სასამართლო შემადგენლობა[სსსკ-ის 25-ე ,26-ე 27-ე მუხლები] მოსამართლის აცილებისა[სსსკ-ის მუხ.30-ე და 31-ე] და თვითაცილების[სსსკ-ის მუხ.32-ე] საფუძვლები.

 

1.სასამართლოს შემადგენლობა[სსსკ-ის 25-ე მუხ]

 

·       სსსკ-ის 25-ე მუხლის[„სასამართლო შემადგენლობა’’]  თანახმად:

 

  მუხლი 25. სასამართლოს შემადგენლობა

 

1. სამოქალაქო საქმეები პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე მაგისტრატი მოსამართლეების მიერ განიხილება ერთპიროვნულად.

 

·     „სამოქალაქო საქმის ერთპიროვნულად განხილვა’’ ნიშნავს ,რომ  ერთპიროვნულად საქმის არსებითად განხილვის შემთხვევაში[აგრეთვე მაშინ ,როდესაც მოსამართლეს მინიჭებული აქვს ცალკეული საპროცესო საკითხის,ერთპიროვნულად გადაწყვეტის უფლება,] რაიონული[საქალაქო] სასამართლოს მოსამართლე  „სასამართლოს სახელით’’  მოქმედებს[!]

·     ასევე, „მაგისტრატი მოსამართლები’’ „ერთპიროვნულად’’ განიხილავენ კანონით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებს[სსსკ-ის მე-14 მუხლი]

·     მოსამართლე სამოქალაქო საქმეს „ერთპიროვნულად’’ განიხილავს მაშინ,როცა კანონით არ არის გათვალისწინებული ასეთი საქმის „კოლეგიალური წესით’’ განხილვა[იხ.ქვემოთ]

·     მაგ . თუ საზეზე არ არის სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადებით გატვალისწინებული შემთხვევა ,სამოქალალაქო საქმე სააპელაციო წესით ხორციელდება „კოლეგიალურად’’ ,3 მოსამართლის მიერ.

 

   მუხლი 25. სასამართლოს შემადგენლობა

 

 

3. სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე.[თუმცა] ა)ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ბ)ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, გ)სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე,  აგრეთვე დ)შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.

 

·     სააპელაციო სასამარტლოს 3 მოსამართლიდან ერთი თავმჯდომარეობს სასამართლო სხდომას.

·     როგოც წესი, „თავმჯდომარე’’ იმავდროულად არის „საქმის მომხსენებელიც’’[თუმცა ეს არაა სავალდებულო,“საქმის მომხსენებელი’’ შეიძლება იყოს სხვა მოსამართლეც ამ სამიდან]

·     სასამართლო სხდომის „თავნჯდომარეობა’’ მოსამართლეს არ ანიჭებს რაიმე პრივილეგიას სხვა ორი მოსამართლის მიმართ.

·     საქმის განხილვისას წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას „კოლეგიის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი მოსამართლე დანარჩენი მოსამართლეების „თანასწორი უფლებებით’’ სარგებლობს.

·     „საკასაციო სასამართლოში’’ კი[„სააპელაციო სასამართლოსგან’’ განსხვავებით] საქმე ყოველთვის  „კოლეგიალურად ‘’ განიხილება.

·     „საკასაციო სასამართლოში’’ საქმის „კოლეგიალური’’ განხილვა ხდება ,როგორც საკასაციო პალატის მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში[ამ დროს საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს].ისე „დიდი პალატის’’ მიერ საქმის განხილვის შემტხვევაში [ამ დროს საქმეს 9 მოსამართლე განიხილავს]

 

 მუხლი 25. სასამართლოს შემადგენლობა

 

4. სამოქალაქო საქმეების განხილვა საკასაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

 

 

უზენაესის სასამართლოს[ანუ საკასაციო სასამართლოს] „დიდი პალატისთვის’’  სამოქალაქო საქმის გადაცემა [„საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-16 და მე-17 მუხლები და სსსკ-ის 26-ე მუხლი]

 

·        „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის  მე-16-მუხლის მე-3 ნაწილის  თანახმად:

 

საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს[ანუ უზენაესი სასამართლოს  საკასაციო პალატას] შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას’’

 

 

·       „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად  უზენაესის სასამართლოს „დიდი პალატისტვის’’ სამოქალაქო საქმის გადაცემა 2 შემთხვევაშია შესაძლებელი:

1)     „თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიატ სამარტლებრივ პრობლემას’’[მაგ. სამართლებრივი პრობლემები ისეა ერტმანეტზე გადაჯაჭვული,რომ რთულია შემტხვევის კვალიფიკაცია]

2)     „საკასაციო პალატა არ იზიარებს „სხვა საკასაციო პალატის’’ მიერ ადრე ჩამოყალიბებულ ნორმის განმარტებას’’

 

 

 მუხლი 16. უზენაესი სასამართლოს პალატა

 +

1უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატებისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.

2. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით.

3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს[ანუ უზენაესი სასამართლოს პალატას] შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:

) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;

) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

) (ამოღებულია)

 

·       ამრიგად დაიმახსოვრე : უზენაესი სასამართლოს  „დიდ პალატას’’  „საკასაციო პალატისგან’’ განსახილველად გადაეცემა განსაკუთრებულად რთული საქმეები’’.

 

·       სავალდებულოა თუ არა  ზემოთ დასახელებულ შემტხვევებში [ მე-3 ნაწილის ა) და ბ) ]სამოქალაქო საქმის საკასაციო სასამართლოს „დიდი პალატისთვის’’ გადაცემა ?

 

·       ყურადღება: ეს კითხვა აქტუალურია,რადგან  თუ საქმის გადაცემა“დიდი პალატისთვის’’ „სავალდებულოა’’ და „საკასაციო პალატამ’’ ეს არ განახორციელა ,მაშინ საქმე „სასამართლოს უკანონო შემადგენლობის მიერ’’ განხილულად უნდა ჩაითვალოს[!]

 

·       ქურდაძის და ხუნაშვილის აზრით სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საფუძვლებით[ა) და ბ)] „დიდი პალატისთვის’’ სამოქალაქო  საქმის გადაცემა სავალდებულოა.მათი არგუმენტაცია ასეთია:

 

·       „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-17 მუხლით და სსსკ -ის  412(2)-ე,391(5)(„ა’’,“ბ’’)-ე და სხვა მუხლებით  განსაზღვრულია -„კასაციის ‘’ ფუნქცია[!]

 

·       „კასაციის ‘’ ფუნქციაა- „სამართლის განვითარება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.’’

 

·       სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული 2-ვე საფუძვლის შემთხვევაში,სახეზეა ვითარება,როდესაც მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა „შეიძლება შეიცვალოს’’

 

·       „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის  თანახმად:“უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ანუ ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის’’.

·       შესაბამისად ,თუკი „საკასაციო პალატა’’ თავად განიხილავს სამოქალაქო საქმეს,იგი „ვადებულია’’[!] იხელმძღვანელოს „დიდი პალატის’’ მიერ გაკეთებული ნორმის განმარტებით[!]

·       მას არ აქვს უფლება არ გაიზიაროს „დიდი პალატის’’ მიერ გაკეთებული ნორმის განმარტება.

·       და მაინც თუკი „საკასაციო პალატა’’  არ ეთანხმება „დიდი პალატის’’ მიერ გაკეთებული ნორმის განმარტებას,მაშინ ერთადერთი საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს[„საკასაციო პალატის’’ მიერ]-ესაა „დიდი პალატისთვის’’  განსახილველი სამოქალაქო საქმის გადაცემა[!]

 

 

 

 

·        ამრიგად, „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 ნაწილში მითიტებული 2 საფუძვლის არსებობისას[ა)“საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას’’ და ბ)“საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)’’ ] სამოქალაქო საქმის „დიდი პალატისტვის’’ გადაცემა სავალდებულოა [!]

 

 

 

 

·       „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის  მე-17 მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების  თანახმად:

 

    მუხლი 17. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

 

1.     დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა’’ და პლენუმის მიერ უზენაესი  სასამართლოს  პალატების[სისხლის,სამოქალაქო, ადმინისტრაციული პალატები]  შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.  [ანუ სულ 16 მოსამართლისგან]

 

 

·       საქმის „დიდი პალატისთვის’’ „გადაცემით’’  არ ირღვევა „საკასაციო პალატის’’ დამოუკიდებლობა,ვინაიდან „დიდ პალატაში’’ საქმის განხილვისას ,“დიდი პალატის’’ 9 მოსამართლის შემადგენლობაში „საკასაციო სასამართლოს[პალატის]’’ ის 3 მოსამართლეც უნდა შედიოდეს ,რომელთა განჩინებითაც გადაეცა „დიდ პალატას’’ ეს საქმე.

 

 

3. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

 

„კოლეგიალური შემადგენლობით’’ სამოქალაქო საქმის განხილვა პირველი ინსტანციის რაიონულ[სქალაქო] სასამართლოებში [სსსკ-ის 26-ე მუხლი]

 

ყურადღება:

·       „კოლეგიალური შემადგენლობით’’ სამოქალაქო საქმის განხილვა არც პირველი ინსტანციის რაიონულ[სქალაქო] სასამარტლოებში გამოირიცხება

·       საქმის კატეგორიას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს[!]

·       მაგ. „მაგისტრატი მოსამართლე’’ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.

·       მიუხედავად ამისა „მაგისტრატ მოსამართლესაც’’ შეუძლია დაადგინოს საქმის „კოლეგიალური’’ განხილვა.

·       სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „მაგისტრატი მოსამართლე’’ შედის რაიონული[საქალაქო] სასამართლოს შემადგენლობაში

·       სსსკ-ის 26-ე  მუხლის თანახმად კი იმ შემთხვევაში,როდესაც რაიონულ[საქალაქო] სასამართლოში არს „მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა’’  „კოლეგიალური შემადგენლობით’’ საქმის განხილვისათვის, „ერთპიროვნულად  საქმის განმხილველ მოსამართლეს’’ შეუძლია  დაადგინოს საქმის „კოლეგიალური  განხილვა’’  3 მოსამართლის შემადგენლობით ორ შემთხვევაში :

1)     თუ საქმის განხილვას და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის

2)     თუ საქმე  „ფაქტობრივი’’ ან „სამართლებრივი’’ თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება

 

    მუხლი 26. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი

 

1. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ:

) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;

) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.

 

·       ყურადღება: „კოლეგიალური წესით’’ საქმის განხილვა  „მოტივირებული განჩინების საფუძველზე’’  მოსამართლემ უნდა დაადგინოს მანამ,სანამ დაიწყებდეს ამ საქმის განხილვას  სასამართლოს მთავარ სხდომაზე

 

მუხლი 26. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი

 

2. მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს მთავარ სხდომაზე ამ საქმის განხილვის დაწყებამდე. განჩინება გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.

 

·        ყურადღება:

 

„სასამართლოს შემადგენლობის ‘’ შესახებ წესების [სსსკ-ის 25-ე  და 26-ე მუხლები] დარღვევა „სასამართლო გადაწყვეტილების’’ უპირობო გაუქმების საფუძველია[!][იხ. სსსკ-ის 394-ე მუხლი]

 

   მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები

 

გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:

) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

 

 

2. „კოლეგიალური სასამართლოს ‘’მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი [სსსკ-ის 27-ე მუხ.]

 

·        საქმის განხილვის დროს წამოჭრილი საკითხების „კოლეგიალური სასამართლოს’’ მიერ გადაწყვეტის წესი განსაზღვრულია სსსკ-ის 27-ე მუხლით.

·        საქმის განხილვის დროს წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის მოცემული ნორმის შესაბამისად გადაწყვეტის წესი ,ამგვარი წესის ზუსტად დაცვა ,სამოქალაქო საქმის სწორად განხილვისა და გადაწყვეტის, კანონიერი და დასაბუთებული „გადაწყვეტილების’’ გამოტანის გარანტიას [წინაპირობას] წარმოადგენს.

·        კანონიერი და დასაბუთებული „გადაწყვეტილების’’ გამოტანა კი თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესის „მიზანს’’ წარმოადგენს[!]

·        საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილე ნებისმიერ მოსამართლეს კანონი ერთნაირ უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განხილვისას წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას[!]

·       

·        მართლმსაჯულების განხორციელებისას „კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში’’[„კოლეგიაში’’] შემავალი მოსამართლეების „იურიდიული თანასწორობა’’ გამოიხატება იმაში,რომ საქმის განხილვის დროს წამოჭრილი საკითხების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად თითოეული მოსამართლის ხმას თანაბარი მნიშვნელობა აქვს[!]

·        სამოქალაქო საქმის განხილვის დროს „კოლეგიური სასამართლო’’[„კოლეგია’’],ისევე როგორც საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე,,თავის საპროცესო უფლება-მოვალეობებს ახორციელებს შესაბამისი „საპროცესო მოქმედებების’’ შესრულებით[ე.ი. ახორციელებს სამართლის შეფარდებას]

·        კოლეგიალური სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ მოსამართლეს მართლმსაჯულების განხორციელებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის დროს „თანაბარი უფლებამოსილება’’ აქვს . კოლეგიაში შემავალი მოსამართლეები გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებენ[!]

·        ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს ,“ხმის მიცემაში’’ მონაწილეობა კოლეგიაში შემავალმა ყველა მოსამართლემ უნდა მიიღოს. არცერთ მოსამართლეს არ აქვს უფლება „თავი შეიკავოს’’ რომელიმე საკითხის გადაწყვეტისას  „ხმის მიცემისგან’’.

·        „ხმის მიცემის’’ „შედეგი’’ სპეციალური საპროცესო წესით  უნდა გაფორმდეს[!]ე.ი. უნდა აისახოს „სასამარტთლოს შესაბამის აქტში[გადაწყვეტილებაში]’’

 

    მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

 

1. თუ საქმის განხილვას სასამართლო ახორციელებს კოლეგიურად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისაგან.

·        „უმცირესობაში მყოფ’’ მოსამართლეს,რომელიც „არ ეთანხმება’’ უმრავლესობას, უფლება აქვს საქმეზე თავისი „განსხვავებული აზრი’’ წერილობით ჩამოაყალიბოს[!]

 

·        თუ „კოლეგიის’’ რომელიმე მოსამართლე ბოლომდე „განსხვავებულ აზრზე’’ დარჩება ეს უნდა ეცნობოს მხარეებს მათთვის „გადაწყვეტილების’’ გამოცხადების  დროს[!]

 

·        ყურადღება: სასამართლო სხდომის დარბაზში „განხვავებული აზრის’’ შინაარსის  გამოცხადება არ ხდება[!]

 

    მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

 

 

2. მოსამართლეს, რომელიც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების, განჩინებისა თუ დადგენილების გამოტანისას არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

3. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლოს სხდომის დარბაზში მისი შინაარსი არ გამოცხადდება.

 

·        ანუ სასამართლო დარბაზში მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული „გადაწყვეტილების’’ შინაარსი უნდა გამოცხადდეს[!]

·        [თუმცა სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად მხარეებს უფლება აქვთ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე საქმის ნებისმიერ მასალას,მათ შორის კოლეგიის წევრი მოსამართლის „განსხვავებულ აზრსაც ‘’ გაეცნონ ,ვინაიდან მოსამართლის „განსხვავებული აზრი’’ ერთვება საქმეს( „განხვავებული აზრი’’ წერილობით  ყალიბდება,თავსდება ცალკე კონვერტში, და ერთვება საქმეს’’)

·        „განსხვავებული აზრის’’ დაფიქსირების უფლება კოლეგიის წევრ მოსამართლეს „კოლეგიალური წესიტ’’ ა)ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს[!] ,ასევე ბ)„საპროცესო საკითხის’’ გადაწყვეტის დროს და გ) „გადაწყვეტილების არსებითად  გამოტანის დროს’’.

·        ყურადღება: მაშინაც კი,როდესაც კოლეგიის წევრი მოსამართლე აღმოჩნდება უმცირესობაში[ იმისდა  მიუხედავად, ჩამოაყალიბებს თუ არა წერილობით „განსხვავებულ აზრს’’]  იგი ვალდებულია ხელი მოაწეროს  ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას.

·        მოსამართლეს უფლება აქვს თავის „განსხვავებულ აზრში’’ მიუთითოს რაში არ ეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებას და საქმის გადაწყვეტის თავისი ვარიანტი ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს]

·        „განსხვავებული აზრი’’ ყალიბდება მოსამართლეთა „სათათბირო ოთახში’’

·        კოლეგიის წევრ მოსამართლეებს „სატათბირო ოთახიდან’’ გასვლის უფლება აქვთ მხოლოდ მას შემდეგ,რაც : ა) შედგება „გადაწყვეტილება’’ [ან სასამარტლოს სხვა აქტი] და ბ) ჩამოყალიბდება „განსხვავებული აზრი’’

·        მოსამართლეებს არ აქვთ უფლება გაახმაურონ მსჯელობის დეტალები,რომლებიც მატ ჰქონდათ თაბირის დროს[!]

·        თუ საკითხის გადაწყვეტა „ადგილზე თათბირით’’[ანუ  „სასამართლო სხდომათა დარბაზში’’] ხდება და საკითხის გადაწყვეტა კოლეგიის მოსამართლეებმა „ერტხმად’’ ვერ შეძლეს,უნდა ჩაითვალოს ,რომ საკითხი რთულად გადასაწყვეტია და მისი გადაწყვეტა სათათბირო ოთახში უნდა მოხდეს[!]

 

    მუხლი 28. თათბირის საიდუმლოობა

 

მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მსჯელობა, რომელიც მათ ჰქონდათ თათბირის დროს.

 

·        „სამოქალაქო საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე’’ ან „საქმის დაწყების შემდეგ’’ ან „საქმის დამთავრების შემდეგ’’,როდესაც „საპროცესო მოქმედებაში’’ „კოლეგიალური სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი ყველა მოსამართლის ‘’ მონაწილეობა არაა საჭირო  ან მიზანშეუწონელია[იხ. სსსკ-ის371-ე ,373-ე 401-ე მუხლები ],ასეთ „საპროცესო მოქმედებებს’’ ერთ-ერტი მოსამართლე „ერთპიროვნულად’’ ასრულებს[!]

·        სამაგიეროდ ნებისმიერი „მატერიალურ სამართლებივი საკითხი’’ უნა გადაწყვიტოს მხოლო და მხოლოდ „სასამართლოს კოლეგიალურმა შემადგენლობამ’’

·        ყურადღება : „სამოქალაქო საქმის მოსამართლის მიერ „ერთპიროვნული განხილვა’’ „სამოქალაქო პროცესს’’ ხდის უფრო  ოპერატიულს[სწრაფს],მობილურს და ეკონომიურს[!]

·        სამოქალაქო საქმის „ერთპიროვნული’’ თუ „კოლეგიალური’’  განხილვის წესი  გავლენას არ ახდენს მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხზე,ვინაიდან ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს „სამოქალაქო პროცესის’’ ყველა წესი[!]

 

 

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

მოსამართლის აცილებისა[სსსკ-ის მუხ.30-ე და 31-ე]

და თვითაცილების[სსსკ-ის მუხ.32-ე] საფუძვლები.

 

·      მოსამართლის „აცილების საფუძველი’’ შეიძლება ცნობილი იყოს „სასამართლო განხილვის დაწყებამდე’’[!]

·      ასეთ შემთხვევაში „აცილების საფუძველი’’ გათვალისწინებული უნდა იქნეს მოცემული საქმის განმხილველი „სასამართლოს შემადგენლობის’’[ერთპიროვნული ან კოლეგიალური შემადგენლობის] ფორმირების დროს.

·      ანუ „სასამართლოს შემადგენლობაში’’ არ უნდა შედიოდნენ ის მოსამართლეები,რომელტა მიმართაც სასამართლო სხდომაზე შეიძლება დაისვას „აცილების საკითხი’’

·      თუ  მოსამართლის „აცილების საფუძველი’’ „წარმოიშობა’’ ,ან „ცნობილი გახდება’’ აცილების მომთხოვნი პირისათვის „სასამართლო სხდომის დაწყების შემდეგ’’ ,მაშინ „აცილების განცხადება’’ დაიშვება  „მხარეთა პაექრობამდე’’[!]

 

  მუხლი 33. მხარეთა განცხადება აცილების შესახებ

 +

მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ[მოსამართლის] აცილება. განცხადება [მოსამართლის]აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.[მოსამართლის] აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება[ანუ მოგვიანებით] დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება [მოსამართლის]აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.

 

·      [მოსამართლის] „აცილების შუამდგომლობა’’ არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ძალზე ზოგადი სახით[!],მითუმეტეს მაშინ,როდესაც მხარე მიუთითებს მოსამართლის „არაპირდაპირ დაინტერესებაზე’’[!]

·      მხარემ უნდა აღნიშნოს „კონკრეტული გარემოებანი’’,რომელთა გამოც სახეზეა მოსამართლის „არაპირდაპირი დაინტერესება’’

·      [მოსამართლის] „აცილების შესახებ’’ ნორმის შემოღებას განაპირობებს ე.წ. „ინტერესთა კონფლიქტი’’[!]

·      „ინტერესთა კონფლიქტში’’ იგულისხმება შემთხვევა:

a.      რომლის დროსაც საქმის შედეგით მოსამარტლის დაინტერესება [პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება] გავლენას ახდენს ან „შესაძლოა გავლენა მოახდინოს’’ მოსამართლის მოსამართლის მიერ თანამდებობრივი მოვალეობების სათანადოდ შესრულებაზე.

ან

b.      რომლის დროსაც  წარმოიშობა ან შეიძლება წარმოიშვას  დაპირისპირება მოსამარტლის პირად დაინტერესებასა და პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს შორის,რასაც შეუძლია გამოიწვიოს პროცესის მონაწილე მხარეთა  უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვა[ანუ დაზარალება]

·        ცხადია,რომ საქმის გახილვაში მონაწილე პირებს უნდა ჰქონდეთ „სასამართლოსადმი ნდობის’’ განცდა.

·        ასეთი „ნდობა’’ კი შეიძლება საეჭვო გახდეს მატოოდენნ „უტყუარი’’ და „საფუძვლიანი’’ მტკიცებულებების საფუძველზე.

·        „აცილების’’ მომწესრიგებელი ნორმების სახით[იხ.სსკ-ის  მუხ.31-ე] კანონმდებელმა დაადგინა მოსამართლის „აცილების’’  მექანიზმი[!]

·        კანონის თანახმად მოსამარტლე „ვერ განიხილავს’’ საქმეს და „აცილებული’’ უნდა იქნეს, თუ ა)ის პირადად ,“პირდაპირ’’ ან „არაპირდაპირ’’ არის დაინტერესებული „საქმის’’ განხილვის  შედეგით ,ან ბ)თუკი სახეზეა გარემოებები ,რომლებიც ეჭვს იწვევენ მის მიუკერძოებულობაში.[!][იხ. სსსკ-ის მუხ.31-ე 1.ნაწ. „დ’’]

·        შესაბამისად, საქმის განმხილველი მოსამართლის „ობიექტურობა’’ და „მიუკერძოებულობა’’ ივარაუდება,სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება[!][ამიტომ,მაგ.ის გარემოება,რომ მოსამართლემ ადრე[მანამდე] განიხილა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში,არ ადასტურებს მოსამართლის მიკერძოებულობას მის მიერ იმავე საქმის იმავე ინსტანციის სასამართლოში მეორედ განხილვის დროს[თავდაპირველად გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში]

·        როგორც წესი, მოსამართლის“აცილების საფუძველია’’ ან  ა)საქმის „შედეგით’’ მისი „პირდაპირი ან არაპირდაპირი ‘’ დაინტერესება[!] ,ან ბ)„სხვა გარემოება ,რომელიც ეჭვს იწვევს მოსამართლის მიკერძოებაში’’

 

მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები

1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:

) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში ;

) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

 

·        ცხოვრებისეული მოვლენები რთული და მრავალფეროვანია.

·        ამიტომ,შეუძლებელია 31-ე მუხლში  მოცემული იყოს „მოსამართლის აცილების საფუძვლების’’ ამომწურავი ჩამონათვალი[!]

·        სსსკ-ის 31-ე მუხლის 1 ნაწილის „დ’’ ქვეპუნტი შეიცავს მხოლოდ პრინციპული ხასიათის ზოგად ფორმულირებას

·        კანონმდებელი არ ცდილობს ჩამოაყალიბოს „საქმის შედეგით პირდაპირი ან არაპირდაპრი დაინტერესების’’ და არც „იმ სხვა გარემოებების ‘’ ცნება ,“რომლებიც მოსამართლის „მიუკერძოებლობაშიეჭვს ბადებენ’’[!]

·        ამიტომ, 31-ე მუხლის 1 ნაწილის „დ’’ პუნქტი წარმოადგენს ზოგად  ნორმას[!]

·        თუმცა, იმ პირმა,რომელმაც მოსამართლეს განუცხადა „აცილება’’,ამ ნორმის საფუძველზე უნდა დაასახელოს „კონკრეტული ფაქტები’’[!]

·        მაგ. მოსამართლე 31-ე მუხლის 1 ნაწილის „დ’’ პუნქტის საფუძველზე შეიძლება აცილებული იქნეს იმ შემთხვევაში ,როცა „საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე’’ გამოთქვა  საკუთარი აზრი და ამით თავისი დამოკიდებულება განსაზღვრა „საქმის შედეგისადმი’’ [დაინტერესება].

ან როცა საქმის შედეგი შეიძლება შეეხოს თავად მოსამარტლის ან მისი ნატესავის ინტერესებს[მიკერძოება]

·        შესაბამისად, მოსამართლის „აცილების განცხადება’’,რომელიც არაფრით არ არის დასაბუთებული [დადასტურებული],ანუ როცა განმცხადებელს არ დაუსახელებია „კონკრეტული ფაქტები’’ [რომლებიც მიუთითებს მოსამართლის დაინტერესებაზე და მიკერძოებულობაზე] არ შეიძლება გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი[!]

·        როდის არის მოსამართლე საქმის შედეგით „პირდაპირ [ან პირადად] დაინტერესებული’’ ?[რაც მისი „აცილების საფუძველია’’ სსსკ-ის მუხ 31-ე 1 ნაწ. „დ’’]

·        როდესაც მას პირადად აქვს მოცემულ საქმეში მხარედ გამოსვლის უფლება[პირადი დაინტერესება ამაში მდგომარეობს]  ანდა როდესაც ამ საქმის შედეგმა შიძლება მოუტანოს მას რაიმე სარგებელი[პირდაპრი დაინტერესება ამაში მდგომარეობს]

·        როდის არის მოსამართლე საქმის შედეგით „არაპირდაპირ დაინტერესებული’’ ?[რაც მისი „აცილების საფუძველია’’ სსსკ-ის მუხ 31-ე 1 ნაწ. „დ’’

·        მოსამარტლის „არაპირდაპირ დაინტერესების’’ დასადგენად უნდა დადგინდეს არაერთი არამედ რამდენიმე „კონკრეტული ფაქტი’’

 

 

    მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები

1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:

) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში ;

) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:

) მეუღლე;

) დანიშნული;

) პირდაპირი ხაზის ნათესავები;

) და-ძმა;

) დისშვილები და ძმისშვილები;

) მშობლების და-ძმები;

) დანათესავებულები (მოყვრები);

) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

 

 

 

    მუხლი 32. თვითაცილება

 

აცილების [რომელიმე] საფუძვლების არსებობისას[იხ. 31-ე მუხლი] მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.

 

 

„განცხადებული აცილების’’ გადაწყვეტის წესი [სსსკ-ის მუხ. 34-ე]

 

·        აცილების განცხადების შემდეგ [კოლეგიალურმა] სასამართლომ (ან მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.

·        აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.

 

·        თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე.

·         აცილების მიღების’’ ან თვითაცილების’’ შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს.

·        თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვი გადასაცემად.

·         თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად.

·        მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით.

·       თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას’’ ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა’’ ხმების უმრავლესობით.

·       კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის’’ ან მისი უმრავლესობის’’ აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

·        საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას.

·       თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნ, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად.

 

 

   მუხლი 34. განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი

 +

1. აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.

2. აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.

3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლეაცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლესთუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის გადასაცემად.

4. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით.

5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას. თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები