მტკიცების საგანი- სამოქალაქო პროცესში
„მტკიცების
საგანი’’-ცნება
·
სამოქლაქო საქმეზე „მტკიცების საგანია’’- ე.წ.
“იურიდიული ფაქტები’’[ანუ „ ფაქტიური გარემოებები’’]
·
სწორედ „იურიდიულ ფაქტებს’’ ემყარებიან მხარეები თავიანთთ სარჩელებში[მოთხვნებში]
და „შესაგებლებში[საპასუხო მოთხოვნებში]
·
ამასთან, „იურიდიული ფაქტები’’ უნდა დადგინდეს[დამტკიცდეს]
მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
·
„იურიდიული ფაქტების’’ სასამარტლოში დამტკიცების მიზანია სასამართლოს მიერ
„დასაბუთებული’’ და „კანონიერი’’ გადაწყვეტილების მიღება
[საზეპირო -„მტკიცების საგანი’’ -ცნება]
ხ
„მტკიცების საგნის’’ -განსაზღვრა და შეცვლა
ა) „განსაზღვრა’’
·
„მტკიცების საგანს’’ [ანუ დასამტკიცებელ
„ირიდიულ ფაქტების’’ ნუსხას ] განსაზღვრავენ თავად „მხარეები’’ მატერიალური
სამართლის ნორმების საფუძველზე[და არა
სასამართლო][ეს
დაიმახსოვრე]
ხ
ბ) „შეცვლა’’
·
„მტკიცების საგანი’’[ანუ დასამტკიცებელი „იურიდიული
ფაქტების’’ ნუსხა ] შეიძლება პროცესის განმავლობაში ამა თუ იმ მიზეზით შეიცვალოს
მხარის
მიერ.[იხ სსსკ-ის 83-ე მუხლი და სხვა დისპოზიციური მუხლები]
·
მაგ. „მოსარჩელემ’’ შეიძლება „უარი თქვას თავისი მოთხოვნების ნაწილზე’’ ანდა მოსარჩელემ შეიძლება
შეცვალოს „სარჩელის[დავის] საგანი’’ ანდა შეცვალოს
„მოთხოვნის საფუძველი’’[ანუ კანონის ნორმა რომლის საფუძველზეც
აყენებს მოთხოვნას]
ხ
·
„მოპასუხემ“ კი შეიძლება შეცვალოს მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის „შესაგებელის საფუძველი’’ [ანუ კანონის ნორმა რომლის საფუძველზეც აყენებს
საპასუხო მოთხოვნას]
ხ
·
„მტკიცების საგანი’’[ანუ დასამტკიცებელი „იურიდიული
ფაქტები’’] შეიძლება შეიცვალოს
პროცესში მე-3 პირტა შესვლის გამოც,პროცესში „თანამონაწილეთა’’ ჩაბმის გამო
·
„მტკიცების საგანი’’[ანუ დასამტკიცებელი „იურიდიული
ფაქტები’’] შეიძლება შეცვალოს „შეგებებული’’ სარჩელის აღძვრამ
ხ
·
„მტკიცების საგანი’’[ანუ დასამტკიცებელი „იურიდიული
ფაქტები’’] შეიძლება შეცვალოს სარჩელთა შეერთებამ ან სარჩელთა გაყოფამ სასამართლოს
მიერ
ხ
·
„მტკიცების საგანი’’[ანუ დასამტკიცებელი „იურიდიული
ფაქტები’’] შეიძლება შეცვალოს მხარეთა „მორიგებამ’’ და სხვა
ხ
·
აქ ჩამოტვლილ „მხარეთა’’ და „საქმის მონაწილეთა’’ „დისპოზიციურ უფლებატა’’
გამოყენება იწვევს სასამართლოს მიერ გამოსაკვლევი „იურიდიული ფაქტების’’ და მათი „მტკიცებულებების’’
შეცვლას
ხ
·
ყურადღება: „სააპელაციო ინსტანციაში’’ „მტკიცების საგანი’’[ანუ დასამტკიცებელი
„იურიდიული ფაქტების’’ ნუსხა] შეიძლება გაფართოვდეს
დამატებითი მტკიცებულებითი მასალების წარდგენის
ხარჯზე.[ანუ შეიშცვალოს]
ხ
„მტკიცების საგნის’’ დადგენას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს
·
„მტკიცების საგნის’’ ე.ი. იმ „ფატების’’ და „გარემოებების’’
ნუსხის სწორად და საბოლოოდ განსაზღვრას
,რომლებიც უნდა დამტკიცდეს[ანუ დადდგინდეს] [ანუ გამოკვლეულ იქნას] კონკრეტული დავის განხილვისას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა
აქვს საქმის სწრაფად და სწორად
გადასაწყვეტად.
·
„მტკიცების საგნის’’ დადგენა ასევე საშუალებას აძლევს სასამართლოს თავიდან
აიცილოს პროცესების გადატვირთვა „ზედმეტი ‘’ მასალებით;[!!!!]
ხ
·
ამრიგად, მას შემდეგ რაც გაირკვევა
„ვინ’’ და რომელი „მტკიცებულებებით’’ უნდა ამტკიცოს ,აუცილებლია იმის გარკვევაც
,თუ „რა’’ უნდა დაამტკიცოს მან ე.ი. აუცილებელია
განისაზღვროს „მტკიცების საგანი’’
ხ
·
ყურაღება: მოქმედი კანონით დადგენილია
წესი,რომ „აუცილებელია „დამტკიცდეს ‘’ ის გარემოებები[ანუ იმ „იურიდიული ფაქტების“ არსებობა],რომლებიც ასაბუთებენ
მხარეთა „მოთხოვნებს’’ და „შესაგებელს’’
·
„მტკიცების საგანი’’ ,ჩვეულებრივ, თავის თავში მოიცავს სხვადასხვა[ანუ რამდენიმე]
„იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს და გარემოებას“.
·
„მტკიცების საგანი’’ უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება
სარჩელში ან შესაგებელში არსებული „იურიდიული ფაქტებით’’[იქ
უნდა ნახო]
·
„მტკიცების საგანში’’ შემავალი
„იურიდიული ფაქტების’’ ნუსხის განსასაზღვრავად თავდაპირველად მხარემ უნდა მიმართოს
შესაბამის მატერიალური სამარტლის ნორმას[ანუ მოთხოვნის „საფუძველს’’]
·
მაგ.მოქალაქემ აღძრა სარჩელი „ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების’’ მოტხოვნით.
მაშინ ,მან მატერიალური
სამართლის ნორმის თანახმად უნდა დაამტკიცოს შემდეგი „იურიდიული ფაქტების “ ნუსხა :
a. რომ იგი „ნამდვილად“ დასახიჩრდა
b. ანდა რომ „მის ჯანმრთელობას მიადგა „სხვა სახის’’ დაზიანება“[მსუბუქი,ნაკლებად
მძიმე,მძიმე]
c. რომ ამ „ზიანის შედეგად მან დაკარგა
ხელფასი[ან შემოსავალი],რომელიც მას ჰქონდა ან შეეძლო მიეღო[ჰქონოდა]’’
d. რომ „იძულებული იყო გაეღო დამატებითი
ხარჯები მკურნალობისტვის,განსაკუტრებული კვებისთვის,მედიკამენტების შესაძენად,პროტეზირებისთვის,მოვლისტვის,სპეციალური
სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად და ა.შ.“
ხ
სხვა
მაგალითი:
·
მაგ. როგორც „მესაკუტრემ’’ ,ისე „მფლობელმა’’ შეძლება დააყენოს „სავინდიკაციო სარჩელი“.
·
„სავინდიკაციო სარჩელში’’ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო
კოდექსით გათვალისწინებული „იურიდიული ფაქტები’’, კერძოდ:
a. ნივთზე „საკუტრების უფლების’’
ან „კანონიერი მფლობელობის’’ - ფაქტი
b. ასევე, „მოსარჩელეს მფლობელობიდან
მისი ნების საწინააღმდეგოდ ქონების გამოსვლის ფაქტი’’.
ხ
სხვა
მაგალითი
·
მაგ. „მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს შეუძლია აღძრას შესაგებელი და მიუთიტოს:
a. „დაუძლეველ ძალაზე’’ [როგორც
იურიდიულ ფაქტზე]
b. ან „დაზარალებულის განზრახვაზე’’[როგორც
იურიდიულ ფაქტზე]
c. ან „დაზარალებულის უხეშ გაუფრთხილებლობაზე’’[როგორც
იურიდიულ ფაქტზე]
ხ
[დაიმახსოვრე]
·
ამრიგად,სამოქალაქო საქმის „მტკიცების საგანი’’[ანუ დამსტკიცებელ „იურიდიულ
ფაქტთა ნუსხა’’] განისაზღვრება პირველ რიგში სასარჩელო მოთხოვნების და
შესაგებლის „სამართლებრივი საფუძვლის’’ დადგენით.[!]
·
თუმცა, „მტკიცების საგანი’’ მხოლოდ
კანონით გათვალისწინებული „იურიდიული ფაქტებით’’[გარემოებებით]
არ ამოიწურება ..
·
აუცილებელია ე.წ. „საქმისთვის
მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების’’ დადგენაც
რას
ეწოდება „საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები’’
·
რას ნიშნავს „საქმისთვის მნიშვნელოვანი
სხვა გარემოებები’’ ?
·
„საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა
გარემოებებია’’ :
a. „საპროცესო ხასიათის გარემოებები ’’[ მაგ. ნებისმიერი შუამდგომლობის აღძვრისას[
„აცილების შესახებ’’,“საქმისწარმოების შეჩერების შესახებ’’,“განცხადების განუხილველად
დატოვების შესახებ’’ და ა.შ.] მხარეებმა უნდა დაამტკიცონ
ის გარემოებები[ფაქტები],რომლებსაც ისინი ეყრდნობიან,როცა
ამა თუ იმ შუამდგომლობას აყენებენ]
b. ასევე, „საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებებია’’ „მტკიცებულებითი ფაქტები’’ [ე.ი. ისეთი ფაქტობრივი გარემოებები[მაგ. ალიბი],რომლებიც შემდეგში გამოიყენება სასამარტლოში
დასამტკიცებელი „იურიდიული ფაქტების’’ დასადგენად[დასამტკიცებლად]
ხ
„მტკიცების
საგანი’’ – „უდავო’’ წარმოებაში
·
„მტკიცების საგანი’’ - უდავო წარმოებაში განისაზღვრება „განმცხადებლის’’ მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლებით
და „დაინტერესებული პირების“ შესაგებლების სამართლებრივი საფუძვლებით
·
მაგ. „ზოგიერთი იურიდიული
ფაქტის დადგენის’’ საქმეზე განმცხადებელი ვალდებულია ამტკიცოს:
a.
თვითონ დასადგენი „იურიდიული ფაქტი’’[მაგ.“ნათესაური კავშირი ‘’ და
სხვა]
ასევე
b.
“სათანადო დოკუმენტის მიღების
შეუძლებლობის’’ ფაქტი
ანდა
c.
„დაკარგული დოკუმენტების აღდგენის
შეუძლებლობის’’ დამადასტურებელი ფაქტი
ხ
·
„უდავო’’ წარმოებაში ჩარტულ „დაინტერესებულ
პირებს’’ თავის მხრივ შეუძლიათ[უფლება აქვთ] დაამტკიცონ მათი შესაგებლის საფუძვლად არსებული ფაქტები[!]
·
მაგ. „სულიტ ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო პირის ქმედუუნაროდ აღიარების ‘’ საქმეზე
იმას,ვისი ქმედუუნაროდ აღიარების
შესახებაც იხილება საქმე,შეუძლია დაამტკიცოს,რომ
„მიუხედავად სულიტ ავადმყოფობისა,,ავადმყოფობის ხასიათ[ხარისხი] მას ხელს არ უშლის
გაიგოს თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და გააკონტროლოს ისინი“.
ხ
სამოქალაქო პროცესში „მტკიცების საგნის’’ მნიშვნელობა
·
„მტკიცების საგნის’’ მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს,რომ
იგი:
a. მოსამართლის და მხარეთა „შემეცნებით
საქმიანობას’’ მიმართავს მხოლოდ იმ „ფაქტების“
დადგენაზე რომლებიც „მტკიცების საგნის’’ შინაარსს შეადგენენ
„მტკიცების საგნის’’ შინაარსს შეადგენენ ანუ
მასში შედიან“:
ა) „იურიდიული ფაქტები’’
ბ)„საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები’’ [რაც
იყოფა „საპროცესო ხასიათის გარემოებებად’’ და „მტკიცებულებით
ფაქტებად’’
b. „მტკიცების საგანი’’ განსაზღვრავს
სასამართლო შემეცნების ა) მოცულობას და ბ) ფარგლებს
c. „მტკიცების საგანი’’ წარმოადგენს საქმეში არსებული „თითოეული მტკიცებულების’’ „შესახებობის’’ დადგენის კრიტერიუმს[ამაზე
იხ. სსსკ-ის 104 -ე მუხლი]
[გავიხსენოთ, რომ
„მტკიცებულების შესახებობა’’ ნიშნავს „მტკიცებულების’’ და „მტკიცების საგანში’’ შემავალი
„ფაქტების’’ ურთიერთკავშირს]
ხხხხხ
[სამახსოვრო]
ფაქტების 3 ჯგუფი რომლებიც „მტკიცების საგანში“ შედიან:
1)
„სასარჩელო მოტხოვნის“ და „შესაგებლის“
სამართლებრივ საფუძვლებად გამოყენებული მატერილური სამართლის ნორმების “იურიდიული ფაქტები’’
ეს „იურიდიული ფაქტები’’ მითიტებულია სამართლის ამ ნორმათა ჰიპოტეზასა და დისპოზიციაში.
ამ „იურიდიული ფაქტების’’ არსებობა-არარსებობის დადგენა[დამტკიცება] „მტკიცებულებებით’’ აუცილებელია სასამართლოში დავის სწორად და კანონიერად გადასაწყვეტად
2)
ასევე ,„მტკიცებულებითი
ფაქტები’’ [იხ. ფაილი
„სასამართლო მტკიცებულებები’’]
3)
ასევე,„საპროცესო
ხასიათის გარემოებები
‘’ ანუ ფაქტები რომელტა არსებობასთან დაკავშირებულია სხვადასხვა“
საპროცესო მოქმედებათა“[მაგ. „სარჩელის აღძვრის’’ ,“საქმისწარმოების შეჩერების’’, „საქმისწარმოების
შეწყვეტის’’ ]შესრულების უფლება
·
სამივე ჯგუფის ნებისმიერი ფაქტი მოიტხოვს
დამტკიცებას „სასამარტლო მტკიცებულებათა“
მეშვეობით,რათა სასამარტლომ აღიაროს ესა თუ ის „ფაქტი’’ როგორც უტყუარი,ანუ ნამდვილი.
·
მაგრამ
„მტკიცების საგანი’’ სამოქალაქო
პროცესში არის არა ყველა ეს ფაქტი ,არამედ მხოლოდ „სარჩელის საფუძვლის’’ და „შესაგებლის
-„იურიდიული ფაქტები
‘’[!!!!]
ხ
·
„მტკიცების
საგნის’’ ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს „მტკიცების
ფარგლები’’
·
„მტკიცების საგნის’’ „სწორად განსაზღვრა’’[რასაც
მხარე თავად ან წარმომადგენლის დახმარებით აკეტებს] ნიშნავს იმას ,რომ „მტკიცებულებათა’’
შეგროვების პროცესს სწორი მიმარტულება მიეცემა
·
ხოლო მხარის მიერ სწორად შეგროვებულ მტკიცებულებებს მოგვიანებით გამოიკვლევს და შეაფასებს სასამართლო
ხ
·
სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს ,რომ
განსაკუთრებით რთულია
„მტკიცების საგნის ‘’ სწორად განსაზღვრა ე.წ. განუსაზღვრელი[ანუ ზოგადი]
ნორმებით[!] მოწესრიგებული
სამართალურტიერთობებიდან გამომდინარე დავების
გადაწყვეტის დროს,ანუ მაშინ
როცა სასამართლომ ა)უნდა გაითვალისწინოს საქმის გარემოებები და ბ)თვითონ შეაფასოს ესა თუ ის ფაქტი
[მაგ. ამგვარი[ზოგადი] დისპოზიციის
ნორმებს შეიძლება შეხვდეთ „მშობლის უფლების ჩამორტმევის’’,“ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის’’,“მორალური
ზიანის შესახებ’’ და სხვა დავებში ]
·
სამართლის ასეთმა ნორმებმა სამოქალაქო
პროცესის თეორიაში მიიღო სახელწოდება „სიტუაციური
ნორმები’’,რადგან ამ ნორმებიტ სამარტალურთიერთობის მოწესრიგებისას გადამწყვეტი
მნიშვნელობაენიჭება „სასამართლოს[მოსამართლის] შეხედულებას/მოსაზრებას’’,ანუ
კანონში დაფიქსირებული იმ ზოგადი გარემოებების
კონკრეტიზაციას მოსამართლის მიერ,რასაც
უკავშირდება გარკვეული სამართლებრივი შედეგები.
·
„სიტუაციური ნორმებში’’ მოცემულია
ისეთი ზოგადი იურიდიული ცნებები ,როგორიცაა: „თვითონ დაზარალებულის გაუფრთხილებლობა’’,“მოპასუხის
ქონებრივი მდგომარეობა’’ „კონკრეტული ვიტარება,რომლის დროსაც მიყენებულ იქნა ზიანი’’
,“არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები’’
·
საქმის განხილვის და გადაწყვეტის დროს
მოსამართლე თავისი შეხედულებისამებრ
აკონკრეტებს ამ ზოგად ცნებებს
ხ
„მტკიცების
ტვირთი’’ და „მტკიცების საგანი’’
·
სასამართლო კონკრეტულ საქმეზე
ახორციელებს მართლმსაჯულებას
·
იგი მოწოდებულია დაადგინოს მოდავე
მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურტიერთობები
და მათი უფლება -მოვალეობები;
·
ამისათვის კი აუცილებელია კონკრეტულ
საქმეზე[დავაზე] დადგინდეს „ფაქტობრივი გარემოებები’’
·
მოქმედი კანონის თანახმად თითოეულმა
მხარემ უნდა დაამტკიცოს ის „გარემოებები’’[ანუ იურიდიული ფაქტები]
,რომლებზეც ის ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს
·
სასამართლოში „მტკიცებისას ‘’ლაპარაკია ორ მომენტზე 1) „მტკიცების ტვირთზე’’ ანუ ვინ უნდა ამტკიცოს და 2)“მტკიცების საგანზე’’ ანუ რა უნდა ამტკიცოს
·
ამრიგად,სასამართლოში საქმის გადასაწყვეტად
საჭიროა დავადგინოთ საქმის „ფაქტობრივი გარემოებები’’
·
„ფაქტობრივ გარემოებებში’’ იგულისხმება
იურიდიული ფაქტები,რომლებიც უნდა დამტკიცდეს
კონკრეტულ საქმეზე;
·
იურიდიული
ფაქტების ერთობლიობა
სეადგენს ამ კონკრეტული საქმის „მტკიცების საგანს’’
·
ამა თუ იმ საქმეზე ,რომელი „იურიდიული
ფაქტები’’ უნდა დადგინდეს,მათზე[იურიდიული
ფაქტებზე] მიუთითებს მატერიალური სამართლის
შესაბამისი ნორმა[„მოტხოვნის’’ ან შესაგებლის საფუძველი ]
·
ამასტან, დასამტკიცებელი „იურიდიული
ფაქტების’’ ნუსხა[მტკიცების საგანი] შეიძლება გაფართოვდეს ან შევიწროვდეს
·
გაფართოვდება თუ პროცესში ჩაერთვებიან
მე-3 პირები, და თანამონაწილეები,რომლებიც თავის მხრივ მოითხოვენ გარკვეული იურიდიული ფაქტების დადგენას
·
და პირიქით მტკიცების საგანი [დასამტკიცებელ
იურიდიულ ფაქტტა ნუსხა] შევიწროვდება თუკი პროცესიდან გავლენ მე-3 პირები ან თანამონაწილეები
ხ
·
კიდევ ერტხელ, „მტკიცების საგანში’’
შედის მხოლოდ :
a.
მოსარჩელეს სარჩელის საფუძვლის იურიდიული ფაქტები
b.
მოპასუხის „შესაგებლის“ საფუძვლის
იურიდიული ფაქტები
c.
ან მოპასუხის „შეგებებული ‘’ სარჩელის
საფუძვლის იურიდიული ფაქტები
ხ
ყურადღება:
ერტმანეთისგან უნდა განვასხვავოთ „მტკიცების საგანი’’ და ე.წ. „ფაქტები
,რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებს’’
„ფაქტები ,რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებს’’ არის:
a.
„საყოველტაოდ ცნობილი ფაქტები’’
b.
„პრეიუდიციული ფაქტები’’
c.
„უდავო“ ფაქტები’’
d.
„მტკიცებულებითი პრეზუმფციები“
Комментарии
Отправить комментарий