სარჩელის ცნება

 

·        სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ განმარტავს სარჩელის ცნებას.

·        ტერმინი „სარჩელი’’ ძალიან ხშირად იხმარება იურისპრუდენციაში

·        ზოგიერთი იურისტი მიიჩნევს,რომ „სარჩელი’’ მოსარჩელეს  უფლების სასამართლო წესით დაცვის საშუალებაა.

·        სარჩელის წარდგენა სასამართლოში საქმისწარმოების აღძვრის საფუძველია[წინაპირობაა]

·        გერმანიის სამოქალაქო საპროცესო სამარტალში  „სარჩელი’’  მოსარჩელეს „შუამდგომლობაა’’ სასამართლოსადმი,მისი სამართლებრივი დაცვის შესახებ

·        ზოგიერთი იურისტი კი მიიჩნევს,რომ „სარჩელი’’ არის თავად „მოთხოვნა’’,“უფლება’’,რომელიც დაუყონებლივ და იძულებთ უნდა განხორციელდეს „მოვალესთან’’ მიმართებით

·        ამ გაგებიტ „სარჩელი’’ იხმარება,რორც მატერიალური სამარტლის ინსტიტუტი მაგ. „სავინდიკაციო სარჩელი[მოთხოვნა]’’ ან :ა-მ წარადგინა სარჩელი[მოტხოვნა] ბ-ს წინააღმდეგ’’

·        სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ტერმინით “სარჩელი’’  აღნიშნულია „მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა’’

·        როგორც არ უნდა განისაზღვროს „სარჩელის’’ ცნება,“სარჩელი ‘’ არსებობს იქ სადაც „სასარჩელო წარმოებაა’’

·        „სასარჩელო წარმოების’’ აღძვრის საფუძველი - მხოლოდ „სარჩელის“ წარდგენაა[!]

·        „სამოქალაქო საქმისწარმოებას სასამართლო შეუდგება დაინტერესებული პირის მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადების“ საფუძველზე

 

[„სამოქალაქო უფლებების დაცვა“ კი სასამართლოს მიერ ,“უფლების დაცვის სხვადასხვა საშუალებით“ ხორციელდება[!] ]

·        „დაინტერესებული პირის’’ მიერ სასამართლოში შეტანილი „სარჩელის’’[ანუ მოთხოვნის] არსი  ჩამოყალიბებულია „სასარჩელო განცხადებაში’’

 

·       „სარსარჩელო განცხადებით’’ მოსარჩელე შეიძლება ითხოვდეს:

 

a.      მისი[მოსარჩელეს] უფლების დარღვევამდე ასებული[ანუ პირვანდელი] მდგომარეობის აღდგენას

b.      მოსარჩელეს უფლების დამრღვევი მოქმედების აღკვეთას

c.      ისეთი მოქმედების აღკვეტას,რომელიც ქმნის „მოსრჩელეს უფლების დარღვევის საფრთხეს’’

d.     მოპასუხისთვის ვალდებულების ნატურით შესრულების დაკისრებას

e.      მისტვის[მოსარჩელესთვის]მიყენებული ზიანის[მათ შორის „მორალური ზიანის’’] ანაზღაურებას

f.       პირგასამტეხლოს გადახდევინებას

g.      მოსარჩელემ შეიძლება მოითხოვოს მისი რაიმე „უფლების აღიარება’’[ე.ი. ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა,რომელიც დაადასტურებს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას]

h.     მოსარჩელემ შეიძლება მოითხოვოს მოპასუხესთან „სამართალურტიერთობის“ „შეწყვეტა’’ ან „შეცვლა’’

ამრიგად,“უფლების შესახებ’’ დავა ,რაც საფუძვლად უდევს „სასარჩელო განცხადებას’’[ „სარჩელს’’] ,სხვადასვა ფორმაში შეიძლება გამოიხატოს [იხ. A-h]

X

·        „სასარჩელო განცხადება’’[ანუ „სარჩელი’’]  „უფლების დაცვის’’ საპროცესო საშუალებაა მხოლოდ ისეთ შემთხვევებში,როდესაც ა)მხარეთა შორის წარმოიშობა „მატერიალურ-სამართლებრივი’’ დავა,ე.ი.  როცა „დაირღვა უფლება’’ ,ან ბ)„უფლება სადავოდ არის ქცეული’’ ან გ)„არსებობს უფლების დარღვევის საფრთხე’’

·        „სარჩელით’’  ხშირად „დარღვეული უფლების’’  დაცვასთან[აღდგენასთან] ერთად ,ხორციელდება „კანონით გათვალისწინებული ინტერესის’’ დაცვაც  [იხ. სსსკ-ის მე-2 მუხლი]

·        ამასთან, ე.წ. „კანონით გათვალისწინებული ინტერესი’’  „დაცვის’’ დამოუკიდებელი „ობიექტიც’’ შეიძლება იყოს[მაგ.“მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისას’ სასამართლოს უფლება აქვს გადაუხვიოს“მეუღლეთა საერთო ქონებაში წილთა თანაბრობის პრინციპს’’ „ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესებიდან’’  ან „არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან’’ გამომდინარე]

·        „სარჩელის’’[„სასარჩელო განცხადების’’] შეტანა „იურიდიული მოქმედება’’,რომლითაც აღიძვრება[დაიწყება]  სასამართლოს საქმიანობა მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

·        „სარჩელი’’[მისი „ირიდიული ბუნებით ‘’ ანუ არსით] სამოქალაქოსაპროცესო სამართლის ინსტიტუტია

[საზეპიროდ]

·        „სარჩელი’’ ეწოდება ერთი პირის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას მეორისადმი,რომელიც განიხილება სამოქალაქო საპროცესო კანონით[კოდექსით]  დადგენილი წესით

·        კანონის თანახმად ნებისმიერ „დაინტერესებულ პირს’’ შეუძლია მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად

·        დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას  „სარჩელის წარდგენა’’ ეწოდება[!] [ზეპირად]

·        დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვა „სარჩელი’’[სასარჩელო განცხადება’’] იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მასში არის 2 მოთხოვნა : ა) მოთხოვნა მე-2 მხარის მიმართ და ბ) სასამართლოს მიმართ მოთხოვნა“სასარჩელო წსით’’ საქმის განხილვის შესახებ [საზეპიროდ]

·        „სასარჩელო მოთხოვნები’’ სახეზეა მხოლოდ მაშინ ,როდესაც მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის წარმოშობილო დავა მხარეებმა ვერ გადაწყვიტეს  სასამართლოს ჩარევის გარეშე და მას გადასცეს განსახილველად და გადასაწყვეტად.

ყურადღება:

·        სასამართლოსთვის „სარჩელით’’ მიმართვას აუცილებლად უნდა ახლდეს „მოთხოვნა მოპასუხის მიმართ’’ ე.ი,. კონკრეტული პირისადმი[!]

·        სწორედ ამ ორი მოთხოვნისგან ა) მატერიალურ-სამართლებრივი[რაც არის მოსარჩელეს მოტხოვნა მოპასუხისადმი] და[საპროცესო-სამარტლებრივი მოთხოვნის[რაც არის მოსარჩელეს მოთხოვნა სასამართლოსადმი] შედგება „სარჩელი’’.ერთ-ერთის გარეშე „სარეჩელი’“ არ არსებობს.

·       

·        საქმისწარმოების „სასარჩელო ფორმა’’ მოწოდებულია იმისთვის ,რომ  ა) შემოწმდეს მოსარჩელეს მიერ მოპასუხისადმი წაყენებული „მოთხოვნის’’ დასაბუთებულობა და  ბ) თუ მოთხოვნა დასაბუთებული აღმოჩნდება- დაკმაყოფილდეს იგი.

·        „სასარჩელო წარმოებაში’’ ხდება ერტი პირის მიერ სხვა პირთ წინააღმდეგ წაყენებული მოთხოვნების შემოწმება.

·        „სასამართლო ადგენს მოპასუხისადმი მოსარჩელეს მიერ წაყენებული მოთხოვნების მართლზომიერებას’’

·        „სასარჩელო წარმოების’’ არსი მდგომარეობს იმაში ,რომ „შემოწმდეს’’ და „საბოლოოდ დადგინდეს’’ ერთი პირის მიერ სხვათა მიმართ წაყენებული მოთხვნების მართლზომიერება[!]

ყურადღება:

·        თუ მოსარჩელეს „მოთხოვნა’’ არ არის დასაბუთებული,სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის[ანუ მოთხოვნის] დაკმაყოფილებაზე

·        ამ შემთხვევაში სასამართლო უარს ამბობს არა“ სასამართლოსადმი მოსარჩელის მიმართვის უფლებაზე’’,არამედ მოსარჩელეს მიერ მოპასუხისადმი წაყენებული „მოთხოვნის’’ დაკმაყოფილებაზე[!]   [ მართლაც, მიმართვა უკვე განხორციელებულია და სასამართლომ მიიღო წარმოებაში სასარჩელო განცხადება]

·        თუ არ არსებობს „მოსარჩელეს მოტხოვნა მოპასუხისადმი’’,მაშინ არ არსებობს სარჩელიც.

·        „სასამართლოში მიმართვას’’ ვერ ვუწოდებთ „სარჩელს’’ თუ მას თან არ ახლავს მოპასუხისადმი მატერიალურ-სამართლებრივი „მოთხოვნაც’’

·        სარჩელი ერთიანი ცნებაა,რომელსაც ერთდროულად ორი -მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი მხარე  გააჩნია

·        თითოეული მათგანის გარეშე სარჩელი არ არსებობს

·        ნებისმიერ სამოქალაქო დავაში მოსარჩელეს მოთხოვნას სასამართლოსადმი ,ყოველთვის აუცილებლად ტან ახლავს მოსარჩელეს მოთხოვნა მოპასუხისადმი

·        ამრიგად, „სარჩელი არის საპროცესო კანონით დაგენილი წესით სასამართლოში განსახილველად და გადასაწყვეტად წარდგენილი ერთი პირის მატერიალუ-სამართლებრივი მოთხოვნა მეორისადმი,რომელიც გამომდინარეობს ამ პრთა შორის „მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან’’ და ეფუძნება „იურიდიულ ფაქტებს’’

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები