მოწმის ჩვენება -სამოქალაქო საქმეზე

 

·        „მოწმედ’ სამოქალაქო საქმეზე შეძლება იყოს ნებისმიერი პირი ,ვისთვისაც ცნობილია რაიმე  გარემოება საქმის[დავის]  სესახებ [სსსკ-ის 140-ე მუხლი ნაწ.1]

·        მოწმე პროცესის ის მონაწილეა,რომელმაც იცის განსახილველ საქმესთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ,რომელტა შესახებაც ვალდებულია სასამარტლოს მუსცეს სწორი ჩვენება.

·        საქმისტვის მნიშვნელოვანი ფაქტები,შესაძლოა მოწმეს „უშუალოდ ‘’ ჰქონდეს აღქმული,ანდა ფაქტების შესახებ იცოდეს „სხვა პირთაგან’’.

·        „მოწმე’’ განსხვავდება საქმის მონაწილეტაგან[მხარეები,მე-3 პრები] იმით,რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგით [სასამართოს „გადაწყვეტილებით’’ ]“ იურიდიული დაინტერესება“

[საქმის შედეგით დაინტერესება არც „ექსპერტებს’’ აქვთ]

·        ამიტომ  “საქმის შედეგის მიმართ იურიდიული ინტერესის არ ქონა’’ არ კმარა ,რომ განვასხვავოტ მოწმე პროცესის სხვა მონაწილეებისგან

·        ექსპერტისგან განსხვავებით მოწმე არავითარ გამოკვლევებს არ ატარებს

·        მოწმე ფაქტების შესახებ ცნობების წყარო ხდება გარემოებათა დამთხვევის შედეგად[ შემთხვევით,მის უნებურად].

·        მოწმე არ არის საქმის შედეგით იურიდიულად დაინტერესებული პირი.

·        თუმცა,მოწმეს შეიძლება ჰქონდეს „სხვაგვარი(არაიურიდიული) დაინტერესება“,რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული,მტრული,ნათესაური ურთიერთობებით ან სიმპათიით და ანტიპათიით.,ან სამსახურებრივი კავშირურთიერთობით.

·        ის ფაქტი,რომ მოწმეს შეიძლება ჰქონდეს „არაიურიდიული დაინტერესება’’,არ იძლევა საფუძველს იმისტვის,რომ საერთოდა არ გამოვიყენოთ ასეთი პირი „მტკიცებულების’’ წყაროდ [ე.ი. პირის „არაიურიდიული დანტერესება’’ მისი მოწმედ დაკითხვისთვის არ არის დამაბრკოლებელი გარემოება]

·        მაგრამ სასამართლოს მიერ ასეთი [არაიურიდიული დაინტერესების მქონე პირის]  „მოწმის ჩვენების“[როგორც „მტკიცებულების’’]    ა)გამოკვლევას და ბ)შეფასებას თავისი სპეციფიკა გააჩნია.

·        შემტხვევითი არ არის აღნიშნული სსსკ-ის 148-ე მუხლში რომ „სასამართლო არკვევს მოწმის დამოკიდებულებას საქმესი მონაწილე პირებთან“[148-ე მუხლი]

·        იმის გათვალისწინება ,რომ მოწმეს აქვს „არაიურიდიული დაინტერესება’’ აუცილებელია მოწმის დაკითხვის სწორად წარმართვისა და მისი ჩვენების სწორად შესაფასებლად ;

·        ანუ მოწმის „არაიურიდიული ინტერესი’’ გასათვალისწინებელია მოწმის ჩვენების შეფასების დროს.

·       

·        მოწმეს უნდა ჰქონდეს სინამდვილის არა მხოლოდ სწორად აღქმის უნარი,არამედ იმის უნარიც,რომ აღქმული ფაქტების შესახებ მისცეს სწორი ჩვენება.

·        ამ ნიშნის გათვალისწინებით,მოწმედ არც ერტ შემტხვევაში არ შეიძლება დაბარებულ და დაკიტხულ იქნეს,ის ვისაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია ობიექტურად[დაუმახინჯებლად]აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება[სსსკ-ის მუხ.141-ე „ა“ პუნქტი ამჟამად ამოღებულია [!] ]

 

 

„მოწმის ‘’ განსხვავება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისგან:

1)     მოწმედ სამოქალაქო პროცესზე ყოველტვის ფიზიკური პირი გამოდის. მოწმის ასაკი არ არის შეზღუდული.თუ სასამარტლო აუცილებლად მიიჩნევს,მოწმის სახით შეიძლება დაიკითხოს მცირეწლოვანიც,რომელსაც შეუძლია სწორად აღიქვას გარემომცველი სინამდვილის ფაქტები.

2)     მოწმე იურიდიულად დაუინტერესებელი სუბიექტია.არაიურიდიული დაინტერესება[ნატესაობა,მეგობრობა,მტრობა,სამსახურებრივი დდაქვემდებარებულობა და ა.შ.] არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს[გარემოებას] მოწმის სახით ჩვენების მისაცემად

3)     სამოქალაქო პროცესში მოწმედ გამოდის ის ,ვინც „უშუალოდ აღიქვა“ საქმის გარემოებები.

·        მოწმის ჩვენება მტკიცების ძველტაძველი საშუალებაა

·        მის უტყუარობას  განაპირობებს ადამიანის „ბუნებრივი’’ სურვილი,თქვას სიმართლე.

·        სწორი ჩვენების მიცემა უფრო იოლია,ვიდრე სინამდვილის განზრახ დამახინჯება და ყალბი[ცრუ]  ჩვენების მიცემა .

·        ყალბი ჩვენება ყოველთვის“ლეგენდაა’,რომელიც პირმა უნდა გამოიგონოს,სიცრუეზე ააგოს,ხელოვნურად შექმნას

·        ერთხელ მიცემული ყალბი ჩვენება უნდა დაიმახსოვროს,ხოლო თუ აუცილებელი გახდება გაიმეოროს ისე ,რომ მის წინა ჩვენებასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.

·        იმ ცნობებში,რომლებითაც ხდება სინამდვილის განზრახ დამახინჯება,ვერასოდეს ვერ იქნება გათვალისწინებული და ასახული სინამდვილის ყველა ასპექტი.

·        და მიუხედავად მოწმის ჩვენების გაყალბების[ფალსიფიკაციის] შესაძლებლობისა[განზრახ ან შემტხვევით] ,მოწმის ჩვენება მაინც შეიძლება იყოს სინამდვილის[ჭესმარიტების] დადგენის უტყუარი საშუალება.

·        ამიტომ,“მოწმის ჩვენება’’ მტკიცების ერთ-ერთი   გავრცელებული საშუალებაა

 

მოწმის  საპროცესო ვალდებულებები და უფლებები

·        მოწმე სამოქალაქო საპროცესო სამარტალურთიერთობატა სუბიექტია

·        ანუ მოწმე აღჭურვილია საპროცესო უფლებებიტ და ეკისრება საპროცესო  ვალდებულებებიც

·        სსსკ-ის 145-ე მუხლით მოწმეს ორი ძირიტადი ვალდებულება აკისრია- ა) გამოცხადდეს სასამართლოსი და ბ) მისცეს სწორი ჩვენება მისტვის ცნობილი საქმის გარემოებების შესახებ

·        თუ მოწმე არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით,მაშინ ის დაჯარიმდება

·        სასამართლომ სეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებით მოყვანა[როცამოწმეს მეორედ დაიბარებენ და ისევ არ გამოცხადდება]

·        ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისთვის მოწმე შეიძლება დაისაჯოს[დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა][მიაქციე ყურადღება „მხარე’’ არ ისჯება სისხლისამართლებრივად როცა იტყუება,“მოწმე’’ ისჯება]

 

    მუხლი 145. მოწმის მოვალეობა

 1 +

1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

·        მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი,მაგრამ კანონი ადგენს ამ ზოგადი წესიდან რამდენიმე გამონაკლისს

 

    მუხლი 141. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ

 +

მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს:

(ამოღებულია - 21.02.2024, №4047);

) სასულიერო პირიიმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;

) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზეისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას;

) მედიაციის პროცესის მონაწილეიმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან.

 

·        გარკვეული კატეგორიის პირთა[იხ. 141-ე მუხლი] მოწმედ დაბარების და დაკითხვის  დაუშვებლობის წესი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

·        რადგან  კანონით დადგენილი  „საიდუმლო ინფორმაციის“ გამჟღავნება დაუშვებელია სასამართლოშიც

 

·        მაგ.სამოქალაქო საქმეზე მოწმედ შეიძლება დაიბარონ  ორგანიზაციის თანამშრომელი,რომელიც „მოდავე მხარესთან“ ერთდ მუშაობს.[არც ერთი კანონი არ კრძალავს ასეთი პირის მოწმედ დაკიტხვას]

·        ამასტან“თანამშომლისგან’’ მიღებულ ჩვენებას სასამართლოსთვის არ აქვს წიმასწარ დადგენილი ძალა და სასამართლომ „თანამშრომლის’’ ჩვენება უნდა შეაფასოს სამის ყველა სხვა მტკიცებულების მსგავსად და თანაბრად,მატ შორის „უტყუარობის’’ თვალსაზრისით[იხ.სსსკ-ის 105-ე მუხლი]

·        ფიზიკური პირის უნარს იყოს მოწმე კანონი არ უკავშირებს კონკრეტული  ასაკის  მიღწევას

·        ამიტომ, მოწმედ შეიძლება იყოს ბავშვიც.

·        დადგენილია ,რომ არასრულწლოვანი გარესამყაროს[გარემოს] აღიქვამს არა იმდენად რაციონალურად,რამდენადაც ემოციურად

·        შესაბამისად,არასრულწლოვანი მოწმის დაკიტხვას თავისებურებები ახასიათებს

·        სწორედ ამიტომ,14 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვისას,ანდა [სასამართლოს შეხედულებით] 14-დან -18 -წლამდე მოწმის დაკითხვის დროსაც,შეიძლება მოწვეულ იქნეს პედაგოგი.

·        კანონი არ ითვალისწიებს არასრულწლოვანი მოწმის დაკიტხვის დროს იმ სპეციალისტის მოწვევას,რომელიც ერკვევა ბავშვის ფსიქოლოგიაში[ანუ კანონში  ლაპარაკი არაა „საბავშვო ფსიქოლოგზე’’]

·        თუ ეს აუცილებელია შეიძლება მოიწვიონ აგრეთვე მშობლები,მშვილებლები,მეურვეები ან მზრუნველები.

·        აღნიშნულ პირებს სასამართლოს ნებართვით შეუძლიატ არასრულწლოვან  მოწმეს მისცენ შეკითხვები.

·       

·        მოწმე,რომელსაც 16 წელი არ სესრულებია,დაკითხვის შემდეგ ტოვებს სასამარტლო დარბაზს,გარდა იმ სემთხვევისა,როდესაც სასამარტლო აუცილებლად მიიჩნევს ამ მოწმის დარჩენას სხდომის დარბაზში[!]

ყურადღება:

·        ადამიანის ფსიქიკაში გარკვეული დარღვევების არსებობა,ანდა  ადამიანის ფიზიკური ნაკლი[ცუდი მხედველობა,სიყრუე] ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ასეთ პირს არ შეუძლია იყოს მოწმე სასამართლოში[ ადრე ითვლებოდა,რომ ასეთი პირი მოწმე არ შეიძლება ყოფილიყო  141-ე მუხლის ამოღებული „ა’’ პუნქტით]

·        თუ სასამართლოს დაებადება ეჭვი იმის შესახებ,შეიძლება თუ არა იყოს მოწმედ ა)სმენა ან ბ)მხედველობადაქვეითებული პირი,აგრეთვე გ)ფსიქიკურად დაავადებული პირი[ფსიკიკადარღვეული] ,მაშინ ინიშნება სასამართლო-სამედიცინო ან ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ყურადღება:

·        ზოგიერთ სამოქალაქო პროცესში „მოწმის ჩვენების’’ გამოყენება ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად „დაუშვებელი მტკიცებულებაა“

·        მაგ. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი ხაზგასმით უთითებს ,რომ „სესხის ხელშეკრულების’’ „ნამდვილობა’’ არ შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ „მოწმეთა ჩვენებით’’

·        „მოწმის ჩვენება’’  ასეთი ურთიერთობის  დასამტკიცებლად შეიძლება იყოს მხოლოდ „დამატებითი მტკიცებულება’’ და არა ერთადერთი[!] [ვიმახსოვრებთ]

„მოწმის იმუნიტეტის’’ ინსტიტუტი

·        „მოწმის ჩვენების“ გამოყენების შესაძლებლობას ასევე ზღუდავს „მოწმის იმუნიტეტის’’ ინსტიტუტი

·        „მოწმის იმუნიტეტი’’ ნიშნავს „ზოგიერთი კატეგორიის მოწმის’’ უფლებას,უარი თქვას ჩვენების მიცემაზე სასამართლოში,ხოლო სასამართლო ვალდებულია კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებულ შემტთხვევებში გაათავისუფლოს მოწმე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან.

·        კონსტიტუციით დადგენილია რომ „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება,რომელთა წრეც[ნუსხაც] განისაზღვრება კანონით.’’

·        ამრიგად,კანონით შეიძლება დადგინდეს ჩვენების მიცემის მოვალეობისგან მოწმის გათავისუფლების  შემთხვევები.

·        ასევე, თუ ფიზიკური პირისთვის[დასაქმებულისთვის]  ესა თუ ის ინფორმაცია,რომელიც საიდუმლოებას შეადგენს ,ცნობილი გახდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო,მას უფლება არ აქვს გაახმაუროს ისისინი სასამართლოში.

იმ ინფორმაციის ნუსხა ,რომელიც პროფესიულ საიდუმლოებას შეადგენს ,საკმაოდ დიდია.

 

მაგ. პროფესიულ საიდუმლოებას სეადგენს:

 

a.      საადვოკატო საიდუმლოება კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ ,რაც ცნობილი გახდა ადვოკატისტვის მხარის სასამარტლო წარმომადგენლობის დროს.

b.      ფიზიკურ პირტა ანაბრების საიდუმლოება

c.      საექიმო საიდუმლოება ზოგიერთი დაავადების შესახებ[მაგ. ტუბერკულოზი,ვენერიული,ონკოლოგიური და ა.შ]

d.    სანოტარო საიდუმლოება

e.      საგამოძიებო საიდუმლოება წინასწარი გამოძიების მონაცემების ესახებ

f.     ლოცმანის საიდუმლოება

g.      და ა.შ.

h.     არსებობს ასევე   ა) სახელმწოფო ბ) კომერციული გ) სამხედრო დ) დიპლომატიური საიდუმლოებანი [იხ. კონსტიტუცია]

·        საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებიტ განმტკიცებულიადიპლომატური წარმომადგენლების ,სამთავრობო დელეგაციების წევთა და საკონსულოს მუშაკთა იმუნიტეტისამოქალაქო იურისდიქციის სფეროში.

·        კერძოდ, ეს  იმუნიტეტი ნაწილობრივ ათავისუფლებს აღნიშნულ პირებს სამოქალაქო საქმეში მოწმის ფუნქციის შესრულებისგან.

·        სსსკ -ის 142-ე მუხლის თანახმად მოწმის სახით სამოქალაქო საქმეზე  ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვტ :

 

   მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება

 +

1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ:

) მხარეთა მეუღლეებს;

) ახლო ნათესავებსშვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს;

) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.

 

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს ა)მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან ბ)მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს.

 

[მე-2 ნაწილი  ეხმიანება კონსტიტუციურ დებულებას რომ „ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე საკუთარი ტავის წინააღმდეგ’]

 

·        კონსტიტუციის თანახმად სასამართლოში მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვს ასევე პარლამენტის წევრს,იმ ფაქტის შესახებ,რომელიც მას გაანდეს,როგორც პარლამენტის წევრს

·        ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც

·        საქართველოს ორგანული კანონის „სახალხო დამცველის შესახებ’’ თანახმად სასამართლოში მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვს „სახალხო დამცველს’’ ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

ხხხხ

„მოწმეთა ჩვენებების’’ კლასიფიკაცია მათი შინაარსის მიხედვით

 

·        „მოწმეთა ცვენებებს’’ შინაარსის მიხედვიტ 3 ჯგუფად ყოფენ:

 

1)    „ცნობა- ინფორმაცია’

2)    „ცნობები,რომლებიც შეიცავენ  მოწმის მოსაზრებებს[შეხედულებებს]’’

3)    „მცოდნე მოწმეთა ჩვენება’’

 

·        „ცნობა-ინფორმაციას’’ ჩვეულებრივ ის მოწმეები იძლევიან,რომლებმაც არ იციან,თუ რა სამართალურთიერთობებია წარმოშობილი მოდავე მხარეებს შორის. ასეთი მოწმე შემოიფარგლება საქმის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე რომელიმე ერთი ან რამდენიმე ფაქტის გადმოცემით.

·        როგორც წესი, „ცნობა ინფორმაციას’’ [„მოწმის ჩვენების’’ ამ სახეს] იძლევიან თვითმხილველები,რომლებმაც შემთხვევიტ გაიგეს  საქმის ამა თუ იმ გარემოების შესახებ;

·        „ცნობები,რომლებიც შეიცავენ  მოწმის მოსაზრებებს[შეხედულებებს]’’  მოწმის ჩვენების მე-2 და ტიპური სახეა.

·        ასეთი ჩვენებები დამახასიატებელია იმ მოწმეებისთვის,რომლებიც კარგად იცნობენ მხარეებს,ანდა ერთ მათგანს,იციან როგორ ვითარდებოდა სადავო სამარტალურთიერთობა

·        ხშირად ასეთი მოწმეები[ ნათესავები,მეგობრები, ან ერთ-ერტი მხარის პირადი მტრები არიან და ფატობრივად[ანუ არაიურიდიულად] არიან დაინტერესებული საქმის შედეგით[ანუ დაინტერესებულნი არიან საქმე მათი ახლობლისსასარგებლოდ ან მტრის საწინააღმდეგოდ გადაწყდეს]

·        ამიტომ,როგორც წესი ,ისინი არ შემოიფარგლებიან რომელიმე კონკრეტული ფაქტის გადმოცემით,სასამართლოს მოუთხრობენ არა რომელიმე ერტი ფაქტის შესახებ,არამედ აყალიბებენ თავიანტ მოსაზრებებს[თვალსაზისს],გამოთქვამენ საკუთარ აზრს,გამოაქვტ ლოგიკური დასკვნები,იძლევიან მოდავე მხარეთა დახასიატებებს

·        რათქმა უნდა მათი ეს დასკვნები და მოსაზრებები ასევე შიცავენ სადავო სიტუაციის მათეულ შეფასებას და სხვა

·        ამიტომ,ნათესავების,მეგობრების, ან ერთ-ერთი მხარის პირადი მტრების ანუ „არაიურიდიულად დაინტერესებულ’’ პირთა  მოსაზრებების გამიჯვნა საკუთრივ „მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ‘’ ინფორმაციისგან  ყოველთვის იოლი როდია.

·        მარტალია,აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები,ყველაზე უფრო სრულად აღწერენ სადავო სიტუაციას,საქმის ფაქტობრივ მხარეს,მაგრამ ამასტან,დიდია საქმის ფაქტობრივ გარენოებატა დამახინჯების, არაობიექტური [გაყალბებული] ინფორმაციით „მტკიცებულებატა’’ შეცვლის საშიშროებაც[ამის რეალური საფრთხე არსებობს]

·        „მცოდნე მოწმეთა ჩვენება’’    მოწმის ჩვენების მე-3 სახეა

·        ასეტ მოწმებს პროფესიული ცოდნის წყალობით შეუძლიატ სასამართლოს არა მარტო აცნობონ ცნობები ფაქტების შესახებ,არამედ მიუთითონ კონკრეტული გარემოებების მიზეზებიც და შედეგებიც

·        მაგ. მძღოლს შეუძლია დაწვრილებით და კვალიფიციურად აღწეროს  ავტო-საგზაო შემტხვევის ფაქტობრივი გარმოებები,რომლის თვითმხილველიც იყო.

·        „მცოდნე მოწმე’’ თავისი ბუნებიტ  სასამართლოს მიერ მოწვეულ „სპეციალისტს’’ ჰგავს

[სამახსოვრო]

·        ამრიგად, „მოწმე’’ფაქტების შესახებ ცნობების’’  ერთ-ერთი წყაროა

·        „სასამარტლო მტკიცებულება’’ კი არის „ფაქტების შესახებ ცნობები“,რომელთაც შეიცავს „მოწმის ჩვენება’’

·        ასე,რომ „მოწმე’’ და „მოწმის ჩვენება’’ სხვადასხვა ცნებებია

·        „მოწმე’’ - „მტკიცებულებატა ‘’ წყაროა

·        „მოწმის ჩვენება’’-  თავად „მტკიცებულებაა’’

 

·        „მოწმის ჩვენება’’ ორი ნაწილისგან შედგება ა) ზოგადი და ბ) სპეციალური ნაწილისაგან

·        ჩვენების ზოგად ნაწილს მიეკუთვნება ცნობები ისეთი ფაქტების შესახებ,რომლებითაც ხდება: ა) მოწმის პიროვნების, ბ)მხარეებისადმი  და საქმისადმი[დავისადმი] მისი დამოკიდებულების გარკვევა

·        ჩვენების სპეციალურ ნაწილს კი მიეკუთვნება ცნობები „საქმეზე დასადგენი ფაქტების შესახებ ‘’ე.ი. ის რასაც „მტკიცებულებითი მნიშვნელობა’’ აქვს

·        რა შემთხვევებში ხდება აუცილებელი სამოქალაქო საქმეზე სასამარტლოში  მოწმის დაბარება და მისგან ჩვენების მიღება ?

·        „მოწმის ჩვენება’’ სამოქალაქო საქმეზე  საჭიროა 3 შემთხვევაში [სამახსოვრო]  :

1)     ზოგიერთი იმ ფაქტის დასადგენად,რომელთა დოკუმენტალურად განმტკიცება  ვერ ხერხდება[მაგ. „კმაყოფაზე ყოფნის’’ ფაქტის]

2)     იმ გარემოებათა[ფაქტების] დასადგენად,რომლებიც დოკუმენტალურად იყო თავის დროზე გაფორმებული,მაგრამ დოკუმენტები დაიკარგა და მატი აღდგენა შეუძლებელია[ასეთია „უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტების დადგენის შესახებ“ საქმეთა უმრავლესობა]

3)     საქმეში არსებულ „მტკიცებულებათა“[მხარეთა,ახსნა-განმარტების,წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულბებისა და სხვა] უტყუარობის გამოსაკვლევად[გამოსარკვევად] და შესამოწმებლად.

 

·        ამიტომ სასამართლო პრაქქტიკაში ხშირად „მოწმის ჩვენება’’ შეუცვლელი და ეფექტიანი საშუალებაა სასამარტლოში წარდგენილი დოკუმენტების[წერილობითი მტკიცებულებების]  სიყალბის გამოსავლენად და ა.შ.

ხხხ

„მოწმის’’  მოვალეობები სამოქალაქო პროცესში

·        მოწმე ვალდებულია,როცა სასამართლო დაიბარებს,გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე და მისცეს სწორი ჩვენება.

·        მოწმის ვალდებულებები უზრუნველყოფილია იურიდიული სანქციების შეფარდების შესაძლებლობებით,როგორიცაა: დაჯარაიმება,სასამართლოში იძულებით მიყვანა,დაბოლოს,სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა[იხ. სსსკ-ის 145-ე მუხლი]

    მუხლი 145. მოწმის მოვალეობა

1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

„მოწმის’’  უფლებები სამოქალაქო პროცესში

·        მოწმეს აქვს „გაწეული ხარჯების კომპენსაციის“ უფლება,კერძოდ,კანონით გარანტირებულია მოწნის მოვალეობის  შესრულების მთელი დროის განმავლობაში სამუშაო ადგილზე საშუალო ხელფასის შენარჩუნება.

·        მოწმეებს,რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობებში,სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისთვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობის გათვალისწინებით[45-ე მუხლი]

·        მოწმეს ასევე აქვს უფლება მოითხოვოს „სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების[მგზავრების,დაქირავების და ა.შ.] ანაზღაურება“ კანონით დადგენილი წესით[ 146-ე მუხ]

·        მოწმეს,რომელმაც  არ იცის სამართალწარმოების ენა,უფლება აქვს მისცეს ჩვენება მშობლირ ენაზე,უფლება აქვს მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე,ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

·        მოწმე საერთოდ ჩვენებას აძლევს ზეპირად,მაგრამ მას უფლება აქვს ჩვენების მიცემის დროს ისარგებლოს წერილობითი მასალებით,ჩანაწარებით[ იმ შემთხვევაში,როცა მისი ჩვენება დაკავშირებულია რაიმე ციფრობრივ გამოთვლებთან, ან ძნელად დასამახსოვრებულ სხვა მონაცემებტან.] ეს ჩანაწერები წარედგინება სასამართლოსა და საქმის მონაწილეთ და ისინი მხარეთა შუამდგომლობიტ ან სასამართლოს ინიციატივიტ[განჩინებით] შეიძლება დაერთოს საქმეს.

·        სამოქალაქო პროცესში მოწმეს შეუძლია ისარგებლოს სხვა უფლებებიტაც,კერძოდ კისთხოვოს სასამართლოს[იშუამდგომლოს],რათა მან  :

a.      ხელმეორედ დაკითხოს მოწმე

b.      აგრეთვე მოახდინოს მოწმეთა დაპირისპირება მატ ჩვენებებში წინააღმდეგობატა გასარკვევად [149-ე მუხლი]

c.      დაჰკითხოს მოწმე მის ადგილსამყოფელზე,როცა მოწმეს ავადმყოფობის,მოხუცებულობის,ინვალიდობის ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს სასამარტლოში [147-ე მუხლის „ა’’ პუნქტი]

d.     მოითხოვოს დაკითხვა დახურულ სხდომაზე,თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო საიდუმლოსების დაცვის მიზნიტ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

„მოწმის დაკითხვის’’ საპროცესო  წესის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი

·        მოწმის დაკითხვა  სასამარტლო სხდომაზე წარმოებს მხოლოდ ზეპირი ფორმით[!][დაიმახსოვრე]

·        მოწმის წერილობითი ჩვენება არ დაიშვება ამიტომაც არასწორია მოწმის ახსნა-განმარტების წერილობითი სახით ჩამოყალიბება და მისთვის მტკიცებულების ძალის მინიჭება,რასაც ზოგჯერ აქდგილი აქვს პრაქტიკაში.

·        „წერილობით დაფიქსირებული მოწმის ახსნა-განმარტება’’ 102-ე მუხლით გათვალისწიმებულ არცერთ მტკიცებულებათა სახეს არ განეკუტვნება.

·        წერილობით დაფიქსირებული მოწმის ახსნა-განმარტება ასევე არ შეიძლება მიჩნეული იქნეს  ამ კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებულ „წერილობით მტკიცებულებად“,რადგან „წერილობით მტკიცებულებს’’ წარმოადგენს  მხოლოდ: აქტები,საბუთები,საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები,რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ

·        ამასთან 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით: «საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

·        მოწმე „თავისუფალი თხრობით’’ გადმოსცემს ყოველივეს [აძლევს ჩვენებას],რაც მან იცის საქმის გარემოებების შესახებ,რომელთ თვიტმხილველიც თავად იყო,აგრეტვე იმ ფაქტების შესახებ,რომელთა არსებობა-არარსებობის თაობაზეც მისთვის ცნობილი გახდა სხვა პირთა სიტყვებიდან[ასეთი მტკიცებულებები ითვლება „ნაწარმოებ მტკიცებულებებად’’ მათი უტყუარობა უფრო დაბალი ხარისხისაა ,რაც უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ მათი „შეფასების’’ დროს’’]

·        მტკიცებულებად არ იქნება მიჩნეული „მოწმის ჩვენება“ თუკი მოწმე ვერ მიუთითებს იმ წყაროს ,საიდანაც მან გაიგო ამ გარემოებათა შესახებ [!!][დაიმახსოვრე]

·       

·        მოწმის „ზეპირი ჩვენების’’ გამოკვლევის საშუალებაა მისი დაკითხვა ღია სასამარტლო სხდომაზე და საქმის მონაწილე სხვა პირთა თანდასწრებით უშუალოდ სასამართლოს იმ შემადგენლობის მიერ,რომელმაც უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს საქმე.

·        „უშულობის ‘’ პრინციპიდან გამონაკლისებს წარმოადგენს მოწმისგან ჩვენების მიღების შემდეგი შემტხვევები:

a.      მოწმისგან ჩვენების მიღება „მტკიცებულებატა უზრუნველყოფის’’ წესით

b.      მოწმის დაკიტხვა სასამარტლოს მიერ ამ მოწმის ადგილსამყოფელზე[როცა მოწმეს ავადმყოფობის ,მოხუცებულობის ,ინვალიდობის და  სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში]

c.      მოწმისაგან ჩვენება შეიძლება მიიღოს სხვა სასამარტლომ „სასამარტლო დავალების შერულების წესით“

·        მოწმეები არ უნდა იმყოფებოდნენ სასამართლო დარბაზში,ამიტომ ყველა მოწმე,ვისაც ჯერ არ მიუცია ჩვენება,ტოვებს სასამართლო სხდომის დარბაზს

·        ამ ღონისძიების არსი იმაში მდგომარეობს,რომ იგი საშუალებას იძლევა გამოირიცხოს მხარეთა და მე-3 პირტა „ახსნა-განმარტებების“ გავლენა „მოწმეთა ჩვენებაზე“

·        თუ ვინმე იმყოფებოდა სხდომის დარბაზში,იგი აღარ დაიკითხება[!][აღარ შეიძლება დაიკითხოს] მოწმედ .

·        ყოველი მოწმე სასამარტლო სხდომნაზე ცალკე უნდა დაიკიტხოს

·        „დაკითხული მოწმე’’ რჩება სასამარტლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლია გავიდეს დარბაზიდან სასამარტლოს ნებართვის გარეშე.

·        მოსამართლე ტხოვნით მიმარტავს მოწმეს აცნობოს სასამართლოს ტავისუფალი თხრობით ყველაფერი ,რაც მისთვის პირადად ცნობილია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ .

·        მხოლოდ ჩვენების მიცემის შემდეგ შეიძლება მოწმისთვის შეკითხვების დასმ

 ჩვენების დაზუსტების,დაკონკრეტების და შემოწმების მიზნით.[ანუ თხრობას ჩვენების მიცემის პროცესში  სხდომის მონაწილეები მოწმეს არ აწყვეტინებემ, ეს აკრძალულია]

·        მოწმისთვის შეკითხვის დასმის უფლებით ,ჩვენების მიცემის  ყველა მომენტში,სარგებლობს მხოლოდ მოსამართლე.

·        მოწმისთვის შეკითხვების დასმის თანმიმდევრობას კანონი ადგენს შეჯიბრებიტობის პრინციპის გათვალისწინებით[იხ.148-ე მუხ. მე-4 ნაწილი]

·        დაუშვებელია მოწმისტვის ე.წ.  „მისახვედრი შეკიტხვის’’ დასმა,ანუ ისეთი შეკიტხვის,რომელიც თავის თავში შეიცავს სასურველ პასუხს

·        ასევე დაუშვებელია მოწმისთვის სეკითხვის დასმა ,რომლის პასუხია მხოლოდ „დიახ’’  ან „არა’’

·        თავისებურებით ხასიათდება 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის  მოწმის სახით დაკითხვა[იხ. ზემოთ]

·        16 წლამდე მიუღწეველ მოწმეს არ ეკისრება სისხლის სამარტლის პასუხისმგებლობა „ჩვენების მიცემაზე უარის ტქმის’’ ანდა“ყალბი ჩვენების მიცემისთვის’’

·        ამიტომ სასამართლო არც აფრთხილებს 16 წლამდე მოწმეს ამ პასუხისმგებლობის შესახებ.

·        სასამართლო მას მხოლოდ განუმარტავს ზნეობრივ მითხოვნას,თქვას სიმართლე.

·        გამონაკლოს შემთხვევებში,თუ ეს აუცილებელია სწორი და გულწრფელი ჩვენების მისაღებად,არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოს წინადადებით სხდომის დარბაზიდან შეიძლება რომელიმე მხარის გაყვანა,რათა დარბაზში ამ ადამიანის ყოფნამ გავლენა არ მოახდინოს არასრულწლოვან მოწმეზე.

·        სხდომის დარბაზში ამ მხარის დაბრუნების შემდეგ მას უნდა ეცნობოს არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება და მიეცეს შესაძლებლობა დაუსვას მოწმეს შეკითხვები.

·        მხარის შუამდგომლობით და მოსამარტლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითვა სსკ-ის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით

·        „მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამარტლომ[მოსამართლემ] უნდა გაითვალისწინოს,აღიქვა თუ არა ფაქტები თვითომ მოწმემ უშუალოდ ,თუ მან ფაქტების  არსებობის შესახებ გაიგო სხვებიგან

·        სხვებისგან გაგებული ინფორმაცია შეიძლება დამახინჯებული იყოს იმ პირის მიერ ,რომელმაც ის გადასცა მოწმეს.

·        თავის მხრივ მოწმემ თვთონ მოწმემ ასევე შეიძლება არასწორად აღიქვას საუბარი.

·        ამიტომ,“მოწმის ჩვენების’’ შეფასების დროს,სასამართლომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად უნდა გასცეს ასეთ კითხვებს პასუხი:

a.      რა მიმართებაშია  „მოწმის ჩვენება’’  „მტკიცების საგანთან’’

b.      „დასაშვებია ‘’ თუ არა „მოწმის ჩვენება’’ საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად

c.      დაინტერესებულია თუ არა მოწმე საქმის შედეგით[რომელიმე მხარის] სასარგებლოდ

d.     აქვს თუ არა მოწმეს  უნარი[მისი ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით] სწორად აღიქვას ,დაიმახსოვროს და გადმოსცეს სასამარტლოში „მტკიცებულებითი ინნფორმაცია’’[ანუ ცნობები საქმისტვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ]

e.      რამდენად სრულია მოწმის ჩვენება და საკმარისია თუ არა ეს  მისი ჩვენება განსაზრვრული ცნობების ფორმირებისატვის

f.       შეესაბამება თუ არა მოწმის ჩვენება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს[ფაქტობრივ მონაცემებს]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები