ტყუილი

 


როგორ იქცევა ტყუილი სიმართლედ?

 

„ათასჯერ გამეორებული ტყუილი ხდება სიმართლე ‘’,-იოზეფ გებელსი

 რა არის  საინფორმაციო ომი ?

 „არასოდეს იმდენს არ ტყუიან,როგორც ომის დროს,ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ’’,-ოტო ფონ ბისმარკი

ვისგან მოდის ომის პროპაგანდა,სიძულვილის ენა და ტყუილის ნიაღვარი?

 „ომის პროპაგანდა,ტყუილი  და სიძულვილი  მოდის იმ ადამიანებიდან,რომლებიც თავად არ იბრძვიან’’-ჯორჯ ორუელი

როგორ იქცევა ტყუილი სიმართლედ ?

„რაც უფრო საშინელია ტყუილი,ბრბო მით უფრო იჯერებს’’-ადოლფ ჰიტლერი

მართალია რომ ისტორიაში ბევრი ტყუილია ?

"თუ ყველა ტყუილს ისტორიიდან ამოიღებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმართლე დარჩება. შედეგად, შეიძლება საერთოდ არაფერი დარჩეს."- სტანისლავ  ლეცი


ჭორი და ტყუილი წარმატების თანმდევია ?

"ჩემს გარშემო უამრავი ჭორი და სიცრუეაეს დიდების ფასია."- კრიშტიანუ რონალდუ

ტყუილის ოსტატები


"
ზოგჯერ ტყუილში იმდენი სიმართლეა, რომ მისი დაცვა მოგინდებათ."- ვლადიმერ კოლეჩიცკი


რა არის ფანტასტიკა?
"ფანტასტიკა/ფიქცია  -ეს არის სიმართლე სიცრუის შიგნით." სტივენ კინგი

რა განსხვავებაა ტყილსა და მართალს შორის?

"სიცრუესა და სიმართლეს შორის განსხვავება ისაა, რომ სიცრუეს ყოველთვის ჰყავს მოწმეები, მაგრამ სიმართლე არასოდეს ,"- მიხეილ ზადორნოვი

როგორი რეაქცია უნდა გქონდეს როცა იცი, რომ გატყუებენ ?

„მე  საოცრად მიყვარს სიცრუის მოსმენა, თვალებში ჩახედვა... განსაკუთრებით როცა ვიცი სიმართლე  .."- ადრიანო ჩელენტანო

რატომ ტყუიან ადამიანები?

ტყუილი, ტყუილი, ტყუილი... ტყუილი-ხსნისთვის, ტყუილი- ცოდვის გამოსყიდვისთვის, ტყუილი-მიზნების მისაღწევად, ტყუილი-კარიერისთვის, კეთილდღეობისთვის,  ბინისთვის... მთელი რუსეთი სიცრუით არის დაფარული, როგორც მუნით."- ვასილი შუკშინი

დრო და ტყუილი ,რა მიმართებაა მათ შორის ?

„სიცრუე ხანმოკლე დროით შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგრამ  დროთა განმავლობაში ის აუცილებლად აღმოჩნდება მავნე. პირიქით, სიმართლე დროთა განმავლობაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუმცა შეიძლება მოხდეს ისე, რომ  მას ახლა ზიანი  მოაქვს."- დენი დიდრო


რატომ იჯერებენ ადამიანები ტყუილს?

"ადამიანების უმეტესობა იდიოტია, მზად არის წავიდეს სიცრუეზე და თვი მოტყუებაზე, ყველაფრი უარყოსაკუთარ თავში უკანასკნელ მომენტამდე , ოღონდ სიმართლემ არ გაანადგუროს მათ წარმოსახვით სამყარო."

 რა არის საჭირო დამაჯერებელი ტყუილისათვის ?

"მომეცი საკმარისი ინფორმაცია, რათა  შევძლო დამაჯერებლად მოვიტყუო’’.- - სტივენ კინგი



პოლიტიკური პარტიები  იტყუებიან ?

"ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოოდ იღუპება, საკუთარი სიცრუე ახრჩობთ,"- მარკ ტვენი



რა განსხვავებაა ტყუილსა და სიმართლეს შორის ?
"
სიცრუე ახერხებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, ვიდრე  სიმართლე თავის შარვალს იცვამს’’,- უინსტონ ჩერჩილი


„ადვილი არ არის იმის თქმა, თუ რა არის სიმართლე, მაგრამ ტყუილი ძალიან ხშირად ადვილად ამოსაცნობია."- ალბერტ აინშტაინი

როდის ეკარგება ფასი ტყუილს ?

"ტყუილი ისეთი მშვენიერი რამაა, რომ  არ ღირს მისი ბოროტად გამოყენება’’-ტალეირანი

ყველაზეუფრო კარგად ვის ატყუებს ადამიანი ?

" ყველაზე უკეთ ჩვენ  საკუთარ თავს ვატყუებთ,’’- სტივენ კინგი

როგორ არწმუნებენ პარტიები  ადამიანებს ტყუილში ?


"თუ ტყუილს დიდხანს,საკმარისად ხმამაღლა და საკმარისად ხშირად  იტყვი, ხალხი დაიწყებს დაჯერებას" - ადოლფ ჰიტლერი

არსებობს ტყუილი რომელსაც ყველა ეთანხმება ?
„რა არის ისტორია, თუ არა  ტყუილი, რომელსაც ყველა ეთანხმება?"- ნაპოლეონ I ბონაპარტი

ტყუილი  მსმენელის ემოციებზეა გათვლილი და არა გონებაზე


„Человеческие уши приспособлены слышать ложь, человеческий ум – правду.“ —  Михаил Сафарбекович Гуцериев российский предприниматель, меценат 1958


ტყუილის ნაირსახეობები , დიდი და პატარა ტყუილი:

"ცოლის მოტყუება უზნეობაა, კოლეგების, მომხმარებელების, მყიდველებს -თაღლითობა, მთელი ხალხის მოტყუება- პოლიტიკა."- მიხეილ  ზადორნოვი


ტყუილი  ყველაფერს აუფასურებს

როგორ უნდა მოიქცე,როცა შენს მოტყუებას ცდილობენ ?


თუ  ეჭვობთ რომ ვიღაც გატყუებთ  , თავი მოაჩვენეთ ვითომ მისი გჯერათ, მაშინ ის უფრო უხეშად იცრუებს   და გაებმება  . თუ მის სიტყვებში გაიელვებს ჭეშმარიტებაა, რომლის  დამალვასაც იგი ისურვებდა -თავი მოაჩვენეთ ვითომ არ გჯერათ  და ის იტყვის   დანარჩენ სიმართლეს .- არტურ შოპენჰაუერი


რა განსხვავება ტყუილსა და სიმართლეს შორის?

სიცრუე დაფარული ჭეშმარიტებაა ,სიმართლე გაშშიშვლებული  სიცრუეა"


ისტორიას გამარჯვებულები წერენ ?

 „ისტორიას სჭირდება ლეგენდები, თავგანწირული გმირობები და კეთილშობილური მაგალითები, ცეცხლოვანი გამოსვლები, მამაცი გმირები და დიდი გამარჯვებები, გამარჯვებულები ივიწყებენ ღალატს და სიმხდალეს, ფარისევლობასა და სისხლს, სიმართლე რჩება სიმართლედ ,ხოლო  ტყუილი ხდება ისტორია."- აბრაამ ლინკოლნი



ხალხი ტყუილის მოსმენას ეჩვევა

პროფესიები  სადაც  ტყუილის თქმა უნდა შეგეძლოს:

"ოპტიმისტური ტყუილი იმდენად აუცილებელია მედიცინაში, რომ ექიმმა, რომელიც  გულწრფელ ტყუილს ვერ ახერხებს, აირჩია არასწორი პროფესია."- ჯორჯ ბერნარდ შოუ

დაასახელე სხვა პროფესიები:


რა ამხელს ტყუილს ?



"არ არსებობს იმაზე შესამჩნევი ტყუილი , ვიდრე ყალბი ღიმილი."- მეთ დეიმონი

ტყუილის სიმართლედ გადაქცევა შესაძლებელია ?

"განმეორება ტყუილს  ვერ იქცევს სიმართლედ."- ფრანკლინ დელანო რუზველტი

პასუხი ჰებელსს

რომელი პროფესიის ხალხი ამსგავსებს ტყუილს სიმართლეს ?

 „პოლიტიკური ენა განკუთვნილია იმისათვის, რომ ტყუილი სიმართლედ, ხოლო  მკვლელობები  პატივისცემის ღირსად აქციოს“


რომელი უფრო სწრაფად ვრცელდება ტყუილი თუ სიმართლე ?

 „ტყუილი დაფრინავს, სიმართლე კი მის უკან კოჭლობს.- - ჯონათან სვიფტი

ტყუილი რომელზეც შეთანხმება შედგა


„ისტორია სიცრუეა, რომელსაც ყველა ეთანხმება."- ვოლტერი



ტყუილი ადვილი საქმეა ?არა

 „როგორც ჩანს, ტყუილი მარტივი საკითხია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, და მაინც არასდროს მინახავს მატყუარა, რომელიც ზედიზედ სამჯერ წარმატებით იცრუა.- - ჯონათან სვიფტი



ტყუილი  აბსტრაქტული ცნებაა?

იცრუე და სიმართლე არა საგნებში, არამედ ფიქრებშია. კავშირი და განცალკევება აზრებშია, მაგრამ არა საგნებში."- არისტოტელე


ტყუილის თქმის უნარი ზოგს განსაკუთრებული აქვს

 „ზოგს სიმართლის თქმის უნარი აკლია, მაგრამ ნახეთ, რა გულწრფელობით სუნთქავს მათი ტყუილი!"- სტანისლავ  ლეცი



რა აქცევს ჭეშმარიტებას სიცრუედ?


"სიმართლე სიყვარულის გარეშე სიცრუეა."- ფიოდორ დოსტოევსკი

 

რელიგია ვისთვისაა ტყუილი და ვისთვის სასარგებლო ?


„რელიგიას ჩვეულებრივი ადამიანები ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, ჭკვიანი ადამიანები სიცრუედ, მმართველები კი სასარგებლოდ "- ედვარდ გიბონი ინგლისელი ისტორიკოსი 1737-1794

რა ნიშნით განვასხვავოთ სიმართლე და ტყუილი ?

„სიმართლე არ არის უხვსიტყვიანი, სიტყვები არასდროს არის საკმარისი სიცრუისთვის’’-ფრიდრიხ  ნიცშე


რა განსხვავება ტყუილსა და სიმართლეს შორის?

"ჭეშმარიტება, ღმერთივითაა-ან არსებობს, ან არ არსებობს. ტყუილი კი, რელიგიასავითაა-ან გჯერა, ან არ გჯერა, ან თითქოს გჯერა.- - სტას იანკოვსკი

რა შედეგი მოსდევს სიცრუის დაჯერებას?

 „სიცრუისგან, რომლისაც  გვჯერა, იზრდება ჭეშმარიტება, რომელშიც  ვცხოვრობთ."- ოლივერ ჰასენკამპი 1921-1988



სიცრუის ნაირსახეობა

"სიცრუის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი სახე დუმილია."- ფრანსუაზ საგანი



რა შედეგი მოსდევს სიცრუის დაჯერებას?

 „წარსულის ინტერპრეტაციაში სიცრუე აწმყოში ჩავარდნებს იწვევს და მომავალში კატასტროფას ამზადებს."- ვასილი  კლიუჩევსკი


"ომები დამოკიდებულია დიდებაზე და ხშირად ტყუილი, რომლისაც ჯერათ, ხდება სიმართლე."- ალექსანდრე მაკედონელი

რა ნიშნით შეიძლება ტყუილის ამოცნობა ? რა ამხელს ტყუილს ?

 

„სიცრუე ყოველთვის გველივით იკლაკნება, მხოლოდ მაშინ, როცა ის მკვდარია, სწორია და არ იტყუება."- მარტინ ლუთერ, გერმანელი თეოლოგი

ბავშვობიდან  ხდება  ადამიანის ტყუილზე მიჩვევა ?

 „იყავით მართალი თუნდაც ბავშვის მიმართ: შეასრულეთ დაპირება, თორემ მას ტყუილს ასწავლით.“,- ტოლსტოი


ეშმაკობა და თაღლითობა რა განსხვავებაა მათ შორის ?

"ეშმაკობიდან თაღლითობამდე  ერთი ნაბიჯია, პირველიდან მეორეზე გადასვლა ძალიან ადვილია: ღირს სიცრუის დამატება ეშმაკობისთვის და თაღლითობას მიიღებთ.“ ,-ლაბრუიერი

სიცრუის ამოსაცნობი ნიშანი .რა ამხელს ტყუილს ?

 „ჭეშმარიტების საიმედო ნიშანია სიმარტივე და სინათლე. ტყუილი ყოველთვის რთული, პრეტენზიული და უხვსიტყვიანია“,-ტოლსტოი

სიცრუის ნაირსახეობები

 „არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი,თავხედური ტყუილი და სტატისტიკა’’ ბენჯამინ დიზრაელი



რა არის ყველაზე გავრცელებული ტყუილი ?

 „ძალიან სასიამოვნოა’’ -ყველაზე გავრცელებული ტყუილია დედამიწის ზურგზე-ჰერდ ჰაიზე



ვინ არ უნდა მოატყუო ? ვინ უნდა მოატყუო?(შეადარე ფარსმან სპარსი)

„იყავი პატიოსანი საკუთარი თავის მიმართ და ეცრუე ყველა დანარჩენს’’ დჯოშ ჰართნეტი


როდის აბობენ ყველაზე დიდ ტყუილს ?

„ყველაზე დიდ ტყუილს საფლავის ქვაზე წერენ’’,-ტომას დიუარი

რა ამცირებს ადამიანს ყველაზე უფრო ?

ყველაზე უფრო ადამიანს ამცირებს ტყუილი-ეს უხეში,მდაბალი,საზიზღარი ნაკლი,მონების,ჯაშუშების,ნაძირლების ნაკლია’’ ,-ლუიჯი სეტემბრინი

 „ადამიანს სწოედ ტყუილი ამცირებს’’-ბალზაკი

რა არის ყველაზე ეშმაკური ტყუილი ?
ტყუილის ყველაზე ეშმაკური სახეობაა-სიმართლის ზუსტად აწონილი  ნაწილის თქმა და შემდეგ გაჩუმება’’,- რობერტ ჰაილაინი

რა ამხელს სიცრუეს ?

ტყუილი აშკარავდება გამოხედვაში,და რადგან ბევრს ვცრუობდი-ვატარებდი მუქ სათვალეს’’ -ავგუსტო პინოჩეტი

როდის  არ პატიობენ ადამიანები სიმართლის მთქმელს ?

ტყუილი თავის გადასარჩენად საპატიებელია.არ შეიძლება იმის პატიება,ვინც სიმართლეს ამბობს,როცა ამას არავინ თხოვს’’,-კარლ კრაუსი

რა ბადებს ტყუილს ?როგორ იბადება ტყუილი ?

 „შიში ბადებს ტყუილს’’,-გუცერიევი



როგორ ინარჩუნებენ ხელისუფლებას ?

 „მხოლოდ შიშით არ შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნება ‘’,-სტალინი

რას ჰგავს ტყუილი რომელიც შენზე გაავრცელეს?(შავი პიარი)


ტყუილი ჰგავს მახვილის საშინელ დაკვრას:თუ ჭრილობა შეხორცდა,ნაწიბური დარჩება’’ -საადი

სად იქცევა ტყუილი რეალობად ?

 „ლეგენდისთვის ტყუილი -რეალობაა“ , მიხელ გურციერიევი  მეწარმე



რომელ საზოგადოებაში აქვს ტყიულს და სიმართლეს ერთნაირი უფლებები?

დემოკრატიულ საზოგადოებაში ტყუილს და სიმართლეს ერთი ფასი აქვს ‘’,- ლეონიდ შებარშინი


ტყუილის ამოსაცნობი ნიშანი ?

 „ტყუილს თან ახლავს აურზაური,ჭეშმარიტება კი არ ხმაურობს’’ ფეტხულახ გიულენი


პოლიტიკური პარტიები იტყუებიან მათი ტყილები „ნამდვილი ტყუილებია“?

 

რაც შეეხება კინოს,ჩემი ერთ-ერთი ფილმის სახელწოდებაა „მართალი  ტყუილი’’ .კარგი სახელწოდებაა დემოკრატიული პარტის ყრილობისთვის’’ არნოლდ შვარცნეგერი

ტყუილი საბოლოო ჯამში ვერ ერევა სიმართლეს?


„ყველაფერი,მათ შორის ტყუილი,ემსახურება ჭეშმარიტებას.ჩრდილები ვერ აქრობენ მზეს ‘’ ფრანც კაფკა


რა შედეგები მოაქვს ტყუილს ?

„ტყუილი გაცილებით ადრე  რყვნის მას ვინც მისით სარგებლობს,ვიდრე  ღუპავს იმას ვის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული“-რომენ როლანი



 
როდის ითვლება საზოგადოება ტოტალიტარულად ?

საზოგადოება შეიძლება ჩაითვალოს ტოტალიტარულად ,როდესაც ყველა მისი სტრუქტურა ხდება აუტანლად ხელოვნური,ანუ როცა მმართველი კლასი კარგავს დანიშნულებას,თუმცა ებღაუჭება ძალაუფლებას ძალით ან თაღლითობით“-ჯორჯ ორუელი

დავალება:

  მოიძიე  ტყუილზე-

ანდაზები

აფორიზმები

ციტატები ნასწავლი მასალიდან

ლიტერატურული პერსონაჟები,რომლებიც  ტყუილს იყენებენ მიზნის მისაღწევად:

დიდი ისტორიული „თაღლითობები“



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები