„საყოველთაოდ ცნობილი“ ფაქტები და "უდავო'' ფაქტები
„საყოველთაოდ
ცნობილი“ ფაქტები
·
„საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი’’ ისეთი ფაქტია ,რომლის არსებობის შესახებ
იცის ადამიანთა ფართო წრემ,მათ შორის დავის განმხილველმა მოსამართლემაც.
·
„საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი’’ არ საჭიროებს სასამართლოში „მტკიცებას’’
·
სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა’’ პუნქტის
თანახმად,თვით სასამართლო წყვეტს საკითხს,შეიძლება თუ არა
ესა თუ ის „იურიდიული ფაქტი’’ მიჩნეულ იქნეს
„საყოველთაოდ ცნობილად“ და თუ აღიარებს მას ასეთად,მაშინ
ეს ფაქტი აღარ მოითხოვს მხარისგან[რომელიც ეყრდნობა „საყოველტაოდ ცნობილ’’ ფაქტად ცნობილფაქტს]მისი
დამადასტურებელი „მტკიცებულების’’ წარმოდგენას[!!!]
·
ჯერ კიდევ რომაელი იურისტები მიიჩნევდნენ სამართლებრივ აქსიომად
ამგვარ წესს:“საყოველთაოდ ცნობილი არ საჭიროებს მტკიცებას’’
ხ
·
„საყოველტაოდ ცნობილი’’ შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი ფაქტი.
·
მაგ. ზოგიერტი ფაქტი ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის[ ასეთი შეიძლება იყოს:
ა) გლობალური ისტორიული მოვლენა,ან გლობალური
ისტორიული ფაქტი-მე-2 მსოფლიო ომი[მოვლენა] ,მისი დაწყების და დამთავრების თარიღი[ფაქტი]
·
მაგრამ“საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი’’ შეიძლება იყოს ადგილობრივი[ლოკალური]
მნიშვნელობისაც.[მაგ. გვალვა,მიწისძვრა,წყალდიდობა
და სხვა ფორსმაჟორი],“რის გამოც მხარემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“
·
ყურადღება: როცა სასამართლო რაიმე „ფაქტს’’ მიიჩნევს „საყოველთაოდ ცნობილად’’
ანუ მხარეს გაათავისუფლებს მისი მტკიცების ვალდებულებისგან,მან უნდა დაასაბუთოს თუ რატომ მიიჩნია ეს ფაქტი „საყოველთაოდ
ცნობილად’’
ხ
·
ყურადღება: როცა რაიმე ფაქტზე
იტყვიან ,რომ ის „საყოველთაოდაა ცნობილი’’
ეს არაა განპირობებული მხოლოდ ამ ფაქტზე ინფორმირებული პირთა წრით
·
„ფაქტის საყოველთაოდ ცნობილობა’’ ა)მასზე ინფორმირებულ პირთა
წრის გარდა დამოკიდებულია ბ)იმ დროზე ,რომელიც
გასულია მას შემდეგ,რაც ეს ფაქტი მოხდა,ასევე დამოკიდებულია გ)კონკრეტულ ადგილას[კონკრეტულ ტერიტორიაზე] ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მასშტაბზე.
·
რაც მეტი დრო გადის ფაქტის ან მოვლენის მოხდენის
მომენტიდან მით უფრო ნაკლები საფუძველი გვაქვს მივაკუთვნოთ
ეს ფაქტი[ან მოვლენა] „საყოველთაოდ ცნობილი’’ მოვლენების[ფაქტების] რიცხვს,რადგან იმ
რეგიონის მოსახლების შემადგენლობა,რომლის ფარგლებშიც ესა თუ ის მოვლენა ან ფაქტი „საყოველთაოდ იყო ცნობილი ‘’ იცვლება[!]
[ გაიხსენეთ :„სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული’’ -გალაკტიონი]
·
ესა თუ ის მოვლენა ,რომელიც ადრე გავლენას ახდენდა ადამიანის ცხოვრებაზე ,დროთა განმავლობაში
დავიწყებას ეძლევა და ის,რაც „საყოველთაოდ იყო ცნობილი’’,მაგ.
30 წლის წინათ,დღეს ახსოვს მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფს.
·
ანუ დროის გასვლასთან ერტად „ცნობილი მოვლენები’’ კარგავენ „საყოველთაოდ
ცნობილი მოვლენის ან ფაქტის’’ სტატუსს.
·
ყველა მოვლენა როდი რჩება ხალხის მეხსიერებაში.
·
მაგ. გარკვეულ პერიოდში განხორციელებული „ფულის რეფორმა’’,რომელიც ტავის
დროზე საყოველთაოდ იყო ცნობილი,ტანამედროვე პერიოდში ყველასთვის არაა ცნობილი
·
ამიტომ , აუცილებლობის შემთხვევაში ადრე „საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები’’ დღეს[ანუ საკმაო
დროის გასვლის შემდეგ] „მტკიცებულბათა მეშვეობით’’ უნდა დადგინდეს [!]
ხ
·
იმ შემთხვევაში ,როცა „საყოველთთაოდ ცნობილი’’ ფაქტი არა გლობალური,არამედ
ლოკალური ხასიათისაა,არ არის სწორი სასამართლომ მხარისაგან მოითხოვოს ასეთი ფაქტის
დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა იმ მოტივით ,რომ „ფაქტი
ლოკალურია და რა გლობალური.’’
·
„ლოკალური მნიშვნელობის ფაქტები’’ ზოგჯერ საკმაოდ ცნობილია
სწორედ მოცემულ ადგილას და სასამართლოს უფლება აქვს აღიაროს ასეთი[ანუ საკმაოდ ცნობილი
ლოკალური] მნიშვნელობის ფაქტები „საყოველთაოდ’’,რის გამოც მათი დამტკიცება მხარეებს
აღარ მოუწევთ
·
„ლოკალური მნიშვნელობის ფაქტების’’ „საყოველტაოდ ცნობილ ფაქტებად’’ აღიარების
შესახებ სასამართლომ უნდა მიუთოთს თავის აქტში „გადაწყვეტილებაში’’.
ხ
·
მაგ. „საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებად’’ სასამართლოში მიიჩნევა ნივთების და საგნების სხვადასხვა ფიზიკური,ქიმიური,მექანიკური,ტექნოლოგიური
თვისებებები [მაგ. „საყოველთაოდ ცნობილი
ფაქტია’’,რომ ტანსაცმლის ქსოვილი ადვილად იხევა]
·
ამასთან,არ შეიძლება სასამართლოში „საყოველთაოდ ცნობილად“ იქნეს მიჩნეული
კონკრეტული ადამიანის პირადი თვისებები,მისი
ხასიათი,რამეთუ ეს არ არის „ფაქტი’’,არამედ ეს არის ვიღაცის ან ვიღაცების სუბიექტური
მოსაზრება[ანუ შეხედულება] ვიღაცაზე .[ანუ მსგავსი ფაქტი[პირის უარყოფიტი პირადი ტვისებები
და ცუდი ხასიატი] დამტკიცებას ითხოვს
მტკიცებულებებით]
ხ
·
სსსკ-ის 106 მუხლი ითვალისწინებს იმას ,რომ ფაქტების აღიარება „საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებად’’ პირობითი[ფარდობითი] ხასიათისაა;
·
რაც ნიშნავს იმას,რომ სასამართლოს უფლება აქვს
დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება თუ არა,რომ მოცემული
ფაქტი მივიჩნიოთ „საყოველთაოდ ცნობილად“.
·
ამასთან ,სასამართლომ გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა მიუთითოს,რომ მან „ფაქტი“ „საყოველთაოდ
ცნობილად’’ აღიარა,წინააღმდეგ შემთხვევაში
„ზემდგომ სასამართლოს’’ შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილ;ება,როგორც „არასაკმარისად დასაბუთებული’’
ხ
·
„ფაქტი’’ „საყოველთაოდ ცნობილად’’ შეიძლება აღიაროს არა მხოლოდ პირველი
ინსტანციის სასამართლომ ,არამედ ზემდგომმა სასამართლომაც.
ხ
ყურადღება:
·
„საყოველთაოდ
ცნობილი ფაქტები“ მტკიცებას არ საჭიროებს[!]
ანუ მოდავე მხარე
არ არის ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულება ამ ფაქტის დასადგენად.
მხარე განთავისუფლებულია
„მტკიცების მოვალეობისგან’’[მტკიცების ტვირთისგან] ,რადგან ამ ფაქტის „ნამდვილობა’’
ნათელია,ცხადია და მისი „მტკიცება’’ ზედმეტია.
ხხხ
„უდავო ფაქტები’’
·
სსსკ-ის 106-ე მუხლში ე.წ. „უდავო
ფაქტები’’ არ არის მოხსენიებული
·
მაგრამ მე-3 ,106-ე 131-ე ,211-ე
და საპროცესო კოდექსის სხვა მუხლების ანალიზი ცხადყოფს,რომ „უდავო ფაქტები’’
ასევე არ შედიან „მტკიცების საგანში’’ -ანუ
„არ საჭიროებენ ‘’ მტკიცებას[!]
·
„უდავო ფაქტები’’ ისეთი ფაქტებია,რომლების „აღიარა’’ მხარემ ან კიდევ „არ გახადა სადავო’’ თავისი შესაგებლის წარდგენისას[ცნრბა-საზეპირო]
ხ
·
სამოქალაქო პროცესის მიზანია კერძო უფლებათა დაცვა,ხოლო ამ უფლებათა თავისუფლად განკარგვა უფლების მქონე პირის დისპოზიციურ[არასავალდებულო]
უფლებამოსილებას განეკუთვნება
·
„ფაქტის აღიარება“,რომელზეც დამოკიდებულია „უფლების“
არსებობა, შეიძლება ითქვას ამ უფლების „იურიდიული ბედის გადაწყვეტის საშუალებაა’’[ანუ
მხარის მიერ თავისი „უფლების განკარგვაა’’ მეორე მხარის სასარგებლოდ ]
·
ამასთან ,“ფაქტის აღიარება’’ მართლზომიერი უნდა
იყოს,ე.ი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს
კანონს და არ უნდა არღვევდეს „სხვა პირის’’[ამღიარებლის
ან მე-3 პირის] უფლებებს
·
რადგან საკუთარი უფლების განკარგვა სრულიად კანონიერია,აქედან გამომდინარეობს,რომ
„სასამართლომ არ უნდა შეამოწმოს ‘’ მხარის მიერ „აღიარებული ფაქტი’’
·
სასამარტლომ „აღიარებული ფაქტი’’ უნდა მიიღოს ზუსტად იმ სახით,რა სახითაც
ის აღიარა მხარემ
ხ
·
ამრიგად , შევა თუ არა „მტკიცების საგანში’’ ესა თუ ის ფაქტი ,დამოკიდებულია ა) შესაგებელზე[იმაზე გახადა თუ არ სადავო ეს ფაქტი მოპასუხემ,თუ მოპასუხემ სადავო არ გახადა ფაქტი ,მაშინ ის არ შევა მტკიცების საგანში] და ბ)მხარის მიერ დისპოზიციური
უფლების გამოყენებაზე [ანუ იმაზე „აღიარა“ თუ „არ აღიარა“ მხარემ ფაქტი ,თუ მხარემ ფაქტი
„აღიარა’’,ნაშინ ეს ფაქტი არ შევა „მტკიცების
საგანში“ ]
Комментарии
Отправить комментарий