„სასრჩელო წარმოების’’ არსი’ და მიზანი

 

1.     „სასრჩელო წარმოების’’  არსი’ და მიზანი

 

·        უფლების დარღვევის შემთხვევაში ან მაინ როცა უფლება სადავოდაა ქცეული,ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიტხოვოს უფლების დაცვა[აღდგენა]

·        უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით,რომლის თანახმადაც,განცხადების მიღება  და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით შეუძლია[მე-2 მუხლი]

 

·        სამოქალაქო საპროცესო კოდექსით  გათვალისწინებულია კონკრეტულ სამოქალაქო საქმეთა განხილვის პროცედურაც,იმის გათვალისწინებით და იმის შესაბამისად,თუ რა ხასიათის მოთხოვნას აყენებს დაინტერესებული პირი

·        სასარჩელო წარმოება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი სახეა.

·        მოთხოვნათა უმეტოსობა უფლების შესახებ დავიდან გამომდინარეობს.

·        ამიტომ სამოქალაქო საქმეებიდან უმეტესობა სასარჩელო საქმეებია.

 

·        სასარჩელო წარმოების მომწესრიგებელი ნორმები ზოგადი ხასიათის წესებია მთლიანად სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის,რაც იმას ნიშნავს რომ,თუ კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე სპეციალური გამონაკლისი ან რაიმე დამატებითი წესები,მაშინ ნებისმიერი სამოქალაქო საქმე სასარჩელო წარმოების  წესებით განიხილება.

·        უფლების დაცვის სასარჩელო ფორმისთვიდამახასიატებელი ნიშნებია:

1)     მხარის დარღვეული ან სადავო უფლებიდან გამომდინარე მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის,ე.ი. სარჩელის არსებობა,რომელიც უწყებრივად უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს.

2)     უფლების შესახებ დავის არსებობა

3)     ორი,ურთიერტდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარის არსებობა,რომელთაც კანონი ანიჭებს თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უფლებამოსილებას.

·        სასარჩელო წარმოების აღძვრის სამართლებრივი საშუალება- სარჩელია.

·        სარჩელი დარღვეული თუ სადავო უფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი საპროცესო საშუალებაა,

·        ხოლო იმ ფორმას,რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ამ უფლების დაცვა,სასარჩელო ფორმა ეწოდება.

·        სადავო მოთხოვნებს,რომლებიც განხილულ უნდა იქნეს შესაბამისი საპროცესო ფორმის ფარგლებში,სასარჩელო მოთხოვნები ეწოდებათ

·        უფლების დაცვის სასარჩელო ფორმა ყველაზე მეტად უწყობს ხელს დავების სწრაფად განხილვას და გადაწყვეტას და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანას

[ეს ნაწილი წერით-საგამოცდო საკითხია]

 

სასარჩელო წარმოების არსი:  

 

·        სასარჩელო წარმოება აღიძვრება სასამართლოში სარჩელის შეტანით;

 

·        სასარჩელო წარმოება მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა სისტემით;

·        მიზნად ისახავს უფლების შესახებ დავის განხილვასა და გადაწყვეტას;

·        მოწოდებულია გადაწყვიტოს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეები,რომლებიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობებიდან ,სადაც მხარეებს თანასწორი მდგომარეობა უკავიათ და,შესაბამისად,არ იმყოფებიან ერთმანეთთან  „ხელისუფლება-დაქვემდებარების“ ურთიერთობებში;

სასარჩელო წარმოების მიზანი:

 

·        სასარჩელო წარმოების მიზანია : „კანონით გათვალისწინებული საშუალებებით“,“უფლებებისა და კანონიერი ინტერესების“ დაცვა[!].

·        ამისათვის,რომ სამართლებრივი დავა სასარჩელო წესით განხილვის საგანი გახდეს,აუცილებელია,რომ მოდავე მხარეები ურთიერთთან „სამართლებრივად თანასწორ ურთიერთობაში“ იმყოფებოდნენ.

·        „თანასწორი’’  ურთიერთობები დამახასიათებულია კერძო სამართალს მიკუთვნებული სამართლის დარგებისათვის.

·        ამრიგად,სასარჩელო სამართალწარმოების წესით განიხილება კერძო-სამართლებრივი [მათ შორისსამოქალაქო-სამართლებრივი“] ხასიათის დავები.[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები