კაზუსი 8. „კატალოგიდან შერჩეული მობილური’’ -(„ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“, „გვაროვნული ნივთი“, „გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება’’)

 



დათომ ნოდარის ტექნიკის მაღაზიაში 5 ოქტომბერს დაათვალიერა კატალოგი და შეარჩია მობილური ტელეფონი, რომელიც 500 ლარი ღირდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ მოდელის ტელეფონები საწყობში აღარაა და მაღაზია მათ დაახლოებით ერთ კვირაში კვლავ მიიღებს. დათო, რომელმაც სხვა მაღაზიებში სასურველ მოდელს ვერ მიაგნო, ნოდარს შეუთანხმდა, რომ მის შეტყობინებას დაელოდებოდა და შემდეგ გამოივლიდა მაღაზიაში მობილურის წასაღებად, თანხასაც შემდეგ გადაიხდიდა. ერთი კვირის შემდეგ, 12 ოქტომბერს, ნოდარმა ახალი საქონელი მიიღო, მათ შორის დათოს მიერ შერჩეული მოდელიც. დათოს ნომერზე მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა, თუმცა სატელეფონო ქსელებში ტექნიკური ხარვეზის გამო დათოს შეტყობინება არ მიუღია. 20 ოქტომბერს ლოდინით შეწუხებული დათო მაღაზიაში მივიდა. შეწუხებულმა ნოდარმა მას ცუდი ამბავი შეატყობინა: 16 ოქტომბერს მაღაზია გაძარცვეს და დათოს მიერ შერჩეული მოდელები აღარ დარჩა.

შეუძლია თუ არა დათოს, მოითხოვოს ნოდარისაგან მობილური ტელეფონის გადაცემა?

შეუძლია თუ არა ნოდარს, მოსთხოვოს დათოს მობილური ტელეფონის საფასურის გადახდა?

 

A.   დათოს მოთხოვნა ნოდარისაგან მობილურის გადაცემის თაობაზე

 

სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დათოს შესაძლოა, ჰქონდეს ნოდარისაგან მობილური ტელეფონის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა იყოს: ა)წარმოშობილი, ბ)არ შეწყდეს და გ)იყოს განხორციელებადი.

 

I.            მოთხოვნის წარმოშობა

·        აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, მხარეთა შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად.

·         დათომ და ნოდარმა ასეთი ხელშეკრულება დადეს 5 ოქტომბერს.

·         შესაბამისად, მოთხოვნა[დათოს მოთხოვნის უფლება]  წარმოიშვა.

 

II.          მოთხოვნის შეწყვეტა

·        დათოს მოთხოვნა შესაძლოა შემწყდარიყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ გამო.

·         საკითხავია, იყო თუ არა ნოდარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეუძლებელი’’ ?.

 

1.    ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’

ვალდებულების შესრულება შეუძლებელია’’, როცა :

a.      შესრულება არავის შეუძლია’’  (ობიექტური შეუძლებლობა) ან „ კონკრეტულ მოვალეს არ შეუძლია’’(სუბიექტური შეუძლებლობა).

b.    სკ-ის 382-ე მუხლის თანახმად კი, ასეთი შეუძლებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გვქონდეს სახეზე, როდესაც შესრულების საგანი’’  გვაროვნული ნივთი’’ არაა.

 

ა) შესრულების საგნის შეცვლადობა’’

·        ამდენად, უპირველესად, გასარკვევია, არის თუ არა შესრულების საგანი[მობილური ტელეფონი კატალოგიდან] გვაროვნული ნივთი’’.

·        სკ-ის 382-ე მუხლის თანახმად, გვაროვნულია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება.

·         მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება მობილურ ტელეფონს, რომელიც დათომ კატალოგიდან შეარჩია.

·        კატალოგი ყოველთვის გულისხმობს, რომ ნივთი დაკონკრეტებული არაა და ხელშეკრულების საგანს ამ მოდელის (გვარის) ნებისმიერი საგანი[მობილური] შეიძლება წარმოადგენდეს.

·        შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გვაროვნული ნივთი’’.

 

.   „გვაროვნული ნივთის’’   დაკონკრეტება’’ მოვალის მიე

 

გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება’’ - რა არის ეს ?

 

·        გვაროვნული ნივთით’’ შესასრულებელი ვალდებულებისას ცალკეული ნივთის განადგურება კრედიტორის მოთხოვნას არ წყვეტს.

·        ამიტომ მოვალის ინტერესია, რომ მისი  ვალდებულება ერთი კონკრეტული ნივთით შეიზღუდოს’’ ანუ დაკონკრეტდეს’’.

·        გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება’’ კი ხდება მაშინ, როცა მოვალე ვალდებულების შესასრულებლად, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს.

·        დაკონკრეტების მინიმალური მოთხოვნაა, რომ შესრულების საგანი აკმაყოფილებდეს სსკ-ის 380-ე მუხლით დადგენილ ხარისხის სტანდარტს.

სხვა წინაპირობები კი ვალდებულების ხასიათზეა დამოკიდებული.

·         მაგ. წამოღების’’ ვალდებულების შემთხვევაში  მოვალის ვალდებულება მაშინ შესრულდება, როცა მოვალის მიერ გამზადებულ ნივთს კრედიტორი წაიღებს.

 

ამდენად, მოვალე ვალდებულების შესასრულებლად, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს მაშინ, როცა  ა)ნივთს გამოყოფს გვარიდან, ბ)გაამზადებს მას გადასაცემად და გ)შეატყობინებს კრედიტორს, რომ ნივთი მზადაა წასაღებად. [შეტყობინება ზედმეტია, როცა მხარეები თავიდანვე თანხმდებიან წამოღების თარიღზე, ან განსაზღვრავენ კონკრეტულ ვადას.]

 

·        ხოლო  «გაგზავნის’’ ვალდებულების დროს მოვალემ ნივთი გადამზიდავ პირს უნდა გადასცეს ტრანსპორტირებისთვის. სწორედ ამ მომენტში დაკონკრეტდება’’ «გვაროვნული ნივთი’’. თუკიამის მერე, ტრანსპორტირებისას ნივთი განადგურდა, კრედიტორის მოთხოვნა გამოირიცხება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო’’.

 

·        მიტანის’’ ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი კრედიტორის საცხოვრებელია (ან მის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი). ამდენად, მოვალე ვალდებულების შესასრულებლად, თავის მხრივ, ყველაფერს მაშინ გააკეთებს[ანუ „დააკონკრეტებს’’], როცა გვარიდან გამოყოფილ კონკრეტულ ნივთს კრედიტორის საცხოვრებლამდე მიიტანს და გადაცემას შესთავაზებს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში დაკონკრეტებას ნაკლები დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

 

თუმცა საფიქრალია ისეთი შემთხვევაც, როცა კრედიტორი ნივთს არ მიიღებს. ამ დროს გვაროვნული ნივთის დაკონკრეტებასთან ერთად კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებაც გვექნება სსკ-ის 390-ე და შემდგომი მუხლების შესაბამისად.

 

·        დაკონკრეტების სამართლებრივი შედეგი ისაა, რომ მოვალის ვალდებულება აღარაა გვაროვნული ნივთით შესასრულებელი და იმ კონკრეტული ნივთით შემოიფარგლება, რომლითაც მან ვალდებულების შესრულება სცადა.[!]

·         სტუდენტები კაზუსის ამოხსნისას ხშირად უშვებენ შეცდომას და მიუთითებენ, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესასრულებლად, თავის მხრივ, ყველაფრის გაკეთება არის ვალდებულების შესრულება, რაც სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე წყვეტს კრედიტორის მოთხოვნას. ეს არასწორია, რადგან ვალდებულების შესრულება გულისხმობს არა მხოლოდ ქმედებას, არამედ შედეგსაც, რომელმაც კრედიტორი უნდა დააკმაყოფილოს.

·         ამიტომ, თუ შესრულების საგანი განადგურდა მას შემდეგ, რაც მოვალემ, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა ვალდებულების შესასრულებლად, კრედიტორის მოთხოვნა გამოირიცხება არა სსკ-ის 427-ე მუხლის, არამედ „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ გამო.

·        ხომ არ მოხდა ნოდარის მიერ „გვაროვნული ნივთის’’  „დაკონკრეტება’’ ?

·        გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება’’ არის „ვალდებულების შესრულების   კონკრეტული საგნით  შეზღუდვა’’;

·        გვაროვნული ნივთის „დაკონკრეტება’’ მაშინ ხდება, როდესაც მოვალე, თავის მხრივ, ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს ვალდებულების შესასრულებლად.

·        თუ რა შეიძლება ჩაითვალოს „ყველა საჭირო ქმედებად”, დამოკიდებულია ვალდებულების სახეზე.[„მიტანის’’,“გაზავნის’’ ,“წამოღების’’ და აშ.]

·        მოცემულ შემთხვევაში[კაზუსში], მხარეები შეთანხმდნენ, რომ მობილურ ტელეფონს დათო წაიღებდა’’. ამდენად, შეთანხმების მიხედვით, სახეზეა ე. წ. წამოღების ვალდებულება’’.

·        წამოღების ვალდებულების’’ დროს გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება ხდება მაშინ, როდესაც მოვალე ა)ვალდებულების საგანს გაამზადებს და ბ)კრედიტორს შეატყობინებს, რომ საგანი მზადაა წასაღებად.

·         ნოდარმა მობილური ტელეფონი გაამზადა და დათოსაც გაუგზავნა შეტყობინება.

·        თუმცა საინტერესოა, რა სამართლებრივი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს  იმ ფაქტს, რომ დათოს შეტყობინება არ მიუღია.

·        გაბატონებული მოსაზრების თანახმად, შეტყობინების გაგზავნა’’ საკმარისია, მისი მიღება კრედიტორის მიერ’’  კი აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს გვაროვნული ნივთის დაკონკრეტებისათვის’’

·        . შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში[კაზუსში]  მოხდა მოვალის[ნოდარის] მიერ გვაროვნული ნივთის[კატალოგის მობილურის]  დაკონკრეტება და მისი ვალდებულება დათოს მიმართ მხოლოდ კონკრეტული საგნით[კონკრეტული ეგზემპლარით]  შემოიფარგლება.

 

ბ) „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’

·        „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას’’შესრულება’’   ა)“მოვალისთვის’’ ან ბ) „ყველასთვის’’ შეუძლებელი უნდა იყოს.

·        მოცემულ შემთხვევაში, შესრულების საგანი მძარცველის ხელშია და ნოდარს არ შეუძლია, იგი გადასცეს დათოს.

·        შესაბამისად, სახეზეა სუბიექტური[ანუ მოვალის]  შეუძლებლობა.

 

შუალედური დასკვნა – მოთხოვნის შეწყვეტა’’

 

 დათოს მოთხოვნა ნოდარის მიმართ შეწყდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ გამო.

 

III.          საბოლოო დასკვნა

 

დათოს არ აქვს ნოდარისაგან [სხვა] მობილურის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარ

 

სქემა A.

A. დათოს მოთხოვნა ნოდარისაგან მობილურის გადაცემის თაობაზე, 477 I

I. მოთხოვნის წარმოშობა (+)

II. მოთხოვნის შეწყვეტა შეუძლებლობის გამო (+)

 Ø ინდივიდუალური ნიშნ. ნივთი (-)

Ø გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება (+)

Ø სუბიექტური შეუძლებლობა (+)

 შედეგი:

დათოს არა აქვს ნოდარისაგან მობილურის გადაცემის მოთხოვნის უფლება, 477 I (-)

[ისე,წესით ჯერ სქემა იწერება ფაბულის გაცნობის შემდეგ და მერე „ამ სქემის  ამოხსნა]

ხხხხ

B.   ნოდარის მოთხოვნა დათოსაგან თანხის გადაცემის თაობაზე სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე

 

ნოდარს შესაძლოა, ჰქონდეს დათოსაგან მობილური ტელეფონის საფასურის, 500 ლარის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა იყოს წარმოშობილი, არ შეწყდეს და იყოს განხორციელებადი.

1.მოთხოვნის წარმოშობა

·        აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, მხარეთა შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად.

·        დათომ და ნოდარმა ასეთი ხელშეკრულება დადეს 5 ოქტომბერს.

·        შესაბამისად, მოთხოვნა წარმოიშვა.

 

2.      მოთხოვნის შეწყვეტა

·        თუმცა ნოდარის მოთხოვნა შესაძლოა შეწყვეტილიყო სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

·        ამისათვის საჭიროა,

a.      მხარეთა შორის დადებული იყოს ორმხრივი ხელშეკრულება,

b.    მოვალე (ნოდარი) გათავისუფლებული იყოს შესრულებისაგან

c.      და კრედიტორს (დათოს) არ ეკისრებოდეს ბრალი მოვალის  შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძვლის დადგომაში.

 

ა) ორმხრივი ხელშეკრულება

 

·        ორმხრივია ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს აკისრებს ვალდებულებას.

·        ნოდარსა და დათოს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ერთ მხარეს ნივთისა და საკუთრების უფლების, ხოლო მეორე მხარეს საფასურის გადაცემის ვალდებულებას აკისრებს. შ

·        ესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება.

 

ბ) მოვალის გათავისუფლება ვალდებულებისაგან

 

·        გარდა ამისა, საჭიროა, მოვალე გათავისუფლებული იყოს ვალდებულებისაგან.

·        მოცემულ შემთხვევაში, ნოდარს შეუძლია, უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე მისი შეუძლებლობის გამო (იხ. A II).

·        ამდენად, 406-ე მუხლის ეს წინაპირობაც სახეზეა.

 

გ) მეორე მხარის[კრედიტორის] არაბრალეულობა

 

·        კაზუსიდან აგრეთვე იკვეთება, რომ უშუალოდ დათოს ბრალი არ მიუძღვის ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ მდგომარეობის შექმნაში.

 

შუალედური დასკვნა – მოთხოვნის შეწყვეტა

 

ნოდარის მოთხოვნა დათოს მიმართ  შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე გამორიცხულია სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

 საბოლოო დასკვნა

ნოდარს არა აქვს დათოსაგან საფასურის მოთხოვნის მოთხოვნის უფლება [სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე]

 

 

სამახსოვრო!

 

Ø  გვაროვნული ნივთით შესასრულებელი ვალდებულება, როგორც წესი, შეუძლებელი ვერ გახდება. ერთადერთი გამონაკლისია, თუ მთელი გვარი განადგურდება.

 

Ø  გვაროვნული ნივთი შესაძლოა დაკონკრეტდეს და ამით ვალდებულება შემოიფარგლოს ერთი კონკრეტული ნივთით. დაკონკრეტება დამოკიდებულია ვალდებულების სახეზე, ზოგადად კი გვაროვნული ნივთი მაშინ კონკრეტდება, როცა მოვალე ვალდებულების შესასრულებლად, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს.

 

Ø  წამოღების ვალდებულებისას ნივთის დაკონკრეტება ხდება მაშინ, როცა ა)მოვალე ნივთს გაამზადებს წასაღებად და ბ)კრედიტორს ამის შესახებ შეატყობინებს.

 

Ø  გაგზავნის ვალდებულებისას ნივთის დაკონკრეტება ხდება მაშინ, როცა ა)მოვალე ნივთს გადამზიდავ პირს გადასცემს ტრანსპორტირებისათვის.

 

Ø  მიტანის ვალდებულებისას ნივთი დაკონკრეტდება, როცა ა)მოვალე ნივთს მიუტანს კრედიტორს  ადგილზე და ბ)შესთავაზებს გადაცემას.

 

Ø  ვალდებულების შესასრულებლად ყველაფრის გაკეთება’’ არ ნიშნავს ვალდებულების შესრულებას. ეს მხოლოდ „ვალდებულების შესრულების მცდელობაა”.[!] [ეს დებულება აფორიზმივითაა]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები