ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები

 

ადმინისტრაციული  საჩივრის წარდგენის  სამართლებრივი შედეგები

 

·        „ადმინისტრაციული საჩივრის“ წარდგენა წარმოშობს „ადმინისტრაციული ორგანოს“ ვალდებულებას,დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება

·        საჩივართან დაკავშირებული  ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასტან დაკაკავშირებით განხორცილებული წარმოების „გაგრძელებას’’.

·        და საჩივართან დაკავშირებული  ადმინისტრაციული წარმოების მიზანია „ახალი გადაწყვეტილების’’ ანუ „დაინტერესებული მხარისთვის’’ მისაღები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

·        ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა იწვევს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას[!]

·        სზაკ-ის 184-ე მუხლი ადგენს საჩივრის „სუსპენსიურ ეფექტს’’,რაც გულისხმობს გასაჩივრებული აქტის მოქმედების „ავტომატურ შეჩერებას’’ და ეს არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე.

·        სზაკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება თუ:

 

) გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების გაზრდას;

) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე;

) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას’’.

 

·        აქ აღნიშნული საფუძვლებით აქტის მოქმედების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული ორგანო

·        „გადაწყვეტილებაში’’ აუცილებლად უნდა მიეთითოს,კონკრეტულ შემთხვევაში რომელი „საფუძველი’’ გვაქვს სახეზე,რაც „გახდა გასაჩივრებული აქტის მოქმედების გაგრძელევის საფუძველი’’

 

 

  მუხლი 184. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

) გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების გაზრდას;

) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე;

) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.

3. გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები