კაზუსი 11. ყურძენი ალაზნის ველიდან -"ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შეუძლებლობა''

 

·        ჯონდის ღვინის მცირე საწარმო აქვს და ეძებს განსაკუთრებით ხარისხიან ყურძენს.

·        კახეთში ბევრი ვენახი მოიარა, მაგრამ სასურველ ხარისხს ვერსად მიაგნო.

·        ბოლოს კი ალაზნის ველზე ერთ-ერთ ვენახში აღმოაჩინა რქაწითელის ქარვისფერი მტევნები და მიხვდა, რომ „ეს ის იყო’’.

·        იქვე ვენახში მუშაობდა ნიკო.

·         ჯონდიმ იფიქრა, რომ ნიკო ამ ვენახის მესაკუთრეა და ჰკითხა, რამდენად მიჰყიდიდა ამ ვენახში დაკრეფილ 2 ტონა ყურძენს.

·        ნიკომ 1000 ლარი დაუფასა.

·        ფასით ჯონდიც მოიხიბლა და შეუთანხმდა ნიკოს, რომ სექტემბერში 2 ტონა ყურძენს წაიღებდა.

·        სექტემბრის დასაწყისში ჯონდი ურეკავს ნიკოს და ეკითხება, როდისაა შესაძლებელი ყურძნის წაღება.

·         ნიკო დამწუხრებული ხმით უხსნის, რომ ვენახი მისი არაა, სინამდვილეში მესაკუთრე ნიკოს ძმა პეტრეა, რომელსაც არ მოეწონა ყურძნის გაყიდვის იდეა.

·        გაბრაზებული ჯონდი სახლში მიადგა ძმებს და ითხოვს მათგან შეთანხმებული ყურძნის გადაცემას.

 

აქვს თუ არა ჯონდის რომელიმე ძმისაგან ყურძნის გადაცემის მოთხოვნის უფლება?

 

 

A.   ჯონდის მოთხოვნა ნიკოსაგან 2 ტონა ყურძნის გადაცემის შესახებ სკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე

 

ჯონდის შესაძლოა ჰქონდეს ნიკოსაგან 2 ტონა ყურძნის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა[მოთხოვნის უფლება]   ა)წარმოიშვას, ბ)არ შეწყდეს და გ)იყოს განხორციელებადი.

 

I.            მოთხოვნის წარმოშობა

 

·        აღნიშნული მოთხოვნა წარმოიშობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სკ-ის 477-ე მუხლიდან გამომდინარე.

·        ჯონდი და ნიკო შეთანხმდნენ ყურძნის ნასყიდობაზე შესაბამისი ანაზღაურებით.

·         მათ განსაზღვრეს ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

·        შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულია და მოთხოვნა წარმოიშვა.

 

·        მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით, ცხადია, საკუთრების უფლება მყიდველზე არ გადადის.

·        გამყიდველი მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებას კისრულობს’’, რომ უზრუნველყოფს საკუთრების გადასვლას მყიდველზე.

·        საკუთრების უფლების გადასვლა’’  კი დამატებით სხვა წინაპირობებსაც’’ მოითხოვს (იხ.სკ-ის 183-ე და შემდგომი მუხლები).

·         ამიტომ ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას’’ ნიკო დებს სხვის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, არ მოქმედებს ამ ხელშეკრულების  ნამდვილობაზე.

·        როგორ შეასრულებს ნიკო ამ ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას’’, ეს ცალკე საკითხია.[!]

·         მხარეებს „ნასყიდობის ხელშეკრულების’’ დადება ჯერ არარსებულ ქონებაზეც’’ კი შეუძლიათ.[არათუ „სხვის ქონებაზე’’]

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტა

 

·        თუმცა მოთხოვნა შესაძლოა შეწყვეტილიყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო.

 

1.      შესრულების ფაქტობრივი შეუძლებლობა

 

·        ვალდებულების შესრულება, ფაქტობრივად, მაშინაა შეუძლებელი, როცა შესრულება ბუნების კანონებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია.

·        მოცემულ შემთხვევაში ნიკოს თავისუფლად შეუძლია, ყურძენი დაკრიფოს და გადასცეს კრედიტორს, ამაში მას ბუნების კანონებ ხელს არ უშლის.

·        შესაბამისად, „ვალდებულების ფაქტობრივი შეუძლებლობა’’ ამ კაზუსში  სახეზე არ გვაქვ[!]

 

 

2.    სამართლებრივი შეუძლებლობ

 

„ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შეუძლებლობა’’ -რა არის ეს?

 

·        ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შეუძლებლობა  ნამდვილი შეუძლებლობის ერთ-ერთი სახეა.

·        ასეთ დროს ვალდებულების შესრულების შედეგის დადგომას სამართლებრივი საფუძვლები უშლის ხელს.

·         მაგალითად, სამართლებრივად შეუძლებელია’’ სხვის საკუთრებაში არსებული ნივთის გადაცემით საკუთრების უფლების“  გადასვლა მესამე პირზე.

·        სამართლებრივი შეუძლებლობა’’ ხშირად დაკავშირებულია ლიცენზირებასთან ან სახელმწიფო ნებართვასთან, ან „აკრედიტაციასთან’’ .

·        მაგალითად, თუკი უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ სწავლების ხელშეკრულება’’ დადო სტუდენტებთან, მაგრამ შემდეგ აკრედიტაცია’’ ვერ გაიარა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა, სახეზე იქნება სტუდენტების მიმართ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა’’.

·        სასწავლებლის მიმართ სტუდენტების მოთხოვნა სწავლების შესახებ’’  შეწყდება, მაგრამ სტუდენტებს, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების’’ მოთხოვნის უფლება  წარმოეშობათ[!].

 

 

·        „ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შეუძლებლობა’’ სახეზეა მაშინ, როცა ვალდებულების შესრულების შედეგის დადგომას სამართლებრივი საფუძვლები უშლის ხელს.

·        სკ-ის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მესამე პირზე გადაცემა მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია.

·        ნიკო არაა ვენახის და, შესაბამისად, მისი ნაყოფის მესაკუთრე. ამიტომ მას სამართლებრივად არ აქვს უფლება ნივთის გადაცემისა.

·        მისი ვალდებულების შესრულებას’’ სამართლებრივი საფუძვლები უშლის ხელს.

·        ამიტომ მოცემულ შემთხვევაში[კაზუსში] სახეზეა ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შეუძლებლობა.

 

შუალედური დასკვნა

 

·        სამართლებრივი შეუძლებლობა’’ მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველია.

·        შესაბამისად, ჯონდის მოთხოვნა[მოთხოვნის უფლება] შეწყდა.

 

III.             საბოლოო

 

დასკვნა ჯონდის არა აქვს ნიკოსაგან 2 ტონა ყურძნის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარ

 

სქემა იყო:

B. ჯონდის მოთხოვნა ნიკოსგან ყურძნის გადაცემაზე, 477 I

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა (+)

II.               მოთხოვნის შეწყვეტა შეუძლებლობის გამო (+)

Ø ფაქტობრივი შეუძლებლობა (-)

 Ø სამართლებრივი შეუძლებლობა (+)

შედეგი: ჯონდის არა აქვს ნიკოსაგან ყურძნის გადაცემის მოთხოვნა, 477 I (-)

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხ

B.   ჯონდის მოთხოვნა პეტრეს მიმართ 2 ტონა ყურძნის გადაცემის შესახებ სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

 

ჯონდის შესაძლოა ჰქონდეს პეტრეს მიმართ 2 ტონა ყურძნის გადაცემის მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა ა)წარმოიშვას, ბ)არ შეწყდეს და  გ)იყოს განხორციელებადი.

I.            მოთხოვნის წარმოშობა

·        აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაა.

·         ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად კი საჭიროა ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა – ოფერტი და აქცეპტი.

 

1.    შეთანხმება პეტრესთან

·        კაზუსიდან იკვეთება, რომ ორი პირის შეთანხმება ოფერტისა და აქცეპტის სახით შედგა, თუმცა ერთმანეთის მიმართ ნება გამოავლინეს ჯონდიმ და ნიკომ.

·        პეტრეს უშუალოდ არც ოფერტი და არც აქცეპტი არ გამოუვლენია.

 

 

2.      წარმომადგენლობა ნიკოს მიერ

 

·        თუმცა, შესაძლოა, ნიკო თავისი აქცეპტის გამოვლენისას ყოფილიყო პეტრეს „წარმომადგენელი’’.

·        ასეთ შემთხვევაში, სკ-ის 104-ე მუხლის თანახმად, „ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები“ პეტრესთვის წარმოიშობოდა.

·        იმისათვის, რომ პეტრე იყოს ნიკოს „წარმომადგენელი“, იგი „უნდა ავლენდეს ა)“საკუთარ ნებას“ ბ) „სხვისი სახელით“ გ) „მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში“.

 

ა. „საკუთარი ნების გამოვლენა’’

 

·        კაზუსის ფაბულიდან ნათლად იკვეთება, რომ ნიკო საკუთარ ნებას ავლენს.

·         ამ ნების ფორმირება მის პიროვნებაში მოხდა და უშუალოდ მის მიერ იქნა გამოხატული.

 

     ბ. „სხვისი სახელით’’

 

·        თუმცა ნიკო „არ მოქმედებდა სხვისი სახელით’’.

·        მას არ მიუთითებია ჯონდისათვის, რომ იგი თავისი ძმის წარმომადგენელი იყო.

·        ჯონდის „არც შეეძლო ევარაუდა“ მისი წარმომადგენლობის თაობაზე (სკ-ის 104-ე მუხლის III ნაწილის პირველი წინადადება).

·        გარდა ამისა, ჯონდისთვის არც „სულ ერთი’’ იყო, თუ ვინ იქნებოდა ხელშეკრულების მეორე მხარე, რადგან ვალდებულება მომავალში, სექტემბერში, უნდა შესრულებულიყო (სკ-ის 104-ე მუხლის III ნაწილის მეორე წინადადება).

 

 გ.  „წარმომადგენლობითი უფლებამოსილება’’  

 

·        ნიკო არ მოქმედებდა როგორც პეტრეს „წარმომადგენელი’’.

·        ამიტომ , მის მიერ დადებული ხელშეკრულება ვერ წარმოშობს შედეგებს პეტრესათვის.

 

 შუალედური დასკვნა -„ მოთხოვნის წარმოშობა პეტრეს მიმართ’’

 

ჯონდის მოთხოვნა პეტრეს მიმართ არ წარმოშობილა.

 

 

საბოლოო დასკვნა

 

ჯონდის არ აქვს პეტრესაგან 2 ტონა ყურძნის გადაცემაზე მოთხოვნის უფლება სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

 

ამოხსნის სქემა იყო:

 

B. ჯონდის მოთხოვნა პეტრესაგან ყურძნის გადაცემაზე, 477 I

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა (+)

Ø შეთანხმება პეტრესაგან (-)

 Ø წარმომადგენლობა ნიკოს მიერ (+)

o საკუთარი ნების გამოვლენა (+)

o სხვისი სახელით (-)

o „წარმომადგენლობითი უფლებამოსილება’’ (-)  

 

შედეგი: ჯონდის არა აქვს პეტრესაგან ყურძნის გადაცემის მოთხოვნა, 477 I (-)


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები