საპროცესო ვადის ცნება.სახეები,დენა[დაწყება,შეჩრება,განახლება,გაგრძელება,აღდგენა,დამთავრება,გაშვება]
„საპროცესო ვადის’’ ცნება [სსსკ-ს მუხ. 59-ე]
·
რა არის „საპროცესო ვადა’’ ?
·
„საროცესო
ვადა’’ არის დროის
გარკვეული მონაკვეთი რომლის განმავლობაში უნდა შესრულდეს ესა თუ ის
„საპროცესო მოქმედება’’[ცნება-საზეპიროდ]
ხ
·
“სამოქალაქო სამართალწარმოების’’[სამოქალაქო
საპროცესო სამართლის] მიზანია არა მარტო იმ პირთა უფლებების დაცვა,რომლებიც
სარჩელით [ან განცხადებით] მიმართავენ სასამართლოს ,არამედ მათი უფლებების „გონივრულ ვადებში დაცვა[!]
·
სსსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრულია ამ „გონივრული
ვადის ფარგლები;
·
ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არაუგვიენეს
2 თვისა,ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე
ეს ვადა შეიძლება გარძელდეს
არაუმეტეს
5 თვისა[!]
·
ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე კი 59-ე მუხლი
ითვალისწინებს უფრო მოკლე ვადებს[განცხადების მიღების
დღიდან არაუგვიენეს 1 თვისა]
მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა
+
1.
„საპროცესო მოქმედება’’ სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
2.
თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ „საპროცესო მოქმედების“ შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
3.
თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს
2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5
თვისა, გარდა ა)ალიმენტის გადახდევინების, ბ)დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან გ)მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, დ)შრომითი ურთიერთობებიდან, ე)„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვ)უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.
ხ
·
„საპროცესო ვადის’’
დანიშნულება- „საპროცესო ვადის’’ საშუალებით სასამართლო
ზემოქმედებას ახდენს მხარებზე,რათა მათ დანიშნულ[საპროცესო] ვადაში შეასრულონ ესა თუ ის „საპროცესო მოქმედება’’
·
მაგ. რომ არ იყოს დაწესებული კონკრეტული „გასაჩივრების ვადა’’ [რაც ერთ-ერთი
სახეა „საპროცესო ვადების’’] შეუძლებელი იქნებოდა სასამართლოს „გადაწყვეტილების’’
აღსრულება.[ცნობისათვის, „გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ „გადაწყვეტილება ‘’
შედის კანონიერ ძალაში და მოგებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მისი იძულებითი წესით
აღსრულება]
·
დაიმახსოვრე:
რომ არ იყოს განსაზღვრული დრო ,რომლის
განმავლობაში მოდავე მხარეებმა უნდა შეასრულონ ესა თუ ის „საპროცესო
მოქმედება’’-სამოქალაქო საქმის განხილვა ვერასოდეს დამთავრდებოდა[!], „უფლების
დაცვა’’ საერტოდ ვერ განხორციელდებოდა,სამართალწარმოებაში დამკვიდრდებოდა ქაოსი და
თვითნებობა,მარტლმსაჯულების განხორციელება იქნებოდა იმ მხარის ნება-სურვილზე
დამოკიდებული,რომლის ინტერესებშიც არ შედის საქმის დროული განხილვა და გადაწყვეტა[!]
ხ
„საპროცესო
ვადების ‘’ სახეები [!]
ა)“სუბიექტების’’
მიხედვით განსაზღვრული საპროცესო ვადები
·
იმის მიხედვით პროცესის მონაწილე რომელი
სუბიექტისთვისაა განსაზღვრული „საპროცესო ვადა’’ ერთმანეტისგან განასხვავებენ:
1) საპროცესო
ვადებს,რომლებიც „სასამართლოს საქმიანობისთვისაა’’ განსაზღვრული;
მაგ.
a. სამოქალაქო
საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს 2 თვეში,ხოლო განსაკუტრებიტ რთული საქმეები -5 თვეში[სსსკ-ის 59-ე
მუხ.]
b. მოსამართლე
ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღეში გამოიტანოს განჩინება სარჩელის წარმობში მიღება/არ მიღების
შესახებ[სსსკ-ის 186-ე მუხ]
c. დასაბუთებული
გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს შეუძლია 14 დღის განმავლობაში იმ დღიდან,როცა
დამტავრდა საქმის განხილვა[სსსკ-ის 257-ე მუხ]
და
2) საპროცესო
ვადებს,რომლებიც
ა)მოდავე მხარებისთვის ,ბ)საქმეში მონაწილე „სხვა პირებისტვის’’ გ)ზოგჯერ საქმეში არამონაწილე პირებისთვისაა განსაზღვრული,
მაგ:
a. სასამართლოს
მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულებები
ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა [რომლებტანაც ასეტი მტკიცებულებები ინახება]
,უნდა წარუდგინონ სასამართლოს მიერ
„დანიშნულ ვადაში’’[სსსკ-ის 155-ე მუხ.]
b. სასამართლოს
მიერ გამოთხოვილი წერილობიტი მტკიცებულებები ფიზიკურმა
და იურიდიულმა პირებმა [რომლებტანაც ასეტი მტკიცებულებები ინახება] ,უნდა
წარუდგინონ სასამართლოს მიერ „დანიშნულ ვადაში’’[სსსკ-ის 136-ე მუხ.]
შენიშვნა:
155-ე
და 136- მუხლებში აღნიშნული „ფიზიკური და
იურიდიული პირები’’ „არ არიან პროცესის მონაწილეები’’,მაგრამ ისინი ვალდებულნი
არიან შეასრულონ სასამართლოს მოტხოვნა ამავე სასამართლოს მიერ „დანიშნულ ვადაში’’
ბ)„კანონისმიერი’’ და „სასამართლოსმიერი ‘’ საპროცესო
ვადები
·
იმის მიხედვით თუ „ვის მიერაა’’ განსაზღვრული „საპროცესო [მოქმედების] ვადები’’
,ერთმანეთისგან გამოიყოფა „კანონისმიერი’’
და „სასამართლოსმიერი’’ საპროცესო
ვადები;
1) „კანონისმიერი საპროცესო[მოქმედების] ვადები’’
-კანონის მიერაა განსაზღვრული და „საპროცესო მოქმედება’’ აუცილებლად ამ ვადაში
უნდა შესრულდეს ,მაგ :
a. „კერძო
საჩივრის’’ შეტანა შეიძლება მხარისთვის განჩინების გადაცემიდან 12 დღის
განმავლობაში[სსსკ-ის 416-ე მუხ]
b. კანონით
ზოგჯერ გათვალისწინებულია „კერძო საჩივრის’’ შეტანის შემცირებული ვადაც[!]მაგ
.’სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ[ყადაღა] სასამართლო განჩინების გასაჩივრების
ვადა შეადგენს 5 დღეს [!][სსსკ-ის
194-ე მუხლის მე-3 ნაწ.]
c. კანონით
არის განსაზღვრული სააპელაციო[სსსკ-ის 369-ე] და საკასაციო[სსსკ-ის 397-ე]
საჩივრების შეტანის ვადები[!]
·
„კანონისმიერი საპროცესო[მოქმედების]
ვადებს’’ განეკუთვნება
ვადები,რომლებიც განისაზღვრება არა რაიმე თარიღზე მითითებით,არამედ იმ
გარემოებებზე მითითებით, რომლის დაგომა-მდე ან დადგომის-შემდეგ უნდა შესრულდეს „საპროცესო მოქმედება’’ მაგ:
a. მოპასუხეს
უფლება აქვს აღძრას შეგებებული სარჩელი საქმის “წინასწარი მომზადების დამთავრებამდე’’[სსსკ-ის 188-ე მუხ]
b. ამ
ვადის „გაშვების’’ შემდეგ მოპასუხეს უფლება აქვს აღძრას შეგებებული სარჩელი „სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე’’,თუ
სასამარტლო „საპატიოდ’’ მიიჩნევს ვადის გაშვებას’’[სსსკ-ის 188-ე მუხ. მე-2 ნაწ]
c. ექსპერტიზის
დანიშვნის შემთხვევაში სასამარტლოს შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა „ექსპერტიზის დამთავრებამდე’’[სსსკ-ის
281-ე მუხლის „ბ’’ პუნტი]
ხ
2) „სასამართლოსმიერი
საპროცესო[მოქმედების] ვადები’’- ესაა ვადები ,რომლებიც სასამართლოს მიერაა განსაზღვრული ;
·
ყურადღება:
სასამართლოს შეუძლია განსაზღვროს ამა თუ იმ „საპროცესო მოქმედების’’ შესრულების ვადა,მხოლოდ
იმ შემთხვევაში თუ ასეთი „ვადა’’ არაა დადგენილი კანონით[!],
მაგ:
a. სასამართლო
გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელს და „სხვა’’ საბუთების[მის წინააღმდეგ
მტკიცებულებების ] ასლებს და თავად „დაუნიშნავს
ვადას’’ ,რათა მოპასუხემ წერილობით შეადგინოს პასუხი სარჩელზე და მასში
დასმულ საკიტხებზე და წარუდგინოს სასამართლოს [სსსკ-ის 201-ე მუხ.]
b. იმ
შემთხვევაში ,თუ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ხარვეზიანია ,სასამარტლო „დაუნიშნავს ვადას’’ მოსარჩელეს სარჩელის ხარვეზის
გამოსასწორებლად[სსსკ-ის 185-ე მუხ.]
c. სასამართლო
საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს
დღეს ახალი სასამართლო სხდომისათვის [სსსკ-ის 216-ე მუხ. მე-2 ნაწ]
d.
საქმის განხილვის გადადების
შემთხვევაში სასამართლო დაავალებს
მხარეებს მის მიერ „დანიშნულ ვადაში’’
წარმოადგინონ „წერილობითი’’ და „ნივთიერი ‘’ მტკიცებულებები.
ხხხხხხხხხხხხხხხხ
„ საპროცესო ვადის’’ გამოთვლა
[სსსკ-ს მუხ. მე-60]
·
„საპროცესო მოქმედების’’ შესრულების ვადა შეიძლება
განისაზღვროს:
a. „ზუსტი[კონკრეტული] კალენდარული
თარიღით’’ [მაგ.თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გადაუდოს
მხარეს სასამართლო ხარჯების გადახდა,მაშინ სასამართლომ თავის „განინებაში’’ უნდა
მიუთითოს „ზუსტი კალენდარული თარიღი’’ როდემდეც მას გადაედო ფგადახდა [მაგ.2024
წლის 15 აპრილამდე]
b. „იმ გარემოებაზე
მითითებით,რომელიც უნდა დადგეს’’[მაგ.თუ
საქმის წარმოება შეჩერებულია იმის გამო,რომ ჯერ უნდა გადაწყდეს „სხვა
საქმე’’,რომელიც „სხვა სასამართლოში’’ განიხილება,მაშინ ამ საქმის წარმოება
შეიძლება განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ,რაც კანონიერ ძალაში შევა იმ „სხვა
სასამართლოს’’ გადაწყვეტილება
c. „დროის მონაკვეთით’’ [მაგ.
„განცხადების’’ შეტანა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო „საქმის განახლების
შესახებ’’ დაუშვებელია „სასამართლო გადაწყვეტილების’’ კანონიერ ძალაში შესვლიდან 5
წლის გგასვლის შემდეგ[!]
მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა
1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ა)ზუსტი კალენდარული თარიღით, ბ)იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან გ)დროის მონაკვეთით. [უკანასკნელ შემთხვევაში [საპროცესო]მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში].
ხ
·
სსსკ-ის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ,თუ როდიდან უნდა დაიწყოს „საპროცესო ვადის’’
გამოთვლა[ანუ ათვლა],რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს[!]
·
მაგ. „კერძო საჩივრის’’ შეტანის საპროცესო ვადა
არის 12 დღე [გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა],მაგრამ საიდან უნდა დაიწუოს ამ 12 დღის ათვლა ?
·
ამ 12 დღიანი ვადის დასაწისია მხარისთვის „განჩინების გადაცემის მომენტი’’,ხოლო
თუ ამ „განჩინების გამოცხადებას’’ სასამართლო დარბაზში ესწრებოდა „კერძო
საჩივრის’’ შეტანის უფლების მქონე პირი,მაშინ
ვადის დასაწყისია ,“გაჩინების
გამოცხადების მომენტი’’[
სსსკ-ის 416 მუხ.]
ხ
·
სსსკ-ის მე -60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
საპროცესო მოქმედების ვადის [მაგ. „კერძო საჩივრის’’ შეტანის 12 დღიანი ვადის ]
გამოთვლა[ანუ ათვლა] უნდა დაიწყოს მხარისთვის „განჩინების გადაცემის’’ ან
მხარისთვის ამ „განჩინების გამოცხადების’’ მომდევნო დღიდან[!]
·
მაგ. თუ მხარეს „განჩინება გადაეცა ‘’ 10 ნოემბერს
,მაშინ ამ „განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის’’ დენა დაიეყება 11
ნოემბრიდან და დამთავრდება 22 ნოემბერს[!]
·
ყურადღება: ამ წესით[ანუ მომდევნო დღიდან საპროცესო
ვადის ათვლის დაწყების წესით] უნდა მოხდეს საპროცესო ვადების გამოთვლა,როდესაც ეს
ვადები განისაზღვრება : წლეით,თვეებით,დღებით[!]
მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა
+
2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ხ
საპროცესო ვადის დამთავრება[სსსკ-ის 61-ე მუხ.]
·
ამა თუ იმ „საპროცესო მოქმედების’’ კანონით ან
სასამაღლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა იწვევს ამ საპროცესო მოქმედების მოგვიანებით შესრულების
უფლების დაკარგვას[!]
·
ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას
,საიდან იწყება ესა თუ ის „საპროცესო ვადა’’ და სად „მთავრდება’’ იგი.
·
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს
„წლობით’’ და „თვეობით’’ განსაზღვრული საპროცესო ვადების „დამთავრების ერთიან წესს]
· კერძოდ,“წლებით გამოსათვლელი
საპროცესო ვადა’’ „მთავრდება’’
ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში[!][ზეპირად]
მაგ. „განცხადება’’
სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და „ახლად აღმოჩენილი გარემოებების’’
გამო საქმის წარმოების განახლების სესახებ სასამართლოში
შეტანილი უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის
გასვლამდე.[სსსკ-ის 426-ე
მუხ.ნაწ. მე-4]
ეს
ნიშნავს შემდეგს,თუ „გადაწყვეტილება’’ კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 1
სექტემბერს,მაშინ 5 წლიანი
ვადის ათვლა მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაიწყება 2020 წლის 2
სექტემბერს და დასრულდება 2025 წლის 2
სექტემბერს
·
იგივე წესი მოქმედებს „თვეებით გამოსათვლელი’’ „საპროცესო
ვადების’’ მიმართაც
·
კერძოდ,„თვეებით
გამოსათვლელი’’ „საპროცესო ვადა’’ გასულად[დამთავრებულად] ჩაითვლება საპროცესო
ვადის უკანასკნელი
თვის შესაბამის რიცხვში[ზეპრად]
·
ხოლო თუ თვეებით გამოსათვლელ’’ „საპროცესო ვადას’’ „სათანადო რიცხვი’’ არ აქვს[!], მაშინ ვადა
დამთავრებულად ჩაითვლება უკანასკნელი თვის უკანასკნელ რიცხვში[!]
მაგ.1:
·
სასამართლო გადაწყვეტილების „საკასაციო წესით’’
გასაჩივრების საპროცესო ვადა არის 1
თვე[!]
·
ამ ვადის ათვლა იწყება მხარისატვის „გდაწყვეტილების
გადაცემის მომენტიდან’’
·
თუ მხარეს „გადაწყვეტილება’’ გადაეცა 10 მაისს
,მაშინ მისი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა მთავრდება 11 ივნისს[იხ. მე-60 მუხლის მე-2 ნაწ]
მაგ.2.
·
„გადაწყვეტილების’’ ბათილად ცნობის შემდეგ საქმის განახლების
შესახებ „განცხადების’’ შეტანის ერთთვიანი ვადა იწყება
„გადაწყვეტილების’’ მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.
·
დ თუ ვადის ათვლა დაიწყო 30 იანვარს ,მაშინ საქმის განახლების შესახებ „განცხადების’’ შეტანის ერთთვიანი ვადა „გასულად ჩაიტვლება’’ 28 თებერვალს[რადგან ამ
ტვეს შესაბამისი რიცხვი არ აქვს]
ხ
·
ყურადღება:
„საპროცესო მოქმედების’’ შესრულების ვადა
„გასულად ჩაითვლება’’ ვადის
ბოლო დღის 24:00 საათის შემდეგ[!];
·
ეს იმას ნიშნავს ,რომ თუ „საპროცესო მოქმედება ‘’
შესრულდება ვადის ბოლო დღის 24 საათამდე ,მაშინ „საპროცესო მოქმედება’’ მის
„საპროცესო ვადაში’’ შესრულებულად ითვლება[!]
მაგ.3
·
თუ „სააპელაციო საჩივარი’’ ჩაბარდა ფოსტას ვადის
უკანასკნელი დღის 24 საათზე.“სააპელაციო საჩივარი’’ ჩაითვლება სასამართლოში
საპროცესო ვადაში „შეტანილად’’
ხ
·
საპროცესო ვადის დენა განუწყვეტლივ მიმდინარეობს[!]
·
ეს იმას ნიშნავს ,რომ „საპროცესო ვადიდან’’
არასამუშაო და სადღესასწაულო უქმე დღეების გამოკლება არ ხდება[!]
·
თუ „საპროცესო ვადა’’ იწყება
არასამუშაო დღეს,ვადის დენაც ამ დღიდან იწყება
·
მაგრამ თუ ვადა გადის[მთავრდება] არასამუშაო დღეს
,მაშინ ვადის დამთავრების დღედ ითვლება ამ
არასამუშაო[თუ სადღესასწაულო] დღის მომდევნო სამუშაო დღე[!]
მაგ 4
თუ „საპროცესო მოქმედების’’ შესრულების „საპროცესო ვადა’’ გადის 2024
წლის 7 აპრილს,რომელიც არის არასამუშაო დღე- კვირა,მაშინ „საპროცესო ვადის
დამთავრების დღედ’’ ჩაითვლება არა 7 აპრილი,არამედ მისი მომდევნო სამუშაო დღე-8
აპრილი[ორშაბათი]
მუხლი 61. საპროცესო ვადის დამთავრება
+
1. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.
2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
„საპროცესო ვადის ‘’ შეჩერება[სსსკ-ის 62-ე მუხ.]
·
„საპროცესო ვადის’’ შეჩერაბა დაკავშირებულია „საქმის წარმოების’’[სამოქალაქო
პროცესის] შეჩერებასთან
·
თუ შეჩერდება „საქმის წარმოება’’,შეჩერდება
„საპროცესო ვადის’’ დენაც
·
„საქმის წარმოების ‘’ შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ
კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით[!]
·
მაგ. „საქმის წარმოების ‘’ შეჩერების საფუძველია
სსსკ-ის 279-ე მუხლის „გ’’ პუნტი
·
თუ ამ მუხლის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა
„განჩინება’’ და სეაჩერა „საქმის წარმოება’’,მაშინ შეჩერდება „დაუმთავრებელი
საპროცესო ვადის’’ დენაც
·
ყურადღება:
„საპროცესო ვადის დენა’’ შეჩერდება არა იმ დღიდან ,როდესაც სასამართლომ გამოიტანა
„განჩინება’’ „საქმის წარმოების შეჩერების შესახებ’’,არამედ „იმ დღიდან ,როდესაც
წარმოიშვა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი’’[!]
მუხლი 62. საპროცესო ვადის შეჩერება
ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. [საპროცესო]ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.
·
როდის
განახლდება შეჩერებული „საპროცესო ვადების’’ დენა ?
·
„საპროცესო ვადის’’ დენა კვლავ გაგრძელდება მას
შემდეგ,რაც შეიცვლება ან აღდგება „გარემოება’’,რომელიც საფუძვლად დაედო „წარმოების
შეჩერებას’’
·
მაგ. „სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საქმის
წარმოება’’იმის გამო,რომ ერთ-რთი მხარე გაემგზავრა ხანგრძლივი სამსახურებრივი მივლინებით;როგორც კი ეს მხარე
დაბრუნდება მივლინებიდან ,“საქმის წარმოება’’ განახლდება სასამართლოს
განჩინებით და „საპროცესო ვადის დენაც’’
გაგრძელდება.
·
ასევე ,თუ „საქმის წარმოება’’ შეჩერდა იმის გამო
,რომ დაინიშნა ექსპერტიზა ან მხარე იმყოფება შეიარაღებული ძალების მოქმედ
ნაწილში,მაშინ საპროცესო ვადის დენა გაგეძელდება,როგორც კი მიღებული იქნება
ექსპერტიზის დასკვნა ან მოპასუხე დაბრუნდება შეიარაღებული ძალების მოქმედი
ნაწილიდან[!] მაგრამ აქაც,ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ,რომ სასამართლომ
გამოიტანოს განჩინება „შეჩერებული საქმის წარმოების ‘’ „განახლების შესახებ’’.
სწორედ ,ამ განჩინების გამოტანის დღიდან განახლდება შეჩერებული „საპროცესო ვადის’’
დენა.
მუხლი 62. საპროცესო ვადის შეჩერება
ყველა დაუმთავრებელი
საპროცესო
ვადა
შეჩერდება
საქმის
წარმოების
შეჩერებით.
[საპროცესო]ვადების
შეჩერება
დაიწყება
იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც
საფუძვლად
დაედო
წარმოების
შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.
ხ
·
ამრიგად,
ა) „საპროცესო
ვადის’’ დენა შეჩერდება იმ დროიდან,როდესაც
წარმოიშვა „საქმის წარმოების ‘’ შეჩერების საფუძველი[და არა
„საქმის წარმოების ‘’ შეჩერების შესახებ სასამართლოს გაჩინების მიღებიდან]
ბ)“საპროცესო ვადის
დენა’’ განახლდება არა იმ დროიდან როცა აღარ არსებობს ის საფუძველი
,რომლის გამოც „შეჩერდა საქმის წარმოება’’,არამედ იმ
დროიდან,როდესაც სასამართლო მიიღებს განჩინებას „სამოქალაქო საქმის წარმოების ‘’
განახლების შესახებ[!]
ხ
„საპროცესო ვადის გაგრძელება’’[სსსკ-ის 63-ე მუხ.]
·
„კანონით დადგენილი’’ ან „სასამართლოს მიერ
დადგენილი’’ „საპროცესო ვადის’’ გასვლის შემდეგ „საპროცესო მოქმედების’’
შესრულების უფლება ისპობა;
·
კანონი უშვებს „საპროცესო ვადის’’
გარძელების შესაძლებლობას[!]
ხ
·
„სასამართლოს
მიერ დანიშნული ვადის
გაგრძელება დასაშვებია’’[!] , ა) „დაინტერესებული მხარის თხოვნით’’ ან ბ) „სასამართლოს ინიციატივით’’
ხ
·
მხარის წერილობით შუამდგომლობაში[თხოვნაში]
„საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ’’ – „დასაბუთებულ’’ უნდა იყოს[!][ანუ მითითებული უნდა იყოს „მიზეზი’’,რის გამოც კონრეტული „საპროცესო
მოქმედების’’ შესრულება ვერ ხერხდება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში]
·
„საპროცესო ვადის’’ „გაგრძელების ან არგაგრძელების
თაობაზე’’ სასამართლოს გამოაქვს განჩინება[!]
·
თუ სასამართლოს ასეთი „განჩინება’’ არ
არსებობს „საპროცესო ვადა’’ არ შეიძლება ჩაითვალოს გაგრძელებულად[!]
ხ
·
„სასამართლო განჩინებაზე ვადის გაგრზელების შესახებ
ან გარძელებაზე უარის თქმის შესახებ ’’ – „კერძო
საჩივრის’’ შეტანა არ შეიძლება[!]
მუხლი 64. საპროცესო ვადის გაგრძელება
სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
„საპროცესო ვადის აღდგენა’’ [სსსკ-ის მუხ.65-ე ]
·
თუ „საპროცესო ვადა’’ „კანონითაა დადგენილი,მაშინ
შესაძლებელია მისი „აღდგენა’’[გარდა
კანონით პირდაპირ აკრძალული შემთხვევებისა[!]]
·
„კანონით დადგენილი საპროცესო ვადის’’
აღდგენა,შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში ,როდესაც სასამართლო „ცნობს’’,რომ
„საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გაშვებულ საპროცესო ვადაში გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით[სსსკ-ის 65-ე
მუხ]
მუხლი 65. საპროცესო ვადის აღდგენა
+
საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ
კოდექსის 215-ე მუხლის მე-3
ნაწილში მითითებული გარემოებები.
·
ყურადღება: გაშვებული „კანონისმიერი საპროცესო
ვადის’’ აღდგენა სასამართლოს ინიციატივით
დაუშვებელია.
·
„კანონისმიერი საპროცესო ვადის’’ აღდგენის შესახებ
სასამართლოს შეიძლება[უფლება აქვთ] მიმართონ მხარეებმა[!]
·
„განცხადება’’ „კანონისმიერი საპროცესო ვადის’’
აღდგენის შესახებ სასამართლოს წარედგინება „წერილობითი ფორმით’’,რომელშიც მითითებული უნდა იყოს „მიზეზი’’,რის გამოც კონრეტული „საპროცესო
მოქმედების’’ შესრულება ვერ ხერხდება კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში[!]
·
„საპროცესო ვადის’’ გაშვების საპატიო მიზეზის დამტკიცების ტვირთი[მოვალეობა]
,მთლიანად ეკისრება განმცხადებელს[!],ე.ი. იმ
პირს,რომელმა მოითხოვა გაშვებული
„კანონისმიერი საპროცესო ვადის’’ აღდგენა
მუხლი 67. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების ფორმა და შინაარსი
განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაზე შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ხ
·
ყურადღება: გაშვებული „კანონისმიერი საპროცესო ვადის’’
აღდგენის შემთხვევაში სასამართლო არ ნიშნავს[!] „ახალ ვადას’’ საპროცესო
მოქმედების შესრულებისთვის;
·
სწორედ ამიტომ,“კანონისმიერი საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ’’
„განცხადებასთან ერთად’’[როცა ეს
ვადა გაშვებულია],მხარეს
ევალება შეასრულოს ეს „საპროცესო მოქმედება’’[!]
·
ეს იმას ნიშნავს,რომ სასამართლო ვერ განიხილავს
„განცხადებას’’ კანონისმიერი
საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ’’,თუ ამ განცხადებასთან ერთად „არ
სრულდება’’ შესაბამისი საპროცესო მოქმედება[!]
ხ
·
„გადაცილებული[გაშვებული] კანონისმიერი საპროცესო ვადის’’ აღდგენაზე უარის თქმის
შესახებ’’- სასამართლოს განჩინებაზე,შესაძლებელია „კერძო საჩივრის’’ შეტანა[!]
მუხლი 68. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვა
1. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს სასამართლო მხარეთათვის შეუტყობინებლად.
2. გადაცილებული საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ხ
მუხლი
69. საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდევინება
საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ[სასამართლო] ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
ხ
„საპროცესო
ვადის’’ გასვლის შედეგები[სსსკ-ის 63-ე
მუხ.]
1)
„საპროცესო
მოქმედების’’ შესრულების უფლება გაქარწყლდება[გაუქმდება] კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დადგენილი
საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ[!]
2) „საჩივრები’’ და „მტკიცებულებები’’ ,რომლებიც
შეტანილია „საპროცესო ვადების’’ გასვლის შემდეგ
სასამართლოს მიერ განუხილველი დარჩება [!]
·
ასეთია ის შედეგები,რაც მოსდევს „საპროცესო ვადების
‘’ გასვებას[!]
ხ
გვახსოვდეს:
·
კანონიტ საპროცესო ვადები დადგენილია არამხოლოდ მოდავე მხარეებისთვის,არამედ
„სასამართლოსთვისაც’’
·
სასამართლომ კი „საპროცესო ვადები’’ შეიძლება დაუდგინოს
საქმეში „არა მონაწილე სხვა პირებსაც’’[რომლებთანაც ინახება ნივთიერი და წერილობითი
მტკიცებულებები და რომლებისგანაც სასამართლო მოითხოვს ამ მტკიცებულებების
წარმოდგენას „დადგენილ ვადაში’’]
ხ
·
ასე რომ,„საპროცესო ვადების გაშვების შედეგები’’
სხვადასხვანაირია,ანუ გააჩნია
ვინ გაუშვა მისთვის დადგენილი „საპროცესო ვადა’’
მაგ.
a. თუ სასამართლომ გაუშვა „სამოქალაქო საქმის გახილვის ორთვიანი ვადა’’,იგი
მაინც ვალდებულია განიხილოს ეს სამოქალაქო საქმე[!]
b. თუ სასამართლომ მისთვის
სარჩელის გადაცემიდან 5 დღის ვადაში,არ გამოიტანა განჩინება „სარჩელის წარმოებაში
მიღების შესახებ’’,სარჩელი ითვლება მიღებულად[!]
[შენიშვნა:
სხვა სიტყვებით,რომ ვტქვათ, სასამართლოს მიერ ამა თუ იმ „საპროცესო მოქმედების’’ კანონით დადგენილ ვადაში,ან „გონივრულ ვადაში’’
შეუსრულებლობა განიხილება ,როგორც „სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევა’’,რომელიც
შეუძლია გაასაჩივროს მხარემ და რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მოსამართლის ან მისი აპარატის წევრების დისციპლინარული
დევნა]
c. თუ პირმა ვისთანაც ინახება წეილობითი ან ნივთიერი
მტკიცებულება ,სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ
წამოადგინა ისინი,ეს
პირი მაინც ვალდებულია წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები[იხ. სსსკ-ის 136-ე და 156-ე
მუხლები]
d. რაც შეხეება მოდავე მხარეებს ,თუ ისინი
„დადგენილ ვადაში’’[კანის ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში] არ შეასრულებენ
ამა ტუ იმ „საპროცესო მოქმედებას’’ ,მაშინ კარგავენ ამ „საპროცესო მოქმედების’’
შესრულების უფლებას[!][ვეღარ შეიტანენ „საჩივარს’’ ან მათთვის ხელსაყრელ „მტკიცებულებას’’
და სხვა.] ,ცხადია
,მხედველობაშია ისეთი ვითარება, როდესაც სასამართლო არ
აგრძელებს[აღადგენს] გაშვებულ საპროცესო ვადას კანონით დადგენილი წესით[!]
Комментарии
Отправить комментарий