„ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი“

 

ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი

[„ხელშეკრულების შედგენა’’ კორძაზე, ბოგვერაძეგვ.174]

 

 

·        მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფორმატის სტრუქტურა გამოიყენება ხელშეკრულების შესადგენად („მარტივი“, „საშუალო სირთულის“ თუ „რთული“) ხელშეკრულების შესავალ ნაწილს თან სდევს ძირითადი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბების გზით, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ძირითადად „რთული“ ფორმატის სტრუქტურირებისას, შეიძლება მოიცავდეს დამოუკიდებლად არსებულ ტერმინთა განმარტების მუხლსაც

·         თუ ხელშეკრულება „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურით დგება, ხელშეკრულების ძირითად ნაწილში მხარეთა შორის შეთანხმებული ძირითადი სახელშეკრულებო პირობები ნუმერაციის მიხედვით ლოგიკური თანმიმდევრბით განისაზღვრება ე.წ. დასათაურებული მუხლობრივი დაყოფის გარეშე[!]

·        . „საშუალო სირთულის“ ან „რთული“ ფორმატით სტრუქტურირებისას კი ხელშეკრულების ძირითად ნაწილში ხელშეკრულების პირობების’’ დაჯგუფებას ვახდენთ ამ პირობების გამაერთიანებელი სათაურის მქონე მუხლებსა თუ პუნქტებში, რაც მკითხველისათვის ამარტივებს მოცულობით ხელშეკრულებაში კონკრეტული პირობის მოძიების პროცესს.

·        სახელშეკრულებო პირობები’’ იმგვარი თანმიმდევრობით უნდა გაიწეროს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა „დასაწყისიდან დასასრულამდე“ პრინციპით წარმოაჩინოს.

·        მაგალითად, ლოგიკურია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს წინ უნდა უსწრებდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ პირობები;

 

·        თუ ხელშეკრულებაში განვსაზღვრავთ მხარეთა „პასუხისმგებლობის შესახებ დებულებებს, მათ შემდეგ შეგვიძლია, განვსაზღვროთ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების – ფორსმაჟორის შესახებ სახელშეკრულებო პირობები და ა.შ

·        ყურადღება: არ არის მართებული, თუნდაც ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, კონკრეტული ხელშეკრულების  სტრუქტურის განსაზღვრა წინასწარ ჩამოყალიბებული სათაურის მქონე მუხლებით, ვინაიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მუხლების დასათაურება და ამ მუხლებში სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა დამოკიდებულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებზე.

მაგალითად, მხარეები თანხმდებიან, გააფორმონ ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს დროებით სარგებლობაში, ქირის გადახდის სანაცვლოდ გადაეცემა ქირავნობის ფართი.

მხარეები, ასევე, თანხმდებიან, რომ ქირავნობის ხელშეკრულების სხვა არსებით პირობებთან ერთად დამატებით განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში გამქირავებლის, როგორც მესაკუთრის, მიერ ქირავნობის ფართის გასხვისების შემთხვევაში დამქირავებლის უპირატესი შესყიდვის უფლებასა და ამ უფლებასთან დაკავშირებულ პირობებს.

ამ შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულებას დაემატება შესაბამისი სათაურის მქონე მუხლი, დასათაურებული, მაგალითად, როგორც „უპირატესი შესყიდვის უფლება“, რომელიც, როგორც წესი, არ გვხვდება ქირავნობის ხელშეკრულებაში, თუ მხარეები სპეციალურად არ შეთანხმდებიან მასზე.

·        უფრო მეტიც, წინასწარ განსაზღვრული, სათაურებად დაყოფილი მუხლებისგან შემდგარი სტრუქტურა გამოუსადეგარია ე.წ. შერეულ და ატიპიურ ხელშეკრულებებში, რომლებიც მხოლოდ ამ ხელშეკრულებებისთვის დამახასიათებელ, მუხლების სპეციფიკურ დასათაურებას შეიძლება ითხოვდნენ.

 

მაგალითად,სუროგაციის ხელშეკრულება, სხვა სპეციფიკური სათაურის მქონე მუხლებთან ერთად, ითხოვს ე.წ. „აბორტისა და რედუქციის“ სათაურის მქონე მუხლის არსებობას ხელშეკრულებაში, ვინაიდან სუროგატი დედის მიერ აბორტისა და რედუქციის სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია არსებითია ორივე სახელშეკრულებო მხარის – პოტენციური მშობლებისა და სუროგატი დედისათვის.

 

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სახელმძღვანელოს ავტორებმა გადავწყვიტეთ, გამოვყოთ და აქცენტირება გავაკეთოთ რამდენიმე სახელშეკრულებო მუხლზე, რომელებიც ხშირადაა წარმოდგენილი „საშუალო სირთულის“ და „რთული“ ფორმატის ხელშეკრულებებში.

 

ეს მუხლებია:

 

1.      ხელშეკრულების საგანი გვ.185

2.       ხელშეკრულების მიზან გვ.188

3.      განცხადებები და გარანტიები.გვ.191

4.       კონფიდენციალურობ გვ.202

5.      ხელშეკრულების ფასი; ანგარიშსწორებ გვ.222

6.      მხარეთა უფლება-მოვალეობები. გვ.229

7.      მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.გვ.244

8.      ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა.გვ.253

9.       კომუნიკაცია მხარეთა შორის .გვ.261

10.   მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტ გვ.263


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები