდერძის ბათილად
ცნობის სარჩელი გ) ქორწინების ბათილად ცნობის სარჩელი და სხვა]
ხ
ყურადღება:
·
ზოგჯერ,უფლების დასაცავად
სასამარტლოსადმი მიმართვა შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ უფლების დარღვევამდე.
·
მაგ. ხელშეკრულების
მხარეებს „სხვადასხვანაირად ესმით’’ ტავიანთი
უფლებები და ვალდებულებები,რის გამოც მატ შორის წარმოიშვა უთანხმოება,რამაც
შემდეგში „შეიძლება გამოიწვიოს „ ერთ-ერთი
მხარის „უფლების დარღვევა’’ ან ერტ-ერთი
მხარის მიერ „ვალდებულების შეუსრულებლობა“
·
ამიტომ ამ შესაძლო სამართალდარრვევის თავიდან აცილების მიზნით,
წინმსწრებად აღიძვრება „აღიარებითი სარჩელი’’
,რომელიც პრევენციულ როლს შეასრულებს;
·
ამრიგად, „აღიარებითი
სარჩელი’’ „ისეთი უფლების“ დაცვის საშუალებაა,რომელიც ჯერ „არ არის დარღვეული“ თუმცა „სადავოდ არის ქცეული“
·
„აღიარებითი სარჩელის
’’ დანიშნულებაა[მიზანია] თავიდან იქნეს აცილებული უფლების შესახებ სამომავლო დავა და მხარეებს შორის სამარტალურთიერთობა
არ იყოს განუსაზღვრელი[გაურკვეველი][ბუბდოვანი]
·
მოსარჩელის [რომელსაც „აღიარებიტი
სარჩელი“ შეაქვს სასამართლოში ერთადერთი მიზანია მიაღწიოს თავისი „უფლების აღიარებას“ და ამით ,სამომავლოდ
,მოიპოვოს „უდავო უფლება’’
·
მოპასუხეს მის მიმართ „აღიარებითი სარჩელის’’ წარდგენის შემთხვევაში
არ ეკისრება მოსარჩელეს სასარგებლოდ რაიმე „მოქმედების შესრულება“.
ხ
„აღიარებითი
სარჩელის’’ დამახასიატებელი ნიშნებია
:
1)
„აღიარებითი სარჩელის’’ მიზანია სამარტალურტიერთობის არსებობის ან არარსებობის
კონსტატაცია[ანუ დადგენა,დადასტურება]
2)
აღიარებით სარჩელტან დაკავშირებით
მიღებული სასამარტლოს გადაწყვეტილება „იძულებით’’
არ აღსრულდება,თუმცა „იძულებიტი ძალა’’ მას აქვს[გადაწყვეტილება ავალდებულებს მხარეებს
შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება]
3)
„აღიარებითი სარჩელი’’ უფლების დარღვევის გამო კი არ აღიძვრება ,არამედ უფლების
„შესაძლო დარღვევის’’
თავიდან აცილების მიზნით.[ აუცილებწლია აღინიშნოს,რომ „აღიარებითი სარჩელი’’ რომ აღიძრას
თავად ეს „სადავო უფლება“ უნდა არსებობდეს]
„აღიარებითი
სარჩელის’’ მიზანი :
·
„აღიარებითი’’[ანუ „უფლებადამდგენი’’] სარჩელის მიზანი არ არის მოპასუხისათვის
ვალდებულების შესრულების დაკისრება,არამედ
მისი მიზანია „სამართალურტიერთობის[ანუ უფლების]’’ „წინასწარ
დადგენა“ ან „ წინასწარ ოფიციალური აღიარება“
ხ
·
„აღიარებითი’’[ანუ „უფლებადამდგენი’’]
სარჩელის დაკმაყოფილებას და
„უფლების აღიარებას’’ შემდეგ მოჰყვება“მიკუთვნებითი სარჩელის’’ აღძვრა[იხ.ზემოთ]
·
ამიტომ,სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას[“აღიარებით სარჩელთან ‘’ დაკავშირებით] შესაძლოა ჰქონდეს „პრეიუდიციული’’
მნიშვნელობა მოგვიანებით წარდგენილი „მიკუთვნებითი’’
სარჩელისთვის.
·
რომის სამარტალში „აღიარებითი სარჩელის’’ ინსტიტუტი არსებობდა სწორედ „პრეიუდიციული სარჩელის’’ სახელწოდებით.
ხ
·
„აღიარებითი სარჩელი’’ შეიძლება აღიძრას პრევენციული მიზნით
·
მაგ. მოსარჩელეს,რომელიც საერთო
საკუთრების მოწილეა,შეუძლია არღძრას „აღიარებითი
სარჩელი’’ და მოითხოვოს საერთო საკუთრების[ქონების] გარკვეულ წილზე თავისი „საკუტრების უფლების’’ აღიარება
·
ამით ის თავიდან აიცილებს თანამესაკუთრეთა[სხვა
მოწილეთა] შესაძლო პრეტენზიებს[მოთხოვმებს]
„საერთო საკუთრების’’ ამ კონკრეტულ წილზე და შეიძენს თავისი „აღიარებული’’ წილის თავისუფლად
განკარგვის[გასხვისების] უფლებას.
ხ
·
„აღიარებითი სარჩელი’’ შეიძლება ასევე აღიძრას მოსარჩელეს „დარღვეული უფლების’’ აღდგენის მიზნით [მოსარჩელეის სასარგებლოდ მოპასუხისთვის
კონკრეტული მოქმედების შესრულების დაკისრების გარეშე.]
·
მაგ. „მამობის დადგენის’’ სარჩელით
ხდება „ბავშვის დარღვეული უფლებების“ დაცვა.
თუ „მამობის ფაქტი“ დადგინდება[სასამარტლო
პირს აღიარებს მამად] მას დაეკისრება ის ვალდებულებები ,რაც განმტკიცებულია „მატერიალური სამარტლის ნორმებით’’ და აღარ არის საჭირო ამ
პირისთვის „კონკრეტული მოქმედებების“ შესრულების დაკისრება
სასამართლოს გადაწყვეტილებით.[იმ გადაწყვეტილებით რომელმაც „მამობის ფაქტი’’ აღიარა
დაადასტურა]
·
მაგრამ თუ ასეთი პირი შემდგომში „თავს აარიდებს „მამის მოვალეობას’’,[არჩინოს და აღზარდოს ბავშვი],მაშინ ამ პირის მიმართ
უკვე შესაძლებელი იქნება ალიმენტის გადახდევინების
შესახებ „გადაწყვეტილების’’ გამოტანა[ოღონდ უკვე „მიკუთვნებიტი სარჩელით’’] ან
მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების
გამოტანა[ასევე „მიკუთვნებიტი სარჩელით’’]
ანუ უკვე შესაძლებელი იქნება მოპასუხისტვის „კონკრეტული ვალდებულებების შესრულების დაკისრება’’ [რაც ხდება უკვე „მიკუთვნებიტი სარჩელით’’ და არა „აღიარებითი
სარჩელიტ’’]
ხ
„აღიარებითი
სარჩელის საგანი’’
·
„აღიარებითი სარჩელის“ „საგანია“
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართალურთიერთობა.[უფლება]
·
„აღიარებითი სარჩელის’’ საფუძველია „ფაქტობრივი
გარემოებები“[„ფაქტები’’],
კერძოდ,“დადებითი აღიარებიტი სარჩელის“ საფუძველია
„უფლებაწარმომშობი ფაქტები’’,[ე.ი.
ფაქტები რომელტა არსებობასაც კანონი უკავშირებს სადავო
სამართალურთიერთობის წარმოშობას.]
·
უარყოფითი შინაარსის მქონე აღიარებითი სარჩელის საფუძველია „უფლების შემწყვეტი ფაქტები’’[ე.ი. ფაქტები,რომელტა გამოც[რომელტა
შედეგად] ,მოსარჩელეს მტკიცებით,სადავო სამარტთალურთიერთობა არ შეიძლებოდა წარმოშობილიყო.
·
ამრიგად, დავიმახოვროთ: „აღიარებით’’ სარჩელებს ს“საფუძვლად’’ არ უდევს
„ფაქტები’’,რომლებიც მოსარჩელეს ანიჭებს მისი „უფლების’’ იძულებით განხორციელების შესაძლებლობას.“აღიარებითი
სარჩელის’’ მიზანია არა „უფლების’’ იძულებით განხორციელება,არამედ მხოლოდ მისი „აღიარება’’[დადგენა,დადასტურება,დამტკიცება
,კონსტატაცია ] სასამართლოს მიერ .
ხ
·
ხშირად „აღიარებითი სარჩელის’’ გაერტიანება ხდება „მიკუტვნებიტ სარჩელთან
მაგ. როცა მოსარჩელე
ა)გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასთან ერთად [ეს იქნება სარჩელის აღიარებითი ნაწილი] მოითხოვს ბ)გარიგების
ბათილობის შედეგების
გამოყენებასაც[მოითხოვდს გარიგებით მიღებულის,ანუ „შესრულების’’ უკან დაბრუნებასა და
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას’’ [ეს იქნება სარჩელის მიკუთვნებითი ნაწილი]
ხ
შენიშვნა:
·
ნებისმიერი სარჩელის სტრუქტურული ანალიზი გვიჩვენებს რომ: მხარეტა შორის
მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის „ფაქტის’’ არსებობის დადგენის გარეშე შეუძლებელია ვალდებული პირისთვის
მოსარჩელის სასარგებლოდ,რაიმე მოქმედების შესრულების
დაკისრება,ასევე ამ სამარტულურტიერთობის
შეცვლა ან შეწყვეტა.
·
ეს კი იმას ნიშნავს რომ „დადებითი
აღარებითისარჩელი’’ [იხ. ზემოთ],ასე ვთქვათ,“თან ახლავს’’,მოსარჩელეს მიერ აღძრულ
„ყოველ’’ „მიკუთვნებით სარჩელს’’
ხ
·
დაბოლოს, კანონმა[სსსკ-ის
181-ე მუხლი] გაითვალისწინა ე.წ. სარჩელი „ვალდებულების მომავალში შესრულების’’
შესახებ ,რაც ფაქტიურად იგივე „აღიარებითი ‘’ სარჩელია.
·
მაგ. მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება
და მისი ,რომელიღაც პუნქტის ნამდვილობა სადავოა,არადა მასზეა დამოკიდებული კონკრეტული
ვალდებულების მომავალში შესრულება.ამიტომ,მხარე მოითხოვს,რომ სასამარტთლომ ეხლა აღიაროს ხელშეკრულების ამ პუნტის და მასთან დაკავშირებული
ვალდებულების ნამდვილობა,რათა შემდგომში ამ მხარეს ჰქონდეს „მოტხოვნის’’ უფლება,თუმა
ამ ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა.
ხ
შენიშვნა:
თუკი დადგება ვალდებულების
შესრულების ვადა და ვალდებულება არ შესრულდება,მხარემ უნდა აღძრას „მიკუთვნებიტი სარჩელი’’ და არა [სარჩელი
„ვალდებულების მომავალში
შესრულების’’ შესახებ]
ხ
·
სარჩელი „ვალდებულების მომავალში შესრულების
‘’ შესახებ[სსკ-ის 181-ე მუხლი]
- ერთ-ერთი „აღიარებითი
სარჩელია’’
·
ამიტომ ამ სახის სარჩელის აღძვრისას
,მოსარჩელემ სსსკ-ის 180-ე მუხლით დადგენილი პირობის თანახმად
უნდა ამტკიცოს ,რომ აქვს იმის „იურიდიული ინტერესი“ , რომ „მომავალში შესასრულებელი ვალდებულების“ „აღიარება“ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“.
სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მუხლი 181. სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ
+
სარჩელი „ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ“ დასაშვებია,
თუ:
ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;
ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას
ხ
·
რაც შეეხება სარჩელტა კლასიფიკაციას „მატერიალურ სამართლებრივი ‘’ ნიშნით,ანუ
„სამართალურთლიერთობის სახის’’ მიხედვით,განასხვავებენ : ა) სამოქალაქო ბ)შრომის გ) მიწის და სხვა „ურთიერთობებიდან ‘’გამომდინარე სარჩელებს.
·
თითოეული ეს ჯგუფი შეიძლება დაიყოს „სამართლებრივი ინსტიტუტების’’
მიხედვით.
·
მაგ. სამოქლაქო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე სარჩელები იყოფა:ა)საბინაო,ბ)საავტორო,გ)სამემკვიდრეო ,დ) ზიანის მიყენებიდან გამომდინარე და სხვა სარჩელებად
ხ
·
სარჩელთა კლასიფიკაციას მატერიალურ სამართლებრივი ნიშნით არა მარტო ტეორიული,არამედ
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს,რამეთუ გამოიყენება „ცალკეული კატეგორიის საქმეებზე
პრაქტიკის’’ განზოგადების დროს.
·
სამართალგამოყენებითი პრაქტიკის სრულყოფის მიზნით,აუცილებელია „სასამართლო
პრაქტიკის’’ შესწავლა და განზოგადება სამოქალაქო საქმეტა „ცალკეული კატეგორიების“ მიხედვით.,რაც
მოსახერხებელია სასამართლო შეცდომების გამოსავლენად.
·
სარჩელთა კლასიფიკაცია მატერიალურ-სამართლებრივი ნიშნით,იურისტების მიერ
გამოიყენება სარჩელისა და სასარჩელო წარმოების სხვადასხვა პრობლემატა გამოსარკვევად
ხ
·
რომის სამართალიც იცნობდა სარჩელტთა დაყოფას[კლასიფიკაციას]
·
ის სარჩელებს ყოფდა ა)სავინდიკაციო და ბ) ნეგატორულ სარჩელებად
·
სავინდიკაციო სარჩელი ეწოდება იმ სარჩელს,რომელიც
ა) საკუთრების უფლებას ეფუძნება და ბ) რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მისი საკუთრების [ ნივთის] დაბრუნებას სხვისი
უკანონო მფლობელობიდან
·
ნეგატორული სარჩელი ეწოდება იმ სარჩელს,რომელიც
ა) საკუტთრების უფლებას ეფუძნება და ბ)რომლის აღძვრიტთ მოსარჩელე მიზნად ისახავს გარესე
პირთა მხრიდან თავისი საკუთრებით სარგებლობაში
ხელშეშლის აღკვეთას.
·
სარჩელთა დაყოფა სავინდიკაციო და ნეგატორულ სარჩელებად არ მოიცავს ყველა სახის სარჩელს ,ამიტომ ესკლასიფიკაცია დღეს
აღარ გამოდგება
ხ
·
ამიტომ სარჩელთა იდენტიფიკაციის დროს მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ
ყველა სარჩელის ორი ელემენტი“სარჩელის საგანი’’ და „სარჩელის საფუძველი’’
Комментарии
Отправить комментарий