კაზუსი 13. საქართველოში პროფესიონალიზმს „არ აფასებენ’’ -(„ვალდებულების შესრულების პიროვნული შეუძლებლობა“, „პირადად შესასრულებელი ვალდებულება“, „ზიანის ანაზღაურება პიროვნული შეუძლებლობისას“)
·
იანვარში ლამაზქალაქის ქუჩები ჭრელ-ჭრელი აფიშებით
აივსო: ლამაზქალაქის ოპერის თეატრში ლუარსაბი თავისი ახალი ქართული ოპერის „ქართველობას
გვართმევენ” დადგმას აპირებს.
·
მთავარი როლის შემსრულებლად ლუარსაბმა სპეციალურად
მოიწვია იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი სოპრანო დარეჯანი.
·
დარეჯანის ჰონორარად 3000 ლარი განისაზღვრა.
·
პრემიერის თარიღად 20 იანვარი შეირჩა, 18:00 საათი.
·
ყველა ბილეთი წინასწარ გაყიდულია, მიუხედავად იმისა,
რომ ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია – 100 ლარი.
·
დარბაზი 1000 მაყურებელს იტევს.
·
15 იანვარს დარეჯანის თვითმფრინავი ლამაზქალაქის საერთაშორისო
აეროპორტში დაეშვა. ლამაზქალაქელებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს 10 წლის უნახავ თანამემამულეს.
·
მეორე დღეს დარეჯანი თავის მონატრებულ ამხანაგებთან
ერთად რესტორნის გზას დაადგა და მთელი საღამო სიმღერითა და ქართული ღვინის სმით გაატარა.
·
ქეიფი მომდევნო ოთხი დღის განმავლობაშიც გაგრძელდა.
·
დარეჯანი თვლის, რომ ეს ყველაფერი ეხმარება თავისი
როლის გათავისებაში, რადგან მისი პერსონაჟი სწორედ ღვინისა და თავაშვებული გართობის
მოყვარული ქალია.
·
ოპერის „ქართველობას გვართმევენ” სულისკვეთების ბოლომდე
გასააზრებლად 19 სექტემბერს დარეჯანი სამ ჯიხვის რქას გამოცლის და შუაღამისას ქუჩაში
კარმენის არიას ასრულებს თავისი საოცრად მაღალი ხმით და, უკიდეგანოდ მთვრალი, გონებას
კარგავს.
·
მეორე დილით დარეჯანი იღვიძებს საავადმყოფოში მაღალი
სიცხით, ძლიერი ყელის ტკივილითა და საშინლად ჩახლეჩილი ხმით.
·
ახალგაღვიძებულ დარეჯანს ექიმი აცნობებს, რომ მას ფეხიც
მოტეხილი აქვს, როგორც ჩანს, მთვრალს, ყინულზე ფეხი აუსრიალდა.
·
ექიმი აფრთხილებს მას, რომ საავადმყოფოდან ამ მდგომარეობაში
გარეთ გასვლა სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
·
18:00 საათზე ლამაზქალაქის ოპერის დარბაზი გადავსებულია.
ყველა ბედნიერად ელოდება წარმოდგენის დაწყებას.
·
მაგრამ კულისებში ჩოჩქოლია: დარეჯანი არსად
ჩანს.
·
თეატრის დირექტორმა საბოლოოდ გაარკვია, რომ დარეჯანი
ვერ შეძლებს პრემიერაში მონაწილეობას და რადგან მისი შემცვლელიც ვერ მოიძებნა, მაყურებლებს
განუცხადეს, რომ დაშლილიყვნენ, უკვე შეძენილი ბილეთებით კი ლამაზქალაქის ოპერის სცენაზე
დადგმულ სხვა ამავე ხარისხის ოპერას დაესწრებოდნენ უფასოდ.
·
ლუარსაბი ურეკავს
დარეჯანს და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
·
დარეჯანი უარზეა
და მიაჩნია, რომ „ავადმყოფობას
წინასწარ ვერ გაითვალისწინებ და რაც მოხდა, მისი ბრალი არაა. ღვინის სმა კი როლის გათავისებას
ემსახურებოდა და ეს პროფესიონალიზმია! ‘’
ვის რა სამართლებრივი მოთხოვნა
შეიძლება ჰქონდეს?
ამოხსნა:
A.
დარეჯანის მოთხოვნა ლუარსაბის მიმართ 3000 ლარის გადახდის თაობაზე
სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიიდან გამომდინარე
დარეჯანს
შესაძლოა ჰქონდეს ლუარსაბისაგან 3000 ლარის მოთხოვნის უფლება მომსახურების ხელშეკრულების
საფუძველზე, სკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის ანალოგიიდან
გამომდინარე.
ამისათვის საჭიროა,
დარეჯანის მოთხოვნა ა)წარმოიშვას,
ბ)არ შეწყდეს
და გ)იყოს
განხორციელებადი.
I.
მოთხოვნის
წარმოშობა
·
დარეჯანის მოთხოვნა წარმოიშობა „მომსახურების ხელშეკრულების“
საფუძველზე.
·
კაზუსიდან ირკვევა, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეთა
შორის დადებულია.
·
შესაბამისად, [დარეჯანის]მოთხოვნა[ანუ მოთხოვნის უფლება] წარმოიშვა.
„მომსახურების ხელშეკრულება’’ ·
მომსახურების ხელშეკრულებას საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი არ ითვალისწინებს. ·
თუმცა ეს ხელშეკრულება
ძალიან ჰგავს ნარდობას. ·
ამიტომ ანალოგიის წესით გამოიყენება „ნარდობის ხელშეკრულების“ მუხლები. ·
„ნარდობისაგან“ „მომსახურების ხელშეკრულება’’ იმით განსხვავდება, რომ „ნარდობისას’’ გადამწყვეტია „შესასრულებელი სამუშაოს
შედეგი’’, ხოლო თავად სამუშაო პროცესი კრედიტორის ინტერესებში
არაა. ·
მაგალითად, „სახლის რემონტის ხელშეკრულება“ არის „ნარდობა’’, რადგან კრედიტორს,
უპირატესად, რემონტის საბოლოო
ხარისხი აინტერესებს და არა ის, თუ რა გეგმით და რა მეთოდებით მიმდინარეობს
სარემონტო სამუშაოები. ·
„გეგმა და მეთოდები“ მხოლოდ იმდენადაა მნიშვნელოვანი,
რამდენადაც საბოლოო შედეგზე
აისახება. ·
ამის საპირისპიროდ, „მომსახურების ხელშეკრულებაში’’ „გადამწყვეტი არის პროცესი’’, რომელსაც შედეგი არ გააჩნია.
·
მაგალითად, მდინარეში ნავით გასეირნების მსურველი
ტურისტები „მომსახურების
ხელშეკრულებას’’ დებენ. ·
„მომსახურების ხელშეკრულებას’’ დებენ
აგრეთვე მომღერლები და მსახიობები წარმოდგენაში მონაწილეობისას. |
II.
მოთხოვნის
შეწყვეტა
·
თუმცა დარეჯანის მოთხოვნა შეიძლება შეწყვეტილიყო „საპასუხო მოთხოვნის გამორიცხვის გამო’’, სკ-ის 406-ე მუხლის პირველი
ნაწილის უკუდასკვნიდან გამომდინარე.
·
ამისათვის საჭიროა, რომ: ა)დადებული იყოს ორმხრივი ხელშეკრულება, ბ)საპასუხო მოთხოვნა იყოს „გამორიცხული“ და გ)ამ „გამორიცხვაში“
ბრალი არ მიუძღოდეს ლუარსაბს
1. ორმხრივი
ხელშეკრულება
·
406-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით, ორმხრივი ხელშეკრულება
გულისხმობს ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებას.
·
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა დადეს მომსახურების
ხელშეკრულება, რომლითაც ორივე მხარემ იკისრა გარკვეული ვალდებულება.
·
შესაბამისად, ორმხრივი ხელშეკრულება სახეზეა.
2. საპასუხო
მოთხოვნის გამორიცხულობა
·
საკითხავია, გამორიცხულია თუ არა ლუარსაბის მოთხოვნა
დარეჯანის მიმართ.
·
იმისათვის, რომ ლუარსაბის მოთხოვნა დარეჯანის მიმართ
შეწყდეს, იგი ჯერ უნდა წარმოიშვას და შემდეგ დადგეს მისი შეწყვეტის საფუძველი.
ა. დარეჯანის მიმართ ლუარსაბის მოთხოვნის წარმოშობა
·
დარეჯანის მიმართ ლუარსაბის მოთხოვნა „ოპერაში მთავარი როლის შესრულების თაობაზე“ წარმოიშვა მხარეთა შორის დადებული
„მომსახურების ხელშეკრულებიდან“
გამომდინარე (იხ. ზემოთ I).
ბ. ლუარსაბის მოთხოვნის შეწყვეტა
·
ლუარსაბის მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს
„ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობა“.
·
საკითხავია, რამდენად გვაქვს მოცემულ შემთხვევაში ეს
მდგომარეობა.
„ვალდებულების შესრულების
პიროვნული შეუძლებლობა“ ·
„ვალდებულების შესრულების პიროვნული შეუძლებლობა“ ე.წ. „არანამდვილი
შეუძლებლობის’’ ერთ-ერთი სახეა. ·
„ვალდებულების შესრულების პიროვნული შეუძლებლობის“ მდგომარეობა იქმნება
მაშინ, როცა ა)სახეზეა
პირდად შესასრულებელი ვალდებულება და ბ)კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესი, რომ შესრულება კონკრეტული
პირისაგან მიიღოს. ·
ძირითადად, ეს ეხება „შრომით ხელშეკრულებებს“, „მომსახურების ხელშეკრულებას“, „ნარდობას“. ·
ზოგადად, „ვალდებულება შეიძლება მესამე პირმაც შეასრულოს“ (იხ. სკ, 371, I, 632). მაგალითად, სახლის შესარემონტებლად რიგითი ხელოსნის ჩანაცვლება შესაძლებელია. ·
მაგრამ თუკი
კრედიტორმა სპეციალურად მოიძია ისეთი ხელოსანი, რომელიც განსაკუთრებულ უნარებს
ფლობს და სამუშაოს სწორედ მისი ხელით შესრულება გახდა გადამწყვეტი
ხელშეკრულების დასადებად, სახეზე გვექნება „პირადად
შესასრულებელი ვალდებულება“. ·
თუკი ასეთ დროს“ ვალდებულების პირადად შესრულებას’’ ხელი ეშლება მაღალი ხარისხით, „მოვალეს’’[„შემსრულებელს’’] შესრულებაზე უარის თქმის
უფლება ეძლევა.[!] ·
გათვალისწინებული უნდა იყოს
კრედიტორის ინტერესები: უნდა მოხდეს „შესრულების
ხელშეშლის ხარისხისა’’ და „შესრულების მიმართ
კრედიტორის ინტერესის“ ურთიერთშეწონვა. ·
„პრაქტიკული შეუძლებლობის’’ მსგავსად, „პიროვნული შეუძლებლობაც’’ არ არის მოთხოვნის თავისთავად[ავტომატურად] შეწყვეტის საფუძველი.
·
„პიროვნული შეუძლებლობა’’ მოვალეს[„შემსრულებელს’’] აძლევს შესაგებელს
– ანუ უფლებას, უარი თქვას შესრულებაზე.
თუ მოვალე უარს არ იტყვის შესრულებაზე,
ვალდებულება არ შეწყდება.[!] |
·
მოცემულ შემთხვევაში დარეჯანის ვალდებულება ლუარსაბის
წინაშე პირადად იყო შესასრულებელი, რადგან
დარეჯანთან ხელშეკრულების დადებისას გადამწყვეტი სწორედ დარეჯანის ხმა და მონაცემები
იყო.
·
დარეჯანს, მართალია, შეუძლია საავადმყოფოდან ოპერის
თეატრში მისვლა, მაგრამ იგი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაინც ვერ შეასრულებს
ვალდებულებას სათანადო ხარისხით და საკუთარ ჯანმრთელობასაც შეუქმნის პრობლემას.
·
„ვალდებულების შესრულების
ხელშეშლის ხარისხი“ მოცემულ შემთხვევაში იმდენად მაღალია, რომ გადაწონის[!] „კრედიტორის ინტერესს შესრულების მიმართ’’.
·
ამიტომ დარეჯანს უფლება აქვს, უარი თქვას შესრულებაზე.
·
კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ დარეჯანმა, ფაქტობრივად, უარი თქვა ოპერაში მონაწილეობაზე.
·
შესაბამისად, ლუარსაბის მოთხოვნა მის მიმართ შეწყდა.
შუალედური დასკვნა
დარეჯანის მოთხოვნა ლუარსაბის მიმართ შეწყდა „საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობის“
გამო, სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე [ანუ
იმის გამ რომ შეწყდა ლუარსაბის მოთხოვნა ლუარსაბის არაბრალეულად]
III.
დასკვნა
დარეჯანს არ აქვს
გიორგისაგან 3000 ლარის მოთხოვნის უფლება
სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიიდან გამომდინარე
სქემა:
B. დარეჯანის
მოთხოვნა ლუარსაბის მიმართ 3000 ლარის გადახდაზე, 629 I
I.
მოთხოვნის წარმოშობა (+)
II.
მოთხოვნის შეწყვეტა საპასუხო მოთხოვნის გამორიცხვის
გამო, 406 I (+)
a. ორმხრივი
ხელშეკრულება (+)
b. საპასუხო
მოთხოვნის გამორიცხულობა (+)
o საპასუხო მოთხოვნის წარმოშობა
(+)
o საპასუხო მოთხოვნის შეწყვეტა (+)
c. მეორე
მხარის არაბრალეულობა (+)
შედეგი:
დარეჯანის მოთხოვნა თანხის გადახდაზე
ლუარსაბის მიმართ, 629 I (-)
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
C. ლუარსაბის
მოთხოვნა დარეჯანის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე 100000 ლარის ოდენობით სკ-ის
394-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე
ლუარსაბს შესაძლოა ჰქონდეს დარეჯანის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
100000 ლარის ოდენობით[გაყიდული
ბილეთების საერთო ღირებულება] სკ-ის 394-ე მუხლის
I ნაწილის საფუძველზე.
ამისათვის საჭიროა, „ზიანის ანაზღაურების’’მოთხოვნა ა)წარმოიშვას, ბ)არ იყოს შეწყვეტილი
და გ)იყოს განხორციელებადი.
I.
„ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის წარმოშობა
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი წინაპირობები: ა)მოვალე ბ)ვალდებულებას არღვევს გ)ბრალეულად და დ)მიზეზობრივად იწვევს
ე)ზიანს.
1. „მოვალე ‘’ [„ვალდებულებითი
ურთიერთობა“ ]
·
უპირველესად, გასარკვევია, არსებობს თუ არა მხარეთა
შორის „ვალდებულებითი ურთიერთობა“.
·
„ვალდებულებითი ურთიერთობა’’ შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების ან კანონის საფუძველზე (სკ, 317, I).
·
მოცემულ შემთხვევაში ლუარსაბსა და დარეჯანს
შორის დადებულია „მომსახურების
ხელშეკრულება“,
რომლის ფარგლებშიც მხარეებმა იკისრეს ურთიერთვალდებულებები.
·
შესაბამისად, „ვალდებულებითი ურთიერთობა’’ სახეზეა.
2. „ვალდებულების დარღვევა“
·
გარდა ამისა, გასარკვევია, „დაარღვია თუ არა“ „ მოვალემ’’ ამ
„ვალდებულებითი ურთიერთობის“ ფარგლებში „თავისი ვალდებულება“.
·
„ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“ ყოველთვის
გულისხმობს[ნიშნავს] „ვალდებულების დარღვევას’’
·
„ მოვალე’’ ვალდებულია,
„არ გახადოს ვალდებულების
შესრულება შეუძლებელი’’.
·
„შესრულების პიროვნული შეუძლებლობა
სახეზეა (იხ. A, II).
·
შესაბამისად, „მოვალის’’[დარეჯანის]
მიერ „მომსაცურების ხელშეკრულებით’’ ნაკისრი „ვალდებულება’’ დარღვეულია.
3. „ბრალი’’[ იგულისხმება „მოვალის’’ ბრალეულობა]
·
სკ-ის 394-ე მუხლის I ნაწილის
მეორე წინადადების თანახმად, „მოვალესპასუხისმგებლობა
უნდა ეკისრებოდეს’’.
·
სკ-ის 395-ე მუხლის პირველი
ნაწილი კი „პასუხისმგებლობის საფუძვლად’’ „განზრახვას’’ ან „გაუფრთხილებლობას’’
ასახელებს.
·
ოპერის მომღერალი, რომელიც სპექტაკლისათვის ემზადება,
ვალდებულია, დაიცვას „წინდახედულობის
ნორმები’’, გაუფრთხილდეს
თავის ჯანმრთელობას, უპირველესად კი ხმას.
·
დარეჯანის ქმედება აშკარად იყო „წინდახედულობის ამ ნორმის
დარღვევა’’, მან
თავად ჩაიგდო თავი უხეში გაუფრთხილებლობით ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც შეუძლებელია
სპექტაკლის თამაში.
·
შესაბამისად, მისი ქმედება“ ბრალეულია’’[ „გაუფრტხილებლობაა’’ ,კერძოდ „თვითიმედოვნება’’]
და მას[დარეჯანს[ პასუხისმგებლობა დაეკისრება.
4. „ზიანი’’
·
საკითხავია, მიადგა თუ არა ზიანი ლუარსაბს.
·
ზიანი არის ნებისმიერი ქონებრივი დანაკლისი, რომელიც
პირმა გარკვეული მოვლენის შედეგად განიცადა
·
. ლუარსაბმა
სპექტაკლზე მოსული მაყურებლის წინაშე
იკისრა მომდევნო სპექტაკლის უფასოდ ჩატარება.
შესაბამისად, ორის ნაცვლად ლუარსაბი
იღებს ერთი სპექტაკლის შემოსავალს.
·
ამდენად,
[ლუარსაბისთვის მიყენებული]
ზიანი სახეზეა და იგი შეადგენს 100000 ლარს.
5. მიზეზობრივი
კავშირი
·
სკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, მიზეზობრივი კავშირი
ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მაშინ, როცა ა)„ზიანი დარღვევის უშუალო შედეგია“ და ბ)“ზიანი წინასწარ იყო სავარაუდო“.
ა. „უშუალო
შედეგი“
·
არის თუ არა „ზიანი’’ მოვალის მიე „ვალდებულების დარღვევის’’ „უშუალო შედეგი“, უნდა დადგინდეს conditio sine qua non („რომ არა ქმედება, შედეგი არ იქნებოდა“)
ფორმულის მიხედვით.
·
მოცემულ შემთხვევაში, რომ
არა დარეჯანის მიერ ვალდებულების დარღვევა, ლუარსაბს არ მოუწევდა მაყურებლისათვის სპექტაკლის
უფასოდ შეთავაზება.
·
შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის უშუალო შედეგს.
ბ. „ზიანის წინასწარ
სავარაუდოობა“
·
წინასწარ სავარაუდოობაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ „დამდგარი შედეგი’’[ზიანი] ობიექტური
დამკვირვებლის
თვალსაწიერიდან „არ უნდა იყოს სრულიად მოულოდნელი’’ ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.
·
იმ პირობებში, როცა სპექტაკლის ჩატარება შეუძლებელი
გახდა, ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ ლუარსაბი
ბილეთებში გადახდილ თანხას უკან დააბრუნებდა. ამის ნაცვლად მან სხვა იმავე ხარისხის
შესრულების ვალდებულება იკისრა. ორივე შემთხვევაში ზიანი ერთი და იმავე რაოდენობით იყო მოსალოდნელი.
·
შესაბამისად, „დამდგარი ზიანი’’[შედეგი], ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით,
წინასწარ სავარაუდო იყო სკ-ის 412-ე მუხლის გაგებით.
„შუალედური
დასკვნა’’
ლუარსაბის მოთხოვნა დარეჯანის მიმართ „ზიანის ანაზღაურებაზე’’ წარმოიშვა.
II.
„ზიანის ანაზღაურების ‘’ მოთხოვნის „შეუწყვეტლობა’’[!]
და „განხორციელებადობა’’[!]
„ზიანის ანაზღაურების’’
მოთხოვნის „შეწყვეტისა“ და „განხორციელების დამაბრკოლებელი
გარემოებები’’ კაზუსის ფაბულიდან არ იკვეთება
III.
საბოლოო დასკვნა
ლუარსაბს
აქვს დარეჯანისაგან „ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის უფლება
100000 ლარის ოდენობით სკ-ის 394-ე მუხლის პირველი
ნაწილის საფუძველზე.
სქემა B :
B.
ლუარსაბის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დარეჯანის მიმართ, 394 I
I.
“ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის წარმოშობა (+)
Ø ვალდებულებითი ურთიერთობა (+)
Ø ვალდებულების დარღვევა (+)
Ø ბრალი (+) Ø
ზიანი (+)
Ø მიზეზობრივი კავშირი (+)
o „უშუალო შედეგი’’ (+)
o „წინასწარ სავარაუდოობა’’ (+)
II.
მოთხოვნის შეუწყვეტლობა და განხორციელებადობა (+)
III.
შედეგი: ლუარსაბს აქვს ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა დარეჯანისაგან, 394 I (-)
სამახსოვრო!
Ø თუ
„პირადად შესასრულებელი
ვალდებულების“ შესრულებას ხელი ეშლება მაღალი ხარისხით, მოვალეს შესრულებაზე უარის თქმის უფლება
ეძლევა.[ოღონდ] უნდა მოხდეს „შესრულების ხელშეშლის ხარისხისა’’ და „შესრულების მიმართ კრედიტორის
ინტერესის’’ ურთიერთშეწონვა. [შედარება]
Ø ვალდებულების შესრულების „პიროვნული
შეუძლებლობაც“ არ არის მოთხოვნის თავისთავად შეწყვეტის
საფუძველი. „პიროვნული
შეუძლებლობა“ მოვალეს
აძლევს შესაგებელს – ანუ
უფლებას, უარი თქვას შესრულებაზე. ამიტომ,თუ მოვალე „უარს არ იტყვის შესრულებაზე“,
მისი ვალდებულება არ შეწყდება[!].
Комментарии
Отправить комментарий