„სასამართლო მტკიცება’’ ცნება და მიზანი.
1.
„სასამართლო მტკიცება’’ ცნება და მიზანი.
· სასამართლოში
საქმის განხილვის მიზანია „სამართალსუბიექტთა’’ დარღვეული[შელახული] უფლებების და ინტერესების დაცვა[აღდგენა]
· ეს მიზანი მიიღწევა საქმის
გარემოებების, და „მხარეთა’’ უფლება-მოვალებების
დადგენით.
· სასამართლოს ამოცანაა „სწორად’’
და „დროულად’’ განიხილოს და გადაწყვიტოს
საქმე[დავა]
· „სამოქალაქო პროცესში’’
სასამართლოს[მოსამართლის] ძალისხმევა მიმართულია საქმის[დავის] ყველა გარემოების
გამოკვლევის და „საქმეზე შეგროვილი’’ ყველა მასალის შეფასებისკენ
· სასამართლოს[მოსამართლის] მიზანია
იმ „ფაქტების’’ „უტყარად გამოკვლევა’’,რომლებზეც დამოკიდებულია მხარეთა შორის
არსებული „დავის გადაწყვეტა’’
· სასამართლოს საქმიანობა
„შემეცნებითი საქმიანობის’’ ნაირსახეობაა.
· სასამართლოს[ანუ მოსამართლის] „შემეცნებითი საქმიანობa’’
ხორციელდება სამართლის ნორმების სწორად შეფარდების უზრუნველსაყოფად;
· სასამართლოსთვის მნიშვნელობა აქვს
მხოლოდ ა)„იურიდიულ მნიშვნელობის მქონე ფაქტებს’’ და ბ)„მტკიცებულებითი მნიშვნელბის მქონე’’ „ფაქტებს’’
· სანამ სასამართლო მივა დასკვნამდე
რომ ნამდვილად არსებობს „სადავო უფლება’’
ან „სადავო ინტერესი’’,მან ზუსტად უნდა დაადგინოს ის „ფაქტები’’ რომლებსაც
ეფუძნება ეს სადავო „უფლება’’ თუ
„ინტერესი’’
· „იურიდიული მნიშვნელობის’’ მქონეა
„ფაქტები’’ რომელთაც „მატერიალური სამართლის ნორმები’’ უკავშირებს გარკვეულ „სამართლებრივ
შედეგებს’’.
· ეს „იურიდიული მნიშვნელობის’’
მქონე „ფაქტები’’ წარმოიშობა და
არსებობს[სახეზეა] „სამოქალაქო
პროცესამდე’’[ანუ სასამართლოში საქმის გახილვამდე]
· ამიტომ ,“იურიდიულ ფაქტებს’’
სასამართლო ვერ შეიმეცნებს „უშუალოდ’’.
· ადრე მომხდარი „იურიდიულ
ფაქტების’’ შესამეცნებლად სასამართლო იყენებს „მტკიცებულებებს’’ და მიმართავს
„მტკიცებას’’
ხ
·
„სამოქალაქო
პროცესში’’ განასხვავებენ „შემეცნების’’
ორ ფორმას: ა) „უშუალო’’[ანუ ემპირიულ] შემეცნებას ,როცა „დავის
გარემოებები’’ მოსამართლის „უშუალო აღქმის ობიექტია’’ და ბ) „გასაშუალოებულს’’[ანუ „მტკიცებას’’] ,როცა „დავის
გარემოებები’’ მოსამართლის „უშუალო აღქმის ობიექტი’’არ არის,არამედ „საქმის
გარემოებებს’’ მოსამართლე შეიმეცნებს ა)„სხვა პირთაგან’’ მიღებული ცნობების
საფუძველზე და ბ)„უტყუარად დადგენილი ფაქტის’’ საფუძველზე
·
სასამართლო
სხდომის დროს განხორციელებულ „საპროცესო მოქმედებებს’’ მოსამართლე შეიმეცნებს
გრძნობის ორგანოებით[ანუ უშუალოდ]:ისმენს მხარეთა და მოწმეთა ჩვენებებს, აკვირდება
მათ[მხარეთა და მოწმეთა] რეაქციას
სასამართლოში მომხდართან დაკავშირებით,ათვალიერებს სარჩელის „მატერიალურ
ობიექტებს’’ და „ნივთიერ მტკიცებულებებს’’
·
შემეცნების
ეს ფორმა[უშუალო შემეცნება] სწრაფი , ეკონომიური და დამაჯერებელია ,მაგრამ
შეზღუდულია იმის გამო,რომ „სამოქალაქო საქმის კანონიერად და დასაბუთებულად განხილვისტვის და გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე „ფაქტების’’ აბსოლუტური უმრავლესობა
მომხდარია „სასამართლო სხდომამდე’’ და
საქმის გახილვამდე დიდი ხნით ადრე.[ასეთი „ფაქტებია’’მაგ. „გარიგების
დადება’’,“ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება’’, „ზიანის მიყენება’’ და სხვა]
· ამიტომ,სასამართლოს არ შეუძლია
„ადრე მომხდარი’’ „ფაქტები’’ „შეიმეცნოს უშუალოდ’’[გრძნობის ორგანოების :
სმენის,მხედველობის ორგანოების დახმარებით],რის გამოც აუცილებელი ხდება „სასამარტლო
შემეცნების’’ მე-2 ფორმა- „მტკიცება’’
·
წარსულში
მომხდარი ‘მოვლენების’’ და „ფაქტების’’ შემეცნება სასამართლოს „ძირითადი’’
ამოცანაა[!]
·
ამდენად,
შეიძლება იტქვას „სასამართლო შემეცნება’’ უპირატესად „გაშუალოებულია’’
·
ანუ
სწორედ წარსულში მომხდარი „ფაქტების’’
შემეცნება უხდება დიდწილად სასამართლოს.
·
მხოლოდ
იშვიათ შემტხვევებში
შეუძლია სასამარტლოს „უშუალოდ’’ აღიქვას ზოგიერთი „იურიდიული ფაქტი’’
მაგ. ე.წ. „ადგილზე დატვალიერებით’’ სასამართლოს[მოსამართლეს]
შეუძლია უშულოდ აღიქვას ოთახის მოცულობა,ოთახების განლაგება „სადავო ბინაში’’ ან
„სადავო ნივთის ‘’ თვისება.
·
„უშუალო
აღქმით’’ დგინდება ასევე
საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი „იურიდიული ფაქტი’’[
მაგ.“მხარეთა,ანდა მოწმეთა გამოუცხადებლობა სასამართლოში’’ ,“მოწმის უარი ჩვენების
მიცემაზე’’ და სხვა ფაქტები]
ხ
·
ყურადღება:
„გასაშუალოებულ’’ „სასამართლო შემეცნებას’’
,სხვა სიტყვებით ეწოდება „მტკიცება’’[„მტკიცების’’
ცნება მოკლე -საზეპირო]
· „სამოქალაქო პროცესში’’ „სასამართლო მტკიცება’’ წარმოადგენს
ა)მოსამართლის,ბ)საქმის მონაწილეთა
და გ)სხვა სუბიექტთა „სამოქალაქო საპროცესო
სამართლით’’ დეტალურად მოწესრიგებულ საქმიანობას,რომლის მიზანია საქმისთვის „იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების’’
შესახებ ცნობების გამოკვლევა [ანუ ასეთი „
ფაქტების’’ შესახებ „უტყუარი“ ცოდნის მიღება],ანუ ორი სიტყვით „ფაქტების დადგენა’’[„მტკიცების’’
ცნება გავრცობილი - საზეპირო]
· საქმისთვის იურიდიული
მნიშვნელობის მქონე
„ფაქტების დადგენა’’ ხორციელდება ე.წ. „მტკიცებულებების’’
[!]მეშვეობით.
· იურიდიული მნიშვნელობის მქონე „ფაქტების დადგენაზეა’’ დამოკიდებული მხარეთა შორის წამოჭრილი
დავის „გადაწყვეტა’’ სასამართლოს მიერ.
ხ
·
„მტკიცება’’ სასამართლოში [ანუ იურიდიული მნიშვნელობის მქონე
„ფაქტების დადგენა’’ სასამართლოს მიერ ] ეყრდნობა ა) ლოგიკის კანონებს და ბ)
საპროცესო ნორმებს
·
„ფაქტების დადგენისას’’ სასამართლო „კანონით
ზუსტად განსაზღვრული წესით’’ ადგენს „საქმისთვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებების’’ [„ფატების’’] არსებობას ან არ არსებობას[!]
·
ასე რომ, საპროცესო კანონი განსაზღვრავს: ა)„ვინ უნდა დაამტკიცოს’’,ბ)“რისი
დამტკიცებაა აუცილებელი’’, გ)„რომელი „მტკიცებულებით“ უნდა დამტკიცდეს’’ „საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ესა თუ ის გარემოება[ან „ფაქტი’’].
ხ
რა არის ე.წ.
„მტკიცების საგანი’’ ?
·
სამოქალაქო
საქმის[დავის] აღძვრისას ან სარჩელზე შესაგებლის წარდგენისას ჯერ უნდა
განისაზღვროს რომელ‘’გარემოებებს’’
[„ფაქტებს’’]აქვთ „არსებითი მნიშვნელობა’’
ამ დავაში.
ამისთვის მხარეებმა უნდა ისარგებლონ „მატერიალური სამართლის’’
ნორმების აღწერილობითი[ანუ დისპოზიციური] ნაწილებით და
ისე აღძრან თავიანთი „მოთხოვნები’’ თუ „შესაგებლები’’
·
ამრიგად,
ჯერ განისაზღვრება ე.წ. „მტკიცების საგანი’’[ანუ კონკრეტული საქმისთვის „არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები“]
,ეს კეთდება მატერიალური სამართლის ნორმების
მიხედვით[დახმარებით] და შემდეგ იწყება ამ „გარემოების არსებობის ‘’დამადასტურებელი
„იურიდიული ფაქტების’’ „სასამართლო მტკიცება’’ [მოსარჩელესს მხრიდან] და ამ „გარემოების არარსებობის’’
დამადასტურებელი იურიდიული
ფაქტების „სასამარტლო მტკიცება’’[მოპასუხის მხრიდან]
ხ
„სასამართლო მტკიცების’’ სტადიები
·
„სასამარტლო მტკიცება“ შედგება რამდენიმე თანმიმდევრული სტადიისაგან:
1) პირველი
სტადიაა „მტკიცებულებათა’’ ა)შეგროვება,ბ)წარდგენა,გ)გამოთხოვა.
დ)“დაფიქსირება’’[ანუ უზრუნველყოფა][როცა ეს აუცილებელია].
მტკიცებულებათა „შეგროვების’’სტადიაზე
მხარეები თავად განსაზღვრავენ თუ
რომელი „მტკიცებულებებით’’ უნდა „დადგინდეს’’[დამტკიცდეს] „მტკიცების საგანის’’ [ანუ საქმისთვის „არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები“]
არსებობის დამადასტურებელი ‘’ფაქტები’’ და
იწყებენ „მტკიცებულებების’’ შეგროვებას შემდეგში საასამართლოში „წარსადგენად’’
კლასიკურ „შეჯიბრებით
პროცესში’’ „მტკიცებულებათა’’ შეგროვება
და წარდგენა ეკისრებათ „მხარეებს’’[და „საქმის
მონაწილე სხვა პირებს“ მაგ. მხარის „წარმომადგენელს’’]
ამ სტადიაზე სასამართლოს[მოსამართლეს]
მხოლოდ ის როლი აკისრია ,რომ „დაეხმაროს’’ დაინტერესებულ პირებს
„მტკიცებულებების’’ შეგროვებაში.[მაგ. სასამარტლოს გამოაქვს „ექსპერტიზის
დანიშვნის დაჩატარების’’ განჩინება, ან „სასამართლო დავალების’’ განჩინება
2) მე-2 სტადიაა „მტკიცებულებათა გამოკვლევა’’ .
ეს არის :
„მტკიცებულებათა’’ ურთიერთშეპირისპირება ,მათი საფუძვლიანი ანალიზი, „ახალი’’ „მტკიცებულებების’’ მოძიება და სხვა.
„მტკიცებულებათა
გამოკვლევა’’ ყოველი „ცალკეული’’ მტკიცებულების და „მათი ერთობლიობის’’ „უტყუარობის’’ განსაზღვრაა[!]
საქმის[დავის] „არსებით გარემოებათა დადგენა’’ ხდება „რამდენიმე ‘’და „სხვადასხვა’’ მტკიცებულების გამოყენებით
„თავისებურებით“
ხასიათდება თითოეული სახის „მტკიცებულების’’ გამოკვლევაც
3)
„მტკიცებულებათა შეფასება’’ უმიშვნელოვანესი და „მტკიცების ‘’ პროცესის საბოლოო ეტაპია[სტადიაა].
·
„მტკიცებულებათა
შეფასება’’ მხოლოდ სასამართლოს[მოსამართლის] კომპეტენციაა.
·
„მტკიცებულებათა
შეფასებისას’’ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლის „მართლშეგნებას’’ და იმ კანონს რომელსაც
მოსამართლე იყენებს საქმის განხილვის და გადაწყვეტის დროს
ხ
·
სასამართლოსთვის
არანაირ
„მტკიცებულებას’’ არ აქვს „წინასწარ დადგენილი ძალა’’[!]
·
ამიტომ,
„სასამართლო აფასებს’’ ყოველი
ცალკეული „მტკიცებულების’’ ა) დასაშვებობას ბ) შესახებობას გ) უტყუარობას დ) საკმარისობას და ე) მათ შორის ურთიერთკავშირს [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
„მტკიცებულებათა
შეფასების’’ შედეგები
სასამართლომ აუცილებლად უნდა ასახოს გადაწყვეტილების ა)აღწერილობით და ბ)სამოტივაციო ნაწილებში.
·
სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა
დასახელდეს: ის მტკიცებულებები,რომლებსაც ეყრდნობა სასამართლოს დასკვნები და მოტივები[ანუ მოსაზრებები],რომელთა გამოც ეასა თუ ის მტკიცებულბა სასამართლომ
საფუძვლად დაუდო თავის დასკვნებს[მოსაზრებებს],ხოლო სხვა მტკიცებულებები უარყო.
·
გადაწყვეტილებაშიასევე
უნდა დასახელდეს,თუ რის საფუძველზე მიენიჭა უპირატესობა ამა ტუ იმ მტკიცებულებას
სხვა მტკიცებულებებთან შედარებით
ხ
რას ნიშნავს „მტკიცებულების
უტყუარობა’’
·
სასამართლოს მიერ „მტკიცებულება’’ მიიჩნევა
„უტყუარ’’ მტკიცებულებად,თუ ამ მტკიცებულების გამოკვლევის და სხვა
მტკიცებულებებთან შეპირისპირების შედეგად გამოირკვევა,რომ ცნობები,რომლებსაც ეს
„მტკიცებულება’’ შეიცავს ,სინამდვილეს შეესაბამება. [საზეპირო]
ხ
·
„დოკუმენტების’’ და სხვა „წერილობითი
მტკიცებულებების’’ „უტყუარობის’’
შეფასების დროს სასამართლო ვალდებულია „ყველა სხვა მტკიცებულების
გატვალისწინებით’’ დარწმუნდეს ,რომ „დოკუმენტი’’[საბუთი] ან წარმოდგენილი სხვა „წერილობითი მტკიცებულება გამომდინარეობს იმ „ორგანოდან’’,რომელიც უფლებამოსილია გამოსცეს მოცემული სახის მტკიცებულება,ხელმოწერილია იმ პირის მიერ,რომელსაც უფლება
აქვს დაამოწმოს დოკუმენტი ხელმოწერით,შეიცავს ყველა სხვა აუცილებელ
რეკვიზიტს,რასც უნდა შეიცავდეს მოცემული სახის „მტკიცებულება’’
·
„დოკუმენტების’’ და სხვა „წერილობითი
მტკიცებულებების’’ „უტყუარობის’’
შეფასების დროს სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ხომ არ მომხდარა „ასლის გადაღებისას’’ თავდაპირველი
დოკუმენტის შინაარსის ცვლილება დოკუმენტის
ასლში და ხომ შეესაბამება ასლი ორიგინალს[!]
·
სასამარტლო არკვევს რა ტექნიკური ხერხებით მოხდა
ასლის გადაღება,გარანტირებულს ხდის ტუ არა ასლის გადაღების პროცესი „ასლის’’ და
„პირველწყაროს’’[ორიგინალის] იგივეობას.
·
და რა წესით იყო „შენახული’’[დაცული] ასლი
ხელყოფისაგან
ხ
·
თუ „დაკარგულია“ ან „არ გადაეცა“ სასამართლოს
„დოკუმენტის’’[საბუთის] „ორიგინალი“,ხოლო ამ „ოიგინალის’’ ასლები ,რომლებიც წარდგენილია
მოდავე მხარეების მიერ „სხვადასხვაა’“ ანუ არ არის ერთნაირი და „სხვა
მტკიცებულებათა’’ საშუალებით შეუძლებელია „პირველწყაროს’’ ნამდვილი შინაარსის დადგენა,მაშინ სასამართლოს უფლება არ აქვს „დამტკიცებულად’’ ჩათვალოს ის „ფაქტი’’,რომელიც დასტურდება „დოკუმენტის’’[საბუთის] ან სხვა „წერილობითი
მტკიცებულების მხოლოდ
ასლით.[!][რადგან ასლის „უტყუარობა’’ საეჭვოა]
რას
ნიშნავს „მტკიცებულებათა საკმარისობა’’
·
სასამართლომ უნდა განსაზღვროს შეიძლება თუ არა
შეგროვებული „მტკიცებულებების ‘’ საფუძველზე
გამოვიტანოთ დასკვნა „დასადგენი ფატების’’ არსებობის ან არარსებობის
შესახებ.
·
მოსამართლე ეცნობა სასამართლოში შესულ სარჩელს[ან
განცხადებას] და თანდართულ „წერილობით მასალებს’’[ანუ წერილობით
მტკიცებულებებს]
·
„სადავო მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის’’
მომწესრიგებელი სამართლის ნორმების
საფუძველზე შეიძლება გაირკვეს ,თუ რომელი
„მტკიცებულებები’’ შეიძლება იქნეს გამოყენებული მოცემული დავის გადასაწყვეტად.,რამეთუ
ეს ნორმები შეიძლება შეიცავდეს მითითებებს იმ „მტკიცებულებებზე’’,რომლებითაც
დაიშვება ამ „ურთიერთობათა’’ ან ცალკეულ
იურიდიულ ფაქტთა დადასტურება,ანუ ამა თუ იმ „გარემობათა დადგენა’’
„მტკიცებულებატა
შეგროვება’’
·
„მტკიცებულებათა
შეგროვების’’ ძირითადი საშუალებებია:
1) „მტკიცებულებათა წარდგენა „მტკიცების სუბიექტების
მიერ’’[მტკიცების
სუბიექტებად ითვლებიან : ა)“მხარეები’’ ბ) „საქმის სხვა
მონაწილენი’’ გ)“მათი წარმომადგენლები’’
2)
„მტკიცებულებატა გამოთხოვა სასამართლოს მიერ
ყველასგან,ვისტანაც „მტკიცებულებები’’ იმყოფება.
ყურადღება:
ის ვინც,იშუამდგომლობს სასამართლოს წინაშე „წერილობითი’’
ან „ნივთიერი’’ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე ვალდებულია:
a. „აღნიშნოს’’ წერილობითი მტკიცებულება[ანუ მიუთითოს კონკრეტულად რომელი დოკუმენტის
გამოთხოვას ითხოვს და ვისგან,მიუთითოს მიზეზი რატომ ვერ მოიპოვა ეს დოკუმენტი დამოუკიდებლად[ანუ თავად],დაასახელოს
საფუძვლები,რომლითაც ის თვლის,რომ „დოკუმენტი ’’ ინახება მოცემულ პირთან ან
მოცემულ ორგანიზაციაში]
ან
b. „აღწეროს ‘’ნივთი[ანუ მიუთითოს კონკრეტულად რომელი „ნივტის’’
გამოთხოვას ითხოვს და ვისგან,მიუთითოს მიზეზი რატომ ვერ მოიპოვა ეს
„ნივთი’’დამოუკიდებლად[ანუ თავად],დაასახელოს საფუძვლები,რომლითაც ის თვლის,რომ
„ნივთი ’’ ინახება მოცემულ პირთან ან მოცემულ ორგანიზაციაში]
3) „მტკიცებულებათა
შეგროვების’’ ერთ-ერთი საშუალებაა:
„ნივთიერი მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ’’ შუამდგომლობის აღმძვრელ პირებზე „ნივტიერი მტკიცებულების
გამოტხოვის შესახებ’’ განჩინების გაცემა და ამ პირებისთვის „ნივთიერი მტკიცებულების’’
„მიღების’’ და სასამართლოსი „წარდგენის’’ უფლებამოსილების მინიჭება[იხ. სსსკ-ის 155-ე მუხლი-შეიძლება სხვა ნომრიტ იყოს,რადგან ძველი
სახელმძღვანელოა]
4)
„მტკიცებულებათა შეგროვების’’ საშუალებაა:“სასამართლოში მოწმედ დაბარება’’
5)
„მტკიცებულებათა შეგროვების’’ საშუალებაა:“ექსპერტიზის დანიშვნა’’
6) „მტკიცებულებათა
შეგროვების’’ საშუალებაა:“სასამარტლო დავალების გაგზავნა
,მტკიცებულებათა შესაგროვებლად,სხვა სასამართლოში’’
7) „მტკიცებულებათა
შეგროვების’’ საშუალებაა:“მტკიცებულებათა უზრუნველყოფა’’
· როგორც წესი , „მტკიცებულებათა
შეგროვება’’ საქმის „მომზადების სტადიაზე’’
მიმდინარეობს [!]
ხ
„მტკიცების ძირითადი
სუბიექტები’’
·
პირველ რიგში „მხარეებს’’ აწევთ „დასადგენი ფაქტების’’
დამტკიცების ვალდებულება[ე.წ. „მტკიცების ტვირთი’’]
·
„მხარეები’’ ,“მე-3 პირები’’, „განმცხადებლები’’ აქტიურად მონაწილეობენ,როგორც „მტკიცებულებათა
შეგროვებაში’’,ისე „გამოკვლევაში’’
·
.ამრიგად,“მტკიცების ძირითადი სუბიექტები’’
არიან „საქმის მონაწილენი’’[ანუ
„მხარეები’’ ,“მე-3 პირები’’,
„განმცხადებლები][დაიმახსოვრე]
ხ
·
„მტკიცების
სუბიექტები’’ არიან „მხარეთა წარმომადგენლებიც’’ ,ისინი „წარუდდგენენ’’ სასამართლოს „მტკიცებულებებს’’ და მონაწილეობენ მათ „გამოკვლევაში’’
ხ
როგორ ხდება „მტკიცების
ტვირთის განაწილება.’’
·
„მტიცების
ვალდებულება’’[ანუ „ მტკიცები ტვირთი’’] შემდეგნაირად ნაწილდება: თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს
ის
„გარემოებები’’[„ფაქტები’’],რომლებზეც,როგორც „საფუძვლებზე’’ ის
ამყარებს თავის „მოტხოვნის უფლებას’’ და „შესაგებელს’’
[ანუ სასამართლოში მხოლოდ „დამტკიცებული’’ „გარემოებები ’’ წარმოადგენს „მოთხოვნის უფლების’’ ან „შესაგებლის’’[ანუ საპასუხო მოტხოვნის
უფლების] საფუძველს]
·
ეს წესი
ვრცელდება „უდავო წარმოების საქმებში მონაწილე პირებზეც’’. ასეთი პირების მიერ „მტკიცებულებების’’
წარმოუდგენლობამ შეიძლება გამოიწვიოს მათთვის
არასასურველი შედეგები
ხ
·
„მტკიცება’’
ძირიტადად პირველი ინსტანციის სასამართლოში ხორციელდება,თუმცა „საპელაციო
სასამართლოშიც’’ შეიძლება მითითებულ იქნეს
„ახალი ფაქტები’’ და წარდგენილ იქნეს „ახალი მტკიცებულებები’’ [ამაზე იხ. სსსკ-ის 380-ე მუხლი]
ხ
რას
ნიშნავს „მტკიცებულებათა საკმარისობა’’
·
თუ სასამარტლოში
„არმოდგენილი მტკიცებულებები’’ „საკმარისი
არ არის’’,სასამართლო სთავაზობს მხარეებს წარმოადგინონ „დამატებითი მტკიცებულებები’’
·
ანდა,
მხარეთა შუამდგომლობით „ეხმარება’’ მათ
„მტკიცებულებათა შეგროვებაში’’[მაგ. განჩინებით ნიშნავს „სასამართლო
ექსპერტიზას’’, „ექქსპერტის დასკვნა’’
კი „მტკიცებულებაა’’]
რას
ნიშნავს „მტკიცებულებითი
პრეზუმპციები.’’
·
„მტკიცების ტვირთის’’[ „მტკიცების
ვალდებულების’’] განაწილებაში არსებით როლს თამაშაობს ე.წ. „მტკიცებულებითი პრეზუმფციები’’
·
„პრეზუმფცია’’[ლათ.praesumtio]
-ნიშნავს “ვარაუდს’’ ,ოღონდ ეს ისეთი „ვარაუდია’’,რომელიც „უტყუარად’’ ითვლება
,სანამ „საწინააღმდეგო’’ არ დამტკიცდება[!]
·
ყოველგვარი“ვარაუდი’’ არის
„დასკვნა ‘’, „სხვა ფაქტების არსებობის შესახებ’’ ,რომელიც გამოიტანება ამატუ იმ უკვე „დადგენილი ფაქტების’’
საფუძველზე.
·
„სავარაუდოა’’ [პრეზუმფციულია] ისეთი
„დასკვნა’’[ისეთი „მტკიცება’’],რომელიც „ფაქტებსა’’[მიზეზებს] და „მოვლენებს’’ [„შედეგებს’’]
შორის ადრე მრავალგზის დანახულ თუ შემოწმებულ „კავშირს’’ ემყარება.
·
„პრეზუმფციული
დასკვნით’’[„სავარაუდო დასკვნით’’],ერთი
„ფაქტი’’ ან „მოვლენა’’ „დადგენილად’’[დამტკიცებულად
ითვლება] .არაერთგზის მომხდარი „ანალოგიური
ფაქტის’’ ან „ანალოგიური
მოვლენების’’ საფუძველზე.
·
„პრეზუმფციული
დასკვნის’’[„სავარაუდო დასკვნის’’]მაგალითი: „თუ წვიმის შემდეგ მზემ გამოანათა
,ცაზე ცისარტყელა გაჩნდება’’
·
დასკვნა „ცაზე ცისარტყელა გაჩნდება’’
ემყარება ბუნებრივ მოვლენებს
შორის[წვიმასა და მზის ნათებას შორის]არაერთგზის შემჩნეულ და დანახულ კავშირს.
·
„პრეზუმფციული
დასკვნა’’[„სავარაუდო დასკვნა’’] არ წარმოადგენს „უდავო’’ და „უთუო ‘’
ჭეშმარიტრბას.
·
ზოგიერთ შემთხვევაში „ვარაუდი’’
შეიძლება არ გამართლდეს[!] და „პრეზუმფციული დასკვნა’’ სწორი არ აღმოჩნდეს.
·
შეიძლება წვიმაც მოვიდეს,მზემაც
გამოანათოს,მაგრამ ცაზე ცისარტყელა არ
გაჩნდეს[!]
·
ეს გარემოება სრულიადაც
არ ამცირებს „პრეზუმფციული დასკვნების’’ მნიშვნელობას,მათ გარეშე წარმოუდგენელია ადამიანთა ურთიერთობები .
·
„პრეზუმფციები’’ არსებობს
სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში,მატ შორის სამართალშიც.
ხ
რას
ნიშნავს „პრეზუმფცია სამართალში’’
· ყურადღება: „სამართლებრივი
პრეზუმფცია’’ არის რაიმე „ნორმატიული დებულება’’,რომელიც არსებულად, ანუ „დადგენილად’’
მიიჩნევა,ვიდრე მისი
საწინააღმდეგო [ანუ „სხვა რამ“]არ დამტკიცდება[!],კანონით დადგენილი წესით
[საზეპირო]
ხ
·
სამარტალში
„პრეზუმფციას’’ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
·
სამარტალში
„პრეზუმფცია’’ ნიშნავს შემდეგს: დაუდასტურებელი მოვლენა ან ფაქტი მიიჩნევა[ივარაუდება] არსებულად,დადასტურებულად და მას [ასეთ სავარაუდო ფაქტს] „სამართლებრივი
შედეგი’’
უკავშირდება.
·
სამარტალში
„პრეზუმფცია’’ იმისტვისაა საჭირო ,რომ
სამარტლებრივი ურთიერტობის მონაწილეები „გაურკვეველ მდგომარეობაში“ არ
აღმოჩნდნენ და მათი სამართლებრივი
სტატუსი ჰაერში არ იყოს გამოკიდებული.
ანუ
სამართალი „არსებულად მიიჩნევს’’რაღაცას იქამდე,სანამდეც მისი საპირისპირო არ დამტკიცდება[ ანუ სანამ „სხვა რამ“ არ
დამტკიცდება]
ხ
ყურადღება:
·
„სამართლებრივი
პრეზუმფცია’’ ათავისუფლებს იმ მხარეს ,რომლის სასარგებლოდაც დადგენილია „პრეზუმფცია’’ , იმ „ფაქტების’’ „მტკიცების
ვალდებულებისგან’’,რომლებსაც ეს მხარე ასახელებს თავის სასარგებლოდ
·
მაგრამ „სამართლებრივი პრეზუმფციის’’’
დანიშნულება იმ მხარის ,[რომლის
სასარგებლოდაც დადგენილია „პრეზუმფცია’’ ] „მტკიცების ვალდებულებისგან’’ განთავისუფება კი არაა,არამედ ის რომ მხარეთა შორის სწორად განაწილდეს
„მტკიცების ვალდებულება’’ [„ტვირთი’’]
ხ
რას ნიშნავს „მტკიცებულებათა
გამოკვლევა’’
·
„მტკიცებულებათა
გამოკვლევა ‘’ არის მათი ყოველმხრივი შესწავლა და ანალიზი ა)მოსამართლის და ბ)საქმის მონაწილეთა და გ)მათი
წარმომადგენლების მიერ[!]
·
„მტკიცებულებათა
გამოკვლევა ‘’ გულისხმობს „მტკიცებულებათა
: ა) „შესახებობის’’ ბ) „ დასაშვებობის’’ გ)“უტყუარობის’’ დ)“საკმარისობის’’
გამოკვლევას.
·
„მტკიცებულებატა’’
გამოკლევა ხდება სხვადასხვა საშუალებებით.
·
„მტკიცებულებატთა’’
გამოკლევის „საშუალება’’ დამოკიდებულია
„მტკიცებულების’’ სხეობაზე:
ხ
„მტკიცებულებათა
სახეები’’:
a.
მხარეთა და მე-3 პირთა „ახსნა-განმარტებები’’ [მოსამართლეს
და საქმის მონაწილეებს შეუძლიათ შეკითხვები დაუსვან იმ პირებს ვინც „ახსნა განმარტებას’’ აძლევს
მოსამართლეს]
b.
ასევე მტკიცებულებებია
„მოწმეთა
ჩვენებები’’
და „ექსპერტთა
დასკვნები’’.
მოწმეების და ექსპერტების დაკითხვას ახდენს სასამართლო .[მოსამართლეს შეუძლია მათი განმეორებითი
დაკითხვაც ,ასევე შეუძლია დააპირისპიროს მოწმეები,მათ ჩვენებებში წინააღმდეგობის
გამოსავლენად]
c.
ასევე მტკიცებულებებია:ა) „მტკიცებულებათა
უზრუნველყოფის შედეგად’’ და „სასამართლო დავალების’’ წესით სასამართლოს მიერ მიღებული „წერილობითი
მტკიცებულებები’’ბ)“საქმის მონაწილეთა წერილობითი ახსნა-განმარტებები’’ გ) სხვა
წერილობითი მასალები. სამოქალაქო
პროცესში ხდება ამ „წერილობითი
მტკიცებულებების’’ შესწავლა მათი
„ფორმის’’ და „შინაარსის’’ მიხედვით.
d.
ასევე მტკიცებულებებია
„ნივთიერი
მტკიცებულებები’’.მათ
ათვალიერებს მოსამართლე და გასაცნობად წარედგინებათ „საქმის მონაწილეებს’’ და მათ
„წარმომადგენლებს’’.აუცილებლობის შემტხვევაში „ექსპერტებს’’.
„ადგილზე
დათვალიერება’’ გამოიყენება იმ ნივთიერი
მტკიცებულებების გამოსაკვლევად,რომელტა
მიტანა სასამართლო სხდომის დარბაზში რთულია ან შეუძლებელია..“ადგილზე
დათვალიერების’’ ოქმს[მტკიცებულებაა]
შეიძლება დაერთოს დატვალიერების დროს შედგენილი
ა)გეგმები ბ)ნახაზებიგ) სქემები[მტკიცებულებებია] „ადგილზე დატვალიერებაში“
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „საქმის
მონაწილეებს’’,თუ აუცილებელია „მოწმეებს’’ „სპეციალისტებს’’[სსსკ-ის იხ.121-ე და
123-ე მუხლები]
·
ამგვარად,“მტკიცებულებათა’’ გამოკვლევის დროს ხდება
მათი „უშუალო აღქმა’’[იხ ზემოთ]
და ხდება ერთი „მტკიცებულების’’
შემოწმება „სხვა მტკიცებულების ‘’ მეშვეობით.
და ხდება „მტკიცებულებათა’’
შორის წინააღმდეგობების გამოვლენა[!] და აღმოფხვრა[!]
ხ
რას ნიშნავს „მტკიცებულების
შესახებობა’’
·
„მტკიცებულების’’ ერთ-ერთი თვისება ისაა,რომ იგი
შეიცავს ინფორმაციას „მტკიცების საგანთან ’’[იხ. ზემოთ] დაკავშირებული „იურიდიული
ფაქტების’’ შესახებ.
·
ამიტომ, ასეთი „მტკიცებულება’’ იწოდება „განკუთვნად
მტკიცებულებად’’
·
„მტკიცებულებთა
განკუთვნადობის[შესახებობის]’’ საკითხის
გარკვევა ნიშნავს,იმის გარკვევას აქვს თუ არა ამ მტკიცებულებას განსახილველი
საქმისთვის მნიშვნელობა
ანუ შეიცავს თუ არა
„მტკიცებულება’’ ინფორმაციას „მტკიცების საგანში’’ შემავალი „იურიდიული ფაქტების შესახებ’’ [იხ.
სსკ-ის 104-ე მუხ.]
ხ
·
„მტკიცებულობათა შესახებობა’’ არის სასამართლოს
ქცევის წესი.ამ წესის თანამად სასამართლო საქმიდან ამოიღებს იმ მტკიცებულებებს,რომლებსაც
საქმესთან შემხებლობა არ აქვთ.
ხ
·
შესაძლებელია პროცესში წარმოდგენილი იყოს უამრავი
„განკუთვნადი ‘’ მტკიცებულება,იბადება კიტხვა,ყველა ეს მკიცებულება უნდა
გამოიკვლიოს სასამართლომ თუ არა
·
ეს საკითხი თავის დროზე დისკუსიის საგნად იქცა
საპროცესო მეცნიერეაბაში.
·
გადაწყდა,რომ ყველა მტკიცებულების გამოკვლევა არ
არის საჭირო.
·
თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე ,რომ „დასადგენი
ფაქტი’’ უკვე გამოკვლეული მტკიცებულებებით
საკმაოდ დადასტურებულია,მას შეუძლია შეწყვიტოს სხვა მტკიცებულებათა
გამოკვლევა.
ხ
·
ამრიგად,სასამართლო განსახილველად იღებს მხოლოდ იმ
წარმოდგენილ მტკიცებულებებს ,რომელტაც უნარი აქვთ დაადასტურონ ან უარყონ „იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები’’, ეხება ამ საქმეს და დიდი მნიშვნელობა
აქვტ საქმისთვის.
ხ
·
„განკუთვნადობის’’[შესახებობის] წესების ამოცანაა
საქმეში ყველა აუცილებელი „მტკიცებულების’’ ჩარტვა და საქმიდან ყველა ზედმეტი მტკიცებულების ამორიცხვა
·
„განკუთვნადობის’’[შესახებობის] წესები ფილტრავს
„მტკიცებულებებს’’
ხ
·
ამასთან,სასამართლო „მტკიცებულებად’’ არ მიიღებს
„სასმართლო მედიაციის პროცესში’’ „კონფიდენციალურობის“
პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციას და
დოკუმენტებს,თუ მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან.
·
ეს წესია არ გამოიყენება თუკი „სასმართლო მედიაციის
პროცესში’’ „კონფიდენციალურობის“ პირობით
გამჟღავნებულ ინფორმაციას და დოკუმენტებს სასამართლოს
წარუდგენს ის მხარე ,რომელმაც გაამჟღავნა იგი ,ანდა თუკი აღნიშნული ინფორმაცია
მე-2 მხარეს „ჰქონდა ‘’ ან კანონიერი გზით
მოიპოვა და წარმოადგინა სასამატთლოში.
ხ
·
ამრიგად მტკიცებულებათა
„განკუთვნადობის’’[შესახებობის] წესის არსი მდგომარეობს იმაში,რომ სასამართლომ
მიიღოს და გამოიკვლიოს მხოლოდ ის მტკიცებულებები რომელტაც
მნიშვნელობა აქვთ საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის[არაფერი სხვა ზედმეტი]
·
სასამართლოსთვის რაიმე სახის ‘’მტკიცებულებას“
მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა ,როდესაც ის დაკავშირებულია „მტკიცების საგანში ‘’ „შემავალ’’
„ფაქტებთან’’[ ანუ მოცემულ საქმეზე „დასადგენ ფაქტებთან’’ ] და
,შესაბამისად, ამგვარი კავშირის გამო „მტკიცებულებას’’ შეუძლია ან „დაადასტუროს ‘’
ან „უარყოს’’ „ფაქტები’’.
ე.ი.
განსახილველი საქმისთვის
რელევანტური რაიმე „მტკიცებულება’’ უნდა შეიცავდეს ცნობებს დასადგენი
იურიდიული ფაქტების შესახებ.
·
სასამართლოს ამოცანაა ,რომ საქმის მონაწილეთა მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებებისთი მასალიდან შეარჩიოს ის მტკიცებულებები,რომლებიც
საქმეს „შეეხება’’
·
სასამართლომ არ უნდა დაუსშვას საქმის გადატვირთვა
იმ მტკიცებულებითი მასალებით და ფაქტობრივი მონაცემებიტ,რომლებიც განსახილველ საქმეს „არ ეხება’’. და საქმის
განხილვისთვის არ არის საჭირო[!]
·
აქედან გამომდინარე „მტკიცებულებათა შესახებობას’’
საფუძვლად უდევს „მტკიცებულების შინაარსს’’ და
„დასამტკიცებელ[დასადგენ ფაქტებს’’ შორის
ობიექტურიკავშირი[!]
ხ
·
„მტკიცებულებათა შესახებობის’’ შესახებ საპროცესო
ნორმის ადრესატია სასამართლო
·
მხარეები მტკიცებულებითა წარდგენისას
შეიძლება“შეცდნენ’’ ამ მტკიცებულებათა „შესახებობის’’ შეფასებაში,ანდა შეგნებულად
[განზრახ] გადაიტანონ შემეცნების ობიექტისგან სასამართლოს ყურადღება.
·
სასამართლო ვალდებულია „მტკიცებულებათა
შესახებობის’’ შესახებ საპროცესო ნორმის შესაბამისად მოაწესრიგოს მტკიცებულებათა
წარდგენის,გამოტხოვის,გამოკვლევის პროცესი,რათა საქმეში მხოლოდ აუცილებელი და
საკმარისი მტკიცებულებითი მასალა დარჩეს,არ გადაიტვირთოს საქმე ფუჭი[უნიშვნელო]
მტკიცებულებითი მასალებით[!]
·
ყურადღება:
სასამართლოს „გადაწყვეტილება“ მხოლოდ მაშინ მიიჩნევა „დასაბუთებულად’’ როდესაც მასში ასახულია
მოცემული საქმისთვის
„მნიშვნელოვანი’’ ფაქტები,რომლებიც დადასტურებულია
[დადგენილია][დამტკიცებულია] სასამართლოს მიერ „შემოწმებული’’ იმ მტკიცებულებებით,რომლებიც
აკმაყოფილებენ კანონის
მოთხოვნებს- „მტკიცებულებათა
შესახებობის და დასაშვებობის შესახებ’’
·
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე
მუხლის 1 -ლი ნაწილის „ე’’ და „ვ’’ პუნტები მოითხოვს
,რომ „მოსარჩელემ სარჩელში მიუტითოს ა)გარემოებები[ანუ იურიდიული ფაქტები,რომლებიც ამ სარჩელის საფუძველებს
წარმოადგენენ] რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის „მოთხოვნებს’’ და ბ)
„მტკიცებულებები’’,რომლებიც ადასტურებენ[ამტკიცებენ] ამ გარემოებებს:
1. სარჩელში უნდა აღინიშნოს:
ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;
·
ასევე,იმისათვის ,რომ სასამართლოს გაუადვილდეს
მტკიცებულებათა „შესახებობის ‘’ განსაზრვრა,საპროცესო
სამართლის კანონი[იხ. სსკ-ის 134-ე მუხ. მე-3 ნაწ. ;154-ე მუხ. მე-3 ნაწ.; 140-ე
მუხ. მე-3 ნაწ] მოითხოვს,რომ
ის ვინც შუამდგომლობას დააყენებს დოკუმენტების
,ანუ „წერილობითი’’
ან „ნივთიერი“
მტკიცებულებების გამოთხოვის
შესახებ ,აგრეთვე ამა თუ იმ პირის
„მოწმედ დაშვების“
ან „დაკითხვის“
შესახებ[მტკიცებულებების მოპოვების საშუალებებია], აგრეთვე „მოწმედ გამოძახების[დაბარების]’’
შესახებ ,ვალდებულია მიუთითოს
საქმისთვის „მნიშვნელობის მქონე ‘’ ის „გარემოებები’’ [ანუ იურიდიული ფაქტები]რომლებიც
შეიძლება დადგინდეს[დამტკიცდეს] ამ[ ყვითლად
მონიშნული] მტკიცებულებებით[!]
·
„მითითებაში’’ იგულისხმება ის, რომ „შუამდგომლობის
დამყენებელმა’’უნდა განუმარტოს
სასამართლოს ა) რომელი მტკიცებულება ეხება
მისი აზრით ამ საქმეს და ბ)ასევე მიუთითოს ამ მტკიცებულების ინდივიდუალური
მახასიათებლები და გ) ამ მტკიცებულებების ადგილსამყოფელი.
ხ
რას ნისნავს „საქმის მასალების სისრულე’’
·
„საქმის ფაქტობრივი გარემოებების სასამართლოს მიერ
შემეცნების სისრულე’’[ანუ „საქმის
მასალების სისრულე’’] ნიშნავს ა)საქმეში
ყველა აუცილებელი მტკიცებულების არსებობას და ბ)ზედმეტი მტკიცებულებების
ამორიცხვას საქმიდან[საზეპირო]
·
საქმისთვის „მნიშვნელობის არმქონე’’[ზედმეტი]
მტკიცებულებების მიღება „სასამართლო შეცდომის’’ განმაპირობებელი ფაქტორია[!][დაიმახსოვრე]
ხ
·
„მტკიცებულებათა შესახებობა’’ მჭიდროდაა
დაკავშირებული „მტკიცების საგანთან’’
·
„მტკიცების საგანს’’ უნდა შეადგენდეს მხოლოდ
„საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები’’
·
უნდა გვახსოვდეს,რომ რაიმე „ფაქტს’’ ერთ სამოქალაქო საქმეზე
შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა,“შეეხებოდეს’’ ამ საქმეს და ამდენად მოითხოვდეს
დამტკიცებას „განკუთვნადი’’[შესახები] მტკიცებულების მეშვეობით
·
მაგრამ „სხვა’’[ერთი შეხედვით ანალოგიურ]
საქმესთან[დავასთან] დაკავშირებით კი იგივე „ფაქტს’’ არ ჰწონდეს მნისვნელობა და შესაბამისად
არ საჭიროებდეს დამტკიცებას
„განკუთვნადი’’[შესახები] მტკიცებულების მეშვეობით
·
მაგ.
„მშობლის უფლების ჩამორთმევის საქმეზე’’
სასამარტლომ უნდა გამოიკვლიოს პიროვნების მახასიათებელი გარემოებები და
მოსარჩელის და მოპასუხის ქცევა; მაგრამ „ვალის გადახდევინების საქმეზე’’ მოვალის
პიროვნების მახასიათებელი გარემოებები მნიშვნელოვანი არ არის.
·
ასევე მაგ. „საკუტრების უფლება’’ უძრავ
ქონებაზე დასტურდება[მტკიცდება] საჯარო
რეესტის ამონაწერით,ამიტომ სხვა საბუთი [მტკიცებულება] საკუტრების უფლების
დასადასტურებლად არ შეიძლება მიღებულ
იქნას.[ანუ სხვა მტკიცებულება ზედმეტია და გამოიწვევს სასამართლო შეცდომას]
ხ
·
მარტალია„საქმის მასალების სისრულე’’ საშუალებას
იძლევა თავიდან იქნას აცილებული შედომა სასამარტლო გადაწყვეტილებაში,მაგრამ
მხედველობაში უნდა ვიქონიოთ,რომ საქმის „შესაბამისი ფაქტის’’ დამადასტურებელი უამრავი „მტკიცებულება
‘’ შეიძლება არსებობდეს
·
ვთქვათ ქუჩაში მოხდა უბედური შემთხვევა,რასაც
უამრავი ადამიანი სეესწრო. საჭიროა თუა რა ყველა შესაძლო მოწმის სასამართლოში
დაბარება ?
·
სასამართლოს ამოცანაა,რომ უამრავ „შესაძლო მტკიცებულებათაგან“
გამოავლინოს ის,რომელიც „უშუალოდაა
დაკავშირებული“ „პირველად ფაქტთან’’,თან
უნდა გითვალისწინოს რომ შერჩეული „მტკიცებულებების რაოდენობა’’ „საკმარისი იყოს’’ „ფაქტის’’ „უტყუარად’’
დასამტკიცებლად[დასადგენად]
ხ
ყურადღება:
·
„მტკიცებულებათა’’ ა) მიუღებლობის ,ბ)გამოთხოვაზე უარის თქმის
,გ)საქმიდან მათი ამოღების შესახებ
სამოქალაქო სასამართლოს გამოაქვს განჩინება,რომელიც ცალკე არ გასაჩივრდევბა[!]
ხ
რას ნიშნავს
„მტკიცებულებათა დასაშვებობა’’
·
ყველა
„განკუთვნადი მტკიცებულება’’[ანუ მტკიცებულება რომელიც ეხება საქმეს] დასაშვებია
თუ არა კონკრეტულ საქმეზე ?
·
პასუხია : „არა’’
·
ჯერ ერთი,დასაშვებია მხოლოდ ის მტკიცებულებები
,რომლებოც სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილშია ჩამოტვლილი: მხარეთა
(და მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები , მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებ და ექსპერტთა დასკვნები
·
გარდა
ამისა „ მტკიცებულებათა
დასაშვებობას’’ კავშირი აქვს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებტან რომლებიც
ადგენენ „გარიგების ფორმას’’
ხ
·
„მტკიცებულებათა დასაშვებობა’’ აწესებს შეძღუდვებს მტკიცებულებათა გამოყენებაში.
ხ
·
თუ „მტკიცებულებათა
შესახებობა’’[განკუტვნადობა] ზოგადი
ხასიათის წესია და გამოიყენება „ნებისმიერი სამოქალაქო საქმის’’ განხილვის დროს.
·
„მტკიცებულებათა დასაშვებობა’’ გამოიყენება ცალკეულ საქმეებზე,სადაც გამოიყენება სამოქალაქო
სამართლის ნორმები,რომლებიც აწესრიგებენ სხვადასხვა სახის გარიგებების ფორმებთან
დაკავშირებულ საკიტხებს[!] [დაიმახსოვრე]
ხ
·
„„მტკიცებულებათა
დასაშვებობის ’’ წესის თანახმად: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ
კანონით გატვალისწინებული წესით
მიღებული მტკიცებულებები.[საზეპირო]
·
„მიღებულია თუ არა
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება
კანონით განსაზღვრული წესით ?’’ -ამ საკითხის გარკვევა ნიშნავს სწორედ „მტკიცბულლების დასაშვებობის’’ განსაზღვრას
სასამართლოს მიერ
·
„მტკიცებულებათა დასაშვებობა’’ არის კანონით წინასწარ დადგენილი შეზღუდვა
მტკიცებულებატა გამოყენების საკიტხში ამა
ტუ იმ კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის პროცესში.[საქმის ხასიათის
გათვალისწინებით ყველა მტკიცებულებით სარგებლობა და ყველა მტკიცებულების
გამოყენება როდი დაიშვება]
ხ
·
ცნობილია,რომ კანონით
დადგენილი სავალდებულო ფორმის დაუცველობა იწვევს
გარიგების ბათილობას ,კანონით პირდაპირ გატვალისწინებულ შემტხვევებში.
მაგრამ ზოგიერთ შემტხვევაში კანონით შეიძლება
პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული გარიგების ბათილობა ,მაგრამ კანონი
მიუთითებდეს ,რომ „გარიგების დადებისას კონკრეტული ფორმის დაუცველობა’’ შედეგად გამოიწვევს მხოლოდ „მხარეთა მიერ ზოგიერთი
მტკიცებულების გამოყენების შეუძლებლობას“[!][ანუ შედეგია ზოგიერთი „მტკიცებულების დაუშვებლობა’’]
მაგ. გარიგების „მარტივი წერილობითი ფორმის’’
დაუცველობა მხარეებს არტმევს უფლებას დაეყრდნონ მოწმის ჩვენებებს გარიგების და
მისი პირობების დასადასტურებლად. მაგრამ არ არტმევს უფლებას გამოიყენოს სხვა
მტკიცებულებები’’ [ანუ მოწმის ჩვენება’’ ასეთ დროს „დაუშვებელი მტკიცებულებაა’’ ]
ხ
·
ზოგიერთ საქმეზე
[სამოქალაქო პროცესში]სასამართლომ უნდა დაადგინოს იურიდიული ფაქტები „კანონით მითითებული მტკიცებულებებით’’,მაგრამ
არ არის გამორიცხული ‘“სხვა’’მტკიცებულებათა
‘’ წარდგენაც [ანუ დაიშვება დამატებით „ სხვა’’
მტკიცებყლებებიც,რომლებიც კანონში არ არის სახელდებით მითითებული]
·
ანუ სამართლის ზოგიერთი ნორმით დადგენილია „მტკიცებულებათა
დასაშვებობის’’ წესი რომელსაც „პოზიტიური
‘’შინაარსი აქვს,ეს
ნიშნავს იმას,რომ „კანიონით დადგენილ
მტკიცებულებების’’ წარდგენას მოცემულ საქმეზე გვერდს ვერ აუვლის ვერავინ,რადგან
ასეთი მტკიცებულებების გარეშე ამ საქმის გადაწყვეტა დაუშვებელია,ამ კანონისმიერი
მტკიცებულებების შეცვლა სხვა მტკიცებულებებით არ შეიძლება, მაგრამ „ფაქტის’’ დასადასტურებლად ან უარსაყოფად ზოგჯერ დასაშვებია
„დამატებით’’ სხვა მტკიცებულებების გამოყენებაც,თუ
ეს მოიტხოვა საქმის კონკრეტულმა გარემოებებმა
ხ
·
ზოგიერთი ნორმიტთ
დადგენილი „მტკიცებულებათა დასაშვებობის
‘’ წესი შეიძლება ზოგჯერ „ნეგატიური’’ შინაარსის იყოს
·
ეს ნიშნავს იმას,რომ
სამართლის ზოგიერთი ნორმა ადგენს „მტკიცებულებათა
დასაშვებობის’’ ისეთ წესს,რომელიც სსსკ-ის
102-ე მუხლის მე-2 ნაწილიში ჩამოთვლილილი მტკიცებულებებიდან ამორიცხავს „მოწმეთა
ჩვენებას’’
ხ
·
„მტკიცებულებათა
დასაშვებობის’’ წესი განმტკიცებულია სსსკ-ის 102-ე მუხლით
·
ამ მუხლის
მე-3 ნაწილში მითთითებულია,რომ:
„საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.’’
·
ეს ნორმა არ უნდა
იქნეს სიტყვა-სიტყვითი[ანუ პირდაპირი] მნიშვნელობით გაგებული
·
ანუ არ
უნდა მივიჩნიოთ რომ კანონი დაუშვებლად მიიჩნევს საქმის
გარემოების[ფაქტის] დადასტურებას
ნებისმიერი „სხვა მტკიცებულების“ გამოყენებით ,გარდა იმ მტკიცებულებისა ,რომელიც
პირდაპირ მითითებულია კანონში.
·
მაგ. თუ გარიგება
სადავო ხდება იმის გამო,რომ იგი დადებულია „ფიქციურად’’[ანუ „ტვალტმაქცური
გარიგებაა’’] ანდა თუ გარიგება დაიდო მოტყუებით,ან იძულებით ან სისხლის სამართლიტ დასჯადი სხვა ქმედებით ,მაშინ საქმეში
მოცემულ „გარემოებათა’’[ფაქტების]
დასამტკიცებლად გამოიყენება სსსკ-ის
102-ემუხლის მე-2 ნაწილიტ გათვალისწინებული
ნებისმიერი მტკიცებულება.,მათ შორის „მოწმეთა
ჩვენებებიც’’
2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით
ხ
·
„მტკიცებულების შესახებობა’’
ზოგადი წესია,ხოლო „მტკიცებულებათა დასაშვებობა’’ მისი დამატება
·
მტკიცებულება
„ზოგადად’’ შეიძლება შეეხებოდეს მოცემულ
საქმეს[ვთქვათ „მოწმეთა ჩვენება’’],მაგრამ პროცესში მისი გამოყენება „დაუშვებელი
‘’ იყოს,რადგან კანონი „ფაქტის] დასადასტურებლად
მხოლოდ „წერილობითი მტკიცებულების’’ წარდგენას იტხოვდეს.
·
„მთკიცებულებატა
დასაშვებობის’’ წესი - იმპერატიული ხასიატისაა.
ხ
·
სსკ-ის 102 მუხლის
მე-3 ნაწილზე და 104 მუხლის 1 ნაწილზე შეიძლება
ვთქვატ,რომ ამ ნორმებით მოცემული „სასამართლოს უფლებამოსილება შეაფასოს
მტკიცებულებები „შესახებობის’’ და „დასაშვებობის’’ კუთხით ,სასამართლო
ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარეობს და
სასამართლოს ერთ-ერთი დისკრეციული უფლებამოსილებაა’’
რას ნიშნავს „მტკიცებულებათა
უტყუარობა’’
·
„მტკიცებულებათა
უტყუარობა’’ ეს არის მათი შესაბამისობა სინამდვილესთან
·
„მტკიცებულებათა
უტყარობაში’’ დარწმუნება ნიშნავს იმის გარკვევას :
a.
სიმართლეს ამბობს თუ
არა მოწმე
b.
შეესაბამება თუ არა
სინამდვილეს ის ცნობები,რომლებისაც შეიცავს წარდგენილი „დოკუმენტი’’
c.
შეესაბამება თუ არა
„დოკუმენტის’’ წარდგენილი „ასლი’’ „დედანს’’
·
ძალზე
მნიშვნელოვანია თითოეული მტკიცებულების გამოკვლევის პროცესში დავადგინოთ:
a.
იმ „წყაროს’’
თვისებები ,რომლიდანაც ეს „მტკიცებულება’’ არის მიღებული
b.
იმს
ვითარება[პირობები] რომელშიც ხდებოდა ამ მტკიცებულების ფორმირება
c.
ის გარემოებები
რომლებსაც შეეძლოტ გავლენა მოეხდინათ ამ მტკიცებულების „უტყუარობაზე’’ და
„სისრულეზე’’
·
„მტკიცებულებათა
უტყუარობის’’ დადგენის დროს სასამართლო
არკვევს „მტკიცებულებას’’ და იმ „ფაქტს ‘’ შორის
კავშირის ხასიათს,რომელსაც ეს
მტკიცებულება მიემართება.
რას ნიშნავს „მტკიცებულებათა საკმარისობა’’
·
„მტკიცებულებათა
საკმარისობა’’ ნიშნავს,რომ შეგროვებული მტკიცებულებები საშუალებას გვაძლევს
გამოვიტანოთ „უტყუარი[უმცდარი] და დადასტურებული[დამტკიცებული] დასკვნა“
„ ფაქტის’’ არსებობის შესახებ
·
თუ ვერ გამოვიტანთ
ამგვარ „დასკვნას’’ ეს ნიშნავს,რომ
შეგროვებული მტკიცებულებები „საკმარისი არ არის’’
„ ფაქტის’’ არსებობის
დასადასტურებლად
„არასაკმარისი მტკიცებულებები’’
a.
ერთი
„არაპირდაპირი მტკიცებულება’’ ყოველთვის
არასაკმარისია ,რადგან საშუალებას იძლევა
განვმარტოთმხოლოდ „სავარაუდო’’ და არა „უტყუარი’’ დასკვნა დასამტკიცებელი ფაქტის
შესახებ.
b.
„არასაკმარისია’’ ის
მტკიცებულებები,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეთმანეთს[!]
c.
„არასაკმარისია’’ ის
მტკიცებულებები,რომლთა უტყუარობა საეჭვოა [მაგ“დაინტერესებული მოწმის ჩვენება’’ ან
„მხარის ახსნა-განმარტება’’,რომელიც არ არის გამტკიცებული „სხვა’’ მტკიცებულებებით]
d.
„არასაკმარისია ’’
მტკიცებულებები რომლებიც წარმოდგენილია ამა თუ იმ პირის „კარგი’’ ან „ცუდი’’ მატერიალური მდგომარეობის
დასამტკიცებლად ,თუ ესმტკიცებულებები არ იძლევა წარმოდგენას პირის შემოსავლის
წყაროების შესახებ
e.
„არასაკმარისია ’’
მტკიცებულებები რომლებიც წარმოდგენილია დაზარალებული პირის „ჯანმრთელობისთვის
მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ“,ტუ ეს მტკიცებულებები არ იძლევა სრულ
წარმოდგენას „შრომითი საქმიანობის გასაგრძელებლად დაზარალებულის უნარის ‘’ შესახებ
ხ
ყურადღება:
·
„არასაკმარისი
მტკიცებულებები’’ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს
„სასამართლოს გადაწყვეტილება’’
მანამდე სანამ „მტკიცებულებათა
ნაკლებობა“[ანუ ზოგიერთი მტკიცებულების უქონლობა ] ,ანუ „მტკიცებულებატა
ხარვეზი’’,არ აღმოიფხვრება „დამატებითი მტკიცებულებების’’ შეგროვებით.
·
სსსკ-ის 103 -ე მუხლის თანახმად სასამართლოს „შეუძლია’’
[მაგრამ ვალდებული არაა]] შესთავაზოს „მხარეს’’ „დამატებითი მტკიცებულების’’
წარმოდგენა.
რას ნიშნავს „მტკიცებულებატა გამოკვლევა’’
·
მტკიცებულებათა
„განხილვა და შემოწმება’’ [ანუ გამოკვლევა]-„საქმის აღძვრის’’ და“საქმის მომზადების’’ სტადიებზე ხდება
·
მტკიცებულებათა
გამოკვლევას ამ სტადიებზე „წინასწარი ხასიატი’’ აქვს.
·
„სასამართლოს
მტავარი სხდომის’’ სტადია სწორედ ის სტადიაა ,სადაც მაქსიმალურად
სრულად,ობიექტურად[მიუკერძოებლად] და ყოველმხრივად ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა
·
ის მტკიცებულებები
რომელთა გამოკვლევა არ მოხდება სასამართლო სხდომაზე’’ არ შეიძლება საფუძვლად
დაედოს სასამარტლოს გადაწყვეტილებას.
ხ
რას ნიშნავს „მტკიცებულებათა შეფასება’’
·
„მტკიცებულებათა შეფასება’’ ეს არის მტკიცებულებათა:
a.
შესახებობის
b.
დასაშვებობის
c.
უტყუარობის
d.
საკმარისობის
e.
და მტკიცებულებათა
შორის ურთიერტკავშირის
განსაზღვრა[ცნება საზეპირო]
·
„მტკიცებულების
შეფასებას’’ „ლოგიკური ‘’ და
„სამართლებრივი ‘’ მხარეები აქვს
ხ
·
„მტკიცებულების
შეფასების’’ „ლოგიკური ‘ მხარე იმაში გამოიხატება,რომ სასამართლო [მოსამართლე] და „მტკიცების]’’ სხვა
სუბიექტები აანალიზებენ წარმოდგენილ
მტკიცებულებათა შესახებობას და დასაშვებობას,უარყოფენ მოწინააღმდეგის მოსაზრებებს.
ხ
·
„მტკიცებულების
შეფასების’’ „სამართლებრივი ‘ მხარე იმაში
გამოიხატება,რომ :
a. წარმოდგენილ მტკიცებულებათა „ლოგიკური’’ შეფასებები
ხდება „სამოქალაქო საპროცესო ურტიერტობათა
სუბიექტების ’’ მიერ
b.
მხოლოდ იმ
მტკიცებულებების გამოკვლევა
ხდება,რომლებიც მოპოვებულია და წარმოდგენილია
კანონიტ დადგენილი წესით
c.
მტკიცებულებათა შეფასების
მიზანი განსაზღვრულია კანონით
d.
მტკიცებულებათა შეფასების შედეგები ყოველთვის ობიექტურად გამოიხატება შესრულებულ საპროცესო მოქმედებაში[ასეტ მოქმედებს შეიძლება მივაკუტვნოთ მაგ.
„დამატებიტი მტკიცებულებების გამოთხოვა’’,“დაინტერესებულ პირთა შუამდგომლობა
საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ’’,“მტკიცებულებების გამოთხოვასა
,მიღებაზე,გამოკვლევაზე უარის თქმა’’,“მტკიცებულებატა შეფასების ასახვა
გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში ‘’ და სხვა]
ხ
·
მტკიცებულებებს
აფასებენ: სასამართლო,საქმის მონაწილენი,მათი წარმომადგენლები
·
სასამართლოსთვის
საქმის მონაწილეთა მოსაზრებები მტკიცებულებებზე არ არი სავალდებულო
·
მათი შეფასება
მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
·
სასამარტლო მხოლოდ
იტვალისწინებს[მხედველობაში იღებს] პროცესის მონაჭილეტა მოსაზრებებს
მტკიცებულებებთან დაკავშირებით
ხ
·
მტკიცებულებებს
საბოლოოდ აფასებს სასამარტლო „სათათბირო ოთახში’’
·
„მტკიცებუკებების
შეფასება’’ სასამარტლოს გადაწყვეტილების საფუძველია.
·
მტკიცებულებათა
ეფასების მიზანია „ფაქტების დადგენა’’
მოცემულ საქმეზე
ხ
·
სასამართლო
ცალ-ცალკე აფასებს თითოეული მტკიცებულების :
შესახებობას,დასაშვებობას,უტყუარობას
·
სასამართლო
ცალ-ცალკე აფასებს მტკიცებულებებს შორის ურთიერთკავშირს
ხ
·
სსსკ-ის 249-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად :
გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან
·
სსსკ-ის 249-ე
მე-3 ნაწილის თანახმად:
გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს სასამართლოს მიერ დადგენილი ა)გარემოებანი[ფაქტები], ბ)მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, გ)მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.
ხ
·
სსსკ-ის 105-ე
1-ლი ნაწილის თანახმად:
სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
·
სსსკ-ის 105-ე მე-2 ნაწილის თანახმად:
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს ა)თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ბ)ყოველმხრივ, გ)სრულ და დ)ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების[ფაქტების] არსებობის ან არარსებობის შესახებ.
·
სსსკ-ის 105-ე მე-3 ნაწილის თანახმად:
მოსაზრებები[ანუ მტკიცებულებათა შეფასების შედეგები], რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში[სასამართლოს
აქვს ამის ვალდებულება]
ხ
·
სასამართლოს მიერ „მტკიცებულებათა თვითნებურად და კანონის
დარღვევიტ შეფასებისგან’’ საქმის მონაწილეთა დაცვის გარანტიას წარმოადგენს „ზემდგომი
სასამართლოების’’ მიერ „ქვემდგომი
სასამართლოების’’ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების და სხვა აქტების შემოწმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
დადგენილი პროცედურები და „სასამართლო აქტების’’ „გაუქმების’’ და „შეცვლის ‘’
სამარტლებრივი საფუძვლები
ხ
·
სსსკ-ის 105-ე მე-3 ნაწილი
ახსენებს „სასამართლოს შინაგან
რწმენას’’
·
„სასამართლოს[მოსამართლის] შინაგან რწმენა’’ არ შეიძლება იყოს
„ანგარიშმიუცემელი შთაბეჭდილება ‘’ და „ინტუიციური გრძნობა’’,რომელიც გონების
კონტროლს არ ექვემდებარება
ხ
·
მოსამართლის მიერ
„მტკიცებულებათა შეფასება’’ უნდა იყოს
მოტივირებული[ანუ დაბუთებული],ხოლო შეფასების
მოტივებმა[ანუ მოსაზრებებმა][ანუ მტკიცებულებათა შეფასების
შედეგებმა] ასახვა უნდა ჰპოვოს
სასამართლოს გადაწყვეტილებაში[აღწერილობით და
სამოტივაციო ნაწილებში]
მაგ. რაიმე „მტკიცებულების’’ უარყოფის შემტხვევაში
სასამარტლომ უნდა ახსნას რა მოსაზრებიტ უარყო ეს მტკიცებულება.
·
„შეფასების
მოტივების’’ „ასახვა’’ გადაწყვეტილებასი საჭიროა
იმისტვის რომ ზემდგომმა სასამართლომ და
საქმის მონაწილეებმა იცოდნენ რა მოსაზრებით უარყო მოსამართლემ ერთი მტკიცებულება
ან გაიზიარა[მიიღო] მეორე
ხ
·
სსსკ-ის 105-ე მე-2 ნაწილის თანახმად „მტკიცებულებების’’
შეფასება ხდება „ყოველმხრივ’’
მტკიცებულების „ყოველმხრივი შეფასება’’
გულისხმობს,რომ ამომწურავად უნდა მოხდეს „მტკიცების საგანში’’ შემავალი ყველა მნიშვნელოვანი გარემოების[ფაქტის]
შემეცნება
ხ
·
სსსკ-ის 105-ე მე-2 ნაწილის თანახმად „მტკიცებულებების’’
შეფასება ხდება“სრულად’’
მტკიცებულების „სრულად შეფასება’’ გულისხმობს,რომ
საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები[ფაქტები]
მხოლოდ მაშინ მივიჩნიოთ დადასტურებულად[დამტკიცებულად],როდესაც სახეზე იქნება „საკმარისი’’ მტკიცებულებები
მტკიცებულებები „საკმარისი ‘’ უნდა
იყოს დასკვნების გამოსატანად.
ხ
·
სსსკ-ის 105-ე მე-2 ნაწილის თანახმად „მტკიცებულებების’’
შეფასება ხდება „ობიექტურად’’
·
„ობიექტურობა’’ არის
მიდგომა საქმის გარემოებების და მტკიცებულებების გამოკვლევის მიმართ.
·
მტკიცებულების
„ობიექტური შეფასება’’ გულისხმობს,რომ
მოსამარტლე დასკვნების გამოტანისას მიუკერძოებელი უნდა იყოს.
·
დაუშვებელია
მოსამართლის მიერ აზრის წინასწარი შექმნა საქმეზე და ამის საფუძველზე საქმის
გარემოებათა გამოკვლევა
·
საქმის შედეგით
დაუინტერესებულობის უზრუნველყოფის მიზნიტ კანონი ადგენს გარემოებებს,რომლებიც
გამორიცხავს საქმეში დაინტერესებული მოსამართლის მონაწილეობას.
·
თუ დაცული იქნება
ობიექტურობა დაცული იქნება სისრულე და ყოველმხრივობა[ობიექტურობა ამ კრიტერიუმების
განმსაზღვრელია]
·
ობიექტური მიდგომა
,შესაძლებლობას იძლევა „შეჯიბრებიტობის პრინციპის დაცვით’’ შეგროვდეს
მტკიცებულებები,საქმე არ წარიმართოს მიკერძოებით[ცალმხრივად] და საქმის
გარემოებები გამოკვლეული იქნეს ყოველმხრივ.
·
თუ სსსკ-ის 105-ე მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან [1)ყოველმხრივი, 2)სრული და 3)ობიექტური განხილვის შესახებ ] თუნდაც ერთ-ერთი დაირღვა დადგება
შესაბამისი შედეგი:“გაუქმდება უკანონო და დაუსაბუტებელი’’ გადაწყვეტილება.
ხ
·
წარდგენილ „მტკიცებულებათა
შეფასებისას’’ სასამართლო თავისუფალია[!]
სასამართლოს თავისუფლება უზრუნველყოფილია შემდეგი
პრინციპით „სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.’’ [სსსკ-ის 105-ე 1-ლი ნაწილი]
·
ნებისმიერი
მტკიცებულება სასამართლოს[მოსამართლეს] შეუძლია უარყოს,ან პირიქით მიიღოს[თუ
მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემობებს]
·
ტვიტ ექსპერტის
დასკვნაც კი არ არის სავალდებულო მოსამართლისთვის ; ექსპერტის დასკვნასაც
სასამართლო აფასებს საერთო წესით სხვა მტკიცებულებებტან ერთობლიობაში.
ხ
·
„მოსამართლის
შინაგანი რწმენის’’ ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მოსამართლის
„მსოფლმხედველობას’’
·
„მსოფლმხედველობის’’
მნიშვნელოვანი ელემენტია კი არის „მართლშეგნება’’
·
„მართლშეგნება’’
ეხმარება მოსამართლეს და საქმის მონაწილეებს „სწორად გაიგონ’’ მატერიალური და
საპროცესო სამართლის ნორმათა არსი,თავიანთი უფლება-მოვალეობები,ცალკეული ფაქტების
სამართლებრივი მნიშვნელობა.
·
სწორედ,„მართლშეგნება’’
უქმნის მოსამართლეს რწმენას ტავისი დასკვნების სისწორეში,რომელიც მას გამოაქვს
სამართალურთიერთობის არსებობის ან არარსებობის შესახებ,სამართალურთიერთობის
ხასიათის შესახებ,დავის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების შესახებ;
ხ
·
კანონი ითხოვს
სასამართლომ[მოსამართლემ] განიხილოს საქმის „ყველა გარემოება“ „ერთობლიობაში’’ და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიქმნას „შინაგანი
რწმენა’’
·
მხოლოდ „ერტობლიობაში’’ ყველა
მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ შეძლებს სასამართლო დარწმუნდეს იმაში,რომ კონკრეტულ „ფაქტობრივ გარემოებებს’’ მართლაც ჰქონდა ადგილი
.
Комментарии
Отправить комментарий