„შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ“ ( ანუ Non-Disclosure Agreement (NDA)

 

·        კონფიდენციალური ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პირობები შეიძლება განისაზღვროს არა მხოლოდ ხელშეკრულებაში სხვა პირობებთან ერთად, არამედ დამოუკიდებელ შეთანხმებაში’’,[ რომელიც მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს].

·        აღნიშნული შეთანხმება პრაქტიკაში, როგორც წესი, ცნობილია როგორც შეთანხმება „გაუთქმელობის შესახებ“ [ან „კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ“], მათ შორის ამ შეთანხმებაზე საუბრისას ხშირად გამოიყენება მისი ინგლისური შესატყვისი დასახელების ტრანსკრიფცია „ენდიეი“ (იგივე „NDA” – Non-Disclosure Agreement).

·        კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში იდება მხარეებს შორის კონკრეტული ხელშეკრულების დადების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე, [როდესაც მხარეები ერთმანეთს გადასცემენ ან ერთი მხარე გადასცემს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას/დოკუმენტაციას.]

·         ამგვარ შეთანხმებებთან’’ დაკავშირებით შეიძლება გამოიყოს რამდენიმე არსებითი ელემენტი:

 

1)     მხარეები არსებით მნიშვნელობას ანიჭებენ ხელშეკრულების დასადებად გასაზიარებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვას;

2)     „შეთანხმება’’ მავალდებულებელი ძალის მქონეა;

3)     მხარეებს ავალდებულებს არა ძირითადი  ხელშეკრულების დადებას, არამედ ამ ცალკე „შეთანხმებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას.

4)     კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ’’ შეთანხმება[ NDA] მხარეებმა, ასევე, შეიძლება, გააფორმონ ან ა)მათ შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ან ბ) ჩამოაყალიბონ ძირითადი ხელშეკრულების დანართის სახით, როგორც ამ ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილი.

 

დასახელებულ ორივე შემთხვევაში, შეთანხმების პირობები’’ მიემართება ხელშეკრულების საფუძველზე მხარეების მიერ ერთმანეთისთვის მისაწოდებელი/გასაზიარებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობას და მავალდებულებელი ძალა აქვს.

კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმება პრაქტიკაში განისაზღვრება ალტერნატიულად როგორც „მარტივი“ ფორმატის, ისე „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურით.

 

 კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმების’’ „ძირითადი პირობები:

 

1.ამგვარი „შეთანხმება“ როგორც წესი, განსაზღვრავს მხარეებს, როგორც ინფორმაციის მიმღებს’’  ,ისე „ინფორმაციის გამცემს’’

 

 

 

a.      შეიძლება მხარე ერთდროულად იყოს, როგორც ინფორმაციის მიმღები, ისე გამცემი“[ეს ხდება მაშინ როცა   კონფიდენციალური ინფორმაციის მიმღები ორივე მხარეა ,ასეთ დროს  კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ორივე მხარეზე ვრცელდება];

b.       შეიძლება მხარე იყოს მხოლოდ ინფორმაციის მიმღები ან მხოლოდ ინფორმაციის გამცემი’’, თუ შეთანხმების საფუძველზე კონფიდენციალური ინფორმაციას მხოლოდ ერთი მხარე გადასცემს მეორეს;

 

2. .ამგვარი „შეთანხმება“  როგორც წესი, მოიცავს პრეამბულას, რომელშიც აისახება:

 

a.      მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოების საგანი და მიზანი ანუ საკითხები, რომლის შესახებაც აწარმოებენ მხარეები მოლაპარაკებას და რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს (ან ერთი მხარე მეორეს) გადასცემენ/გადასცემს ინფორმაციას/დოკუმენტაციას; ან

b.      განისაზღვრება მხარეებს შორის უკვე  გაფორმებული ან გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომლთან დაკავშირებითაც უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის (ან ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის) ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაზიარება;

c.       განისაზღვრება ა)ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელზეც ვრცელდება კონფიდენციალურობა, ასევე ბ)„გამონაკლისი შემთხვევები;გ)კონფიდენციალურობის დაცვის ვადა (უვადო, განსაზღვრული ვადით, პირობითი);

d.      პასუხისმგებლობა კონფიდენციალურობის დარღვევისათვის’’

e.      ძალაში შესვლის  და მოქმედების ვადები’’;

f.       მარეგულირებელი კანონმდებლობა’’ და დავათა გადაწყვეტა’’.

 

 

მაგალითი : შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახე’’

 

შენიშვნა:

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის იდება ძირითადი ხელშეკრულების დასადებად წარმოებული მოლაპარაკების საწყის ეტაპზ

ნიმუშად მოყვანილი ეს შეთანხმება სტრუქტურირებულია „შედარებით რთული“ ფორმატით და  ტერმინების „ხელშეკრულების ტექსტში განმარტების მეთოდით“.

                      შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ

 

·        წინამდებარე შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს შემდეგ მხარეებს შორის: ერთი მხრივ, შპს „სატელევიზიო პროდაქშენ პლუსი“ [საიდენტიფიკაციო №000000000] (შემდგომში „ინფორმაციის გამცემი“ ან „კომპანია“), წარმოდგენილი მისი დირექტორის სალომე გიუნაშვილის [პირადი №9999222277] მიერ;

 

და მეორე მხრივ, ვლადიმერ გულადაძე [პირადი №99991123875] (შემდგომში „ინფორმაციის მიმღები“)

შენიშვნა:

-მხარეები განისაზღვრება როგორც „ინფორმაციის გამცემი“ და „ინფორმაციის მიმღები“.

− მიაქციეთ ყურადღება, რომ „ინფორმაციის გამცემი“, ასევე, შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც „კომპანია“.

− ამ შეთანხმებაში მხოლოდ ერთი მხარეა ინფორმაციის მიმღები, შესაბამისად, მხოლოდ ამ მხარეს დაეკისრება კონფიდენციალური ინფორმაციი კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და ამ ვალდებულების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობ

·        შეთანხმების“ მიზნებისათვის „ინფორმაციის გამცემი“ და „ინფორმაციის მიმღები“ შემდგომში ცალ-ცალკე მოხსენიებული როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;

შენიშვნა:

-პრეამბულა გვაძლევს ინფორმაციას მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმოების საგანსა და მიზანზე – ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმოებს ხელშეკრულების დასადებად და აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ინფორმაციის გამცემის მიერ ინფორმაციის მიმღებისათვის ინფორმაციის მიწოდებ

                                                      პრეამბულა

 

ვინაიდან შპს „ტელეკომპანია განთიადის“-ს [საიდენტიფიკაციო №999999999] (შემდგომში „ტელეკომპანია განთიადი“) მიერ Holdings WWW Limited-სგან შეძენილია სატელევიზიო პროექტი „WOW”-ის წარმოებისა და ეთერში განთავსების ლიცენზია (შემდგომში „ლიცენზია“);

 

ვინაიდან „ტელეკომპანია განთიადისა“ და „კომპანიის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება „ტელეკომპანია განთიადის“ ეთერში სატელევიზიო გადაცემის მომზადება სახელწოდებით „WOW Georgia”-ს (შემდგომში „სატელევიზიო გადაცემა“);

 

ვინაიდან „ტელეკომპანია განთიადის“ ეთერში განსათავსებლად „სატელევიზიო გადაცემის“ მომზადებას, მათ შორის „სატელევიზიო გადაცემის“ მონაწილეების შერჩევას, ახორციელებს „ტელეკომპანია განთიადი“, ხოლო „კომპანია“ უზრუნველყოფს „სატელევიზიო გადაცემის“ ჟიურის წევრების (შემდგომში „ჟიურის წევრ(ებ) ი“) შერჩევასა და მათი „სატელევიზიო გადაცემაში“ მონაწილეობას „ლიცენზიის“ ფარგლებში დადგენილი პირობების შესაბამისად „ჟიურის წევრ(ებ)თან“ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე;

 

ვინაიდან „მხარეებს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „სატელევიზიო გადაცემაში“ „ინფორმაციის მიმღების“,როგორც „ჟიურის წევრის“, მონაწილეობასთან და „მხარეებს“ შორის შესაბამისი ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) გაფორმებასთან დაკავშირებით (შემდგომში „მოლაპარაკება“);

 

 ვინაიდან „ხელშეკრულების“ პირობების „მხარეებს“ შორის შეთანხმების მიზნით „ინფორმაციის გამცემის“ მხრიდან საჭიროა „ინფორმაციის მიმღებისათვის“ხელშეკრულების“ პროექტისა და „ხელშეკრულების“ პირობებთან, მათ შორის „სატელევიზიო გადაცემასთან“, დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვთანხმდებით „შეთანხმების“ შემდეგ პირობებ

შენიშვნა:

-შეთანხმება იმგვარად არის სტრუქტურირებული, რომ არ ითვალისწინებს შეთანხმების საგანს, რაც, როგორც წესი, იშვიათად ხდება. ვინაიდან, ხელშეკრულებაში არ არის ტერმინთა განმარტების მუხლი, პირველი მუხლი იძლევა კონფიდენციალური ინფორმაციის განმარტებას და, ფაქტობრივად, ერთი კონკრეტული ტერმინის განმარტების მუხლად გვევლინება.

 

− ბუნებრივია, შესაძლებელია, შეთანხმების’’ განსხვავებული სტრუქტურირება, მათ შორის შეთანხმების საგნის’’ შესახებ მუხლისა და ტერმინთა განმარტებების მუხლის არსებობი

                                     1. კონფიდენციალური ინფორმაცია

 

1.1. წინამდებარე „შეთანხმების“ მიზნებისათვის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა ნებისმიერი ტექნიკური, ფინანსური, იურიდიული ან სხვა სახის ინფორმაცია, ან/და ამ ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის ან/და დოკუმენტის პროექტის ან/და „ხელშეკრულების“ პროექტის შინაარსი, რომელსაც „მოლაპარაკების“ ეტაპზე „ხელშეკრულების“ გაფორმების მიზნით „ინფორმაციის გამცემი“ ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ზეპირად, წერილობით ან/და ელექტრონულად, აწვდის „ინფორმაციის მიმღებს“ „სატელევიზიო გადაცემასთან“ ან/და „სატელევიზიო გადაცემაში“ „ინფორმაციის მიმღების“ მონაწილეობასთან დაკავშირებით (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“).

 

1.2. „კონფიდენციალურ ინფორმაციად“ არ მიიჩნევა ინფორმაცია:

 

1.2.1. რომელიც ითვლება საჯარო ინფორმაციად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მისი გაცნობა შეუძლია ნებისმიერ პირს;

 

1.2.2. რომელიც იყო, არის ან გახდება ცნობილი საჯაროდ ან/და ნებისმიერი მესამე პირისათვის „ინფორმაციის მიმღების“ მიერ ამ „შეთანხმების“ ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გარეშ

შენიშვნა:

მე-2 მუხლი ა)განსაზღვრავს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ბ)ზოგადად მიუთითებს საგამონაკლისო შემთხვევების არსებობაზე და გ)ადგენს ამ ვალდებულების შესრულების ვადა

                   2. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება

 

2.1. „ინფორმაციის მიმღები“ კისრულობს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას „კონფიდენციალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა – შეინახოს და დაიცვას „კონფიდენციალური ინფორმაცია“ გამჟღავნებისაგან და „ინფორმაციის გამცემის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოახდინოს რაიმე ფორმით „კონფიდენციალური ინფორმაციის“ საჯაროდ ან/და ნებისმიერი მესამე პირ(ებ)ისათვის გადაცემა/ გამჟღავნება ამავე „შეთანხმებით“ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევების გარდა და პირობების შესაბამისად.

 

2.2. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „შეთანხმების“ მიზნებისათვის მესამე პირად არ მიიჩნევა „სატელევიზიო გადაცემის“ მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილე „ტელეკომპანია განთიადი“.

 

 2.3. წინამდებარე „შეთანხმებით“ განსაზღვრული „ინფორმაციის მიმღების“ ვალდებულება ამ „შეთანხმების“ პირობების შესაბამისად დაიცვას „კონფიდენციალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა, მოქმედებს 1 [ერთი] წლის განმავლობაში „შეთანხმების“ ძალაში შესვლის მომენტიდან, რაც განისაზღვრება „შეთანხმების“ 4.1. პუნქტით.

შენიშვნა:

 

-მე-3 მუხლი განსაზღვრავს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების საგამონაკლისო შემთხვევებს, მათ შორის უფლებამოსილ პირს, რომელზეც შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა 3.1. პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული პირობებით.

 

− მე-3 მუხლი, ასევე, ითვალისწინებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის გამჟღავნებისას იმ სავალდებულო პირობებს, რომელთა შესრულება ეკისრება ინფორმაციის მიმღებს.

        3. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების საგამონაკლისო შემთხვევები

 

 

3.1. „ინფორმაციის მიმღებს“ უფლება აქვს „კონფიდენციალური ინფორმაცია“ გაუმჟღავნოს/გადასცეს მხოლოდ ამ „შეთანხმების“  3.2. პუნქტით განსაზღვრულ „უფლებამოსილ პირს“ იმ პირობით, რომ „უფლებამოსილი პირი“ „კონფიდენციალური ინფორმაციის“ მიღების მომენტიდან დაიცავს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობას იმავე პირობებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ „შეთანხმებაში“ და „ინფორმაციის მიმღების“ წინაშე იკისრებს კონფიდენციალურობის დაცვის შესაბამის ვალდებულებას. ამ ვალდებულების „უფლებამოსილი პირის“ მიერ დარღვევის შემთხვევაში „ინფორმაციის გამცემის“ წინაშე პასუხისმგებელია „ინფორმაციის მიმღები“ წინამდებარე „შეთანხმებით“ გათვალისწინებული წესით.

 

3.2. „შეთანხმების“ 3.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის „უფლებამოსილ პირად“ მიიჩნევა „ინფორმაციის მიმღების“ მრჩეველი/ კონსულტანტი, იურისტი ან სხვა პირი, რომლისთვისაც „კონფიდენციალური ინფორმაციის“ მიწოდება „ინფორმაციის მიმღების“ მიერ, მისი ინტერესების დაცვისათვის, აუცილებელია „შეთანხმების მიზნიდან“ გამომდინარე.

 

3.3. „ინფორმაციის მიმღებს“ უფლება აქვს, გაამჟღავნოს „კონფიდენციალური ინფორმაცია“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ მას ეკისრება ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

 

3.4. „შეთანხმების“ 3.3. პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევის დადგომისას, „ინფორმაციის მიმღები“ ვალდებულია:

 

 3.4.1. „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნებამდე: (ა) დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს „ინფორმაციის გამცემს“ „შეთანხმების“ 3.3. პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შესახებ; და (ბ) კონსულტირება გასწიოს „ინფორმაციის გამცემთან„კონფიდენციალური ინფორმაციის“ გაუმჟღავნებლობის ან გამჟღავნების შეზღუდვის შესაძლო კანონიერი გზების არსებობასთან დაკავშირებით და, ასეთის არსებობისშემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გაუმჟღავნებლობის ან გამჟღავნების შეზღუდვასთან დაკავშირებით;

 

3.4.2. „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნებისას მიუთითოს, რომ ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია;

 

3.4.3. „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნება განახორციელოს მხოლოდ იმ ნაწილში და იმ ფარგლებში, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნიდან.

 

3.5. წინამდებარე მე-3 მუხლით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევით „ინფორმაციის მიმღების“ მიერ „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გადაცემა/გამჟღავნება ნებისმიერი მესამე პირისათვის მიიჩნევა, როგორც „კონფიდენციალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობის შესახებ „ინფორმაციის მიმღების“ მიერ ამ „შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა და გამოიწვევს „ინფორმაციის მიმღების“ პასუხისმგებლობას „შეთანხმების“ მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.

 

შენიშვნა:

შეთანხმების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 1 წლით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის მიმღებს მხოლოდ ამ ვადის განმავლობაში ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ვალდებულება დაარღვია კონფიდენციალურობის დაცვისათვის დადგენილ ვადაში.

                                      4. შეთანხმების მოქმედების ვადა

 

4.1. „შეთანხმება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან, რაც ფიქსირდება ამ „შეთანხმების“ პირველ გვერდზე და მოქმედებს 1 [ერთი] წლის განმავლობაში 2025 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

 

4.2. „შეთანხმების“ 4.1. პუნქტით განსაზღვრული „შეთანხმების“ მოქმედების ვადის მიუხედავად „ინფორმაციის მიმღების“ პასუხისმგებლობა „ინფორმაციის გამცემის“ წინაშე ძალაშია განუსაზღვრელი ვადით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ფარგლებში, თუ დადგინდა, რომ „ინფორმაციის მიმღებმა“ „შეთანხმებით“ განსაზღვრული ვალდებულება/ვალდებულებები დაარღვია „შეთანხმების“ მოქმედების ვადის განმავლობაში.

შენიშვნა:

-მე-5 მუხლი განსაზღვრავს როგორც პასუხისმგებლობის ზოგად პირობებს, ისე „ინფორმაციის გამცემის“ დისკრეციას, „ინფორმაციის მიმღებს“ დააკისროს პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მისი გამოყენების საკითხი „ინფორმაციის გამცემის“ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

                                                 5. პასუხისმგებლობა

 

5.1. „ინფორმაციის მიმღების“ მიერ „შეთანხმების“ 2.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის, ასევე, „შეთანხმების“ 3.5. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, „ინფორმაციის მიმღები“ ვალდებულია, აუნაზღაუროს „ინფორმაციის გამცემს“ ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანი, მათ შორის ნებისმიერი მესამე პირ(ებ)ის მოთხოვნასთან/ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება „ინფორმაციის მიმღების“ მიერ „შეთანხმების“ საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების დარღვევას.

 

5.2. „ინფორმაციის მიმღების“ მიერ „შეთანხმების“ 2.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის, ასევე, „შეთანხმების“ 3.5. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, „კომპანია“ უფლებამოსილია, „ინფორმაციის მიმღებს“ დააკისროს პირგასამტეხლო 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობი

შენიშვნა:

-მარეგულირებელ კანონმდებლობად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობა, დავათა გადაწყვეტა კი იწარმოებს საქართველოს სასამართლოშ

               6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი

 

6.1. „შეთანხმება“ და მისგან გამომდინარე „მხარეთა“ უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

6.2. „მხარეთა“ შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავის განხილვა და გადაწყვეტა მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი

შენიშვნა:

-განისაზღვრება მხარეთა შორის კომუნიკაციის წესი და მხარეების შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცი

                                    7. კომუნიკაცია მხარეთა შორის

 

7.1. თუ „შეთანხმება“ არ ადგენს კომუნიკაციის სხვა ფორმას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ან თუ „მხარეები“ არ შეთანხმდებიან კომუნიკაციის განსხვავებულ წესზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია „მხარეთა“ შორის წარმოებს წერილობითი ფორმით „შეთანხმების“ 7.2. პუნქტით განსაზღვრულ მხარეთა საკონტაქტო რეკვიზიტებზე ან სხვა ნებისმიერ საკონტაქტო რეკვიზიტზე, რომელსაც ერთი „მხარე“ აცნობებს მეორე „მხარეს“ წერილობით წინამდებარე მე-7 მუხლით დადგენილი წესით.

 

 7.2. „შეთანხმების“ საფუძველზე კომუნიკაციის მიზნებისათვის გამოიყენება „მხარეების“ შემდეგი საკონტაქტო რეკვიზიტები:

 

7.2.1. „ინფორმაციის გამცემის“ საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 400, ბ. 8 ელ.ფოსტა: televiziaproductiontv@gmail.com ტელეფონი: 1999 9999987

 

7.2.2. „ინფორმაციის მიმღების“ საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. 500, I სართული ელ.ფოსტა: Guladadzeguli8@yahoo.com ტელეფონი: 8764 8882229

 

 7.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ „მხარეს“ შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/ საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფლის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას

შენიშვნა:

შეთანხმება დაბოლოვდება ზოგადი ხასიათის დასკვნითი დებულებებით, მათ შორის განსაზღვრულია ხელშეკრულების შედგენის ენა და ეგზემპლარების რაოდენობა.

                                        8. დასკვნითი დებულებები

 

8.1. „შეთანხმებაში“ ნებისმიერი ცვლილება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ „მხარეთა“ მიერ ხელმოწერის შემთხვევაში.

 

8.2. „შეთანხმების“ რომელიმე ნორმის/დებულების ბათილობა არ გამოიწვევს „შეთანხმების“ სხვა ნორმებისა და დებულებების ბათილობას. ამასთან,  ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „შეთანხმებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

 

8.3. „შეთანხმების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ[ებ]ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „შეთანხმების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

 8.4. „შეთანხმება“ შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემათ „მხარეებს“.

შენიშვნა:

− შეთანხმება დასრულდება მხარეთა ხელმოწერებით. − მხარეთა ხელმოწერები, ასევე, შესრულდება, შეთანხმების ყოველ გვერდზე.

                                            მხარეთა ხელმოწერა

„ინფორმაციის გამცემი“                                                              „ინფორმაციის მიმღები“

შპს „სატელევიზიო პროდაქშენ პლუსი“

ვლადიმერ გულადაძე                                                                   სალომე გიუნაშვილი

დირექტორი

 __________________________                                               __________________________

/ხელმოწერა/                                                                                       /ხელმოწერ

 

ხხხხხხხხხხხხხ

 

სავარჯიშო #20 (პასუხის გარეშ

 

მხარეებს, ერთი მხრივ შპს „ბროლიას“ (იხ. დანათი #4) პარტნიორებს მზექალა ყოჩივარდოშვილსა და ვარდო ვარდოსანიძეს, ხოლო მეორე მხრივ შპს „შაქროეულს“ (იხ. დანათი #1) (წარმოდგენილი მისი დირექტორით) შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება შპს „ბროლიას“ პარტნიორების – მზექალა ყოჩივარდოშვილსა და ვარდო ვარდოსანიძის კუთვნილი წილების შპს „შაქროეულის“ მიერ ნასყიდობის თაობაზე. იმისათვის, რომ შპს „შაქროეულმა“ მიიღოს გადაწყვეტილება, წილ(ებ)ის ნასყიდობის შესახებ, უნდა ჩაატაროს ე.წ. „Due Diligence”, რაც გულისხმობს შპს „ბროლიას“ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის სრულად შემოწმებას შპს „შაქროეულის“ კონტრაქტორი კომპანიების – აუდიტორული კომპანიისა და საადვოკატო ბიუროს მიერ. ა მიზნით შპს „შაქროეულს“ გადაეცემა შპს „ბროლიას“ სრული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

დავალება:

 

შეადგინეთ შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მზექალა ყოჩივარდოშვილისა და ვარდო ვარდოსანიძის ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიების შესახებ ამონაწერები იხ. დანართებშ

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები