“სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობის [ანუ საჯაროობის]’’-პრინციპი

 


სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა[საჯაროობა]’’

 

·        „საქვეყნოობა[საჯაროობა] მოითხოვს: „ღიაობას’’,“გამჭვირვალობას’’ და „ობიექტურობას’’

·        „სამართლწარმოების ღიაობა’’ - საზოგადოების დროული და ობიექტური ინფორმირება სასამართლოთა სქმიანობის შესახებ ხელს უწობს საზოგადოების სამართლებრივი განათლებულობის [გათვითცნობიერებულობის] დონის ამაღლებას[!] და წარმოადგენს „სამართლიანი სასამართლო განხილვების’’ გარანტიას[!]

·        „სამართლწარმოების ღიაობა’’ უზრუნველყოფს „სასამართლო ხელისუფლებაზე’’ საზოგადოებრივ კონტროლს[!]

·        „საქმის  ღია სასამართლო განხილვა’’ სასამართლოსადმი „საზოგადოების ნდობის’’ გაჩენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს

·        „პროცესის საქვეყნოობა’’-:“სასამართლოსადმი ნდობის’’ საკითხს უკავშირდება[!]

·        „პროცესის საქვეყნოობის პრინციპის’’ განხორციელებაში  დიდ როლს ასრულებენ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები’’

·        „სასამართლო საქმიანობის’’  გაშუქებაში „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების’’ მონაწილეობის რამდენიმე ალტერნატიული ფორმა არსებობს:

 

1)     „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’  წარმომადგენლების [რეპორტიორის,კორესპოდენტის ,ტელე ოპერატორის] „დაშვება სასამართლო შენობაში’’ ,სადაც განთავსებული უნდა იყოს „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.[ანუ მათი „ქცევის წესები’’]

2)     „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლების „დასწრება ღია სასამართლო სხდომაზე’’

3)    „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლების „დასწრება სასამართლო აქტის გამოცხადების დროს’’ ,როდესაც თავად საქმე განხილულ იქნა „დახურულ სხდომაზე’’

4)     „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლის „თხოვნით’’  „საჯარო ინფორმაციის გაცემა სასამართლოს მიერ’’

5)     „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლების ან „სასამართლოს კუთვნილი მასობრივი ინფორმირების საშუალებით’’ „სასამართლლოს საქმიანობის გაშუქება’’[იგულისხმება პერიოდული სტატიები , ტელერეპორტაჟები,ინტერნეტპუბლიკაციები]

6)     სასამართლოს წარმომადგენლების,მოსამართლეთა გაერთიანების ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობა „პრეს-კონფერენციებში’’,“ბრიფინგებში’’ და სხვა ღონისძიებებში [შენიშვნა: კარგი იქნება თუ ითანამშრომლებ რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებასთან ,როგორც მათი  აკრედიტირებული „წარმომადგენელი’’ ასეთ ღონისძიებებზე]

7)     „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლების „აკრედიტაცია სასამართლოებში’’[ აკრედიტაცია: ვისმესთვის რაიმე რწმუნების ანდა გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება ნიშნავს].

8)     სასამართლოთა საქმიანობის „საუკეთესო გამშუქებლის’’ გამოსავლენად კონკურსების ჩატარება „მასობრივი ინფორმაციის საშუალების’’ წარმომადგენლებს შორის

·        „პროცესის საქვეყნოობის[საჯაროობის] პრინციპის’’  პრაქტიკული განხორციელება „ღია სასამართლო სხდომის’’ ჩატარების გზით ხდება[!]

·        სასამართლოებში ყველა საქმე,როგორც წესი, განიხილება „ღია სასამართლო სხდომებზე’’

·        „დახურულ სხდომაზე’’ საქმის განხილვა დასაშვებია,მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემტხვევებში[!]

·        „სასამართლოს გადაწყვეტილება’’ ყოველთვის ცხადდება საქვეყნოდ [საჯაროდ] [იხ.კონსტიტუციის 85-ე მუხლი]

„საქვეყნოობის პრინციპის’’ არსი [მნიშვნელობა]

 

·        „ღია სასამართლო სხდომა’’ [რაც არის „საქვეყნოობის’’ პრინციპის ცხოვრებაში რეალიზაცია] დადებითად მოქმედებს  მოსამართლეებზე და „პროცესის მონაწილეებზე’’[მხარეებზე,მათ ადვოკატებზე და ა. შ.] ასევე სხდომაზე დამსწრე პირებზე.

·        ამით ხორციელდება საჯარო კონტრლი  პირველრიგში მოსამართლეებზე[რათა მათ დაიცვან სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები და მეტი პასუხისმფგებლობით მოეკიდონ საქმეტა განხილვას და გადაწყვეტას]

·        „ღია სასამართლო სხდომით’’ შესაძლებელი ხდება „პროცესის მონაწილე პირთა უფლებების დაცვა’’,“საპროცესო სამართალდარღვევის მიზეზის გამოვლენა’’,“საპროცესო სამართალდარღვევის პრევენცია’’

·        „ღია სასამართლო სხდომა’’[„საქვეყნოობის პრინციპი’’ ] სამართლოში „კანონიერი და „დასაბუტებული’’ გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი  მთავარი წინაპირობაა[!]

 

„საქვეყნოობის პრინციპის’’ შინაარსი

 

·        „საქვეყნოობის პრინციპს’’ ორი ასპექტი[ მხარე] აქვს:

„პოროცესის საქვეყნოობის’’პრინციპის  პირველი ასპექტი[მხარე]:

·        ყველა მსურველს უფლება აქვს ტავისუფლად დაესწოს სასამართლოს ღია სხდომას [!]

·        იმყოფებოდეს სასამართლო დარბაზში საქმის განხილვის დროს,პროცესის დაწყებიდან,მის დამთავრებამდე[მათ შორის მასობრი ვი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს]

·        „საქვეყნოობის პრინციპიდან’’ გამომდინარეობს სხდომათა დარბაზში პროცესის  ფოტო,კინო და ვიდეო გადაღების უფლება,აგრეთვე სტენოგრაფირების და აუდიო ჩანაწერების გაკეთების უფლება

·        სხდომის დარბაზში მყოფ პირებს უფლება აქვთ გააკეთონ წეილობითი ჩანაწერები პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

·        ეს უფლებები სხდომაზე დამსწრე პირებს შეიძლება ჩამოერთვათ მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში[სსსკ-ის 212-ე მუხლი]

·        ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-13  და სსსკი-ს მე-9 მუხლის თანახმად „სასამართლოს[მოსამართლის] მოტივირებული გადაწყვეტილებით’’[ ეს ძირითადად ხდება ნაშინ,როცა ფიქსაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენება ხელს უშლის პროცესის წარმოებას]

„სამოქლაქო პროცესის საქვეყნოობა’’[მე-9 მუხლი]

 

·        „სამოქლაქო პროცესის საქვეყნოობას’’ განამტკიცებს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ მე-9 მუხლი

·        ამ მუხლის ტანახმად „დახურულ სხდომაზე’’ სამოქალაქო საქმის განხილვა დასაშვებია:

 

1)    „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის’’ მიზნით

[ასეთ დროს სასამართლო სხდომა იხურება,რათა სახელმწიფო საიდუმლო არ გახმაურდეს]

ან

2)    „კანონმდებლობით გათვალისწინებულ „სხვა’’ შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის ’’ საფუძველზე

[ასეთ დროს „დახურული სხდომა’’ დაიშვება იმ მიზნით,რომ არ გახმაურდე საქმის მონაწილეთა ცხოვრების  შესახებ ინტიმური ცნობები ან „შვილად აყვანის საიდუმლოს’’ უზრუნველყოფის მიზნით]

 

·        ამრიგად,სამოქალაქო საქმის „დახურულ სხდომაზე ‘’ განხილვის 2 სახე არსებობს

1.      საქმე დახურულ სხდომაზე განიხილება ყველა შემტხვევაში თუ ამას მოითხოვს კანონი

2.      საქმე დახურულ სხდომაზე განიხილება მხარის ან მისი წარმომადგენლის[ადვოკატის]  შუამდგომლობით ან მოსამართლის ინიციატივით[ რისთვისაც საჭიროა არსებობდეს კანონით განსაზღვრული წინაპირობები]

         

„პოროცესის საქვეყნოობის’’ პრინციპის  მე-2 ასპექტი[მხარე] :

·        ეს ასპექტი ეხება „საქმის მასალების გამოქვეყნებას’’[!]

·        კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება,პირადი ჩანაწერი, პირადი მიმოწერა,სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით საუბარი ,აგრეთვე ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება ,ხელშეუხებელია[!]

·        ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით[!] ან მის გარეშე კანონით გათვალისწინებული „გადაუდებელი აუცილებლობისას’’

 

    მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები

 +

1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა

 

·        გარდა ამისა კონსტიტუციით გარანტირებულია  „ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა’’

 

    მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 

 

1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

 

ყურადღება:

·        „პირადი მიმოწერა’’ და „პირადი შეტყობინებანი ‘’ შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე შეიძლება განხილული და შემოწმებული იქნეს „ღია სასამართლო სხდომაზე’’ მხოლოდ იმ პირთა თანხმობით ,რომელტა შორისაც ხდებოდა კომუნიკაცია.

·        თუ ასეთი თანხმობა რომელიმე მხარისაგან მიღებული არ იქნება  „პირადი მიმოწერის’’ და „პირადი შეტყობინებების  ‘’ განხილვა  და შემოწმება მოხდება „დახურულ სასამართლო სხდომაზე’’

 

·         „სამოქალაქო საპროცესო კდექსის’’ მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ყველა [სამოქალაქო] საქმე რომელიც შეეხება „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს’’ განხილული უნდა იქნეს „დახურულ სხდომაზე’’

·        ეს იმიტომ,რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ კანის 1 მუხლის 1 პუნქტის თანახმად:

 

სახელმწიფო საიდუმლოება ეს ინორმაციის ისეთი სახეობაა ,რომელიც ეხება  ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებ და  რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს

 

·       სასამართლოს ასევე უფლება აქვს სამოქალაქო საქმე განიხილოს „დახურულ სხდომაზე’’  „მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის’’ მე-14 მუხლის 1-ლი  პუნქტის  ან/და „ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა  დაცვის ევროპის კონვენციის’’[რომი,1950 წ.] მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე

 

სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.’’

 

·  რაც შეეხება „სასამართლოს შენობაში  ანდა სამოქალაქო საქმის  განხილვის ფოტო და ვიდეო გადაღებებს’’ ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „საერთო სასამართლოების სესახებ’’ ორგანული კანონის მიერ დაგენილი წესით[იხ.  კანონი და წესი]

„ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა  დაცვის ევროპის კონვენციის’’[რომი,1950 წ.] მე-8 მუხლი

                                                                                                                    მუხლი 8

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

„სამოქალაქო საქმეზე   სასამართლო სხდომის დახურვის’’  წესი

·       ზემოთ განხილულ შემთხვებში სასამართლოს გამოაქვს „მოტივირებული განჩინება’’  სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ[!]

·       „განჩინებაში’’ სასამართლომ უნდა მიუთითოს იმ გარემოებებზე,რომლებიც ადასტურებენ ,რომ ამ საქმის განხილვა „დახურულ სხდომაზე’’ აუცილებელია

·       „განჩინების’’ გამოცხადების შემდეგ ,დარბაზში მყოფი პირი ვალდებულია დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი[გარდა კანონიტ განსაზღვრული პირთა წრისა]

·       ყველა სხვა შემტხვევაში,დაუშვებელია დამსწრე პირთა სასამარტლო სხდომის დარბაზიდან გაყვანა ,თუ ისინი წესრიგს არ არღვევენ

·       წესრიგის დამრღვევები დარბაზიდან გაყავთ სასამართლოს მანდატურებს[!]

·       კანონით განსაზღვრული პირთა წრე ,რომელიც მონაწილეობს „დახურულ სხდომაში’’ არის: „მხარეები’’,“მხარეთა წარმომადგენლები[ადვოკატები]’’,ხოლო თუ ეს აუცილებელია „მოწმეები’’ ,“თარჯიმნები’’, „ექსპერტები’’

·       „დახურულ სხდომაზე ‘’  საქმე განიხილება სამართალწარმოების ყველა წესის დაცვით.

·       „დახურული სხდომა’’ არ ნიშნავს იმას,რომ არ იქნება დაცული კანონიერება

·       თავად საქმე „დახურულ სხდომაზე განიხილება’’,ხოლო სასამართლოს „გადაწყვეტილება ‘’ ცხადდება საჯაროდ[!]

ყურადღება:

·       სასამართლოს „გადაწყვეტილების ‘’ „საჯაროდ გამოცხადებამ’’ არ უნდა გამოიწვიოს „იმ ცნობების’’ გახმაურება,რომელთა საიდუმლოების დაცვის მიზნითაც იყო მიღებული სასამართლოს სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიღებული[!]

·       სწორედ ამიტომ,“სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობები’’ ,რომელთა გახმაურება კანონით იკრძალება,არ უნდა ისახოს  სასამართლოს გადაწყვეტილებაში[!]

   მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა 

 

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

1​1. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო- ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.

3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები