„კონფიდენციალურობა“ [მუხლი,დანართი ან ცალკე "შეთამხმება'']


კონფიდენციალურობა[განმარტება]

კონფიდენციალურობა არის იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაცია მისაწვდომი გახდეს მხოლოდ იმათთვის, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი.

კონფიდენციალურობა წარმოადგენს ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ ქვაკუთხედს.
კონფიდენციალურობა’’ არის ძირითადი ეთიკური პრინციპი მრავალი პროფესიისთვის (მედიცინა, სამართალი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო...).

·        კონფიდენციალურობის შესახებ’’ დათქმა  უშუალოდ ხელშეკრულებაში[!] ან  სრულიად ცალკე წერილობით გაფორმებული კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება’’ გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას[!] იმაზე ,რომ  კონკრეტულმა მხარემ ან მხარეებმა დაიცვან განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის ა)დოკუმენტაციისა თუ ბ)სახელშეკრულებო პირობის ან გ)პირობების შემცველი ინფორმაციის, კონფიდენციალურობა.[!]

·        საკუთრივ  ტერმინი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა’’ კი ნიშნავს ამ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის/ გაუთქმელობის ვალდებულებას’’ მხარეებს შორის შეთანხმებული და კანონმდებლობით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა[!].

·        ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კონფიდენციალურობის შესახებ’’ პირობების განსაზღვრა უშუალოდ ხელშეკრულებაში ანდა  მხარეებს შორის ამ პირობებზე დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმება საჭიროების’’ მიხედვით ხდება.

·         შესაბამისად, ბუნებრივია, ამგვარი[ანუ კონფიდენციალობის დაცვის შესახებ] პირობები ყველა ხელშეკრულების სავალდებულო ნაწილი არ არის და მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

·        კონფიდენციალურობის შესახებ პირობების’’ ხელშეკრულებაში გათვალისწინების ან მხარეებს შორის ამ პირობებზე შეთანხმების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები არსებით მნიშვნელობას[!] ანიჭებენ[!] ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის თუ დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვას. [ეს დაიმახსოვრე,ასეთ დროს ჩნდება ასეთი მუხლი რაიმე ხელსეკრულებაში]

·        ზოგ შემთხვევაში როდესაც ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების საგნიდან’’ გამომდინარე, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა’’ პირდაპირ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს[!],

·        მაგალითად, კონფიდენციალურობის შესახებ პირობები’’ სამედიცინო მომსახურების ხეშეკრულების სავალდებულო კომპონენტია[!], ვინაიდან მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა სამედიცინო მომსახურების გამწევს ავალდებულებს პაციენტისა და მისთვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასა და მისი პირადი ცხოვრების პატივისცემას.

·        ანალოგიურად, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს რა განუსაზღვრელი ვადით პროფესიული საიდუმლოების დაცვას, განსაზღვრავს ადვოკატის ვალდებულებას, „კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა“

რეკომენდაცია:

·         მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში კანონმდებლობა შეიძლება იმპერატიულად ითვალისწინებდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას, მიზანშეწონილია, რომ ხელშეკრულებაში  [მიუხედავად ამისა მაინც]გათვალისწინებული იყოს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებები, რადგან კანონმდებლობით დადგენილ კონფიდენციალურობის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ დისციპლინური სანქცია შესაბამისი მარეგულირებელი/დისციპლინური ორგანოს მიერ (მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია ან ჯანდაცვის სამინისტროს საბჭო), ხოლო სახელშეკრულებო კონფიდენციალურობის დარღვევა, ხელშეკრულებითი ვალდებულებების დარღვევა, რაც იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის ძირითადად პირგასამტეხლოს ან ზიანის ანაზღაურების სახით და რომლის მიმღებიც მეორე მხარეა, განსხვავებით დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.[ანუ თუ ხელშეკრულებაშიც იქნება გათვალისწინებული უფრო მკაცრი სანქცია დაეკისრება დამრღვევს]

 

ხხხხხხ

 

მაგ.1 : კონფიდენციალურობის შესახებ ზოგადი პირობებ[!]

 

შენიშვნა:

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლი, სადაც მოცემულია კონფიდენციალურობის დაცვის ზოგადი პირობები:

მუხლი 6. კონფიდენციალურობა

 

6.1. „მხარეების“ მიერ „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მის შესასრულებლად „მომსახურების“ განხორციელებასთან დაკავშირებით ერთმანეთისათვის მიწოდებული ყველა ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა ცნობები, მიუხედავად მათი წერილობითი ან ზეპირი ფორმისა, ითვლებ კონფიდენციალურად (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“) და „მხარეთა“ წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს. 6.2. „კლიენტის“ მიერ [საადვოკატო]ბიუროსათვის“ მიწოდებული „კონფიდენციალური ინფორმაციის“ დაცვის პირობები განისაზღვრება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მიღებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით (შემდგომში „ეთიკის კოდექსი“)

 

ხხხხხ

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა – უშუალოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ცალკე შეთანხმებაში თუ ხელშეკრულებაში – სხვა პირობებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს კონფიდენციალური ინფორმაციის შინაარსი, კერძოდ, ინფორმაცია, მათ შორის ა)დოკუმენტაცია, ბ)გარემოება თუ გ)რომელიმე სახელშეკრულებო პირობა, რაც კონფიდენციალურად მიიჩნევა და რაზეც ვრცელდება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.[!]

 

 

 

 

მაგ.2   კონფიდენციალური ინფორმაციის შინაარს

 

შემიშვნა:

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1. პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს კონფიდენციალური ინფორმაციის შინაარსს:

5.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგაც განუსაზღვრელი ვადით დაიცვან ნასყიდობის ფასსა და ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

შენიშვნა:

როგორც ხედავ,მოცემულ შემთხვევაში, 5.1. პუნქტით განსაზღვრული პირობა კონფიდენციალურად მიიჩნევს მხოლოდ ნასყიდობის ფასსა და მის გადახდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

 

ხხხხხხხხხხ

·        კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო პირობები

ა)„კონფიდენციალური ინფორმაციის შინაარსის ‘’განსაზღვრასთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს ბ)“მხარის ან მხარეების ვალდებულებას, კონფიდენციალრად განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით’’ და, საჭიროების შემთხვევაში,) ე.წ. “ საგამონაკლისო შემთხვევებს.

·        გარდა ამისა, მიზანშეწონილია, განისაზღვროს დ)“პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში’’.

·        ყურადღება: რეალობაში რთულია, მხარემ ამტკიცოს მეორე მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისა და, შესაბამისად, კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

·        უფრო მეტიც, ამგვარი ფაქტის შესახებ მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად მხარისათივს წარმოშობილი კონკრეტული მატერიალური ზიანის გამოთვლა, რაც ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წარსადგენად აუცილებელი წინაპირობაა.

·         ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია, ხელშეკრულება ითვალისწინებდეს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ პირობის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი მხარისათვის ხელშეკრულებითვე განსაზღვრული ოდენობის[ანუ ფიქსირებული ოდენობის]  პირგასამტეხლოს დაკისრებას[!].

·         სასურველია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა განხორციელდეს მხარის (მხარეების) მიერ იმ შესაძლო სამომავლო ზიანის დაახლოებითი ფულადი შეფასებით, რომელიც მას (მათ) შეიძლება მიადგეს ამ ვალდებულების დარღვევის შედეგად.

 

 

 

 

 

 

მაგ.3  კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობ

შენიშვნა:

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია სუროგაციის ხელშეკრულების მე-11 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ პირობებს.

 

ენიშვნა:

ხელშეკრულებაში ტერმინები განმარტებულია ტერმინთა განმარტების შესახებ მუხლში;

 

შენიშვნა:

მე-11 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა კი დამოუკიდებლად არსებულ მხარეთა პასუხისმგებლობის შესახებ მუხლით განისაზღვრება).

                                       მუხლი 11. კონფიდენციალურობა

 

11.1. მხარეები აცნობიერებენ, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაბადებული ბავშვ(ებ)ის ინტერესებიდან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულების პირობების გაუმჟღავნებლობა და მათი კონფიდენციალურობა, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთაც პირდაპირ ითვალისწინებს კანონმდებლობა.

 

11.2. მხარე ვალდებულია, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, ისე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც განუსაზღვრელი ვადით დაიცვას ხელშეკრულების პირობების, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეების მიერ ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

 

11.3. კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულების 11.2. მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას:

 

11.3.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე; ან/და

 

11.3.2. რომლის გამჟღავნებაც ხორციელდება მხარის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად; ან/და

 

11.3.3. რომელიც არის ან გახდება მესამე პირ(ებ)ისათვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; ან/და

 

11.3.4. რომელიც მესამე პირ(ებ)ისათვის ცნობილი ან/და ხელმისაწვდომი ხდება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

11.4. ხელშეკრულების 11.1. მუხლით დადგენილი კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება ამ ინფორმაციის გადაცემა/გამჟღავნებაზე:

 

11.4.1. სამედიცინო დაწესებულების პერსონალისათვის, რომელიც ახორციელებს სუროგაციასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას;

 

11.4.2. სამშობიარო დაწესებულების პერსონალისათვის, სადაც წარმოებს სუროგატი დედის მშობიარობა;

 

11.4.3. სამოქალაქო რეესტრისათვის, რომელიც ახორციელებს ბავშვ(ებ)ის დაბადების რეგისტრაციას;

 

11.4.4. თითოეული მხარის იურისტის/ადვოკატისათვის, რომელსაც მხარე მიმართავს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების/კონსულტაციისათვის;

 

11.4.5. უფლებამოსილი პირისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 

11.4.6. სუროგატი დედის მეუღლისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 

11.4.7. სუროგატი დედის საკონტაქტო პირისათვის, თუ სუროგატი დედის მიერ პოტენციური მშობლებისათვის მიწოდებულია იფორმაცია მისი საკონტაქტო პირის შესახებ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დასაკავშირებლად.

 

11.5. ხელშეკრულების 11.4.1.-11.4.7. მუხლით განსაზღვრული ყოველი მესამე პირი, რომელსაც მხარისაგან გადაეცემა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია, დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რასთან დაკავშირებითაც, საჭიროების შემთხვევაში, მხარემ მესამე პირს უნდა მიუთითოს ინფორმაციის მიწოდების დროს.

შენიშვნა:

კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნულ მუხლში ასახული შინაარსის უკეთ გააზრების მიზნით საილუსტრაციოდ   წარმოგიდგენთ იმავე ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების მუხლიდან იმ ტერმინების განმარტებას, რომლებიც კონფიდენციალურობის შესახებ მუხლშია გამოყენებული (იხ. ქვევით).

კანონმდებლობა

 

 

 

 

 

 

მესამე პირ(ებ)ი

 

 

 

მხარე

 

მხარეები

 

 

 

 

პირ(ებ)ი

 

 

 

 

 

სამედიცინო დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

სამოქალაქო რეესტრი.  

 

 

 

 

 

 

 

 სამშობიარო დაწესებულება

 

 

 

 

 

სუროგაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უფლებამოსილი პირი

 

 

 

 

ხელშეკრულება ან სუროგაციის ხელშეკრულებ

საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

 

 

ნებისმიერი პირი, გარდა სუროგატი დედისა ან/ და პოტენციური მშობლებისა.

 

 

პოტენციური მშობლები ან სუროგატი დედა.

 

პოტენციური მშობლები და სუროგატი დედა ერთობლივად

 

 

ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს.

 

 

პოტენციური დედის ან/და პოტენციური მამის მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხორციელდება სუროგაციასთან, მათ შორის სუროგატი დედის ორსულობის მიმდინარეობის მონიტორინგთან, დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება/პროცედურები.

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამრთლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სამოქალაქო რეესტრის სამსახური), რომელიც, ახორციელებს საქართველოში დაბადების რეგისტრაციას.

 

 

პოტენციური დედის ან/და პოტენციური მამის მიერ შერჩეული სამშობიარო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს (ხორციელდება) სუროგატი დედის მშობიარობ

 

 

პროცესი, რომლის განმავლობაშიც წარმოებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში სუროგატი დედის მომზადება სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონ(ებ)ის გადატანის მიზნით, სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონ(ებ)ის გადატანა და გამოზრდა [ორსულობა] პოტენციური მშობლებისათვის ბავშვ(ებ)ის გაჩენის მიზნით და, რომლის შედეგადაც დაბადებული ბავშვ(ებ)ის მშობლები არიან პოტენციური დედა და პოტენციური მამ

 

 

ხელშეკრულების 2.2. მუხლით განსაზღვრულის შესაბამისად.

 

 

 

მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულებ

 

ხხხხხხხხხხხხხხხხ

ყურადღება:

„რთული“ ფორმატით ხელშეკრულების სტრუქტურირებისას, შესაძლებელია, კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პირობების’’ ხელშეკრულების დანართში[!] გადატანა იმ პირობით, რომ ხელშეკრულება განსაზღვრავს დანართს, როგორც ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილ

მაგ4.: კონფიდენციალურობის პირობები დანართის ფორმი

 

შენიშვნა:

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია შრომითი ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების პირველი მუხლიდან პუნქტი 1.1.13.; 1.1.14. და 1.1.18, სადაც განმარტებულია „კონფიდენციალური ინფორმაცია“,

„კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება“ და „

ნებადართული მიზანი“,

 

ასევე, შრომითი ხელშეკრულების დანართი 3, რომელიც განსაზღვრავს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ პირობებ

 

                                    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 

1.1. თუ „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“, სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, „ხელშეკრულებაში“ ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

1.1.13. „კონფიდენციალური ინფორმაცია“:  ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ზოგადად არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და, რომელიც ზეპირსიტყვიერად, წერილობით ან ელექტრონულად „დასაქმებულისთვის“ ცნობილი გახდა ან/და რომელზედაც მას ხელი მიუწვდებოდა „სამუშაოს“ შესრულების შედეგად. კონფიდენციალური ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერი ფორმატის და შინაარსის იდეას, პროცესს, მეთოდს, სისტემას, საშუალებას, სტრატეგიას, აღმოჩენას, ფაქტს, გარემოებას და დოკუმენტს, მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაცია „დამსაქმებლის“ „კონტრაჰენტების“, კლიენტების, გარიგებების პირობების, ბიზნეს-პროექტების, მონაცემთა ბაზების, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების, „სამუშაო“ პროცედურის, ფინანსური ინფორმაციის, ტექნიკური ინფორმაციის, პერსონალური, პროფესიული, კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც „კანონმდებლობით“ მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად და ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით მათი გაცნობა შეუძლია ნებისმიერ „პირს“.

 

1.1.14. „კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება“:  დასაქმებულის“ მიერ ან მისი გაუფრთხილებლობის შედეგად „მესამე პირ(ებ)ისათვის“ „კონფიდენციალური ინფორმაციის“ მიწოდება ზეპირსიტყვიერად, წერილობით ან/და ელექტრონულად „დამსაქმებლის“ წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

1.1.18. „ნებადართული მიზანი“: „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამოყენება „დასაქმებულის“ მიერ მხოლოდ „სამუშაო“ ფუნქციების განხორციელების მიზნით.

                         დანართი 3

                        შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ

 

1. „დასაქმებული“ ვალდებულია, როგორც „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ განმავლობაში, ისე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი საფუძვლით შწყვეტის შემდეგაც განუსაზღვრელი ვადით დაიცვას „კონფიდენციალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა. „კონფიდენციალური ინფორმაცია“ გამოიყენოს მხოლოდ „ნებადართული მიზნით“ და „დამსაქმებლის“ წერილობითი თანხმობის გარეშე არ „გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია“ „მესამე პირ(ებ)ის“ სასარგებლოდ.

2. „დასაქმებულის“ ბრალით „კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების“ ან „ნებადართული მიზნის“ გარეშე გამოყენების შემთხვევაში, „დამსაქმებელს“ უფლება აქვს აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის შემდეგ შეწყვიტოს „ხელშეკრულება“. ამასთან, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, „დასაქმებულს“ დააკისროს პირგასამტეხლო „დასაქმებულის“ შრომის ანაზღაურების ხუთმაგი ოდენობით. თუ ამგვარი ქმედებით „დამსაქმებელს“ მიადგება მატერიალური ზიანი, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, „დასაქმებულს“ დააკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ოდენობით.

 

                                                           მხარეთა ხელმოწერა

„დამსაქმებელი“                                                                             დასაქმებული“

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                      

დირექტორი

ევგენი ევგენიძე                                                                           გიორგი წამალაძე

__________________________                                            __________________________

 /ხელმოწერა/                                                                                /ხელმოწერა/

 

·        კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ“ ცალკე  შეთანხმებებში ან კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო პირობებში შეიძლება შეგვხვდეს ინფორმაციის მიმღების ვალდებულება, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ან ინფორმაციის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, გაანადგუროს ან ინფორმაციის გამცემს დაუბრუნოს კონფიდენციალური ინფორმაცია.

·        რეალობაში ამგვარი პირობა არაეფექტურია და მისი შესრულების შემთხვევაშიც კი ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რისთვისაც ის არსებობს.

·        ამ საკითხზე სწორ პოზიციას აყალიბებს იურისტი ლაურა ფრედერიკი: „მოდით გულწრფელები ვიყოთ. თქვენი შეფასებით, რამდენი კომპანია გაანადგურებს ან დააბრუნებს ამგვარ ინფორმაციას სრულად? ჩემი შეფასება? 1%. ერთი წუთი, ეგებ ეს გაზვიადებული რიცხვია. ალბათ, რეალურად ის უფრო ახლოსაა ისეთ რიცხვებთან, როგორებიცაა 0.1% ან 0.001%. მიზეზი, რის გამოც ამ მოთხოვნებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია აკმაყოფილებს, ისაა, რომ ამ დებულებების იმ სახით შესრულება როგორითაც ისინი არიან წარმოდგენილნი, შეუძლებელია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაზე კონფიდენციალური ინფორმაცია ციფრული სახით არის შენახული. რომც შევეცადოთ მის წაშლას, არსებობს ამ ინფორმაციის ე.წ. „ბექაფი“ და ამ „ბექაფების“ „ბექაფები“. მაშინაც კი, თუ კომპანია არაჩვეულებრივად ასრულებს ჩანაწერების შენახვის წესებს, გარანტიას გაძლევთ, რომ კონტრაჰენტის ზოგიერთი ინფორმაცია ჯერ კიდევ სადღაც ფაილში არის შენახული“

·         . ფრედერიკის აზრით, რაც გასაზიარებელი რეკომენდაციაა, უფრო „პრაქტიკული და რეალისტური“ მიდგომაა საჭირო: კონფიდენციალურობისა და გაუთქმელობის ვალდებულებების მუდმივი დაცვა მანამდე, სანამ რომელიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაცია ინფორმაციის მიმღების მფლობელობაშია


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები