წარმოების მიმდინარეობა „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებით.

 

·        ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს რაიმე „მმართველობითი ღონისძიების’’ [რაც სხვადასხვა სახისაა] შემოწმებას.

·        ამა თუ იმ „მმართველობითი ღონისძიების’’ „შემოწმება’’ ხორციელდება ქვემოთ მოცემული საფეხურების გავლით[საზეპირო]:

 

           I.        „საჩივრის დასაშვებობა’’

         II.        „საჩივრის დასაბუთებულობა’’:

1)     „ფორმალური კანონიერება’’ : ა) „უფლებამოსილება’’ ბ)“ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე’’ გ)“ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა’’

2)     „მატერიალური კანონიერება’’

           III.          „უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’

       IV.        არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’

             V.          „ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება’’

 

განვიხილოთ ქვემოთ „მმართველობითი ღონისძიების’’ „შემოწმების’’თითოეული ეს „საფეხური’’ ცალ-ცალკე

 

ხხხ

           I.        „საჩივრის დასაშვებობა’’

·        ადმინისტრაციულ ორგანოში  „ადმინისტრაციული საჩივრის’’ წარდგენით იწყება „ადმინისტრაციული წარმოება’’

·        პირველ ეტაპზე მოწმდება „საჩივრის დასაშვებობა’’

·        „საჩივრის დასაშვებობას’’ განსაზღვრავს შემდეგი კრიტერიუმები:

 

a.      საჩივრის „საგანი’’ უნდა იყოს ადმინისტრაციულ- ან ა)რაიმე სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება,ან ბ)რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნა ან გ)რაიმე  ადმინისტრაციული რეალაქტის განხორციელება  ან დ)რაიმე ადმინისტრაციული რეალაქტისგან თავის შეკავება.

b.      „დაუშვებელია’’ [არ დაიშვება]  „ადმინისტრაციული საჩივარი’’ ადმინისტრაციულ ხელშეკრულების ა)დადებასთან ბ)შესრულებასთან ან გ)შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნით.[რადგან ეს  სასამართლოს საქმეა]

c.      ასევე „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება’’ „ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით’’ მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება“,[გარდა იმ შემტხვევისა თუ ეს პირდაპირ არ არის გატვალისწინებული კანონიტ ან თუ ასეთი  გადაწყვეტილება“შესაბამისი[ძირითადი] ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან დამოუკიდებლად’’ არღვევს პირის „უფლებას’’ ან „კანონიერ ინტერესს’’]

d.     ამასთან,„ადმინისტრაციული საჩივრის’’ წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ „დაინტერესებულ მხარეს’’[ ანუ დაუშვებელიასაჩივრის წარდგენა „სხვისი უფლებების’’ დასაცავად. დასაშვებია მხოლოდ „საკუტარი უფლებების დასაცავად სჩივრის წარდგენა].“ადმინისტრაციულ საჩივარში“ უნდა მიეთითოს ა)“სუბიექტური[ანუ დაინტერესებული პირის] საჯარო-სამართლებრივი უფლება’’ და ბ)“ სამართლებრივი საფუძველი“[კანონის ნორმა]

e.      „ადმინისტრაციული საჩივარი’’ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის ვადაში,კერძოდ:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.ბ)ხოლო “ადმინისტრაციული რეალაქტი’’ საჩივრდება ერთი თვის ვადაში-იმ დღიდან,როდესაც დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი გახდა ადმ.ორგანოს  „მოქმედების“ განხორციელების ან განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ.

f.       „ადმინისტრაციული საჩივრის ‘’ წარდგენის კიდევ ერთი წინაპირობაა ისეთი „აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა,რომელიც მე-3 პირების მიმართ შემზღუდველი ხასიათისააან „უარი ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის გამოცემაზე“ ან „ქმედების[რეალაქტის] განხორციელებაზე“.

 

[შენიშვნა: ადმ.ორგანოს მიერ “აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ‘’ ჩაიტვლება „აქტის გამოცემაზე უარის თქმად’’ და შესაძლებელი იქნება „ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა’’]

 

ეს იყო ის წინაპირობები რომლებიც უნდა შემოწმდეს ,რათა ადმინისტრაციული საჩივარი „დასაშვებად ‘’ იქნას მიჩნეული[!]

 

         II.        „საჩივრის დასაბუთებულობა’’:

 

 

·        „ადმინისტრაციული  საჩივრის’’  დასაშვებობის“ შემოწმების შემდეგ იწყება მისი „დასაბუთებულობის’’ შემოწმება.

·        საჩივრის „დასაბუთებულობის’’ შემოწმება ხდება ორ ეტაპად, გასაჩივრებული  “ მმართველობითი ღონისძიების“: 1) „ფორმალური კანონიერების“ და 2)“მატერიალური კანონიერების ’’ შემოწმებით

 

 

1.    „ფორმალური კანონიერება’’ [იყოფა შემდეგ კომპონენტებად]

ა)“უფლებამოსილება’’.

„მმართველობითი ღონისძიება“ უნდა განახორციელოს „საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ’’

„საგნობრივი უფლებამოსილება’’ უკავშირდება მოწესრიგების საგანს [ობიექტს],ანუ იმას,“არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი,მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ?’’.

ტერიტორიული უფლებამოსილება’’ კი გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას.

ბ)“ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე’’.

ადმინისტრაციული წარმოება“-ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა,რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების,გამოცემისა და აღსრულებისკენ.[ცნება]

ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების „სახეებს’’ და ამკვიდრებს პრინციპს,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებას,გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით’’-თუ კანონი კონრეტულ შემტხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას.

საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა,რომლებიც განსაკუთრებიტ თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისთვის.

მაგ. შეიძლება გამოვყოთ ის მოთხოვნები,რომლებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის[ინდაქტის] კანონიერების საფუძვლებია: ესენია,ა)ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა;ბ)კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა;გ)დაინტერესებული მხარის მიერ საკუტარი აზრის გამოტქმის უფლება;დ)აცილების უფლება; ე)სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილება ადმინისტრაციულ წარმოებაში და ა.შ.[იხ.საქარტველოს ზოგადი ადმინისტრაციუული კოდექსის მე-6 თავი]

გ)“ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა’’

·        ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად,“ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობით ან ზეპირი ფორმით“.

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის წერილობიტი ფორმით გამოცემა-ეს არის გავრცელებული და ძირიტადი ფორმა.

·        სამართლებრივი ურტიერთობის ა)გამჭვირვალობის,ბ)მტკიცებულების პროცესის გამარტივებისა და გ)მაართველობითი აქტების ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად უპირატესობა ენიჭება წერილობით ფორმას.

·        თანამედროვე მმარტველობის პრაქტიკაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის[ინდაქტის] გამოცემა ხდება წერილობითი,ზეპირი ან სხვა ფორმით[მაგ.შუქნიშნებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა]

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის „ფორმალური კანონიერების’’ განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას-ყოველი წერილობითი ფორმიტ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი უნდა  შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას[!]

·        მასში[წერილობით დასაბუთებაში] მოცემული უნდა იყოს ის ა)სამართლებრივი და ბ)ფაქტობრივი წანამძღვრები,რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი.

·        თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე,მაშინ იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუტიტოს იმ გარემოებებზე,რომლებიც საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას.

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის დასაბუთების მოტხოვნა ემსახურება:

 

1.      პირველ რიგში,ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს,რამდენადაც ის იძულებული ხდება ,დასაბუტების ჩამოყალიბების პროცესში თავისი გადაწყვეტილება სამარტლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისიტ ზუსტად მოიაზროს და გაამაგროს.

2.      ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის დასაბუთება,მეორე მხრივ,აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას

3.      ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის დასაბუტება ასევე აადვილებს საჩივრისა და სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერების და მიზანშეონილობის გადამოწმების პროცესს;

·        ინდაქტი[ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი] ,რომელიც ა)აკმაყოფილებს ადრესატის მოტხოვნას და,ამასთან ბ)არ ზღუდავს მე-3 პირის უფლებებს,არ საჭიროებს დასაბუტების დართვას.

·        სზაკის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის ტანახმად,“წერილობიტი ფორმიტ გამოცემული ინდაქტი არ საჭიროებს“დასაბუტებას’’ ,თუკი:

ა)ის გამოცემყლია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მე-3 პირების კანონიერ უფლებებს და ინტერესებს.

ბ)დდაინტერესებული მხარისატვის ცნობილია ის ფატობრივი და სამართლებრივი წინაპირობები,რომელტა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდაქტი

გ) კანონი იტვალისწინებს მის „დასაბუტების გარეშე’’ გამოცემის შესაზლებლობას.

 

·        კანონიერ ინდაქტში უნდა მიეთითოს: ა) ის ორგანო სადაც შეიძლება ამ ინდაქტის გასაჩივრება და ამ ორგანოს მისამართი ბ)საჩივრის[ან სარჩელის] შეტანის ვადა[ იხ. სზაკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწ]

 

·        რადგან სზაკ-ი არაფერს ამბობს ამ მოტხოვნის დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე,ამიტომ შესაძლებელია სასკ-ის მე-12 მუხლის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცეზსე“ანალოგიის სახით’’ გავრცელება,რომლის თანახმად,“თუ მხარეს არ განემარტა „გასაჩივრების შესაძლებლობა’’,“გასაჩიივრების ვადა’’ და „გასაჩივრების წესი’’,მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.’’

·        აქედან გამომდინარე,შეიძლება დავასკვნატ,რომ ამ მოთხოვნის დაუცველობა ინდაქტის „კანონწინაარმდეგობას’’ და „ბათილობას’’ კი არ იწვევს,არამედ მხოლოდ ზემოქმედებას ახდენს გასაჩივრების ვადის ატვლაზე და,ამდენად „აფერხებს’’[აბრკოლებს] ინდაქტის კანონიერ ძალაში შესვლას,რამდენადაც ის[მყარად] შესასრულებელ სავალდებულო ძალას,სწორედ „გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ’’ იძენს[!]

2.    „ადმინისტრაციული ღონისძიების’’  „მატერიალური კანონიერება’’[ინდაქტის მაგალითზე]

 

·        ინდაქტის“მატერიალური კანონიერება’’ დაკავირებულია აქტის შინაარსთან და მოიტხოვს,მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს აქტის გამოცემის სამარტლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს  ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

·        მატერიალური კანონიერების შემოწმება გულისხმობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას,შესაბამისი სამართლებრივი ნორმის[გადაწყვეტილების მატერიალურ-სამარტლებრივი საფუძვლის] მოძიებას და სუბსუმციის შედეგად სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას.

·        „დამინისტრაციული საჩივრის’’ ფარგლებში ადმინისტრაციული ღონისძიების „მატერიალური კანონიერების’’ შემოწმების ფარგლებს ქმნის მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში.

 

ხხხხხხ

 

3.    „უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’

 

·        ინდაქტის“კანონიერების’’ ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან[„დასაშვებობა’’,“კანონიერების ფორმალური და მატერიალური წინაპირობები“]ერთ-ერთის დარღვევა,ისევე,როგორც „სამართლის ნორმის გამოყენება საქმის გარემოებათა არასწორი გამოკვლევის შედეგად“,შესაძლოა,იქცეს მისი[ინდაქტის] უკანონობის საფუძვლად.[!] [დაიმახსოვრე რას ნიშნავს უკანო ინდაქტი]

·        ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოტ უკანონო და არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტები.[იხ.ქვემოთ]

·        ასევე ერტმანეტისგან უნდა გაიმიჯნოს უკანონო და მიზანშეუწონელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

·        უნდა აღინიშნოს,რომ მიზანშეწონილობას გადაამოწმებს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების გზით,სასამართლო კი იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით.

·        აუცილებელია უკანონო და შეცდომიანი ინდაქტების ერთმანეთისაგან გამიჯვნაც.

·        „შეცდომიანში’’  იგულისხმება აქტის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა წერის,გამოტვლების დროს და სხვა ასეთი,აშკარა შეცდომები.

·        ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია ასეთი შეცდომების გასწორება და ეს ხდება ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური  მოთხოვნების დაუცველად.

·        ბუნებრივია,რომ ასეთ კორექტურას აქვს უკუქცევითი ძალა და ის[გაწორებული ვარიანტი] მოქმედებს აქტის გამოცემის დღიდან.

·        დაბოლოს, უნდა მოხდეს კანონიერი და კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ცნების გამიჯვნა.

·        კანონიერება პირველ შემტხვევაში გულისხმობს აქტის შინაარსის სამარტლის ნორმებთან შესაბამისობას,ხოლო მეორე შემთხვევაში-ამ აქტის სამართლებრივ შედეგებს.

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგები დგება მხოლოდ მის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

·        ინდაქტის  ძალაში შესვლა არ არის დამოკიდებული ამ აქტის შინაარსზე,ანუ მის კანონიერებასა და უკანონობაზე,არამედ ის ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ა)ადრესათისთვის გაცნობისთანავე ან ბ)გამოქვეყნების დღეს ან გ)კიდევ სზაკ-ის 54-ე მუხლით დადგენილ სხვა შემთხვევებში.[იხ. საზაკ-ის 54-ე მუხლი]

 

4.“არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’

 

·        კანონის მოთხოვნათა დარღვევით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ყოველტვის არ წარმოშობს მის არარა აქტად ცნობის საფუძველს.

·        ანუ ეს[აქტის არარა აქტად ცნობა] დამოუკიდებელია სამართალდარღვევის ხასიათზე.

·        უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან განსხვავებით,არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს მისი გამოცემის მომენტიდან არა აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა და არ საჭიროებს არავის მხრიდან[მოქალაქე,ადმინისტრაციული ორგანო,სასამართლო] ანგარიშის გაწევას.[ცნება]

·        როგორც კანონიერი,ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან,მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და საჩივრისა და სარჩელს შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე.

·        სზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლები:

a.    შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა

b.    ის გამომცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ

c.    მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო

d.    მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

·        „ადმინისტრაციული ორგანო’’ ვალდებულია,საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოტხოვნით აღიაროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი არარა აქტად

·        არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის სზაკ-ით დადგენილი ვადები არ ვრცელდება.

5. ადმინისტრაციული ორგანოს „ გადაწყვეტილება“

·        თუ კანონით ან კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ერთი თვის ვადაში.

·        თუ საქმისტვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებატა დადგენისატვის აუცილებელია მეტი დრო,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა გამოიტანოს დასაბუტებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.

·        ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

·        ადმინისტრაციულ ორგანოს „ადმინისტრაციული საჩივრის’’ განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

a.    ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ

b.    ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

c.    ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

·        საყურადრებოა,ადმინისტრაციული ორგანოების მანკიერი პრაქტიკა რაც არის -„ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დამაყოფილება’’

·        ყურადღება: სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე“,[რაც გულისხმობს სადავო საკითხის გადასაწყვეტად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციუულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ,კანონით დადგენილ ვადაში ,ახალი ინდაქტის გამოცემის დავალებას],არ შეიძლება გამოყენებულ იქნას „ადმინისტრაციულ საჩივარზე’’ გადაწყვეტილების მიღებისას.

·        სასამართლო „დავის გადაუწყვეტლად“ აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში,როდესაც აშკარაა,რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას,რომელთაც გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით,სასამართლო ვერ ჩაერევა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებებში.

·        „საჩივრის“  განმხილველ ადმინისტაციულ ორგანოს კი  ეს შეზღუდვა არ აქვს,არამედ პირიქით,ის ვალდებულია,რომ განახორციელოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ღონისძიება.

 

·        როგორც უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ,“ადმინისტრაციულ საჩივარს’’ აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი,როგორც უფლების დაცვის საშუალება და 2.ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.

ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა,კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება,მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ „კანონიერების’’ შემოწმებით.

·        აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუტითებს,რომ „ადმინისტრაციულ საჩივარს’’,როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას,მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია.

·        ადმინისტრაციული წარმოეება „ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით“ გულისხმობს ინდაქტის კანონიერების გადამოწმებას,[რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის,როგორც ფორმალური,ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას]

·        ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსდა იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები