კაზუსი 12. ლაშას საქორწინო ბეჭედი („ვალდებულების შესრულების პრაქტიკული შეუძლებლობა’’, „ეკონომიკური შეუძლებლობა“, „ზიანის ანაზღაურება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას“, „ზიანის ანაზღაურების საფუძველი“)

 



ლაშას ცოლი მოჰყავს და საქორწინო ბეჭედს ეძებს. ოქროულის მაღაზიებში არცერთი ბეჭედი მის გემოვნებას არ აკმაყოფილებდა და უკმაყოფილო ლაშაც ოქრომჭედელ დათოს მიადგა ახალი, უნიკალური ბეჭდის დასამზადებლად.

ლაშამ დათოს აუხსნა, როგორი ბეჭედი სურდა, დათომაც, თავის მხრივ, პროფესიონალური კორექტივები შეიტანა ბეჭდის ფორმაში და საბოლოო შედეგი ლაშასაც მოეწონა.

 შეთანხმების მიხედვით, ბეჭდის დამზადების შემდეგ დათოს იგი ლაშასთან უნდა მიეტანა სამსახურში;

ბეჭდის საფასურსაც – 700 ლარს – ლაშა შემდეგ გადაიხდიდა.

ნიშნობამდე ორი დღით ადრე დათომ დაასრულა ბეჭედზე მუშაობა და ლაშას სამსახურისაკენ მიმავალ გზას გაუდგა. გზაში დათო ხიდზე შეჩერდა და თბილისის უმშვენიერესი ხედებით ტკბებოდა, როცა შემთხვევით ბეჭედი ჯიბიდან ამოუვარდა და მტკვარში ჩაუვარდა.

ლაშამ, რომელიც საქორწილო სამზადისით უკვე გადაღლილია და ორ დღეში ბეჭედი საჩქაროდ სჭირდება, ეს ამბავი შეიტყო და დათოსგან არაფრის გაგონება არ სურს!

იგი პრინციპულად მოითხოვს, ნებისმიერი გზით იმ ბეჭდის მოძებნას და მისთვის გადაცემას.

დათო ამაზე უარს ამბობს.

აქვს თუ არა ლაშას დათოსაგან ბეჭდის გადაცემის მოთხოვნის უფლება?

 

კაზუსის მოდიფიკაცია:

მას შემდეგ, რაც დათომ უარი განაცხადა ბეჭდის მდინარიდან ამოღებაზე, ლაშა საჩქაროდ წავიდა სხვა ბეჭდის მოსაძებნად.

დროის უქონლობის გამო მან მხოლოდ რამდენიმე ოქროულის მაღაზიის მოვლა მოახერხა და ძლივს მიაგნო მისთვის მოსაწონ ბეჭედს, დაახლოებით ისეთს, როგორიც ოქრომჭედელმა დათომ დაუმზადა. ბეჭედი 1000 ლარი ღირდა.

ლაშამ იყიდა ეს ბეჭედი და მაშინვე გადაურეკა დათოს.

 ლაშა ამჯერად დათოსგან ითხოვს ბეჭედში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

აქვს თუ არა ლაშას ამ მოთხოვნის უფლება?

 

სქემაA  ლაშას მოთხოვნა დათოსაგან ბეჭდის გადაცემის თაობაზე, 629 I

I.                 მოთხოვნის წარმოშობა (+)

II.               მოთხოვნის შეწყვეტა შეუძლებლობის გამო (+)

Ø ფაქტობრივი შეუძლებლობა (-)

Ø პრაქტიკული შეუძლებლობა (+)

 Ø დათოს უარი შესრულებაზე (+)

 

 შედეგი: ლაშას არა აქვს დათოსაგან ბეჭდის გადაცემის მოთხოვნა, 629 I (-)

 

A.   ლაშას მოთხოვნა დათოსაგან ბეჭდის გადაცემის თაობაზე სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

 

ლაშას შესაძლოა ჰქონდეს დათოსაგან ბეჭდის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა იყოს ა)წარმოშობილი, ბ)არ შეწყდეს და გ)იყოს განხორციელებადი.

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

 

·        აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, მხარეთა შორის დადებული იყოს ნარდობის ხელშეკრულება სკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად.

·        დათომ და ლაშამ ასეთი ხელშეკრულება დადეს.

·        შესაბამისად, მოთხოვნა წარმოიშვა.

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტა

 

·        თუმცა მოთხოვნა შესაძლოა შემწყდარიყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო.

·        ამდენად, საკითხავია, იყო თუ არა დათოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეუძლებელი.

 

1.    ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა

 

წინაპირობები:

·        ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, როცა შესრულება არავის შეუძლია  (ობიექტური შეუძლებლობა) ან მოვალეს არ შეუძლია  (სუბიექტური შეუძლებლობა)

·        ხოლო როცა შესრულების საგანი ნივთია, სკ-ის 382-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულების  შეუძლებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გვქონდეს სახეზე, როდესაც შესრულების საგანი გვაროვნული ნივთი არაა.

 

ა. შესრულების საგნის’’ შეცვლადობა [ანუ გვაროვნულია თუ არა ნივთი]

 

·        ამ კაზუსში , უპირველესად, გასარკვევია, არის თუ არა შესრულების საგანი გვაროვნული ნივთი.

·        სკ-ის 382-ე მუხლის თანახმად, გვაროვნულია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება.

·        მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება შეკვეთით დამზადებულ ნივთს’’.

·        შეკვეთით დამზადებული ნივთი თავისი ნიშნებით ერთადერთია და მისი შეცვლა შეუძლებელია,

·        შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში[კაზუსში] გვაროვნული ნივთი სახეზე არაა.

 

 

ბ)   ფაქტობრივი შეუძლებლობა’’ [ვალდებულრბის შესრულების შეუძლებლობის ერთ-ერთი სახე]

 

·        გარდა ამისა, შესრულება მოვალისთვის ან ყველასთვის შეუძლებელი უნდა იყოს.

·        მოცემულ შემთხვევაში ბეჭედი მტკვარში ჩავარდა.

·        ბეჭდის წყალში მოძებნა და ამოღება თეორიულად შესაძლებელია.[ მოვალეს შეუძლია, სპეციალურ სახელმწიფო უწყებებს მიმართოს და მდინარის წყლის დასაშრობად, მისი კალაპოტის შეცვლის გზით, დაიქირაოს სპეციალური სამსახური, რომელიც ბეჭედს ამოიღებს].

·        ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა  ვალდებულების შესრულების „ფაქტობრივი შეუძლებლობ

 

   

    პრაქტიკული შეუძლებლობა ‘’- რა არის ეს ?

 

·        პრაქტიკული შეუძლებლობა სახეზეა მაშინ, როცა შესრულების შანსი, მართალია, არსებობს, მაგრამ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებს მოვალის მხრიდან  კრედიტორის ინტერესებთან შედარებით.

·         კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ასეთ დროს გაუმართლებელი იქნებოდა, თუ მოვალეს შესრულების ვალდებულებას დავაკისრებდით.

·        ამიტომ პრაქტიკული შეუძლებლობის’’ ვითარებაში მოვალეს  ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება ეძლევა.[!!!!]

·        ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ ფაქტობრივი შეუძლებლობისაგან’’ განსხვავებით, პრაქტიკული შეუძლებლობისას’’  მოთხოვნა თავისით [ავტომატურად] კი არ წყდება, არამედ მოვალეს ეძლევა შესაგებელი, უფლება, რომ უარი თქვას შესრულებაზე’’.

·        [!]თუ მოვალე უარს არ იტყვის შესრულებაზე, კრედიტორის მოთხოვნა არ შეწყდება[!].

·        შესაბამისად, თუ მოვალე მაინც შეასრულებს პრაქტიკულად შეუძლებელ ვალდებულებას, კრედიტორი უსაფუძვლოდ კი არ მდიდრდება, არამედ იღებს შესრულებას ნამდვილი ვალდებულების საფუძველზე’’.

·        პრაქტიკული შეუძლებლობის’’ დროს ხდება მოვალის მიერ გასაწევი ხარჯების შეპირისპირება კრედიტორის ინტერესებთან.

·        ამდენად, მასშტაბად აღებულია შესრულების სარგებლიანობა კრედიტორისათვის’’.

·        ამ ნიშნით განასხვავებენ მას ეკონომიკური შეუძლებლობისაგან’’.

·        ეკონომიკური შეუძლებლობის’’ დროს არათანაზომიერია მოვალისა და კრედიტორის ურთიერთვალდებულებები ერთმანეთის მიმართ.

·        ეს, ძირითადად, ისეთი შემთხვევაა, როცა შესრულების საგნის საბაზრო ფასი მის გადაცემამდე იზრდება და მხარეთა შეთანხმებულ ფასს მნიშვნელოვნად აღემატება.

·         ასეთ შემთხვევაში, მართალია, მოვალის ვალდებულება ნივთის საბაზრო ღირებულების ზრდასთან ერთად იზრდება, მაგრამ აგრეთვე იზრდება კრედიტორის ინტერესიც შესრულების მიმართ. ამიტომ ასეთ დროს პრაქტიკული შეუძლებლობ არ იქნება სახეზე.

·        ეკონომიკური შეუძლებლობა’’ მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველი არაა, თუმცა სკ-ის 398-ე მუხლის ფარგლებში შესაძლებელი ხდება ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთა

 

გ)  ვალდებულების შესრულების „პრაქტიკული შეუძლებლობა’’

·        საკითხავია, უნდა გავრცელდეს თუ არა ფაქტობრივი შეუძლებლობის სამართლებრივი შედეგები ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ვალდებულების შესრულება, მართალია, შესაძლებელია, მაგრამ იგი ზედმეტად დიდ დანახარჯებს მოითხოვს მოვალისთვის და შეუსამაბოა კრედიტორის ინტერესებთან.

·        ლიტერატურაში აღიარებულია, რომ მოვალეს ასეთ შემთხვევაში (პრაქტიკული შეუძლებლობა) აქვს უარის თქმის უფლება შესრულებაზე.

·        მოცემულ შემთხვევაში ბეჭდის წყლიდან ამოსაღებად საჭიროა სპეციალური სამსახურის, პროფესიონალი მყვინთავების, დაქირავება, შესაძლოა, მდინარის დონის დაწევაც გახდეს აუცილებელი. ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ დანახარჯებს, რაც თავად ბეჭდის ფასსაც კი აღემატება. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ ბეჭდის პოვნის გარანტიას ეს დანახარჯები არ იძლევა.

·        აქედან გამომდინარე, სახეზეა პრაქტიკული შეუძლებლობა, რაც დათოს ანიჭებს უარის თქმის უფლებას შესრულებაზ

 

დ.  „ მოვალის უარი შესრულებაზე''

·        რადგან პრაქტიკული შეუძლებლობა თავისით არ გამორიცხავს მოთხოვნას, საჭიროა, რომ დათომ განაცხადოს უარი შესრულებაზე.

·        კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ დათომ უარი განაცხადა ბეჭდის მოძებნაზე.

 

 

შუალედური დასკვნა – მოთხოვნის შეწყვეტა

 

ლაშას მოთხოვნა დათოს მიმართ შეწყდა ვალდებულების პრაქტიკული შესრულების შეუძლებლობის გამო.[!]

 

III.             საბოლოო დასკვნა

 

ლაშას არ აქვს დათოსგან ბეჭდის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

 

 

XXXXXXXXXXXXXXXXXXXXX

B.   ლაშას მოთხოვნა დათოსაგან 300 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 394-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე

 

ლაშას შესაძლოა ჰქონდეს დათოსაგან 300 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

 

ამისათვის საჭიროა  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშვას, არ შეწყდეს და იყოს განხორციელებადი.

 

 

„ზიანის ანაზღაურება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას“ - რა არის ეს ?

 

·        მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სახელდებით ნახსენები არსად არაა, „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“, გაბატონებული შეხედულების თანახმად, „ვალდებულების დარღვევად’’ მიიჩნევა.

·        ეს კი იმას ნიშნავს, რომ „შეუძლებლობისას“, მართალია, კრედიტორს „პირველადი მოთხოვნა’’ აღარ აქვს მოვალის მიმართ, მაგრამ მას „მეორეული მოთხოვნები“ უნარჩუნდება.

·        კერძოდ, კრედიტორს შეუძლია, მოვალისაგან მოითხოვოს „ზიანის ანაზღაურება ვალდებულების დარღვევის გამო’’, თუკი შესაბამისი წინაპირობები იქნება დაკმაყოფილებული.

·        სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ზიანის ანაზღაურების’’ უზოგადესი წინაპირობებია: (1) ვალდებულების (2) დარღვევა  (3) მოვალის ბრალით და (4) მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და (5) დამდგარ ზიანს[შედეგს] შორის.

·        გარდა ამისა, ვალდებულების დარღვევის სახის მიხედვით, დამატებითი წინაპირობებიც შეიძლება იყოს დაწესებული. მაგალითად, 394-ე მუხლის II და III ნაწილებით გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურება ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რომლის დროსაც ზიანის ანაზღაურების ზემოთ აღნიშნულ უზოგადეს წინაპირობებს ემატება კიდევ ერთი(6)კრედიტორის მიერ მოვალისათვის დამატებითი ვადის დაწესება.

·        ქართულ სამართლებრივ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’ წარმოადგენს „ვალდებულების შეუსრულებლობის“  ერთ-ერთ სახეს და, შესაბამისად, ექცევა სკ-ის 394-ე მუხლის II ნაწილის ფარგლებში.

·        ამ მოსაზრების მომხრეები აღნიშნავენ, რომ „შესრულების შეუძლებლობას’’, საბოლოოდ, ყოველთვის მივყავართ „ ვალდებულების შეუსრულებლობამდე’’ ანუ, კანონის ენით რომ ვთქვათ, ვადის გადაცილებამდე.

·         ეს მიდგომა არ უნდა იყოს სწორი.

·        „ვალდებულების შეუსრულებლობა’’ გულისხმობს „შეუწყვეტელი და ვადამოსული ანუ განხორციელებადი მოთხოვნის შეუსრულებლობას“. „ვალდებულების დარღვევა’’ იმით გამოიხატება, რომოვალემ ვალდებულება ვადის დადგომის მიუხედავად არ შეასრულა. სწორედ ამაზე მიუთითებს სკ-ის 394-ე მუხლის II ნაწილში მითითებული „ვადის გადაცილება”.

·        „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას“ კი, უბრალოდ, წარმოუდგენელია, მოთხოვნა გახდეს ვადამოსული; შეუძლებელია მოვალემ ამ გაგებით „შესრულების ვადას გადააცილოს’’, რადგან მოთხოვნა უკვე შეწყვეტილია და ვადამოსული ვერასდროს გახდება.

 

·        თუ მოვალე გათავისუფლებულია შესრულებისაგან, „ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა’’ ამ ვალდებულების დარღვევა ვერ იქნება.

 

·        ამიტომ სკ-ის 394-ე მუხლის II ნაწილი არ შეიძლება მიჩნეული იყოს „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას ზიანის ანაზღაურების’’ საფუძვლად.

 

·        „შესრულების შეუძლებლობისას ვალდებულების დარღვევა’’  არის არა მისი ვადაში შეუსრულებლობა, არამედ „შესრულების შეუძლებლობის“ მდგომარეობის გამოწვევა.

 

·        სხვა სიტყვებით, მოვალე ზიანს აანაზღაურებს არა იმიტომ, რომ მან ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ ან გონივრულ ვადაში, არამედ იმიტომ, რომ ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახადა.

 

·        აღსანიშნავია, რომ განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ცალ-ცალკე მუხლებით აწესრიგებს ვალდებულების დარღვევის ამ ორ განსხვავებულ სახეს – გსკ-ის 281-ე პარაგრაფი ეთმობა ზიანის ანაზღაურებას ვადამოსული ვალდებულების შეუსრულებლობისას, ხოლო გსკ-ის 283-ე პარაგრაფში მოცემულია ზიანის ანაზღაურება შესრულების შეუძლებლობისას.

 

·        გერმანული კანონმდებლობის ასეთი დიფერენცირებული მიდგომა სწორედ იმით აიხსნება, რომ ამ ორ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევა არსებითად სხვადასხვაგვარია.

 

·        ქართულ კანონმდებლობაში კი „შესრულების შეუძლებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების“ საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობა ხარვეზია.

 

·        ამ წიგნში განვითარებული მოსაზრების მიხედვით, რადგან „ვალდებულების შეუძლებლობა“, როგორც ვალდებულების დარღვევა, სკ-ში სახელდებით არაა მოხსენიებული და მას არც 394-ე მუხლის II ნაწილი მოიცავს, ზიანის ანაზღაურების საფუძველი უნდა იყოს უზოგადესი ნორმა – 394-ე მუხლის I ნაწილი.

 

·         ამ უზოგადეს ნორმაში მოცემული წინაპირობები სრულიად საკმარისია „შეუძლებლობისას ზიანის ანაზღაურებისათვის’’.

 

·        შედეგის თვალსაზრისით, საპირისპირო შეხედულებაც ანალოგიურ დასკვნამდე მივა, რადგან 394-ე მუხლის II ნაწილის დამატებითი წინაპირობა – შესრულების დამატებითი ვადა – ამავე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, შესრულების შეუძლებლობის ვითარებაში ყოველთვის ზედმეტი აღმოჩნდება.

 

 

I.                 „ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის წარმოშობა

 

ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის უფლება [კრედიტორის  მხარეს]  წარმოიშობა მაშინ, როცა  ა)მოვალე  ბ) თავის ვალდებულებას გ) დაარღვევს  დ)ბრალეულად და ე)მიზეზობრივად გამოიწვევს  ვ)ზიანს.

 

 

ა) „ვალდებულებითი ურთიერთობა

·        უპირველესად, გასარკვევია, არსებობს თუ არა მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა

·        .ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების’’ ან კანონის საფუძველზე (სკ, 317, I).

·        მოცემულ შემთხვევაში[კაზუსში]  ლაშასა და დათოს შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება’’, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა იკისრეს ურთიერთვალდებულებები.

·        შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა’’ სახეზეა.

 

2.      ვალდებულების დარღვევა

·        გარდა ამისა, გასარკვევია, დაარღვია თუ არა მოვალემ არსებული „ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში თავისი ვალდებულება.

·        ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ყოველთვის ნიშნავს  ვალდებულების დარღვევას

·         მოვალე ვალდებულია, არ გახადოს ვალდებულების შესრულება შეუძლებელი’’.

·        ამ კაზუსში „ვალდებულების შესრულების პრაქტიკული შეუძლებლობა სახეზეა’’ (იხ. A, II).

·        შესაბამისად, ვალდებულება დარღვეულია.[მოვალე დათოს მიერ]

შენიშვნა:

·        ვალდებულების დარღვევის შემოწმების ეტაპზე ჯერ კიდევ არ ვეხებით ბრალეულობის საკითხს.

·        აქ მხოლოდ ის მოწმდება, ვალდებულება შეუძლებელი გახდა თუ არა.

·         შესაბამისად, ვალდებულების დარღვევა მაშინაც კი სახეზეა, როცა, მაგალითად, შესრულების საგანი სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი ბრალის გარეშე განადგურდება.

 

3.      მოვალის „ბრალი

 

·        სკ-ის 394-ე მუხლის I ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს.’’

·        სკ-ის 395-ე მუხლის პირველი ნაწილი კი პასუხისმგებლობის საფუძვლად განზრახვას ან გაუფრთხილებლობას ასახელებს.

·        დათოს ბეჭდის გადაცემამდე ევალებოდა მისი მოფრთხილება წინდახედულობის ნორმათა დაცვით. ბეჭდის ისეთი ჯიბით ტარება, საიდანაც ის შეიძლება ამოვარდეს და დაიკარგოს, არის წინდახედულობის ნორმის დარღვევა, რაც გაუფრთხილებლობას ნიშნავს. შ

·        ესაბამისად, დათოს ქმედება ბრალეულია და მას პასუხისმგებლობა დაეკისრებ

 

 

4.      ზიანი ‘’

 

·        საკითხავია, მიადგა თუ არა ზიანი ლაშას.

·        ზიანი არის ნებისმიერი ქონებრივი დანაკლისი, რომელიც პირმა გარკვეული მოვლენის შედეგად განიცადა.

·         დათომ ბეჭედში 700 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გადაიხადა.

·        მან იზარალა 300 ლარი.

·        შესაბამისად, ზიანი სახეზეა.

 

5.      მიზეზობრივი კავშირი

 

·        სკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მაშინ, როცა :

 

a.    ზიანი  ვალდებულების დარღვევის უშუალო შედეგია

და

b.    იგი წინასწარ იყო სავარაუდო’’.

 

ა. უშუალო შედეგი

 

·        არის თუ არა ზიანი  ვალდებულების დარღვევის უშუალო შედეგი, უნდა დადგინდეს conditio sine qua non (რომ არა ქმედება, შედეგი არ იქნებოდა) ფორმულის მიხედვით.

·        მოცემულ შემთხვევაში, რომ არა დათოს მიერ ვალდებულების დარღვევა, ლაშას არ მოუწევდა 300 ლარით ზედმეტის გადახდა.

·        შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის’’ უშუალო შედეგს.

 

 ბ. წინასწარ სავარაუდოობა

 

·        წინასწარ სავარაუდოობაში’’ უნდა ვიგულისხმოთ, რომ დამდგარი შედეგი’’ [ზიანი]  ბიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ უნდა იყოს სრულიად მოულოდნელი ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.

·        დათოს ახალი ბეჭდის მოძებნა რომ მოუწევდა, ეს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან სრულიად მოსალოდნელი იყო.

·         მოსალოდნელი იყო ისიც, რომ დათოს ქორწილის წინა დღეებში ნაკლები დრო ექნებოდა იმავე ხარისხის შედარებით დაბალფასიანი ბეჭდის მოსაძებნად ანდა ახალი ბეჭდის დამზადების შესაკვეთად.

·        შესაბამისად,დამდგარი ზიანი, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო.

 

 

შუალედური დასკვნა

 

ლაშას მოთხოვნა დათოს მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიშვა.

 

 

II.               მოთხოვნის შეუწყვეტლობა და განხორციელებადობა

 

 

 ა)“ზიანის ანაზღაურების“ მოთხოვნის შეწყვეტისა და ბ) „ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის  განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები კაზუსის ფაბულიდან არ იკვეთება.

 

III.             საბოლოო დასკვნა

 

ლაშას აქვს დათოსაგან 300 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

 

სამახსოვრო!

 

Ø  პრაქტიკული შეუძლებლობა სახეზეა მაშინ, როცა შესრულების შანსი, მართალია, არსებობს, მაგრამ ეს მოითხოვს  მოვალისგან შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებს კრედიტორის ინტერესებთან შედარებით.

Ø  პრაქტიკული შეუძლებლობა განსხვავდება ეკონომიკური შეუძლებლობისაგან. ეკონომიკური შეუძლებლობის დროს არათანაზომიერია მოვალისა და კრედიტორის ურთიერთვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. ეკონომიკური შეუძლებლობა მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველი არაა, თუმცა[სამაგიეროდ] შესაძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან.

Ø  პრაქტიკული შეუძლებლობა’’ თავისთავად არ წყვეტს მოთხოვნას. ის იძლევა მხოლოდ შესაგებელს[შესაგებლის უფლებას]: საჭიროა, მოვალემ განაცხადოს უარი შესრულებაზე, ხოლო თუ უარს არ განაცხადებს, მის მიმართ მოთხოვნა არ შეწყდება.

Ø  ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას კრედიტორს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოვალისაგან, მხოლოდ ამ უკანასკნელის ბრალეულობის შემთხვევაში.

Ø  ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ყოველთვის განიხილება[ითვლება] ვალდებულების დარღვევად. დარღვევა ისაა, რომ მოვალემ თავისი ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახადა.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები