"სასამართლო ხარჯები'' სამოქალაქო პროცესში
განსახილველი საკითხები:
a. სამოქალაქო პროცესის ხარჯების ცნება, დანიშნულება და სახეები.
b.
სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან
დაკავშირებული ხარჯები.
1.პროცესის ხარჯების ცნება, დანიშნულება და სახეები.
· სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება ფასიანია.
· მხარეები და მე-3 პირები სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიან ფულად თანხებს იმ „საპროცესო მოქმედებების’’ შესასრულებლად,რაც სასამართლომ უნდა შეასრულოს.
ხ
·
სამოქალაქო
წარმოებასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ გადახდილ ფულად თანხებს „სასამართლო ხარჯები’’
ეწოდება’’
ხ
·
„სასამართლო
ხარჯების’’ დანიშნულება 3 ძირითადი დებულებით შეიძლება გამოიხატოს:
1) სასამართლოში „განცხადების’’ შეტანის დროს
„სასამართლო ხარჯის’’ გადახდის აუცილებლობა „შემაკავებელ ფაქტორს’’ წარმოადგენს,რათა
არ მოხდეს ა) უსაფუძვლო მიმართვები
სასამართლოსადმი და ბ)მხარეთა
უფლებების ბოროტად გამოყენება იმ პირების მიერ ვისაც აქვთ „ჩივილისკენ მიდრეკილება’’
[იხ. სსსკ-ის 53-ე მუხლი]
2) „სასამართლო ხარჯი’’ დამატებით იურიდიულ სანქციას წარმოადგენს
იმ მოვალისთვის,რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა,ან საერთოდ არ შეასრულა ნაკისრი
ვალდებულება.რადგან სასამართლო რომელიც დაადგენს მოპასუხის ბრალს ახდევინებს
მას,როგორც „ძირითად ‘’ ვალს ,ისე „სასამართლო ხარჯს’’ [იხ სსსკ-ის 53-ე მუხლი]
3) „სასმართლო ხარჯებით’’ ხდება ა) სახელმწიფოს მიერ გაწეული დანახარჯების ,აგრეთვე ბ) სამოქალაქო საქმეებზე მართმსაჯულების განხორციელებისას განცდილი ფინანსური დანაკარგების
ანაზღაურება.
„სახელმწიფოს მიერ გაწეულ
დანახარჯებში’’ იგულისხმება:
a.
სასამართლოს
მუშაკთათვის მისაცემი ხელფასები
b.
სასამართლოს შენობის
და ინვენტარის ცვეთის ხარჯი
c.
საკანცელარიო ხარჯი
d.
მოწმეების დაბარების
ხარჯი
e.
თარჯიმნებისთვის,ექსპერტებისთვის,სპეციალისტებისთვის
გადასახდელი თანხები
ხ
·
„ფიზიკურ პირთა’’
ერთი კტეგორიისტვის დაწესებულია შეღავათები
·
სასამართლოს შეუძლია
„ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობა’’
გაითვალისწინოს და ა) გაანთავისუფლოს იგი
„სასამართლო ხარჯისაგან’’ან ბ)შეუმციროს მისი
ოდენობა ,ან გ)გადაუვადოს მისი გადახდა[!]
ხ
·
„შეღავათები’’
შეეხება,როგორც „მოსარჩელე’’,ისე „მოპასუხე’’ ფიზიკურ პირებს ,რომლებიც
მონაწილეობენ „სოციალურად უმნიშვნელოვანეს საქმეებში’’[საქმეთა ეს კატეგორია
განსაზღვრულია სსსკ--ს 46-ე მუხლით და „ბაჟის კანონის’’ მე-5 მუხლით]
ხ
·
სსსკ-ის 37-ე მუხლის
თანახმად „საპროცესო ხარჯები’’
შედგება ა)“სასამართლო ხარჯისგან’’ და ბ) „სასამართლოსგარეშე ხარჯებისგან“
ხ
·
„სასამართლო
ხარჯები’’ თავის მხრივ შედგება ა)“სახელმწიფო
ბაჟისგან’’ და ბ)“საქმის განხილვასთან
დაკავშირებული ხარჯებისგან’’
[მაგ
„სასამართლოს გარეშე ხარჯებს’’ წარმოადგენს : ა)ადვოკატისთვის გადასახდელი
და ბ)“დაკარგული ხელფასი’’[განაცდური] ,გ)მტკიცებულებათა მოსაპოვებლად
გაწეული ხარჯები,დ)აგრეთვე „სხვა აუცილებელი ხარჯები“]
ხ
„სახელმწიფო ბაჟი“
·
„სახელმწიფო ბაჟი’’
არის არის შენატანი ,რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები |“სახელმწიფოს
მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების
შესრულებისა“ და „სათანადო საბუთების[დოკუმენტების]“ გაცემისათვის.
·
„სახელმწიფო ბაჟი’’
მხარეებს შეაქვთ „საქარტველოს უმაღლესი იუსტიციის საბჭოს’’ „საერთო სასამართლოების
დეპარტამენტის ’’ სადეპოზიტო ანგარიშზე[იხ. სსსკ-ის 52-ე მუხლი]
ხ
·
„სახელმწიფო ბაჟის’’
გადახდევინების მიზანია სახელმწიფოსათვის იმ ხარჯების და საბიუჯეტო დანახარჯების
ანაზღაურება ,რომლებიც გამოიყოფა სასამართლოთა შენახვაზე.
·
საბოლოო ჯამში
„სახელმწიფო ბაჟის’’ გადახდის ტვირთი აწევება „არაკეთილსინდისიერ მხარეს’’,ანუ
იმას ვინც წააგებს პროცესს.
·
ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი[პრევენტიული]
ფაქტორია ა) იმათთვის ,ვინც დაუსაბუთებლად[უსაფუძვლოდ] მიმართავს
სასამართლოს ,ასევე ბ)მოვალეთათვის ,რომელთაც სტიმულს აძლევს ,რომ ნებაყოფლობით
შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები უფლებამოსილი სუბიექტების წინაშე.
მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება
1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
·
ამრიგად,
„სახელმწიფო ბაჟის’’ გადახდევინება
„საკომპენსაციო’’ და „პრევენციული’’ მიზნებით ხდება.
ხ
·
„სახელმწიფო ბაჟის’’
ოდენობა და მისი გამოთვლის წესი დადგენილია „საპროცესო კოდექსით’’ და „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ’’ კანონით
·
„სახელმწიფო ბაჟის’’
ოდენობა და მისი გამოთვლის წესი დამოკიდებულია ა)სარჩელის [ან განცხადების]
ხასიათზე და ბ)სარჩელის ფასზე [დავის საგნის ღირებულებაზე ანუ „მოთხოვნის’’ ღირებულებაზე]
ხ
“საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები’’
·
“საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები’’ ესაა ფულადი რომელიც კონკრეტული საქმის გახილვის
დროს მისაცემია გასამრჯელოდ იმ პირთათვის,რომლებიც ეხმარებიან სასამართლოს
მართლმსაჯულების განხორციელებაში. ესენი არიან:
a.
ექსპერტები
b.
მოწმეები
c.
სპეციალისტები
d.
თარჯიმანი
e.
ადვოკატი,რომელსაც
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადეს
·
“საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები’’ ეასა ასევე,სასამართლოსთვისიმ ხარჯების ასანაზღაურებელი ფულადი
თანხები,რომლებიც სასამართლომ გასწია კანონით გათვალისწინებული „საპროცესო
მოქმედებების’’ ჩატარების დროს [იხ. სსსკ-ის 44-ე მუხლი]
მუხლი 44. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
+
საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
გ1 ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;
დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;
ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები ;
ზ ) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
·
“საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების’’ ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული საქმის განხილვის და გადაწყვეტის დროს
„ფაქტობრივად გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე’’
·
“საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების’’ გაანგარიშების წესი და ოდენობა
გამისაზღვრება „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს’’ გადაწყვეტილებით.
2. „სახელმწიფო ბაჟი’’ [„ვრცლად’’]
·
„სახელმწიფო ბაჟის’’
გადახდა ხდება „სახელმწიფო ბაჟის
შესახებ’’ კანონით დადგენილი ოდენობით და
წესით :
a.
სარჩელებზე[
როგორც „პირვანდელ’’
,ისე „შეგებებულ’’
სარჩელზე ასევე „დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის
მქონე მე-3 პირის ‘’ სარჩელზე]
b.
„მიღების
მოთხოვნით’’ შეტანილ განცხადებაზე
c.
„უდავო საქმეთა
წარმოების აღძვრის შესახებ“ განცხადებაზე
d.
სააპელაციო
საჩივარზე
e.
საკასაციო საჩივარზე
f.
კერძო საჩივარზე
g.
განცხადებაზე „სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ“
h.
განცხადებაზე „საქმის
წარმოების განახლების შესახებ“ და სხვა.
ხ
·
„სახელმწიფო ბაჟის’’
ორ სახეს განასხვავებენ - ა)მარტივს და ბ)პროპორციულს
·
„მარტივი ბაჟი’’
გადაიხდევინება მყარად განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით[ლარებსა და თეთრებში]
·
ხოლო „პროპორციული
ბაჟი’’ გამოითვლება პროცენტულად და მისი
ოდენობა დამოკიდებულია სადავო თანხაზე,უფრო ზუსტად სარჩელის თუ საჩივრის[კერძო საჩივრის] „ფასზე’’ ,ანუ
„დავის საგნის’’ ღირებულებაზე.
ხ
·
ამრიგად,სასარჩელო
მოოთხოვნების, ანუ სარჩელის
ფასის ოდენობისდა მიხედვით განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც .
·
„სარჩელის ფასში’’
იგულისხმება მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის ფულადი გამოხატულება[შეგებებული
სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის ქონებრივი ინტერესის ფულადი გამოხატულება]
ხ
·
დავის საგნის
ღირებულების[ ანუ „სარჩელის ფასის’’] განსაზღვრის წესს კანონი მხოლოდ „ქონებრივი
დავებისთვის“ ითვალისწინებს
ხ
·
„ქონებრივ
მოთხოვნებში’’ „სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობა დამოკიდებულია „სარჩელის ფასზე’’[კონკრეტულ
ფულად თანხაზე]
·
ქონებრივ დავებში
„სარჩელის ფასი’’ [დავის საგნის ფასი,ანუ „მოთხოვნის’’ ფასი] ორი წესით
განისაზღვრება;
1) „სარჩელის ფასი’’ მოსარჩელეს მიერ „მოთხოვნილი
თანხის’’ ან „გასხვისებული ქონების ღირებულების’’ ადეკვატურია[ანუ თითქმის იგივეა],ეს
ის შემთხვევა როცა საქმეეხება „ერთჯერად
გადახდის’’ მოთხოვნას [!]
2) დგინდება „პირობითი თანახა’’- ანუ „განსაზღვრულ
პერიოდში გადასახსელი თანხის ერთობლიობა’’ და ის გამოიყენება“ პერიოდული
გადასახდლის’’ მოთხოვნათა განსაზღვრისათვის
·
სსსკ-ის 41-ე მუხლის
თანახმად „დავის საგნის ფასი’’
[ანუ„სარჩელის ფასი’’] განისაზღვრება შემდეგნაირად
მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:
ა) „ფულის გადახდევინების შესახებ“ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;
ბ) „ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ“ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;
გ) „ალიმენტის გადახდევინების შესახებ“ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
დ) „ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ“ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ე) „უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ“ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ვ) „გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ“ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;
ზ) „ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ“ სარჩელისა – დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
თ) „გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ’’ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ი) „უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ“ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;
კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
2. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის
საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
·
ამრიგად,სასამართლოში
სარჩელის შეტანისას მოსარჩელემ
უნდა მიუთითოს სარჩელის ფასი ფულად
გამოხატულებაში „გადასახდელი ფულადი თანხის ოდენობიდან“ ან „სადავო ქონების
ღირებულებიდან გამომდინარე’’
·
„ფულის გადახდევინების შესახებ“ სარჩელებში
„სარჩელის ფასი’’ განისაზღვრება „გადასახდელი თანხით’’
·
ხოლო „ქონების გადაცემის შესახებ’’ სარჩელებში -„ამ
ქონების საბაზრო ღირებულებით’’.
ხ
·
რაც შეეეხება
უშუალოს „სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობას ,იგი,როგორც ითქვა, დამოკიდებყლია „დავის
საგნის ღირებულებაზე’’ და შეადგენს სსსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ ოდენობას. იხ. მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
·
ამასთან,ამ
კანონით განსაზღვრულია ის „მყარი თანხა’’
რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ,ან რაზეც ნაკლები არ უნდა იყოს
„სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობა,“რა ფასიც არ უნდა ჰქონდეს სარჩელს“
ხ
რა
შემთხვევებში ხდება „სახელმწიფო ბაჟის“
გადახდა ?
·
სასამართლოს მიერ
თავდაპირველი მოსრჩელის „სათანადო
მოსარჩელით“ შეცვლის დროს,ეს უკანასკნელი იხდის „ბაჟს’’ „საერთო საფუძველზე’’
ხ
·
საქმიდან „თავდაპირველი
მოსარჩელის’’ საქმიდან გასვლის და „უფლებამონაცვლით’’ მისი შეცვლის შემთხვევაში
,ბაჟს იხდის „უფლებამონაცვლე’’,თუ ის გადახდილი არ იყო „თავდაპირველი მოსარჩელეს’’ მიერ
ხ
·
როცა მოსამართლე
ცალკე წარმოებად გამოყოფს გაერთიანებული სასარჩელო მოთხოვნებიდან ერთ ან
რამოდენიმე მოთხოვნას,სარჩელის დროს გადახდილი ბაჟი ხელმეორედ აღარ გადაიანგარიშება
და არ დაბრუნდება.ცალკე გამოყოფილი საქმის წარმოებისთვი ბაჟი აღარ გადაიხდევინება
ხელმეორედ.
ხ
·
როგორც ცნობილია
„სარჩელის განიხილველად დატოვების’’შემთხვევაში.“განუხილველად დატოვებული
სარჩელი’’ წარდგენილ უნდა იქნეს ხელმეორედ.ამიტომ „ხელმეორედ წარდგენილ იმ სარჩელზე,რომელიც განუხილველად დარჩა’’ბაჟი
გადაიხდევინება ხელმეორედ საერთო საფუძველზე[ამასთან მხედველობაში მიიღება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი
მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას
საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას,
თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ
იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის დავის წინასწარი გადაწყვეტის დადგენილ
წესს.
·
ამიტომ ,როცა
„სარჩელის განიხილველად დატოვებასთან’’ დაკავშირებით „ბაჟი’’ ექვემდებარებოდა
დაბრუმებას,მაგრამ არ იყო დაბრუნებული,ხელმეორედ წარდგენილ სარჩელს შეიძლება
დაერთოს ბაჟის გადახდის შესახებ თავდაპირველი დოკუმენტი.ამასთან არ აქვს
მნიშვნელობა რა ვადა გავიდა ბიუჯეტში ბაჟის ჩარიცხვიდან
ხ
·
„სახელმწიფო ბაჟის
შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის 1 ნაწილი განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის’’
გადახდის წესს
მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
1.
სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში.
·
ბანკის ქვითარი
ფულის მიღების [ბაჟის გადახდის] შესახებ დაერთვება სასამართლოში შეტანილ სასარჩელო
განცხადებას ან შესაბამის განცხადებასა თუ საჩივარს.
ხ
„სახელმწიფო
ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:
ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას;
ხ
·
„არაქონებრივ
სამართლებრივ დავებში’’ სსსკ-ის 39-ე მუხლის „თ’’ პუნქტი განსაზღვრაბს მხოლოდ
„სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობას
·
მაგრამ შესაძლოა „არაქონებრივ დავასთან’’ ერთად განიხილებოდეს მისგან წარმოშობილი „ქონებრივი დავა’’,ასეთ „შერეულ’’
შემთხვევაში „დავის საგნის ღირებულება’’ განისაზღვრება „უფრო მაღალი
ღირებულების მოთხოვნით’’[!]
·
ასეთ „შერეულ
დავებს“ შეიძლება ადგილი ჰქონდეს
„საქორწინო-საოჯახო’’ დავების დროს ,როცა განქორწინების საქმესთან ერტად
განხილება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის საკითხი.
ხ
·
ყურადღება მივაქციოთ
კანონის დებულებას რომ „არაქონებრივ დავასთან ‘’ ერთად უნდა განიხილებოდეს მისგან
წარმოშობილი „ქონებრივი დავა’’
·
ამიტომ,არასწორი
იქნება თუ ასეთად ჩავთვლით „მორალური ზიანის ანაზრაურების’’ მოთხოვნას,როცა მხარე
მოითხოვს „მორალური ზიანის ანაზღაურებას’’,რასაც საფუძვლად უდევს „არაქონებრივი
უფლებების“ დარღვევის ფაქტი.
·
რადგან,ასეთ დროს
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ,რომ „მორალური ზიანი’’ „არაქონებრივ ზიანადაა’’
აღიარებული[მიუხედავად იმისა,რომ მისი კომპენსაცია ხდება ფულადი [ანუ ქონებრივი]
ფორმით]
·
მორალური ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა უნდა განვიხილოთ „არაქონებრივი დავა’’
·
ამიტომ „მორალური ზიანის ანაზღაურების’’ საქმეებში
„სარჩელის ფას’’ არ შეიძლება განისაზღვრებოდეს
„მოთხოვნილი თანხით’’,ან „სხვა
მატერიალური საგნის ღირებულებით’’,რომლითაც
უნდა ანაზღაურდეს მორალური ზიანი
ხ
·
„ქონებრივ დავებში’’
„სარჩელის ფასს’’ მიუთიტებს მოსარჩელე
·
თუ მოსარჩელეს მიე
მითითებული „დავის საგნის ღირებულება’’ ,აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების
რეალურ ღირებულებას ,მაშინ „დავის საგნის ფასს’’ განსაზღვრავს მოსამარტლე,სადავო
ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით[!]
ხ
·
თუ ერთ სარჩელში
რამდენიმე სხვადასხვა დამოუკიდებელი ქონებრივი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული,მაშინ
სარჩელის ფასი განისაზღვრება ყველა მოთხოვნის საერთო თანხით,ანუ ეს მოტხოვნები
უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს „სადავო საგნის ღირებულება’’[ანუ
სარჩელის ფასი]
ხ
·
„სადავო საგნის
შეფასებისას’’ მხედველობაში მიიღება სარჩელის შეტანის დროს არსებული ფასები,ხოლო
გადაწყვეტილების გასაჩივრების დროს კი -საჩივრის შეტანის დროისთვის არსებული ფასები.
ხ
·
სარჩელის აღძვრის
მომენტში „სადავო საგნის ღირებულების’’ ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის
შემთხვევაში მოსამართლე „სახელმწიფო ბაჟის’’ ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს
„სარჩელის სავარაუდო ფასიდან’’ გამომდინარე
·
თუ სასამართლოს მიერ
გადაყვეტილების გამოტანამდე „სარჩელის ფასი ‘’ გაიზრდება ,ბაჟი გამოითვლება
„სარჩელის გაზრდილი ფასიდან’’ გამომდინარე.
·
ამიტომაა მითიტებული
სსსკ-ის 42-ე მუხლში,რომ სარჩელის ფასის
წინასწარი განსაზღვრის შემდეგ,თუ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ზედმეტად
არის გადახდილი,იგი უნდა დაბრუნდეს უკან,ხოლო თუ სასარჩელო მოთხოვნა [„სარჩელის
ფასი’’] იზრდება უნდა მოხდეს დამატებითი გადახდევინება.[ანუ ბაჟის შევსება]
სარჩელის გადიდებული ფასის შესაბამისად;
მუხლი 42. დავის საგნის ფასის წინასწარ განსაზღვრა
თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება „დამატებით გადახდევინება“ ან „ზედმეტად გადახდილის“ უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ხ
·
გადახდილი
„სახელმწიფო ბაჟი’’,როგორც წესი, უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
·
„სახელმწიფო ბაჟის
შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლი,მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ითვალისწინებს
გადახდილი ბაჟის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას.
·
ბაჟი არ ბრუნდება სარჩელის
მიღებაზე უარის თქმის შემტხვევაში[!]
·
თუ „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის ანალიზს მოვახდენთ დავინახავთ,რომ „საქმის წარმოების შეწყვეტისას“
,ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას,როცა
საქმე შეწყვეტილია სასამართლოსადმი საქმის უწყებრივად არაქვემდებარეობის
საფუძვლით,
·
ხოლო „სარჩელის განუხილველად დატოვებისას“
ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას მთლიანად ,ან ნაწილობრივ,როცა სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო
პირმა ,ხოლო სასამართლოს არ მიაჩნია
მიზანშეწონილად დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი.
ხ
·
გარდა „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლისა ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას სსსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ,კერძოდ „ზედმეტად გადახდილი’’ ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას,“თუ სარჩელის
სავარაუდო ფასის[რომლიდანაც გადახდილ იქნა ბაჟი] დაზუსტების შემდეგ ,სარჩელის
საერტო თანხა შემცირდა’’
·
სახელმწიფო ბაჟი
მთლიანად უნდა დაბრუნდეს ,როცა სახეზეა სსსკ-ის
831-ე მუხლის შემტხვევა
·
ბაჟის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევებს
ითვალისწინებენ სხვა საპროცესო კოდექსის მუხლებიც.
ხ
·
დასაბრუნებელი
სახელმწიფო ბაჟი გაცემული უნდა იქნეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე „შესაბამისი
ბიუჯეტიდან’’ ან „საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
სადეპოზიტო ანგარიშიდან’’
·
თანხა გაიცემა იმ
დღიდან ერთი თვის განმავლობაში ,როდესაც სასამართლოს მიერ მიღებულია [გამოტანილია]
გადაწყვეტილება [იგულისხმება განჩინება] ბაჟის დაბრუნების შესახებ.
·
შესაბამის ორგანოში
შეტანილ ბაჟის დაბრუნების თაობაზე
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სასამართლოს შესაბამისი განჩინება და მის
საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცელი.
ხხ
„საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
[ვრცლად]
·
სსსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად “საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია’’:
მუხლი 44. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
+
საქმის
განხილვასთან
დაკავშირებული
ხარჯებია:
ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
გ1 ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;
დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;
ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები ;
ზ ) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
·
ეს არის “საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების’’
ამომწურავი ჩამონათვალი
·
ყველა სხვა
ხარჯი,რომელიც არ არის მითითებული ამ ჩამონათვალში და გაწეულია სასამართლოს მიერ
საქმის განხილვის ან გადაწყვეტილების აღსრულების დროს არ განეკუთვნება „სასამართლო
ხარჯებს’’
ხ
·
სსსკ-ის 44-ე მუხლში
ჩამოთვლილი ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას ექვემდებარება.
ხ
·
კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში “საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები’’
შეიძლება ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ,
·
სსსკ-ის 51-ე მუხლით
დადგენილია,რომ „მოპასუხის ან მოვალის
მოძებნა“ ,როცა ეს კანონითაა დადგენილი წარმოებს ჯერ
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შემდეგ კი გადახდება შესაბამისად მოპასუხეს-სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო
გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ,ხოლო მოვალეს -სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების დროს
·
მოვალეს გადახდება „სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები’’[სსსკ-ის
51-ე მუხ.]
·
ამრიგად,მოპასუხის
და მოვალის მოძებნის ხარჯებს თავდაპირველად გაიღებს სახელმწიფო.შემდგომში
„მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სრული მოცულობით ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება’’ ,აგრეთვე „სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება’’,სასამართლო განჩინების
გამოტანის საფუძველია,რომლითაც „სასამართლო ხარჯები’’ გადახდება
მოპასუხეს[მოვალეს] სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,შინაგან საქმეთა ორგანოების
სარჩელის საფუძველზე.[!] [სამახსოვრო]
მუხლი 51. მოპასუხისა და მოვალის მოძებნა
+
მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს – გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ხ
·
ზოგჯერ მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან “საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების’’
გადახდისგან
·
მაგ. „საერთო
სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად „თარჯიმნის
მომსახურების ხარჯებს’’ სახელმწიფო გაიღებს[!]
ხ
·
სსსკ-ის 52-ე მუხლის
თანახმად „სასამართლო ხარჯები’’[ანუ ა) სახელმწიფო ბაჟი და ბ)საქმის განხილვასთან
დაკავშირებული ხარჯები [კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა] წინასწარ შეაქვს შესაბამისი საპროცესო
მოქმედებების შესრულების მომთხოვნ მხარეს
·
თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება , მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად
მუხლი 52. მხარის მიერ სასამართლო ხარჯების წინასწარ შეტანა
სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა , წინასწარ შეაქვს მხარეს , რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა . თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება , მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად
ხ
·
სსსკ-ის 45-ე მუხლით
მოწესრიგებულია: მოწმეების,ექსპერტების,
სპეციალისტების,თარჯიმნების
და ა.შ. ხარჯების ანაზღაურების საკითხები
·
კერძოდ,მათ აქვთ
„სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების უფლება’’
·
ამ ნორმის მიზანია
ამ კატეგორიის სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვა
·
„სასამართლოში
გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯებში’’ იგულისხმება:
a.
მგზავრობის
b.
საცხოვრებელი
სადგომის დაქირავების
c.
დღიური
თანხის[კვების]
ხარჯების
ანაზღაურების უფლება.
ხ
·
„სასამართლოში
გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების’’ გარდა კერძო სპეციალურ საექსპერტო
დაწესებულებებს[ე.წ. დამოუკიდებელ ექსპერტებს]
,ექსპერტტს,სპეციალისტს,თარჯიმანს
დამათებით აქვთ „გასამრჯელოს
მიღების უფლება’’ „სასამართლოს
დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის’’
დადებული შეთანხმების საფუძველზე
·
„სასამართლოს
დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის’’ ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას
მხედველოვბაში მიიღება:
a.
დრო [რომელიც მათ
უნდა მოანდომონ დავალების შესრულებას]
b.
მასალები[რომლებიც
მათდასჭირდებათ დავალების შესასრულებლად] და სხვა
·
„სასამართლოს
დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის’’ ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო[თანამდებობის
პირი],მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფების და ნორმების შესაბამისად;
ხ
·
ზოგადად,“სასამართლოში
გამოცხადება’’,როდესაც პირს იბარებენ კანონით სახელმწიფო[და საზოგადოებრივი]
ვალდებულების შესრულებად ითვლება.
·
როცა ეს ვალდებულება
სრულდება სამუშაო დროს,მაშინ სასამარტლოში დაბარებულ პირს გარანტირებული აქვს
სამუშაო ადგილის შენარცუნება და საშუალო ხელფასი სასამართლოში გამოცხადებასთან
დაკავშირებით დახარჯული მთელი დროის
განმავლობაში.
·
კანონით
დადგენილია,რომ მუშაკებს რომლებიც
„მოწმეებად’’ დაბარებულნი არიან სასამართლოში სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ
საშუალო ხელფასი
·
ხოლო
მოწმეებს,რომლებიც არ არიან „შრომით ურთიერთობაში’’,სამუშაოდან ან ჩვეულებრივი
საქმიანობიდან მოცდენისთვის ეძლევათ
გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური
ოდენობის გათვალისწინებით.
·
„სასამართლოს
დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის’’ გასამრჯელოს გადახდა აგრეთვე „სასამართლოში დაბარებულ“ მოწმეთათვის და ექქპერტთატვის სასამართლოში
გამოსაცხადებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება წარმოებს მოსამართლის განინების
საფუძველზე.
ხ
·
თუ „მხარე’’
განთავისუფლებული იყო ხარჯების გადახდისგან,მაშინ
ზემოთ ნახსენებ პირებს ანაზღაურება მიეცემათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ხ
·
თუ „ადგილზე
დათვალიერება’’ ხდება სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის ფარგლებს გარეთ ,ამ
ხარჯებს ანაზღაურებენ მხარეები:
მუხლი 50. ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება
თუ ადგილზე დათვალიერება ხდება ამ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის ფარგლებს გარეთ, სასამართლოს ან მოსამართლეს, რომელიც ასეთ დათვალიერებას აწარმოებს, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.
ხ
·
რაც შეეხება
„სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან
დაკავშირებულ ხარჯებს’’,ეს საკიტხი მოწესრიგებულია სპეციალური კანონით
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’[იხ. ამ კანონის 38-ე და 39-ე მუხლები]
ხ
·
ხოლო სასამარტლოს
დავალებით“ფაქტების
კონსტატაციის’’ მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მიერ დადგენილი საფასურის შესაბამისად,იმ პირის მიერ რომლის შუამდგომლობიტაც
გამოიტანა სასამართლომ განჩინება „ადგილლზე დატვალიერება შესახებ ფაქტების
კონსტატაციის მიზნით’’
ხ
·
ხოლო „ადგილლზე
დატვალიერება შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით’’ ხდება სასამართლოს
ინიციატივით ფაქტების
კონსტატაციის’’ მომსახურება ანაზღაურდება მხარეების მიერ თანაბრად.
ხ
·
დაბოლოს,“სასამართლო
ხარჯების’’ გადახდისგან „მხარე ‘’ შეიძლება საერთოდ განთავისუფლდეს.
Комментарии
Отправить комментарий