თემა 5. მხარეები სამოქალაქო პროცესში

 

განსახილველი საკითხები:

 

·        მხარის ცნება.

·        მხარეთა საპროცესო უფლებები და მოვალეობები.

·        სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა და სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა.

·        საპროცესო თანამონაწილეობა.

·        არასათანადო მხარის შეცვლა.

·        საპროცესო უფლებამონაცვლეობა.

 

1.მხარის ცნება.[ქურდაძე]

 

ზოგადი დებულებანი:

 

·       სასამართლოში საქმე აღიძვრება ვინმეს მიერ და მიმართულია ვინმეს წინააღმდეგ.

·       ის პირი ,რომელიც „დაინტერესებულია“ საქმის წარმოებით  პროცესში „მხარედ’’ იწოდება.

·       ამიტომ ,მოსამართლე,თანაშემწე,მოწმე,ექსპერტი,სპეციალისტი ,თარჯიმანი,აღმასრულებელი,თარჯიმანი- „მხარედ’’ ვერ ჩაითვლებიან[!][რადგან არ არიან „დაინტერესებული პირები’’]

·       „მხარეები’’ სამოქალაქო პროცესში ეწოდებათ იმ პირებს ,რომელთა შორის წამოჭრილი „მატერიალურ-სამართლებრივი’’ [ანუ სამოქალაქოსამართლებრივი ან შრომისსამრთლებრივი,ან საოჯახოსამართლებრივი,ან სამემკვიდრეოსამართლებრივი] დავა „უფლების ან კანონით დაცული ინტერესის“  შესახებ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ [!] [ ესაა „მხარის’’ ცნება საზეპირო]

·       „მხარე’’  „სასარჩელო წარმოების’’[არის სხვა სახის წარმოებაც მაგ. უდავო წარმოება] –„ძირითადი’’ მონაწილეა

·       სამოქალაქო პროცესში  ორი „მხარეა’’[ის ვინც აღძრა „მოთხოვნა’’ და ,ის ვის წინააღმდეგაც აღიძრა „მოთხოვნა’’]

·       იმას ვინ აღძრა „მოთხოვნა’’[„სქმე’’] -ეწოდება „მოსარჩელე’’

·       იმას ვის წინააღმდეგაც აღიძრა  „მოთხოვნა’’[„საქმე’’]- ეწოდება „მოპასუხე’’

·       ხოლო ორივეს ერთად „მხარეები’’ ან „მოდავე მხარეები’’

 

·       არსებობს ასევე,„დავის საგანზე დამოუკიდებელი მთხოვნის უფლების მქონე მე-3 პირები’’ – რომლებიც „მოსარჩელის’’ ყველა „საპროცესო უფლებით“ სარგებლობენ[!]

·       არსებობს ასევე,„დავის საგანზე დამოუკიდებელი მთხოვნის უფლების  არმქონე მე-3 პირები’’- ისინი პროცესში ერთ-ერთ „მხრეზე’’ მონაწილეობენ[ან „მოსარჩელის მხრეზე’’ ან „მოპასუხის მხარეზე’’]

·       ყურადღება: „მოსარჩელეს’’ ან „მოპასუხის’’ მხარეზე შეიძლება მრავალი პირი მონაწილეობდეს ,მაგრამ „მხარე’’ მაინც 2[ორი] იქნება პროცესში[!]

[მაგ.სადავო უფლება „წილობრივი საკუთრების უფლებით’’ შეიძლება ეკუთვნოდეს რამოდენიმე პირს.თავიანთი ინტერესესბის დასაცავად სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ,ყველა თანამესაკუთრე  მხოლოდ „ერთი მხარე’’-  -კერძოდ, „მოსარჩელე მხარე ’’ იქნება.]

·       „სამოქალაქო [ან  სხვა მატერიალური]სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები’’[მაგ. მყიდველი და გამყიდველი] ,როგორც წესი  „დაპირისპირებული’’  „მხარეები’’ არიან  პროცესში

·       შეიძლება გაირკვეს ,რომ  მოდავე პირები არ არიან „სამოქალაქო [ან  სხვა მატერიალური]სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები’’. ასეთ დროს ისინი „არასათანადო მხარეებად ’’ მიიჩნევიან ,მაგრამ მაინც „მხარეები’’ იქნებიან პროცესში[!]

·       „მხარეები’’ მხოლოდ „სასარჩელო წარმოებას’’ კი არ ახასიათებს,არამედ „გამარტივებულ წარმოებასაც’’[!]

·       რაც შეეხებათ „განმცხადებლებს’  ,ისინი სარგებლობენ „მხარეებიისთვის’’ დადგენილი ყველა საპროცესო უფლებით ,კანონით დადგენილი „ზოგიერთი გამონაკლისის’’ გარდა.[!]

·       მაგრამ ამისდა მიუხედავად [დაიმახსოვრე] „უვადო წარმოებაში’’ მონაწილე „განმცხადებელს’’ „მხარე’’ არ ეწოდება[!]

 

„მხარის’’ მახასიათებელი ნიშნები

 

სამოქალაქო წარმოებაში მონაწილე „მხარეებს’’  ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

1)   მხარეებს აქვთ „ურთიერთსაპირისპირო იურიდიული ინტერესი“

2)   მხარეებს აქვთ „საქმის შედეგით იურიდიული დაინტერესება“[აქ იგულისხმება  ა) „მატერიალურ-სამარტლებრივი’’  დაინტერესება და ბ) „საპროცესო სამართლებრივი’’ დაინტერესება იხ.ამ ცნებების განმარტებები ქვემოთ.]

3)   „მხარეები პროცეს აწარმოებენ თავისი სახელით’’[ანუ პროცესში „თავისი სახელით’’ გამოდიან,საკუთარ თავს წარმოადგენენ ]

4)   „სასამართლოს დგადაწყვეტილების მიღება  ხდება მხარეთა სახელზე’’

5)   მხარეებზე ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი ძალა’’

6)   „მხარეებმა უნდა დაფარონ სასამართლო ხარჯი’’

 

 

რაში მდგომარეობს   „მატერიალურ-სამართლებრივი’’ დაინტერესება ?

 

·       როდესაც ვამბობთ: „მხარეები’’ ან „მე-3 პირები’’  „საქმის შედეგით’’ „მატერიალურ სამართლებრივად  არიან დაინტერესებული’’ ეს ნიშნავას ,რომ  „საქმის გადაწყვეტის შედეგად’’ ერთ-ერთმა „მხარემ’’ შეიძლება შეიძინოს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული  რაიმე „სიკეთე’’[ქონება ან უფლება],ხოლო „მე-2 მხარე’’  ამ „სამართლებრივ სიკეთეს’’  კარგავს.

·       ამდენად,“სასამართლოს გადაწყვეტილება ‘ ყოველთვის გავლენას ახდენს მხარეთა“ მატერიალური სამართლით დადგენილ  უფლება-მოვალეობებზე[!][დაიმახსოვრე]

 

ვინ ითვლებიან „დაინტერესებულ პირებად’’ ?

 

·       „დაინტერესებულ პირებად’’   სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით  ითვლებიან  ის პირები ,რომლებსაც მიაჩნიათ რომ  მათი : ა) „უფლება’’ ,ბ)“თავისუფლება’’  ან გ) „კანონიერი ინტერესი’’  - „დარღვეულია’’  ან „სადავოდ არის გამხდარი’

·       დაიმახსოვრე: „მოსარჩელეს’’, „მოპასუხეს’’ და „დავის საგანზე დამოუკიდებელი მთხოვნის უფლების მქონე მე-3 პირს’  ყოველთვის „პირდაპირი ინტერესი ‘’აქვთ საქმის შედეგისადმი,[რადგან სასამართლოს გადაყწვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს მათ  უფლება-მოვალეობებზე[!]

·       „დავის საგანზე დამოუკიდებელი მთხოვნის უფლების  არმქონე მე-3 პირებს’’ კი არაპირდაპირი ინტერესი ‘’აქვთ საქმის შედეგისადმი [რადგან სასამართლოს გადაყწვეტილება პირდაპირ გავლენას არ ახდენს მათ  უფლება-მოვალეობებზე[!],თუმცა „გადაყვეტილებამ’’შემდეგში შეიძლება გავლენა მოახდინოს მის უფლება-მოვალეობებზე ერთ-ერთი „მხარის“ მიმართ[!]

 

·       ამიტომ,„დავის საგანზე დამოუკიდებელი მთხოვნის უფლების  არმქონე მე-3 პირი’’ „დაინტერესებულია’’ მიღებულმა გადაყვეტილებამ „უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს’’  მის უფლება-მოვალეობებზე და ე.წ. „რეგრესული სარჩელი’’[იხ. განმარტება იურიდიულ ლექსიკონში]  არ აღიძრას მის მიმართ „მოპასუხის’’ მიერ.

·       აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს  შემდეგი გარემოება: სწორედ „მხარეები’’ ახდენენ გავლენას პროცესის“ წარმაოშობაზე“ და „მსვლელობაზე’’

·       სწორედ მხარეებს აქვთ „საპროცესო უფლებები“: ა)“აღძრან საქმე“ ბ)“მოითხოვონ საქმის შეწყვეტა“ გ)“გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება“ და სხვა უფლებები.

·       „მხარეთა ‘’ შორის წამოჭრილ დავას „არსებითად იხილავს’’ და „წყვეტს’’ სასამართლო

·       კერძოდ,სასამართლო წყვეტს:

a.    არსებობს თუ არა მხარეებს შორის სამართალურთიერთობა

b.   ეკუთვნის თუ არა „მოსრჩელეს’’ „მოთხოვნის უფლება’’

c.    დარღვეულია თუ არა  „მოთხოვნილი უფლება’’   „მოპასუხის’’ მიერ

d.   პასუხი უნდა აგოს თუ არა „მოპასუხემ’’  უფლების დარღვევისტვის და რა დოზით

·       „სარჩელის წარდგენის’’ და „საქმის აღძვრის’’ დროს  არსებობს პრეზუმფცია[ვარაუდი],რომ „მოსარჩელე’’  „სადავო უფლების’’ „სავარაუდო მფლობელია’’,ანუ  მოსარჩელე ის პირია ,რომელიც ივარაუდება სადავო უფლების[ან კანონიერი ინტერესის]  სუბიექტად[!]

·       ხოლო „მოპასუხე’’ ივარაუდება  „სამართლებრივი ვალდებულების სუბიექტად’’ ,რომელიც სადავოდ ხდის „მოსარჩელის’’   უფლებას

 

 

 

 

 

რას ნი შნავს  „თავის სახელით’’ დავა და გაწყვეტილების მიღება „მხრეთა სხელზე’’ ?

 

·       ზემოთ  უკვე მივუთითეთ,რომ „მხარეები პროცეს აწარმოებენ თავისი სახელით’’[ანუ პროცესში „თავისი სახელით’’ გამოდიან,საკუთარ თავს წარმოადგენენ] და    „სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება  ხდება მხარეთა სახელზე’’

·       „სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას  მხარეთა სახელზე’’ ანუ სამოქალაქო საქმის „პერსონიფიცირებას’’ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმდენად,რამდენადაც კანონით აკრძალულია  ერთხელ უკვე გადაწყვეტილი სარჩელის განმეორებით აღძვრა და განხილვა  იმავე „მხარეებს’’ შორის,იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით [ამაზე იხ.საპროცესო კოდექსის 186-ე,209-ე,272-ე,275-ე,266-ე მუხლები]

ხხხხ

 

რას ნიშნავს „საქმის შედეგით  მხარის საპროცესო დაინტერესება’’ ?

 

·       „საპროცესო დაინტერესებაში’’ იგულისხმება  ა)მხარის შესაძლებლობა,დაიცვას თავისი უფლებები,ასევე იგი გულისხმობს მხარის სწრაფვას, ბ)მიიღოს მისთვის   ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილება  და გ)აღასრულოს იგი.

 

 

·       სასასამართლო სამეს აღძრავს და მის განხილვას შეუდგება  მხოლოდ „დაინტერესებული პირისაგან’’ მიღებული განცხადების საფუძველზე[იხ.სსსკ-ის მე-2 და 79-ე მუხლები]

·       „დაინტერესებულ პირებად’’ ანუ „მხარეებად’’ სასამართლოში გამოდიან „ფიზიკური’’ და „იურიდიული’’ პირები

·       „მხარედ’’ გამოსვლა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც,რომლებიც არ არიან „იურიდიული პირის’’ სტატუსის მატარებლები;

·       კონკრეტული დავის მონაწილეები  „მხარეებად’’ [„მოსარჩელედ’’ და „მოპასუხედ’’] მხოლოდ სასამართლოს მიერ „სარჩელის’’ ან „განცხადების’’ წარმოებაში მიღების მომენტიდან ხდებიან

 

   მუხლი 79. მხარეები სამოქალაქო პროცესში

 

1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები

 

 

                

„მოსარჩელე’’

 

·       ეს პროცესის ის მონაწილეა,რომელიც მოითხოვს:

 ა) რაიმეს მიკუთვნებას

  ბ)რაიმე უფლების ცნობას

  გ) მოპასუხისთვის რაიმე მოქმედების აკრძალვას

 

·       „სასარჩელო წარმოება’’ ვერ აღიძვრება თუ მოსარჩელე  სასარჩელო განცხადებაში არ დაასახელებს მოპასუხესაც [!]

·       ამიტომაა,რომ სსსკ-ის 1778-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ’’ პუნქტი   მოითხოვს „მოპასუხის“ სახელის და გვარის და სხვა მონაცემების დასახელებას

 

    მუხლი 178. სარჩელის შინაარსი

1. სარჩელში უნდა აღინიშნოს:

 

) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება იურიდიული პირის შემთხვევაში), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

 

·       მხარეთა შორის „დავა უფლების შესახებ’’,წარმოადგენს ორი მხარის საწინააღმდეგო ინტერესების დაპირისპირებას,ამიტომ საქმე უნდა შეწყდეს ,თუკი „მოპასუხის’’ და „მოსარჩელეს’’ ერთი  პირში შერწყმა მოხდება;

·       ასეთ დროს იქმნება მდგომარეობა,რომ ისპობა მხარეთა დაპირისპირება ,ანუ ინტერესთა წინააღმდეგობა ,აღარ გვაქვს „მხარის’’ ის მახასიატებელი ნიშანი ,რომელსაც „იურიდიულ ინტერესს’’ ვუწოდებთ[იხ. ზემოთ]

·       მაგ. მამა ედავება შვილს ქონებაზე,მაგრამ საქმის განხილვისას მამა კვდება და მოპასუხე მისი მემკვიდრე ავტომატურად აღმოჩნდება;

ანუ მოსარჩელეს ქონება  მემკვიდრეობით გადადადის მოპასუხეზე და მოპასუხე თავად აღმოჩნდება „მოთხოვნის უფლების’’ სუბიექტი

·       მსგავს შემთხვევებში საქმის წარმოება წყდება[!]

·       დაიმახსოვრე: „მოსარჩელეს’’  სამოქალაქო პროცესში ეწოდება „აქტიური მხარე’’[რადგან სწორედ ის აღძრავს სარჩელს თავისი უფლებების[ან კანონიერი ინტერესების] დასაცავად]

 

 

„მოპასუხე’’

 

·       „მპოასუხე’’ არის ის ვისაც თავს ესხმის  „მოსარჩელე’’ და ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე,ვინც [მოსარჩელეს აზრით] დაუსაბუთებლად სადავო გახადა  მოსარჩელის უფლება ან ხელყო მოსარჩელეს კანონით დაცული  ინტერესი ;ანუ ის ვის წინააღმდეგაც აღიძრა საქმე.

·       სარჩელის აღძვრის მიზეზი თავად „მოპასუხის’’ მოქმედება ან უმოქმედობაა[ მაგ. მოპასუხემ არ გადაიხადა ვალი დადგენილ ვადაში,სადავო გახადა ნაწარმოების ავტორობა, მიაყენა  ქონებრივი ან მორალური ზიანი]

·       ცალკეულ შემთხვევებში კი, მოპასუხემ შეიძლება „თავად’’ მოქმედებით ან უმოქმედობით  არც კი დაარღვიოს მოსარჩელის უფლებები ,ან ხელყოს მოპასუხის კანონით დაცული ინტერესები,მაგრამ  გახდეს  სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი[მაგ. როცა  ის „მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი’’ ან „მცირეწლოვანი მემკვიდრეა,რომელსაც წარედგინა ანდერძის ბათილობის სარჩელი’’ და ა.შ.

·       სამოქალაქო პროცესში „მოპასუხე’’  ე.წ. „პასიური მხარეა’’ ,რადგან იგი თავად არ აღძრავს სამოქალაქო საქმეს რომლის მონაწილედაც ის მოსარჩელემ აქცია.

 

2.მხარეთა საპროცესო უფლებები და მოვალეობები.[ქურდაძე]

 

ა) მხარეთა საპროცესო უფლებები

·       „საპროცესო უფლებების“ გამოუყენებლობას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგები იმ მხარისთვის ,რომელმაც ეს უფლებები არ გამოიყენა[!]

·       „თანასწორუფლებიანობის პრინციპი’’ მხარეებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს პროცესის ყველა სტადიაზე.

·       ყველა „დაინტერესებულ პირს“ აქვს საქმის აღძვრის უფლება,მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია სსსკის 186-ე მუხლი „განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები’’[წაიკითხე ეს მუხლი და მოინიშნე]

·       „მხარეთა საპროცესო უფლებები“ იყოფა „ზოგად’’ და „სპეციალურ ‘საპროცესო უფლებებად[!]

·       „ზოგადი საპროცესო უფლებებით’’ აღჭურვილია საქმის მონაწილე „ყველა’’ პირი

·       „ზოგადი საპროცესო უფლებების’’ შესახებ საუბარია სსსკ-ის 83-ე მუხლის 1-ელ ნაწილში და სსსკი-ს მთელ რიგ სხვა მუხლებში

 

   მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები

 +

1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, ა)გაეცნონ საქმის მასალებს, ბ)გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გ)გადაიღონ ასლები, დ)განაცხადონ აცილებანი, ე)წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, ვ)მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ზ)შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თ)სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, ი)მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, კ)წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, ლ)წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, მ)უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ნ)გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ო)წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და პ)ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.[მაგ.აწარმოონ საქმე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით,მოითხოვონ საქმის წარმოების განახლება ,სათანადო საფუძვლების არსებობისას ,მხარის უფლებაა მოითხოვოს ან არ მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულება და ა.შ]

 

·       „მხარეთა ‘’ „სპეციალური  უფლებები’’ უნდა მოვძებნოთ სსსკ-ის :

a.      მე-3 მუხლში

b.     21-ე მუხლის 1 ნაწილში

c.      83-ე მუხლის მე-2,მე-2 და მე-4 ნაწილებში[!]

d.     831- ე მუხლში

e.      188-ე მუხლში

f.       და სხვა

·       „დისპოზიციურობის პრინციპის’’ შესაბამისად თითოეული „მხარე’’ სარგებლობს მხოლოდ მისთვის მინიჭებული „სპეციალური უფლებებით’’

·       მაგ „მოსარჩელეს ‘’ „სპეციალური  უფლებებია’’:

a.      თავისი შეხედულებით განსაზღვროს „სარჩელის საგანი’’ და „მოთხოვნის საფუძველი’’

b.     თავისი შეხედულებით შეცვალოს „სარჩელის საგანი’’ და „მოთხოვნის საფუძველი’’

c.      თავისი შეხედულებით შეცვალოს „გაზარდოს’’ ან „შემციროს’’ „მოთხოვნის ოდენობა’’

d.     თავისი შეხედულებით  „უარი თქვას სარჩელზე’’

e.      თავისი შეხედულებით  „გამოიხმოს სარჩელი’’

f.       თავისი შეხედულებით  აირჩიოს  „მოპასუხე“ და მის მიმართ სარჩელის წარდგენით დაიწყოს  საქმის წარმოება სასამართლოში [სსსკ-ის მე-3 უხ. 1ნაწ]

 

  მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი 

 

 

1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

ყურადღება:

 

·       სარჩელის წარდგენის წესები კი  დადგენილია  სსსკ-ის 177-178-ე მუხლებით და 180-184-ე მუხლებით.[ წაიკითხე აუცილებლად ეს მუხლები და მოინიშნე ]

 

 

·       „მოპსუხესაც’’ გააჩნია „სპეციალური საპროცესო უფლებები’’:

a.      „ცნოს სარჩელი მთლიანად ან ნაწილობრივ’’

b.     „შეიტანოს შესაგებელი“

c.      აღძრას „შეგებებული სარჩელი’’

 

·       ყურადღება: მხარეთა საერთო „სპეციალური უფლებაა’’ – „მორიგება“[!]

·       ამ უფლებას „მხარეები’’ „ურთიერთშეთანხმებით ‘’ ახორციელებენ[!]

·       ზემოთ ჩამოთვლილი „საპროცესო უფლებები’’  მხარეთა განკარეგვითი ანუ დისპოზიციური უფლებებია  და ამ უფლებებით   მხოლოდ „მხარეები’’ სარგებლობენ პროცესში  [და არა  სასამართლო]

 

რას ნიშნავს „სარჩელზე უარის თქმა ‘’? [რომელიც მოსარჩელეს სპეც. უფლებაა იხ ზემოთ]

 

·       ეს ნიშნავს რომ მოსარჩელემ უარი თქვა თავის „მატერიალურ სამართლებრივ’’ მოთხოვნაზე მოპასუხის მიმართ

·       ანუ  ,“უარი თქვა პროცესის გაგრძელებაზე’’

·       მოსარჩელეს უფლება აქვს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში „თქვას უარი სარჩელზე“[ანუ შეწყვიტოს პროცესი]

·       მოსარჩელეს უფლება აქვს „მოთხოვნაზე უარი თქვას’’ პროცესის  უკანასკნელ „აღსრულების სტადიაზეც’’[ ასეთ დროს „სააღსრულებო წარმოება“ მოპასუხის[მოვალის]  მიმართ  წყდება „კრედიტორის მიერ გადახდევინებაზე უარის თქმის გამო’’]

 

რას ნიშნავს „სარჩელის აღიარება’’ ?[რაც [მოპასუხის სპეც. უფლებაა]

 

·       ეს ნიშნავს რომ მოპსუხე აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას მის მიმართ[!]

·       სარჩელი მოპასუხემ შეიძლება აღიაროს  „სრულად’’ ,ან „ნაწილობრივ’’

·       „სარჩელის აღიარების’’ შემთხვევაში პროცესი მაინც გაგრძელდება  და დასრულდება იმით,რომ სასამართლო გამოიტანს სასარჩელო მოთხოვნის „სრულად’’ ან „ნაწილობრივ’’ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება

 

 

რას ნიშნავს  „მორიგება’’  ?

 

·       „მორიგება’’ , მხარეთა კომპრომისის[ურთიერთდათმობების] გამოხატულებაა

·       „მორიგება’’ შეიძლება მოხდეს მხოლოდ „მოპასუხეს’’  და „მოსარჩელეს’’ შორის

·       ან მოპასუხესა და  „ დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მე-3 პირს შორის’’

·       „მორიგებას’’ ამტკიცებს სასამართლო[რაც იმას ნიშნავს რომ სასამართლო ამოწმებს „მორიგების’’ პირობების ნამდვილობას“: ა)ხომ არ ეწინააღმდეგება ისინი კანონს ,,ან ბ) ზნეობის ნორმებს , გ)ითვალისწინებს თუ არა იგი ორივე მხარის ინტერესებს დ) მისი[მორიგების] პირობები ხომ არ არღვევს მე-3 პირთა კანონით დაცულ უფლებებს ან ინტერესებს

·       სასამართლომ მხარეებს უნდა განუმატოს საქმის „მორიგებით’’ დასრულების „სამართლებრივი შედეგები’’

·       მხარეთა „მორიგება’’ არის  „გარიგების’’  სპროცესო ფორმა[!]

·       ამიტომ, „მორიგება’’უნდა პასუხობდეს „გარიგების’’დადებისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს[!]

·       მხარეებს შეუძლიათ  დავა „მორიგებით’’ დაამთავრონ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე[!]

·       მათ შორის „სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც“ [!]

[მაგრამ ეს გარემოება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს]

·       ასეთ დროს[„მორიგების გადაწყვეტილების შემდეგ“ დროს] გადაწყვეტილების იურიდიული ძალა შეიძლება მხოლოდ  შეიზღუდოს მხარეთა ნებაზე დაფუძნებული სხვა აქტებით[!]

 

ბ) „მხარეთა’’ სამოქლაქო საპროცესო „მოვალეობები’’

 

·       მხარეებს აკისრიათ „საპროცესო’’ მოვალეობები,რომლებიც იყოფა „ზოგად’’ და „სპეციალურ მოვალეობებად

·       მხარეთა  საერთო „ზოგადი მოვალეობებია’’:

a.      დაიცვან სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესრიგი

b.      უსიტყვოდ დაემორჩილონ მოსამართლის [სხდომის თავმჯდომარის] განკარგულებებს

c.      პატივი სცენ სასამართლოს[ანუ მოსამართლეს][ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მხარის მიმართ გამოიყენოს სანქციები: გაფრთხილება,გაძევება და სხვა]

 

·        „სპეციალური ვალდებულებებია’’:

a.      „მოსარჩელე’’ ვალდებულიასარჩელს დაურთოს იმდენი საბუთების ასლი რამდენიც მოპასუხეა“

b.      „მხარეები ვალდებულები არიან „აცნობონ სასამართლოს თავიანტი ადგილსამყოფელის [ან მისამართის] შეცვლის შესახებ’’

c.      „მხარეები ვალდებულები არიან „დაამტკიცონ გარემოებები,რომლებზეც ამყარებენ თავიანთ მოტხოვნებს და შესაგებლებს’’[სსსკ-ის 102-ე მუხ]

d.      მაგ.წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია:  დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.[სსსკ-ის 134-ე მუხ. მე-3][შუამდგომლობის ამღძვრელმა პირმა უნდა მიუთითოს იმ მიზეზებზე და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებაც იმის დასადასტურებლად,რომ თვიტონ ბერ შეძლო დამოუკიდებლად ამ მტკიცებულებების მიღება სხვადასხვა დამამაბრკოლებელ ფაქტორტა გამო]

e.      მაგ.„უდავო წარმოების წესით’’“იურიდიული ფაქტების’’ დადასტურების დროს განმხადებელი ვალდებულია :განცხადებაში აღნიშნოს რა მიზნისთვის სჭირდება მას ფაქტის დადგენა[!]

 

·        შეიძლება დასახელდეს სხვა მაგალითებიც

 

 

 

 

 

3. „სამოქალაქო საპროცესო  უფლებაუნარიანობა“ [ლილუაშვილის მიხედვით]

 

 

 

  მუხლი 80. სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა

 

1. საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები (საპროცესო უფლებაუნარიანობა).

2. ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით.

3. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა[იურიდიული პირის] რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

 

 

·  „საპროცესო უფლებაუნარიანობა’’  არის პირის[ დიზიკურის ან იურიდიულის] უნარი ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები[„საპროცესო უფლებაუნარიანობის’’ ცნება საზეპირო]

·  „საპროცესო უფლებაუნარიანობა’’  დაკავშირებულია „სამოქალაქო უფლებაუნარიანობასთან’’,მაგრამ შინაარსით და წარმოშობის მომენტით ზოგჯერ არ ემთხვევიან ერთთმანეთს.

·  მაგ. მატერიალურსამართლებრივი „მემკვიდრეობის  უფლება’’ წარმოიშობა „ჩასახვისთანავე“ [იხ.სკ მუხ.11] ,მაგრამ „მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სამოქალაქო საპროცესო უფლება -მოვალეობები“  კი წარმოიშობა მხოლოდ „დაბადების მომენტიდან’’

·  ყურადღება: რადგან „ფიზიკური პირების ‘  საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან’’[სსსკ-ის მუხ.80 ნაწ.2] და „მისი შეზღუდვა დაუშვებელია“ სასამართლოს აღარ სჭირდება იმის შემოწმება აღჭურვილია თუ არა მხარე „ფიზიკური პირი’’ –„საპროცესო უფლებაუნარიანობით’’

·  რაც შეეხება“იურიდიულ პირებს’’,მათ „საპროცესო უფლებაუნარიანობას“  და „საპროცესო ქმედუნარიანობას’’  არც კი ანსხვავებენ იმ უბრალო მიზეზის გამო ,რომ ისინი „წარმოიშობა და წყდება ერთდროულად’’- იურიდიული პირის რეგისტრაციის მომენტიდან და რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან

·  ამიტომ,სასამართლომ ყოველთვის უნდა შამოწმოს იურიდიული პირის „უფლებაუნარიანობა“ ,რაც იმავდროულად იურიდიული პირის საპროცესო „ქმედუნარიანობის“ შემოწმებასაც ნიშნავს.

·  თუ ასეთი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდება,რომ იურიდიული პირი „არაა რეგისტრირებული’’,სასამარტლომ მას უარი უნდა უთხრას სარჩელის მიღებაზე[!] გარდა ისეთი შემთხვევებისა ,როდესაც კანონი უშვებს „არაიურიდიული პირის’’ სამოქალაქო პროცესში  „მხარედ ‘’ მონაწილეობის შესაძლებლობას [სსსკ-ის 79-ე მუხ. მე-2 ნაწ]

 

    მუხლი 79. მხარეები სამოქალაქო პროცესში

 

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

 

 

 

 

4.“სამოქალაქო საპროცესო  ქმედუნარიანობა’’

 

   მუხლი 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა

 +

1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).

2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობამისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

3​1. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.

4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და . ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.

5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელიმშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია, მცირეწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან, მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.

6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად.

 

·        სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა- ესაა  პირი [ფიზიკურის ან იურიდიულის] უნარი, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს [საპროცესო ქმედუნარიანობის -ცნება  საზეპირო].

·        საპროცესო ქმედუნარიანობა  წარმოიშობა   18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობამისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

 

[ამრიგად,სასამრთლოს ,თუ არსებობს ეჭვის საფუძველი,ფიზიკურ პირს შეუძლია მოსთხოვოს მისი ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა,ხოლო იურიდიულ პირს მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა]

 

·        შეუძლია თუ არა არასრულწლოვანს[7-დან 18 წლამდე პირს] პირადად დაიცვას სასამართლოში თავისი უფლებები ან კანონიერი ინტერესები ? იყოს მოსარჩელე და მოპასუხე ? დიახ,შეუძლია ,ოღონდ თუკი კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები,ან მინიჭებული აქვს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება და ა.შ[იხ. სკ-ს 65-ე მუხლი]

·        თუმცა ,ჩვეულელებრივ არასრულწლოვნების და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებული სხვა პირების უფლებებს სასამართლოში იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები,მშობლები,მშვილებლები   ან მზრუნველები.

·        „საპროცესო ქმედუნარიანობის“ მიხედვით გათანაბრებულები  არიან 7 წლამდე ბავშვები და ქმედუუნაროდ აღიარებული  პირები.კერძოდ, მათ არ გააჩნიათ „საპროცესო ქმედუნარიანობა’’.მათ კანონიერ უფლებებს სასამართლოში მხოლოდ მათი კანონიერი წარმომადგენლები[მშობლები,მშვილებლები   ან მეურვეები] იცავენ

·        მაგრამ თუ მათ არ ჰქყავთ „კანონიერი წარმომადგენელი’’ ,მაშინ სასამართლომ უნდა დაუნიშნოს სსსკ--ის 82 მუხლის თანახმად „საპროცესო წარმომადგენელი’’[იხ ამ მუხლის კომენტარი ლილუაშვილი-ხრუსტალის წიგნში]

·        პრაქტიკაში იშვიატი არაა შემტხვევა,როდესაც სრულწლოვანი პირი [მაგ. მოპასუხე] არაა აღირებული ქმედუუნაროდ [სსსკ-ის 3332-ე მუხლი],მაგრამ აშკარაა რომ იგი ვერ უწევს ანგარიშს თავის მოქმედებას ფსიქიკური მდგომარეობის ან ჭკუასუსტობის გამო;

·        ასეტ შემთხვევაში სასამართლომ უნდა მოიწვიოს ამ პირის მშობელი,შვილი,ან მეუღლე და ჩართოს  იგი საქმეში,როგორც კანონიერი წარმომადგენელი ,ხოლო თუ მას არ ჰყავს ასეთი წარმომადგენელი დაუნიშნოს „საპროცესო წარმომადგენელი’’ სსსკ--ის 82 მუხლის თანახმად

 

  მუხლი 82. ქმედუუნარო მხარის საპროცესო წარმომადგენელი პროცესში (საპროცესო მზრუნველი)

 

1. თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.

2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო მოსარჩელის მიერ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე შეიძლება მოსარჩელეს დაუნიშნონ საპროცესო წარმომადგენელი.

 

 

 

 

„არასათანადო მხარის შეცვლა ‘’

 

ა)“არასათანადო მოსარჩელის შეცვლა’’

 

   მუხლი 84. არასათანადო მოსარჩელის შეცვლა

 +

1. სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.

2. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.

3. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე.

4. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე

 

1-ლი ნაწილი

 

·        “არასათანადო მოსარჩელედ’’  ითვლება პირი ვისაც არ აქვს „მოთხოვნის უფლება“

 

·        აქვს თუ არა პირს „მოთხოვნის უფლება’’ ეს ირკვევა მატერიალური სამართლის მიხედვით

 

მაგ.“ნივთის უკან დაბრუნება მფლობელს შეუძლია მოსთხოვოს მესაკუთრემ’’[სკ-ის 172-ე მუხ. 1-ლი ნაწ] აქედან გამომდინარე თუკი „ვინდიკაციური სარჩელი ‘’ აღძრა არა ნივთის მესაკუთრემ,არამედ მისი ოჯახის წევრმა ,ვთქვათ შვილმა ,მაშინ ეს შვილი იქნება „არასათანადო მოსარჩელე’’

მაგ. „თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა’’[სკ-ს 81-ე მუხლის 1-ლი ნაწ]. „სათანადო მოსარჩელე’’ იქნება ის პირი ვინც მოატყუეს და ვისთანაც დადეს გარიგება და არა ამ პირის ოჯახის წევრი ან გულშემატკივარი.

·        ყურადღება:  „არასათანადო მოსარჩელისგან’’ უნდა განვასხვავოთ  სარჩელის აღძვრაზე „არაუფლებამოსილი  პირი’’

·        სსსკ-ის 93-ე მუხლის  მე-2 ნაწილის თანახმად ,მხარეებს შეუძლიატ საქმე აწარმოონ სასამართლოში „წარმომადგენლის’’ [მაგ. ადვოკატის]მეშვეობით

·        „წრმომადგენლის ‘’ უფლებამოსილება უნდა გაფორმდეს კანონით განსაზღვრული წესით[!]

·        თუ პირი აღძრავს სარჩელს სხვა პირის უფლებების დასაცავად ,მაგრამ მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ იქნება გაფორმებული კანონით დადგენილი  წესით [სსსკ-ის 96-ე მუხლი] ,მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს „არაუფლებამოსილ პირთან’’

·        ამრიგად,“არასათანადო მოსარჩელე’’ -ესაა პირი რომელმაც აღძრა საქმე სასამართლოში თავისი უფლების დასაცავად,თუმცა არ აქვს ამ სარჩელში მითითებული „მოთხოვნის უფლება’’,ანუ არ აქვს „მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი“ ამ საქმეში

·        ხოლო ‘არაუფლებამოსილი პირი’’ -ესაა პირი რომელმაც ,აღძრა სასამართლოში საქმე სხვისი უფლების დასაცავად,მაგრამ არ აქვს ამ სხვა პირის მიერ მიცემული უფლებამოსილება სთანადო წესით გაფორმებული[!]

·        დაიმახსოვრე: თუ სარჩელი სასამართლოში შეიტანა ისეთმა პირმა ,რომელსაც  არ აქვს უფლებოსილება საქმის წარმოებაზე ,მაშინ სასამართლო არ მიიღებს სარჩელს [სსსკ-ის 186 მუხლის  1ლი ნაწილის „ზ’’ პუნქტი ]

·        ხოლო იმ შემთხვევაში ,როცა სარჩელი აღძრულია „არასათანადო მოსარჩელეს’’ მიერ ,სასამართლო უარს ვერ იტყვის სარჩელის მიღებაზე.

მაგრამ ასეთ დროს, სასამართლოს შეუძლია დააყენოს „თავისი ინიციატივით’’  „არასათანადო მოსარჩელეს’’  „სათანადო მოსრჩელეთი’’ შეცვლის საკითხი[!][ და ამაზე საჭიროა იმ „არასათანადო მოსრჩელეს ‘’ თანხმობა.]

 

მე- 2. ნაწილი

·        „თუ „არასათანადო მოსარჩელე ‘’ თანახმაა შეიცვალოს „სათანადოთი’’,ეს ნიშნავს რომ მან უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე

·        თუ სათანადო მოსარჩელე ,[მას შემდეგ რა „არასათანადო მოსარჩელე’’ განაცხადებს თანხმობას სათანადოთი შეცვლაზე,ანუ უარს იტყვის მის მიერ აღძრულ სარჩელზე],უარს იტყვის შეცვალოს ეს „არასათანადო მოსარჩელე’’-სასამართლო გამოიტანს განჩინებას „საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ [სსსკ-ის 276- ემუხლის „გ’’ პუნქტი]

·        მაგრამ ,თუ „სათანადო მოსარჩელე’’ თანახმაა შეცვალოს „არასათანადო მოსარჩელე’’,მაშინ საქმის წარმოება არ შეწყდება  და სასამართლო გამოიტანს გაჩინებას „არასათანადო მოსარჩელეს სათანადო მოსარჩელეთი შეცვლის თაობაზე’’

·        განიხილავს საქმეს „სათანადო მოსარჩელეს მიმართ’’ და გამოიტანს გადაწყვეტილებას „სათანადო მოსარჩელეს’’ სახელზე[მიმართ]

 

მე-3 ნაწილი

 

·        თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, მაშინ  „სათანადო მოსარჩელე’’  შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად   დამოუკიდებელ მოთხოვნის უფლებით ‘ დავის საგანზე

·        თუ ეს „სათანადო მოსარჩელე’’ თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე [სარჩელის  დაუსაბუთებლობის გამო] ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის   მიმართ იგივე სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე.

·        ანუ საქმეში „მე-3 პირად’’ ჩართულ „სათანადო მოსარჩელეს’’ არ სჭირდება საკუთარი   სარჩელის აღძვრა,ისე როგორც ამას სსსკ-ის 88-ე მუხლი ითვალისწინებს

·        ამრიგად,სასამართლო უარს ეტყვის „არასათანადო მოსარჩელეს’’  იმ მოტივით,რომ „მას არ აქვს მოთხოვნის უფლება’’

·        ხოლო „მე-3 პირად’’ საქმეში ჩართულ „სათანადო მოსარჩელეს’’ მიმართ უკვე აღძრულ სარჩელს დააკმაყოფილებს  „საერთო ‘’ საფუძველზე.

 

მე-4 ნაწილი

·        ხოლო თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე

 

 

ბ)“არასათანადო მოპასუხის ს შეცვლა’’

 

 

    მუხლი 85. არასათანადო მოპასუხის შეცვლა

 

 თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

·        „მოპასუხე’’ არის პირი ,რომელმაც „მოსარჩელეს’’ განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება

·        „მოპასუხის’’ დასახელების [ანუ არჩევის]  უფლება და მოვალეობაც  „მოსარჩელეს’’ აქვს[იხ. სსსკ-ის 178-ე მუხ.]

·        პრაქტიკაში ზოგჯერ ადგილი აქვს შემთხვევებს ,როდესაც სარჩელი აღძრულია „არა იმ პირის მიმართ ,რომელსაც მოსარჩელემ მაგ. სესხის სახით გადასცა თანხა ,არამედ ამ მსესხებლის მამის მიმართ ,ან სარჩელი არასრულწლოვანი შვილიშვილის  რჩენისთვის აღძრულია პაპის ან ბებიის მიმართ,მაშინ როდესაც მას შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლისაგან [მაგ მამისაგან,რომელსაც კარგი ხელფასი ან შემოსავალი აქვს]

 

ყურადღება:

·        სასამართლოს უფლება არ აქვს არ მიიღოს სარჩელი იმ მოტივით,რომ იგი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ .მაგრამ ასეთ დროს სასამართლო დააყენებს საკითხს „არასათანადო მოპასუხის’ „სათანადო მოპასუხით’’ შეცვლის თაობაზე ; „მოპასუხის’’ ასეთი შეცვლა შეიძლება მხოლოდ „მოსარჩელეს’’ თანხმობით[!]

·        მაგრამ თუ მოსარჩელე არაა თანახმა „არასათანადო ‘’ მოპასუსუხის „სათანადო მოპასუხიტ’’ შეცვლაზე სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე[!]

ყურადღება:

·        „არასათანადო მოპასუხის’’  ან „არასათანადო მოსარჩელეს’’ „შეცვლამიზანშეწონილია  მოხდეს „საქმის მომზადების სტადიაზე’’,კერძოდ სასამართლოს „მოსამზადებელ სხდომაზე’’მაგრამ თუ საკითხი წამოიჭრება სასამართლოს „მთავარ სხდომაზე’’ მაშინ „მხარის’’  ასეთი შეცვლა აქვე [მთავარ სხდომაზე] უნდა მოხდეს ,ან „საქმის განხილვა’’ სხვა დროისთვის გადაიდოს[!]

 

მაგ. ერთ-ერთ  საქმეზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით ,რომ „ზიანის ანაზღაურება’’ დაეკისრა პირს ,რომელიც არც მოსარჩელეს მიერ იყო დასახელებული მოპასუხედ და არც სასამართლოს მიერ ყოფილა დაშვებული როგორც „სათანადო მოპასუხე’’,ნაცვლად მოსარჩელეს მიერ დასახელებული „არასათანადო მოპასუხისა’’

საკასაციო სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია ,რომ დარღვეული იყოს „სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები.

 

 

საპროცესო თანამონაწილეობა.“

 

   მუხლი 86. თანამონაწილეობის საფუძვლები

 +

1. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

2. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

 

·        „თანამონაწილეობა’’ გვაქვს მაშინ როდესაც ერთი მოსარჩელე აღძრავს საქმეს რამდენიმე „მოპასუხის’’ წინააღმდეგ

·        ან რამდენიმე მოპასუხე ’’აღძრავს  სარჩელს ერთი „მოსრჩელეს’’ წინააღმდეგ

·        ან რამდენიმე „ნოსარჩელე’’ აღძრავს საქმეს  „რამდენიმე „მოპასუხის’’ წინააღმდეგ [!]

·        ყურადღება ერთ მხარეზე მონაწილე „თანამონაწილეების’’ ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს [ამით „თანამონაწილეობა’’ განსხვავდება „მე-3 პირისაგან’’ ,რომელიც დამოუკიდებელ სარჩელს აღძრავს რომელიმე მხარის ,ან ორივე მხარის წინააღმდეგ]

·        „თანამონაწილეობის’’ მიზანია ა)საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დაჩქარება  ,ბ) ერთმანეთის საწინააღმდეგო და შეუსაბამო გადაწყვეტილებების გამოტანის თავიდან არიდება

·        182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:

 

მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა

 

4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

 

·       „საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების“ ინიციატივით შეიძლება გამოვიდეს სასამართლო  და ურჩიოს მხარეებს ასეთი გაერთიანება თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.

 

·        „თანამონაწილეობა’’ პროცესში შეიძლება იყოს ა)„სავალდებულო’’ და ბ)„არასავალდებულო ’’

 

                     ა)“სავალდებულო თანამონაწილეობა’’ პროცესში

 

·        „თანამონაწილეობა’’ სავალდებულოა - თუ  ურთიერთობიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმის განხილვა  „ყველა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე’’

მაგ.“საერტო საკუთრების’’ უფლების ერთ-ერთმა სუბიექტმა[ „მოწილემ’’] მოითხოვა  გამოყოფა და მისი წილის გატანა; ასეთ სადავო  საქმეში  ცართული უნდა იყოს ყველა მოწილე

·        საერთოდ,როცა დავა ეხება „საზიარო საგანს’’,საქმეში ჩაბმული უნდა იყოს „საზიარო უფლების’’ ყველა მესაკუთრე;

მაგ. როცა საქმე ეხება ბინიდან გამოსახლებას[ბინის გამოთავისუფლებას] ,მაშინ საქმეში ჩართული უნდა იყოს ამ ბინაში მცხოვრები ყველა პირი.

·        დაიმახსოვრე: „სავალდებულო თანამონაწილეობისას’’ ,თუ ყველა „თანამონაწილე’’ არ იქნება ჩართული საქმეში და სასამართლო ისე გამოიტანს გადაწყვეტილებას ,მაშინ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდება[!],რადგან გადაწყვეტილების  იურიდიული ძალა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე ,რომლებიც „მხარის’’ სტატუსით მონაწილეობენ პროცესში.

ამიტომ, თუ სარჩელი არაა აღძრული „საერთო უფლების“ „ყველა თანამონაწილის“ ან „საერთო ვალდებულების’’ „ყველა თანამონაწილის’’  მიმართ,მაშინ სასამართლომ „საკუთარი ინიციატივით’’  უნდა ჩააბას ისინი საქმეში[!]

 

სასამართლოს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ –„სავალდებულო თანამონაწილეობისას’’

·        შეუძლია თუ არა სასამართლოს „სავალდებულო თანამონაწილეობისას’’  გამოიტანოს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ ?[ანუ როცა  ა) არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სსხდომაზე არცერთი თანამონაწილე ან ბ) გამოცხადდა არა ყველა,არამედ ერთ-ერთი ,ან რამოდენიმე მათგანი]

·        თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი თანამონაწილე[„თანამოსარჩელე’’ ან „თანამოპასუხე’’] ,რომლებსაც კანონიტ დადგენილი წესით გაეგზავნათ შეტყობინება სასამარლო გამოიტანს „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას’’ [იხ. 229-ე და 230-ე მუხლები]

·        თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება ერთი თანამონაწილე[ ვთქვათ„თანამოსარჩელე’’] ,მაშინ სასამართლომ უნდა გამოიტანოს არა „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’,არამედ „ჩვეულებრივი გადაწყვეტილება’’ საქმის მასალების მიხედვიტ.

 

დაიმახსოვრე:

·        „სავალდებულო თანამონაწილეობისას’’ ერთ-ერტი „თანამონაწილის’’ გამოცხადება ნიშნავს „ყველა თანამონაწილის’’ ანუ „მხარის’’ გამოცხადებას[!] [ოღონდ შეტყობინება ყველა თანამონაწილესთან უნდა იყოს გაგზავნილი კანონით დადგენილი წესით]

·        თუ არცერთი მხარე [ანუ არცერთი „თანამოსარჩლე’’ და არცერთი „თანამოპასუხე’’] არ გამოცხადდება სასამართლოს შეუძლია სარჩელი „განიხილველად დატოვოს’’[სსსკ-ის 231-ე მუხლი]

ბ) „არასავალდებულოა  მონაწილეობა ‘’ პროცესში

 

·        თუკი „სასარჩელო მოთხოვმები გამომდინარეობს ერთი და იგივე მოთხოვნებიდან’’ [სსსკ -ის მიხ. 86-ე „ბ’’ ] ან სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.[სსსკ -ის მიხ. 86-ე „გ’’ ] პროცესში თანამონაწილეობა „არასავალდებულოა’’

·          მაგ. თუ პირს „ქონებრივი ზიანი’’ მიაყენა რამდენიმე პირმა ,დაზარალებულს შეუძლია სარჩელი აღძრას როგორც  ცალკეული ზიანის მიმყენებლის ,ისე  ყველას მიმართ ერთდროულად

·        ასევე თითოეულ დასაქმებულს შეუძლია ცალ -ცალკე აღძრას საქმე ადმინისტრაციის მიმართ მაგ. ხელფასის არ მიღების თაბაზე,მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი მოთხოვნები ერთ სარჩელში[!]

·        „თანამონაწილეობა’’ ასეეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია საქმის „სწორად’’ და „სწრაფად’’ გადაწყვეტის ინტერესესებით ; ასევე „საპროცესო ეკონომიის’’ პრინციპის შესაბამისად.

·        მარამ ,როცა  კონკრეტული საქმის განხილვისას ამ მიზნის[„სწორად’’ ,“სწრაფად’’ ,ეკონომიურად’’]  არ ხერხდება [რადგან მხარის ზოგიერთი არასავალდებულო თანამონაწილე  არ ცხადდება პროცესზე],სასამართლოს შეუძლია რამდენიმე მოსარჩელეს ან რამდენიმე მოპასუხეს მიმართ წაყენებული მოთხოვნებიდან „ცალკე წარმოებად გამოყოს’’  ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა [იხ.სსსკ-ის 182 -ე მუხლის მე-3 ნაწილი]

 

     მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა

 

3. რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყო ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.

 

 

ყურადღება

 

·        პროცესში „თანამონაწილეობისგან’’ უნდა განვასხვავოთ  „რამდენიმე სარჩელის ერთ სარჩელში გაერთიანება ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ“

 

 

·        პროცესში  პირთა „თანამონაწილეობა’’ ეს არის  „სარჩელების სუბიექტური  გაერთიანება“რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ“ თუ:

) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

 

·        „რამდენიმე სარჩელის ერთ სარჩელში გაერთიანება  ერთი და იგივე  მოპასუხის  მიმართ“ კი არის „სარჩელების ობიექტური გაერთიანება’’

 

     მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა

 

1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუარა.

 

·        სასამართლოს შეუძლია ერთი და იგივე  მოპასუხის  მიმართ  წაყენებული „გაერთიანებული მოთხოვნებიდან ‘’  „ცალკე წარმოებად ‘’ გამოყოს „ერთი“ ან „რამდენიმე“ მოთხოვნა[სსსკ-ის 182-ე მუხ. მე-2 ნაწ.]

 

 

2. სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.

 

ხხხხხ

სასამართლოს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ –„არასავალდებულო თანამონაწილეობისას’’

·        შეუძლია თუ არა სასამართლოს „არასავალდებულო თანამონაწილეობისას’’  გამოიტანოს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ ?[ანუ როცა  ა) არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სსხდომაზე არცერთი თანამონაწილე ან ბ) გამოცხადდა არა ყველა,არამედ მხოლოდ ერთ-ერთი ,ან რამოდენიმე მთანამონაწილე ]

·        თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი თანამონაწილე[არცერთი „თანამოსარჩელე’’ ან არცერთი „თანამოპასუხე’’] ,რომლებსაც კანონიტ დადგენილი წესით გაეგზავნათ შეტყობინება სასამარლო გამოიტანს „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას’’ [იხ. 229-ე და 230-ე მუხლები] ყველა გამოცხადებელი მხარის წინააღმდეგ

·        მაგრამ თუკი [„არასავალდებულო თანამონაწილეობის ‘’ დროს ] სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება ერთმხარეზე მონაწილე მხოლოდ  ერთი  ან რამდენიმე  თანამონაწილე,მაშინ სასამართლომ უნდა გამოიტანოს არა „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’,არამედ „ჩვეულებრივი გადაწყვეტილება’’  „მხოლოდ გამოცხადებული თანმონაწილის მიმართ’’[!]  და „დაუსწრებელი გადაწყვეტილება ‘’ „გამოუცხადებელი თანამონაწილეების მიმართ’’

 

[„არასავალდებულო თანამონაწილეობის ‘’ დროს  „თითოეულ თანამონაწილეს’’ შეეძლო დამოუკიდებლად აღეძრა საქმე  „ცალკე აღებული’’ მოსარჩელეს მიმართ; ამიტომ „არასავალდებულო თანამონაწილეობის ‘’ დროს   „გამოუცხადებლობას’’ უნდა მოჰყვეს ის შედეგი  რასაც კანონი ადგენს „მხარის გამოუცხადებლობის’’ შესახებ  საერთოდ]

 

 

   მუხლი 86. თანამონაწილეობის საფუძვლები

 

2. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

 

·        პროცესში  თითოეული „თანამოსარჩელეს ‘’ ან „მოპასუხეს’’   „დამოუკიდებლად გამოსვლა’’ იმას გულისხმობს,რომ მის მიერ ამა თუ იმ „საპროცესო მოქმედების ‘’ შეუსრულებლობას  არ შეუძლია რაიმე ზიანი მიაყენოს  სხვა „თანამოსარჩელეს’’ ან „თანამოპასუხეს’’

·        მაგ. ერთი „თანამონაწილის ‘’ [თანამოსარჩელის’’ ან „თანამოპასუხის’’ ] მიერ საკუთარ  „სარჩელზე უარის თქმა“ ან მოწინაღმდეგე მხარის „სარჩელის ცნობა’’  არ ნიშნავს „სარჩელზე უარის თქმას’’ ან „სარჩელის ცნობას’’ სხვა „თანამონაწილეების ‘’ მიერაც[!]

·        „სასამართლო შეწყვეტს  საქმის წარმოებას’’ იმ მოსარჩელის მიმართ,რომელმაც „უარი თქვა სარჩელზე’’  და „სხვა ’’ მოსარჩელეების’’ სარჩელის ან სარჩელების  განხილვას გააგრძელებს.

·        ასევე სასამართლო დააკმაყოფილებს  სარჩელს იმ მოპასუხის მიმართ,რომელმაც „ცნო სარჩელი’’,ხოლო სხვა მოპასუხეების მიმართ გააგრძელებს საქმის განხილვას.  

 

    მუხლი 87. თანამონაწილეთა საპროცესო უფლებები

 +

1. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.

2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96- მუხლით დადგენილი წესით

1-ლი ნაწილი“

·        „თანამონაწილეები’’[„თანამოსარჩლეები’’,“თანამოპასუხეები’’] არიან მხარეები რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებებს  და კამონიტ გათვალისწინებულ ინტერესებს.

·        ამიტომ ისინი სარგებლობენ ყველა იმ უფლებით ,რა უფლებებიც აქვთ „მხარეებს’’[იხ. სსსკ -ის 83-ე მუხლი]

მე-2 ნაწილი:

 

·        თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება სასამართლოში ერთ-ერთ თანამშრომელს მიანდონ;

·        ასეთ შემთხვევაში ეს „თანამონაწილე’’ ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ა)ის არის მხარე რომელიც იცავს თავის უფლებებს და  იმავდროულად ბ)ის არის „წარმომადგენელი’’ სხვა „თანამონაწილეებისა

·        ყურადღება: ამ ორი ფუნქციის შეთავსება დასაშვებია მხოლოდ „თანამონაწილეობის’’ დროს[!]

მე-3 ნაწილი:

 

·       საქმის წარმოების „მინდობა“  ერთ-ერთი „თანამონაწილისთვის“ აუცილებლად უნდა გაფორმდეს „კანონით დადგენილი წესით’’[სსსკ-ის 96-ე მუხლი]

·       მაგ. მოქალაქის მიერ გაცემული „მინდობილობა’’ უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით იმ ორგანიზაციის მიერ ,სადაც მუშაობს ან სწავლობს „მარწმუნებელი’’

·       „თანამონაწილეს’’ რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება სხვა „თანამონაწილეების ‘’ მიერ ,თავის მხრივ,არ ეკრძალება აიყვანოს ადვოკატი.

·       ყურადღება : მცდარია და არ შეესაბამება კანონს ისეთი პრაქტიკა ,როდესაც „თანამონაწილის’’ „წარმომადგენლად’’ დაშვების საკითხს ამ „თანამონაწილის’’ სიტყვიერი განცხადების საფუძველზე წყვეტს სასამართლო[მოსამართლე]

 

საპროცესო უფლებამონაცვლეობა.

 

 მუხლი 92. საპროცესო უფლებამონაცვლეობა

 +

1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279- მუხლის შესაბამისად.

4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ნაწილი 1

 

·        ყურადღება: საპროცესო  „უფლებამონაცვლეობის’’ საფუძველია არა „საქმიდან’’[დავიდან]  „არსათანადო’’ მხარის გასვლა და „სათანადო ‘’ მხარის შემოსვლა  და  ,არამედ მხარის „სამართლურთიერთობიდან გასვლა’’

·        საპროცესო  „უფლებამონაცვლეობის’’  ასეთი საფუძვლებია:

a.      „მოქალაქის გარდაცვალება’’ [მაგ. სკ-ს 1306-ე მუხლის თანახმად ,გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა სხვა პირზე  ხორციელდება „კანონით’’ ან „ანდერძით’’

b.      „იურიდიული პირის რეორგანიზაცია’’ [ ანუ  იურიდიული პირების „შეერთება’’; იურიდიული პირის მიერ  სხვა იურიდიული პირის „მიერთება’’, იურიდიული პირის „გაყოფა’’ ,“იურიდიული პირისგან იურიდიული პირის „გამოყოფა’’ ,ან იურიდიული პირის „გარდაქმნა’’][გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ კანონის’’ მე-14   და სკ-ის 39-ე მუხლებით]

c.      „მოთხოვნის დათმობა’’  [გარკვეული პირობების არსებობისას „მოთხოვნის მფლობელს’’ [კრედიტორს] შეუძლია დაუთმოს მოთხოვნის უფლება მე-3 პირს,რომელიც იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს (გათვალისწინებულია სკ-ის 199-ე მუხლით).]

d.      „ვალის გადაცემა’’ [გათვალისწინებულია სკ-ის 203-ე მუხლით,მოთხოვნის მფლობელთან შეთანხმებით ვალის გადახდას თავის თავზე იღებს მე-3 პირი და იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს]

e.      საპროცესო „უფლებამონაცვლეობის’’ საფუძვლების ეს ჩამონათვალი არაა  ამომწურავი

ყურადღება:

·        საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია „უფლებამონაცვლეობა’’ მატერიალურ სამართალში[ანუ როცა მატერიალური სამართლის ნორმები უშვებენ  სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებების და მოვალეობების სუბიექტების შეცვლას[!]

·        თუ „უფლებამონაცვლეობა’’ მატერიალურ სამართალში დაუშვებელია,მაშინ ეს დაუშვებელია „საპროცესო სამართალშიც’’

·        მაგ. თუ გარდაიცვლება პირი ,რომელიც „სამუშაო ადგილზე აღდგენას’’ მოითხოვდა , „საქმის წარმოება’’ შეწყდება.[რადგან  დაუშვებელია მოთხოვნის ამ უფლების სხვა პირზე გადასვლა]

·        ასევე დაუშვებელია „ალიმენტის გადახდევინების  უფლების’’ სხვა პირზე გადასვლა თუ მოკვდება ამ უფლების მფლობელი

·        მაგ.453-ე მუხლის თანახმად „მოვალის გარდაცვალება’’ იწვევს „ვალდებულების შეწყვეტას’’[თუ ეს „შესრულება’’ შეუძლებელია გარდაცვლილი პირის პირადი მონაწილეობის გარეშე]

·        ასევე, „კრედიტორის’’ სიკვდილიც იწვევს „ვალდებულების ‘’ შეწყვეტას [!] [თუ „შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად  გარდაცვლილი კრედიტორისთვის’’]

 

·        საპროცესო უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

a.      სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე

b.      გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე

c.      გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე.

 

ნაწილი მე-2

 

·        „უფლებამონაცვლეს’’ არ შეუძლი ამოითხოვოს იმ „საპროცესო მოქმედებების’’ ხელმეორედ [განმეორებით] შესრულება ,რომელიც მისმა წინამორბედმა შეასრულა.

·        მაგ. მას არ შეუძლია მოითხოვოს „მოწმეთა  განმეორებით გამოძახება“ და დაკითხვა ,ან მოიტხოვოს „საპროცესო ვადის თავიდან ათვლა“,თუ ეს ვადა გაშვებული იყო ჯერ კიდევ „მისი წინამორბედის სიცოცხლეში“[!] ან „იურიდიული პირის რეორგანიზაციამდე’’

·        მაგ. თუ „უფლებამონაცვლეობა’’  წარმოიშვა  სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ[ე.ი.  „წინამორბედის გარდაცვალებამდე’’ან „იურიდიული პირის რეორგანიზაციამდე’’’],მაშინ „უფლებამონაცვლეს’’ არ შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება[!!]

·        მაგრამ თუ თუ „უფლებამონაცვლეობა’’  წარმოიშვა  სასამართლოს გადაწყვეტილების „გამოტანისთანავე ,მაგრამ  გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაში შესვლამდე“ , მაშინ „უფლებამონაცვლეს’’ შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება[!!]

·        „უფლებამონაცვლის  წინამორბედის’’ მიერ შესრულებული ყველა „საპროცესო მოქმედება’’ იტვლება „უფლებამონაცვლის მიერ’’ შესრულებულად[!]

·        მაგ.თუ მისმა „წინამორბედმა’’ შეცვალა სარჩელის საგანი  და ნაცვლად მოპასუხის ბინიდან გამოსახლებისა მოითხოვა , ბინის ქირის გადახდა ,“უფლებამონაცვლე’’ ვერ იტყვის უარს სარჩელისდ საგნის ასეთ შეცვლაზე[!]

·        მაგრამ თუ მის „წინამორბედს’’ აქვს უფლება უარი თქვას მის მიერ შესრულებულ „საპროცესო მოქმედებაზე’’,მაშინ ასეთი უფლება ექნება „უფლებამონაცვლესაც’’

·        მაგ. „უფლებამონაცვლეს’’ უფლება აქვს უარი თქვას“წინამორბედის’’ მიერ შეტანილ სააპელაციო[ან საკასაციო] საჩივარზე,რადგა ნ მის „წინამორბედს’’ ჰქონდა ასეთი უფლება[სსსკ-ის 378-ე მუხ.]

 

 მე-3 ნაწილი

 

·        თუ „უფლებამონაცვლეობის’’ აუცილებლობა წარმოიშვა  გ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ სასამართლომ უნდა შეაჩეროს საქმის წარმოება.[სსსკ-ის 279 ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტი ],რის შესახებაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება.

·        ამ განჩინებაში,სასამართლომ უნდა მიუთითოს რომ „საქმის წარმოება შეჩერებულია უფლებამონაცვლის დადგენამდე’’,

·        მაგრამ „უფლებამონაცვლის დადგენით’’ ყოველთვის ვერ ხმოხდება შეჩერებული საქმის  განახლება.

 

·        კერძოდ,თუ საკითხი ეხება „მოსარჩელეს უფლებამონაცვლეს’’,მაშინ მან უნდა მიმართოს სასამართლოს განცხადებით ,რათა იგი დაუშვას საქმეში როგორც „მოსარჩელეს უფლებამონაცვლე’’

მანვე უნდა წარუდგინოს სასამართლოს „უფლებამონაცვლეობის’’ დამადასტურებელი მტკიცებულებები[ „სამკვიდრო მოწმობა’’, ან “მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება’’ან „ვალის გადაკისრების შესახებ’’ ხელშეკრულება,“იურიდიული პირის რეორგანიზაციის’’ დამადასტურებელი დოკუმენტენი’’ და სხვა]

·        თუ საკითხი შეეხება  მოპასუხეს,მაშინ თავად „მოპასუხემ“ ან „მოპასუხეს უფლებამონაცვლემ ’’ უნდა მიმართოს სასამართლოს განცხადებით ,რათა იგი დაუშვან საქმეში როგორც „მოსპასუხის  უფლებამონაცვლე’’

მათ უნდა წარუდგინონ სასამართლოს „უფლებამონაცვლეობის’’ დამადასტურებელი მტკიცებულებები.

·        თუ მოსრჩელეს მიერ დასახელებული „მოპასუხეს უფლებამონაცვლე’’ უარყოფს თავის „უფლებამონაცვლეობას’’ ,მაშინ მან ეს უარყოფა უნდა დაადასტუროს.

·        აპელანტის ან კასატორის „უფლებამონაცვლის’’ დასახელებით  და „შეჩერებული’’ „სააპელაციო’’ თუ „საკასაციო’’ წარმოების განახლებით შეიძლება დაინტერესებული იყოს მოწინააღმდეგე[„სააპელაციო თუ საკასაციო მოპაპასუხე“]მხარეც

·        მაგ.  მოსარჩელემ მოიგო პროცესი და მას მიეკუთვნა ის სიკეთე ,რასაც მოითხოვდა[ რაიმე ნივთი,ან დფულადი თანხა,ან ბინაში შესახლება დ ა.შ.]

მოპასუხემ კი შეიტანა სააპელაციო [ან საკასაციო ] საჩივარი,მაგრამ სანამ ზედა ინსტანციის სასამართლო საქმეს განიხილავდა  აპელანტი[ან კასატორი] გარდაიცვალა

იმის გამო რომ,საჩივარი არის „ფაქტობრივად და სამართლებრივად უპერსპექტივო’’ .აპელანტის[ან კასატორის] „უფლებამონაცვლე’’ არ არის დაინტერესებული  განახლდეს საქმის განხილვა[!]

ის მხოლოდ ცდილობს გაჭიანურდეს ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტა.

მოწინააღმდეგე მხარე კი პირიქით დაინტერესებულია საქმის განახლებით და საბოლოო გადაწყვეტით და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით[!]

·        ამიტომ აპელანტის[თუ  კასატორის] მოწინააღმდეგე მხარე თავად ატყობინებს სააპელაცი[ან საკასაციო] სასამართლოს ,რომ მან განაახლოს „შეჩერებული’’ სააპელაციო[თუ საკსაციო] წარმოება ,ვინაიდან უკვე გამოვლინდა აპელატის[ან კასატორის] „უფლებამონაცვლე[!]

ხხხხს

·        თუ „უფლებამონაცვლედ’’ გვევლინება რამდენიმე პირი ,მაშინ საქმეში[სასამართლო დავაში] უნდა ჩაერთოს ყველა მათგანი.

·        „უფლებამონაცვლის’’ დადგენის შემდეგ სასამართლომ უნდა განაახლოს საქმდე,რის შესახებაც გამოაქვს განჩინება.

·        მან უნდა აცნობოს „უფლებამონაცვლეს’’ საქმის განახლების შესახებ და განუმარტოს რა სამართლებრივი  შედეგები მოჰყვება პროცესზე გამოუცხადებლობას[!]

·        შეჩერებული საქმის განახლების შემდეგ საქმის განხილვა თავიდან არ დაიწყება ,არამედ გაგრძელდება იმ ეტაპიდან ,რომელ ეტაპზეც შეჩერდა მისი წარმოება.

·        სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალა ვრცელდება „უფლებამონაცვლეზე’’,მაგრამ თუ „უფლებამონაცვლეობა’’ წარმოიშვა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ-„აღსრულების სტადიაზე“ ,მაშინ ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს“გადაწყვეტილების განმარტების ‘’ წესით [სსსკ-ის 262-ე მუხლი]

·         „უფლებამონაცვლეობის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ’’  სასამართლო განჩინებაზე, შესაძლებელია კერო საჩივრის’’ შეტანა.[სსსკ-ის 282-ე მუხლი]

·        „უფლებამონაცვლეობის დადგენის გამო’’ საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის  შეტანა არ შეიძლება

მე-4 ნაწილი :

·        რაც შეეხება სასამართლოს განჩინებას „უფლებამონაცვლით მხარის შეცვლაზე’’ ან „ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ’’- მასზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები