„აუდიო’’ და „ვიდეო’’ ჩანაწერები

 

·        სსსკ-ის 102-ე მუხლი „მტკიცებულებატა ‘’ ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს და

ცალკე მტკიცებულებებად  არ გამოყოფს „აუდიო’’ და „ვიდეო’’ ჩანაწერებს ,

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ისინი მიაკუთვნა „ნივტიერ მტკიცებულებებს’’[რომელიც შეტანილია ამომწურავ ჩამონათვალში]

 

·        მაგრამ „აუდიო და ვიდეო ჩანაწერები’’ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი სახეა და შესაბამისად,მოწესრიგებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში[თუმცა ჯერჯერობიტ ასე არ არის]

 

·        „აუდიო და ვიდეო ჩანაწერები’’ რომ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი სახეა ,ამის არგუმენტი ისაა, რომ მტკიცებულების ამ სახისტვის დამახასიატებელია მისი ა) გამოთხოვის,ბ)გამოკვლევის, გ)ინფორმაციის ასახვის ,დ) შენახვის და ე) დაბრუნების სპეციფიკური წესი

·        სასამართლო პრაქტიკაში არის შემტხვევები,როცა მხარე ითხოვს სასამართლოსგან ,რომ სასამართლომ გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები[ფაქტები],მაგრამ ეს ფაქტები მხარის მიერ წარმოდგენილია კანონით[102-ე მუხლით] გაუთვალისწინებელი ფორმით[!], მაგ. „აუდიო   ჩანაწერის’’ ფორმით

·        ამრიგად,მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი „აუდიო  ჩანაწერებს’’  არ მიიჩნევს  დამოუკიდებელ მტკიცებულებად  და მიიჩნევს  მხოლოდ „ნივთიერ მტკიცებულების “ ერთ-ერთ სახედ [იხ. ფაილი „ნივთიერი მტკიცებულებები’’]

·        ქართული უზენაესი  სასამართლოს აზრით საქმეში არსებული „აუდიო ჩანაწერი’’ „დასაშვები’’ მტკიცებულებაა საქმეზე,რომელიც უნდა „შეფასდეს’’ მხოლოდ საქმეში არსებულ „სხვა’’ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში[!] და არ წარმოადგენს იმ პირის „აღიარებას’’[სსსკ-ის 131-ე მუხლი],ვისი ხმაც არის ჩაწერილი.

·        რაც შეეხება  „ვიდეო ჩანაწერებს’’ ,მათი მნიშვნელობა თანდათან იზრდება სამართალში

·        ვიდეო ჩანაწერები სამოქალაქო და სისხლის სამსრთალში  სულ უფრო ხდება „უფლებების’’ დაცვის საფუძველი და გამოიყენებაა „მტკიცებულებებად’’ სამოქალაქო და სისხლის სამამართლის  პროცესებში.

·        „ვიდეო მტკიცებულებას’’ აქვს „საიმედო მტკიცებულების’’ რეპუტაცია და სხვა მტკიცებულების არარსებობისას განიხილება ჭეშმარიტების დადგენის „ერთადერთ საშუალებად’’

·        ხოლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის „სანდოო’’ „უტყუარი’’ „ჭეშმარიტი’’  ვერდიქტის[გადაწყვეტილების] გამოტანის ესაძლებლობას

·        ყურადღება:  მაგრამ იმისატვის,რომ „ვიდეო ჩანაწერები’’ გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად ან სამოქალაქო,ან სისხლის სამართლის საქმეზე ,ის[ჩანაწერი]ა) მხოლოდ კანონით დადგენილი წესების დაცვით უნდა იყოს მოპოვებული დაბ) კანონმდებლობის თანახმად უნდა განიხილებოდეს „მტკიცების საშუალებად’’

·        ვიდეოს საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას ყოფენ ოთხ კატეგორიად:

1)     ინფორმაცია,რომელიც ასახულია“ფარულ კამერებში’’,  და „პოლიციის კაბინეტებსა და მანქანებში დამონტაჟებულ კამერებში’’

2)     მასმედიის[ტელევიზიის]  საშუალებიტ გადაღებული ინფორმაცია,საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენებზე

3)     მოხალისეთა მიერ გადაღებული,აღბეჭდილი კადრები,რომლებიც მოვლენებს და ქმედებებს ასახავს

4)     ფეისბუქიტ და სხვა ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ ვიდეოინფორმაცია

·        „აუდიო’’ ან „ვიდეო’’  ჩანაწერს საერთო ის აქვს „წერილობით’’ და „ნივთიერ’’ მტკიცებულებასთან,რომ მატში არსებული ინფორმაცია ასახულია „მატერიალურ ობიექტზე’’

·        მაგრამ „აუდიო’’ ან „ვიდეო’’  ჩანაწერის შემტხვევაში  ამგვარი შეიძლება იყოს არა „ნებისმიერი ობიექტი’’,არამედ  მხოლოდ სპეციალურად დამზადებული მასალა[დისკი,ფირი და სხვა]

·        „აუდიო’’ ან „ვიდეო’’  ჩანაწერის ,როგიორც „მტკიცებულების’’ თავისებურებას წარმოადგენს მათი ფომირების[წარმოშობის] პროცესი

·        აუდიო და ვიდეო ინფორმაციის გადატანა და შენახვამათ „მატარებლებზე’’[[დისკი,ფირი და სხვა] ხდება „ტექნიკური საშუალებების დახმარებით და არა „ფაქტების შესახებ ცნობების ამსახველ წყაროზე უშუალო ზემოქმედებით’’

·        „ტექნიკურ საშუალებებად’’ გამოიყენება „ჩამწერი’’ მოწყობილობები

·        აუდიო- ვიდეო ჩანაწერებში ფაქტების შესახებ ცნობები ასახულია „ელექტრონული სახით’’ და „ტექნიკური საშუალებების’’ დახმარებიტ.

·        ამიტომ არის ამ „მტკიცებულებათა’’ გამოკვლევის საშუალებები განსხვავებული.ამისათვის გამოიყენება ხმისა და გამოსახულების ჩამწერი და და აღმდგენი  სპეციალური ტექნიკა[ვიდეოკამერა ,მაგნიტოფონი და ა.შ.] და მეთოდიკა.

·        სპეციფიკა განაპირობებს იმას ,რომ „აუდიო’’ ან „ვიდეო’’  ჩანაწერის „გამოსაკვლევად’’ სასამართლოში  აუცილებელია“სპეციალისტის კონსულტაციის’’ გამოყენება,ხოლო ზოგჯერ „ექსპერტის დასკვნაც’’

·        თავისი არსით „აუდიო’’ ან „ვიდეო’’  ჩანაწერი ახლოს დგას უფრო „წერილობით’’,ვიდრე „ნივთიერ ‘’ მტკიცებულებასთან[რადგან მტკიცებულებითი  მნიშვნელობა აქვს არა ინფორმაციის „მატარებელ’’ საგანს[დისკს,ფირს და ა.შ.]  არამედ ამ საგანზე ასახულ ინფორმაციას]

·        ყურადღება: აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ფორმირება[შექმნა] შეიძლება გახორციელდეს განგებ ინფორმაციის დამახინჯების მიზნით

·        კანონი კრძალავს ინფორმაციის მიღებას და მტკიცებულებათა შეკრებას პიროვნებისა და იურიდიული პირის უფლებების დამრღვევი მეთოდებით.

·        კონსტიტუცია იცავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.კონსტიტუცია ყველას აძლევს უფლებას ა)კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობაზე,ბ)პირად და ოჯახურ საიდუმლოებაზე,გ)სატელეფონო საუბრების საიდუმლოებაზე,დ)მიმოწერის საიდუმლოებაზე;

·        ტექნიკური საშუალებებით „მტკიცებულებების’’ ფიქსაციას იტვალისწინებს ინგლისური და ამერიკული სამართალი

·        მაგრამ თუ ჩანაწერები მიღებული აუკანონოდ ან საზოგადოებრივი ინტერესების დარღვევით,ისინი ამ საფუძვლით შეიძლება „დაუშვებლ მტკიცებულებებად ’’ იქნეს მიჩნეული,მაგრამ არა იმ მიზეზით,რომ ესენი აუდი და ვიდეო ჩანაწერებია.

·        ამერიკის ზოგიერთ შტატში მოსამართლები ითხოვენ ვიდეო კასეტაზე ჩაწერილ „მოწმეთა ჩვენების’’ წარდგენას

·        სამოქალაქო საქმეებში „ვიდეო ჩანაწერი’’ ამერიკულ სამართალში ჩვეულებრივ გამოიყენება: ა) ადგილის ან ობიექტის,რომელთა სასამართლოში წარდგენაც ძნელია,ბ) მოვლენის ,რომლის შედეგიც სადავოდ არის ქცეული ,გ) შემტხვევის შესახებ მხარის ვერსიის და ა.შ. -დემონსტრირებისთვის.

·        ვიდეო ჩაწერა  აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს „წერილობითი“ და „ნივთიერი’’ მტკიცებულებების „დათვალიერების’’ დროს

·        ვიდეო ჩანაწერით  შეიძლება სასამართლოში ვალდებულების არასათანადოდ შესრულების ფაქტის დამტკიცება[მაგ. უხარისხო პროდუქციის მიწოდების ფაქტის დამტკიცება შესაბამისი ვიდეო ჩანაწერიტ.]

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ფორმირება[შექმნა შეიძლება განხორციელდეს ჩაწერის ნორმალური ტექნიკური პირობების დაცვით,მაგრამ შესაძლოა პირიქით,მათი ფორმირება განხორციელდეს ტექნიკური პირობების დარღვევით „ინფორმაციის დასამახინჯებლად’’[მაგ,მოხდეს „ჩაწერის სიჩქარის გაზრდა პირის ხმის ტემბრის დასამახინჯებლად’’

·        აუდიო ვიდეო ჩანაწერების მტკიცებულებად გამოყენება სამოქლქო პროცესში ყავს მოწინააღმდეგეები.

·        ისინი მიიჩნევენ,რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ფორმირების პროცესში  დიდია მაკომპრომეტირებელი ცნობების შეკრების,ზნობის ნორმების,პირადი ცხოვრების საიდუმლოების,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ნორმების დარღვევის ,საიდუმლო ჩაწერის განხორციელების,მოსასმენი მოწყობილობების დაყენების და ა.შ. „ცდუნება’’

·        კანონი კრძალავს ინფორმაციის მიღებას და მტკიცებულებების შეგროვებას პის[ფიზიკური,იურიდიული] უფლებების დამრღვევი მეთოდებით

·        პიროვნების ღირსებას იცავს სახელმწიფო[კომსტიტუციის მე-2 ტავი]

·        ყველას აქვს ა)პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის,ბ)პირადი და ოჯახურისაიდუმლობის,გ)სატელეფონო საუბრების საიდუმლოების უფლება.

·        დაუშვებელია კერძო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება,შენახვა ,გამოყენება და გავრცელება,

·        დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის შეგროვება,შენახვა ,გამოყენება და გავრცელება,

,რომელიც არღვევს ა)პირად საიდუმლოებას,ბ)ოჯახურ საიდუმლოებას გ) მიმოწერის საიდუმლოებას დ) სატელეფონო საუბრების,საფოსტო,სატელეგრაფო დასხვა სახის „შეტყობინების’’ საიდუმლოებას პირის თანხმობის გარეშე[გარდა ისეთი შემთხვევებისა როცა ეს ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე]

·        სწორედ ამის გამო აუდიო და ვიდეო ჩანაწერები კანონის დაცვით უნდა იქნას მოპოვებული და ისე დაერთო სამოქალაქო საქმეს.

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერები კანონის დაცვით რომ იყოს მოპოვებული  აუცილებელია სპეციალური საკანონმდებლო დანაწესების არსებობა[რათა გარანტირებული იყოს პირთა უფლებების დაცვა ასეთი ჩანაწერების ფორმირებისას]

·        აუდუო-ვიდეო ჩანაწერების სასამართლოში „წარდგენის’’ ,სასამართლოს მიერ მათი „გამოთხოვის’’  მიმარტ,დადგენილი უნდა იქნეს „სპეწციალური პირობები’’ მათში ასახული ინფორმაცია „სარწმუნო’’ და „კანონის დაცვით მიღებული’’ რომ იყოს.

·        სასამართლოც ვალდებული უნდა გახდეს შეამოწმოს: 1) როდის განხორციელდა ჩაწერა 2) ვის მიერ განხორციელდა ჩაწერა3) რა გარემოების არსებობისას[რა ვითარებაში] განხორციელდა ჩაწერა.

·        აუცილებელია ამ პირობების ერთობლიობაში დაცვა.

·        ამგვარი მოთხოვნები კანონით უნდა დადგინდეს მხოლოდ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მიმართ[რადგან ამას მოითხოვს მათი სპეციფიკა[თავისებურება]]

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების განხორციელების დროს,ზოგჯერ თვიტონ ჩამწერი მოწყობილობა,ავტომატურად აფიქსირებს ფირზე,დისკზე და ა.შ.

·        აუდიო და ვიდეო  „ჩაწერის დრო’’ შეიძლება გაირკვეს  „მხარეთა ცალკე შეთანხმებით’’ [მაგ.  ჩაწერა მოხდა „გარიგების დადების დროს’’ ,ან “მოლაპარაკების პროცესისის ოქმში შეტანის დროს’’

·        ჩაწერის დრო’’ სასამართლომ შეიძლება დაადგინოს  ორგანიზაციაში გაცემული ბრძანების ან ფინანსური დოკუმენტის საფუძველზე,რომელიც ეხება „მომსახურების ანაზღაურებას ‘’ აუდიო -ვიდეო ჩაწერის გამო

·        იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ „ფარული კამერით’’ ჩაწერა,სატელეფონო  და პირისპირ საუბრების მიყურადება[მოსმენა],კანონი „ჩანაწერების შესახებ’’ უნდა ადგენდეს ძალზე მნიშვნელოვან პირობას-პირმა უნდა მიუთითოს „ვინ განახორციელა ჩაწერა’’[!]

·        ჩაწერა შეიძლება განახორციელოს სხვადასხვა პირმა,პირველყოვლისა თვითონ მხარეებმა თავიანთივე შეთანხმებით.

·        საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს  სამართლებრივი ბაზა[საფუძველი] „კერძო დეტექტიური ‘’ საქმიანობის განხორციელებისტვის

·        იმ ქვეყნებში,სადაც არსებობს ეს ინსტიტუტი,“ძებნის’’ მიზნით კერძო დეტექტივებს უფლებას აძლევს შეაგროვონ ცნობები სამოქალაქო საქმეებზე პროცესის მონაწილეებთან სახელშეკრულებო საფუძველზე.

·        კერძო სამძებრო საქმიანობის დროს დაიშვება ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გამოყენება.

·        ვიდეო და აუდიო ჩაწერა მართლზომიერი იქნება თუ კერძო დეტექტივს ან ორგანიზაციას აქვს კერძო სამძებრო საქმიანობის ლიცენზია.

·        „ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ‘’ შესახებ საქართველოს კანონით ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ამოცანებში შედის სხვა ყველაფერტან ერთად’’ სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი „ფატობრივი მონაცემების’’ მოპოვება.

·        ოპერატიული სამძებრო საქმიანობის დროს ტარდება:

a.    სატელეფონო საუბრების მოსმენა

b.    ინფორმაციის მიღება კსვშირგაბმულობის ტექნიკური არხებით[იხ. ამ კანონის 1-ლი და მე-2 მუხლები]

·         

·        იმ პირთა სატელეფონო და სხვა საუბრების მოსმენის შედეგად მიღებული ფონოგრამები[აუდიო ჩანაწერები] და სხვა მასალები,რომელთა მიმართაც არ ყოფილა დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა,უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

·        სატელეფონო და სხვა [პირისპირ]  საუბების მოსმენა დაიშვება მხოლოდ იმ პირის მიმართ ,რომელიც ბრალდებულია „მძიმე’’ ან „განსაკუთრებით მძიმე’’ დანაშაულის ჩადენაში.

·        აგრეთვე იმ პირთა მიმართ,რომლებსაც შეიძლება გააჩნდეთ აღნიშნული დანაშაულების შესახებ ცნობები.

·        სატელეფონო და სხვა საუბრების მოსმენის შედეგად მიღებული ჩანაწერები ინახება დალუქული სახით ისეთ პირობებში,რომლებიც გამორიცხავს მათი მოსმენის და გარეშე პირთა მიერ ტირაჟირების შესაძლებლობას

·        ადვოკატთაშესახებ კანონის მე-4 მუხლის თანახმად“ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნიტ,კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები,ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები.

·        კანონი არ შეიცავს შეზღუდვებს ადვოკატის მიერ მტკიცებულებატა შეგროვების დროს,მის მიერ ტექნიკური ჩამწერი მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით,ე.ი. არ შეიცავს „აუდიი და ვიდეო ჩანაწერებით’’ „ფაქტების შესახებ ცნობების’’ ფიქსაციის შეზღუდავას[!]

·        თ,უ დაცული იქნება „ზოგადი კონსტიტუციური წესი’’ იმის შესახებ,რომ „მტკიცებულებას არ წარმოადგენს კანონის დარღვევით მოპოვებული ინფორმაცია’’[იხ. კონსტიტუციის მე-2 ტავი],ე.ი. „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიუკუ ძალა არა აქვს.

·        საქმის მონაწილე პირი,რომელმაც „მტკიცებულების სახით’’ წარადგინა აუდიო ან ვიდეო ჩანაწეი და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ ვალდებულია მიუთითოს ის პირობები,რომლებშიც ხორციელდებოდა „ჩანაწერი’’

·        „ჩანაწერის პირობებში’’ იგულისხმება: ა) მისი განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები,ბ)ვითარება რომელშიც იგი ხორციელდებოდა გ) ფაქტების ფიქსაციით დაინტერესებულ პირთა შეთანხმების[თანხმობის] არსებობა,დ) ჩამწერი აპარატურა ,ე)ინფორმაციის მატარებელი საგნები,რომლებზეც განხორციელდა ჩაწერა  და ა.შ.

·        მაგ. „აუდიო ჩანაწერი’’ ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენის დროს ,ხოლო რომელიმე მოვლენის „ვიდეო ჩანაწერს’’ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარეშე პირთა მიერ სამოყვარულო ვიდეოკამერის გამოყენებითაც

·        ცხოვრებისეული სიტუაციები გამოირჩევა მრავალფეროვნებით,მაგრამ ჩანაწერის სახით მტკიცებულებატა წარმოდგენის დროს საჭიროა მტკიცებულებათა ფორმირების კონკრეტული ვითარების გადმოცემა

·        თუ დაცული და შესრულებული არ იქნება მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ ზემოთდასახელებული პირობები[ვალდებულებები] ,სასამართლომ არ უნდა დაურთოს სამოქალაქო საქმეს „აუდიო და ვიდეო ჩანაწერები’’ მტკიცებულებების სახით და უარი თქვას მათ „გამოტხოვაზე’’

·        აუდიო ამ ვიდეო ჩანაწერის სასამარტლო სხდომაზე გამოკვლევა უნდა დაიწყოს ისეთი „საპროცესო მოქმედებით’’,როგორიც არის მათი „შინაარსის გამოქვეყნება’’

·        ამ სახის მტკიცებულებებისთვის საჭიროა მათი ამსახველი საგნებიდან ინფორმაციის მიღების „განსაკუტრებული ხეხის[საშუალების] ან მეტოდიკის გამოყენება

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების სასამართლოს მიერ „გამოკვლევის’’ წესი სპეციფიკურია და განსხვავდება „წეილობითი’’ და ნივთიერი ‘’ მტკიცებულებების „გამოკვლევის’’ წესისგან

·        [„წერილობიტი ‘’ მტკიცებულებები ქვეყნდება სასამართლო სხდომაზე; „ნივთიერი მტკიცებულებების’’  „გამოკვლევა’’ ხდება მატი სასამართლოში წარდგენის გზით,ხოლო თუ ეს შეუძლებელია ხდება მათი „ადგილზე დათვალიერება’’,მსგავსი მოქმედებებით აუდიო და ვიდეო ჩანაწერბის მატარებელი საგნებიდან მტკიცებულებითი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია]

·        ჩანაწერების „ტექნიკური ბუნება’’ და „შინაარსის ელექტრონული სახიტ შენახვა’’ გულისხმობს ამ სახის მტკიცებულებატა „გამოკვლევის’’ სპეციფიკური მეთოდიკის გამოყენებას.

·       

·        სამოქალაქო პროცესის „საჯაროობის პრინციპის’’ გატვალისწინებითაუცილებელია,“ელექტრონული სახით შენახული ინფორმაციის’’ გადატანა პროცესის ყველა მონაწილისატვის ხელმისაწვდომ აღქმის ფორმაში,ისე რომ ჩანაწერის შინაარსი „შეჯიბრებით პროცესში’’ გახდეს არგუმენტი[მხარეების და მატი წარმომადგენლებისთვის და სასამრთლოსთვის გადაწყვეტილების დასაბუტების დროს]

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების შინაარსის  გადმოსაცემად საჭიროა სპეციალური „ტექნიკური საშუალებები’’ და გადმოცემის სწორი მეთოდიკა.

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების შინაარსის  გადმოცემა უნდა განხორციელდეს სასამართლო სხდომის დარბაზში ან ამ მიზნიტ სპეციალურად  მოწყობილ სხვა სატავსში და სასამარტლოს სხდომის ოქმში უნდა მიეტიტოს ამ სახის მტკიცებულებატა გადმომცემი წყაროს ნიშნები და ასახვის დრო.

·        იმ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გადმოცემა და გამოკვლევა ,რომლებიც შეიცავს პირადი ხასიატის ცნობებს,ღია სასამარტლო სხდომაზე შეიძლება მხოლოდ იმ პირტა თანხმობიტ ,რომელთაც ეხებატ ეს ცნობები.

·        თუ ეს პირები ღია სასამართლო სხდომაზე ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ტანხმობას არ განაცხადებენ,ეს მოქმედებები უნდა განხორციელდეს დახურულ სასამართლო სხდომაზე

·        ამდენად,ამ საკითხში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის მე9  მუხლით დადგენილი წესით.

·       

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების სამართალწარმოებაში გამოყენებისას სასამარტლომ უნდა დაიცვას მხარეტა კონსტიტუციური უფლებები და საქმის დახურულ თუ ღია სხდომებზე განხილვისას არ უნდა გამოაქვეყნოს,არ უნა მოუსმინოს აუდიო და ვიდეო ჩანაწერების შინაარსის იმ მონაკვეთს რომელიც ეხება ადამიანის ღირსებიდან და პიროვნულობიდან გამომდინარე უფლებებს.[ მსგავსად“პირადი მიმოწერისა’’ ,როგორც „წერილობიტი მკიცებულების გამოქვეყნებისტვის’’  კანონით დადგენილი წესისა]

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების სამართალწარმოებაში გამოყენება უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებების დაცვისტვის კანონით დადგენილი გარანტიების დაცვით[!]

 

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერის  შინაარსის სასამართლო სხდომაზე გადმოცემა აუდი და ვიდეო ტექნიკის სფეროში სპეციალისტის გარეშე თიტთქმის  შეუძლებელია

·        ამიტომ,აუდიო  და ვიდეო ჩანაწერში ასახული ცნობების გამორკვევის მიზნით სასამარტლოს შეუძლია საქმეში ჩააბას „სპეციალისტი’’[სსსკ-ის 204-ე მუხლი]

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერის  შინაარსის გარკვევის შემდეგ ,სასამართლომ უმდა მოისმიმოს საქმის მონაწილე პირთა „ახსნა-განმარტებები’’,რომლებიც აისახება „სასამართლო სხდომის ოქმში’’

·        უდიო  და ვიდეო ჩანაწერის „გამოკვლევის’’ დროს სასამართლომ[მოსამართლემ] ,მხარეებმა ან მატმა წარმომადგენლებმა ასევე საქმის მონაწილე სხვა პირებმა „სპეციალოსტს’’ შეიძლება დაუსვან შეკითხვები.

·        აუდიო ტექნიკის მეშვეობით ჩაწერილი ხმის და კონკრეტული ადამიანის ხმის იდენტურობის შესახებ დავის და ეჭვის წარმოქმნის დროს ,ასევე  აუდი ჩანაწერის ფალსიფიკაციის შესახებ შუამდგომლობის აღძვრის შემტხვევაში ,სასამართლომ შეიძლება დანიშნოს „ექსპერტიზა.’’

·        განვიხილოთ  აუდიო და ვიდეო ჩანაწერის სასამართლოს მიერ შენახვისა და დაბრუნების თავისებურებანი

·        სსსკ-ის 150-ე  და 161-ე მუხლები განამტკიცებს „ნივთიერი მტკიცებულებების’’ „შენახვის’’ და „დაბრუნების’’ წესებს

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების „შენახვის ‘’ სპეციფიკა ამგვარია: აუდიო და ვიდეო ჩანაწერების „წყარო’’  ე.ი. ჩანაწერების „მატარებელი’’ საგნები[დისკი,ფირი,ფლეშკა და ა.შ.] ყოველთვის შენახული უნდა იქნეს სასამართლოში.

·        მათი „შენახვისთვის’’ საკმარისია სასამარტლოს კანცელარიის ჩვეულებრივი სეიფები და არ არის საჭირო სპეციალური სატავსი ან „შენახვის’’ განმახორციელებელი დაწესებულება.

·        აუდიო და ვიდეო ჩანაწერების,როგორც სასამართლო მტკიცებულების „სუსტი მხარე’’[ნაკლი] იმაში მდგომარეობს ,რომ ტექნიკური ხერხების და საშუალებების გამოყენებიტ ადვილად შეიძლება მათი  შინაარსის შეცვალა[!]

·        შინაარსის შეცვლა შესაძლებელია ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე ინფორმაციის ა) წაშლის,ბ)ჩანაწერის ჩამატების, გ)სხვა რეჟიმში გადაწერის გზით და ა. შ.

·        „მატარებლებზე’’[კასეტებზე,დისკებზე,ფირებზე არსებული ცნობების დამახინჯება საკმაოდ პროფესიონალურად ხდება ხოლმე და შესაბამისად,ძნელად გასარჩევია[ძნელად გამოსაცნობია ცნობების დამახინჯების ფაქტი]

·        „შესაძლო გაყალბების’’ ,ასევე  „აუდიო და ვიდეო ჩანაწერების შესაძლო შეცვლის’’ წინაარმდეგ უნდა დადგინდეს სასამართლო ვალდებულება,“შეინახოს ამ სახის მტკიცებულებები[აუდიო და ვიდეო ჩანაწერები] შეუცვლელ მდგომარეობაში’’

·        პრაქტიკაში სასამართლოს ამ ვალდებულების განხორციელება უნდა მოცდეს შემდეგნაირად: ხმის ჩანაწერის და ვიდეო ჩანაწერის ნატარებელი საგნები უნდა დაილუქოს და შენახულ იქნეს სასამარტლოს კანცელარიაში ან მოსამარტლესთან ისეთ პირობებში,რომლებიც გამორიცხავს ამ მტკიცებულებებთან საქმის მონაწილე პირტა,მატ წარმომადგენელტა და გარეშე პირტა დაშვებას.

·        სწორედ ამაში მდგომარეოს მატი შენახვა „უცვლელ მდგომარეობაში’’

·        ამ სახის [ჩანაწერების] მტკიცებულებების „შენახვა’’ ყოველტვის სამოქალაქო საქმეში ხდება,სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან მისი ზალაში შესვლის შემდეგაც

·        ამგვარი წესის არსი იმაში მდგომარეობს,რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებისპირველწყარო დაცული უნდა იყოს საქმეში და თუ მატ წარმდგენ პირს ან ორგანიზაცის დასჭირდება ამ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია,მაშინ ამ პირთა ხარჯზე უნდა მოხდეს ჩანაწერტა ასლის გადაღება და დაინტერესებულ პირებს გადაეცეს სასამართლოს მიერ.

ხხ

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

1)     აუდიო და ვიდეო ჩანაწერი წარმოადგენს სპეციფიკურ და დამოუკიდებელი სახის მტკიცებულებას მტკიცებულებათა სისტემაში,რომელიც განსხვავდება „წერილობითი’’ და „ნივთიერი’’ მტკიცებულებებისაგან

2)     აუდიო და ვიდეო ჩანაწერი წარმოადგენს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ერტ-ერტ მნიშვნელოვან საშუალებას

3)     აუდიო და ვიდე ჩანაწერი ,როგორც მტკიცებულება,უნდა აისახოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში,რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.

4)     საპროცესო კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ,როგორც მტკიცებულების „|წარდგენის“,“გამოთხოვისა“ და „ამოკვლევის’’ სპეციალური პირობები,რომელტა დაცვის შემთხვევაში მტკიცებულება ჩაიტვლება კანონის დაცვიტ მოპოვებულად.

5)     მათი „შეფასება’’ უნდა მოხდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მათმა გამოყენებამ არ უნდა შელახოს პირთა კერძო უფლებები,რადგან ეს უფლებები დაცულია სამართლის შესაბამისი დარგის კანონმდებლობით.

6)     ვიდეო ჩანაწერის გამოყენება პროცესში ჩაბმული მხარის მიმართ,არ გამოიწვევს ამ მხარის ისეთი კერძო უფლებების ხელყოფას,როგორიც არის „გამოსახულების უფლება’’ და სხვა,რადგან აღნიშნული დაკავშირებულია მართლმსაჯულების[სასამართლო ხელისუფლების] ან პოლიციის მოთხოვნებთან.

7)     აუდი და ვიდეო მტკიცებულებათა სასამართლო სხდომაზე გამოსაკვლევად სასამარტლომ უნდა გამოიყენოს „სპეციალისტის’’  და/ან  „ექსპერტის ‘’ ცოდნა ,ანუ „სპეციალური ცოდნა’’

8)     იმისათვის ,რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერი იყოს სარწმუნო და ჩაითვალოს კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებად,აუცილებელია სასამართლომ გამოარკვიოს როდის განხორციელდა ჩაწერა,ვი მიერ განხორციელდა ჩაწერა,რა გარემოებების არსებობისას[რა ვიტარებაში] განხორციელდა ჩაწერა და მხოლოდ ამის შემდეგად განისაზღვროს ამ მტკიცებულების სანდოობის საკითხი

9)     იმისათვის ,რომ არ მოხდეს ამ სახის მტკიცებულებათა გაყალბება და შეცვლა და გამოირიცხოს მათთან გარეშე პირთა ადვილად დაშვების შესაძლებლობა,უნდა დადგინდეს სასამართლოს ვალდებულება,აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები შეინახოს უცვლელ მდგომარეობაში.შესაბამისად ,აუდიო და ვიდეო მტკიცებულებების[ჩანაწერების] „პირველწყარო’’ დაცული უნდა იქნეს საქმეში,ხოლო დაინტერესებულ პირებს მათ ხარჯზე უნდა მიეცეს სასამართლოს მიერ - მხოლოდ ჩანაწერთა[პირველწყაროთა] ასლი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები