კაზუსი 10. დიდთოვლობა ბაკურიანში -[„მიზნის თავისით მიღწევა“, „მიზნის გაქრობა“, „ვალდებულების შესრულების ნაწილობრივი შეუძლებლობა’’ ]
·
იანვარში გიორგი თავისი ოჯახით ბაკურიანში წავიდა დასასვენებლად,
თავის ძველ ხის სახლში.
·
ბაკურიანში ჩასულებს, დიდი თოვლი დახვდათ, რამაც მთელი
ოჯახი გაახარა, მაგრამ მეორე დღეს გიორგიმ შეამჩნია, რომ სახლის სახურავზე ერთ მეტრამდე
თოვლი იდო და თოვლის სიმძიმის გამო ადგილ-ადგილ სახურავი ჩაზნექილიყო.
·
დიდთოვლობისას ხშირია შემთხვევა, რომ ძველი სახურავები
სიმძიმეს ვერ უძლებს და ინგრევა. გიორგისთვის ეს ახალი არაა, იგი ყოველ წელს იძახებს
სპეციალურ სამსახურს სახურავიდან თოვლის გადმოსაყრელად.
·
წელსაც მან ტელეფონით დაურეკა შოთას და სთხოვა, სახურავიდან
თოვლი გადმოეყარა, რისთვისაც 300 ლარს შეჰპირდა. შოთა დასთანხმდა მას და უთხრა, რომ
ამ საქმეს მეორე დღეს შეასრულებდა.
·
საღამოს თოვა გაძლიერდა, სახურავი კიდევ უფრო დამძიმდა
და ჩამოინგრა.
·
მეორე დღეს 15:00 საათზე შოთა მივიდა გიორგისთან და
ნახა ჩამონგრეული სახურავი.
·
იგი ითხოვს 300 ლარს, რადგან ამ საქმის შესასრულებლად
მან სხვა საქმეები გადადო.
·
გიორგი უარს აცხადებს თანხის გადახდაზე, რადგან მას
ისედაც დიდი ზიანი მიადგა და ფულის უაზროდ გადაყრას არ აპირებს.
ვისი პოზიციაა სამართლებრივად დასაბუთებული?
კაზუსის ამოხსნა :
A.
შოთას
მოთხოვნა გიორგისაგან 300 ლარის გადახდის თაობაზე სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის
მეორე წინადადების საფუძველზე
შოთას
შესაძლოა, ჰქონდეს გიორგისაგან 300 ლარის მოთხოვნის უფლება სკ-ის 629-ე მუხლის პირველი
ნაწილის მეორე წინადადებიდან გამომდინარე.
ამისათვის
საჭიროა, მოთხოვნა ა)წარმოიშვას,
ბ)არ შეწყდეს და
გ)იყოს განხორციელებადი.
I.
მოთხოვნის
წარმოშობა
·
ეს მოთხოვნა წარმოიშობა ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულების
დადებით 629-ე მუხლის შესაბამისად.
·
შოთა და გიორგი შეთანხმდნენ ანაზღაურების
სანაცვლოდ ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელშიც გადამწყვეტი იყო შედეგი – თოვლისაგან
თავისუფალი სახურავი.
·
შესაბამისად, სახეზეა „ნარდობის ხელშეკრულება’’ და შოთას მოთხოვნა წარმოშობილია.
II.
მოთხოვნის
შეწყვეტა
·
თუმცა შოთას მოთხოვნა შესაძლოა, შეწყვეტილიყო.
·
შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია „საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა“ სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის
უკუდასკვნის საფუძველზე.
·
ამისათვის საჭიროა, რომ: ა) დადებული
იყოს ორმხრივი ხელშეკრულება, ბ)
გიორგის საპასუხო მოთხოვნა
იყოს „გამორიცხული’’[შეწყვეტილი] და გ)ამ “საპაუხო მოთხოვნის’’[ანუ გიოირგის
მოთხოვნის] „გამორიცხვაში’’[შეწყვეტაში] ბრალი
არ მიუძღოდეს გიორგის.
ა) „ორმხრივი ხელშეკრულება’’
·
406-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით, „ორმხრივი ხელშეკრულება’’ გულისხმობს ორმხრივ
მავალდებულებელ ხელშეკრულებას.
·
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა დადეს ნარდობის
ხელშეკრულება, რომლითაც ორივე მხარემ იკისრა გარკვეული ვალდებულება.
·
შესაბამისად, „ორმხრივი ხელშეკრულება’’ სახეზეა
ბ)“ საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა“
·
ეს კაზუსი გვეკითხება არა იმ მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებულობას,
რომლის შესრულებაც შეუძლებელი გახდა, არამედ მისი საპირისპირო
მოთხოვნის[მოვალის
მოთხოვნის]
შემოწმებას. ·
ეს საპირისპირო მოთხოვნა[მოვალის მოთხოვნა] კი, თავის მხრივ, სკ-ის 406-ე მუხლიდან გამომდინარე, დამოკიდებულია
მეორე მხარის[კრედიტორის]
მოთხოვნის
შეწყვეტა/შეუწყვეტლობაზე. ·
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კაზუსის
შეკითხვა ამას არ ეხება, ჯერ მაინც უნდა შემოწმდეს მეორე მხარის[კრედიტორის] – გიორგის – მოთხოვნა. ·
თუმცა სწორედ იმიტომ, რომ კაზუსი ამას არ გვეკითხება,
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, არასწორი იქნებოდა შოთას მიმართ გიორგის მოთხოვნის ცალკე
განხილვა. ·
რადგან გიორგის მოთხოვნის
შეწყვეტა შოთას მოთხოვნის
შეწყვეტის წინაპირობაა, გიორგის
მოთხოვნის შემოწმების სქემა უნდა ჩაშენდეს შოთას მოთხოვნის შეწყვეტის
ქვეთავში. ·
ასეთი გადახლართულობა სტუდენტებისაგან განსაკუთრებულ
ყურადღებას მოითხოვს. |
·
ამდენად ჯერ საკითხავია, „გამორიცხულია თუ არა გიორგის მოთხოვნა
შოთას მიმართ’’ ?.
·
იმისათვის, რომ გიორგის მოთხოვნა შოთას მიმართ შეწყდეს,
იგი ჯერ უნდა წარმოიშვას და შემდეგ დადგეს მისი შეწყვეტის საფუძველი.
ა. შოთას მიმართ გიორგის მოთხოვნის წარმოშობა
·
შოთას მიმართ გიორგის მოთხოვნა სახურავიდან თოვლის
გადმოყრის თაობაზე წარმოიშვა
მხარეთა შორის „დადებული
ნარდობის ხელშეკრულებიდან’’ გამომდინარე (იხ. ზემოთ I).
ბ. გიორგის მოთხოვნის შეწყვეტა
·
ამ მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“.
·
საკითხავია, რამდენად გვაქვს მოცემულ შემთხვევაში[კაზუსში] ეს მდგომარეობა.
·
არსებობს „ფაქტობრივი შეუძლებლობის“ ორი განსაკუთრებული სახე,
რომლებიც, ძირითადად, „ნარდობისა“ და „მომსახურების
ხელშეკრულების“ შემთხვევაში იჩენს თავს: 1)
„მიზნის თავისით მიღწევა“ : ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი, რომელიც
მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყოლოდა, თავისით დგება და მოვალის შესრულება, უბრალოდ, ზედმეტია.
[მაგალითები:
სანამ ექიმი მკურნალობას დაიწყებდა, პაციენტი თავისით განიკურნა; ჭაში ჩავარდნილი ცხოველი დაქირავებული
სამაშველო სამსახურის მოსვლამდე თავისით ამოძვრა ჭიდან; ვენახის მოსარწყავად დაქირავებულ
მუშას გზაში გაუწვიმდა.] 2)
„მიზნის გაქრობა“: ეს შემთხვევა კი მაშინაა სახეზე, როცა შესასრულებელი
სამუშაოს საფუძვლად აღებული ობიექტი (სუბსტრატი) ნადგურდება. [მაგალითები: ავტომობილი,
რომელიც ხელოსანს უნდა შეეკეთებინა, ავარიის შედეგად განადგურდა; სახლი, რომელშიც
სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, ხანძრის შედეგად დაიწვა; პაციენტი გარდაიცვალა
ოპერაციის წინ.] ორივე ამ შემთხვევაში სახეზეა „ობიექტური ფაქტობრივი შეუძლებლობა“ , რადგან ვალდებულების შესრულება,
ბუნების კანონებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ „მოვალისათვის“, არამედ „ყველასთვის’’ შეუძლებელია. ხ 3)
ამ შემთხვევებისაგან უნდა განვასხვაოთ „მიზნის დარღვევის’’ შემთხვევა, როცა შესრულების
მიმართ კრედიტორის ინტერესი ქრება, მიუხედავად შესრულების შესაძლებლობისა.
[მაგალითები:
ფეხბურთის მატჩი, რომელზე დასასწრებადაც მძღოლს მაყურებლები უნდა გადაეყვანა, აღარ
ტარდება; კრედიტორს აღარ სჭირდება საქორწილო ბეჭდის დამზადება მოვალისაგან, რადგან
ქორწილი აღარ იქნება.] „მიზნის დარღვევის’’ შემთხვევებში
„ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“ სახეზე არაა, რადგან
კრედიტორის ინტერესები გადამწყვეტი არაა შესაძლებლობა/შეუძლებლობის დასადგენად.
ასეთ შემთხვევებში შესაძლოა
„შეცვლილი გარემოებებისადმი
ხელშეკრულების მისადაგების“ გამოყენება სკ-ის 398-ე მუხლის
შესაბამისად. |
·
„ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“ მაშინ
დგება, როცა „შესრულება’’ „ყველასთვის’’ ან,
სულ მცირე, „მოვალისთვის’’, „ფაქტობრივად შეუძლებელია’’.
·
მოცემულ შემთხვევაში განადგურდა სახურავი ანუ
„შესრულების
სუბსტრატი – ის ობიექტი, რომელიც საფუძვლად ედო შესრულებას“.
·
ამით სახურავის თოვლისაგან გაწმენდა სრულიად „შეუძლებელი გახდა’’ როგორც მოვალისთვის[შოთასთვის], ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის.
·
შესაბამისად, სახეზეა „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა“.
გ)“ გიორგის არაბრალეულობა“
·
გარდა ამისა, შოთას მოთხოვნის შეწყვეტისათვის აუცილებელია,
რომ გიორგის მოთხოვნის გამორიცხულობა არ იყოს გამოწვეული გიორგისავე ბრალით.
·
მოცემულ შემთხვევაში სახურავის ჩამონგრევა
იყო შემთხვევითობა, რომელშიც გიორგის ბრალი არ მიუძღვის.
შუალედური დასკვნა
·
შოთას მოთხოვნა გიორგის
მიმართ შეწყდა
„საპასუხო მოთხოვნის[გიორგიდ მოთხოვნის] გამორიცხულობის’’ გამო სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.
III.
დასკვნა
შოთას არ აქვს
გიორგისაგან 300 ლარის მოთხოვნის
უფლება სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებიდან გამომდინარე.
კაზუსის ამოხსნის სქემა იყო:
B. შოთას მოთხოვნა გიორგისაგან 300 ლარის
გადაცემაზე, 629 I
I. მოთხოვნის წარმოშობა (+)629 I
II. მოთხოვნის შეწყვეტა „საპასუხო
მოთხოვნის გამორიცხვის“ გამო, 406 I (+)
a. ორმხრივი
ხელშეკრულება (+)
b. საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა (+)
o საპასუხო
მოთხოვნის წარმოშობა (+)
o საპასუხო
მოთხოვნის შეწყვეტა (+)
c. მეორე
მხარის არაბრალეულობა (+)
შედეგი: შოთას არა აქვს გიორგისაგან თანხის მოთხოვნის
უფლება, 629 I (-)
კაზუსის მოდიფიკაცია:
·
შოთას მისვლამდე მოულოდნელად მზე გამოვიდა და სახურავზე
არსებული თოვლი ნაწილობრივ დაადნო.
·
შოთას მისვლისას სახურავის იმ მხარეს, რომელსაც მზე
უდგებოდა, თოვლი აღარ იყო, მეორე მხარეს კი კვლავ ერთ მეტრამდე თოვლი იდო.
·
შოთამ თოვლი გადმოყარა და გიორგისაგან ითხოვს 300 ლარს.
·
გიორგი უარს აცხადებს თანხის სრულად გადახდაზე,
რადგან შოთას მხოლოდ ნახევარი სამუშაოს შესრულება მოუწია.
ვისი პოზიციაა სამართლებრივად დასაბუთებული?
B.
მოდიფიკაცია
– შოთას მოთხოვნა გიორგისაგან 300 ლარის გადახდის თაობაზე სკ-ის 629-ე მუხლის პირველი
ნაწილის მეორე წინადადების საფუძველზე
შოთას შესაძლოა ჰქონდეს გიორგისაგან 300 ლარის მოთხოვნის უფლება სკ-ის 629-ე
მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებიდან გამომდინარე.
ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა ა)წარმოიშვას, ბ)არ შეწყდეს და გ)იყოს განხორციელებადი.
I.
მოთხოვნის წარმოშობა
·
ეს მოთხოვნა წარმოიშობა „ნამდვილი’’ „ნარდობის
ხელშეკრულების“ დადებით
629-ე მუხლის შესაბამისად.
·
შოთა და გიორგი შეთანხმდნეან აზღაურების
სანაცვლოდ ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელშიც გადამწყვეტი
იყო შედეგი[!]
– „თოვლისაგან თავისუფალი
სახურავი“.
·
შესაბამისად, სახეზეა „ნარდობის ხელშეკრულება“ და აღნიშნული
მოთხოვნა წარმოშობილია.
II.
მოთხოვნის შეწყვეტა
·
თუმცა შოთას მოთხოვნა
შესაძლოა შეწყვეტილიყო.
·
შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია „საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა“ სკ-ის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის უკუდასკვნის საფუძველზე.
·
ამისათვის საჭიროა, რომ დადებული იყოს: ა) ორმხრივი ხელშეკრულება, ბ)საპასუხო მოთხოვნა[გიორგის მოთხოვნა] იყოს გამორიცხული და
გ)ამ გამორიცხვაში
ბრალი არ მიუძღოდეს გიორგის.
ა). ორმხრივი ხელშეკრულება
·
406-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით, „ორმხრივი ხელშეკრულება“
გულისხმობს „ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებას“.
·
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა დადეს „ნარდობის ხელშეკრულება“, რომლითაც ორივე მხარემ იკისრა გარკვეული ვალდებულება.
·
შესაბამისად, „ორმხრივი ხელშეკრულება’’ სახეზეა.
ბ)“ საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა’’
·
საკითხავია, გამორიცხულია თუ არა გიორგის მოთხოვნა
შოთას მიმართ.
·
იმისათვის, რომ გიორგის მოთხოვნა შოთას მიმართ შეწყდეს,
იგი ჯერ „უნდა წარმოიშვას“ და შემდეგ „დადგეს მისი შეწყვეტის
საფუძველი’’.
ა. „შოთას
მიმართ გიორგის მოთხოვნის წარმოშობა“
შოთას მიმართ გიორგის მოთხოვნა სახურავიდან თოვლის გადმოყრის თაობაზე წარმოიშვა
მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ I).
ბ. „გიორგის
მოთხოვნის შეწყვეტა“
გიორგის მოთხოვნა შოთას მიმართ შესაძლოა შეწყვეტილიყო „ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის
გამო“.
„ვალდებულების შესრულების ნაწილობრივი შეუძლებლობა’’ ·
ვალდებულების შესრულება
შესაძლოა შეუძლებელი გახდეს მხოლოდ „ნაწილობრივ“. ·
ასეთ შემთხვევაში „კრედიტორის მოთხოვნა“ მხოლოდ ნაწილობრივ, იმ ნაწილში
შეწყდება, რომლის შესრულებაც შეუძლებელია. ·
იმ ნაწილში
კი, რომლის შესრულებაც შესაძლებელია, კრედიტორი ინარჩუნებს
მოვალის მიმართ მოთხოვნას. ·
ცხადია, „კრედიტორს უფლება’’ აქვს, „შეუძლებელი ნაწილის ფარგლებში’’ , მოვალისგან, შესაბამისი წინაპირობებით, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
·
თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევებიც, როცა კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ სრულად
შესრულების მიმართ აქვს ინტერესი. ასეთ შემთხვევაში
მას ექნება უფლება, ზიანის ანაზღაურება მთელი ვალდებულების დარღვევისათვის მოითხოვოს
და არა მხოლოდ ნაწილობრივი დარღვევისათვის. ხ ·
ზოგადად, „ვალდებულების ნაწილობრივი
შეუძლებლობის მდგომარეობა“ მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სახეზე,
როცა ვალდებულება „დანაწევრებადია’’. ·
მაგალითად, თუ შესრულების საგანია ისეთი ნივთის გადაცემა, რომელიც
ნაწილებად შეიძლება დაიყოს ფუნქციის დაკარგვის გარეშე, მაშინ „ერთი ნაწილის გადაცემის შეუძლებლობა“ მხოლოდ ამ ნაწილში გამორიცხავს მოთხოვნას. ·
მაგალითად, თუ გადასაცემია 10 ტონა ხორბალი და 5
ტონა განადგურდება, დანარჩენი 5 ტონის მოთხოვნის უფლებას კრედიტორი ინარჩუნებს, ხოლო
განადგურებული 5 ტონის მოთხოვნა წყდება. ·
მაგრამ თუ ნივთი თავისი არსით არაა დანაწევრებადი,
მაშინ მოთხოვნის უფლება სრულად შეიძლება
შეწყდეს. ·
მაგალითად, თუ კრედიტორისათვის გადასაცემი 300-გვერდიანი
წიგნის 200 გვერდი დაიწვა, დანარჩენი 100 გვერდის გადაცემა კრედიტორისათვის, როგორც
წესი, აზრს კარგავს. |
·
ვალდებულების
შესრულების შეუძლებლობა სახეზეა მაშინ, როცა შესრულება
ყველასთვის ან
მოვალისთვის შეუძლებელია.
·
მოცემულ შემთხვევაში, სახლის სახურავის ერთ ნაწილზე
თოვლი აღარაა და, შესაბამისად, თოვლისაგან მისი გაწმენდა შეუძლებელია ობიექტურად,
მეორე ნაწილი კი თოვლითაა დაფარული და ამ ნაწილში ვალდებულების შესრულება შესაძლებელია.
·
აქედან გამომდინარე, შოთას მიმართ გიორგის
მოთხოვნა მხოლოდ „ნაწილობრივ
შეწყდა“ სახურავის ერთ ნაწილზე, მეორე ნაწილზე კი მოთხოვნა არ შეწყვეტილა
3. გიორგის მოთხოვნის „ნაწილობრივ ჭეყვეტაში’’ გიორგის არაბრალეულობა
მოცემულ შემთხვევაში ნახევარ სახურავზე თოვლის დადნობა იყო შემთხვევითობა,
რომელშიც გიორგის ბრალი არ მიუძღვის.
შუალედური დასკვნა
რადგან საპასუხო მოთხოვნა[გიორგის მოთხოვნა] მხოლოდ „ნაწილობრივ“, კერძოდ „ნახევრადაა შეწყვეტილი“[ გიორგის ბრალის გარეშე],
ამიტომ გიორგის
მიმართ შოთას მოთხოვნაც მხოლოდ ½ ნაწილში უნდა შეწყდეს.
საბოლოო დასკვნა
შოთას გიორგის მიმართ აქვს 300 ლარის ნახევრის,
150 ლარის მოთხოვნის უფლება სკ-ის 629-ე მუხლის
პირველი ნაწილის მეორე წინადადებიდან გამომდინარე
ხხხხ
კაზუსის მოდიფიკაციის ამოხსნის სქემა იყო:
B. შოთას მოთხოვნა გიორგისაგან 300 ლარის გადაცემაზე, 629 I
I. მოთხოვნის წარმოშობა (+)
II. მოთხოვნის შეწყვეტა
საპასუხო მოთხოვნის გამორიცხვის გამო, 406 I (+)
a. ორმხრივი
ხელშეკრულება (+)
b. საპასუხო მოთხოვნის გამორიცხულობა (+)
o საპასუხო მოთხოვნის წარმოშობა (+)
o საპასუხო მოთხოვნის ნაწილობრივ შეწყვეტა
(+)
c. მეორე
მხარის არაბრალეულობა (+)
შედეგი: შოთას აქვს გიორგისაგან თანხის ½-ის მოთხოვნის უფლება,
629 I (-)
ხხხხხხხხხხხხხხ
სამახსოვრო!
Ø „ფაქტობრივი შესრულება’’ მაშინაცაა სახეზე, როცა ა)“შესრულების მიზანი, მოვალის ძალისხმევის
გარეშე, თავისით სრულდება“,
ანდა ბ)“შესრულების მიზანი
საერთოდ ქრება“.
Ø „შესრულების
მიზნის გაქრობა“ არ უნდა
ავურიოთ „მიზნის დარღვევის“ შემთხვევებში. „მიზნის გაქრობისას’’ ნადგურდება შესრულების საფუძვლად აღებული ობიექტი (სუბსტრატი).
„მიზნის დარღვევის“ დროს კი, უბრალოდ, კრედიტორი კარგავს
ინტერესს შესრულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ
შესრულება შესაძლებელია.
ხ
Ø ვალდებულების შესრულების „ნაწილობრივი შეუძლებლობის“ შემთხვევაში მოთხოვნა წყდება მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მისი შესრულებაა
შეუძლებელი.
Ø ვალდებულების შესრულების „ნაწილობრივი შეუძლებლობა“ მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სახეზე, როცა ვალდებულება დანაწევრებადია.
ხ
Ø როცა კრედიტორს ვალდებულების „მხოლოდ
სრულად შესრულების მიმართ’’ აქვს ინტერესი, მას ექნება უფლება, ზიანის ანაზღაურება
„მთელი ვალდებულების დარღვევისათვის“ მოითხოვოს და არა მხოლოდ
„ნაწილობრივი
დარღვევისათვის’’.
Комментарии
Отправить комментарий