სამოქალაქო საქმეთა "უწყებრივი ქვემდებარეობა''

 

განსახილველი საკითხები:

 

უწყებრივი ქვემდებარეობის ცნება.

სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეები.


უწყებრივი ქვემდებარეობის’’ ცნება

 

·        „დავას რაიმე  უფლების შესახებ’’  ,ან “ამა თუ იმ იურიდიუილი ფაქტის დადგენის საკითხს’’ ,ან “პირის სამარტლებრივი მდგომარეობის დადგენის საკითხს’’  წყვეტენ სხვადასხვა ორგანოები.

·        მაგ.  დარღვეული ან სადავო სამოქალაქო უფლებების  დაცვას ახორცირლებს „საერთო სასამართლო’’ ან „არბიტრაჟი’’,ხოლო  უდავო სამოქალაქო უფლებების დაცვა „სანოტარო’’ ფორმითაც არის შესაძლებელი.

·        საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი უფლებების დასაცავად  უფლება აქვთ მიმართონ  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოებს [მაგ.“ადამიანის უფლებათა კომიტეტს’’ ან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს’’ ანუ ე.წ. „სტრასბურგის სასამართლოს’’]

·        ყველა ეს ნახსენები ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს „მხოლოდ და მხოლოდ ის საქმეები’’,რომლებიც კანონით მის გამგებლობას განეკუთვნეება[!] ე.ი. „უწყებრივად ექვემდებარება’’

·        ტერმინი უწყებრივი ქვემდებარეობა’’  სამოქალაქო საპროცესო სამათალში ნიშნავს  სასამართლოს ,არბიტრაჟის,ნოტარიუსის და სახელმწიფოს სხვა უფლებამოსილი ორგანოს „საგნობრივ კომპეტენციას’’,ანუ უფლებამოსილებას  განიხილოს და გადაწყვიტოს კონკრეტული სახის სამართლებრივი საკითხი[ ცნება-საზეპირო]

 

·        საპროცესო სამართლის „უწყებრივი ქვემდებარეობის’’ ცნება არ უნდა აგვერიოს ზოგად „კომპეტენციის’’ ცნებაში [რაც არის სასამართლოს,არბიტრაჟის ,ნორიატის და სხვა ორგანოთა უფლება-მოვალეობათა ერთობლიობა და მათი ფარგლები ,რაც ამ ორგანოებს კანონით აქვთ განსაზღვრული]

·        ტერმინში „უწყებრივ ქვემდებარეობაში’’ იგულისხმება  ის ,რომ „კონკრეტული საქმე , დადგენილი წესით განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს  მხოლოდ   იმ ორგანოში რომელსაც იგი უწყებრივად  განეკუთვნენება’’

 

·        ამრიგად, „უწყებრივი ქვემდებარეობა’’ არის ა)„ამათუ იმ უფლების შესახებ დავის’’ ,ან ბ)“ამა თუ იმ იურიდიუილი ფაქტის დადგენის საკითხს’’ ,ან გ)“ამა თუ ი პირის სამარტლებრივი მდგომარეობის დადგენის საკითხს’’   კონკრეტული  ორგანოს კომპეტენციისადმი[გამგებლობისადმი] მიკუტვნება[!]

 

[ამასტთან,მართალია საქმეების უმრავლესობა წყდება სასამართლობის მიერ,მაგრამ ზოგიერთი „დავის’’[ან „სამართლებრივი საკიტხის’’] გადაწყვეტის უფლება გადაცემულია ქვს „სხვა ‘’ ორგანოებსაც][!]

·        თითოეულ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს მხოლოდ ის საკითხი გადაწყვიტოს,რომელის „უწყებრივად ექვემდებარება’’ მას [!]

·        „უწყებრივი ქვემდებარეობა’’ არის ერთ-ერთი წინაპირობა[ფაქტობრივი გარემოება]  ,რომლის არსებობაზე დამოკიდებულია „სასამართლოსადმი მიმართვის ‘’ კონსტიტუციური უფლების წარმოშობა[!]

 

·        „უწყებრივი ქვემდებარეობა’’ ასევე  არის „სასამართლოსადმი მიმართვის’’ უფლების   „დამაბრკოლებელი’’ და ზოგჯერ „შემყვეტი’’  ფაქტობრივი გარემოებაც[!],ეს იმ შემტხვევაში,როცა „საქმე’’ „უწყებრივად არ ექვემდებარება’’ ამ სასამართლოს.

 

მაგ.თუ „საეთო იურისდიქციის სასამართლოში’’ შევიდა „განცხადება’’ ისეთ საქმეზე,რომელიც უნდა გადაწყვიტოს „საკონსტიტუციო სასამარტლომ’’,მაშინ სასამართლო არ მიიღებს ასეტ სარჩელს სსსკ-ის 186 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა’’ პუნქტის საფუძველზე:

 

 

 

ხოლო თუ „უწყებრივი ქვემდებარეობის’’ დარღვევა აღმოჩენილი იქნება  სამოქალაქო პროცესის დაწყების შემდეგ ,საქმისწარმოება უნდა „შეწყდეს’’ [სსსკ-ის 272-ე მუხ.’’ა’’ პუნქტი]

 

 

 სასამართლოსადმი „უწყებრივად დაქვემდებარებული’’ საქმეები[სსსკ-ის მუხ.11]

 

·        შეუძლებელია კანონით ამომწურავად განისაზღვროს რომელი საქმეები „ექვემდებარება უწყებრივად’’  საერთო იურისდიქციის სასამართლოს[!]

·        ამიტომ,საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილი შეიცავს მხოლოდ ზოგად დებულებებს ,“თუ რა კატეგორიის ‘’ საქმეები შეიძლება  განიხილოს სასამართლომ;

·        სსსკ-ის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი კი ამატებს რომ „სასამართლოს შეუძლია განიხილოს „სხვა კატეგორიის საქმეებიც’’

 

   მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი

 1

1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:

) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის;

) (ამოღებულია);

) (ამოღებულია);

) (ამოღებულია);

) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ;

) უდავო წარმოების საქმეებს [იხ. სსსკ-ის 310-ე და 312-ე მუხლები იქაა ასეთი საქმეები ჩამოთვლილი]

) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროსწევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- ან/და 331​1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს;

) შვილად აყვანის საქმეებს ;

) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს ;

) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096);

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც. 

 

3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

 

 

 

რას ნიშნავს  მე-2 ნაწილის „სხვა კატეგორიის საქმეები’’ ?

 

·       აქ იგულისხმება ისეთი საქმეები ,რომლებიც „უწყებრივად არ ექვემდებარება ‘’ არც   „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ და არც  სხვა სახელმწიფო  „არასასამართლო ორგანოებს’’

 

·       მაგ.  „საერთო სასამართლოები’’ განიხილავენ და წყვეტენ „წინასახელშეკრულებო დავებს’’ [ეს სწორედ საქმეთა „სხვა კატეგორიაა’’]

 

 

·       „საერთო სასამართლოები’’ ასევე განიხილავენ:„საეთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საქმეებს’’,ანუ  საქმეებს რომლებშიც მონაწილეობენ: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები,ბ)უცხო ქვეყნის საწარმოები და ორგანიზაციები,გ)მოქალაქეობის არმქონე პირები

 

მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი

 1

 

4. სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.

 

 

ყურადღება:

 

5. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება[ანუ აღარ შეიძლება] განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა[ანუ მოთხოვნის უფლება].

 

დავის განსახილველად გადაცემა არბიტრაჟისთვის [სსსკ-ის მე-12 მუხლი]

 

·       [სასაართლოს განსახილველ საქმეთა კატეგორიებიდან იხ. სსსკ-ის მე-11 ნაწ.1ლი]  არბიტრაჟები განიხილავენ „მხოლოდ ქონებრივ დავებს’’

·       კერძო „ქონებრივი დავები’’ არბიტრაჟებს გადაეცემათ,  მხარეთა შეთანხმებით’’ [სსსკ-ის მე-12 მუხ.]

 

     მუხლი 12. დავის განსახილველად გადაცემა არბიტრაჟისათვის

 

პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.

 

 

·       მე-12 მუხლის თანახმად საქმის არბიტრაჟის „უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხის გადადსაწყვეტად  2 წინაპირობა უნდა იყოს სახეზე ა)დავა უნდა იყოს სამოქალაქო-სამართლებრივი,კერძოდ- აუცილებლად ‘’ქონებრივი’’ და ბ)არბიტრაჟში საქმის განხილვის  თაობაზე სახეზე უნდა იყოს „მხარეთა შეთანხმება’’,რომელიც აუცილებლად „წერილობით ‘’ უნდა გაფორმდეს[!]

·       დავის „საარბიტრაჟო განხილვა ’’ მხარეთა შორის ა)შეიძლება ცალკეც გაფორმდეს წერილობით [ცალკე დოკუმენტად] ,ან ბ) სამოქალაქო-სამართლებრივ[ანუ ძირითად] ხელშეკრულებაში აისახოს  „არბიტრაჟიში დავების განხილვის თაობაზე დათქმა’’[ცალკე მუხლად]

·       ყურადღება: თუ ფიზიკური პირები თანხმდებიან „დავის არბიტრაჟში განხილვაზე’’,მაშინ მათი ეს წერილობითი შეტანხმება ნოტარიულად უნდა დამტკიცდეს[!]

·       ყურადღება:თუ არბიტრაჟის თაობაზე შეთანხმება ზოგადად არის ფორმულირებული და არ არის მითითებული კონკრეტულად რომელმა არბიტრაჟმა უნდა განიხილოს დავა,მაშინ ეს დავა „უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარეა’’[!]

·       ხოლო თუარბიტრაჟის თაობაზე წერილობითი შეთანხმება „ალტერნატიულად’’ არის ჩამოყალიბებული მაგ.“ დავა განიხილოს არბიტრაჟმა ,ან სასამართლომ’’,ასეთ შემტხვევაშიც „უწყებრივად დავა[საქმე] სასამარტლოს ქვემდებარეა’’

·       თუსასამართლოში აღძრული სარჩელი შეიცავს ერტმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე „მოთხოვნას’,რომელტთაგან ზოგი „უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარეა ,ხოლო ზოგი -არბიტრაჟისა,მაშინ საქმეს განიხილავს და გადაწყვეტს სასამართლო,ოღონდ თუკი „მოთხოვნათა განცალკევება შეუძლებელია’’[!].

·       ხოლო იმ შემთხვევაში როცა „მოთხოვნათა განცალკევება’’ „შესაძლებელია’’, სასამართლო განიხილავს მხოლოდ იმ „მოთხოვნას’’ ,რომელიც „უწყებრივად სასამართლოს ექვემდებარება’’, ხოლო იმ მოთხოვნის ნაწილში,რომელიც „უწყებრივად აბიტრაჟს ექვემდებარება’’ „არ მიიღებს სარჩელს’’[!]

·       ყურადღება: თავის განჩინებაში სასამართლომ აუცილებლად უნდა დაასაბუთოს მოტივები,რომელთა საფუძველზეც მან გამოიტანა დასკვნა „მოთხოვნათა განცალკევების’’  „შუძლებლობის’’ თუ „შესაძლებლობის ‘’ თაობაზე

·        

 

·       ქურდაძე,ხუნაშვილის აზრით’’არბიტრაჟის შესახებ’’კანონის მე-9 მუხლი ანტიკონსტიტუციურია და ლახავს ლახავს „სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას’’ ,რადგან „საარბიტრაჟო შეთანხმებით’’ ბოჭავს მხარეს  და მისთვის „სასამართლოსადმი მიმართვის’’ კონსტიტუციური უფლების წართმევას ახდენს[იხ.მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი]

·       ავტორთა  აზრით საერთოდ უარი უნდა ითქვას „არბიტრაჟის ინსტიტუტზე’’  ან არბიტრაჟს ისევე როგორც სასამართლოს უნდა შეექმნას კონსტიტუციური საფუძველი[ანუ საჭიროა არბიტრაჯზეც რაღაც კონსტიტუციური ნორმაო][იხ. მათი მოსაზრებები „არბიტრაჟზე’’ მათ წიგნში გვ.218-ე]

 

 

დაიმახსოვრე:

·       „უწყებრივად არაქვემდებარე საქმის’’[სასამართლოს„ქვემდებარე საქმეთა კატეგორიები’’იხ. მე-11 მუხ. 1 ნაწილი] განხილვა სასამართლოს მიერ[ანუ თუნდაც არბიტრაჯის უწყებრივად ქვემდებარე საკითხის განხილვა]   გამოიწვევს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას[სსსკ-ის 394-ე მუხლი]

 

 

   მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები

 2 +

გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:

) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;

) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;

) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;

) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

​1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;

) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;

) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები