ტექნოლოგია “ოვერტონის ფანჯარა’’- ანუ როგორ ახდენენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.

 

·        ეს ტექნოლოგია ატარებს მისი ავტორის,ამერიკელი იურისტის  სახელს[ჯოზეფ ოვერტონი]

·        ოვერტონისა თეორიის თანახმად თითოეული იდეისთვის ან საკითხისათვის არსებობს ე.წ. „შესაძლებლობის ფანჯარა’’

·        ეს „შესაძლებლობის ფანჯარა’’ განსაზღვრავს  იდეის/საკითხის განხილვის „შესაძლებლობის“ ფარგლებს

·        ამ ფარგლებში პირები რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრებს რაიმე  „სადავო’’ საკითხზე/იდეაზე არ იქნებიან ავტომატურად კომპრომეტირებულნი.

·        საერთოდ,ზოგიერთ იდეას/თემას  ტაბუ ადევს,ზოგიერთის განხილვა მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში შეიძლება,ზოგიერთი იდეა კი საჯაროდ შეიძლება იქნეს განხილული.

·        ოვერტონის მიხედვით  საჯაროდ [ ანუ „ღიად“ ] და „ფარულად“[ანუ ვიწრო წრეში]  განსახილველი თემების განხილვის „შესაძლებლობის“ ფარგლები  არ არის სტატიური და ის გადაადგილდება.

·        ეს იმას ნიშნავს,რომ ე.წ. „შესაძლებლობის ფანჯარა’’ ინფორმაციული ვითარების მიხედვით შეიძლება გადააგილდეს შკალაზე მარცხნივ ან მარჯვნივ [იხ. ფოტო ზემოთ]

·        მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი ვერ ამჩნევს ამ გადაადგილებას,რადგან ის ხდება თანდათანობით,შეუმჩნევლად, რამდენიმე წლის განმავლობაში.

·        ადამიანები კი თავიანთ ყოველდღიური პირადი საქმეებით არიან დაკავებული და არ აკვირდებიან   გრძელვადიან პროცესებს.

·          მთავარი კითხვა კი  მდგომარეობს შემდეგში ,ამა და იმ საკითხზე დისკუსიის წარმოების „შესაძლებლობის’’ წანაცვლება ხდება: ა) საზოგადოების განვითარების  ობიექტური მიზეზებით თუ ბ) ხელოვნურად[მანიპულაციურად]

·        ცხადია,პროცესების რაღაც ნაწილი მიედინება თავისთავად .

·        მაგრამ ქვემოთ ყურადღებას გავამახვილებთ იმ თემებზე,რომლების წამოწევა საზოგადოებრივ ცნობიერებაში ხელოვნურად ხდება, საზოგადოებრივი აზრის აქტიური მანიპულაციით,მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით.

·        სწორედ ცენტრალურ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებზე კონტროლი არის ძირითადი პირობა „ოვერტონის ფან ჯრის’’ ხელოვნურად  შკალაზე მარცხნივ თუ მარჯვნივ გადასაადგილებლად .

·        ამა თუ იმ თემის ხელოვნურად[მანიპულაციის გზით] წინ წაწევის აშკარა  ნიშნებია ა) თემის ფინანსური სტიმულირება და ბ)თემის  საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებთან შეუსაბამობა.

·        მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი: მაგ. პირველი აშკარა პედერასტის გამოჩენა კომპანია „დისნეის“ „მზეთუნახავის და ურჩხულის’’ ახალ ვერსიაში,ერთ-ერთ პერსონაჟად.

·        ამის გამო მაშინ [იმ მომენტში]კომპანია „დისნეიმ’’ ათეულობით მილიონი დოლარის დანაკლისი განიცადა[რადგან დააკლდა მაყურებელი],მაგრამ ის შეგნებულად წავიდა ამაზე.

·        სამაგიეროდ  ამ თემამ დღეს უკვე მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო კინოში და საბავშვო  მულტფილმებში.

·        ეს იმას ნიშნავს,რომ დასავლურ კინემატოგრაფში ან შემოღებულია დაუწერელი წესები ლგბტ-თემატიკის წინ წაწევისთვის,ან შექმნილია მექანიზმები ასეთი თემატიკის რბილი სტიმულირებისათვის,რაც მიუთითებს „შესაძლებლის’’ ფანჯრის[ანუ „ოვერტონის ფანჯრის’’] გადაადგილების  ხელოვნურ ხასიათზე.

განვიხილოთ სხვადასხვა    გარყვნილების’’  წინ წაწევის  ტექნოლოგია

 

პირველი სტადია:

·        „ოვერტონის ფანჯრის“ მოძრაობის პირველი ეტაპი არის დისკუსიის გადატანა "წარმოუდგენელის" სფეროდან "რადიკალურის" სფეროში."[იხ. შკალა ზემოთ]

·        იღებენ  ნებისმიერ ფენომენს[გარყვნილებას], რომელიც კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოებისთვის  და  არის „ცოდვის’’ ან „ტაბუს’’ ზონაში.

·        მაგალითად, კანიბალიზმი, ინცესტი, ჰომოსექსუალიზმი და ა.შ.

·        საზოგადოებისთვის შეუმჩნეველად, ზოგიერთ „კონკრეტულ“ და „სოციალურად დაწინაურებულ’’[ანუ ე.წ. წარმატებული ცნობადი სახის] მაგალითზე (მაგალითი  შეიძლება იყოს მომხდარი  „სკანდალი“ ან წინასწარ „დაგეგმილი მოვლენების სერია), ადრე აკრძალული თემის აქტიურად განხილვა იწყება, ხშირად რაიმედამაჯერებელი საბაბით: "და რა არის ასე ცუდი ამა თუ იმ ფენომენში[გარყვნილებაში]? რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება? ვხედავთ, რომ, მაგალითად, ეს ხალხი ამას აკეთებს, ისინი ერთდროულად ბედნიერებიც არიან და თანაც არავის შეურაცხყოფენ?"

·        ასე ყალიბდება დღის წესრიგი: "ეს თემა, რა თქმა უნდა, „აკრძალულია“, მაგრამ არა იმდენად, რომ ამაზე საუბარი არ შეგვეძლოს – ჩვენ ვართ თავისუფალი, შეგნებული ადამიანები, ჩვენი ცივილიზაცია მაღალგანვითარებულია, უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, ასე რომ შეგვიძლია ვისაუბროთ აკრძალულზე.“

·          ტელეარხებს  აქვთ შოუბი  რომლებიც დაკავებულია  საზოგადოებაში იმ თემების  დანერგვით, რომლებიც ადრე „ტაბუდადებულ ზონაში“ იყო.

·        "ოვერტონის ფანჯრის" „პირველი მოძრაობის“ შედეგი ის არის, რომ ამით  „მიმოქცევაში შემოაქვთ“  მიუღებელი თემა, ანუ ხდებაა ტაბუს  მოხსნა[დესაკრალიზაცია], ნადგურდება  პრობლემის ერთმნიშვნელოვნება  —"შავი ფერი’’ იშლება სხვადასხვა  ტონებად.

·         ასე ხდება „წარმოუდგენელის’’[ანუ  ტაბუ დადებული თემის]  თანდათან  გადაყვანა „აკრძალულის’’[ანუ რადიკალურის] ზონაში,

ანუ როცა თემა ჯერ ისევ „ცოდვის’’ და „ტაბუს’’ ზონაშია,მაგრამ უკვე შესაძლებელია ამ თემაზე ლაპარაკი-და რაც მთავარია  საკუთარი აზრის გამოთქმა,ისე რომ უარყოფითი შედეგების[გაკიცხვის და დაგმობის] აღარ გეშინოდეს.

 

მე-2 სტადია

·        „ოვერტონის ფანჯრის’[„შესძლებლობის ფანჯრის’’] გადაადგილების მე-2 სტადიაზე:  ა) იქმნება ევფემიზმი და ხდება  ტაბუდადებული ფენომენის  თავდაპირველი აზრის ჩანაცვლება [მაგ. სიტყვების „მამათმავლობის’’, „პედერასტიის’’  ნაცვლად პრესაში იწყებენ უფრო ნეიტრალური ტერმინების“ჰომოსექსუალიზმი’’, „გეი’’ გამოყენებას და  ბ) იწყება ისტორიული პრეცედენტების  მოძიება  (ცნობილი ადამიანების  ან მოვლენების), რომელიც ამ ფენომენს გაამართლებს საზოგადოების ნაწილის თვალში.[მაგ.მიქელანჯელო და ა.შ.]

ევფემიზმის შექმნის და დანერგვის ტექნოლოგია ნაჩვენებია ვიდეოში „ლინგვისტური იარაღი’’:

https://vk.com/video-82197743_456242498

 

·        გარდა ლგბტ თემებისა, რომლებსაც უკვე შევეხეთ, ამჟამად „ოვერტონის ფანჯრის“ მოძრაობის პირველ ორ სტადიას [იხ. შკალა]  რომელი თემები გადიან ?

·        როგორც  თანამედროვე მასობრივი კულტურის ანალიზი გვიჩვენებს, დისკუსიები ა)ინცესტის დასაშვებობაზე, ბ)პედოფილიაზე, გ)სხეულის დამახინჯებაზე, დ)თვითმკვლელობაზე, ე)კანიბალიზმზე, ვ)სატანიზმზე, ზ)პროსტიტუციაზე, თ)ტრანსჰუმანიზმზე, კ)ნარკოტიკების მოხმარებაზე[გაიხსენე „გირჩი“] და ა.შ.  ხელოვნურად არის პროვოცირებული საზოგადოებაში.

·        ქვემოთ უფრო ახლოს გავეცნობით ორ თემას: ა)“პროსტიტუციის ლეგალიზაციას“ და ბ)“კანიბალიზმის გამართლებას“

 

 

ა)“პროსტიტუციის ლეგალიზაცია’’

 

·        მეძავის იმიჯი არასოდეს ყოფილა ისე განდიდებული, რომანტიზებული და იდეალიზებული კულტურაში, როგორც დღეს არის.

·        გავიხსენოთ  კლასიკური და ბევრისთვის ჯერ კიდევ საყვარელი  ფილმი "Pretty Woman", სადაც მეძავი გამოიყვანეს  თითქმის როგორც "Cinderella".[კონკია]

·        თუ ადრე პროსტიტუციის პრობლემა წამოიჭრებოდა  ლიტერატურის ან კინოს ნაწარმოებებში, მაშინ მეძავი ჩვეულებრივ ნაჩვენები იყო როგორც გარემოებების მსხვერპლი, სისტემის გარყვნილების შედეგი.

·         დღესდღეობით, „ნებაყოფლობითი  მეძავის“ იმიჯი რომანტიზებულია და ჰუმანიზებულია კინოში.

[„ნებაყოფლობითი მეძავი’’  არის ქალი, რომელმაც ეს პროფესია თავად აირჩია.]

·        მეძავები  ხდებიან ფილმებისა და სერიალების მთავარი გმირები.

მაგ. უცხოური ფილმები  – ""Kept Women"," "Secret diary of a call girl"," Diaries of the Red Slipper"," Young and beautiful";

რუსული ფილმები : - "Проклятый Рай"," «Проклятый Рай», „Обычная женщина"," Тени Прошлого" და სხვა.

·        ამ ფილმებში მეძავი მოქმედებს, როგორც მთავარი [პოზიტიური]გმირი.

·        და თუ სიას გააფართოვებთ იმ ფილმებზე , სადაც ისინი მეორეხარისხოვან, მაგრამ პოზიტიურ როლს ასრულებენ, მაშინ არც ერთი სტატია არ იქნება საკმარისი ამ სიისთვის.

·        კინოში ‘პროსტიტუციის ლეგალიზაციის’’  თემის განვითარების[გაპიარების]  პარალელურად, ყოფილი პორნო მსახიობები, როგორიცაა პამელა ანდერსონი ან საშა გრეი, ხელოვნურად იქცევიან მედია პერსონებად.[!]

·        მათ იწვევენ ჩვეულებრივ ფილმებში, ისინი  ოფიციალურ ვიზიტებზე ჩადიან ამა თუ იმ  ქვეყანაში და  თავიანთ ეროტიკულ წიგნებს წარადგენენ და ყიდიან.

·        ეს ყველაფერი ცენტრალური მედია საშუალებების  აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

·        პორნოვარსკვლავის  ბრენდად გარდაქმნა და, ფაქტობრივად კი , პორნოგრაფიის პროპაგანდა წამყვანი  გამოცემების მიერ არის ის, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ დღეს უკვე რეალობად იქცა.

·        შემდეგი ეტაპი კი არის „პროსტიტუციის ლეგალიზაცია“ საკანონმდებლო დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ, პრინციპში, ახლაც სამართალდამცავი ორგანოები პრაქტიკულად არ ებრძვიან ე.წ. "მასაჟის სალონებს" და და მსგავს დაწესებულებებს. ახლა მოდით ვნახოთ რამდენიმე ვიდეო ამ თემაზე.

 

აქ ნახავთ რამოდენიმე ვიდეოს აღნიშნულ თემებზე:

 

https://vk.com/video-82197743_456258150

https://vk.com/video-82197743_456258071

https://vk.com/video-82197743_456258140

 

·        გაითვალისწინეთ ასევე  ის რომ  როცა პროსტიტუცია თანდათან ლეგალიზდება,  საპირისპირო პროცესიც მიდის -დასცინიან ან მთლიანად იღებენ საჯარო  რიტორიკიდან ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "უმანკოება", "მოკრძალება", "უბიწოება".

·        მათ  ოვერტონის შკალაზე საპირისპირო მიმართულებით გადაადგილებენ , მათ შესაცვლელად შემოდის ისეთი ევფემიზმები, როგორიცაა "მდიდარი სექსუალური გამოცდილება", "საცდელი ქორწინება’’ ან „სამოქალაქო[დაურეგისტრირებელი] ქორწინება".

·        და  გოგონებს უკვე  ეუხერხულებათ აიყვნენ  „მოკრძალებულები’’, მიიჩნევენ, რომ მათი სიწმინდე არის რაღაც არაბუნებრივი, არანორმალური.

·        ზოგი ენთუზიაზმით განიხილავს დასავლეთში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში  მომხდარ "სექსუალურ რევოლუციას", რომელიც შემდეგ  ჩვენთანაც  მოვიდა და  ვერ ხვდება, რომ ეს კიდევ ერთი ევფემიზმია, რომლის უკან დგას ზნეობის შემცირების კონტროლირებადი[ხელოვნური] პროცესი.

 

მესამე ეტაპი

·        მესამე ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ გარყვნილების ლეგიტიმაციისთვის პრეცედენტი იქნება მოძებნილი , შესაძლებელი ხდება "ოვერტონის ფანჯრის" გადაადგილება  „შესაძლებლის’’ არედან  „რაციონალურის“, „მისაღების’’ არეში.

·        ამ სტადიაზე  ადრე ერთიანი და განუყოფელი „პრობლემა“[გარყვნილება] იყოფა მრავალ სახეობად და ქვესახეობად – რომელთაგან ზოგი "ძალიან საშინელი და მიუღებელია", ზოგი კი "საკმაოდ მისაღები და მიმზიდველია".

·        ასევე, იწყებენ  მასებისთვის უამრავი „თვალსაზრისის“ მიწოდებას.

·        ამისათვის უკიდურეს ფლანგებზე   ერთის მხრივ, არიან მიუღებელი  რადიკალები[ რომლებსაც  მაღალგანვითარებული საზოგადოება იძულებით ითმენს], ხოლო მეორეს მხრივ კი , საკმაოდ პატივსაცემი ჯენტლმენები, რომლებსაც  ღებულობენ  "პარიზისა და ლონდონის საუკეთესო სახლებში“.

·        მაგ.დავუშვათ  საზოგადოებრივ ცნობიერებაში აუცილებელია ხელოვნურად შეიქმნას "ბრძოლის ველი" „კანიბალიზმის დასაშვებობის პრობლემისათვის.

·        ეს იმას ნიშნავს,რომ „საფრთხობელები’’  მოთავსებულია უკიდურეს ფლანგებზე-ესენი არიან „რადიკალური მხარდამჭერები“ და „რადიკალური ოპონენტები“ კაციჭამიობის.

·         ნამდვილი ოპონენტები კი -ანუჩვეულებრივი, ნორმალურ ადამიანები, რომლებსაც ასევე არ სურთ გულგრილი დარჩნენ ამ ფენომენისგან  ტაბუს მოხსნის  მიმართ, ცდილობენ შეფუთონ „საფრთხობელებთან“ ერთად  და ჩაწერონ ისინი „კაციჭამიობის რადიკალურ მოძულეებად“.

·        ამ „საფრთხობელების’’ როლია აქტიურად შექმნან გიჟი ფსიქოპათების იმიჯი:  აგრესიული, ფაშისტური მოძულეებისა[ ამ შემტხვევაში "ანთროპოფილიის"], რომლებიც მოუწოდებენ ცოცხლად დაწვან  კანიბალები, ებრაელები, კომუნისტები და შავკანიანები

·         პარალელურად მედიის ხელმისაწვდომობა  უზრუნველყოფილია გიჟი ფსიქოპათების,აგრესიულების და მოფაშისტო ელემენტებისთვის  , არა  „კანიბალიზმის ლეგალიზაციის“ რეალური ადეკვატური ოპონენტებისათვის.

·        ამ სცენარში,“ანთროპოფილები“[ან პედერასტები] რჩებიან სადღაც შუაში საფრთხობელებს  შორის," გონიერების ტერიტორიაზე", საიდანაც"საღი აზროვნებისა და კაცთმოყვარეობის" ყველა პათოსით.  გმობენ" ყველა ჯურის  ფაშისტებს .

·        "მეცნიერები" და ჟურნალისტები ამ ეტაპზე ამტკიცებენ, რომ კაცობრიობა დროდადრო ჭამდა[ან ხმარობდა] ერთმანეთს თავისი ისტორიის განმავლობაში და რომ ეს ნორმალურია.

·        ამრიგად, „ანთროპოფილიის თემა“[ან ლგბტ თემა] უკვე შეიძლება გადავიდეს „რაციონალურიდან“ „ პოპულარულის’’  კატეგორიაში. ანუ  „ოვერტონის ფანჯარა“ მოძრაობს.

 

ვიდეო კანიბალიზმის პროპაგანდაზე მედიაში:" წარმოუდგენელის " ეტაპი უკვე განვლილია:

https://vk.com/video-82197743_456258066

 

მეოთხე ეტაპი

 

·        "ოვერტონის ფანჯრის" განვითარების მეოთხე ეტაპზე ლეგალიზებულია ადრე აკრძალული ფენომენი – ის ხდება თოქ-შოუებისა და საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა.

·        მაგ. იღებენ  სერიალებს კანიბალების შესახებ

·        ადამიანები იწყებენ  პრობლემის[კანიბალიზმის] დეტალებისა და სხვადასხვა ასპექტების განხილვას, რითაც ქმნიან დამოკიდებულებას. ფრაზები, როგორიცაა:

 

a.      "ესენი არიან შემოქმედებითი ადამიანები. შეჭამა თავისი  მეუღლე და მერე რა?"

b.      "მათ გულწრფელად უყვართ თავიანთი მსხვერპლი. ჭამს ე.ი.  უყვარს!"

c.      "ანთროპოფილებს აქვთ გაზრდილი IQ და დანარჩენ შემთხვევებში  შემთხვევაში ისინი იცავენ მკაცრ მორალს"

d.     "ანთროპოფილები თავად არიან მსხვერპლი,ისინი  ცხოვრებამ აიძულა "

e.      "ისინი ასე აღიზარდნენ" და ა.შ.

 

 

რაიმე იდეის პოპულარიზაცია ასევე მოიცავს:

 

·        „ადრე აკრძალული თემისადმი მიძღვნილი“ სხვადასხვა მედია პროდუქციის (ფილმების, სიმღერების, გამოფენების) შექმნას;

·        იდეის პოპულარიზაციისთვის შოუბიზნესის და სპორტის  "ვარსკვლავების" მოზიდვას;

·        თვითრეპროდუქციის პროცესის სტიმულირებას (სათანადოდ დატრენინგებული ხელოვანების,ჟურნალისტების და ა.შ.  პრიზებით და პრემიებით  დაჯილდოებას, მათ  მხარდაჭერას მედიაში  და ა.შ.)

 

მეხუთე ეტაპი

·        „ოვერტონის ფანჯრის“  მოძრაობის მეხუთე ეტაპი მიღწეულია, როდესაც „თემა იმდენად მწვავეა, რომ ის შეიძლება გადავიდეს "პოპულარულის" კატეგორიიდან "ნორმის" და "მიმდინარე პოლიტიკის"სფეროში.

·        ამ ეტაპზე " საკანონმდებლო ბაზის’’  მომზადება იწყება.

·        ლობისტური ჯგუფები ხელისუფლებაში კონსოლიდირდებიან და ჩრდილიდან გამოდიან.

·        "ქვეყნდება სოციალური  გამოკითხვები, რომლებიც, თითქოსდა  ადასტურებს კონკრეტული ტაბუს მოხსნის მომხრეთა მაღალ პროცენტს, რომელთაც სურთ ამა თუ იმ  ცოდვის დაკანონება.

·        ოვერტონის ფანჯრის მოძრაობის ბოლო ეტაპზე საზოგადოება უკვე გატეხილია.

·        მისი ყველაზე ცოცხალი ნაწილი როგორღაც ისევ  წინააღმდეგობას გაუწევს არც ისე დიდი ხნის წინ წარმოუდგენელი რამის  საკანონმდებლო განმტკიცებას,  მაგრამ  საზოგადოება უკვე  გატეხილია და უკვე თანახმაა  აღიაროს დამარცხება.

·        ამ ტექნოლოგიის ყველაზე საშინელი შედეგი ის არის, რომ ადამიანი კარგავს ჰარმონიას, მის ნაცვლად ღებულობს  გაუთავებელ შინაგან აშლილობას და ტანჯვას

·        ასე ხელოვნურად  შედეგის მიღწევის შემდეგ, ბევრი ადამიანი იძულებული ხდება  შეინარჩუნოს „სხვა ადამიანების ღირებულებების“ მიღების ილუზია.

·        ადამიანები სულ უფრო და უფრო ნაკლებად რჩებიან  ადამიანებად, კარგავენ კავშირს თავიანთ ფესვებთან და კულტურასთან.

 

ტოლერანტობის იდეოლოგია

 

·        რა არის მთავარი პირობა ანუ მთავარი პლატფორმა საზოგადოებაში ყველა ამ გადახრის ხელშეწყობისთვის?

·        ეს არის  "ტოლერანტობა", რომელიც დღეს აქტიურად ინერგება ჩვენში და  რომლის დახმარებითაც ადამიანებს აშორებენ კითხვას, თუ რომელი პროცესები და მოვლენები უნდა შეიწყნარონ  და რომელს უნდა დაუპირისპირდენ შეუწყნარებლად.

·        ლამაზად ჟღერს - "ყველას უფლება აქვს  ჰქონდეს საკუთარი აზრი", "არავის არაფერი მოახვიო თავს", "მოუარე  საკუთარ თავს, ნუ ჩაერევი სხვების საქმეებში" და ასე შემდეგ.

·        "დიახ,მართალია , ლგბტ პერსონაჟები გამოჩნდნენ საბავშვო ფილმებსა და მულტფილმებში  და თქვენი რა საქმეა ?, ეს პერსონაჟები  ხომ არ გაიძულებენ შეცვალოთ თქვენი ორიენტაცია?  ან „კარგი, ისინი აჩვენებენ გარყვნილებას  ტელევიზიით, მეძავებს და პორნო მსახიობებს - აიღეთ და გადართეთ არხი, ეს არის და ეს ! თუ არ მოგწონთ, არ უყუროთ!"

·        ასეთი ფორმულირებების მიღმა,როგორც წესი, იმალებიან ყველაფერი მდაბალის და ამორალურის  პროპაგანდისტები.

·        ყურადღება: სინამდვილეში, მათი ყველა მოწოდება , ასე თუ ისე, დაიყვანება იქამდე    რომ ადამიანი ხდება პასიური, წყვეტს სხვებზე ზრუნვას, ცხოვრობს პრინციპით „ეს მე არ მეხება", ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე.

·        განურჩეველი „ტოლერანტულობა“ ეს არის  უსინდისობა[სინდისზე უარის თქმა]

·        საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს ნორმის ცნება.

·        გადახრები და გაუკუღმარტებები , რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, როგორც "ოვერტონის ფანჯრის" მოძრაობის საილუსტრაციო მაგალითები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიაში გვხვდება, არასოდეს ყოფილა ნორმა.

·        აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება მშვიდად და არხეინად მოვეკიდოთ მათი გამართლების და მით უმეტეს მათი ლეგალიზაციის  მცდელობებს.

·        რის უკანაც  არ უნდა იმალებოდნენ -იქნება ეს მაგ " უმცირესობების უფლებების დაცვა "თუ მოწოდებები მაგ." იყავი ისტორიის სწორ მხარეს, არ იყო რეტროგრადული."თქვენ არ უნდა დაუჯეროთ  ტოლერანტობის იდეოლოგებს.

·         ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რომელ სიტუაციებში მიზანშეწონილია ტოლერანტობის გამოვლენა სხვების მოსაზრებების მიმართ და რომელში კი  აუცილებელია შეუწყნარებლობის გამოვლენა და სოციალურად საშიში ტენდენციების განვითარების შეჩერება.

·        ნებისმიერ სიტუაციაში მორჩილი ტოლერანტობის გამოვლენის სურვილი ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს-ადამიანის სინდისის ნაკლებობას და მის უუნარობას განასხვავოს სიკეთე და ბოროტება.

·        საზოგადოებას  ასე ძლიერად იმიტომ ახვევენ  ტოლერანტობას თავს,  რომ იგი წინააღმდეგობას არ უწევდეს და მშვიდად ღებულობდეს ყველა ცვლილებას,ისე რომ არ ინტერესდებოდეს მისი არსით.[!]

·        იმისათვის, რომ არ წამოეგოთ  ამ "სატყუარას"[ტოლერანტულობას] , მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს "Overton Window"-ს ტექნოლოგია და შეგეძლოთ წინააღმდეგობა გაუწიოთ  დესტრუქციული იდეებისა და აზრების  დანერგვას.

 

       როგორ შევეწინააღმდეგოთ „ოვერტონის ფანჯრის“ ტექნოლოგიას

·        იმისათვის რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ "Overton Window" -ის  ტექნოლოგიას აუცილებელია:

 

a.      ყოველთვის და ყველგან ცდილობდეთ „სიმართლე“ თქვათ. მოერიდეთ ევფემიზმების გამოყენებას, მიაღწიეთ საგნებისა და პროცესების არსსის გაგებას, დაარქვით მოვლენებს საკუთარი სახელები, რაც არ უნდა შეუწყნარებლად[არატოლერანტულად] ჟღერდეს ეს ყველაფერი.

b.      დაკავდით  თვითგანათლებით. თანამედროვე საინფორმაციო ომში გამარჯვებული ის არის, ვინც უფრო ჭკვიანია, ვინც მეტი იცის და უკეთ ესმის სოციალური პროცესები, შეუძლია უფრო ეფექტურად გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი შრომითი ან ფინანსური რესურსები სიტუაციის გამოსასწორებლად.

c.       აქ გაჟღერებული ყველა ტენდენცია ვერ შეჩერდება ძალისმიერი დაპირისპირების პოზიციიდან, აუცილებელია მონაწილეობა, პირველ რიგში, საინფორმაციო დაპირისპირებაში.

d.     საჭიროა ისეთი მედია საშუალებების შექმნა და მხარდაჭერა, რომლებიც დესტრუქციული ტენდენციების გავრცელებას ეწინააღმდეგებიან.

უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ მედია არის საზოგადოების არასტრუქტურული მართვის მთავარი ინსტრუმენტი. არა ერთადერთი, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი[!].

·        ზოგი მიიჩნევს, რომ დიდი მედიასაშუალებები არსებობენ რეკლამის ან სხვა ბუნებრივი დაფინანსების მექანიზმების მეშვეობით.

·        სინამდვილეში, თითქმის ყველა თანამედროვე საინფორმაციო სააგენტო, ტელეარხი და გამომცემლობა პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ფინანსურ ოლიგარქიასთან, რომელიც ქმნის ტენდენციებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ.

·        მედია საშუალებები  იღებენ  უზარმაზარ თანხებს მათი მფლობელებისგან და, შესაბამისად, ისინი დაკავებულნი არიან მოვლენების მიკერძოებული[არაობიექტური] გაშუქებით, ხელოვნურად უწყობენ ხელს მფლობელისთვის სასარგებლო დღის წესრიგს.

·        რეკლამიდან მიღებული მოგება მათი შემოსავლის მცირე ნაწილს შეადგენს

·         დიდი მედიის სფეროში, პრინციპში, არ არსებობს რაიმე ჯანსაღი ან სამართლიანი კონკურენციის საკითხი, ისინი ყველა სუბსიდირებულია ამა თუ იმ გზით და, შესაბამისად, "მოთვინიერებულია".

·        არსებული სისტემის მასიური ალტერნატივა დღეს ძირითადად ინტერნეტის წყალობით ვითარდება,  ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა შექმნან საინფორმაციო საიტები, ბლოგები, YouTube არხები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში.

·        არავინ აფინანსებს[რაც სადავოა]  ისეთ პლატფორმებს, რომლებიც ავრცელებენ ფართო საზოგადოებისთვის სასარგებლო სიახლეებსა და ანალიტიკას და მათ შეუძლიათ არსებობდნენ და ეფექტურად იმოქმედონ მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების მხარდაჭერით.

·        ამიტომ, თუ იპოვნეთ და რეგულარულად წაიკითხეთ ინფორმაციის წყაროები, რომლებიც, თქვენი აზრით, ხელს უწყობენ საზოგადოების მორალურ და ინტელექტუალურ გაუმჯობესებას, აქტიურ მონაწილეობა მიიღეთ მათ საქმიანობაში:ანუ დატოვეთ კომენტარები, დაწერეთ სტატიები, გაავრცელეთ მასალები, გაუწიეთ ფინანსური დახმარება.

·        შეგნებულად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებაში მიმდინარე საინფორმაციო პროცესებში ,რითაც  შეძლებთ დაიცვათ არა მხოლოდ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი მედიისგან მომდინარე  სხვადასხვა საფრთხისგან, არამედ გავლენა მოახდინოთ თქვენს გარემოზე და მთლიანად სიტუაციაზე.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები