სამოქალაქო საქმეთა " განსჯადობა''.
განსახილველი საკითხები:
სამოქალაქო საქმეთა
განსჯადობა.
ტერიტორიული და საგნობრივი განსჯადობა.
1. „განსჯადობის’’ ცნება
·
„სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების’’[ანუ სხვა სიტყვებით „სამოქალაქო
საქმის აღძვრის’’] თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ პირველ რიგში უმთავრესი საკითხი უნდა გადაწყვიტოს
- ეს არის“განსჯადობის საკითხი’’
·
“განსჯადობის საკითხის’’ გადაწყვეტა- ნიშნავს იმის გადაწყვეტას არის თუ
არა მოცემული საქმე ამ სასამარტლოს
„განჯადი’’,ანუ შეუძლია თუ არა ამ საქმის განხილვა-გადაწყვეტა ამ სასამართლოს ?
ხ
·
„განსჯადობის’’ ცნება უნდა განვასხვავოთ „უწყებრივი ქვემდებარეობის’’ ცნებისგან[!]
·
„უწყებრივი ქვემდებარეობის’’ ინსტიტუტის[სსსკ-ს მე-2 თავის
ნორმები] მეშვეობით
ერთმანეთისგან გამიჯნულია „საერთო სასამართლოების’’[ანუ რაიონული(საქალაქო),სააპელაციო,საკასაციო
სასამართლოების] და „სხვა იმ ორგანოთა კომპეტენციები,რომლებსაც
უფლება აქვთ გადაწყვიტონ სამართლებრივი საკითხები’’[ასეთებია მაგ. საკონსტიტუციო სასამართლო,
ნოტარიუსები და სხვა].
·
„განსჯადობის’’ ინსტიტუტი[სსსკ-ს
მე 3 თავის ნორმები] კი განსაზღვრავენ თავად ერთიანი სასამართლო სისტემის შიგნით
ამ სისტემის კონკრეტული სასამართლოების კომპეტენციას სამოქალაქო საქმეტა განხილვა-გადაწყვეტის
საქმეში.ანუ „განსჯადობით’’ გამიჯნულია კომპეტენციები თვითონ საერთო სასამართლოების
სისტემაში შემავალ სასამარტლოებს შორის[!]
ხ
ყურადღება:
·
სასამართლოს მიერ „სასარჩელო განცხადების’’წარმოებაში მიღების დროს საჭიროა
ა) „საქმეთა’’ როგორც
„უწყებრივი ქვემდებარეობის’’,ისე ბ) „განსჯადობის’’ სწორი განსაზღვრა[!]
·
ამრიგად,წინაპირობები იმისა რომ
„სამოქალაქო პროცესი შედგეს და „საქმე’’ იქნეს განხილული და გადაწყვეტილი’’ არის:
1) საქმე უნდა იყოს „საერთო
იურისდიქციის სასამართლოში’’ განსახილველი და არა სხვა უწყებაში
2) ასევე უნდა გაირკვეს „საერთო სასამართლოების’’ რომელი რგოლია ვალდებული განიხილოს მოცემული საქმე
[მაგ. ქვეყანაში არსებული რაიონული[საქალაქო] სასამართლოებიდან რომელია კომპეტენტური
გადაწყვიტოს ეს საქმე]
ხ
·
ამრიგად, „განსჯადობა’’
არის სამოქალაქო საპროცესო
სამართლის ინსტიტუტი[ ანუ სამოქალაქო საპროცესო სამარტლის ნორმათა ერთობლიობა სსსკ-ის მე-3 თავი],რომელიც აწესრიგებს სასამართლოებისადმი „უწყებრივად ქვემდებარე’’
საქმეების კონკრეტული სასამართლების გამგებლობისადმი მიკუთვნების საკითხს[ „განსჯადობის’’ ცნება -საზეპირო]
·
შენიშვნა : ანუ მოკლედ რომ ვთქვათ
„განსჯადობის’’ თავის ნორმებით დადგენილი წესებით ხდება საერთო სასამართლოების განსახილველი საქმეების
ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებზე
გადანაწილება [!]
ხ
2.„განსჯადობის სახეები’’
·
ძირითადი ნიშნების მიხედვით განასხვავებენ:
a. „გვარეობით გნსჯადობას’’ [ანუ
„საგნობრივ განსჯადობას’’]
b. „ტერიტორიულ განსჯადობას’’
ა) „გვარეობითი
განსჯადობა’’
·
როგორც უკვე ვიცით,საერთო სასამართლოების სისტემას ქმნიან ა) რაიონული(საქალაქო)
სასამართლოები ბ) სააპელაციო სასამართლოები(თბილისის
და ქუთაისის) და გ) საკასაციო ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლო
ხ
·
მაგრამ თუ კონკრეტულად რომელი რგოლის სასამარტლომ უნდა „განიხილოს საქმე[დავა]
არსებითად ‘’ ამას განსაზღვრავს სწორედ „გვარეობითი განსჯადობა’’[ანუ ‘’საგნობრივი განსჯადობა’’]
·
კერძოდ , „გვარეობითი
განსჯადობის’’ წესი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საერთო სასამართლოების
სისტემის რომელი დონის [რომელი სახის] სასამართლომ უნდა განიხილოს კონკრეტული საქმე „პირველი
ინსტანციით’’ [ზეპირად]
ხ
·
ყურადღება: „გვარეობითი
განსჯადობის’’ წესი გამორიცხავს მხარეთა
შეთანხმებით ამ წესის შეცვლას[!][ანუ ეს
წესი კანონისმიერი წესია და თანაც იმპერატაიული]
ხ
·
ყურადღება: „გვარეობითი
განსჯადობის’’ წესის მეშვეობით ხორციელდება ა) რაიონული(საქალაქო) სასამართლოების ბ) სააპელაციო სასამართლოები(თბილისის და ქუთაისის) და გ) საკასაციო ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციების გამიჯვნა.[!]
·
დაიმახსოვრე: ამ სასამართლოთა კომპეტენციების გამიჯვნა ხდება ა) „საქმის სამართლებრივი
ხასიათის’’[საქმის სამართლებრივი ხასიათი შეიძლება იყოს მატერიალურ სამართლებრივი ,საპროცესო სამართლებრივი] და ბ) „დავის საგნის’’[ღირებულების ოდენობის]
მიხედვით[!]
·
ანუ „გვარეობითი განსჯადობის’’ განსაზღვრისას[ანუ დადგენისას] ეს 2 კრიტერიუმი გამოიყენება [ა)„საქმის
სამართლებრივი ხასიათი’’ და ბ)„დავის საგნის ღირებულების ოდენობა’’]
ხ
·
დაიმახსოვრე: საქქართველოს უზენაესი სასამარტლო[საკასაციო სასამართლო]
არ იხილავს სამოქალაქო საქმეებს
„პირველი ინსტანციით’’
·
დაიმახსოვრე :
„გვარეობითი განსჯადობის’’ მთავარი წესი ,მდგომარეობს
იმაში ,რომ „სასამართლოებისადმი
უწყებრივად დაქვემდებარებული ყველა საქმე’’ „პირველი ინსტანციით’’
განიხილება რაიონულ(საქალაქო ) სასამართლოების მიერ.[!!!][სსსკ-ის
მე-13 მუხლის 1 ნაწილი]
მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს.
ხ
·
ყურადღება: „გვარეობითი განსჯადობის’’
წესით ასევე გამიჯნულია „რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის’’ და „მაგისტრატი მოსამართლის’’ კომპეტენციები[იხ.
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწ. და მე-14 მუხლები]
მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14
მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
·
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოს’’ და „მაგისტრატი
სასამართლოს’’ „განსჯადობის’’ გამიჯვმის
კრიტერიუმებია: ა)“ სარჩელის
ფასი’’ და ბ)“დავის მატერიალურ-სამარტლებრივი
ხასიათი’’[!]
მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, [თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, [გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს];
გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, [გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე];
ხ
·
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
2.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
·
ეს ნიშნავს „სამოქალაქო უფლების
სასამართლო წესით დაცვა’’ დაკავშირებულია „ გავაროვნულ განსჯადობასთან’’[ანუ სამოქალაქო
საქმის განხილვასთან მხოლოდ იმ სასამართლოს
მიერ რომლის განსჯადობასაც ეს საქმე განეკუტვნება’’
ბ) „ტერიტორიული განსჯადობა’’
·
„განსჯადობის ‘’ განსაზღვრების
მე-2 ნიშანია[კრიტერიუმია] „ტერიტორია’’
[რომელზეც ფუნქციონირებს სასამართლო]
ხ
·
„ტერიტორიული განსჯადობა’’ ეწოდება საქმეთა
განსჯადობას იმ ტერიტორიის მიხედვით
რომელზეც ვრცელდება კონკრეტული სასასამართლოს საქმიანობა
ხ
·
საერთო სასამართლოების შესახებ
ორგანული კანონის 27-ე მუხლის თანახმად:
მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა
1.
რაიონული (საქალაქო)
სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
2.
რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).
3.
საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).
·
საერთო სასამართლოების შესახებ
ორგანული კანონის 22-ე მუხლის თანახმად:
მუხლი 22. სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
·
„ტერიტორიული განსჯადობის’’ მეშვეობით შეიძლება განვსაზღვროთ თუ კონკრეტულად
რომელი რაიონული[საქალაქო] სასამართლოს განსახილველია მოცემული „საქმე’’[დავა]
·
მაგ. ცნობილია,რომ ყველა სამოქლაქო დავა „სასამართლოს განჯადია’’,მაგრამ კონკრეტულად რომელი
სასამართლოს განსჯადია კონკრეტული საქმე[მოსარჩელის საცხოვრებელი
ადგილის ,თუ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით მოქმედი სასამართლოსი ] ,სწორედ ეს განისაზღვრება „ტერიტორიული
განსჯადობის’’ საპროცესო ნორმებით[!]
ხ
·
„სამოქალაქო საქმეთა განსჯადობა’’
დამოკიდებულია იმ „ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე’’ ,რომელ
ტერიტორიაზეც მოქმედებს ესა თუ ის სასამართლო
ხ
·
სამოქალაქო საპროცესო სამართლის
თეორიაში „ტერიტორიულ განსჯადობას’’
რამოდენიმე ქვესახეობად ყოფენ:
a.
„საერთო განსჯადობად’’
b.
„ალტერნატიულ განსჯადობად’’
c.
„განსაკუტრებულ განსჯადობად’’
d.
„სახელეკრულებო [ნებაყოფლობით]განსჯადობად’’
მიმოვიხილოთ „ტერიტორიული განსჯადობის ‘’ ეს
ქვე სახეობები:
ა) „საერთო[ანუ
ზოგადი] განსჯადობა’’[სსსკ-ის მე-15 მუხ]
·
სამოქალაქო საქმეთა „საერთო განსჯადობა’’ განისაზღვრება - „მოპასუხის საცხოვრებელი ადგილით’’
·
ტერიტორიული განსჯადობის’’ საერთო წესი [„საერთო განსჯადობა’’] დადგენილია სსსკ-ის მე-15 მუხლით:
·
ამ წესის არი იმაში მდგომარებს
,რომ : „სარჩელი წარედგინება
რაიონულ[საქალაქო] სასამართლოს მოპასუხის[ფიზიკური პირის] საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’[!]
·
ამდენდ, „საერტო განსჯადობის’’
წესის თანახმად: „სამოქალაქო
საქმე მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს განსჯადია’’ [ხოლო ამ „საცხოვრებელი
ადგილის’’ განსაზღვრისას უნდა ვიხელმძღვანელოთ
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით დადგენილი წესებით]
·
ყურადღება: სრჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება „იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით“!]
+
1. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).
·
„საერთო განჯადობის’’ ამ ნორმაში[
სსსკ-ის მუხ.მე-15 ნაწ 1] ჩადებულია „ინტერესის
პრინციპი’’:
კერძოდ,
„იმან ვინც დაინტერესებულია დაიცვას თავისი უფლებები ,სარჩელი უნდა წარადგინოს იმ სასამართლოში ,რომლის
სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობს მოპასუხე’’ [ზეპირად]
ხ
·
„მოპსუხის საცხოვრებელი ადგილი’’ განისაზღვრება [დგინდება და ფიქსირდება] სარჩელის წარდგენის მომენტში[!]
სარჩელის
წარდგენის შემდეგ მოპასუხის მიერ „საცხოვრებელი ადგილის შეცვლა’’ ,არ ცვლის სამის თავდაპირველ ტერიტორიულ განსჯადობას[!] [ზეპირად]
ხ
·
ყურადღება:
„მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის“ დადგენა სასამართლოს
მიერ არ წარმოებს [!]
·
სსსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ’’ პუნქტის თანახმად ,მოსარჩელე
[!] თავადაა ვალდებული სარჩელში მიუთითოს მოპასუხის საცხოვრებელი
ადგილი [!]
ხ
·
თუ მოპასუხეს არ აქვს“საცხოვრებელი
ადგილი’’ მაშინ სსსკ-ის მე-15 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად :
2. თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
·
თუ მოპასუხეს არ აქვს“საცხოვრებელი
ადგილი’’ სსსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად:
მუხლი 17. სარჩელის აღძვრა მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი (ქონებრივი განსჯადობა)
სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.
შენიშვნა:
·
სამოქალაქო კანონმდებლობა არ
განსაზღვრავს პირის
ან მისი ქონების „ადგილსამყოფელის’’ ცნებას
·
„პირის ადგილსამყოფლად’’ უნდა ჩაიტვალოს
ის ადგილი სადაც ფიზიკური პირი „დროებით ცხოვრობს’’
·
პირის „საცხოვრებელ ადგილად’’ კი
მიიჩნევა ადგილი სადაც პირი „მუდმივ საცხოვრებლად“ ირჩევს
ხ
ყურადღება:
·
პირის „საცხოვრებელ ადგილად’’ არ ჩაითვლება:
თავისუფლების აღკვეთის ადგილი,საავადმყოფო,ამიტომ ასეთი პირების
მიმართ[ანუ პატიმრების,პაციენტები და მსგავსი პირების მიმართ ] სარჩელი სასამართლოს
წარედგინება „უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის’’ [სსსკ-ის მე-15 მუხ. ნაწ. მე-2] ან მათი „ქონების ადგილსამყოფელის’’ მიხედვით[სსსკ-ის მე-17 მუხ.]
ხ
·
რაც შეეხება „იურიდიული პირების
ადგილსამყოფელის განსაზღვრას’’, „იურიდიული პირის ადგილსამყოფებლად’’ ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი[!]
·
იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი „ადგილსამყოფელი’’[ანუ მხოლოდ ერთი „იურიდიული
მისამართი’’]
·
იურიდიული პირის „სხვა ადგილსამყოფელი’’
,ჩაითვლება მისი „ფილიალის
ადგილსამყოფლად’’[სამოქალაქო კოდექსი მუხ.27-ე]
·
ყურადღება: ქართული კანონმდებლობა
არ ითვალისწინებს სარჩელის წარდგენას „იურიდიული პირის ქონების ადგილსამყოფებლის
მიხედვით’’[!]
ხ
·
„მაგისტრატ მოსამართლეთა’’ გნჯად საქმეებზე [იხ. სსსკ-ის
მე-14 მუხლი] სარჩელები და განცხადებები შეიტანება „მაგისტრატი მოსამარტლის
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით’’[!],ხილო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში[რაიონში] სადაც
არ მოქმედებს „მაგისტრატი მოსამარტლე’’ - რაიონულ(სასაქალაქო
) სასამართლოში [!]
11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14
მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოში შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
ხ
ყურადღება:
·
რაც შეეხება „არასასარჩელო საქმეთა ‘’[ანუ
„განცხადებათა’’] განსჯადობას ,ზოგადი წესის
თანახმად „არასასარჩელო წარმოების დროს’’ სამოქალაქო საქმეთა განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის „საცხოვრებელი ადგილით’’ ვის წინააღმდეგაც მიმარტულია „განცხადება’’ [იხ. სსსკ-ის მე-15 მუხლის 1 ნაწილის
მე-3 დებულება[წინადადება]]
ხ
ყურადღება:
·
„შეგებებული სარჩელი’’ სასამართლოს
წარედგინება „პირვანდელი სარჩელის განხილვის მიხედვით’’
ხ
ყურადღება:
·
„დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მე-3 პირის’’ სარჩელი
იმ სასამართლოს მიერ განიხილება
[იმ სასამართლოს განსჯადია],რომელიც განიხილავს საქმეს ,რომელშიც მონაწილეობს ეს პირი
[!]
ბ) „ ალტერნატიული
განსჯადობა’’[სსსკ-ის მე-20 მუხ]
·
„განსჯადობა ალტერნატიულია ‘’როცა საქმე შეიძლება განიხილოს კანონში მითიტებული
სასამართლოებიდან ერთ-ერთმა,მოსარჩელის არჩევით [!]
·
„განსჯადობა ალტერნატიულია ‘’ ნიშნავს იმას,რომ საქმე შეიძლება განიხილოს
და გადაწყვიტოს არა მხოლოს „მოპასუხის საცხოვრებელი
ადგილის[ან ადგილსამყოფელის]’’ სასამართლომ,არამედ „სხვა სასამართლომაც’’
·
„სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს''
[სსსკ-ის მუხ. მე-20]
მუხლი 20. განსჯადობა მოსარჩელის არჩევით
სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
·
სსსკ-ის მე-20 მუხლი ეს მოსარჩელისტვის კანონით მინიჭებული
უფლებაა,სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად რამდენიმე სასამართლოდან მიმართოს
მისთვის ყველაზე ხელსაყრელს.[!]
ხ
·
„ალტერნატიული განსჯადობის’’ არსი იმასი მდგომარეობს,რომ შექმნას დამატებითი გარანტიები სასამართლოს არჩევის საკითხში მოსარჩელისათვის[ანუ მხარისათვის რომელიც მოითხოვს
„დარღვეული უფლების’’ ,ანდა „სადავო უფლების’’ სასამართლო წესით დაცვას ][სხვაგვარად
რომ ვთქვათ ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში
მოსრჩელეს გაუადვილოს სასამართლო წესით დარღვეული ან სადავო უფლების დაცვა]
გ)“ განსაკუთრებული
განსჯადობა’’ [სსსკ-ის მუხ. მე-16]
მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა
+
1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხ
·
ე.წ. „განსაკუთრებული განსჯადობა’’ უშვებს „განსაზღვრულ კატეგორიის საქმეთა’’ განხილვას მხოლოდ ერთ კანონით
ზუსტად განსაზღვრულ სასამართლოში[!]
·
„განსაკუთრებული განსჯადობით’’ დადგენილი წესები[იხ.
მე-16 მუხლის მე-2,მე-3,მე-4,მე-5 ნაწილები] გამორიცხავენ ამ კატეგორიის საქმეების განსახილველად „ტერიტორიული განსჯადობის :“სხვა სახეების’’ გამოყენებას [ანუ მუხ.მე-15, მუხ. მე-20 და მუხ.21-ე
დადგენილი წესების გამოყენებას].
·
ე.წ. „განსაკუთრებული განსჯადობის’’ სამოქალაქო დავებზე სასამართლოს არჩევა არ არის დამოკიდებული „მოსარჩელის ნებაზე’’[!]
არამედ, „განსჯადი სასამართლო ‘’ ზუსტად
არის განსაზღვრული კანონით [!] და
ამ „განსაკუთრებული კატეგორიის სამოქალაქო საქმეების“ აღძვრა „სხვა’’ სასამართლოებში
დაუშვებელია [გამორიცხულია].
·
ამრიგად,„განსაკუთრებული სამოქალქო
საქმეების განსჯადობის’’ წესები დადგენილია სსსკ-ის მე-16 მუხლით;
ხ
·
სსსკ-ის მე-16 მუხლის
მე 3 ნაწილით დაგენილი
წესის თანახმად:
“სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.’’
მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა
+
3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.
·
აქ,იგულისხმება
რომ სარჩელის წარდგენა ხდება იმ იურიდიული პირის
მიმართ ვისიცაა ეს ფილიალი და ვისი ფილიალის „საქმიანობაც’’ გახდა სარჩელის წარდგენის
მიზეზი[!]
·
სსსკ-ის მე-16 მუხლის
მე 3 ნაწილის გამოყენებისას მხედველობაში უნდა
ვიქონიოტ შემდეგი დებულებები:
a.
ეს ნორმა ვრცელდება
მხოლოდ ისეტ შემტხვევებზე,როცა მოპასუხეს წარმოადგენს მხოლოდ „იურიდიული პირი’’
b.
ამ „იურიდიული
პირის’’ მიმართ სარჩელის აღძვრა დაკავშირებული
უნდა იყოს მისი ფილიალის საქმიანობასთან
c. მოსარჩელე ვალდებულია [და არა უფლებამოსილი] იურიდიული პირის მიმართ მისი ფილიალის სქმიანობიდან
გამომდინარე სარჩელი აღძრას ამ „ფილიალის
ადგილსამყოფელის მიხედვით’’
ხ
·
სსსკ-ის მე-16 მუხლის
მე -4 ნაწილით დაგენილი წესის თანახმად:
„სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი „საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’.
ხოლო თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი ა)“უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის’’ ან ბ)“სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით’’
მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა
+
4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით
·
შენიშვნა: „განსაკუთრებული
განსჯადობის’’ წესი ,რომელიც მე-16 მუხლის
მე-4 ნაწილშია მოცემული შეიცავს დებულებას : „საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით’’
·
რომელი ქონების
ადგილსამყოფელის სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ ,თუკი სამკვიდროში შემავალი
ქონება სხვადასხვა ადგილას[სახვადასხვა რაიონში და ქალაქში ] იმყოფება ?
·
ეს მე-16 მუხლის
მე-4 ნაწილიდან უშუალოდ არ ჩანს[!]
ხ
a.
მე-16 მუხლში
„განსაკუთრებული განსჯადობის’’ შესახებ დადგენილ ნორმათა მიზანია „გარკვეული კატეგორიის
საქმეტა’’ დროულად და სწორად განხილვისა და
გადაწყვეტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების
უზრუნველყოფა
ასევე
b.
იმ სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა,
სადაც ტერიტორიულად იმყოფება დავის საგანი [„სამკვიდრო ქონება’’]
ამიტომ უფრო ხელსაყრელია „ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები
‘’სასამართლოს წარედგინოს ა)„ხელსეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების
ადგილის’’ ან ბ)„იმ
ადგილის მიხედვიტ ,სადაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო’’
მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა
2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
·
სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით
მოცემული ნორმა ვრცელდება „ხელშეკრულებიდან გამომდინარე’’
ნებისმიერ სარჩელზე[!]
ხ
·
სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით
„განსჯადობის საკიტთხის ‘’ განსაზღვრისას ყურადღება უნდა მივაქციოტ იმას რომ „ხელშეკრულების[ვალდებულების] შესრულების
ადგილი’’ ან „ის ადგილი
სადაც ხელშეკრულება[ვალდებულება] უნდა შესრულებულიყო’’ განისაზღვრება ან „მატერიალური კანონით’’
ან „ხელშეკრულებით’’
·
მაგ. „ვალდებულების შესრულების
ადგილი’’ განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის
362-ე და 386-ე მუხლებით[ ანუ „კანონით’’]
·
დაიმახსოვრე: თუ მხარეები ხელშეკრულებით
არ განსაზღვრავენ „ვალდებულების შესრულების ადგილს’’ მაშინ იგი განისაზღვრება კანონით[!]
·
თუმცა მხარეებს,ასევე, შეუძლიათ
ხელშეკრულებაში[ხელშეკრულებით] თავად დათქვან „ვალდებულების შესრულების ადგილი ‘’ მაგ. :
a.
ტვირთის გადაზიდვის ადგილი[სამოქ.კოდ.
მუხ.480-ე]
b.
ჩაბარებული ნივთის უკან დაბრუნების
ადგილი[სამოქ.კოდ. მუხ.772-ე]
c.
და ა.შ.
ხ
·
ყურადღება როდესაც „სარჩელის
განსჯადობის’’ საკითხის განსაზღვრა ხდება „ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით’’ [ანუ მე-16
მუხლის მე-2 ნაწილით],მაშინ ამ დებულების[ანუ „ხელშეკრულების შესრულების ადგილის’’]
გამოყენების აუცილებელ პირობას[!] წარმოადგენს
ის ,რომ „ხელშეკრულებაში’’ აუცილებლად
მითითებული უნდა იყოს „ვალდებულების შესრულების კონკრეტული ადგილი’’[!]
·
ასეთ შემტხვევაში ,“მოსარჩელე ვალდებულია’’ მოპასუხის
მიმართ სარჩელი აღძრას სახელშეკრულებო ვალდებულების
რეალური შესრულების ადგილის მიხედვით,რომელიც უნდა ემთხვეოდეს „ხელსეკრულებაში
მითითებულ შესრულების ადგილს]
ხ
·
რაც შეეხება სარჩელის „განსჯადობის’’ განსაზღვრას „იმ ადგილის მიხედვით სადაც
ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო’’ ,იგი გულისხმობს
კანონით განსაზღვრული
ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით სარჩელის განსჯადობის
განსაზღვრას[!]
დ) „სახელშეკრულებო[ანუ ნებაყოფლობითი]
განსჯადობა’’
[სსსკ-ის
21-ე მუხლი]
·
„სახელშეკრულებო[ანუ ნებაყოფლობითი]
განსჯადობა’’ ეწოდება
„მხარეთა შეთანხმებით დადგენილ განსჯადობას’’
·
„სახელშეკრულებო
განსჯადობა’’ ნიშნავს,რომ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ დაადგინონ
მოცემული კონკრეტული სამოქალაქო საქმის[დავის] „ტერიტორიული განსჯადობა’’
·
როცა მხარეები
თვლიან,რომ მათი საქმე[დავა] შეიძლება უფრო სწრაფად და სწორად იქნეს განხილული მათ მიერ შერჩეულ სასამართლოში,მაშინ სსსკ-ის 21-ე მუხლის
საფუძველზე საქმე შეუძლიატ გადასცენ ასეთ შერჩეულ სასამართლოს
·
მხარეთა ასეთი შეთანხმება „სხვათა’’ უფლებებს და საჯარო
ინტერესებს არ ხელყოფს,ამიტომ მართლსაწინააღმდეგოდაც არ შეიძლება ჩაითვალოს
მუხლი 21. შეთანხმება განსჯადობის შესახებ
+
1. თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.
·
ყურადღება: ოღონდ მხარეებს „შეთანხმების გზით ‘’ დავის გნსახილველად და გადასაწყვეტად სასამართლოს
შერჩევა’’[ანუ „სასამართლოს განსჯადობის დადგენა’’] შეუძლიათ მხოლოდ 2 შემთხვევაში
ა) „საერთო განსჯადობის’’ და ბ)“ალტერნატიული განსჯადობის’’ მაგივრად,რადგან „ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო’’ მხოლოდ ამ ორ შემტხვევაში არ არის დადგენილი.
·
რაც შეხეება
მე-16 მუხლით დადგენილ „განსაკუტრებულ განსჯადობას’’
მისი დანაწესების შეცვლა მხარეებს თავიანთი შეთანხმებით არ შეუძლიათ[!]
,რადგან „განსჯადი სასამართლო’’ მე-16 მუხლის ნაწილებით პირდაპირ
და ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი[!]
ხ
·
„მხარეების
შეთანხმება’’ სავარაუდო[სამომავლო] დავის
„განსჯადობის შესახებ’’ ფორმდება წერილობით.
·
ამგვარი შეთანხმება
შეიძლება გათვალისწინებული იყოს მათ შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტადაც[!]
·
თუმცა,ასეტი
შეთანხმება შეიძლება დაიდოს შემდეგშიც,დავის წარმოშობის შემდეგ[!],მაგრამ აუცილებლად სასამართლოს მიერ მე-15 და ან მე20 მუხლების
საფუძველზე
სარჩელის წარმოებაში მიღებამდე[!]
·
„მხარეთა შეთანხმება განსჯადობის შესახებ’’ სხვადასვა
ფორმით შეიძლება მოხდეს[„შეთანხმების ფორმებზე’’ იხ.სამოქალაქო
კოდექსის 328-ე მუხლი]
მუხლი 328. ხელშეკრულების ფორმა
1
1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
·
ყურადღება: „მხარეთა შეთანხმება განჯადობის შესახებ’’
სავალდებულოა მხარეთათვის[!]
·
კანონი არ აძლევს მხარეს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს
„განსჯადობის შესახებ შეთანხმების’’ პირობები
ხ
ყურადღება:
·
არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში [ამასთან, თუ ა)მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან ბ)მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში] .[მუხ.21-ე ნაწ. მე-2]
ხ
„ქონებრივი’’
, „ნივთობრივი’’ და „ოჯახური’’ დავების განსჯადობა
ა) „ქონებრივი
დავების განსჯადობა’’ [სსსკ-ის მე-17 მუხ]
სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ბ)„ოჯახური დავების განსჯადობა’’ [სსსკ-ის მე-19 მუხ]
მუხლი 19. ოჯახური დავების განსჯადობა
+
1. სარჩელი ა)ქორწინების შეწყვეტის, ბ)ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე გ)ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. (ამოღებულია).
4. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ) „ნივთობრივი
დავების განსჯადობა’’ [სსსკ-ის მე-18 მუხ]
მუხლი 18. ნივთობრივი განსჯადობა
1. სარჩელი ა)საკუთრების უფლების, ბ)ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე გ)ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია ა)უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც ბ)აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო
· მე-18 მუხლით ფატიურად დადგენილია „უძრავ ქონებაზე’’
ნებისმიერი უფლების შესახებ აღძრული სარჩელის „განსჯადობის’’ წესი
· თუკი სადავოა „სვადასხვა ადგილზე მდებარე უძრავ ქონებაზე
უფლება’’ და „მოთხოვნატა განცალკევება შეუძლებელია’’,მაშინ ყველა ეს მოტხოვნა განიხილება
ერთ-ერტ სასამართლოში მოსარჩელის არჩევით[!]
· რატომ „უძრავი ნივთების ადგილსამყოფელის’’ მიხედვით?
a.
უძრავ ნივთებთან
დაკავშირებული დოკუმენტები[„მტკიცებულებები’’] ინახება საჯარო რეესტრის ადგილობრივ
სააგენტოებში,უძრავი ნივთების „ადგილსამყოფელის მიხედვით’’
b.
ადვილდება „საპროცესო
მოქმედებები’’[მაგ უძრავი ნივთის სასამართლოს მიერ „ადგილზე დათვალიერება’’].
ხხხხ
„საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსთვის’’[სსსკ-ის
23-ე მუხლი]
·
„განსჯადობის საკიტხს’’ მოსამართლე ერთპიროვნულად წყვეტს
სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების დროს[!]
·
თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის,მაშინ მოსამართლე
არ მიიღებს ამ სარჩელს[იხ.სსსკის
186-ე მუხ],
მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას
·
სარჩელის „არ მიღებაზე’’ მოსამართლე გამოიტანს მოტივირებულ[დასაბუთებულ] განჩინებას[!],რომელშიც
ვალდებულია მიუტითოს ,თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ[!]
ხ
·
„სარჩელის მიღებაზე ურის თქმის განჩინებაზე’’ შეიძლება
„კერძო საჩივრის ‘’ შეტანა[!]
ხ
ყურადღება:
·
თუკი „განსჯადობის ნორმებით დადგენილი წესების’’ დარღვევის ფაქტი აღმოჩენილი
იქნება „ სასამართლოში საქმის შეცდომით აღძვრის
შემდეგ’’ამასთან ან „საქმის მომზადების სტადიაზე’’ ან „სასამართლო მთავარ სხდომაზე,მაგრამ სასამარტლო გადაწყვეტილების გამოტანამდე’’
მაშინ სსსკ-ის
23-ე მუხლის თანახმად ამ სასამარტლომ საქმე უნდა გადასცეს „სხვა სასამართლოს’’
განსჯადობის მიხედვით[!]
ხ
·
დაიმახსოვრე: სამოქალაქო საქმის გადაცემა ერთი სასამართლოდან
„სხვა სასამართლოში’’ საგამონაკლისო
შემთხვევაა[!]
ხ
·
„განსჯადობის’’ ზოგადი წესი იმაში მდგომარეობს ,რომ :
„სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.’’ [სსკ-ის 22-ე მუხლი „განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმის განხილვა’’]
·
მაგ.რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისგან
6000 ლარს,მაგრამ სარჩელის წარმოებაში მიღების
შემდეგ შეამცირა მოთხოვნა 5000 ლარამდე.
სსსკ-ის მე-14 მუხლის
თანახმად,მართალია ქონებრივ დავას,როცა „სარჩელის ფასი’’ 5000 ლარს არ აღემატება „მაგისტრატი
მოსამართლე’’ განიხილავს,მაგრამ რადგან სასამართლოში საქმე წარმოებაში მიღებისას „განსჯადობის
წესების’’ დაცვით [ანუ სწორად] იყო მიღებული,მისი გადაცემა „მაგისტრატი მოსამართლისთვის’’
არ შეიძლება .სსსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად შესაბამისად საქმე რაიონულმა(საქალაქო)
სასამართლომ უნდა განიხილოს[!]
მუხლი 22. განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმის განხილვა
+
სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
·
ამ ნორმით დადგენილი დებულება ნიშნავს: „საქმის განსჯადობაზე’’ გავლენის
მომხდენი გარემორბის შეცვლას[ჩვენს მაგალითში თანხის ოდენობის შემცირებას] საქმის წარმოებაში
მიღების შემდეგ იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს
[!]
·
ყურადღება : მოცემული წესი არ გამოიყენება „მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმების წარმოებისას’’
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში[!]
მუხლი
13. რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები
4. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა,
რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.
ხ
·
როგორც გამონაკლისები 22-ე მუხლიდან[ანუ
ზოგადი წესიდან] შეიძლება ადგილი ჰქონდეს „საქმის გადაცემას’’ ერთი სასამართლოდან-სხვა სასამართლოში
·
სსსკ-ის 23-ე მუხლში ჩამოთვლია
ეს გამონაკლისები[ანუ შემთხვევები როდესაც ხდება საქმის გადაცემა „სხვა სასამართლოსთვის’’]:
მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის
+
1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ:
ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.
2. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.
3. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება.
·
თუ საქმე სასამართლოში აღძრული
იყო „საერთო ტერიტორიული განსჯადობის’’ შესაბამისად
და „მოპასუხის
უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის’’ მიხედვით[მუხ. მე-15],რადგან მოპასუხის
„ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი’’ უცნობი იყო,ხოლო საქმის განხილვის და გადაწყვეტის პროცესში
დადგინდება „მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი’’,მაშინ ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა „თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’ სასამართლოსთვის საქმის გადაცემის
შესახებ’’[სსსკ-ის 23-ე მუხ. 1 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი];ასეთი
შუამდგომლობის დაყენების შემტხვევაში საქმის წარმოებაში მიმღებმა სასამართლომ საქმე
უნდა გადასცეს სასამართლოს „მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’
·
არსებოს გარემოებები როდესაც მოსამართლის მონაწილეობა იმ საქმის განხილვაში,რომელიც
თუნდაც მის „განსჯადობას’’ განეკუთვნებოდეს -დაუშვებელია[!],რადგან
შეუძლებელი ხდება „სასამართლოს მიუკეროებლობის’’ უზრუნველყოფა[!]
·
ასეთ დროს „მოსამართლის
აცილება’’ გარდაუვალია[!]
·
შესაბამისად , „სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა’’. [სსსკ-ის 23-ე მუხ. 1 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი]
ხ
·
სსსკ-ის 23-ე მუხ. 1 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით საქმე განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემა იმ შემთხვევაშიც,როცა:
ა)მოსამართლე ადრე უკვე მონაწილეობდა,მოცემული
საქმის განხილვაში და სსსკ-ის 29-ე-31-ე მუხლების
საფუძველზე არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ხელმეორედ მის განხილვაში ;
ან
ბ)როცა მხარე განაცხადებს „მოსამართლის აცილებაზე’’
და ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება ;
მუხლი 29. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა
1. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
2. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.
მუხლი 30. სასამართლოს შემადგენლობაში ახლო ნათესავების დაშვების აკრძალვა
+
სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პირები, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ხოლო თუ მათ შორის ასეთი ნათესავები მაინც აღმოჩნდნენ, ისინი უნდა ჩამოაცილონ საქმის განხილვას.
მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები
1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:
ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;
გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში ;
ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:
ა) მეუღლე;
ბ) დანიშნული;
გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები;
დ) და-ძმა;
ე) დისშვილები და ძმისშვილები;
ვ) მშობლების და-ძმები;
ზ) დანათესავებულები (მოყვრები);
თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.
·
სსსკ-ის 29-ე -31-ე მუხლებში ჩამოთვლილი „გარემოებები’’
პროცესში მოსამართლის აცილების „საფუძვლებია’’[!]
·
ანუ „საფუძვლებია’’ საქმის სხვა სასამართლოსთვის გადასაცემად[!]
ხ
·
„აცილების შემდეგ’’ საქმის სხვა
სასამართლოსთვის გადაცემის ნორმის[ანუ სსსკ-ის 23-ე მუხ. 1 ნაწილის „ბ’’
ქვეპუნქტის] არსი
იმაში მდგომარეობს ,რომ რეალურად განხორციელდეს
უფლების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი
სასამარტლოს მეშვეობით დაცვა.
·
მოსამართლის „აცილების საფუძვლებით’
„სხვა სასამართლოში’’ საქმის გადაცემის შესაძლებლობა რომ არ არსებობდეს იქნებოდა მართლმსაჯულებაზე უარის თქმა.
ხ
·
„მოსამართლის აცილების ‘’ გამო
საქმის „სხვა სასამართლოსთვის ‘’ გადაცემისას გამოიყენება სსსკ-ის 34 -ე მუხლით დადგენილი წესები[მუხლი 34. განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი]
ხ
·
საქმე სხვა სასამართლოს გადაეცემა
„საქმის წარმოებაში მიმღები სასამართლოს’’
განჩინებით
·
„საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება.’’ [სსსკ-ის 23-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
·
„არ გასაჩივრდება’’ იმიტომ რომ „სხვა
სასამართლოსადმი საქმის გადაცემის შესაძლებლობას ან აუცილებლობას’’ არ შეიძლება გამორიცხავდეს კანონი,რაგან „საქმის
გადაცემა’’ შეიძლება გამოწვეული იყოს „ობიექტური გარემოებებით’’,რომელთა არსებობის
გამო შეუძლებელი ხდება საქმის მიუკერძოებელი განხილვა მოცემულ სასამართლოში;
ხ
·
სსსკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,თუ საქმე „სხვა განსჯად სასამართლოს ‘’ უნდა გადაეცეს და მოხდა ისე,რომ ეს საქმე შეიძლება რამდენიმე სასამართლომ
განსაჯოს ,მაშინ იგი გადაეცემა იმ სასამართლოს რომელსაც მოსარჩელე აირჩევს[!]
მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის
2.თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.
ხ
·
სამოქალაქო საქმეთა დროული განხილვის და გადაწყვეტის უზრუნველყოფის და
საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით
სსსკ-ის 24 -ე მუხლით დადგენილია უპირობოდ სავალდებულო წესი სასამართლოებისთვის ,რომ
:
მუხლი 24. განსჯადობის შესახებ დავის დაუშვებლობა
ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება.
·
ეს ნიშნავს შემდეგს: ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში
იღებს ეს მე-2 სასამართლო [თუნდაც ეს საქმე სინამდვილეში მისი გნსჯადი არ იყოს]
·
ამიტომ თუ ეს მე-2 სასამართლო უარს იტყვის განსახილველი საქმის მიღებაზე ,მისი ეს უარი [განჩინება]
შეიძლება გასაჩივრდეს.
x
შენიშვნა: სსსკ-ის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი [ კომენტარი იხ. ქურდაძის პდფ გვ.28-29]
2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში .
Комментарии
Отправить комментарий