შრომის სამართალი - კაზუსები[შუალედურის საგამოცდოს მსგავსი]
1) 18
წლის ბექა სკოლაში სწავლის პარალელურად მუშაობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კონსულტანტად.
შრომის ხელშეკრულება მასთან გაფორმდა მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, მისი სამუშაო
დრო შეადგენს 27 საათს კვირაში. ბექა მუშაობს სკოლის გაკვეთილების შემდეგ., თვიური
ანაზღაურება 350 ლარია. სამუშაოს დაწყებიდან 6 თვის მუშაობის შემდეგ ბექა იღებს უკეთეს
შემოთავაზებას, კერძოდ კონსულტანტის ზედამხედველ სპეციალისტად სხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
თვიური ანაზღაურება შედაგენს 500 ლარს. მისი სამუშაო დრო არანორმირებულია, თუმცა არ
აღემატება 36 საათს კვირაში. შეაფასეთ სამართლებრივად კაზუსში მოცემული ფაქტობრივი
გარემოებები.
2)16 წლის გიორგიმ სპორტსკოლაში ფეხბურთის მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
მას წერილობით გაუფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად გიორგის ფუნქცია-მოვალეობები
და ანაზღაურებაა განსაზღვრული. სამუშაო დრო, კვირაში - 40 საათია. გიორგის ხელშეკრულების
გაფორმების შემდეგ ზეპირად განემარტა რომ ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია შრომის
შინაგანაწესი, რომელსაც დასაქმებული არ გაცნობია თუმცა მიეთითა რომ მისი გაცნობა ვებგვერდზეა
შესაძლებელი. შინაგანაწესის თანახმად თანამშრომელთა სამუშაო დრო და გრაფიკი განისაზღვრება
მოსწავლეთა ჯგუფების და მათი განრიგის ფორმირების შესაბამისად. ხელშეკრულების დადების
შემდეგ ცხრილის ფორმირების დასრულებისთანავე გაირკვა, რომ გიორგის დღის მეორე ნახევარში
უწევს მუშაობა, საღამოს 10 საათამდე. გიორგი აბიტურიენტია. გიორგის მშობლები ღელავენ
იმის გამო, რომ გიორგის გვიან ღამე უწევს ქალაქში გადაადგილება და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული
სამუშაო საფრთხის შემცველი და საზიანოა გიორგისათვის. შეაფასეთ სამართლებრივად კაზუსში
მოცემული ფაქტობრივი გარემოებები.
3)16 წლის გიორგი სკოლის მოსწავლეა. გიორგი ასევე მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს
და სურს სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელოს. გიორგი საინტერესო შემოთავაზებას იღებს,
რასაც თანხმდება. ის მის ერთ-ერთ რესტორანში მიიწვიეს ცოცხალი მუსიკის შესასრულებლად.
ანაზღაურება დღეში 150 ლარია. ზოგადად ეს ადგილი გამოირჩევა კარგი მუსიკით, ალკოჰოლური
სასმელების დიდი ასორტიმენტითა და სახალისო გარემოთი. სამუშაო საათები: ყოველდღე დღის
- 19:00 საათიდან დილის 00:00 საათამდე. გიორგის სამუშაო საათები განისაზღვრა ყოველ
დღე, საღამოს 20.00 დან 23.00 საათამდე. გიორგის ზეპირად უფორმებენ ხელშეკრულებას
9 თვის ვადით და სამუშაოს შესრულებას გიორგი 2023 წლის 1 ნოემბერს იწყებს. გიორგის
ზეპირად განუმარტავენ, რომ ხელშეკრულება პირველი სამი თვის განმავლობაში გამოსაცდელი
ვადით იდება და ამ ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაგრძელდება და ჯამურად 9 თვის
ვადით სრულად ძალაში იქნება. გიორგის მშობლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სამუშაო ხელს
შეუშლის გიორგის სწავლაში. შეაფასეთ სამართლებრივად კაზუსში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები.
4)2023 წლის 15 მაისს 16 წლის ნინო, გიორგაძეების ოჯახში აიყვანეს ძიძად, ზეპირი
შეთანხმების საფუძველზე. მის ფუნქციებში შედიs 3 წლის ელენეს მოვლა - კვება, დაძინება,
გასეირნება, თამაში და აღზრდა-განათლება. ნინოს თვიური ხელფასი 800 ლარს შეადგენს.
ოჯახის დიასახლისმა მარინამ განსაზღვრა გრაფიკი, რომლის მიხედვით ნინო ყოველ დღეს შაბათ-კვირის
გარდა დილის 9 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე ვალდებული იყო მისულიყო მათ ოჯახში
და შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. საჭიროების შემთხვევაში ნინო ვალდებული იყო
დარჩენილიყო 18.00 საათის შემდეგაც ან ემუშავა შაბათს, თუ ოჯახის საჭიროებები ამას
ითხოვდა. დამატებითი საათები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევისა
თუ დამატებითი საათების რაოდენობა თვეში 20 საათს გადააჭარბებდა. ნინო ოჯახის დიასახლისის
მითითებების შესაბამისად გეგმავდა ყოველ დღეს, თუმცა ასევე განსაზღვრული იყო ზოგადი
პირობები, რომელიც ნინოს უნდა დაეცვა და შეესრულებინა, მათ შორის, ასეთი იყო, ბავშვის
დაძინების დრო, კვების რაციონი და სხვა. სამუშაოსაგან თავისუფალ დროს ნინომ რამოდენიმე
თვის შემდეგ დაიწყო მუშაობა შეთავსებით ბარამიძეების ოჯახში 4 წლის გიორგის მომვლელად.
ნინო სათადარიგო ძიძად მუშაობდა კვირაობით და ხანდახან, სამუშაოსაგან თავისუფალ დროს
საღამოობით. როდესაც ნინოს დამატებითი სამუშაოს შესახებ მარინამ შეიტყო, ძალიან გაბრაზდა
და კატეგორიულად აუკრძალა სხვა ოჯახში დამატებით მუშობა. შეაფასეთ სამართლებრივად კაზუსში
მოცემული ფაქტობრივი გარემოებები.
5) 2023 წლის 05 იანვარს 16 წლის გიორგი მუშაობას იწყებს აზარტული თამაშების
დაწესებულებაშ პროგრამული უზრუნველყოფის აპეციალისტად. მისი ძირითადი სამუშაო მოვალეობაა
დაწესებულების ვებ-გვერდის ტექნიკური მხარდაჭერა. შრომის ხელშეკრულება გაფორმდა წერილობით,
ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ამ ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი
ნაწილია შრომის შინაგანაწესი, რომელსაც დასაქმებული უშუალოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის
დროს არ გაცნობია, თუმცა კომპანიის იურისტმა მას მიეთითა რომ შინაგანაწესს ის აუცილებლად
უნდა გაეცნოს და ეს უკანასკნელი დაწესებულების ვებგვერდიდან შეუძლია ჩამოტვირთოს შესაძლებელი
ხელშეკრულებაში არ არის წარმოდგენილი დათქმა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.
დასაქმებულის სამუშაო გრაფიკი მოქნილია. სამუშაო დღის განმავლობაში, დასაქმებული სამუშაო
ადგილზე უნდა იყოს წარმოდგენილი მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში. თუმცა,
საჭიროებისამებრ, თუ პროგრამულად ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდება, როგორც დღის ასევე
ღამის საათებში - ორშაბათი-შაბათი - 16.00 დან 02.00 საათამდე, გიორგი ხელმისაწვდომი
უნდა იყოს დამსაქმებლისთვის, ონლაინ ფორმატში, დისტანციურად პროგრამული ხარვეზის გამოსწორებისთვის.
2023 წლის მაისის თვეში გიორგიმ შეიცვალა იმიჯი და იგი წარბის პირსინგს ატარებს. დასაქმებულს
განუმარტეს, რომ მისი იმიჯი ეწინააღმდეგება კომპანიის შინაგანაწესს. ამდენად, მან უნდა
შეწყვიტოს პირსინგის ტარება. გიორგი აცხადებს, რომ იგი არ იცნობს შრომის შინაგანაწესს
და მაშასადამე, მისთვის არ იყო ცნობილი პირსინგის ტარების შესახებ აკრძალვა. ამასთან,
გიორგის მიაჩნია, რომ შინაგანაწესის ეს პირობა არის უკანონო და მიუხედავად იმისა მან
იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა შინაგაწესის ამ პირობის შესახებ, იგი არ აპირებს შეასრულოს
ეს მოთხოვნა. 2023 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში გიორგის, ხერხემლის დაზიანების
გამო მიენიჭა შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ერთ თვეში, გიორგი ბრუნდება
სამუშაო ადგილზე და მას აქვს სრული შესაძლებლობა შეასრულოს სამუშაო, მხოლოდ ერთი პირობით
– დამსაქმებელმა გიორგისთვის უნდა შეიძინოს სპეციალური საოფისე სავარძელი და მაგიდა,
რომელიც დასაქმებულს მისცემს შესაძლებლობას ჩვეულებისამებრ იმუშაოს ოფისში ხელხემლის
ტრამვის გამწვავების გარეშე. დამსაქმებელი უარს აცხადებს გიორგის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
და აცხადებს, რომ დამსაქმებელი არ არის ვალდებული შეასრულოს გიორგის სურვილი. ამასთან,
დამსაქმებლის პოზიციით, მას თუ არ სურს პირსინგის ტარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება,
გიორგის საერთოდ შეუძლია დატოვოს სამსახური. შეაფასეთ მხარეებს შორის დადებული შრომის
ხელშეკრულების პირობების კანონიერება
Комментарии
Отправить комментарий