კაზუსი 7. დამტვრეული „მერსედესი” – „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’

 



·        რატის გერმანიიდან გასაყიდად ჩამოჰყავს 2003 წლის ნახმარი „მერსედეს ბენცი” E320.

·        ავტომობილი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსული ფოთის პორტში, როცა უკვე მყიდველიც გამოჩნდა: 15 სექტემბერს რატიმ ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ლაშასთან.

·        მხარეები 3500 დოლარზე შეთანხმდნენ, ავტომობილის გადაცემა კი სექტემბრის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მას შემდეგ, რაც რატი მას ფოთიდან თბილისში ჩამოიყვანდა.

·        ავტომობილი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდა.

·        იმავე დღეს რატის ფოთიდან თბილისისაკენ მიმავალ გზაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

·         გამოუცდელი მძღოლის – გიორგის ბრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რატის „მერსედეს ბენცი” მთლიანად დაიმტვრა.

 

შეუძლია თუ არა ლაშას, მოითხოვოს რატისაგან ავტომობილის გადაცემა?

 

შეუძლია თუ არა რატის, მოითხოვოს ლაშასგან შეთანხმებული საფასურის გადახდა?

 

 

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’  -რა არის ეს ?

 

·        ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ მომწესრიგებელი ნორმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, ფაქტობრივად, არ არსებობს.

·        მართალია, სსკ-ის 401-ე მუხლის სათაური „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაა”, მაგრამ მისი შინაარსი ლიტერატურაში ამ სახელწოდებით ცნობილ ინსტიტუტთან ნაკლებ კავშირშია.

·         ქართულენოვანი ლიტერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მწირია, თუმცა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დიდწილად გერმანიის სამოქალაქო კოდექსის რეცეფციას წარმოადგენს, „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ მოწესრიგების გერმანული მოდელი ქართულ სამართალშიც მისაღები და აღიარებულია.

·        ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’ პირველადი მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველია.[!]

·         ამავე დროს, მნიშვნელობა არ ენიჭება მოვალის ბრალეულობას.[!]

·        ასეთი მიდგომა ეფუძნება დებულებას, რომ: შეუძლებელი მოქმედების მოთხოვნას აზრი, უბრალოდ, არ აქვს , რის და ვის გამოც არ უნდა იყოს ეს შეუძლებლობა გამოწვეული’’.

·         თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პირველადი მოთხოვნის შეწყვეტა არ ნიშნავს მოვალის გათავისუფლებას ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან:

·         მოვალის ბრალეულობის შემთხვევაში კრედიტორს მისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ექნება.[!]

·         ერთმანეთისაგან განასხვავებენ ვალდებულების შესრულების ნამდვილ და არანამდვილ შეუძლებლობას.

·         ნამდვილი შეუძლებლობა სახეზეა მაშინ, როცა შესრულება აბსოლუტურად შეუძლებელია ყველასთვის (ობიექტური შეუძლებლობა’’) ან, სულ მცირე,  „ამ’’ მოვალისთვის (სუბიექტური შეუძლებლობა’’).

·        გამოყოფენ ნამდვილი შეუძლებლობის ორ ძირითად ჯგუფს:

 

 1. ფაქტობრივი შეუძლებლობა  ეს ის შემთხვევაა, როცა ვალდებულების შესრულება, ბუნების კანონებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია; [მაგალითად, როდესაც შესრულების საგანი სრულიად განადგურდება და აღარ არსებობს, ან არც არასდროს არსებულა.

 

2. სამართლებრივი შეუძლებლობა კი სახეზეა მაშინ, როცა ვალდებულების შესრულების შედეგის დადგომას სამართლებრივი საფუძვლები უშლის ხელს. [მაგალითად, სხვისი ნივთის გაყიდვისას მოვალისთვის შეუძლებელია ნივთის გადაცემა; ასევე შეუძლებელია, კრედიტორს საკუთარი ნივთი მიჰყიდო.]

 

·        სახელშეკრულებო მოთხოვნების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა წყვეტს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ იმ კონკრეტულ მოთხოვნას, რომლის შესრულებაც შეუძლებელია და არა თავად ხელშეკრულებას.

·        ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა სტუდენტების მიერ კაზუსის ამოხსნისას.

·        შესრულების შეუძლებლობა’’ ხელშეკრულებას არც აბათილებს, არც წყვეტს და არც მოშლის.

 

 

სქემა1 :

 

A. ლაშას მოთხოვნა რატისაგან ავტომობილის გადაცემის თაობაზე, 477 I

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა (+)

II.               მოთხოვნის შეწყვეტა (+)

III.               შესრულების შეუძლებლობა (+)

 შედეგი:

ლაშას არა აქვს რატისაგან ავტომობილის გადაცემის მოთხოვნა, 477 I (-)

 

ხხხ

ამოხსნა:

A.   ლაშას მოთხოვნა რატისაგან ავტომობილის გადაცემის თაობაზე სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე  [სათაური]

 

 

ლაშას შესაძლოა, ჰქონდეს რატისაგან ავტომობილის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. [ჰიპოთეზა]

 

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა იყოს: ა) წარმოშობილი, ბ)არ შეწყდეს და გ) იყოს განხორციელებადი.

I.            მოთხოვნის წარმოშობა

·        აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, მხარეთა შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად. [წინაპირობა]

·        რატიმ და ლაშამ ასეთი ხელშეკრულება დადეს 15 სექტემბერს. [ფაქტობრივი გარემოება]

·        შესაბამისად, ლაშას მოთხოვნა წარმოიშვა.[დასკვნა]

 

II.          მოთხოვნის შეწყვეტა

ლაშას მოთხოვნა შესაძლოა შემწყდარიყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის’’ გამო. [ჰიპოთეზა]

 

საკითხავია, გახდა თუ არა რატის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეუძლებელი’’ ?

 

ა) „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’

 

·        „ვალდებულების შესრულება შეუძლებელია’’, როცა შესრულება „არავის შუძლია’’  (ე.წ „ობიექტური შეუძლებლობა’’) ან „ამ კონკრეტულ მოვალეს არ შეუძლია’’(ე.წ. „სუბიექტური შეუძლებლობა’’).

·        სკ-ის 382-ე მუხლის თანახმად კი, “ვალდებულების შესრულების  შეუძლებლობა’’ მხოლოდ მაშინ შეიძლება გვქონდეს სახეზე, როდესაც შესრულების საგანი გვაროვნულად განსაზღვრული  ნივთი’’ არაა.[ანუ თუ შესრულების საგანი „ინდივიდუალურად განსაზღვრული’’ ნივთია ანუ მხოლოდ მაშინ  თუ ნივთი შეუცვლელია ]

 

გვაროვნული და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთი

 

·        კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ ნივთებს.

·        სსკ-ის 382-ე მუხლის მიხედვით, თუ შესრულების საგანი გვაროვნული ნივთია, მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.

·        სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვაროვნული ნივთის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, ფაქტობრივად, არ დადგება: მოვალემ ვალდებულება მაშინაც უნდა შეასრულოს, როცა მის ხელთ არსებული გვაროვნული ნივთი განადგურდება.

·         ამიტომ საჭირო ხდება გვაროვნული და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნა.

·        მკაფიო გამიჯვნა ცალკეულ შემთხვევებში მარტივი არაა.

·         გამიჯვნის მთავარი კრიტერიუმი, რაზეც სსკ-ის 382-ე მუხლიც მიუთითებს, არის ნივთის შეცვლადობა.

თუმცა თავად „შეცვლადობის” ცნებაც ბუნდოვანია, რადგან კანონმდებელი არ აკონკრეტებს, თუ რა მასშტაბით უნდა შეფასდეს ნივთის ეს მახასიათებელი.

 

·        ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში მითითებულია, რომ გვაროვნულია’’ ისეთი ნივთი, რომელიც თავისი თვისებებით რაიმე გვარს, სახეობას მიეკუთვნება და ერთადერთი არაა ბუნებაში.

·        მაგალითად, რომელიმე მოდელის ახალი სმარტფონი ამ გაგებით გვაროვნული ნივთია, რადგან მწარმოებელი ასეთსავე სმარტფონებს დიდი რაოდენობით აწარმოებს.

·         გვაროვნულია, აგრეთვე, ისეთი ჩანაცვლებადი საგნები, როგორებიცაა: ერთი კილო ხორბალი, ათი ლიტრი წყალი და ა.შ., რადგან მათი ჩანაცვლება შესაძლებელია იმავე ხარისხისა და ოდენობის ანალოგიური პროდუქტით.

·        შესაძლებელია, ერთ გვარს მიკუთვნებული საგნები აბსოლუტურად იდენტური არც იყოს, მაგრამ მაინც შეცვლადი და, შესაბამისად, გვაროვნული იყოს. მაგალითად,კარტოფილის თითოეული ბოლქვი თავისი ფორმით უნიკალურია და არ მეორდება, მაგრამ სამოქალაქო ბრუნვაში ფორმათა ასეთი სხვაობა სრულიად უმნიშვნელოა და გადამწყვეტი მისი სხვა თვისებებია.

·        ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულად’’ მიიჩნევა ისეთი ნივთები, რომლებიც შეუცვლელნი არიან და ბუნებაში მათი ანალოგი არ არსებობს.

·         ასეთებია, მაგალითად: ხელოვნების ნიმუშები, უძრავი ნივთები. ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულად მიიჩნევენ ასევე ნახმარ ნივთებს, რადგან ნახმარი ნივთი ყოველთვისაა რაიმე ისეთი თვისების მქონე, რაც მის მსგავს სხვა ნივთებს არ გააჩნიათ.

·        მაგალითად, ნახმარი სმარტფონი აღარ ეკუთვნის ამავე მოდელის ახალ სმარტფონთა გვარს და უკვე ინდივიდუალური ნიშნითაა განსაზღვრული.

·         ასეთი გამიჯვნა არასრულყოფილია, რადგან შეცვლადობა არის არა ნივთის ბუნება, არამედ უპირატესად შეთანხმების საგანი.

·        შესაბამისად, ნივთი გვაროვნული ან ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ვერ იქნება თავისი ბუნებით, ამ თვისებას მას ანიჭებს გარიგება.

·         ამიტომ ერთი და იგივე ნივთი სხვადასხვა გარიგების ფარგლებში შეიძლება ხან გვაროვნული იყოს და ხანაც ინდივიდუალური.

·         მაგალითი: ა-მ ანაზღაურების სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება ბ-ს წინაშე, რომ მას უცხოეთიდან ჩამოუყვანოს ნახმარი „პორშე 911”. დიდი ხნის ძიების შემდეგ ა-მ მიაგნო გ-ს, რომელიც თავის ნახმარ „პორშე 911”-ს ყიდის. ა-მ იყიდა ეს ავტომობილი და ბ-ს ჩამოუყვანა. ამ მაგალითში ა-სა და ბ-ს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ნახმარი „პორშე 911” არის გვაროვნული ნივთი, რადგან შეთანხმებით განსაზღვრული თვისებების მქონე ავტომობილი ა-ს ბევრგან შეიძლება ეპოვნა. ხოლო -სა და ა-ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში იგივე ნივთი ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულია, რადგან შეთანხმება უკვე კონკრეტულ ავტომობილზე მოხდა.

·        შესაბამისად, გამიჯვნის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს თავად გარიგების შინაარსი: თუ მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული ნივთით ან ნივთებით შესრულებაზე, მაშინ ვალდებულება ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთით შემოიფარგლება, ხოლო თუ მხარეებმა მხოლოდ ნივთთა გვარის თვისება განსაზღვრეს, მაშინ ვალდებულება გვაროვნული ნივთითაა შესასრულებელი.

 

 

ბ) „შესრულების საგანი’’

 

·        უპირველესად, გასარკვევია, არის თუ არა შესრულების საგანი გვაროვნულად განსაზღვრული  ნივთი’’.

·        სკ-ის 382-ე მუხლის თანახმად, გვაროვნულია ნივთი’’, რომლის შეცვლაც შეიძლება.[!]

·        მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კონკრეტულ ნახმარ ავტომობილს, რომელიც თავისი თვისებებით ერთადერთია და მისი შეცვლა შეუძლებელია.

·        ამდენად, შესრულების საგანი [ჩამოჰყავს 2003 წლის ნახმარი „მერსედეს ბენცი” E320] არაა გვაროვნული ნივთი.[ანუ ამ კაზუსში  შესრულების საგანი  „ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთია’’]

 

გ) შესრულების  შეუძლებლობა’’

 

·        გარდა ამისა, შესრულება ა)“მოვალისთვის’’ ან ბ) ყველასთვის’’ შეუძლებელი უნდა იყოს.

·        მოცემულ შემთხვევაში ავტომობილი დაიმტვრა და ნაკისრი ვალდებულების შესრულება არა მხოლოდ მოვალისთვის’’[რატისთვის], არამედ ნებისმიერი პირისთვის’’ შეუძლებელია.

·        ამდენად, სახეზეა ე.წ. „შესრულების ობიექტური შეუძლებლობა’’.[!]

 

 

შუალედური დასკვნა - მოთხოვნის შეწყვეტა

 

 ლაშას მოთხოვნა რატის მიმართ შეწყდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო.

 

 

III.         საბოლოო დასკვნა

 

 ლაშას არ აქვს რატისაგან ავტომობილის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარ

 

ხხხხხხ

სქემა 2

 

B. რატის მოთხოვნა ლაშას მიმართ თანხის გადაცემაზე, 477 II

I. მოთხოვნის წარმოშობა (+)

II. მოთხოვნის შეწყვეტა საპასუხო მოთხოვნის გამორიცხვის გამო, 406 I (+)

 

a.      ორმხრივი ხელშეკრულება (+)

b.      საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა (+)

c.      მეორე მხარის არაბრალეულობა (+)

 

შედეგი: რატის არა აქვს ლაშასგან თანხის მოთხოვნის უფლება, 477 II (-)

 

ხხხხხ

 

B.   რატის მოთხოვნა ლაშასგან შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე სკ-ის 477-ე მუხლის მე-2  ნაწილის საფუძველზ

 

რატის შესაძლოა ჰქონდეს ლაშასაგან შეთანხმებული საფასურის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.[ჰიპოთეზა]

 ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა იყოს ა)წარმოშობილი, ბ)არ შეწყდეს და გ)იყოს განხორციელებადი.

 

1.   მოთხოვნის წარმოშობა

·        რატის მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, მხარეთა შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად.

·        რატიმ და ლაშამ ასეთი ხელშეკრულება დადეს 15 სექტემბერს.

·        შესაბამისად, მოთხოვნა წარმოიშვა.

 

 

2.მოთხოვნის შეწყვეტა

 

რატის მოთხოვნა შესაძლოა შემწყდარიყო სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. [ჰიპოთეზა]

 

როცა ორმხრივმავალდებულებელ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მხარის მოთხოვნა შეწყდება, სამართლიანი იქნება მეორე მხარის საპასუხო მოთხოვნის შეწყვეტაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მხარე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან მას ბრალის გარეშე დაეკისრებოდა თავისთვის წაგებიანი შესრულების ვალდებულება ყოველგვარი საპასუხო სარგებლის გარეშე.

 

„შეწყვეტილი მოთხოვნის’’ „ საპასუხო მოთხოვნა’’ რომ ასევე გამოირიცხება, ამას სსკ-ის არცერთი მუხლი არ განსაზღვრავს პირდაპირ.

 

თუმცა სსკის 406-ე მუხლი ამ ვითარების საწინააღმდეგო შემთხვევას არეგულირებს:

 

კერძოდ, თუკი პირი [თავად] გათავისუფლებულია ვალდებულების შესრულებისაგან ხელშეკრულების მეორე მხარის ბრალეული ქმედების მიზეზით, მას საპასუხო მოთხოვნის უფლება შეუნარჩუნდება.

აქედან კი უკუდასკვნით (argumentum e contrario) შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ „მეორე მხარის არაბრალეულობის შემთხვევაში მის მიმართ მოთხოვნა გამოირიცხება’’[!]. შესაბამისად, სსკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის  ამ უკუდასკვნიდან გამომდინარე, საპასუხო მოთხოვნა შეწყდება, როცა სამი წინაპირობაა დაცული:

1)     დადებული იყო  „ორმხრივი ხელშეკრულება“;

2)    პირი გათავისუფლებულდა  ვალდებულების შესრულებისაგან;

3)    ამ პირის ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება არაა გამოწვეული მეორე მხარის ბრალით.

 

 

ა)„ორმხრივი ხელშეკრულება’’ [406 მუხლის 1 ნაწილის უკუდასკვნის 1 წინაპირობა]

 

·        ამდენად, უპირველესად, საკითხავია, საქმე ეხება თუ არა ორმხრივ ხელშეკრულებას’’.

·         406-ე მუხლში ნახსენები „ორმხრივი ხელშეკრულება” გულისხმობს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომლის დროსაც ორივე მხარეს აკისრია ვალდებულება მეორე მხარის მიმართ.

·        რატისა და ლაშას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს აკისრებს ვალდებულებას ერთმანეთის მიმართ.

·        ამდენად, სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება’’.

 

ბ) „გათავისუფლება საპასუხო ვალდებულებისაგან’’ [406 მუხლის 1 ნაწილის უკუდასკვნის მე-2  წინაპირობა]

 

·        გარდა ამისა, საჭიროა, რომ რატი გათავისუფლებული იყოს ვალდებულებისაგან’’.

·        მოცემულ შემთხვევაში რატი გათავისუფლებულია თავისი ვალდებულებისაგან შესრულების შეუძლებლობის’’ გამო (იხ. A, II).

 

გ)      მეორე მხარის არაბრალეულობა’’ [406 მუხლის 1 ნაწილის უკუდასკვნის მე-3 წინაპირობა]

 

·        ამ მოთხოვნის შეწყვეტისათვის აგრეთვე საჭიროა, რომ მეორე მხარე არ იყოს ბრალეული შეუძლებლობის მდგომარეობის დადგომაში.

·        კაზუსიდან ირკვევა, რომ ლაშას ბრალი არ მიუძღვის ავტომობილის განადგურებაში.

 

 

შუალედური დასკვნა – მოთხოვნის შეწყვეტა’’

 

 რატის მოთხოვნა ლაშასაგან შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე გამორიცხულია სკის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის უკუდასკვნის საფუძველზ

 

საბოლოო დასკვნა

 

რატის არა აქვს ლაშასგან საფასურის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარ


სამახსოვრო!

Ø  ვალდებულების შესრულების ნამდვილი შეუძლებლობა მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველია.

Ø  შესრულების ნამდვილი შეუძლებლობა სახეზეა მაშინ, როცა შესრულება, ფაქტობრივად ან სამართლებრივი საფუძვლების გამო, შეუძლებელია.

Ø  ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას მოვალის გათავისუფლება პირველადი მოთხოვნისაგან არ ნიშნავს მოვალის გათავისუფლებას ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან: მოვალის ბრალეულობის შემთხვევაში კრედიტორს მისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ექნება.

Ø  ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა წყვეტს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ იმ კონკრეტულ მოთხოვნას, რომლის შესრულებაც შეუძლებელია და არა თავად ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ნამდვილობაზე ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა გავლენას არ ახდენს.

Ø  ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო (და არა მარტო) შეწყვეტილი მოთხოვნის საპასუხო მოთხოვნაც წყდება [სკ-ის 406-ე მუხლის I ნაწილის უკუდასკვნიდან გამომდინარ]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები