სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება,გადახდის გადავადება და ოდენობის შემცირება.

 



                1.”სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება.

 

  მუხლი 46. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება

 

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან:

) მოსარჩელეებიალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

) მოსარჩელეებიდასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

) მოსარჩელეებიდანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;

) მხარეებიუკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

) მოსარჩელეებიარასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

) მხარეებიწინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას ;

) მხარეებიარამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

) მოსარჩელეები − საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებსაქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით;

) მოსარჩელეები − ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლნი იმავე კანონით გათვალისწინებულ მოძალადეთა წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე.

2. კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

 

·        „სასამართლო ხარჯებისგან’’ მხარეებს ათავისუფლებს ა) კანონი ანდა ბ) სასამართლო

·        სსსკ-ის 46-ე მუხლის 1 ნაწილი ჩამოთვლის იმ საქმეებს,რომლებზეც „მოსარჩელე“ ან „მხარეები“  [კანონისმიერად] თავისუფლდებიან „სახელმწიფო ბაჟის’’ და „საქმის განხილვასთან დაკავშირებული’’ ხარჯების გადახდისგან

·        ხოლო 46-ე მუხლის მე-2  ნაწილით  მათი გათავისუფლება „სასამართლო ხარჯებისგან’’ კანონს შეუძლია „სხვა’’ შემთხვევებშიც.

·        კანონმდებლობით დადგენილია „სახელმწიფო ბაჟისგან’’ განთავისუფლების,როგორც „სავალდებულო’’ ,ისე „ფაკულტატური’’ საფუძვლები.

·        „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლში საუბარია „შეღავათებზე’’ „სახელმწიფო ბაჟის’’ გადახდისასა

·        ეს ნორმა ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟისგან’’ განთავისუფლების,იმპერატიულ,ანუ „სავალდებულო’’ საფუძვლებს.

·        ყურადღება: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლში საუბარია არა ყველა სახის „სასამართლო ხარჯისგან’’ განტავისუფლებაზე[რაზეც ლაპარაკია სსსკ-ის 46-ე მუხლში],არამედ მხოლოდ მის ერთ-ერტ სახეზე - „სახელმწიფო ბაჟზე’’[ბაჟისგან განთავისუფლებაზე]

·        ამასთან,საკმაოდ ვრცელია  „სახელმწიფო ბაჟისგან’’ განტავისუფლების საფუძველთა ჩამონათვალი იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლი

 

 

  მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ

 +

1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

1​1. (ამოღებულია).

2. თუ მხარე გადახდისუუნაროა და, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზეიურიდიული დახმარების შესახებსაქართველოს კანონის 23​1 მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.

2​1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის წესი და პროცედურა განისაზღვრება იურიდიული დახმარების შესახებსაქართველოს კანონით. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.

2​2. იურიდიული დახმარების სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისათვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება იურიდიული დახმარების შესახებსაქართველოს კანონით.

3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

 

·       სასამართლოს მიერ „სასამართლო ხარჯებისგან’’ განთავისუფლების წესი დადგენილია სსსკ-ის 47-ე მუხლით

·       თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან

·       ყურადღება: სასამართლოს უფლება არ აქვს მოსარელე ან მოპასუხე ფიზიკური პირი გაათავისუფლოს  იმ სასამართლო ხარჯებისგან,რომლებიც გადახდილი უნდა იყოს „მე-2 მხარის’’ სასარგებლოდ[!] [ამ შემთხვევა ში გატვალისწინებული უნდა იყოს სსსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნები]

·       ყურადღება : 47-ე მუხლი ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს,იურიდიული პირების გათავისუფლება „სასამართლო ხარჯების’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ  გადახდისგან დაუშვებელია;

 

·       „მხარის’’  - „უმუშევრობა’’ თავისთავად ვერ გახდება  47-ე მუხლის 1 ნაწილის გამოყენების[ანუ გათავისუფლების] საფუძველი

 

·       47-ე მუხლის 1 ნაწილი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს  სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლების საკითხი.

 

·       მხარის მიერ წარმოდგენილი საბუთი „უმუშევრობის’’ შესახებ  არ არის „სასამართლო ხარჯებისგან’’ განთავისუფლების საფუძველი ,რადგან ქონებრივი მდგომარეობა,მხოლოდ უმუშევრობით არ განისაზრვრება.

 

·       მა. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება,რომ „კერძო საჩივრის’’ ავტორს კმაყოფაზე ჰყავდა ორი შვილი,რადგან დაადგინა რომ მას ჰყავდა მეუღლე ,რომლიგანაც იღებდა  ფულად შემოსავალს,რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული ფულადი გზავნილებით[ უცხოეთიდან]

 

·       ანუ 47-ე მუხლის 1 ნაწილი არის სასამართლო ხარჯებისაგან’’ გათავისუფლების ფაკულტატიური საფუძველი[ანუ სასამართლო თავისი შეხედულებით ათავისუფლებს ან არათავისუფლებს]

 

·       სსსკ-ს 47-ე მუხლის 1 ნაწილის ანალიზი ცხადყოფს,რომ მიუხედავიდ იმისა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონით გათვალისწინებულია თუ არა პირის გატავისუფლება „სახელმწიფო ბაჟისგან’’ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს პირისთვის ასეთი უფლების მინიჭებაზე.

 

·       პირის გათავისუფლება“სასამართლო ხარჯებისგან’’ სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება[!]

 

·       მაგრამ როცა სასამართლო პირს უარს ეუბნება „სასამართლო ხარჯებისგან’’ გათავისუფლებაზე,მან ეს უარი უნდა დაასაბუთოს[!]

 

 

·        „სასამართლო ხარჯებისგან მხარეთა გათავისუფლების საკითხი’’ წყდება „სარჩელის წარმოებაში მიღების დროს’’[!] მოსამართლის დასაბუთებული განჩინებით[!]

 

           2. სასამართლო ხაჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება.

 

·        მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოს[ მოსამართლეს] უფლება აქვს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე  ან მისი გათვალისწინებით ერთ ან ორივე მხარეს[ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს]  ა) გადაუვადოს ,ან ბ)შეუმციროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი „სასამარტლო ხარჯის’’ოდენობა[ იხ.სსსკ-ის 48-ე მუხლი]

·        ყურადღება: ამა თუ იმ საწარმოს[იურიდიული პირის] ყოფნა ზარალზე,ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის ისეთ ქონებრივ მდგომარეობას,რომლის გამოც მას არ შესწევს ხარჯების გადახდის უნარი.

·        არამედ,ობიექტურად ეს ფინანსური მდგომარეობა „მძიმე უნდა იყოს’’,რის შესახებაც ამ მხარემ უნდა წარმოადგინოს „მძიმე ფინანსური მდგომარეობის’’ დამადასტურებელი  მტკიცებულებები და არა „ზარალზე ყოფნის’’ დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

 

    მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება

 +

1. სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია[ანუ უფლება აქვს,და არა „ვალდებულია’’] ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

2. თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

·        ყურადღება : „სასამართლო ხარჯების’’ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  გადავადება   ან ოდენობის შემცირება  შესაძლებელია როგორც ფიზიკური,ისე იურიდიული პირებისთვის.აქედან გამომდინარე იურიდიულ პირს სეიძლება გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

·        ყურადღება: სასამართლომ  გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაასაბუტოს რატომ იყენებს ,ან არ იყენებს თავის უფლებას  „გადაუვადოს’’ ან „შეუმციროს’’ სასამართლო ხარჯი შუამდგომლობის დამყენებელ მხარეს.

·        ყურადღება: „სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობის შემცირებისას გატვალისწინებული უნდა იქნეს კანონის მოტხოვნა ბაჟის „ქვედა ზღვრის“ ტაობაზე; ბაჟის შემცირებული ოდენობა არ შეიძლება იყოს კანონით დადგენილ „ბაჟის ქვედა ზღვარზე’’ ნაკლები.

·        ამასთან,“ბაჟის ქვედაზღვარი“ სხვადასხვაა  სასამართლო ინსტანციების მიხედვით.

·        „სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების’’ არსი  მდომარეობს იმაში,რომ  მოსამარტლე გადადებს „სასამართლო ხარჯების ‘’ გადახდის ვადას  სრჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

·        ამასთან, დაინტერესებულ პირს ენიჭება  „განსაზღვრული ვადის განმავლობაში’’ სასამართლო ხარჯების გადახდის უფლება. ეს ვადა განისაზღვრება მოსამარტლის მიერ.

·        დაინტერესებული მხარის მიერ  განცხადება „სასამართლო ხარჯების’’ გადახდის „გადავადების’’ ან შემცირების’’ თაობაზე შეიძლება შეტანილ იქნეს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე

·        ასეტ განცხადებს თან უნდა ერტვოდეს: ა)ასეთი მოთხოვნის დასაბუთებულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და დოკუმენტები[ცნობები: ხელფასის,პენსიის,არასრულწლოვანი ბავშვების ყოლის შესახებ(მათი დაბადების მოწმობების ასლები,ცნობა მეუღლის შრომისუუნარობის შესახებ და სხვა)

·        განცხადების განხილვისას სასამართლო ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს მხარეთა „მატერიალური მდგომარეობის ‘’ განსაზღვრის საკითხს

·        გათვალისწინებული უნდა იქნას სსსკ-ის 48-ე მუხლის მოთხოვნები ერთ ან ორივე მხარისათვის  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის  გადავადების ანდა ოდენობის  შემცირების  შესაძლებლობის შესახებ

·        ტუ დაინტერესებულ პირს არ აქვს „სასამართლო ხარჯების“ გადახდის ვალდებულების შესრულების  შესაძლებლობა ამ გარემოებამ არ უნდა შეუშალოს  მას ხელი დაიცვას უფლებები სასამართლო წესით რადგან დაირღვევა მისი კონსტიტუციური უფლება .[იხ. კონსტიტუციის 31-ე მუხლი]

 

მუხლი 31. საპროცესო უფლებები

1.    ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

 

·        ამიტომ, განსაზღვრული კატეგოორიის პირებს კანონი ატავისუფლებს „სახელმწიფო ბაჟის’’ გადახდისგან[იხ. ზემოთ]

·        გარსა ამისა სასამარტლოს უფლება აქვს „მხარის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე’’  შეამციროს სა. ბაჟის ოდენობა ან გადაავადოს [იხ. ზემოთ]

·        სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად სწორედ განმცხადებელს ეკისრება იმ გარემოებატა „მტკიცების ტვირთი“ ,რომელთა არსებობაც სასამართლოს მისცემს უფლებას გაათავისუფლოს გამცხადებელი სახ. ბაჟის გადახდისგან,შეამციროს სახ. ბაჯის ოდენობა ან გადაავადოს მისი გადახდა ,რაც შეესაბამება „შეჯიბრებითობის საფუძველზე სამართაწარმოების წარმარტვის’’ კონსტიტუციურ პრინციპს.

 

     მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა

 +

1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

·        სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება თუ:

1)     მოპასუხემ მტავარ სხდომაზე „ცნო სარჩელი’’[აღიარა ვალდებულების დარღვევა],ან მოსარჩელემ „უარი თქვა სარჩელზე’’

2)     მთავარ სხდომაზე „მხარეები მორიგდებიან’’

 

·        თუ აღნიშნულ მოქმედებებს ადგილი ექნება „მთავარ სხდომამდე’’ მხარეები მთლიანად განტავისუფლდებიან „სახელმწიფო ბაჟის’’ გადახდისგან

·        ყურადღება: ხოლო კანონში მიტითებული სიტყვები „სახელმწიფო ბაჯის ოდენობა ნახევრდება’’ ნიშნავს იმას ,რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილეის ‘სარეზოლუციო ნაწილში’’ მიუთითებს: „დაუბრუნდეს მხარეს გადახდილი ბაჯჟის ნახევარი’’

·        თუ „სარჩელის ცნობა’’ ,ან „სარჩელზე უარის თქმა’’  „სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება’’,მაშინ  სახ. ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება  „დარჩენილი ნაწილის შესაბამისად’’

·        ზემდგომ სასამარტლოებში სახ.ბაჟისაგან განთავისუფლება ან სახ,ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება 49-ე მუხლიტ დადგენილი წესით,მაგრამ მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახ.ბაჟის ოდენობის ფარგლებში

·        „სასამართლო მედიაციის’’ პროცესში  „დავის’’ მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში ,მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 70 %  


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები