სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის და მათი ანაზღაურება სახელმწიფოსათვის.

 



აქ განხილულია საკითხები:

 

a.       სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის და მათი ანაზღაურება სახელმწიფოსათვის.

b.       ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები.

 

1.სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის და მათი ანაზღაურება სახელმწიფოსათვის.

 

 

·        სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს „სასამარტლო ხარჯების’’ მხარეებს შორის განაწილების წესს

·        სამოქალაქო სქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს ,სასამართლომ გადაწყვეტილების „სარეზოლუციო ნაწილში’’ უნდა მიუთითოს „სასამარტლო ხარჯების’’ მხარეებს შორის განაწილების თაობაზე[ იხ.სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწ.],ამასთან ,დაცული უნდა იყოს  საპროცესო კოდექსის 53-ე-,54-ე და 55-ე მუხლების მოთხოვნები;

·        „სასამარტლო ხარჯების’’ მხარეებს შორის განაწილების ზოგადი წესები დადგენილია 53-ე მუხლით.

·        „სასამართლო ხარჯები’’ ნაწილდება მხოლოდ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.

·        თუმცა, გათვალისწინებული უნდა იქნეს“დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე პირებიც’’,რადგან ისინი სარგებლობენ მოსარჩელეს უფლებებით.

·        თუ სარჩლი აღიძვრება რამოდენიმე მოსრჩელეს მიერ ,ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ,ან საქმეში მონაწილეობს იღებს“დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე პირიც’’,მაშინ „სასამარტლო ხარჯები’’ ყველა ამ პირზე გადანაწილდება,რადგან პროცესში თითოეული მათგანი დამოუკიდებლად გამოდის.

·        „მიყენებული ზიანისთვის ბრალეულ პირზე პასუხისმგებლობის დაკისრების“ პრინციპი საფუძვლად უდევს მხარეებს შორის „სასამართლო ხარჯების’’ განაწილებასაც;

·        სსსკ-ის 53-ე მუხლის 1 -ლი ნაწილის  თანახმად „სასამარტლო ხარჯების’’ მხარეებს შორის განაწილება ხდება შემდეგი წესით:

 

 

 

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’

.

 

·        ანუ უკვე  გაწეული სასამართლო ხარჯების დაბრუნების  უფლებას იძენს მხარე,რომელმაც „მოიგო’’ პროცესი.

·        მხარე ,რომელმაც „წააგო“ პროცესი ამ ხარჯებს ანაზღაურებს“ნებისმიერ შემთხვევაში’’

·        ამრიგად,კანონი ათავისუფლებს კონკრეტულ პირებს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან ,ხოლო ურთიერთშორის  მხარეები ამ ხარჯებს ანაზღაურებენ  ხარჯების „სრული’’ ან „ნაწილობრივი’’ ანაზღაურების პრინციპითს მიხედვით,ანუ ურთიერთშორის სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისაგან მხარეები არ თავისუფლდებიან[!]

·        სწორედ ამიტომაა,რომ „წაგებული მხარე’’,“ნებისმიერ შემტხვევაში’’,ანუ მაშინაც კი ,როდესაც პროცესის დასაწყისში ის გათავისუფლებული იყო „სასამართლო ხარჯებისგან’’,ანაზღაურებს ამ ხარჯებს მე-2 [„მოგებული’’] მხარის სასარგებლოდ[!]

·        კერძოდ,თუ „სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება’’ ,მოსარჩელეს აუნაზღაურდება „ყველა’’ სასამართლო ხარჯი,რაც მან გასწია და ეს ხარჯები გადახდება მოპასუხეს.

·        თუ მოსარჩელეს უარი ეთქვა „სარჩელის დაკმააყოფილებაზე“,მაშინ პირიქით,მას დაეკისრება მოპასუხის სასარგებლოდ ,ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება[!]

·        თუ „სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ’’,მაშინ მოსარჩელეს ‘’სასამარტლო ხარჯები’’ აუნაზღაურდება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც დააკმაყოფილა სასამართლომ, ხოლო მოპასუხეს ‘’სასამარტლო ხარჯები’’ აუნაზღაურდება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ .

·        მოახდენს რა სრულ ანგარიშსწორებას მხარეთა შორის,სასამართლო მიაკუთვნებს „განსხვავებას“ ამა თუ იმ მხარეს[!]

 

მუხლი 53. სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

 

1.          იმ მხარის[მოგებულის] მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს[წაგებულს], თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა[სასამართლო ხარჯის თანხა] მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხესსარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს[ანუ ადვოკატის ხარჯებს], რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს[წაგებულს] გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაშიგანსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

·        სსსკ-ის 53-ე მუხლის 1 ნაწილში აღნიშნული წესები „ შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.[იხ.მუხ. 53-ე  მე-2 ნაწ]

 

·       კერძოდ,თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო „არ დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად’’,და „შეცვლის წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას’’, ან „გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას’’ ,მაშინ იგი შეცვლის „სასამართლო ხარჯების განაწილებასაც’’ [იხ. მუხ. 53-ე  მე-3 ნაწ]

 

·       ხოლო თუკი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო „ადააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად’’,მტელი სასამართლო ხარჯი ,რაც გაწეულია ,ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებიტ ,სარჩელის აღძვრიდან დაწყებული უნდა შეჯამდეს და შემდეგ გადანაწილდეს მხარეტა შორის 53-ე მუხლის წესების სესაბამისად;[იხ. მუხ. 53-ე  მე-4ნაწ]

 

 

·        თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს

·       ამის შესახებ მოსამართლემ უნდა გააფრთხილოს მოსარჩელე ,მისტვის „სარჩელზე უარის თქმის შედეგების’’ განმარტებისას

 

·        მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

 

·       კანონმდებლის გადაწყვეტილება მოპასუხეს დააკისროს მოსარჩელესათვის ამ უკანასკნელის მიერ გაწული სასამარტლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეფუძნება იმას,რომ მოსარჩელემ აღძრა მართლზომიერი მოთხოვნა ,რომელიც ფაქტობრივად „ცნო’’ მოპასუხემ და „ნებაყოფლობით დააკმაყოფილა პროცესის მიმდინარეობისას’’

 

 

·       ამრიგად,მოსარჩელის მიერ „სარჩელზე უარის თქმის’’ გამო, საქმის წარმოების შეწყვეტისას,“სასამართლო  ხარჯებს“ მხარეთა შორის სასამართლო ანაწილებს,მაშინ როდესაც მოსარჩელეს მიერ აღძრული მოტხოვნის მართლზომიერება ან არამარტლზომიერება[ან იმ მოპასუხის პოზიციის მართლზომიერება ან არამართლზომიერება,რომელიც უარს ამბობს მოსარჩელეს დაკმაყოფილებაზე] გამოირკვევა სასამართლოს მიერ მხარეთა ფაქტობრივი მოქმედებებიდან გამომდინარე.

·       როცა მხარეები აფორმებენ „მორიგებას’’ ,მათ უფლება აქვთ თვითონ გაითვალისწინონ ორმხრივი ხელშეკრულების[ანუ „მორიგების აქტის“ ]საფუძველზე ა) „სასამართლო ხარჯების და ბ) „ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების’’ ურთიერთშორის განაწილების წესი.

·       სასამართლო აღნიშნულ ხარჯებს მხარეებს შორის გაანაწილებს მათი შეთანხმების შესაბამისად [იხ. სსსკ-ის 54-ე მუხლი]

 

   მუხლი 54. სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილება სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას

 

1. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

·       თუ მხარეებს „მორიგების’’ ტექსტში არ ექნებათ გათვალისწინებული „სასამართლო ხარჯების’’ და  „ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების’’განაწილების წესი,სასამართლომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს ხარჯების განაწილების ზოგადი წესებიდან გამომდინარე[ანუ სსსკ-ის 45-ე, 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის,49-ე,53-ე ,და 55-ე მუხლების გათვალისწინებით]

·       თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ ჰპოვა ასახვა ხარჯების განაწილების საკითხმა სასამართლოს დაუდევრობის გამო ,მაშინ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ეს გამოასწოროს ტავისი ინიციატივით ანდა მხარეთა განცხადებით და გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

·       „დამატებითი გადაწყვეტილების’’ გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გსნცინებაზე ,შესაძლებელია „კერძო საჩივრის ‘’ შეტანა.[სსსკ-ის 61-ე მუხლი]

·       „სასამართლო ხარჯების’’ და  „ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების’’განაწილების საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც.

·       კანონი ითვალისწინებს „სასამართლო ხარჯების’’’ ანაზღაურების წესსაც.

·       ტერმინი „სასამარტლო ხარჯების ანაზღაურება’’ გამოიყენება სახელმწიფოსათვის „სასამართლო ხარჯების“ ანაზღაურების მიმართ[!]

 

  მუხლი 55. სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

 +

1.     სასამართლოს მიერ ა)საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ბ)სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

2.     სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგა, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

·       სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოპასუხეს მის მოძებნასთან დაკავშირებული ხარჯები.

·       გადახდევინება მოპასუხისგან წარმოებს შინაგან საქმეთა ორგანოს[რომელმაც მოძებნა მოპასუხე] სარჩელის საფუძველზე

 

 

2.ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი თანხები

 

·        სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ისეთ ცნებასაც[ტერმინსაც],როგორიცაა „ხარჯების ანაზღაურება’’

·        ტერმინში „ხარჯების ანაზღაურებაში’’იგულისხმება „ადვოკატის[ანუ „წარმომადგენლის’’] დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები“.

·        „ადვოკატის[ანუ „წარმომადგენლის’’] დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები“ შეადგენს ხარჯების ცალკე ჯგუფს,რომელთაც კანონი „სასამართლოს გარეშე ხარჯებს’’ უწოდებს.

·        მართალია „სასამართლოს გარეშე ხარჯები’’ არ მიეკუთვნება საკუთრივ სასამართლო ხარჯებს ,მაგრამ ეს ხარჯები მხარეებს ეკისრებათ სამოქალაო საქმეთა სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით.

·        ამ „ხარჯების ანაზღაურებით’’ უფრო მეტადაა გარანტირებული პროცესში მხარეთა უფლებების რეალური დაცვა.

·        მაგრამ  „სახელმწიფო ბაჟის’’ და „საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებიგან“ განსხვავებით,„ადვოკატის[ანუ „წარმომადგენლის’’] დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები“  პირდაპრაა დამოკიდებული  მხარეთა ნების გამოვლენაზე.

·        კანონის თანახმად,მხარეს უფლება აქვს საქმე სასამართლოში აწარმოოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

·        „წარმომადგენლად’’ მხარეს შეუძლია აირჩიოს ადვოკატი,ან „სხვა’’ ქმედუნარიანი პირი.

·        ყველა შემთხვევაში „წარმომადგელის“ მიერ  გაწეული შრომის ანაზღაურება ხდება „შეთანხმების საფუძველზე“ -ეს არის დღეს მოქმედი ძირითადი პრინციპთ.

·        „წარმომადგენლისთვის [ადვოკატისთვის]იურიდიული დახმარების გამო გადახდილი ხარჯების’’ ანაზღაურება იმ მხარისთვის,რომელმაც ეს ხარჯები გასწია,დამოკიდებულია კონკრეტული სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგზე.

·        კერძოდ ,სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად,იმ მხარის „წარმომადგენლის[ადვოკატის] დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს“,რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება,სასამართლო  დააკისრებს მეორე მხარეს[!] გონივრულ ფარგლებში,მაგრამ არა  უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 % -ის ოდენობით,როცა „დავა“ ქონებრივია,ხოლო „არაქონებრივ დავებში“ არაუმეტეს 2000 კარის ოდენობით [!]

·        როგორც ვხედავთ,თანხის ოდენობა,რომელიც გადახდევინებულ უნდა იქნეს მეორე მხარისაგან ,“მყარად’’[ფიქსირებულად] დადგენილი არ არის[!]

·        ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში „ადვოკატის[ანუ „წარმომადგენლის’’] დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების“ ოდენობას ადგენს სასამართლო კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით და გონივრულ ფარგლებში

·        ამიტომ,კონკრეტული თანხის განსაზღვრა,რომელიც უნდა გადახდეს მე-2 მხარეს[წაგებულ მხარეს] სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე  დამოკიდებულია მოსამართლის შეხედულებაზე[!!]

·        „მოსამართლის შეხედულების’’[ანუ დისკრეციის] საზღვრები კანონმდებელმა ასე განსაზღვრა:“გონივრული  ფარგლები’’ სასამართლოს[მოსამართლეს] და მხარეებს ავალდებულებს ,რომ „ადვოკატის[ანუ „წარმომადგენლის’’] დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები’’ შეუფარდონ : ა) „სარჩელის ფასს’’[!],ბ) საქმის სირთულეს გ)“წარმომადგენლის’’[ადვოკატის] მიერ გაწეული სამუშაოს მოცულობას დ) პროცესის ხანგრძლივობას.

·        სასამართლოს ვალდებულება, რომ „იმ მხარის წარმომადგენლის[ადვოკატის] დახმარებისთვის გაწეულ ხარჯები ,რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, გონივრულ ფარგლებში დააკისროს მეორე [წაგებულ ]მხარეს[!],წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერტ სამართლებრივ საშუალებას ,რომლის მიზანიაწარმომადგენლის[ადვოკატის] დახმარებისთვის გაწეულ ხარჯის’’  წაგებული მხარისთვის უსაფუძვლოდ დიდი ოდენობით დაკისრების თავიდან აცილება[!] და ამით კონსტიტუციის მოთხოვნის განხორციელება „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები’’

·        ამიტომ სსსკ-ის 54-ე მუხლში,არსებითად საუბარია იმაზე,რომ სასამართლომ დაადგინოს „ბალანსი’’ საქმის მონაწილე პირთა უფლებებს შორის.

·        მოტივირებული[დასაბუთებული] გადაწყვეტილების გამოტანისას,როდესაც სასამართლო ცვლის იმ მხარის წარმომადგენლის[ადვოკატის] მომსახურების  ანაზღაურების ოდენობას  ,რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება და რომლის ანაზღაურება  უნდა დაეკისეოს წაგებულ მხარეს ,სასამართლოს არ აქვს  მისი   თვითნებურად შემცირების უფლება[!].

·        მით უმეტეს თუ წაგებული მხარე სადავოდ არ ხდის ამ ხარჯს და არ წამოადგენს მტკიცებულებას,რომ მასზე დაკისრებული ეს ხარჯი მეტისმეტად დიდია.

·        წარმომადგენლის[ადვოკატის] მომსახურების ანაზღაურება შეიძლება სადავო გახდეს წარმომადგენელ[ადვოკატს] დამის კლიენტს შორის

·        მომსახურების თანხის ოდენობის განსაზღვრისას,სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე,გათვალისწინებული უნდა იქნეს : საქმის სირთულე,ადვოკატის კვალიფიკაცია და გამოცდილება,კლიენტის ფინანსური მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები

·        მომსახურების თანხა არ შეიძლება იყოს „სიმბოლური’’,რადგან დაირღვევა „სამართლიანობის კრიტერიუმი’’,რასაც მოცემულ შემთხვევაში მატერიალური გამოხატულება აქვს;

·        ყველა შემტხვევაში მხარეების მიერ „რეალურად’’[და არა სიმბოლურად] უნდა იყოს გადახდილი ადვოკატის[წარმომადგენლის] ხარჯი.

·        დაბოლოს,მოსარჩელეს „ადვოკატის[ანუ „წარმომადგენლის’’] დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები“ შეიძლება დააკისრონ მოპასუხეს ,მოსარჩელეს მოთხოვნით,თუკი მოსარჩელე მხარს აღარ უჭერს საკუთარ მოთხოვნას იმის გამო, რომ „მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა“ ეს მოთხოვნა.

·        მაგრამ კანონში მითითებულია,რომ მოსარჩელეს შეუძლია  ასეთი მოთხოვნა დააყენოს მხოლოდ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ[!]

·        ე,ი. მას შემდეგ,რაც მოსარჩელემ“რეალურად’’ გასწია ადვოკატთან დაკავშირებული ხარჯები [იხ. მუხ.54-ე ნაწ.1-ლი]

 

   მუხლი 54. სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილება სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას

1. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები