20 ქულიანი დავალება: "მცირე კაზუსი'' და "კითხვები''- ფინალურის ფორმატი ?
ტუტუცი
ტუტის ამბავი (10 ქულა)
ტუტუცმა ტუტანხამონმა გადაწყვიტა, თავისი ანტიკვარული ოქროს ქალაქმნები გაყიდოს და მიღებული თანხით ფლეისთეიშენი იყიდოს. ოქროს ქალამნები 15000 ლარადაა შეფასებული. ეს ტუტუცმა ტუტიმ იცის, მაგრამ ფლეისთეიშენის საყიდლად 1500 ლარიც ყოფნის, ამიტომ გადაწყვიტა, მიჰყიდოს თავის სატრფოს, ანხესენამუნს 2000 ლარად. ანხიც ბედნიერია. ანხი და ტუტუცი ტუტი შეთანხმდნენ, რომ სამ დღეში ტუტი ანხის შეფუთულ ქალამნებს გადასცემს 2000 ლარის სანაცვლოდ.
თუმცა ბედნიერი არაა ტუტუცი ტუტის დედა ნეფერტიტ მაისურაძე, რომელიც გაგიჟდა და გადაირია! ოქროს ქალამნებში, ნაკეთობისა და ანტიკვარობის ღირებულებას რომ თავი დაანებო, მარტო ოქროს მასალის ფასია 8000 ლარი. ამიტომაც, ტუტუცი ტუტის სიტუტუცის წყალობით რომ ასეთი ძვირადღირებული ნივთი სრულად არ დაკარგოს ოჯახმა, ნეფერტიტიმ სასწრაფოდ გადაადნო ქალამნები. მეორე დღეს ტუტიმ ეძება და ვერა ჰპოვა. ტუტი აღშფოთებულია, მაგრამ ნეფერტიტის მიაჩნია, რომ გადადნობის შედეგად მან თავის შვილს 8000 ლარი მაინც შეუნარჩუნა, მაშინ, როცა სხვაგვარად ტუტი გაცილებით ბევრს დაკარგავდა.
რისი
მოთხოვნა შეუძლიათ ტუტუც ტუტის და ანხის? (ამოხსენით მხოლოდ სქემატურად)
შეკითხვები
(10 ქულა)
1. ჩამოთვალეთ 79 II მუხლის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგი. არის თუ არა ეს ნორმა დამფუძნებელი?
2. რა მეთოდოლოგიური (არა დოგმატური!) განსხვავებაა ხანდაზმულობით საკუთრების შეძენასა და 129-ე მუხლით განსაზღვრულ ხანდაზმულობას შორის?
3. სილოგისტური მსჯელობის შემოკლება როდისაა დაუშვებელი?
4. თუ სამართლებრივი დასკვნის საბოლოო პასუხის შემოკლება გვსურს, ოთხიდან რომელი ელემენტის ამოგდებაა დასაშვები?
5. რა არის სუსტი კუმულაციური წინაპირობის მთავარი მეთოდოლოგიური თვისება?
6. „ყოველთვის, როცა სპილოს ვებაასები, სპილო დაფრინავს და ყურს აპარტყუნებს. აი, მაგალითად, გუშინ სპილო დაფრინავდა და ყურსაც აპარტყუნებდა. შესაბამისად, მარტივად მისახვედრია, რომ ამ დროს მე და სპილო ვბაასობდით.“ – შეაფასეთ სილოგიზმი ორივე კრიტერიუმით.
7. სად შეამოწმებთ იმ ხელშეკრულების შეცილებას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, გადაწიონ განსახილველი ვალდებულებითი მოთხოვნის ვადამოსულობის თარიღი? რატომ?
8. დაასახელეთ „მაგრამ-პუნქტის“ ერთი მაგალითი.
9. დაწერეთ გამართული იურიდიული სილოგიზმი დასკვნის სტილში; შემდეგ კი იგივე სილოგიზმი გადაწყვეტილების სტილში.
Комментарии
Отправить комментарий