ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი“ [იხ. საზაკ. -ის მუხ.2 „ი’’ ქვეპუნქტი]

 

1.“ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი“ [იხ. საზაკ. -ის მუხ.2 „ი’’ ქვეპუნქტი]

 

·        .ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება აქვს „დაინტერესებულ მხარეს“

·        დაინტერესებული მხარე არის:

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, ა)რომელთან დადაკავშირებიტაც უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი ანბ) რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალოდ გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანდა გ) რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალოდ გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება[რალაქტი]

 

·        მაგ. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება აქვს პირს,რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის[ მაგ.მშენებლობის აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების] ადრესატი

·        ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის უფლება ასევე აქვს პირს,რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის უშუალო ადრესატი[ანუ არის მე-3 პირი],აარის მაგ. იმ პირის მეზობელი,რომლის მიმართაც გამოიცა „მშენებლობის ნებართვა’’

·        მას ამის უფლება აქვს,რადგან ეს ინდაქტი პირდაპირ და უსუალო გავლენას ახდენს მის „კანონიერ ინტერესზე’’

2.  „უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო’’  [იხ. საზაკ. -ის მუხ.2 „ი’’ ქვეპუნქტი]

 

·        ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გაფდაწყვეტილების კანონიერების აუცილებელი წინაპირობაა,რომ ეს საჩივარი განხილული ჰქონდეს „უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ’’

·        საჩივარი შეიტანება აქტის გამომცემ „ადმინისტრაციულ ორგანოში’’,თუ იქ არსებობს აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სრუქტურული  ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი,ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ-მაშინ საჩივარი შეიტანება „ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში’’

·        „არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში’’ საჩივრის წარდგენის შემტხვევაში,ის უგზავნის საჩივარს „უფლებამოსილ ორგანოს’’ და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს[საჩივრის შემტანს]

·        გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის გამომცემი ორგანო საჩივრის განხილვაშიმონაწილეობს იმავე უფლებით,რომელიც მინიჭებული აქვს „დაინტერესებულ მხარეს’’[ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეს და ინიციატორს]

·        სზაკ-ი განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ „უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს“ და  „ადმინისტრაციული სჩივრის განხილვის წესს“;

·        სზაკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში,საქარტველოს საგადასახადო კოდექსი [სსკ] ადგენს საგადასახადო დავის წარმოების  სზაკ-ისგან განსხვავებულ წესებ

კერძოდ ,სსკ-ის XLII თავი აწესრიგებს საგადასახადო დავების[რაც არის ადმინისტრაციული საჩივარი] განხილვის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის[ადმინისტრაციული საჩივრის] განმხილველი ორგანოებია: ა) „შემოსავლების სამსახური’’ და ბ)“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო’’

ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტენაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის „შემოსავლების სამსახურში ‘’ წარდგენით.

·        „შემოსავლების სამსახურის’’ მიერ დამკვიდრებულ „ადმინისტრაციული საჩივრის’’[საგადასახადო დავის] განხილვის პრაქტიკაში საყურადღებოა საჩივრის „ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ გადაყვეტილება,რომლის შინაარსი გულისხმობს საკითხის დამატებით შესასწავლად და გადაწყვეტილების მისაღებას მის „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის ‘’ გადაგზავნას.

·        ყურადღება: „მოდავე მხარის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება’’ არ გამოიყენება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისას[!]

·        სამაგიეროდ განსხვავებული ვითარებაა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სარჩელის „ნაწილობრივ დაკმაყოფილების’’ თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს.[ანუ სასამართლო „ნაწილობრივ დაკმაყოფილებას’’ იყენებს]

·        რაც გულისხმობს“სადავო საკითხის გადაუწყვეტლად’’ „გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ბატილად ცნობას და ქვემდომი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნებას.[შესაბამისი მიტითებით,რომ აქმ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმისტვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისგამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონიტ დადგენილ ვადაში გამოსცეს ინდაქტი’’

·        შენიშვნა: სასამართლო  „სადავო საკითხის[ანუ დავის] გადაუწყვეტლად’’ „გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს’’ ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში,თუ მიიჩნევს,რომ აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე.

·        „ხელისუფლების დანაწილების პრინციპის’’ შესაბამისად სასამართლო არ ერევა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებებში და არ ახდენს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას,მით უფრო,როდესაც საკითხი მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციულ უფლებამოსილებას“.

 

·        „საჩივრის განმხილველ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს’’ აღნიშნული შეზღუდვა არ აქვს,არამედ,პირიქით,ის ვალდებულია,რომ „საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში’’ განახორციელოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ღონისძიება კანონიერების და ინკვიზიციურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

 

·        „შემოსავლების სამსახურის’’ მიერ საჩივრის განხილვის პრაქტიკის გაცნობით ნატელი ხდება,რომ მოთხოვნის ნ“ნაწილობეივ დაკმაყოფილების’’ თაობაზე გადაწყვეტილება არ შეესაბამება სზაკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსს;

·        სახეზე გვაქვს შემთხვევა,როდესაც საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო[შემოსავლების სამსახური] „ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში’’ იღებს „ნაწილობრივ გადაწყვეტილებას’’ და საჩივარში [საგადასახადო დავის შესახებ] დასმული სადავო საკითხების შესწავლის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას გადასცემს „სხვა’’ ადმინისტრაციულ ორგანოს[ „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს’’]

·        მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება-განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებზე კონტროლი ,გულისხმპბს ამ გადაწყვეტლებების ა)მიუკრძოებლად ,ბ)ობიექტურად ,გ) „კანონიერების და „თანასწორობის’’ პრინციპებზე დაყრდნობით განხი;ვა-გადაწყვეტის ვალდებულებას.

·        იმ შემთხევაში,როდესაც ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საფუძვლიანად არ დაუდგენია აქტის გამოცემისთვის საჭირო არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა „ფაქტობრივი გარემოება’’,  ისინი „ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს დამატი შედფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა.

·        საჩივრის განხილვის ქართულ მოდელში „ადმინისტრაციული საჩივრის“ „თვითკონტროლის ფუნქცია’’ გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობას ხელისუფლების იგივე შტოშდა არა „აქტის გამომცემი ადმინისტრაციული იგივე ორგანოს მიერ’’

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები